განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120100--8002269039 - 1ბ/417-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
24 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: რ----- ა------–-–---–- (პ/ნ №1----------), დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ----------, ს------–-----------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მილების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო----- ს-------ემ და ითხოვა მსჯავრდებულ რ----- ა------–-–---–-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
სასამართლომ დაადგინა:
რ----- ა------–-–---–-, 2017 წლის 19 დეკემბერს დაახლოებით, 20:30 საათზე, ბ----------ს რაიონის ს------–----------------ში, მივიდა სამცხე-ჯავახეთის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან ა-–---- გ------–--ესთან და გ--–- მ---------–თან, რომლებიც იმყოფებოდნენ სამსახურეობრივი ლოგოიანი ავტომანქანა „მი–----–---–----- სახ. ნომერი B-------- და ხელთ არსებული ცული ავტომანქანას რამდენიმეჯერ დაარტყა, ჩაუმტვრია უკანა მარცხენა და შუა სამუხრუჭე მაშუქები, გაუტეხა უკანა საქარე მინა, დაუზიანა უკანა ბამპერის მარცხენა კუთხე და საბარგულის კარი, დააგდო ცული ძირს და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, რითაც სამცხე-ჯავახეთის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურს მიაყენა 880 ლარის ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
რ----- ა------–-–---–-ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, მოწმეების: უ-- დ--–--–-–---–ის, ა-–---- გ------–--ის, გ--–- მ---------–ის, ქ------- ლ-----ის ჩვენებებით, რ----- ა------–-–---–-ს აღიარებითი ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რ----- ა------–-–---–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ----- ა------–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
რ----- ა------–-–---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, ქმედების ჩადენა სახელმწიფო ქონების მიმართ, რაც აფერხებს ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებს შესასრულონ დაკისრებული უფლებამოვალეობები.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ სასჯელთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, მისი პიროვნული მახასიათებლები (გაქარწყლებული ნასამართლობა) და ისე განუსაზღვროს სასჯელი.
პირველს რიგში პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად „გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლის-სამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას“.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“.
სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე შეზღუდულია დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი კანონის ზემოთ აღნიშნული ჩანაწერიდან გამომდინარე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ასოთხმოც საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე და პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი, რ----- ა------–-–---–-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოცხრილები ჩაწერილი 1 ცალ CD დისკად დაერთვის საქმეს, შენახული იქნა საქმის შენახვის ვადით;
ავტომანქანა „მი–----–---–----- სახ. NB-------- და მაშუქის ნამსხვრევები რომლებიც ინახება შსს ბ----------ს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამინისტროს;
ხის ტარიანი ცული, რომელიც ინახება შსს ბ----------ს რაიონულ სამმართველოში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლის მე-8 მუხლის რ----- ა------–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას 3000 ლარის ფარგლებში გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებული ო----- ა------–-–---–-ს (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: რაიონი ბ----------, დ----–--------------–--------------------------------------------------–--------------------------–------------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებული ფართობი - 7803.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი - 6-----------.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო----- ს-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
რ----- ა------–-–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
რ----- ა------–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას 3000 ლარის ფარგლებში გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებული ო----- ა------–-–---–-ს (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: რაიონი ბ----------, დ----–--------------–--------------------------------------------------–--------------------------–------------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებული ფართობი-7803.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი - 6-----------.
პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოცხრილები ჩაწერილი 1 ცალ CD დისკად რომელიც ერთვის საქმეს, შენახული იქნა საქმის შენახვის ვადით;
ავტომანქანა „მი–----–---–----- სახ. NB-------- და მაშუქის ნამსხვრევები რომლებიც ინახება შსს ბ----------ს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამინისტროს;
ხის ტარიანი ცული, რომელიც ინახება შსს ბ----------ს რაიონულ სამმართველოში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი