განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.02.2018
საქმის ნომერი
120210116001639596
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120210116001639596

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/4277-17 19 თებერვალი, 2018 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე

მოსამართლეები - ნატალია ნაზღაიძე

ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტი – შ----------------–------------–--- (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - გ----------------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - ა------------------------–-----------–--------------------------

წარმომადგენელი - ლ----------------–---------------–---–-----–------------

 

დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ხელშეკრულების გაგრძელება, სამუშაოების შესრულებულად აღიარება, შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაკისრება და საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის გაუქმება (არამართლზომიერად ცნობა)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

2----–-–---------------- წარდგენილი სარჩელით შ----------------–------------–----- მოითხოვა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა------- მ----–----–----------------–--------–-–----- ნ--------- ბრძანება №------, ა------------------------–----------–-ა და შ----------------–------------–---- შორის 2----–-–------------------ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების №--- ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.

 

1.2. გაგრძელებულად ჩაითვალოს შ----------------–-----------–---ა“ და ა------------------------–----------–- შორის 20---–-–------------------ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №--- ორმოცდათორმეტი დღის ვადით.

 

1.3. შესრულებულად იქნეს აღიარებული შპს „------------–-----------–----- მიერ შესრულებული სამუშაოები 276 878.85 ლარის ღირებულებით.

 

1.4. ა------------------------–----------–- მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს, შესრულებული სამუშაოს ღირებულების 276 878.85 ლარის გადახდა.

 

1.5. გაუქმდეს ა------- მ----–----–---------------------------------–-–---------------- სს „-------------------- მიმართ გაგზავნილი მოთხოვნა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის №-------------- საფუძველზე 48 028 ლარის გადახდის შესახებ.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ნ-----------–------------–----“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 327-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე, 639-ე, 641-ე, 642-ე, 644-ე, 405-ე, 879-ე და 885-ე მუხლების საფუძველზე.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს----------–----------“ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

5. აპელანტის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერებას ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი 2----–-–----- ნ--------- წერილი, რომლითაც შპს „---- ქ------–------------–---ა“ ა------- მ----–----–-------- გამგეობას შეატყობინა, რომ შემსრულებლის მიერ ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, მოხდარიყო პროექტის ფარგლებში იმ ადგილების გამოვლენა, რომელიც ვერ უზურნველყოფდა საგზა-სამშენებელო ობიექტის ექსპლუატაციას. აღნიშნული მოთხოვნა ა------- მ----–----–-------- მიერ უსაფუძვლოდ არ იქნა მიღებული მხედველობაში. ს----------–ის სახელობის ს----------–---------------ის ბიურომ დაადგინა პროექტთან შეუსაბამობა და არა ნაკლოვანებების აღმოფხვრის გზები, ამასთან, ექსპერტიზის დასკვნაში არაფერია ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ ობიექტი ექსპლუატაციისათვის არ იყო ვარგისიანი. ამდენად, ის მოცემულობა, რომელიც ადგილზე შეიქმნა, საჭიროებდა სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე ხარვეზების აღმოფხვრას ან შესრულებული სამუშაოების მიღებას ექსპლუატაციაში. აღნიშნულის საპირისპიროდ კი (2----–-–----- ნ--------- წერილის პასუხად), 2----–-–---------------ს მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა. ასეთ გადაწყვეტილებას კომპანია არ ეთანხმება, ვინაიდან სამუშაოები შესრულებული იყო, ხოლო შემსყიდველმა ორგანიზაციამ, როგორც საზოგადოებრივი ინტერესის საწინააღმდეგო, ისე მიმწოდებლის უფლებების და ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.

 

6. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შპს „ო-------–----------ის მიერ გაცემული დასკვნა 276 878,85 ლარის ოდენობით შესრულებული სამუშაოების შესახებ, რაზედაც მოპასუხეს კვალიფიცუირი შედავება არ წარმოუდგენია.

 

7. ის, რომ ა------------–----–-------- მიერ შეწყდა ხელშეკრულება, არ ათავისუფლებს მას მითითებული ვალდებულების შესრულების ანაზღაურებისაგან. სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად გათვალისწინებულია ხელშეკრულების მოშლის შესაძლებლობა, როდესაც შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2----–-–----------------ანჩინებით დაკმაყოფლდა შპს „ნ-----------–------------–----“ შუამდგომლობა სარჩელის იმ ნაწილში გამოხმობის შესახებ, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა შ----------------–-----------–---ა“ და ა------------------------–----------–- შორის 20---–-–------------------ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების ორმოცდათორმეტი დღის ვადით გაგრძელებას და სარჩელი ამ ნაწილში დარჩა განუხილველი.

 

10. ამდენად, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო პალატის განხილვის საგანია, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, ა------- მ----–----–----------------–--------–-–----- ნ--------- №------ ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებულად აღიარებაზე უარის თქმის, ა------- თვითმმართველ ე--------–ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების 276878.85 ლარის დაკისრებასა და მოპასუხის მიერ სს „ა----- დ---------ს“ მიმართ 2----–-–---------------ს გაგზავნილი წერილის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში .

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

11. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც სააპელაციო სასამართლოც იზიარებს:

 

11.1. 20---–-–------------------ შ----------------–------------–----- და ა------------------------–----------–- შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულება, რომლის თანახმად მიმწოდებელმა - შ----------------–------------–----- იკისრა ვალდებულება ა------- მ----–----–-------- შემდეგ სოფლებში: ო---------------------–ი, ძ---–-----------------, მისასვლელი გზების (მე-3 ეტაპის 1-ლი მონაკვეთი) სარეაბილიტაციო სამუშაოების (მოასფალტება) შესრულება. შესყიდვების ღირებულებამ შეადგინა - 480 277 ლარი. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2----–-–--------------------

 

11.2. ხელშეკრულების 2.1. და 2.2 პუნქტებით განისაზღვრა, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხი სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი უნდა ყოფილიყო. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასყიდი სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ჯეროვნად საპროექტო დოკუმენტაციის, მოქმედი ნორმებისა და წესების, მსგავსი სამუშაოებისათვის უკვე არსებულ სტანდარებისა და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შესაბამისად. წესებიდან და ნორმებიდან ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილი იყო არ მიეღო სამუშაო.

 

11.3. მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის დოკუმენტაციით, სხვადასხვა მოთხოვნებთან ერთად, გათვალისწინებული იყო შემდეგი მოთხოვნები: ტკეპნის კოეფიციენტი, საფარის სისქე და საფუძვლის მოწყობა ფრაქციული ღორღით (0-40მმ).

 

11.4. 2-----–-–------------------- სს „ა----- დაზღვევის“ მიერ გაცემული იქნა №------------- ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა ა------- მ----–----–-------- ზემოაღნიშნულ სოფლებში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოებზე მიმწოდებლის - შპს „---- ქ------– ქ----------–---ს“ მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება. ბენეფიციარად განისაზღვრა - ა------- მუნიციპალიტეტი, გარანტად - სს „ა----- დ---------“, პრინციპალად - შპს „---- ქ------– ქ----------–---“. გარანტმა იკისრა ვადლებულება მოეხდინა პრინციპალის მიერ მიყენებული ნებისმიერი პირდაპირი ზიანის ანაზღაურება საგარანტიო თანხის - 48028 ლარის ფარგლებში. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა - 1----------–-–------

 

11.5. 2----–-–--------------------------- მ----–----–--------აგან შ----------------–------------–---- მიუვიდა შეტყობინება, რომ ა------- მ----–----–-------- სოფლებში მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეებისას აღმოჩენილია ხარვეზები: ა) გზის სავალ ნაწილზე არ არის მოწყობილი შემასწორებელი ფენა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის გამოყენებით სისქით 5 სმ და პირიქით, გარკვეულ მონაკვეთებზე გზის სავალ ნაწილზე არსებული ქვიშა-ხრეში გზის გვერდებზეა გატანილი; ბ) გზის საფუძველი არ არის მოწყობილი ღორღის (0-40მმ) გამოყენებით და მის ნაცვლად შეტანილია ე.წ. კლდოვანი ბალასტი, ისიც მცირე ოდენობით; გ) ბეტონის საფარი გარკვეულ მონაკვეთებზე დაგებულია გრუნტზე და არ შეესაბამება პროექტით გათვალისწინებულ სისქეს; შეჩერებული იქნა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი და მოთხოვნილი იქნა გარკვეული ხასიათის ხარვეზების აღმოფხვრა, კერძოდ: ა) პროექტით გათვალისწინებული ა/ბეტონის საფარის სისქისათვის შეუსაბამო მონაკვეთების მოფრეზვა, შემასწორებელი ფენის მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით სისქით 5 სმ, საფუძვლის მოწყობა ფრაქციული ღორღით სისქით 7 სმ, თხევადი ბიტუმის მოსხმა და ა/ბეტონის საფარის მოწყობა - ქვედა ფენა 5სმ, ზედა ფენა 3 სმ;

 

11.6. 2----–-–-----------------ს ა------- მ----–----–-------- გ------------მართა შ----------------–------------–---- და აცნობა, რომ მათ მიერ განხორციელდა სამუშაოების მონიტორინგი და აღმოჩნდა, რომ 2---------–. წერილში მითითებული ხარვეზები არ ყოფილა გათვალისწინებული. შ----------------–------------–---- მიეცა წინადადებები ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით დაეწყო შესაბამისი სამუშაოები, შპს „---- ქ------– ქ---------–---“ გაფრთხილებული იქნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა 1---------–- ხელშეკრულების შეწყვეტა.

 

11.7. 2----–-–------------------ შ----------------–------------–----- ა------------------------–----------–- აცნობა შემდეგი:

- შემასწორებელი ფენის დანიშნულებაა საფუძვლის გასწორება, რაც მოწყობილი იქნა კიდეც მიმწოდებლის მიერ. ლაბორატორიული გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ საფუძვლის მზიდუნარიანობა, ანუ ე.წ. მოდული არის იდეალურად მომზადებული და მისი მზიდუნარიანობა სრულიად შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს.

- ა/ბეტონის საფარის სისქეებთან დაკავშირებით, ასევე, განხორციელდა ლაბორატორიული შემოწმება ასფალტის ამონაჭრელების საშუალებით და დადგინდა, რომ ისინი სრულიად შეესაბამება საპროექტო სისქეებს, ხოლო ლაბორატორიულად ასევე დადგინდა, რომ ა/ბეტონის ხარისხი, ასევე, სრულად შეესაბამება საქართველოში მოქმედ ნორმებსა და სტანდარტებს.

 

11.8.------–-–---------------------------- მ----–----–-------- გ------------მართ შ----------------–------------–---- და აცნობა, რომ საჭიროდ თვლიდა, შესრულებულ სამუშაოებზე ჩატარებულიყო სსიპ ლ---ნ ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპეტიზის ე---------–- ბიუროში ექსპერტიზა და წერილის მიღებისთანავე შეეჩერებინა სოფლების მისასვლელი გზების რეაბილიტაციის სამუშაოები ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე.

 

11.9. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს დასკვნით დადგენილია, რომ ა------- სოფლების: ო--------------------–------–-------------- (მე-3 ეტაპის 1-ლი მონაკვეთი) საავტომობილო გზაზე ნიმუშების აღების ადგილებზე, ყველა შემთხვევაში, ასფალტის საფარის ქვეშ საფუძველი მოწყობილია ქვიშ-ხრეშოვანი მასალით. ა------- მ----–----–-------- სოფლების ო--------------------–-----–----------------მე-3 ეტაპის 1-ლი მონაკვეთი) საავტომობილო გზაზე, როგორც ნიმუშების აღების ადგილებში, ასევე ასფალტის საფარზე არსებულ ე.წ. შურფებში (სადაც ჩანდა საფუძვლის ფენა) არცერთ შემთხვევაში ასფალტის საფარის ქვეშ ფრაქციული ღორღი არ დაფიქსირდა. ა------- მ----–----–-------- სოფლების ო--------------------–------–-------------- (მე-3 ეტაპის 1-ლი მონაკვეთი) საავტომობილო გზაზე დაგებული ასფალტის საფარის ქვედა ფენის (მსხვილმარცვლოვანი, ფოროვანი, ღორღოვანი ასფალტბეტონის ცხელი ნარევი) სისქე საფარიდან ამოკვეთილი ნიმუშების მიხედვით 3.5 სმ-დან 7.0 სმ-მდე მერყეობს. ამოკვეთილი 16 ნიმუშიდან 7 ადგილზე საფარის სისქე 5 სმ-ზე ნაკლებია, ხოლო 9 ადგილზე 5.0 სმ და მეტი 5 სმ-ზე. ა------- მ----–----–-------- სოფლების ო--------------------–------–-------------- (მე-3 ეტაპის 1-ლი მონაკვეთი) საავტომობილო გზაზე დაგებული ასფალტის საფარის ქვედა ფენის ნიმუშების ლაბორატორიული ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ დატკეპნის კოეფიციენტი კპ 1+600-ზე შეადგენს 99%, რაც შეესაბამება მოთხოვნებს. კპ 0+600-ზე და პკ 2+600-ზე შეადგენს 97%, რაც არ შეესაბამება მოთხოვნებს. ა------- მ----–----–-------- სოფლების ო--------------------–------–------------- (მე-3 ეტაპის 1- ლი მონაკვეთი) საავტომობილო გზაზე შესრულებული სამუშაოების გამოკვლეული ნაწილიდან საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მონაცემებს შეესაბამება ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის მოწყობის სამუშაო. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მონაცემებს არ შეესაბამება საფუძველის ფრაქციული ღორღით მოწყობის სამუშაო. დაგებული ასფალტის საფარის ქვედა ფენის სისქე ზოგიერთ (9 ნიმუში) ადგილში შეესაბამება, ხოლო ზოგიერთ (7 ნიმუში) ადგილში არ შეესაბამება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მონაცემებს. დაგებეული ასფალტის საფარის ქვედა ფენის დატკეპნის კოეფიციენტი კპ 1+600-ზე შეესაბამება, ხოლო კპ 0+600-ზე და პკ 2+600 ზე არ შეესაბამება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მონაცემებს.

 

11.10. 2----–-–---------------- ა------- მ----–----–-------- გ--------- შ----------------–------------–---- გადაუგზავნა ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს დასკვნა №5--------- და აცნობა, რომ 2 სამუშაო დღეში დაეწყო ექსპერტიზის დასკვნაში არსებული ყველა ხარვეზის გამოსწორება და შემდეგ შეესრულებინათ სამუშაოები პროექტის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ არ დაიწყებდა შესრულებული სამუშაოების პროექტის შესაბამისობაში მოყვანას (ასფალტის აფრეზვა, ფრაქციული ღორღის (0-40) შეტნა და ა.შ.), მხარეთა შორის 1----------–--–- დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება შეწყდებოდა.

 

11.11. 2----–-–---------------ს ა------- მ----–----–-------- გამგებლის ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა ა------- თვითმმართველს ე--------–სა და შ----------------–------------–---- შორის 2-----–-–-------------------- №--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დადებული ხელშეკრულება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისათვის და მიყენებული ზიანისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო დაეკისრა პრგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%- ის ოდენობით, რაც შეადგენს 24013.85 ლარს, და ექსპერტიზის ხარჯი 5900 ლარი, სულ -29913.85 ლარი.

 

12. პალატა არ იზიარებს სააპელაციო ტრეტენზიას და მიაჩნია, რომ არ არსებობს მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ა------- მ----–----–----------------–--------–-–----- ნ--------- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

12.1. 2----–-–------------------ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მხარეების შეტანხმდნენ, რომ შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, ასევე დააკისროს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;

 

12.2. აღნიშნული უფლება განმტკიცებულია სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლის საფუძველზე, რომლის მიხედვით, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

12.3. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2--------- წლის წერილით მოსარჩელეს ეცნობა ა------- მ----–----–-------- ინსპექტირების მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ გამოვლენილი ხარვეზების შესახებ და ეთხოვა ხარვეზების აღმოფხვრა. 0---------–- მოსარჩელეს კვლავ ეთხოვა გამოესწორებინა ხარვეზები, ასევე გაფრთხილებული იქნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდებოდა ხელშეკრულების შეწყვეტა. 0---------–- შ----------------–------------–---- გაეგზავნა ს-----–----------------–--------–-----------------–-----------------------------–----------- დასკვნა და მიეთითა დასკვნაში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა, ასევე კვლავ იქნა გაფრთხილებული, რომ წინააღდეგ შემთხვევაში მოხდებოდა ხელშეკრულების შეწყვეტა.

 

12.4. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ შემკვეთის ზემოაღნიშნული მითითებები არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად შემსყიდველმა - ა------- თვითმმართველმა ე--------–მა, დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, რის თაობაზეც ა------- მ----–----–-------- გამგებლის მიერ 2----–-–---------------ს მიღებული იქნა ბრძანება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. ამდენად, ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო შემკვეთმა გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და მენარდესთან მოშალა ხელშეკრულება.

 

12.5. ამასთან პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ა------- მ----–----–----------------–--------–-–----- ნ--------- №------ ბრძანების ბათილად ცნობის მიმართ არ არსებობს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არასებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

12.6. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და იგი შეზღუდულია საპროცესო სამართლებრივი წესრიგით. იურიდიული ინტერესი საპროცესო წესრიგის შემადგენელი ნაწილია, რომელიც აღიარებითი სარჩელის სავალდებულო კომპონენტს წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში წარდგენილი სარჩელი აღიარებითია და ე---------–- საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მისი განხილვის წინაპირობას იურიდიული ინტერესის არსებობა წარმოადგენს.

 

12.7. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განიმარტება, როგორც სამართლებრივი შედეგი (მოცემულ შემთხვევაში - შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება), რომლის მიღწევაც სურს დაინტერესებულ პირს და იგი არსებობს იმ შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, იკვეთება აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებით მისი მიღწევის შესაძლებლობა. ხოლო თუ აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგი ვერ მიიღწევა, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება გაუმართლებელია.

 

12.8. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელემ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ორმოცდათორმეტი დღის ვადით გაგრძელების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში სარჩელი გაიხმო, ხოლო სხვა ნაწილში სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება (და არა ზიანის ანაზღაურება) პალატას მიაჩნია, რომ არ დგინდება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის იურიდიული იტერესი, რაც ამ სახის სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

13. პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა გამომდინარეობს ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან, რომელიც უკავშირდება იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რაც ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ შემკვეთს და მენარდეს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

 

14. პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შორის უფლებების და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი, ამტკიცოს, თუ რაზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით.

 

15. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შპს „ო-------–----------ის მიერ 2---------–- ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიში N----------------- რომელშიც მითითებულია, რომ კვლევის პერიოდში ინსპექტორი ხელმძღვანელობდა დამკვეთის - შპს „ნ-----------–------------–----“ მიერ მიწოდებული დოკუმენტაციით. აღნიშნული დოკუმენტი მოპასუხემ სადავო გახადა და მიუთითა, რომ დასკვნა შედგენილია მათი ჩართულობის გარეშე. შემსყიდველისათვის უცნობია, სად ჩატარდა ლაბორატორიული კვლ---, უცნობია ექსპერტიზაზე წარდგენილი მასალები, რომელიც სამუშაოს შესრულებას ასახვას. აღნიშნულით კი დაირღვა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული პირობები, რომელიც მოითხოვს შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენელის მონაწილეობას ზემოაღნიშნულ პროცესებში. შესყიდვის ობიექტი ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ აკრედიტებული ექსპერტის მიერ გაცემული საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ პროცესებში ორივე მხარის ჩართულობა იქნებოდა უზრუნველყოფილი.

 

16. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს „ო-------–----------ის 2--------- წლის ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშის შესწავლის საფუძველზე თვალნათლად არ დგინდება, თუ რა დაანგარიშების გზებით იქნა დადგენილი შესრულებული სამუშაოების ღირებულებად მითითებული თანხა - 276 878.85 ლარის ოდენობით. სადავო თანხის დაანგარიშების საფუძველი სასამართლოს ვერ განუმარტა ასევე აღნიშნული მტკიცებულების წარმომდგენმა მხარემ - მოსარჩელემ (იხ: თ---–-----------–-–---------------–---------–-–------------------ხდომის ოქმი).

 

17. სადავო ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.1. პუნქტის თანახმად, სამუშაოს მიღება უნდა განხორციელებულიყო (ეტაპობრივად) სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. შესყიდვის ობიექტის ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ აკრედიტებული ექსპერტის მიერ გაცემული საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რომელიც აგრეთვე უნდა მოიცავდეს როგორც თვალხილული ნაწილების მოცულობაზე, ასევე დაგებული ასფალტის ხარისხის ლაბორატორიული სინჯებით (ასფალტის სინჯები აღებული უნდა იქნეს ექსპერტის მიერ შემსყიდველის წარმომადგენელთან ერთად). ხოლო 7.3. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების კონტროლს, ტექნიკურ ზედამხედველობას და სამუშაოების მიღება უნდა განეხორციელებინა ინსპექტირების მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფს, ხოლო ობიექტი ექსპლუატაციაში უნდა მიეღო ა------- მ----–----–-------- ტერიტორიაზე მშენებლობა დამთავრებული ობიექტების ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) შესახებ გადაწყვეტილების მიღება-ჩაბარების აქტისა და აკრედიტებული ექსპერტის მიერ გაცემული საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რომელიც აგრეთვე უნდა მოიცავდეს როგორც თვალხილული ნაწილების, ასევე, დაგებული ასფალტის ხარისხის ლაბორატორიული სინჯებით (სინჯები აღებული უნდა იყოს ექსპერტის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად).

 

18. სააპელაციო პალატა სსიპ ლ---ნ ს----------–ის ს----------–---------------ის ე---------–- ბ-------------------–- დასკვნის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „---- ქ------– ქ---------–----“ ჯეროვნად არ შეასრულა 20---–-–------------------ ა------- თვითმართველ ე--------–თან დადებული №--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. კერძოდ, არცერთ შემთხვევაში ასფალტის საფარველის ქვეშ ფრაქციული ღორღი (0-40მმ) არ ფიქსირდება, ნორმას არ შეესაბამება საფარის სისქე, შეუსაბამოა ტკეპნის კოეფიციენტი და არ არის შესაბამისობა საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო მონაცემებთან. ფაქტიურად შესრულებული სამუშაოები არ დაემთხვა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მიმართულებებსა და მოცულობებს, რაც გამორიცხავს ა------- თ--------------–- ე--------–ის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებულად აღიარებისა და შესრულების ღირებულების მოთხოვნის საფუძველს.

 

19. დადგენილია, რომ მოსარჩელესთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, ა------- თვითმმართველმა ე--------–მა იგივე სამუაშაოებზე, კერძოდ, ა------- მ----–----–-------- სოფლებში - ო---------------------–ი, ძ---–----------------- - მისასვლელი გზის რეაბილიტაციის (მე-3 ეტაპი 1-ლი ნაწილი) მიზნით, ახალი ტენდერი გამოაცხადა და 2----–-–----------------ს ა------------------------–----------–-ა და შპს „ა----–--“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ღირებულებამ 514030 ლარი შეადგინა.

 

20. სადავო არ არის გარემოება, რომ შპს „ა----–--“ მიერ შესრულებულია ზემოაღნიშნულ სოფლებში მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მოიცავდა შპს „------------–-----------–----- მიერ უხარისხოდ დაგებული ასფალტის აფრეზვას, ფრაქციული ღორღის (0-40) შეტნას და ა.შ. შპს „ა----–--“ მიერ დაგებული იქნა ასფალტო-ბეტონის ორივე ფენა.

 

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ შპს „ნ-----------–------------–----“ მიერ განხორციელებული სამუშაოები ვერ ჩაითვლება შესრულებად, ხოლო შემსყიდველ ორგანიზაციას მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების ღირებულება უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა შესრულებულად იქნეს აღიარებული შპს „------------–-----------–----- მიერ განხორციელებული სამუშაოები 276 878.85 ლარის ღირებულებით, ამავე თანხის მოპასუხეზე დაკისრების შედეგით, საფუძველს მოკლებულია.

 

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ დაადასტურა შპს „------------–-----------–----- მიერ გზის სამოსის მოწყობის ნაწილში, ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით (0,70 მმ) 5 სმ სიმაღლის შემასწორებელი ფენის მოწყობის სამუშაოების შესრულების ფაქტი, რომლის ღირებულებაც, დღგ-ს გარეშე, 4207.50 ლარი შეადგინა (იხ-------–-----------–-–---------------–---------–-–---------------–--------------------------------------თ), შესაბამისად, ამ ნაწილში სახეზეა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარისი სამართლებრივი საფუძველი.

 

22. დადგენილია, რომ 2----–-–----- ნ--------- წერილით, რომლის ბათილად ცნობასაც მოსარჩელე ითხოვს, ბენეფიციარმა - ა------- მ----–----–-------- გ------------მართა სს „ა----- დ---------ს“ და მოითხოვა პრინციპალის - შპს „ნ-----------–------------–----“ მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 48028 ლარის გადახდა.

 

23. სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვადლებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

 

24. ამავე კოდექსის 885-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვადლებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია.

 

25. 2----–-–----------------ს სს „-------------------- მიერ გაცემული იქნა N------------- ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით მიმწოდებლის - შპს „ნ-----------–------------–----“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება ა------- მ----–----–-------- მიმართ. ბენეფიციარად განისაზღვრა - ა------- მუნიციპალიტეტი, გარანტად - სს „ა----- დ---------“, პრინციპიალად - შპს „---- ქ------– ქ----------–---“. გარანტმა იკისრა ვალდებულება მოეხდინა პრინციპალის მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიყენებული ნებისმიერი პირდაპირი ზიანის ანაზღაურება საგარანტიო თანხის - 48028 ლარის ფარგლებში. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა - 10.12.2016წ.

 

26. ვინაიდან პრინციპალმა - შ----------------–------------–----- არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, რომლის გამოყენების მთავარ პირობას წარმოადგენდა ხელშეკრულების შეუსრულებლობა, მართლზომიერად იქნა მოთხოვნილი. მიმწოდებელმა - შპს „---- ქ------– ქ---------–----“ დაარღვია პირობა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. შესაბამისად ბენეფიციარმა - ა------- მუნიციპალიტეტმა გამოიყენა ხელშეკრულებით განსაზღვრული უზრუნველყოფის გარანტია და წერილობით მიმართა გარანტორს გარანტიის თანხის ანაზღაურების თაობაზე პრინციპალის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ა------- თ--------------–- ე--------–ის მოთხოვნა მართლზომიერია და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში (ა------- მ----–----–---------------------------------–-–---------------- სს „ა----- დ---------ს“ მიმართ გაგზავნილი მოთხოვნა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის №-------------- საფუძველზე 48028 ლარის გადახდის შესახებ) მართებულად არ დაკმაყოფილდა.

 

28. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ და ა------------------------–----------–-, შპს „ნ-----------–------------–----“ სასარგებლოდ, დაეკისრება შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადახდა 4207.50 ლარის ოდენობით (გადასახადების გარეშე).

 

საპროცესო ხარჯები

 

29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

30. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 7000 ლარის ოდენობით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა 1,52%-ით. შესაბამისად, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა აუნაზღაურდეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, რაც მოცემულ შემთხვევაში, 106,40 ლარს შეადგენს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს „ნ-----------–------------–----“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. შპს „ნ-----------–------------–----“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. ა------- თ--------------–- ე--------–ს შპს „ნ-----------–------------–----“ სასარგებლოდ დაეკისროს 4207.50 ლარის გადახდა (გადასახადების გარეშე).

 

5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

6. ა------- თ--------------–- ე--------–ს შპს „ნ-----------–------------–----“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 106,40 ლარის ანაზღაურება.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე

 

მოსამართლეები ნატალია ნაზღაიძე

 

ქეთევან მესხიშვილი