განაჩენი

სისხლის სამართლის 30.04.2018
საქმის ნომერი
010141318700056901
ინსტანცია
თარიღი
30.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700056901

საქმე №1აგ/293-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 აპრილი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ რე-----------ის (პ/ნ 5----------, დაბადებული 19---–-–----- იანვარს) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 07 მაისის განაჩენით რე-----------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა „ოპოუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ადმინისტრაციულსახდელშედარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წამომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით რე-----------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“–ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ამავე განაჩენით, რე-----------ეს მსჯავრი დაედო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. კერძოდ, იგი მსჯავრდებული იქნა, რომ 2015 წლის 07 მაისის განაჩენით ჩამორთმეული ჰქონდა რა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მართავდა ავტომანქანას.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და რე-----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განაჩენით რე-----------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“–ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასოროცდაათი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 07 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტმობრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რე-----------ეს განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასოროცდაათი) საათის ვადით და ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება 03 (სამი) წლის ვადით.

 

2018 წლის 03 აპრილს მსჯავრდებულმა რე-----------ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენების გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ რე-----------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რე-----------ე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 07 მაისის განაჩენით მსჯავრდებულია „ოპოუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის, ჩადენილი ადმინისტრაციულსახდელშედარდებული პირის მიერ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები. შესაბამისად, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 07 მაისის განაჩენზე არ გავრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“-ს მოხმარების შესახებ.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით რე-----------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“–ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“-ს მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობა, მსჯავრდებული რე-----------ე უნდა გათავისუფლდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასაჯელისგან და მასვე უნდა აღუდგეს ამ განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განაჩენით რე-----------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“–ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასოროცდაათი) საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 07 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტმობრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რე-----------ეს განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასოროცდაათი) საათის ვადით და ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“-ს მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობა, მსჯავრდებული რე-----------ე უნდა გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასაჯელისგან და მასვე უნდა აღუდგეს ამ განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ რე-----------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ცვლილება უნდა შევიდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განაჩენებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ რე-----------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

რე-----------ე გათავისუფლდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

 

რე-----------ეს აღუდგეს ამ განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

დანარჩენ ნაწილში სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

რე-----------ე გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

 

რე-----------ეს აღუდგეს ამ განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

დანარჩენ ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნ.სანდოძე

 

მოსამართლეები: ვ.ლომიძე

 

გ.ჯეირანაშვილი