განაჩენი

სისხლის სამართლის 25.04.2018
საქმის ნომერი
330100117001964156
ინსტანცია
თარიღი
25.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/202-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორ - თ-------------,მსჯავრდებულ - ჯ----–------–---,ადვოკატ - ნ---------------- მონაწილეობით,მსჯავრდებულ ჯ----–------–--- და მისი ადვოკატის ნ---------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ჯ----–-------–-----------–--- მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------–-, პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით:

 

ჯ----–------–-- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და ჯ----–------–--- დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა ჯ----–------–--- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთამ სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 აპრილის განაჩენით ჯ----–------–--- მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით და საბოლოდ, ჯ----–------–--- დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ჯ----–------–--- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა დიდი ოდენობით, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკულ დანაშაულთა თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

 

მანვე, ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკულ დანაშაულთა თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2017 წლის 15 მაისს, დაახლოებით 1830 საათზე, თ---–--–-, უ------------------------, ჯ----–------–--მ მეუღლეს მ---------------------–--- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ თავში რამდენჯერმე ჩაარტყა ტელეფონის ყუთი. იმავე დღეს 2200-2300 საათების შუალედში, თ---–--–-, ს---------------------ში მდებარე ბინაში, ჯ----–------–--მ მ---------------------–--- რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში. ჯ----–------–--- ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით ნასამართლევმა ჯ----–------–--მ 2017 წლის 15 მაისს უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი (მარილი) და ამინო-ფენილ-ეთანონის ქიმიური ნაერთთა კლასის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რაც ამოღებული იქნა 2016 წლის 16 მაისს, 1725-1755 საათების შუალედში, თ---–--–-, ს---------------------ში მდებარე ჯ----–------–--- საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას. კერძოდ, ამოღებული იქნა 2 ცალი 1 მლ. შპრიცი, მათში მოთავსებული ნარკოტიკული საშულებით მეტამფეტამინი (მარილი) 0,00013 გრამის ოდენობით და 2 ცალი 1 მლ. შპრიცი, მასში მოთავსებული ამინო-ფენილ-ეთანონის ქიმიური ნაერთთა კლასის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებით.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ჯ----–------–--მ და მისმა ადვოკატმა ნ----------------. დაცვის მხარე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 იანვრის განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულ ჯ----–------–--- მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, იგი ეყრდნობა მიკერძოებული და დაინტერესებული მხარის - ჯ----–------–--- მეუღლის მ---------------- ჩვენებას, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც მის მიერ გამოძიებაში და თვით სასამართლოშიც მიცემულ ჩვენებებს, ასევე, მსჯავრდებულ ჯ----–------–--- ჩვენებასაც. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მ---------------- მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია არადმაჯერებელია, არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და ასევე, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან. დაცვის მხარე აპელირებს მოწმე თ-------------–---–-- ჩვენებაზეც და აღნიშნავს, რომ ამ ობიექტური და სრულიად მიუკერძოებელი მოწმის ჩვენება ეჭვის ქვეშ აყენებს ბინის ჩხრეკის კანონიერებას, ვინაიდან ჩნდება კითხვები ჩხრეკის დროს ამოღებული შპრიცების წარმომავლობასა და კუთვნილებასთან დაკავშირებით, მითუმეტეს როდესაც ჯ----–------–-- კატეგორიულად უარყოფს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს და მოხმარებული შპრიცების არსებობას მის საცხოვრებელ ბინაში. ურთიერთსაწინააღმდეგო და განსხვავებული ჩვენებები მისცეს სასამართლოს ბინის ჩხრეკის მონაწილე პოლიციელებმაც ურნაში ჩაგდებული ინსულინის შპრიცების ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების შეფასების შედეგად კი, ჩხრეკის ოქმი არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს სასამართლოს მიერ, ვინაიდან მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის დარღვევით და ამასთან, უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მათი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის შესახებ. შესაბამისად, მოცემულ საქმეში არის არაერთი ეჭვის შემცველი ფაქტორი, რომელიც უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ჯ----–------–--მ, ასევე მისმა ადვოკატმა - ნ---------------- მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ჯ----–------–--- მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, რომლის მიხედვითაც მან წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ არ არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი და შესაბამისად, მის საცხოვრებელ ბინაში, ნაგვის ურნიდან ამოღებული შპრიცები, მასში არსებული ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი სითხის ნარჩენებით, მას არ ეკუთვნის. მანვე აღნიშნა, რომ არც მეუღლისთვის მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა მათ შორის სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ხოლმე ადგილი. მისი განმარტებით, მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ქირით, სადაც კარს შეუცვალა საკეტი და გასაღები ჰქონდა მას და მეუღლეს. სახლში ხშირად ჰყავდათ სტუმრები, მათ შორის დაკავებამდე ერთი დღით ადრე, 15 მაისსაც იყვნენ მათთან მ-------- მეგობრები. მათი წასვლის შემდგომ მეუღლესთან მოუვიდა შელაპარაკება ბავშვთან დაკავშირებით. მეორე დღეს - 16 მაისს, როდესაც მ------- სამსახურში მიჰყავდა, გზაში მაღაზიასთან გაჩერდა და გადავიდა ავტომანქანიდან. უკან დაბრუნებულს კი მეუღლე აღარ დახვდა. ამ უკანასკნელმა ტელეფონით უთხრა, რომ სამსახურში წავიდა. იგი (ჯ----–------–--) 1500 საათამდე შვილთან ერთად სახლში იმყოფებოდა, შემდეგ წავიდა მეგობართან. დაახლოებით 1730 საათზე ესაუბრა მეუღლეს და უთხრა, რომ იმყოფებოდა მეგობართან - ზ--------------–------- ფ------ ქუჩაზე, რის შემდეგაც დააკავეს. ჯ----–------–--- განმარტებით, მას არასდროს მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლისათვის. პირიქით, ზრუნავდა და უვლიდა მას. ასევე არ დაადასტურა წარსულში მეუღლის ცემისა და ცოლისძმის დაჭრის ფაქტი; მანვე განმარტა, რომ თავისუფლების მოედანზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა მეგობრის ოფისში, სადაც დალიეს ყავა და ისაუბრეს ბინის პროექტთან დაკავშირებით, რომლის შეძენასაც აპირებდნენ, ხოლო რაიმე ნარკოტიკული საშუალების შეძენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის აღნიშნული განმარტება ემსახურება მოსალოდნელი პასუხისმგებლობის და სასჯელის თავიდან არიდების მიზანს, ვინაიდან იგი აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ჯ----–------–--- მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაულები და მის მიერ განხორციელებულ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ---------------------–--- განმარტა, რომ ოთხი წელია, რაც დაოჯახებულია ბრალდებულ ჯ----–------–--ზე და ყავთ შვილი. პირველად ბრალდებულმა თანაცხოვრების დაწყებიდან ერთ კვირაში ცემა, რის შედეგადაც ფიზიკური დაზიანებებით იმყოფებოდა საავადმყოფოში. აღნიშნული შემთხვევის გამო დაზარალდა მისი ძმა და ამ უკანასკნელის მეგობარი, რადგან სცადეს მ---------------------–--- ცემის მიზეზის გარკვევა, თუმცა ჯ----–------–-- მათაც ფიზიკურად გაუსწორდა. თანაცხოვრების პერიოდში ჯ----–------–--- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არაერთხელ მიუყენებია მისთვის (მ---------------------–---ათვის), თუმცა იგი ბოლო პერიოდში იყო განსაკუთრებულად გაღიზიანებული და ცდილობდა მის დაჩაგვრას, არ უშვებდა სამსახურში და წაართვა ტელეფონი. 2017 წლის 15 მაისს ჯ----–------–--მ ავტომანქანით გაუარა სამსახურში - კლინიკა ,,------–---–-“, წაიყვანა უ------------------------ და უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი, უყვიროდა და იქნევდა ხელებს, გააჩერა ავტომანქანა და დაახლოებით სამჯერ ჩაარტყა თავში ტელეფონის ყუთი. შემდეგ ეძებდა დანას, თუმცა იმ მომენტისთვის არ ჰქონდა მანქანაში. ჯ----–-- წაართვა ფული და გადარიცხა მისთვის უცნობ ანგარიშზე. შემდეგ წაიყვანა ვაზისუბანში და კორპუსიდან წამოიღო პაკეტი, სავარაუდოდ ნარკოტიკი, რადგან მეუღლემ უთხრა, რომ მის გასამწარებლად მისივე ფულს დახარჯავდა იმისთვის, რაც ყველაზე მეტად არ მოსწონდა და უშლიდა. ამის შემდეგ ჯ----–------–-- სახლშიც უყვიროდა, თავში ურტყამდა და ეკითხებოდა - აინტერესებდა თუ არა, რას იკეთებდა მისი ქმარი და რომ იგივეს მასაც გაუკეთებდა; მის თვალწინ 6 საათის განმავლობაში რამდენჯერმე გაიკეთა ინსულინის საინექციო შპრიცი; ის იყო აქტიური და აღგზნებული, მთელი ღამე არ დაიძინა და დადიოდა. დილით კვლავ მეუღლემ წაიყვანა სამსახურში, გზად იგი (ჯ----–------–--) გადავიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც თავადაც გადავიდა მანქანიდან და წავიდა დეიდის სახლში, სადაც დეიდაშვილებს - თ-- და ე-------–--------- უამბო მომხდარის შესახებ. შემდეგ დარეკა სსიპ ,,112-ში“ და განაცხადა მის მიმართ მომხდარი ძალადობისა და მისი მეუღლის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შესახებ. მოწმემ დაადასტურა, რომ ჯ----–------–--- მიერ განხორცილებული ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და რამდენიმე დღის მანძილზე ჰქონდა თავის ტკივილები; სახლის ჩხრეკისას ნაგვიდან ამოღებული იქნა საინექციო შპრიცები; ასევე, მას არაერთხელ უპოვნია სახლში საინექციო შპრიცი;

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–---------–---–-- განმარტა, რომ ბრალდებული ჯ----–------–-- არის მისი სიძე. პირადად არასდროს შესწრებია ძალადობის ფაქტს, თუმცა ქალიშვილისგან იცის, რომ ქმარი ფიზიკურად და ფსიქიკურად ძალადობდა მასზე. 2013 წელს მან იძალადა მ---------------------–-----, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი იყო საავადმყოფოში, დაუდგინდა ყბის ძვლის მოტეხილობა. მომხდარის გამო მის ვაჟს - დ--------------- კონფლიქტი მოუვიდა სიძესთან, რომელმაც სამზარეულოს დანით დაჭრა დ------ და მისი მეგობარი. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მ------- შეურიგდა მეუღლეს. მოწმეს სხვა დროსაც არაერთხელ შეუმჩნევია მ--------თვის დაზიანებები სახის არეში, მაგალითად, ყელის და თვალის არეში ჰქონდა სილურჯეები. ამ უკანასკნელს უთქვამს, რომ ჯ----–ი ახრჩობდა და დანით ემუქრებოდა. იცის, რომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მისი ქალშვილის მიმართ ჯ----–------–--- მიერ ძალადობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. მ------- უყვებოდა, რომ ჯ----–- შეეძლო სრულიად უმიზეზოდ დაეწყო ჩხუბი, თავში ან სახეში ურტყამდა როდესაც რაიმეზე არ ეთანხმებოდა. მოწმის განმარტებით სავარაუდოდ ახალი ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. ბიო, რომელსაც მსჯავრდებული მოიხმარს, მასზე ცუდად ზემოქმედებს და აგრესიულს ხდის, რადგან ფხიზელ მდგომარეობაში აბსოლუტურად ნორმალური და ჩამოყალიბებული პიროვნებაა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ-- გ---–-------- განმარტა, რომ არის მ---------------------–--- დეიდაშვილი. 2017 წლის მაისში დაზარალებული აღელვებულ მდგომარეობაში მივიდა მასთან და უთხრა, რომ ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ჯ----–------–-- მასზე ფიზიკურად და ფსიქიკურად ძალადობდა, კერძოდ, თავში ურტყამდა, ასევე, იძულებით წაიყვანა ნარკოტიკის შესაძენად. მოწმემ დაადასტურა, რომ მ-------- გამოიძახა საპატრულო პოლიცია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ-------------–-–---–-- განმარტა, რომ 2017 წლის 16 მაისს მათ განყოფილებას განცხადებით მიმართა მოქალაქე მ---------------------–--- და განაცხადა, რომ მეუღლე ჯ----–------–-- მასზე ძალადობდა და მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას. მოწმის განმარტებით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება და გამოიყო ჯგუფი მის დასაკავებლად. მათ მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჯ----–------–-- იმყოფებოდა ფ------ ქუჩა N3--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოხდა მისი დაკავება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ-----------–---–-- განმარტა, რომ 2017 წლის 16 მაისს დაიწყო გამოძიება მ---------------------–--- შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმადაც 15 მაისს მეუღლემ ავტომანქანაში მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულმა დაკითხვისას ახსენა, რომ მისი მეუღლე მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას, რის შემდეგაც მათ საცხოვრებელ ბინაში - ს------------------------ში ჩატარებული იქნა ჩხრეკა და სამზარეულოში, ნაგვის ურნიდან ამოიღეს ორი ცალი ინსულინის შპრიცი, რომლის კედლებზეც შიგნით შეინიშნებოდა სითხის ნარჩენი. აღნიშნულის შედეგად დაკავებულ იქნა ჯ----–------–-- და წარედგინა ბრალი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ---------------–---–-- განმარტა, რომ მის მიერ მიღებული იქნა ინფორმაცია ბრალდებულ ჯ----–------–--- ადგილსამყოფელის შესახებ, რაც აცნობა ხელმძღვანელობას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე თ-------------–---–-- განმარტა, რომ მის ბინაში ს------------------------ში დაახლოებით ორი თვე ცხოვრობდნენ ჯ----–------–-- და მ---------------. მას დაუკავშირდნენ პოლიციიდან და უთხრეს, რომ მის ბინაში ტარდებოდა ჩხრეკა, რომელსაც უნდა დასწრებოდა. ჩხრეკისას ჯ----–------–-- არ ყოფილა სახლში. პოლიციელებმა სამზარეულოში ნაგვის ურნიდან ამოიღეს შპრიცი, მასზე წვეთები იყო შერჩენილი. მოწმემ დაადასტურა, რომ მან ბრალდებულს მისცა უფლება შეეცვალა კარების საკეტი, ხოლო პოლიციის თანამშრომლებმა როგორ გააღეს კარი, არ იცის.

 

2017 წლის 16 მაისის ელ-სმენის შეტყობინების თანახმად, მ---------------------–--- განაცხადა, რომ 2017 წლის 15 მაისს თ---–--–-, ს---------------------ში მისმა მეუღლემ ჯ----–------–--მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ასევე აღნიშნა, რომ მისგან ხშირად განიცდის ძალადობას.

 

2017 წლის 16 მაისის ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ თ---–--–-, ს--------------------ში მდებარე თ-------------–---–-- კუთვნილი ბინიდან, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობს ჯ----–------–--, ჩხრეკის შედეგად ბინის სამზარეულოს ნაგვის ურნაში ნანახი და ამოღებული იქნა ორი ცალი ე.წ. ინსულინის შპრიცი, რომლის შიდა ზედაპირზე აღინიშნება გარკვეული სითხის წვეთები. ოქმის შენიშვნის თანახმად, ჩხრეკისას ბინის ფაქტობრივი მფლობელი ჯ----–------–-- ბინაში არ იმყოფებოდა.

 

2017 წლის 16 მაისის ოქმის თანახმად, ჯ----–------–--მ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით მინიჭებული კანონიერი უფლება და უარი განაცხადა ნარკოლოგიურ გამოკვლევაზე, როგორც კლინიკურ ნაწილში, ასევე ბიოლოგიური მასალის აღება-ჩაბარებაზე.

 

2017 წლის 17 მაისის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნით დადგენილია, რომ ჯ----–------–--- ბინის ჩხრეკისას ნანახი და ამოღებული: - 1 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების ინსულინის შპრიცის შიდა კედლებზე, აღინიშნება α-PVP, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, ამინო-ფენილ-ეთანონის (Amino-Phenyl-Ethanon) ქიმიურ ნაერთთა კლასს და ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი (მარილი), წონით 0,00007 გრამი. 1 მლ-იან ერთჯერადი მოხმარების ინსულინის შპრიცის შიდა კედლებზე, აღინიშნება α-PVP, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, ამინო-ფენილ-ეთანონის (Amino-Phenyl-Ethanon) ქიმიურ ნაერთთა კლასს და ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი (მარილი), წონით 0,00006 გრამი.

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე ს--------–----------- და განმარტა, რომ საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული. ასევე, მოწმე თ-----------–---- სასამართლოს მოახსენა, რომ ქიმიურ კვლევაში ს--------–----------- ჩაატარა ინსტრუმენტული კვლევა, მის მიერ კი მოხდა საკვლევი ობიექტის დათვალიერება, ნიმუშის მომზადება ინსტრუმენტული ანალიზისთვის. ქიმიური ექსპერტიზის კვლევის შედეგები არის ზუსტი და ცდომილება პრაქტიკულად გამორიცხულია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 აპრილის განაჩენით დგინდება, რომ ჯ----–------–-- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ჯ----–------–--- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ჯ----–------–--- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ამდენად, პალატა აფასებს რა ზემოთ მოყვანილ მტკიცებულებებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თვალსაზრისით; ასევე ითვალისწინებს, თუ რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით, მიდის დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს ჯ----–------–--- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

 

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ მ---------------------–--- ჩვენებაზე და აღნიშნავს, რომ მისი ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან იგი არ არის გულწრფელი და მიცემული აქვს განსხვავებული სახის ჩვენებები.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული დაზარალებულ მ---------------------–--- გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. მან სასამართლოს მისცა საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენება; დეტალურად და ლოგიკური წყობით განმარტა ჯ----–------–--- მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ. მისივე განმარტებით, მსჯავრდებულმა 2017 წლის 15 მაისს ჯერ უ------------------------, ავტომანქანაში უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი და დაახლოებით სამჯერ ჩაარტყა ტელეფონის ყუთი თავში, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი; შემდეგ კი სახლშიც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა; ასევე მისი თანდასწრებით რამდენჯერმე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ინსულინის შპრიცით.

 

დაზარალებულ მ---------------------–--- ჩვენება ურთიერთთავსებადია მოწმეების ი-----–---------–---–-- და თ-- გ---–-------- ჩვენებებთან, რომლებმაც დამაჯერებლად და შინაარსობრივად იდენტურად აღწერეს მათთვის ცნობილი, ჯ----–------–--- მიერ დაზარალებულზე განხორციელებული ძალადობის ფაქტები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ფიზიკური ძალადობა წარმოადგენს ერთი ადამიანის მიერ მეორის ცემას, წამებას, ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებას. ობიექტურუი მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ანუ, ოჯახში ძალადობად ქმედების კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სუბიექტური მხრივ იგი განზრახ დანაშაულს წარმოადგენს და მოტივსა და მიზანს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ჯ----–------–--მ მეუღლეს, დაზარალებულ მ---------------------–--- უ------------------------, ავტომობილში რამოდენიმეჯერ დაარტყა ტელეფონის ყუთი თავში, რის გამოც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი; შემდეგ კი სახლში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. პალატა დამატებით განმარტავს, რომ ხელის ან რაიმე ნივთის დარტყმა თავის არეში, თუნდაც ერთხელ, წარმოადგენს ძალადობრივ ძალმომრეობით აქტს, მთავარია ამ დარტყმით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე დგინდება, რომ მსჯავრდებულ ჯ----–------–--- ქმედება პირდაპირ თანხვედრაშია დანაშაულის სტრუქტურულ აღწერილობასთან (ოჯახში ძალადობა), მან ეტაპობრივად განახორციელა ყველა ის ქმედება, რაც იწვევს სისხლისსამართლებრივ გასაკიცხაობას, მისი ქმედება არის ბრალეული, რის გამოც მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.

 

რაც შეეხება ბინის ჩხრეკის დროს ამოღებულ შპრიცებს და მასში არსებულ ნარკოტიკულ ნივთიერებას, წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედებების განხორიცელებისას, მათ შორის თ-------------–---–-- კუთვნილი ბინის ჩხრეკისას, ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას და არ გამოვლენილა კონონის მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობა. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ, რომლებმაც ოქმების სისწორე სასამართლო სხდომაზეც დაადასტურეს და პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მათ სისწორესა და ობიექტურობაში. პოლიციის თანამშრომლების მიერ თანმიმდევრულად და იდენტური წყობით იქნა აღწერილი ბინის ჩხრეკის და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი შპრიცების ამოღების მიმდინარეობა; ჩვენებებში არ იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა. საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა.

 

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ჯ----–------–-- დაკავებული იქნა 2017 წლის 16 მაისს. მას გადაეცა დაკავების ოქმის ასლი, რომლის ჩაბარება და გაცნობა დაადასტურა პირადი ხელის მოწერით. დაკავების ოქმში მითითებულია, რომ ჯ----–------–-- ბრალდებული იყო როგორც სსკ-ის 1261-ე მუხლით, ისე 260-ე მუხლით, თუმცა რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია მას არ დაუფიქსირებია. 2017 წლის 18 მაისს ჯ----–------–-- ცნობილი იქნა ბრალდებულად, იმავე დღეს გაეცნო და ჩაბარდა დადგენილების ასლი, რაც ასევე დაადასტურა პირადი ხელის მოწერით, თუმცა სსკ-ის 260-ე მუხლით მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებასთან და ნარკოტიკული საშუალებების კუთვნილებასთან დაკავშირებით, რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს.

 

დაცვის მხარე აპელირებს დაზარალებულ მ---------------------–--- ჩვენების არასანდოობაზე იმ კუთხით, რომ მან გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, თითქოს ჯ----–------–--მ შპრიცები ბუხარში შეინახა, სასამართლოს კი განსხვავებული ჩვენება მისცა. შესაბამისად დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში დაზარალებულის ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული, რასაც პალატა ვერ დაეთანხმება. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ---------------------–--- ნათლად და მკაფიოდ განმარტა, რომ მთელი ღამე არ ეძინა; იმ ღამით მისმა მეუღლემ ნარკოტიკი რამოდენიმეჯერ მოიხმარა შპრიცით; ბოლოს ასევე მის თვალწინ მოიხმარა და შპრიცები ჩაყარა ნაგვის ურნაში. პალატა მიიჩნევს, რომ დასაშვებია მძიმე ემოციებსა და განცდებში მყოფმა პირმა განსხვავებულად გადმოსცეს რამოდენიმეჯერ მოხმარებული შპრიცების შენახვის ადგილი, თუმცა ბოლო მოხმარების შემდეგ შპრიცების ნაგვის ურნაში ჩაყრის ფაქტი კატეგორიულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯ----–------–--მ კატეგორიული უარი განაცხადა ნარკოლოგიურ გამოკვლევაზე, როგორც კლინიკურ ნაწილში, ასევე ბიოლოგიური მასალის აღება-ჩაბარებაზე. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულმა ჯ----–------–--მ ნარკოლოგიურ გამოკვლევაზე უარი განაცხადა, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ მხოლოდ ოჯახურ ძალადობაზე ედებოდა ბრალი და არ ჩათვალა საჭიროდ გამოკვლევა. პალატა აღნიშნავს, რომ ნარკოლოგიურ გამოკვლევაზე წარდგენამდე მსჯავრდებული ჯ----–------–--- გადაეცა დაკავების ოქმი, სადაც მითითებული იყო ნარკოტიკულ დანაშაულზე ბრალდების თაობაზეც. როგორც უკვე აღინიშნა, ჯ----–------–--- მიერ დაკავების ოქმი ხელმოწერილია და დაფიქსირებულია რომ გაეცნო მას. შესაბამისად, მისთვის დაკავებისთანავე ცნობილი იყო, რომ გამოძიება ედავებოდა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენას, თუმცა თავი აარიდა ნარკოლოგიურ გამოკვლევას.

 

რაც შეეხება მოწმე თ-------------–---–-- ჩვენებას, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის შეფასებას, რომ აღნიშნული ეჭვის ქვეშ აყენებს ჩატარებული ბინის ჩხრეკის ოქმის სისწორეს და საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული მტკიცებულებების წარმომავლობას. მოწმე თ-------------–---–-- სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მის კუთვნილ ბინაში პოლიციის თანამშრომლებმა ნაგვის ურნიდან ამოიღეს შპრიცი, რომელზეც წვეთები იყო შერჩენილი. მოწმეს ხელმოწერით აქვს დადასტურებული მისი მონაწილეობა ბინის ჩხრეკაში და რაიმე სახის შენიშვნები მასზე არ დაუფიქსირებია.

 

პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები ურთიერთთავსებადი და გამყარებულია ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა არაერთი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით. კერძოდ, 2017 წლის 16 მაისის ელ-სმენის შეტყობინებით, 2017 წლის 16 მაისის ბინის ჩხრეკის ოქმით, 2017 წლის 17 მაისის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, რომელთა გამოკვლევის, შეფასებისა და საერთო ანალიზის საფუძველზე, პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია ჯ----–------–--- მიერ ბარალად წარდეგნილი ქმედებების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია; ისინი რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსია არასარწმუნოა და ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი საერთო ანალიზი გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ ჯ----–------–--მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა დიდი ოდენობით, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკულ დანაშაულთა თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკულ დანაშაულთა თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

 

რაც შეეხება სასჯელის სახეს და ზომას, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა აღნიშნულ გარემოებებს და დანიშნა სამართლიანი სასჯელი. პალატა თვლის, რომ ჯ----–------–--- მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. შესაბამისად, მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 იანვრის განაჩენი ჯ----–------–--- მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ჯ----–------–--- და მისი ადვოკატის ნ---------------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 იანვრის განაჩენი.

 

ჯ----–------–-- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს სრულად და ჯ----–------–--- დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს ჯ----–------–--- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთამ სრულად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 აპრილის განაჩენით ჯ----–------–--- მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 02 (ორი) წელი თავისუფლების აღკვეთა და საბოლოდ, ჯ----–------–--- დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ჯ----–------–--- დაეწყოს 2017 წლის 16 მაისიდან.

 

ჯ----–------–--- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჯ----–------–---, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ჯ----–------–--- ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.კაპანაძე