განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ა.გ. 271-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: შორენა ყაველაშვილი
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
კახაბერ მაჭავარიანი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს-------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ს-------------–---–ი (დაბადებული 1----–-–----------------------------, ნასამართლობის არ მქონე) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლი პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლი პირველი ნაწილით- 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლი მე-2 ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ, ს-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ს-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2010 წლის 23 მაისიდან 2010 წლის 25 მაისამდე პატიმრობაში ყოფნის დრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ს-------------–---–ი (ნასამართლევი) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და 2 (ორი) დღით.
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა-500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები მთლიანად შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 2 (ორი) დღით თავისუფლებით აღკვეთა და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ს-------------–---–ისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი, რომლის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 5 (ხუთი) თვის და 28 (ოცდარვა) დღის ვადით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მთლიანად დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, ს-------------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, ასევე ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი.
ს-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2011 წლის 2 აპრილიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე, ს-------------–---–ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით 1 (ერთი) წლის, 5 (ხუთი) თვის და 28 (ოცდარვა) დღით თავისუფლების აღკვეთისგან.
2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე, ს-------------–---–ს ერთიმეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვითა და 1 (ერთი) დღით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ივნისის განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ს-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განაჩენით დანიშნული, მოუხდელი სასჯელი ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სასაბოლოოდ, ს-------------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ს-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
ს-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული მოუხდელი სასჯელიდან 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ს-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
ს-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2017 წლის 6 აგვისტოდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ს-------------–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო - „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი წესით.
პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა შუამდგომლობა, პირად საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ ს-------------–---–ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321 მუხლის თანახმად, ,,საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძველებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას“.
2013 წლის 17 აპრილის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამასთანავე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
პალატა განმარტავს, რომ პირველი, თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 7 ოქტომბრის განაჩენის გამოტანის მომენტისთვის ს-------------–---–ი ნასამართლევი არ იყო, მაგრამ 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის გავრცელების შედეგად სრულად გათავისუფლდა ამ განაჩენით დანიშნული (საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით) ძირითადი სასჯელებისაგან.
ამასთან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განაჩენის გამოტანის მომენტისთვის ს-------------–---–ი ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის (თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით). ამ განაჩენით გამოყენებულია სასჯელთა სრული შეკრების პრინციპი, რასაც ითვალისწინებს მოქმედი სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი. მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათიდან გამომდინარე, პალატას მის მიმართ შეფარდებული სასჯელი სამართლიანად მიაჩნია.
რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ივნისის განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით ს-------------–---–ისთვის განსაზღვრულ სასჯელებს, მოცემული განაჩენებით მსჯავრდებულს სასჯელი განესაზღვრა 2013 წლის 17 აპრილის შემდგომ მოქმედი რედაქციით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე.
შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ივნისის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენი ს-------------–---–ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 314-ე, 3321-ე მუხლებით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილებით;
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს-------------–---–ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს:
2. უცვლელად დარჩეს ს-------------–---–ის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ივნისის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენი .
3. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /შ. ყაველაშვილი/
მოსამართლეები: / მ. კაპანაძე/
/ კ. მაჭავარიანი/