განაჩენი

სისხლის სამართლის 30.04.2018
საქმის ნომერი
330100118002309624
ინსტანცია
თარიღი
30.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002309624

საქმე №1ბ/422-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟორ-პროკურორ ი-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ვ--–------------ის მიმართ, დაბადებულის: 0-.0-.1--- წ, საქართველოს მოქალაქის, პირადი N5----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ხ---------–-----------, ს------–--------–-, ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, ც--–---------ა N4--, ბინა N--–-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით ვ--–------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.

საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ--–------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

ვ--–------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათიდან 15:30 საათამდე დროის პერიოდში, თბილისში, ცინცაძის ქუჩა N---–- მდებარე ბინა N--–-, ვ--–------------ემ, მეუღლის - ლ--–--------------–---–-სათვის სახისა და მხრების არეში მუშტის რამდენჯერმე დარტყმით განახორციელა ძალადობა, რამაც ლ--–--------------–---–-ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ასევე, ვ--–------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათიდან 15:30 საათამდე დროის პერიოდში, თბილისში, ც--–---------ა N---–- მდებარე ბინა N--–-, ვ--–------------ემ - მ-------------------–---–ს თავის, კერძოდ, კეფის არეში, ხელის რამდენჯერმე დარტყმით და თმების თრევით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც მ-------------------–---–ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ვ--–------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათიდან 15:30 საათამდე დროის პერიოდში, თბილისში, ც--–---------ა N---–- მდებარე ბინა N--–-, ვ--–------------ემ, მეუღლის - ლ--–--------------–---–-ს ,,SAMSUNG GALAXY S6 EDGE’’-ის ფირმის მობილური ტელეფონი დააზიანა ძირს დაგდებით. აღნიშნული ქმედებით, ლ--–--------------–---–ს მიადგა 600 (ექვსასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა: ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ი-----------–-–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ გამოყენებული სასჯელი არ არის სამართლიანი, ვინაიდან არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. კერძოდ აპელანტი მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ვ---------ე ოჯახის წევრებისთვის წარმოადგენს მუდმივ საფრთხეს. გასათვალისწინებელია, რომ დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ მართალია მსჯავრდებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, თუმცა ის ბოლომდე არ აცნობიერებდა აღნიშნული ქმედების ჩადენისას მის როლს და აქცენტს აკეთებდა ამ ქმედების ჩადენის მაპროვოცირებელ ფაქტორებზე - კერძოდ ცოლის დაზე და დაზარალებულ მ-------------------–---–ზე. ამგვარი აღიარება კი იწვევს ეჭვს, რომ მისთვის რაიმე უმნიშვნელო მიზეზი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს იგივე ქმედების კვლავ ჩასადენად. შესაბამისად აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი წამახალისებელი იქნება ახალი დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც ითხოვს ვ---------ისათვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სასჯელის მიზნები.

მსჯავრდებულ ვ--–------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა წარმოადგინა შესაგებელი სააპელაციო საჩივარზე, სადაც იგი ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულ ვ--–------------ის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, ასევე ცემის და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანების ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებულ შემდეგი მტკიცებულებებით: ლ--–--------------–---–-ს, მ-------------------–---–ის, ლ------------–ის, ლ------------–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით.

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ხასიათდება დადებითად. პირველი ინსტანციის სასამართლოში, დაზარალებულების მიერ წარდგენილ იქნა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, სადაც ისინი აღნიშნავდნენ, რომ მათ ვ--–------------ის მიმართ პრეტენზია არ აქვთ და თანხმობას აცხადებდნენ, მასთან გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, სააპელაციო საჩივრის შესაგებელთან ერთად, ასევე წარმოდგენილ იქნა დაზარალებულ ლ--–--------------–---–-- სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ისინი ისევ ერთ ოჯახად ცხოვრობენ და მისი მეუღლის იზოლაციით დაზარალდება მთელი ოჯახი, პირველ რიგში კი მათი მცირეწლოვანი შვილები და ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის გამოსწორება შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთის გარეშე, პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებლი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟორ-პროკურორ ი-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ვ--–------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ--–------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

ვ--–------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 10 იანვრიდან - 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

ვ--–------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

ნივთიერი მტკიცებულებები:

ლ--–--------------–---–-ს მობილური ტელეფონი, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

ლ--–--------------–---–-ს სვიტერი, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

ლ--–--------------–---–-ს და მ-------------------–---–ის ფრჩხილების ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

ვ--–------------ის ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე