განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001259668 (3ბ/155-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენლები- შ--–--------–-–---–-, ს--–----------------
აპელანტი (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენლები - ს--–-------------, იო-----------–-----, ს-----------------
აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
წარმომადგენელი - ი----------------–---–ი
აპელანტები (მესამე პირები) - შპს ,,ა-----------------------ი“, შპს ,,ა--------------’’
წარმომადგენელი - ლ-------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,ო–---’’
წარმომადგენელი- თ----------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ო–---ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2016 წლის 5 თებერვლის №-- ბრძანება ,,შპს ,,ო–---ს“ დირექტორის კ--------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1------ გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ოქტომბრის №Q-------- გადაწყვეტილება; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალათ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ქუჩა თ------–---–-, ნაკვეთი 0------ზე განთავსებული უძრავი ქონება, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობით: 1----- კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი: №0---------------, 2013 წლის 08 ოქტომბრიდან საკუთრებით უფლებით აღრიცხულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 07.10.2013 წლის №0------- ბრძანება. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ქუჩა თ------–---–-, ქუჩის გამყოფი ზოლი, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობით: 1------- კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი: №0---------------, 2013 წლის 08 ოქტომბრიდან საკუთრებით უფლებით აღრიცხულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 07.10.2013 წლის №0------- ბრძანება.
2.2. ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 18 ოქტომბრის №2--------- დადგენილებით, შპს ,,ო–---ს“ გადაეცა აღნაგობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლის მიერ დაკავებული 1--- კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №0---------------); აღნაგობის ვადა განისაზღვრა 49 (ორმოცდაცხრა) წლით; აღნაგობის პირობები განიზაღვრა დანართის შესაბამისად; ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემა, ამ დადგენილების შესაბამისად. ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 08 ნოემბრის №0------- ბრძანებით, შპს ,,ო–---ს“ გადაეცა პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის უფლებით, ქალაქ თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლის მიერ დაკავებული 1--- კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №0---------------); აღნაგობის ვადა განისაზღვრა 49 (ორმოცდაცხრა) წლით; აღნაგობის პირობები განისაზღვრა დანართის შესაბამისად. აღნაგობის პირობების 2.1. პუნქტის მიხედვით, აღნაგობის უფლებით მიმღებ პირს ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლის მიერ დაკავებული 1--- კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი გადაეცა (საკადასტრო კოდი: №0---------------) გაზის გასამართი სადგურის მოწყობის მიზნით. ამავე დანართის მე-9 პუნქტის მიხედვით, აღნაგობის უფლების მქონე ვალდებულია განახორციელოს 9.1. პუნქტით ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლის მიერ დაკავებული 1--- კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №0---------------) გაზის გასამართი სადგურის მოწყობა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აქტის (გადაწყვეტილების) გაცნობის მომენტიდან 2 წლის ვადაში; 9.2. პუნქტით კი, ქ. თბილისში, თ------–---–- ქუჩაზე მდებარე 155 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთსა (საკადასტრო კოდი: №0---------------) და თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლის მიერ დაკავებული 245 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №0---------------) განახორციელოს მოსასვენებელი სივრცის მოწყობა ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აქტის (გადაწყვეტილების) გაცნობის მომენტიდან 2 წლის ვადაში.
2.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2013 წლის 20 დეკემბრის №2----------- წერილით შპს ,,ო–---ს“ დირექტორს ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩის გამოყოფ ზოლში, მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №0---------------) აირსავსები (გაზგასამართი) სადგურის მშენებლობასა და ამასთან დაკავშირებით მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შეთანხმებაზე ეცნობა, რომ ზემოთ დასახელებული მონაკვეთი მდებარეობს ა/ტრანსპორტის მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამორჩეული თ------–---–-სა და უ--------------ს ქუჩების კვეთაში არსებული შუქნიშნის ობიექტის მიმდებარედ, რომელიც ე.წ. ,,პიკის საათებში“ სრულყოფილად ვერ არეგულირებს სატრანსპორტო ნაკადებს და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ხდება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების დამატება. ა/გასამართი სადგურის მოწყობა და ფუნქციონირება გამოიწვევს ობიექტზე მოძრავი (შემსვლელი და გამომსვლელი) სატრანსპორტო საშუალებების მიერ, თ------–---–-სა და უ--------------ს ქუჩებზე მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების შეფერხებას და გაზრდის ე.წ. ,,საცობების“ წარმოქმნისა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის ალბათობას. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დასახელებულ მონაკვეთზე ა/გასამართი სადგურის მოწყობა გაუმართებლად მიიჩნიეს.
2.4. ქალაქ თბილისის მთავრობამ 2014 წლის 23 მაისს მიიღო №1-------- დადგენილება, რომლითაც ,,ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის შპს ,,ო–---“-სთვის პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის უფლებით გადაცემის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 18 ოქტომბრის №2--------- დადგენილებაში შევიდა ცვლილებები და დადგენილების დანართი 2-ით დამტკიცებული აღნაგობის პირობების 9.1. და 9.2. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,9.1. ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოფი ზოლის მიერ დაკავებულ 1--- კვ.მეტრი მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №0---------------) გაზის გასამართი სადგურის მოწყობა ან/და კანონმდებლობით დაშვებული სხვა ნებისმიერი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო მშენებლობის განხორციელება შესაბამისი ნებართვის მიღებიდან 2 წლის ვადაში. 9.2. ,,ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე მდებარე 155კვ.მეტრი მიწის ნაკვეთსა (საკადასტრო კოდი: №0---------------) და თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოფი ზოლის მიერ დაკავებულ 245 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №0---------------) მოსასვენებელი სივრცის მოწყობა გაზის გასამართი სადგურის მოწყობის ან/და კანონმდებლობით დაშვებული სხვა ნებისმიერი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 2 წლის ვადაში.“ მითითებული დადგენილებით, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა შესაბამისი აქტის გამოცემა აღნაგობის პირობებში ცვლილების შეტანის თაობაზე. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 16 ივნისის №0------ ბრძანებით შევიდა ცვლილება ,,ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის შპს ,,ო–---“-სთვის პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის უფლებით გადაცემის შესახებ ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 08 ნოემბრის №0------- ბრძანებაში.
2.5. ქ. თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი სააუქციონო კომისიის მიერ 2009 წლის 3 აპრილის №-------თ აუქციონში (პირობებით) გამარჯვებულ იურიდიულ პირზე: შპს ,,ა----------------“-ზე საიდენტიფიკაციო №2--------, გაიცა ქ. თბილისში, მ------------------------------------------- არსებულ უძრავ ნივთებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
2.6. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1------ გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ნ-----–----------–--ას განცხადება და განმცხადებლის მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომლითაც ითხოვდა სამსახურის პოზიციის დაფიქსირებას თ------–---–-ს ქუჩაზე, არსებული სარეკლამო კონსტრუქციის ახალი სარეკლამო კონსტრუქციით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ არქიტექტურის სამსახურს შესაძლებლად მიაჩნდა წარდგენილი სახით სარეკლამო კონსტრუქციის განთავსება ქ. თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წერილში (2------ 0--------------- 24.03.2015წ.) მითითებული რეკომენდაციების დაცვით.
2.7. 2015 წლის 21 ოქტომბერს ქალაქ თბილისში, შპს ,,ა--------------“-სა (ა-----------) და შპს ,,ა-----------------------ის“ (კომპანია) შორის დაიდო ხელშეკრულება №2---------. აღნიშნული ხელშეკრულებით ერთის მხრივ, ა----------მა იკისრა ვალდებულება, მისცეს კომპანიას უფლება განათავსოს გარე რეკლამა/გარე სარეკლამო კონსტრუქცია, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, თ------–---–-ს ქუჩა, გამყოფი ზოლი, ვ---- მიმართულებით - მონიტორი - ზომით 7---- კვ.მ. (84 კაბინეტი, კაბინეტის ზომა 0.96X0.96 მ-ზე), ხოლო მეორეს მხრივ, კომპანიამ იკისრა ვალდებულება გადაუხადოს ა----------ს საზღაური წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.
2.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ოქტომბრის №Q-------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის შპს ,,ა-----------------------ის“ წერილობითი თხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩის მიმდებარედ, სარეკლამო კონსტრუქციის - მონიტორის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების ჩატარება, №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად, უსაფრთხოების და ტექნიკური ნორმების სრული დაცვით.
2.9. 2015 წლის 18 ნოემბერს შპს ,,ო–---მ“ №8------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2016 წლის 5 თებერვლის №-- ბრძანებით შპს ,,ო–---ს“ დირექტორის კ--------–---–ის 2015 წლის 18 ნოემბრის №8------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1------ გადაწყვეტილება.
2.10. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შპს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საექსპერტო ცენტრის 2014 წლის 20 ივნისის დასკვნა, რომლის ჩატარების საფუძვლად მითითებულია: ქ. თბილისი, თ------–---–-სა და უ--------------ს ქუჩების გადაკვეთაზე სატრანსპორტო საშუალებებისათვის აირსავსები საკომპრესორო სადგურის განთავსების მიზნით საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის კანონიერება. ხოლო ექსპერტის წინაშე დასმული იქნა კითხვები: დასკვნის გაცემა ქ. თბილისში, თ------–---–-სა და უ--------------ს ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №0---------------) შპს ,,ს--------–-------ის“ მიერ მომზადებული საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემა, შეესაბამება თუ არა საქართველოს კანონის მოთხოვნებს და აღნიშნული ხომ არ ზრდის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის ალბათობას. ექსპერტის დასკვნით, ქ. თბილისში, თ------–---–-ს და უ--------------ს ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №0---------------) შპს ,,ს--------–-------ის“ მიერ დაპროექტებული, ორ დონეზე მოწყობილი საპროექტო კვანძისა და ქვედა დონეზე განთავსებული აირსავსები საკომპრესორო სადგურის საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონის სრული დაცვითაა შედგენილი, აკმაყოფილებს მოთხოვნებს და საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მოხდენის ალბათობას ფაქტიურად გამორიცხავს.
2.11. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ჯ---------------------------------ის” გაფრთხილების დოკუმენტი, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩის გამყოფ ზოლში (საკადასტრო კოდი №0---------------) გაედინება დ=600 მმ წყალდენი, რითაც დარღვეულია სანიტარული ზოლი და ითვლება გაზრდილი რისკის ზონად. ასევე ზემოთ აღნიშნული წყალდენების დაზიანების შემთხვევაში სანიტარულ ზონაში არსებულ შენობებს შეიძლება მიადგეს ზიანი და უარეს შემთხვევაში მოსალოდნელია გამოიწვიოს უბედური შემთხვევა.
2.12. საქართველოს შპს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საექსპერტო ცენტრის 2016 წლის 01 ნოემბრის №0------- დასკვნით, რომელიც ეხება ქ. თბილისში, თ------–---–-სა და უ--------------ს ქუჩების გადაკვეთაზე მანათობელი სარეკლამო ბანერის განთავსების შემდეგ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შეფასებას, შესწავლილ იქნა თ------–---–-ს და უ--------------ს ქუჩების კვეთაზე არსებული კვანძის საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემა. აღნიშნული კვანძი ემსახურება 10 მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადს, რომელთა დარეგულირება ხდება შუქნიშნის საშუალებით. აღნიშნული მიმართულებიდან ძირითადია ვ---------------–--- და ს----------–ო-ვ---- მიმართულების სატრანსპორტო ნაკადები. უ--------------ს ქუჩიდან და ყოფილი ჰ------------დან მომავალი სატრანსპორტო ნაკადები შედარებით მცირეა. აღნიშნული ბანერი დამონტაჟებულია ვ---- მხარეს გამყოფ გამწვანების ზოლში და მიმართულია ს----------–ოსკენ. ბანერი ძალიან დიდი ზომისაა და შუქნიშნის სამივე ს----------–ოს, უ--------------ს და ჰ------------ს მიმართულებებიდან კარგად მოჩანს. დასკვნაში მითითებულია, რომ აღნიშნული ბანერი მანათობელი ტიპისაა და აღჭურვილია ძალიან ძლიერი შუქდიოდებით, რომელიც დღის სინათლეშიც ძლიერად ანათებს. სარეკლამო რგოლების შუალედში ბანერი ძალიან დიდი ინტენსივობის თეთრი ნათებით აბრმავებს საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ყველა მონაწილეს - მძღოლებს და ქვეითებს. აღნიშნული ნათების ზემოქმედება ძლიერ იზრდება ღამის საათებში და შეუძლებელს ხდის შუქნიშნის სიგნალების ხილვადობას, რაც ძალიან ზრდის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის ალბათობას. დასკვნაში მითითებულია, რომ აღნიშნული ბანერის სატრანსპორტო კვანძზე განთავსება წინააღმდეგობაშია საქართველოში მოქმედ სტანდარტთან, რომელიც პირდაპირ კრძალავს მსგავსი ბანერების გზისპირა განთავსებას (Г---------------- რომლის მოქმედება განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2014 წ. 14 იანვრის №52 და 2014 წლის 18 ივნისის №409 დადგენილებებით). დასკვნაში მითითებულია, რომ აღნიშნული მანათობელი სარეკლამო ბანერი თ------–---–-ს და უ--------------ს ქუჩების კვეთაზე არსებულ კვანძზე საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მოხდენის ალბათობას საგრძნობლად ზრდის.
საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.13. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქალაქო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.14. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1------ გადაწყვეტილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ოქტომბრის №Q-------- გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2016 წლის 5 თებერვლის №-- ბრძანება შპს ,,ო–---ს” დირექტორის კ--------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.15. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; ბ) II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; გ) III კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; დ) IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; ე) V კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა- ნაგებობები). იმავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა. იმავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. კერძოდ, დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) თბილისის განვითარების კონცეფციის შემუშავება, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე, შესაბამისი კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ამავე დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა.
2.16. ,,გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 დეკემბრის №16-34 დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სახეობის, გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობის, განთავსება/მშენებლობა განხორციელდეს მშენებლობის ნებართვისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე, დედაქალაქის იერსახის გათვალისწინებით. იმავე დადგენილების მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელი ვალდებულია გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული სარეკლამო საშუალების განთავსება/მშენებლობისას, წერილობით აცნობოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი’’, რომლის 1.1. მუხლის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია: ა) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს), იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება, რომელიც საჭიროებს ტრანშეის მოწყობას; ბ) III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი; გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოება (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზისმოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/დასხვასახის თანხმობა. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებასა დაარსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო). განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1------ გადაწყვეტილებით განხილულ იქნა დამკვეთის (ნ-----–----------–--ა) განცხადება და ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომლითაც ითხოვდა სამსახურის პოზიციის დაფიქსირებას თ------–---–-ს ქუჩაზე არსებული სარეკლამო კონსტრუქციის ახალი სარეკლამო კონსტრუქციით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. დასახელებული გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ არქიტექტურის სამსახურს შესაძლებლად მიაჩნდა წარდგენილი სახით სარეკლამო კონსტრუქციის განთავსება ქ. თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წერილში (2------ 0------------- 24.03.2015წ.) მითითებული რეკომენდაციების დაცვით. დადგენილია ასევე, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ოქტომბრის №Q-------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის შპს ,,ა-----------------------ის“ წერილობითი თხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩის მიმდებარედ, სარეკლამო კონსტრუქციის - მონიტორის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების ჩატარება, №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად, უსაფრთხოების და ტექნიკური ნორმების სრული დაცვით.
2.17. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. იმავე კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქალაქო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე. კერძოდ, სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები, საკითხის გადაწყვეტისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ ყოფილა შესწავლილი და შეფასებული ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩის მიმდებარედ, სარეკლამო კონსტრუქციის მონიტორის განთავსების საკითხი. ასევე, არ ყოფილა შეფასებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რამდენად იჭრებოდა არსებული სახით აღნიშნული სარეკლამო ბანერი მოსარჩელე მხარის მიერ აღნაგობით დატვირთული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ ყოფილა მოწვეული დაინტერესებული მხარე და ადმინისტრაციულ ორგანოს ახსნა-განმარტება არ მიუღია უშუალოდ მისგან, სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით არ ყოფილა შეფასებული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ხომ არ შეიზღუდებოდა შპს ,,ო–---ს’’, როგორც მეაღნაგის უფლებები და წინააღმდეგობაში ხომ არ მოვიდოდა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 16 ივნისის №0------ ბრძანებასთან და აღნაგობის პირობის მე-9 მუხლთან. საქალაქო სასამართლომ, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-2 მუხლზე, რომლის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების თანახმადაც, მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა ხორციელდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პრინციპების დაცვით.
2.18. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის და შეფასების გარეშე სასამართლო უფლებამოსილია, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და სათანადო შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1------ გადაწყვეტილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ოქტომბრის №Q-------- გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალათ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცენ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. რაც შეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2016 წლის 5 თებერვლის №-- ბრძანებას, რომლითაც ,,შპს ,,ო–---ს“ დირექტორის კ--------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1------ გადაწყვეტილება, შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2016 წლის 5 თებერვლის №-- ბრძანების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2.19. საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1------ გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ოქტომბრის №Q-------- გადაწყვეტილება წარმოადგენენ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. საქალაქო სასამართლოს მითითებით, აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გაცემული ბრძანების მიმართ მართალია მესამე პირებს (შპს ,,ა-----------------------ი”, შპს ,,ა--------------”) უდავოდ ჰქონდა, ვინაიდან მის მიერ აღნიშნული აქტების საფუძველზე განხორციელდა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება (სადავო გადაწყვეტილებების საფუძველზე განთავსდა სარეკლამო ბანერი), თუმცა აღსანიშნავია, რომ კანონიერი ნდობის გარდა, კანონი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი გასაჩივრებული აქტით არ არის დასაბუთებული სარეკლამო ბანერის განთავსებით რამდენად არის დაცული შპს ,,ო–---ს“ (მეაღნაგე) უფლებები, აღნიშნულის დაუცველობის შემთხვევაში კი საბოლოო ჯამში შესაძლოა სახეზე იყოს სხვა პირთა (მოსარჩელე მხარე) კანონიერი უფლებებისა და ინტერესებს არსებითი დარღვევა. ამასთან, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ შპს ,,ო–---ს’’ მიერ აღძრულ სარჩელთან მიმართებაში გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის მოთხოვნა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ცნო ბათილად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კვლავ ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა.
3. შპს ,,ა-----------------------ის“ და შპს ,,ა----------. ჯის’’ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტების წარმომადგენელმა მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.12. პუნქტზე, რომლითაც სასამართლო უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს „საქართველოს შპს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საექსპერტო ცენტრის 2016 წლის 01 ნოემბრის №0------- დასკვნაში“ მითითებულ გარემოებებს. აპელანტის მითითებით, დასკვნა შეეხება ქ. თბილისში, თ------–---–-სა და უ--------------ს ქუჩების გადაკვეთაზე მანათობელი სარეკლამო ბანერის განთავსების შემდეგ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შეფასებას. დასკვნის თანახმად, შესწავლილ იქნა თ------–---–-ს და უ--------------ს ქუჩების კვეთაზე არსებული კვანძის საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემა, აღნიშნული კვანძი ემსახურება 10 მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადს, რომელთა დარეგულირება ხდება შუქნიშნის საშუალებით. აღნიშნული მიმართულებიდან ძირითადია ვ---------------–--- და ს----------–ო-ვ---- მიმართულების სატრანსპორტო ნაკადები. უ--------------ს ქუჩიდან და ყოფილი ჰ------------დან მომავალი სატრანსპორტო ნაკადები შედარებით მცირეა. აღნიშნული ბანერი დამონტაჟებულია ვ---- მხარეს გამყოფ გამწვანების ზოლში და მიმართულია ს----------–ოსკენ. ბანერი ძალიან დიდი ზომისაა შუქნიშნის სამივე ს----------–ოს, უ--------------ს და ჰ------------ს მიმართულებებიდან კარგად მოჩანს. ამავე დასკვნის თანახმად, ბანერი მანათობელი ტიპისაა და აღჭურვილია ძალიან ძლიერი შუქდიოდებით, რომელიც დღის სინათლეშიც ძლიერად ანათებს. სარეკლამო რგოლების შუალედში ბანერი ძალიან დიდი ინტენსივობის თეთრი ნათებით აბრმავებს საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ყველა მონაწილეს - მძღოლებს და ქვეითებს. აღნიშნული ნათების ზემოქმედება ძლიერ იზრდება ღამის საათებში და შეუძლებელს ხდის შუქნიშნის სიგნალების ხილვადობას, რაც ძალიან ზრდის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის ალბათობას. აღნიშნული ბანერის სატრანსპორტო კვენძზე განთავსება წინააღმდეგობაშია საქართველოში მოქმედ სტანდარტთან, რომელიც პირდაპირ კრძალავს მსგავსი ბანერების გზისპირა განთავსებას (Г----------------, რომლის მოქმედება განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2014 წ. 14 იანვრის №52 და 2014 წლის 18 ივნისის, №409 დადგენილებებით). აღნიშნული მანათობელი სარეკლამო ბანერი თ------–---–-ს და უ--------------ს ქუჩების კვეთაზე არსებულ კვანძზე საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მოხდენის ალბათობას საგრძნობლად ზრდის.’’
3.2. აპელანტების წარმომადგენლის მითითებით, განსახილველ საქმეზე საქალაქო სასამართლოს ბოლო სხდომა ჩატარდა 2016 წლის 03 ნოემბერს, რა დროსაც მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულების შემდეგ, მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილ იქნა შპს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საექსპერტო ცენტრის’’ 2016 წლის 01 ნოემბრის №0------- დასკვნა. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის მხარის მიერ გაცხადებულ იქნა შუამდგომლობა მტკიცებულების სახით საქმისათვის დოკუმენტების დართვის თაობაზე იმ პირობებში, როდესაც მხარემ ვერ დაასაბუთა აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის შეუძლებლობა სასამართლო მთავარ სხდომამდე, აპელანტის მოსაზრებით, სახეზე არ იყო საპატიო მიზეზი, რის გამოც მხარემ ვერ უზრუნველყო აღნიშნული შუამდგომლობის წარდგენა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე, მოსამართლემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის იმპერატიულ მოთხოვნათა იგნორირებით, საქმეს დაურთო მხარის მიერ კანონის დარღვევით წარდგენილი დოკუმენტები. დოკუმენტი წარდგენილია 2016 წლის 03 ნოემბერს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რა დროსაც დასრულდა სასამართლო განხილვა და მოსამართლის საოქმო განჩინებით, საქმის განხილვა გადაიდო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების ეტაპიდან, 2016 წლის 29 ნოემბერს. აპელანტების წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მათ არ მიეცათ შესაძლებლობა გამოეკვლიათ მოსარჩელის მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, დაეფიქსირებინათ მათთან დაკავშირებული პოზიცია და გაექარწყლებინათ აღნიშნული მტკიცებულებები, რომლებიც კანონის იმპერატიულ მოთხოვნათა იგნორირებით, სასამართლოს საოქმო განჩინებით დართულ იქნა საქმეზე. აპელანტების წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ამ მიზნით, მოსამართლეს სხდომაც არ გადაუდია და დაასრულა საქმის განხილვა, შესაბამისად, აპელანტებთან მიმართებაში დარღვეულ იქნა შეჯიბრებითობის პრინციპი, რომელიც განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით. აპელანტების წარმომადგენლის მითითებით, მხარემ თავისი მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. ასეთია მტკიცებულებათა დასაშვებობის პროცესუალური პრინციპი, მაგრამ ამ ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისი, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხივლას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. აღნიშნული ნორმა სასამართლოს ავალდებულებს საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად, სრულყოფილ და ობიექტურ გამოკვლევას. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა გულისხმობს თავდაპირველად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. ამდენად, აპელანტების წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ფაქტობრივი გარემოება უნდა დაადგინოს მტკიცებულებათა სრულყოფილი ანალიზის შედეგად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. აღნიშნული ნორმის მიზანია საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასება განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპით. ამავდროულად, ამ მოთხოვნათა დარღვევით წარმოდგენილ მტკიცებულებებთან მიმართებით სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სათანადო მოქმედება უნდა განახორციელოს (არ მიიღებს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებად წარდგენილ მასალას). კანონით გათვალისწინებული ამ მოქმედების განუხორციელებლობა, კანონითვე იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ სასამართლომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება დავაზე განკუთვნადად მიიჩნია და ისინი უნდა შეფასდეს.
3.3. აპელანტების წარმომადგენლის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებზე. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, რადგანაც საქმეში წარდგენილია ყველა ის მტკიცებულება, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას. ეს არის სავარაუდოდ სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებიდან გადმოწერილი დასკვნა, რომელიც რეალურად ფაქტობრივ გარემოებასაც კი არ წარმოადგენს. აპელანტების წარმომადგენლის მოსაზრებით, გადაწყვეტილებაში მოსამართლემ შეგნებულად გამოტოვა ის უდავო ფაქტობრივი გარემოება, რომ საქმე ეხება არა ახალი სარეკლამო კონსტრუქციის მშენებლობას, არამედ არსებული სარეკლამო კონსტრუქციის ახალი სარეკლამო კონსტრუქციით ჩანაცვლებას. ნიშანდობლივია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, საქმის განხილვის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადებული შპს „ო–---ს“ წარმომადგენლის განმარტება, რომ ის სარეკლამო კონსტრუქცია (ზომით 4მ.X8მ.), რომელიც უკვე არსებობდა დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ახალი კონსტრუქციისაგან განსხვავებით, ბიზნესის განვითარებისათვის არ იყო ხელის შემშლელი. სხდომის თავმჯდომარის შეკითხვაზე: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „ო–---ს“ შორის არსებობდა თუ არა შეთანხმება (კონკრეტული პროექტი), რა ფორმით უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულების 9.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება მოსასვენებელი სივრცის მოწყობის შესახებ, საჩივრის ავტორის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ გარდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისა და გათვალისწინებული პირობებისა, სხვა დამატებითი შეთანხმება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანიას შორის არ ყოფილა.
3.4. აპელანტების წარმომადგენლის მითითებით, გადაწყვეტილების 3.1.3. და 3.1.10 პუნქტებით მოსამართლემ ორი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტობრივი გარემოება მიიჩნია უდავოდ დადგენილად, კერძოდ, გადაწყვეტილების 3.1.10 მუხლში მოსამართლემ აღნიშნა: „საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შპს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საექსპერტო ცენტრის 2014 წლის 20 ივნისის დასკვნა, რომლის ჩატარების საფუძვლად მითითებულია: ქ. თბილისი, თ------–---–-სა და უ--------------ს ქუჩების გადაკვეთაზე სატრანსპორტო საშუალებებისათვის აირსავსები საკომპრესორო სადგურის განთავსების მიზნით საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის კანონიერება. ხოლო ექსპერტის წინაშე დასმული იქნა კითხვები: დასკვნის გაცემა ქ. თბილისში, თ------–---–-სა და უ--------------ს ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №0---------------) შპს ,,ს--------–-------ის“ მიერ მომზადებული საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემა, შეესაბამება თუ არა საქართველოს კანონის მოთხოვნებს და აღნიშნული ხომ არ ზრდის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის ალბათობას. ექსპერტის დასკვნით, ქ. თბილისში, თ------–---–-ს და უ--------------ს ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №0---------------) შპს ,,ს--------–-------ის“ მიერ დაპროექტებული, ორ დონეზე მოწყობილი საპროექტო კვანძისა და ქვედა დონეზე განთავსებული აირსავსები საკომპრესორო სადგურის საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონის სრული დაცვითაა შედგენილი, აკმაყოფილებს მოთხოვნებს და საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მოხდენის ალბათობას ფაქტიურად გამორიცხავს.“ აპელანტების წარმომადგენლის მითითებით, ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგოდ, გადაწყვეტილების 3.1.3 მუხლში სასამართლომ აღნიშნა: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2013 წლის 20 დეკემბრის №2------------ წერილით შპს ,,ო–---ს“ დირექტორს ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩის გამოყოფ ზოლში, მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №0---------------) აირსავსები (გაზგასამართი) სადგურის მშენებლობასა და ამასთან დაკავშირებით მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შეთანხმებაზე ეცნობა, რომ ზემოთ დასახელებული მონაკვეთი მდებარეობს ა/ტრანსპორტის მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამორჩეული თ------–---–-სა და უ--------------ს ქუჩების კვეთაში არსებული შუქნიშნის ობიექტის მიმდებარედ, რომელიც ე.წ. ,,პიკის საათებში“ სრულყოფილად ვერ არეგულირებს სატრანსპორტო ნაკადებს და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ხდება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების დამატება. ა/გასამართი სადგურის მოწყობა და ფუნქციონირება გამოიწვევს ობიექტზე მოძრავი (შემსვლელი და გამომსვლელი) სატრანსპორტო საშუალებების მიერ, თ------–---–-სა და უ--------------ს ქუჩებზე მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების შეფერხებას და გაზრდის ე.წ. ,,საცობების“ წარმოქმნისა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის ალბათობას. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დასახელებულ მონაკვეთზე ა/გასამართი სადგურის მოწყობა გაუმართლებლად მიიჩნიეს.“ აპელანტების წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ფაქტობრივად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გაზიარებული შპს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საექსპერტო ცენტრის“ 2014 წლის 20 ივნისის მიკერძოებული და შპს „ო–---ს“ სურვილებს მორგებული დასკვნა იმ უბრალო მიზეზით, რომ აღნიშნული ვერ ასახავდა რეალურ სიტუაციასა და იმ რისკებს, რაც შეიძლებოდა გამოეწვია №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ა/გასამართი სადგურის მოწყობას. აპელანტების წარმომადგენლის მოსაზრებით, გასარკვევია, თუ რამდენად რეალურია იმავე კერძო სამართლის იურიდიული პირის შპს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საექსპერტო ცენტრის“ მიერ 2016 წლის 01 ნოემბერს გაცემული №0------- დასკვნა, რომლის თანახმად, თითქოსდა „სარეკლამო რგოლების შუალედში ბანერი ძალიან დიდი ინტენსივობის თეთრი ნათებით აბრმავებს საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ყველა მონაწილეს - მძღოლებს და ქვეითებს. აღნიშნული ნათების ზემოქმედება ძლიერ იზრდება ღამის საათებში და შეუძლებელს ხდის შუქნიშნის სიგნალების ხილვადობას, რაც ძალიან ზრდის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის ალბათობას.“
3.5. აპელანტების წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება კანონის დარღვევით მიღებულად ჩაითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლი განსაზღვრავს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების ჩამონათვალს და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას გამოარკვიოს საქმის განხილვისას მითითებული ნორმით გათვალისწინებულ რომელიმე დარღვევას ხომ არ ჰქონია ადგილი. ასეთ შემთხვევაში, ზემდგომი სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და იმის მიხედვით, თუ რა დარღვევა უდევს საფუძვლად მიღებულ გადაწყვეტილებას, თავად იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე ან მას ხელახლა განსახილველად უგზავნის ქვემდგომ სასამართლოს. ამ ჩამონათვალთაგან ერთ-ერთს განეკუთვნება შემთხვევა, როდესაც გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული („ე’’ ქვეპუნქტი) ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია („ე(1)’’ ქვეპუნქტი). განსახილველ შემთხვევაში აპელანტებმა მიიჩნიეს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სწორედ მოხმობილი შემთხვევებია სახეზე. აპელანტების წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უსწოროა და მიღებულია კანონის დარღვევით, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. გამოტანილი გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობა მდგომარეობს შემდეგში: გადაწყვეტილების მე-5 მუხლში მოსამართლე აკეთებს იმ კანონთა ჩამონათვალს, რომლებითაც იხელმძღვანელა, კერძოდ „საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ”, „გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობის განთავსება/მშენებლობის შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 დეკემბრის, №16-34 დადგენილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდება (დებულება), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.’’ აპელანტების წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოსამართლე სამართლებრივი შეფასების ნაწილში აკეთებს დასკვნას, რომელიც არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე, სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები, საკითხის გადაწყვეტისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ ყოფილა შესწავლილი და შეფასებული ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩის მიმდებარედ, სარეკლამო კონსტრუქციის მონიტორის განთავსების საკითხი. საქალაქო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ არ ყოფილა შეფასებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რამდენად იჭრებოდა არსებული სახით აღნიშნული სარეკლამო ბანერი მოსარჩელე მხარის მიერ აღნაგობით დატვირთული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ ყოფილა მოწვეული დაინტერესებული მხარე და ადმინისტრაციულ ორგანოს ახსნა-განმარტება არ მიუღია უშუალოდ მისგან, სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით არ ყოფილა შეფასებული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ხომ არ შეიზღუდებოდა შპს „ო–---ს“, როგორც მეაღნაგის უფლებები და წინააღმდეგობაში ხომ არ მოვიდოდა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 16 ივნისის №0------ ბრძანებასთან და აღნაგობის პირობის მე-9 მუხლთან. სასამართლომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. სასამართლომ ასევე მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-2 მუხლზე, რომლის „ა” და „ბ” ქვეპუნქტების თანახმადაც, მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა ხორციელდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პრინციპების დაცვით.’’ აპელანტების წარმომადგენელი განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ექვემდებარება ბათილად ცნობას. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. აპელანტების წარმომადგენლის მოსაზრებით, მითითებული სამართლებრივი ნორმით დადგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის. მოსარჩელე როგორც ადმინისტრაციულ საჩივარში, ისე სასარჩელო განცხადებაში და მთელი სასამართლო განხილვის დროს ვერ უთითებდა, თუ რა ზიანს აყენებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რაც წარმოადგენს აუცილებელ პირობას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით აღძრული სარჩელებისათვის, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე: „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას." აპელანტების წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ასეთი ზიანის მიყენების ფაქტი ვერც მოსამართლის მხრიდან იქნა მითითებული გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. აპელანტების წარმომადგენლის მითითებით, ჯერ კიდევ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, საქმის განხილვის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადებულმა საჩივრის ავტორის შპს „ო–---ს’’ წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ის სარეკლამო კონსტრუქცია (ზომით 4მ.X8მ.), რომელიც უკვე არსებობდა დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, განსხვავებით ახალი კონსტრუქციისგან, ბიზნესის განვითარებისთვის არ იყო ხელის შემშლელი. სხდომის თავმჯდომარის შეკითხვაზე: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „ო–---ს’’ შორის არსებობდა თუ არა შეთანხმება (კონკრეტული პროექტი), თუ რა ფორმით უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულების 9.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება/მოსასვენებელი სივრცის მოწყობა, საჩივრის ავტორის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ გარდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისა და გათვალისწინებული პირობებისა, სხვა დამატებითი შეთანხმება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანიას შორის არ ყოფილა. დაფიქსირებული პოზიციის თანახმად, შპს „ო–---მ" საერთო ჯამში გადაიხადა 88 200 ლარის ოდენობით, რაც არის აღნაგობის ხელშეკრულებით ნაკისრი ძირითადი პირობა და მოიცავს როგორც აღნაგობის უფლებით გამოყოფილ მიწის ნაკვეთს, ასევე სივრცის მოწყობის საფასურს. აპელანტების წარმომადგენელმა აღნიშნა ის გარემოება, რომ 88 200 ლარი არის მხოლოდ 1 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ 0---------------) იჯარის თანხა და მას არავითარი მტკიცებულება არ გააჩნია და არც შეიძლება გააჩნდეს, რომ იჯარის თანხა გადახდილია №0--------------- და №0--------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე. ასეთ შემთხვევაში გამოსარკვევია, რამდენად გამომდინარეობს საქმის მასალებიდან სასამართლოს მიერ სამართლებრივი შეფასების ნაწილში გაკეთებული დასკვნა: „საკითხის გადაწყვეტისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ ყოფილა შესწავლილი და შეფასებული ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩის მიმდებარედ, სარეკლამო კონსტრუქციის მონიტორის განთავსების საკითხი. ასევე, არ ყოფილა შეფასებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რამდენად იჭრებოდა არსებული სახით აღნიშნული სარეკლამო ბანერი მოსარჩელე მხარის მიერ აღნაგობით დატვირთული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე.’’ აპელანტების წარმომადგენლის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა საერთოდ აბსურდულია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აქ საუბარია სამ მიწის ნაკვეთზე: ს/კ 0---------------; ს/კ 0--------------- და ს/კ 0---------------, რომლებსაც გააჩნიათ თავისი წითელი ხაზები. 0--------------- და 0--------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან არავითარი შემხებლობა არ გააჩნია შპს „ო–---ს“, მას აღნაგობის უფლებით გადაეცა მხოლოდ 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. როგორც ძველი სარეკლამო კონსტრუქცია, ასევე რეკონსტრუქციის შედეგად დამონტაჟებული ახალი სარეკლამო კონსტრუქცია - მონიტორი განთავსებულია 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე და იკავებს აღნიშნული ნაკვეთის მცირე ნაწილს. ამდენად, აპელანტების წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ აღნიშნული სარეკლამო ბანერი ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეიჭრება აღნაგობით დატვირთული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე.
3.6. აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრებით, ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 18 ოქტომბრის №2--------- დადგენილებით შპს „ო–---ს" აღნაგობის უფლებით, 49 წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლის მიერ დაკავებული 1 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ 0---------------) გაზის გასამართი სადგურის მოწყობის მიზნით. დადგენილების განუყოფელი ნაწილის - აღნაგობის პირობების 9.2. პუნქტით, მეაღნაგეს დაევალა ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე მდებარე 155 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა (ს/კ 0---------------) და ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოფი ზოლის მიერ დაკავებულ 245 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0---------------) მოსასვენებელი სივრცის მოწყობა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აქტის (გადაწყვეტილების) გაცნობის მომენტიდან 2 წლის ვადაში. ამასთან, ქალაქ თბილისის მთავრობის 2014 წლის 23 მაისის, №1-------- დადგენილებით, შპს „ო–---ს“ განცხადების საფუძველზე, 2013 წლის 18 ოქტომბრის, №2--------- დადგენილებაში შეტანილ იქნა ცვლილებები, კერძოდ, საზოგადოებას გაზის გასამართი სადგურის მოწყობის გარდა, მიენიჭა კანონით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელების უფლება და ასევე 9.1. და 9.2. პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის განსაზღვრული 2 წლიანი ვადის ათვლა, ნაცვლად გადაწყვეტილების გაცნობის დღისა, დაიწყებოდა საჭირო მშენებლობის ნებართვის მიღების დღიდან. აღნაგობის უფლებით ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლის მიერ დაკავებული 1 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ 0---------------) გადაცემის შემდეგ გასულია უკვე სამ წელზე მეტი დრო, მაგრამ დღეის მდგომარეობითაც შპს „ო–---ს" პროექტიც კი არ აქვს შეთანხმებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან და თავადაც არ იცის თუ რისი გაკეთება უნდა აღნაგობით გამოყოფილი მიწის ნაკვეთზე. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 16 ივნისის №0------ ბრძანებით, ამავე სააგენტოს 2013 წლის 08 ნოემბრის №0------- ბრძანებაში ცვლილების განხორციელების საფუძველი გახდა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2013 წლის 20 დეკემბრის №2----------- წერილი, რომლის თანახმად, შპს „ო–---ს’’ ეცნობა აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია დასახელებულ მონაკვეთზე ა/გასამართი სადგურის მოწყობის გაუმართლებლად მიჩნევის შესახებ იმ მოტივით, რომ ა/გასამართი სადგურის მოწყობა და ფუნქციონირება გამოიწვევდა ობიექტზე მოძრავი (შემსვლელი და გამომსვლელი) სატრანსპორტო საშუალებების მიერ, თ------–---–-სა და უ--------------ს ქუჩებზე მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების შეფერხებას და გაზრდიდა ე.წ. „საცობების’’ წარმოქმნისა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის ალბათობას. აღნიშნულის გამო, შპს „ო–---მ’’ ვერ შეძლო ა/გასამართი სადგურის აშენების მიზნით აღნაგობით გადაცემული მიწის ნაკვეთის (ს/კ 0---------------) გამოყენება. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 16 ივნისის №0------ ბრძანებით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, შპს „ო–---ს’’ გაზის გასამართი სადგურის მოწყობის გარდა, მიენიჭა კანონით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელების უფლება. მიუხედავად ამისა, დღეის მდგომარეობითაც კი ვერ ჩამოყალიბებულა შპს „ო–---’’ თუ რის გაკეთებას გეგმავს აღნაგობის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე და რა საქმიანობას განახორციელებს მომავალში, მაგრამ აღნიშნავს, რომ შესაძლოა ძველი სარეკლამო კონსტრუქციის ახლით ჩანაცვლებამ მიაყენოს ზიანი. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მათივე მოსაზრებით ძველი სარეკლამო კონსტრუქცია მას არანაირ ზიანს არ აყენებდა და ბიზნესსაქმიანობისათვის არ წარმოადგენდა ხელის შემშლელს. აპელანტის მოსაზრებით, თუ ძველი სარეკლამო კონსტრუქცია არ აყენებდა ზიანს, გაურკვეველია რა ზიანს აყენებს ახალი სარეკლამო კონსტრუქცია მოსარჩელეს იმ პირობებში, როდესაც №0--------------- და №0--------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან მას გააჩნია მხოლოდ ვალდებულება და არა რაიმე უფლება. გარდა ამისა, აპელანტების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს „ო–---ს’’ მხრიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არ არის შეთანხმებული პროექტი, რომლის თანახმად, უნდა განხორციელდეს №0--------------- და №0--------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე მოსასვენებელი სივრცის მოწყობა. ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ უკვე კეთილმოწყობილია სკვერი და შპს „ო–---ს’’ მხრიდან მითითებულ ტერიტორიაზე მოსასვენებელი სივრცის მოწყობა აღარ არის საჭირო.
3.7. აპელანტების წარმომადგენელმა განმარტა, რომ საპროექტო ობიექტი წარმოადგენს I კლასის ნაგებობას, რომლის განთავსებაზე უფლებამოსილ ორგანოს, 2009 წლის 03 აპრილის, „ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემისას ნებართვის გაცემისა და ნებართვის მფლობელის მიერ ხელმოწერილი პირობებიან აუციონში გამარჯვების დამადასტურებელი’’ №-------ს თანახმად, წარმოადგენს შპს „ა----------. ჯ---- ქალაქ თბილისის მერიასა და შპს „ა--------------ს’’ შორის 2008 წლის 02 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება „სარეკლამო საშუალებების განთავსების უფლების იჯარით გაცემის №------------ ხელშეკრულებებში მოიჯარის ჩანაცვლების შესახებ’’, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმადაც, მხარეები აცხადებენ და ადასტურებენ, რომ „მეორე მხარის’’ (შპს „კ------------------–ი’’) კუთვნილი სარეკლამო კონსტრუქციები შეიძინა „მესამე მხარემ’’ (შპს „ა--------------მ’’). იმავე ხელშეკრულების მე-3 პუნქტით მას გადაეცა 2007 წლის 23 თებერვლის სარეკლამო საშუალებების განთავსების უფლების იჯარით გაცემის შესახებ’’ №------------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები და ამავე ხელშეკრულებების დანართებში მითითებულ ობიექტებზე სარეკლამო საშუალებების განთავსების უფლება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 დეკემბრის „გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ’’ №16-34 დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად, „თუ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელს არ სურს ამ დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების აღება, მასზე არ ვრცელდება დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება და გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული სარეკლამო საშუალების განთავსება/მშენებლობა წარმოებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად. აპელანტის განმარტებით, გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ნებართვის მფლობელი, თუმცა განსახილველი შემთხვევა ექცევა „გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობის განთავსება/მშენებლობის შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 დეკემბრის №16-34 დადგენილების მე-4 პუნქტით რეგულირებად სფეროში, ვინაიდან შპს „ა--------------მ’’ არ იკისრა სარეკლამო კონსტრუქციის განთავსების ვალდებულება და კომპანიამ 2015 წლის 10 მარტს №A-------- განცხადებით შესაბამისი მოთხოვნა წარუდგინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს. ზემოთ მითითებული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, აპელანტის მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში სარეკლამო საშუალების განთავსება შესაძლებელი იყო „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად.
3.8. აპელანტების წარმომადგენლის მითითებით, შპს „ო–---’’ წარმოადგენს 0--------------- და არა 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მეაღნაგეს. შესაბამისად, ის უფლებები, რაც აქვს მეაღნაგეს, ვრცელდება 0--------------- და არა საპროექტო (ს/კ 0---------------) მიწის ნაკვეთზე. უშუალოდ საპროექტო ტერიტორიასთან მოსარჩელეს აკავშირებს ვალდებულება და არა რაიმე სახის უფლება, რომლიც მას წარმოეშვა ხელშეკრულების (აღნაგობის პირობების) ძალით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. აპელანტების წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე მდებარე საპროექტო მიწის №0----- საპროექტო მიწის ნაკვეთის (ს/კ 0---------------) მიმართ შპს „ო–---’’ წარმოადგენს მოვალეს, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი - კრედიტორს, შესაბამისად, რაიმე სახის მოთხოვნების დაყენება მას, როგორც მოვალეს, კრედიტორისაგან განსხვავებით არ შეუძლია. ამასთან, შპს „ო–---ს’’ მიერ ვერ იქნა დადასტურებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამუშაოებით ვალდებულების შესრულების ხელყოფის ფაქტი. საქმის მასალებში არ არის წარდგენილი რაიმე პროექტი ან/და შეთანხმება აღნაგობის ხელშეკრულების მხარეებს შორის იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით უნდა მოეწყოს მოსასვენებელი სივრცე. ამასთან, კრედიტორს გაცემული აქვს თანხმობა სარეკლამო კონსტრუქციის მოწყობაზე, რომელიც იკავებს 155 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მცირედ ნაწილს.
3.9. აპელანტების წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის” პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებასა და არსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო. შპს „ა-----------------------მა’’ 2015 წლის 22 ოქტომბერს №Q-------- ელექტრონული განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის მისაღებად დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადებას უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) საპროექტო ნაგებობის ესკიზური ნახაზი/ფოტომონტაჟი/პროექტი; გ) გამოსაყენებელი ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა; დ) გამოსაყენებელი ტერიტორიის საკადასტრო-ზომვითი ნახაზი (ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმით). სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ განხილულ იქნა შპს „ა-----------------------ის’’ ელექტრონული განცხადება თანდართული დოკუმენტებით და 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებულ იქნა №Q-------- გადაწყვეტილება განმცხადებლის თხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „ა-----------------------ს’’ მიეცა თანხმობა ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩის მიმდებარედ სარეკლამო კონსტრუქციის - მონიტორის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების განხორციელებაზე, №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად, უსაფრთხოების და ტექნიკური ნორმების სრული დაცვით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტების წარმომადგენელი ითხოვს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელე შპს „ო–---სათვის’’ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.10. აპელანტის მითითებით, ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 18 ოქტომბრის №2--------- დადგენილებით ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლის მიერ დაკავებული 1--- კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ №0---------------) აღნაგობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა შპს „ო–---ს’’. აღნიშნული დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა დადგენილების შესაბამისად სამართლებრივი აქტის გამოცემა. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 8 ნოემბრის №0------- ბრძანებით შპს „ო–---ს’’ პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის უფლებით გადაეცა ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლის მიერ დაკავებული 1--- კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ №0---------------). ამავე ბრძანების თანახმად, აღნაგობის პირობები განისაზღვრა დანართის შესაბამისად. ბრძანებაზე თანდართული აღნაგობის პირობების 2.1 პუნქტის თანახმად, შპს „ო–---ს“ აღნაგობის უფლებით გადაეცა ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოფი ზოლის მიერ დაკავებული 1--- კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ: №0---------------) გაზის გასამართი სადგურის მოწყობის მიზნით. ამავე აღნაგობის პირობების მე-9 პუნქტით, აღნაგობის უფლების მქონეს განესაზღვრა ვალდებულებები, კერძოდ: 9.1 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლის მიერ დაკავებული 1--- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ №0---------------) გაზის გასამართი სადგურის მოწყობა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აქტის (გადაწყვეტილების) გაცნობის მომენტიდან 2 წლის ვადაში. ხოლო, 9.2 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე მდებარე 155 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა (ს/კ №0---------------) და თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლის მიერ დაკავებული 245 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №0---------------) მოსასვენებელი სივრცის მოწყობა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აქტის (გადაწყვეტილების) გაცნობის მომენტიდან 2 წლის ვადაში. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 16 ივნისის №0------ ბრძანებით ცვლილება შევიდა სააგენტოს 2013 წლის 8 ნოემბრის №0------- ბრძანებაში. აღნიშნული ცვლილებების თანახმად, აღნაგობის პირობების 2.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: აღნაგობის უფლების მიმღებ პირს ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოფი ზოლის მიერ დაკავებული 1--- კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ: №0---------------) გადაეცემა გაზის გასამართი სადგურის მოწყობის ან/და კანონით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის წარმართვის მიზნით, შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული მშენებლობის განსახორციელებლად. 9.1 პუნქტით აღნაგობის უფლების მქონეს განესაზღვრა ვალდებულება, ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლის მიერ დაკავებული 1--- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ №0---------------) გაზის გასამართი სადგურის მოწყობა ან/და კანონმდებლობით დაშვებული სხვა ნებისმიერი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო მშენებლობის განხორციელება შესაბამისი ნებართვის მიღებიდან 2 წლის ვადაში. იმავე ბრძანების 9.2 პუნქტის თანახმად, აღნაგობის უფლების მქონეს განესაზღვრა ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე მდებარე 155 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა (ს/კ №0---------------) და თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლის მიერ დაკავებული 245 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №0---------------) მოსასვენებელი სივრცის მოწყობის ვალდებულება გაზის გასამართი სადგურის მოწყობის ან/და კანონმდებლობით დაშვებული სხვა ნებისმიერი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 2 წლის ვადაში. შპს „ა-----------------------მა“ 2015 წლის 22 ოქტმბერს განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემა. სააგენტომ განიხილა შპს „ა-----------------------ის“ ელექტრონული განცხადება თანდართული დოკუმენტებით და 2015 წლის 27 ოქტომბერს მიიღო №ქნ1------ გადაწყვეტილება განმცხადებლის თხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „ა-----------------------“ მიეცა თანხმობა ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩის მიმდებარედ სარეკლამო კონსტრუქციის - მონიტორის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების განხორცილებაზე, №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად, უსაფრთხოების და ტექნიკური ნორმების სრული დაცვით. დანართში მითითებული ტერიტორია წარმოადგენს №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ საპროექტო მიწის ნაკვეთს.
3.11. აპელანტის წარმომადგენლის მითითებით, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემისას ნებართვის გამცემისა და ნებართვის მფლობელის მიერ ხელმოწერილი პირობებიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2009 წლის 3 აპრილის №-------ს თანახმად დადგენილია, რომ შპს „ა--------------მ“ მოიპოვა ქ. თბილისში, მ------------------------------------------- არსებულ უძრავ ნივთებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის უფლებამოსილება. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2015 წლის 10 მარტს შპს „ა--------------მ“ №1------ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული სარეკლამო კონსტრუქციის რეკონსტრუქციის შესაძლებლობის წერილობით დადასტურება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა 2015 წლის 30 მარტის №1------ გადაწყვეტილებით შესაძლებლად მიიჩნია განმცხადებლის მიერ წარდგენილი სარეკლამო კონსტრუქციის განთავსება. 2015 წლის 21 ოქტომბერს შპს „ა--------------სა“ და შპს „ა-----------------------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ა-----------------------ს’’ მიეცა რეკლამის განთავსების უფლება მისამართზე: ქ. თბილისი, თ------–---–-ს ქუჩა, გამყოფი ზოლი, ვ---- მიმართულებით. აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პირველი კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). პირველ კლასს განეკუთვნება გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა. იმავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები’’, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ,,პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს’’. „გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-34 დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, „პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სახეობის, გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობის განთავსება/მშენებლობა განხორციელდეს მშენებლობის ნებართვისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე, დედაქალაქის იერსახის გათვალისწინებით’’, ხოლო იმავე დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, „ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელი ვალდებულია გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული სარეკლამო საშუალების განთავსება/მშენებლობისას, წერილობით აცნობოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს“. აპელანტის წარმომადგენლის მითითებით, საპროექტო ობიექტი წარმოადგენს პირველი კლასის ნაგებობას, რომლის განთავსებაზე უფლებამოსილ ორგანოს, „ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემისას ნებართვის გამცემისა და ნებართვის მფლობელის მიერ ხელმოწერილი პირობებიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი“ 2009 წლის 3 აპრილის №-------ს თანახმად, წარმოადგენს შპს „ა--------------“. აპელანტის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა „სარეკლამო საშუალებების განთავსების უფლების იჯარით გაცემის №------------ ხელშეკრულებებში მოიჯარის ჩანაცვლების შესახებ“ 2008 წლის 2 ოქტომბრის ხელშეკრულებაზე, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მხარეები აცხადებენ და ადასტურებენ, რომ მათთვის ცნობილია ის გარემოება, რომ „მეორე მხარის“ (შპს „კ------------------–ი“) კუთვნილი სარეკლამო კონსტრუქციები შეიძინა „მესამე მხარემ“ (შპს „ა--------------“), ამავე მუხლის მე-3 პუნქტით მას გადაეცა 2007 წლის 23 თებერვლის „სარეკლამო საშუალებების განთავსების უფლების იჯარით გაცემის“ შესახებ №------------ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები და ამავე ხელშეკრულებების დანართებში მითითებულ ობიექტებზე სარეკლამო საშუალებების განთავსების უფლება. „გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-34 დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად, „თუ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელს არ სურს ამ დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების აღება, მასზე არ ვრცელდება დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტის მოქმედება და გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული სარეკლამო საშუალების განთავსება/მშენებლობა წარმოებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად“. შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობის განთავსებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ნებართვის მფლობელი, თუმცა განსახილველი შემთხვევა ექცევა „გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-34 დადგენილების მე-4 პუნქტის რეგულირების სფეროში, ვინაიდან შპს „ა--------------მ“ არ იკისრა სარეკლამო კონსტრუქციის განთავსების ვალდებულება, რამდენადაც 2015 წლის 10 მარტის განცხადებით მან შესაბამისი მოთხოვნა წარუდგინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, ასეთ შემთხვევაში, მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ სარეკლამო საშუალების განთავსება შესაძლებელი იყო „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად.
3.12. აპელანტი არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, სადავო გადაწყვეტილებებით შპს ,,ა-----------------------ს’’ ბანერის განთავსების უფლება მიეცა №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო, შპს „ო–---ს’’ აღნაგობის უფლება გააჩნია №0--------------- და არა საპროექტო №0--------------- მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, ის უფლებები, რაც აქვს მოაღნაგეს, ვრცელდება №0--------------- და არა საპროექტო №0--------------- მიწის ნაკვეთზე. უშუალოდ საპროექტო ტერიტორიასთან შპს ,,ო–---ს’’ აკავშირებს ვალდებულება და არა რაიმე სახის უფლება, რომელიც მას წარმოეშვა ხელშეკრულების (აღნაგობის პირობების) ძალით. შპს „ო–---სთვის’’ მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემის დროისათვის №0--------------- მიწის ნაკვეთზე უკვე განთავსებული იყო სარეკლამო ბანერი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1------ გადაწყვეტილებით მოხდა არსებული სარეკლამო კონსტრუქციის ახალი სარეკლამო კონსტრუქციით ჩანაცვლება. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, შპს „ო–---ს’’ მიერ ვალდებულების აღების დროისათვის ცნობილი იყო №0--------------- მიწის ნაკვეთზე სარეკლამო კონსტრუქციის არსებობის შესახებ. აპელანტის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ვინაიდან საპროექტო მიწის ნაკვეთთან მიმართებაში მოწინააღმდეგე მხარეს არ გააჩნია არანაირი უფლება, შესაბამისად, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება აღნიშნულ ნაკვეთზე ბანერის განთავსებით მისი უფლებების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გასაჩივრებული აღმჭურველი აქტით დაინტერესებული მხარისათვის გარკვეული უფლებების მინიჭება, შესაბამისად, აღნიშნა, რომ მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისათვის საჭიროა დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა და მათი ბათილად ცნობის აუცილებელი პირობაა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევა. აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ აღნიშნულის მიუხედავად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მხრიდან არ ყოფილა დასახელებული კონკრეტული არგუმენტი, თუ რა სახის ზიანი ადგება მის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით და არც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება ყოფილა წარმოდგენილი საქმეში, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მათი ბათილად ცნობის შესახებ.
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.13. აპელანტის მითითებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 10 მარტს განცხადებით მიმართა მოქალაქე ნ-----–----------–--ამ და მოითხოვა ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე არსებული სარეკლამო ბანერის წარმოდგენილი ფოტომონტაჟით გათვალისწინებული ელექტრონული ტაბლოთი ჩანაცვლების თაობაზე სამსახურის პოზიციის დაფიქსირება. სამსახურმა შეისწავლა განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მოიწონა სარეკლამო ბანერის რეკონსტრუქციის პროექტი, წარდგენილი ფოტომონტაჟის შესაბამისად. ვინაიდან სარეკონსტრუქციო ობიექტი მდებარეობს ქ. თბილისის თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ფართზე, ამ შემთხვევაში არქიტექტურის სამსახური არ არის უფლებამოსილი გასცეს წერილობითი დასტური სარეკლამო ობიექტის განთავსებაზე. მისი უფლებამოსილება შემოიფარგლება მხოლოდ ვიზუალის შეთანხმებით, რადგანაც ქ. თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 06 თებერვლის №2-4 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ქ. თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიანიჭოს იმ ნებართვის მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. იმავე მუხლის თანახმად, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განსაზღვროს გარე რეკლამის საშუალებების განთავსების ადგილები. ქ. თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემისას ნებართვის გამცემისა და ნებართვის მფლობელის მიერ ხელმოწერილ პირობებიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2009 წლის 03 აპრილის №-------ს თანახმად, აუქციონში გაიმარჯვა შპს ,,ა--------------მ’’ და მას მიენიჭა ქ. თბილისში, მ------------------------------------------- არსებულ უძრავ ნივთებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, როდესაც კონკრეტულ პირს სურს ქ. თბილისში მ------------------------------------------- ქ. თბილისის თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ფართზე გარე რეკლამის განთავსება, ნებართვას იღებს არა არქიტექტურის სამსახურისგან, არამედ შპს ,,ა----------. ჯ------’’, ამ სამართალურთიერთობაში არქიტექტურის სამსახურის როლს წარმოადგენს მხოლოდ ის, რომ არქიტექტურის სამსახური ითანხმებს ვიზუალის ნაწილს, გამომდინარე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტიდან, რომლის თანახმად, სამსახური თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების მიზნით უფლებამოსილია განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გარე რეკლამის განთავსების საკითხს წყვეტს შ.პ.ს ,,ა----------. ჯი’’, ხოლო ვიზუალს იწონებს არქიტექტურის სამსახური. აპელანტი არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, თითქოს გადაწყვეტილების გამოცემისას არქიტექტურის სამსახურს არ უმსჯელია, რამდენად იჭრებოდა ფოტომონტაჟით გათვალისწინებული სარეკლამო მონიტორი მოსარჩელე მხარის მიერ აღნაგობით დატვირთულ მიწის ნაკვეთზე. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს აღნიშნული განმარტება არასწორია, ვინაიდან №1------ გადაწყვეტილებით მოწონებულ იქნა არსებული სარეკლამო ბანერის ელექტრო ბანერით ჩანაცვლების სარეკონსტრუქციო სამუშაოები, შესაბამისად, მოხდა არა ახალი სარეკლამო ბანერის განთავსება, არამედ არსებული ბანერის ელექტრონული ბანერით ჩანაცვლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის საზღვრებში განთავსების საკითხის დამატებით გამოკვლევა სამსახურის მხრიდან საჭირო აღარ იყო, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ გარე რეკლამის განთავსების საკითხს წყვეტს შპს ,,ა----------. ჯი’’და არა არქიტექტურის სამსახური, სავსებით შესაძლებელია არქიტექტურის სამსახურმა მოიწონოს გარე რეკლამის ვიზუალური მხარე, მაგრამ თუ არ მოხდა შპს ,,ა----------. ჯის“ მიერ განთავსებაზე თანხმობის გაცემა, სარეკლამო ბანერის განთავსება ვერ მოხდება.
3.14. აპელანტის მითითებით, №1------ გადაწყვეტილებით არქიტექტურის სამსახურმა შესაძლებლად მიიჩნია წარდგენილი ფოტომონტაჟის შესაბამისად სარეკლამო ბანერის რეკონსტრუქცია, აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად აპელანტის წარმომადგენელმა დამატებით წარადგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის I და II კლასების სანებართვო განყოფილების უფროსის განმარტებითი ბარათი, სადაც მითითებულია, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები ითვალისწინებს მხოლოდ არსებული სარეკლამო ბანერის ციფრული ბანერით ჩანაცვლებას და არა მის ადგილმონაცვლეობას, აქედან გამომდინარე, აპელანტის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ დამატებით იმ საკითხის შესწავლა, გადადიოდა თუ არა სარეკლამო ბანერი მოსარჩელე მხარის მიერ აღნაგობით დატვირთულ მიწის ნაკვეთზე, საჭირო არ იყო. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა შპს ,,ო–---ს’’ ჩართვა №1------ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ წარმოებაში დაინტერესებული პირის სტატუსით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის სტატუსით ადმინიტრაციულ წარმოებაში ჩააბას კონკრეტული პირი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს მიადგეს რაიმე ზიანი მაშინ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იგი წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული პირის სტატუსით. აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ხდებოდა მხოლოდ სარეკლამო ბანერის რეკონსტრქუცია მისი სახეობის ცვლილების კუთხით, სამშენებლო სამუშაოები ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებდა მოსარჩელე მხარის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. სწორედ ამიტომ არ მოხდა მისი ჩართვა დაინტერესებული პირის სტატუსით №1------ გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში.
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.15. აპელანტის მითითებით, საჯარო რეესტრის 08.10.2013 წლის და 27.11.2015 წლის ამონაწერების თანახმად, ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩა, ქუჩის გამყოფი ზოლი (ს/კ: №0---------------) და ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩა, ნაკვეთი 0----- (ს/კ: №0---------------) მიწის ნაკვეთები წარმოადგენს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას. ამასთანავე, ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 18 ოქტომბრის N2--------- დადგენილებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლის მიერ დაკავებული 1--- კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ N0---------------) შპს ,,ო–---სთვის’’ (ს/კ:N4--------) აღნაგობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ.
3.16. ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 8 ნოემბრის N0------- ბრძანებით შპს ,,ო–---ს’’ პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის უფლებით გადაეცა ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლის მიერ დაკავებული 1--- კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ N0---------------). იმავე ბრძანების თანახმად, აღნაგობის პირობები განისაზღვრა დანართის შესაბამისად. ბრძანებაზე თანდართული აღნაგობის პირობების 2.1 პუნქტის თანახმად, შპს „ო–---ს“ აღნაგობის უფლებით გადაეცა ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოფი ზოლის მიერ დაკავებული 1---კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ: №0---------------) გაზის გასამართი სადგურის მოწყობის მიზნით. იმავე აღნაგობის პირობების მე-9 პუნქტით აღნაგობის უფლების მქონეს განესაზღვრა ვალდებულებები, კერძოდ: 9.1 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლის მიერ დაკავებული 1--- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ N0---------------) გაზის გასამართი სადგურის მოწყობა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აქტის (გადაწყვეტილების) გაცნობის მომენტიდან 2 წლის ვადაში. 9.2 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე მდებარე 155 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა (ს/კ N0---------------) და თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლის მიერ დაკავებული 245 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ: N0---------------) მოსასვენებელი სივრცის მოწყობა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აქტის (გადაწყვეტილების) გაცნობის მომენტიდან 2 წლის ვადაში. ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 16 ივნისის N0------ ბრძანებით ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგნეტოს 2013 წლის 8 ნოემბრის N0------- ბრძანებაში. აღნიშნული ცვლილებების თანახმად, აღნაგობის პირობების 2.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: აღნაგობის უფლების მიმღებ პირს ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოფი ზოლის მიერ დაკავებული 1--- კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ: N0---------------) გადაეცემა გაზის გასამართი სადგურის მოწყობის ან/და კანონით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის წარმართვის მიზნით, შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული მშენებლობის განსახორციელებლად. 9.1 პუნქტით აღნაგობის უფლების მქონეს განესაზღვრა ვალდებულება, ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლის მიერ დაკავებული 1--- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ N0---------------) გაზის გასამართი სადგურის მოწყობა ან/და კანონმდებლობით დაშვებული სხვა ნებისმიერი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო მშენებლობის განხორციელება შესაბამისი ნებართვის მიღებიდან 2 წლის ვადაში. 9.2 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე მდებარე 155 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა (ს/კ N0---------------) და თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლის მიერ დაკავებული 245 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ: N0---------------) მოსასვენებელი სივრცის მოწყობა გაზის გასამართი სადგურის მოწყობის ან/და კანონმდებლობით დაშვებული სხვა ნებისმიერი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 2 წლის ვადაში.
3.17. აპელანტის მითითებით, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემისას ნებართვის გამცემისა და ნებართვის მფლობელის მიერ ხელმოწერილი პირობებიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2009 წლის 3 აპრილის №-------ს თანახმად, შპს ,,ა--------------მ’’ მოიპოვა ქ. თბილისში, მ------------------------------------------- არსებულ უძრავ ნივთებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის უფლებამოსილება. აპელანტი ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 10 მარტს შპს ,,ა--------------მ’’ №A-------- განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს. განმცხადებელმა მოითხოვა ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული სარეკლამო კონსტრუქციის რეკონსტრუქციის შესაძლებლობის წერილობით დადასტურება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1------ სადავო გადაწყვეტილებით გაიცა ახალი მშენებლობის, კერძოდ ძველი სარეკლამო კონსტრუქციის ახალი სარეკლამო კონსტრუქციით ჩანაცვლების წერილობითი დასტური. 2015 წლის 21 ოქტომბერს შპს „ა--------------სა’’ და შპს „ა-----------------------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,ა-----------------------ს’’ მიეცა რეკლამის განთავსების უფლება მისამართზე: ქ. თბილისი, თ------–---–-ს ქუჩა, გამყოფი ზოლი, ვ---- მიმართულებით. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ოქტომბრის №Q-------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ა-----------------------ის“ (2--------- წლის ხელშეკრულებით, საპროექტო ტერიტორიაზე რეკლამის განთავსებაზე შპს ,,ა--------------სგან’’ უფლებამოსილი პირი) წერილობითი თხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩის მიმდებარედ, სარეკლამო კონსტრუქციის - მონიტორის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოები, №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე. აღსანიშნავია, რომ დანართში მითითებული ტერიტორია წარმოადგენს სწორედ №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ საპროექტო მიწის ნაკვეთს.
3.18. აპელანტმა მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პირველი კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). პირველ კლასს განეკუთვნება გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა. იმავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები’’, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ,,პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს’’. „გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-34 დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, „პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სახეობის, გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობის, განთავსება/მშენებლობა განხორციელდეს მშენებლობის ნებართვისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე, დედაქალაქის იერსახის გათვალისწინებით’’, ხოლო იმავე დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, „ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელი ვალდებულია გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული სარეკლამო საშუალების განთავსება/მშენებლობისას, წერილობით აცნობოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს“. აპელანტის განმარტებით, საპროექტო ობიექტი წარმოადგენს პირველი კლასის ნაგებობას, რომლის განთავსებაზე უფლებამოსილ ორგანოს, „ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემისას ნებართვის გამცემისა და ნებართვის მფლობელის მიერ ხელმოწერილი პირობებიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი“ 2009 წლის 3 აპრილის №-------ს თანახმად, წარმოადგენს შპს „ა--------------“. ამასთან, „სარეკლამო საშუალებების განთავსების უფლების იჯარით გაცემის №------------ ხელშეკრულებებში მოიჯარის ჩანაცვლების შესახებ“ 2008 წლის 2 ოქტომბრის ხელშეკრულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მხარეები აცხადებენ და ადასტურებენ, რომ მათთვის ცნობილია ის გარემოება, რომ ,,მეორე მხარის“ (შპს „კ------------------–ი“) კუთვნილი სარეკლამო კონსტრუქციები შეიძინა „მესამე მხარემ“ (შპს „ა--------------“), იმავე მუხლის მე-3 პუნქტით მას გადაეცა 2007 წლის 23 თებერვლის ,,სარეკლამო საშუალებების განთავსების უფლების იჯარით გაცემის’’ შესახებ N1, N2 და N3 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები და ამავე ხელშეკრულებების დანართებში მითითებულ ობიექტებზე სარეკლამო საშუალებების განთავსების უფლება. „გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-34 დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად, „თუ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელს არ სურს ამ დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების აღება, მასზე არ ვრცელდება დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტის მოქმედება და გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული სარეკლამო საშუალების განთავსება/მშენებლობა წარმოებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად“. გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობის განთავსებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ნებართვის მფლობელი, თუმცა განსახილველი შემთხვევა ექცევა „გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-34 დადგენილების მე-4 პუნქტის რეგულირების სფეროში, ვინაიდან შპს „ა--------------მ“ არ იკისრა სარეკლამო კონსტრუქციის განთავსების ვალდებულება, რამდენადაც 2015 წლის 10 მარტს №A-------- განცხადებით მან შესაბამისი მოთხოვნა წარუდგინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს. ზემოთ მითითებული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, აპელანტის მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში, სარეკლამო საშუალების განთავსება შესაძლებელი იყო „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად.
3.19. აპელანტი არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, სრულყოფილად არ ყოფილა შესწავლილი და შეფასებული ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩის მიმდებარედ, სარეკლამო კონსტრუქციის მონიტორის განთავსების საკითხი, რამდენად იჭრებოდა არსებული სახით აღნიშნული სარეკლამო ბანერი მოსარჩელიე მხარის მიერ აღნაგობით დატვირთული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე და ხომ არ შეიზღუდებოდა აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს ,,ო–---ს’’, როგორც მოაღნაგის უფლებები. აპელანტის მოსაზრებით, სადავო არ არის ის გარემოება, რომ სადავო გადაწყვეტილებებით შპს ,,ა-----------------------ს’’ ბანერის განთავსების უფლება მიეცა N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო შპს ,,ო–---ს’’ აღნაგობის უფლება გააჩნია №0--------------- და არა საპროექტო №0--------------- მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, ის უფლებები, რაც აქვს მოაღნაგეს, ვრცელდება №0--------------- და არა საპროექტო №0--------------- მიწის ნაკვეთზე. უშუალოდ საპროექტო ტერიტორიასთან შპს ,,ო–---ს’’ აკავშირებს ვალდებულება და არა რაიმე სახის უფლება, რომელიც მას წარმოეშვა ხელშეკრულების (აღნაგობის პირობების) ძალით. ამასთან, შპს ,,ო–---სთვის’’ მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემის დროისათვის №0--------------- მიწის ნაკვეთზე უკვე განთავსებული იყო სარეკლამო ბანერი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის N1------ გადაწყვეტილებით მოხდა არსებული სარეკლამო კონსტრუქციის ახალი სარეკლამო კონსტრუქციით ჩანაცვლება. შესაბამისად, შპს ,,ო–---ს’’ მიერ ვალდებულების აღების დროისათვის ცნობილი იყო №0--------------- მიწის ნაკვეთზე სარეკლამო კონსტრუქციის არსებობის შესახებ.
3.20. აპელანტის მოსაზრებით, ვინაიდან საპროექტო მიწის ნაკვეთთან მიმართებაში მოწინააღმდეგე მხარეს არ გააჩნია არანაირი უფლება, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება აღნიშნულ ნაკვეთზე ბანერის განთავსებით მისი უფლებების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. სადავო გადაწყვეტილებაში სასამართლომ თავად მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის N1------ გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ოქტომბრის Nქნ1------ გადაწყვეტილება აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, რომელთა ბათილად ცნობაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აღმჭურველი აქტებით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება, შესაბამისად სახეზეა ისეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთათვისაც საჭიროა დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა და ასეთი აქტების ბათილად ცნობის აუცილებელი პირობაა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევა. აპელანტის განმარტებით, აღნიშნულის მიუხედავად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მხრიდან არ ყოფილა დასახელებული კონკრეტული არგუმენტი, თუ რა სახის ზიანი ადგება მის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ატებით და არც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება ყოფილა წარდგენილი საქმეში, სასამართლომ მხოლოდ შპს ,,ო–---ს’’ უფლებებისა და ინტერესების ,,შესაძლო’’ დარღვევის ვარაუდით ცნო ბათილად აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ მხოლოდ ზოგადად მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს არ გამოუკვლევიათ და არ შეუსწავლიათ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მხოლოდ ზოგადი მითითება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოუკვლეობის და მოსარჩელისათვის შესაძლო ზიანის მიყენების თაობაზე არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს, მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და შემოიფარგლა ზოგადი მითითებებით, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო გადაწყვეტილების მიღება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებს, რის შედეგადაც მიღებულ იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, 0----- ნაკვეთზე განთავსებული უძრავი ქონება (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობით: 1----- კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი:№0---------------) 2013 წლის 08 ოქტომბრიდან საკუთრებით უფლებით აღრიცხულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე (უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 07.10.2013წ. №0------- ბრძანება).
4.2. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოფი ზოლი (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 11 00,00 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი: N0---------------) 2013 წლის 08 ოქტომბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხვულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე (უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 07.10.2013წ. N0------- ბრძანება).
4.3. ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 18 ოქტომბრის №2--------- დადგენილებით, შპს ,,ო–---ს“ პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის უფლებით გადაეცა ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლით დაკავებული 1--- კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №0---------------). აღნაგობის ვადა განისაზღვრა 49 (ორმოცდაცხრა) წლით. აღნაგობის პირობები განიზაღვრა დადგენილების დანართის შესაბამისად. ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის უზრუნველყოფა, ამ დადგენილების შესაბამისად.
4.4. ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 8 ნოემბრის №0------- ბრძანებით შპს ,,ო–---ს“ აღნაგობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა ქალაქ თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლის მიერ დაკავებული 1--- კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №0---------------). აღნაგობის ვადა განისაზღვრა 49 (ორმოცდაცხრა) წლით. აღნაგობის პირობები განისაზღვრა დანართის შესაბამისად. აღნაგობის პირობების 2.1. პუნქტის მიხედვით, აღნაგობის უფლებით მიმღებ პირს ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლის მიერ დაკავებული 1--- კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა (საკადასტრო კოდი: №0---------------) გაზის გასამართი სადგურის მოწყობის მიზნით. ამავე დანართის 9.1. პუნქტით დადგინდა აღნაგობის უფლების მქონე პირის ვალდებულება, ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლის მიერ დაკავებულ 1--- კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №0---------------) გაზის გასამართი სადგურის მოწყობა განეხორციელებინა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აქტის (გადაწყვეტილების) გაცნობის მომენტიდან 2 წლის ვადაში. იმავე პირობების 9.2. პუნქტით დადგინდა, რომ შპს „ო–---ს“ ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე მდებარე 155 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა (საკადასტრო კოდი: №0---------------) და ამავე ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლის მიერ დაკავებულ 245 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №0---------------) უნდა განეხორციელებინა მოსასვენებელი სივრცის მოწყობა, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აქტის (გადაწყვეტილების) გაცნობის მომენტიდან 2 წლის ვადაში.
4.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2013 წლის 20 დეკემბრის №2------------ წერილით, შპს ,,ო–---ს“ დირექტორს ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩის გამოყოფ ზოლში, მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0---------------) აირსავსები (გაზგასამართი) სადგურის მშენებლობასა და ამასთან დაკავშირებით მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შეთანხმებაზე ეცნობა, რომ დასახელებული მონაკვეთი მდებარეობს ავტოტრანსპორტის მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამორჩეული თ------–---–-სა და უ--------------ს ქუჩების კვეთაში არსებული შუქნიშნის ობიექტის მიმდებარედ, რომელიც ე.წ. ,,პიკის საათებში“ სრულყოფილად ვერ არეგულირებს სატრანსპორტო ნაკადებს და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ხდება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების დამატება. წერილის თანახმად, ა/გასამართი სადგურის მოწყობა და ფუნქციონირება გამოიწვევს ობიექტზე მოძრავი (შემსვლელი და გამომსვლელი) სატრანსპორტო საშუალებების მიერ, თ------–---–-სა და უ--------------ს ქუჩებზე მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების შეფერხებას და გაზრდის ე.წ. ,,საცობების“ წარმოქმნისა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის ალბათობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საპატრულო პოლიცია დასახელებულ მონაკვეთზე ა/გასამართი სადგურის მოწყობას გაუმართლებლად მიიჩნევს.
4.6. ქალაქ თბილისის მთავრობის 2014 წლის 23 მაისის N1-------- დადგენილებით ცვლილება შევიდა ,,ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის შპს ,,ო–---სათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის უფლებით გადაცემის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 18 ოქტომბრის №2--------- დადგენილებაში. დადგენილების დანართი 2-ით დამტკიცებული აღნაგობის პირობების 9.1. და 9.2. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,9.1. ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოფი ზოლის მიერ დაკავებულ 1--- კვ.მეტრი მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი:№0---------------) გაზის გასამართი სადგურის მოწყობა ან/და კანონმდებლობით დაშვებული სხვა ნებისმიერი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო მშენებლობის განხორციელება შესაბამისი ნებართვის მიღებიდან 2 წლის ვადაში. 9.2. ,,ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე მდებარე 155კვ. მეტრ მიწის ნაკვეთსა (საკადასტრო კოდი: №0---------------) და თ------–---–-ს ქუჩაზე, ქუჩის გამყოფი ზოლის მიერ დაკავებულ 245 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №0---------------) მოსასვენებელი სივრცის მოწყობა გაზის გასამართი სადგურის მოწყობის ან/და კანონმდებლობით დაშვებული სხვა ნებისმიერი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 2 წლის ვადაში.“ მითითებული დადგენილებით, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა აღნაგობის პირობებში ცვლილების შეტანის თაობაზე შესაბამისი აქტის გამოცემა.
4.7. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 16 ივნისის №0------ ბრძანებით ცვლილება შევიდა ,,ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის შპს ,,ო–---სათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის უფლებით გადაცემის შესახებ“ ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 8 ნოემბრის №0------- ბრძანებაში.
4.8. საქმეში წარმოდგენილია შპს „ო–---ს“ დაკვეთის საფუძელზე შედგენილი შპს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საექსპერტო ცენტრის 2014 წლის 20 ივნისის დასკვნა. დასკვნის თანახმად, ექსპერტის წინაშე დასმული იყო შეკითხვები: ქ. თბილისში, თ------–---–-სა და უ--------------ს ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №0---------------) შპს ,,ს--------–-------ის“ მიერ მომზადებული საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემა, შეესაბამება თუ არა საქართველოს კანონის მოთხოვნებს და აღნიშნული ხომ არ ზრდის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის ალბათობას. ექსპერტის დასკვნით, ქ. თბილისში, თ------–---–-ს და უ--------------ს ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №0---------------) შპს ,,ს--------–-------ის“ მიერ დაპროექტებული, ორ დონეზე მოწყობილი საპროექტო კვანძისა და ქვედა დონეზე განთავსებული აირსავსები საკომპრესორო სადგურის საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონის სრული დაცვითაა შედგენილი, აკმაყოფილებს მოთხოვნებს და საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მოხდენის ალბათობას ფაქტიურად გამორიცხავს.
4.9. დადგენილია, რომ ქ. თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი სააუქციონო კომისიის მიერ, 2009 წლის 3 აპრილის №-------თ პირობებიან აუქციონში გამარჯვებულ იურიდიულ პირზე შპს ,,ა----------. ჯი“-ზე გაიცა ქ. თბილისში, მ------------------------------------------- არსებულ უძრავ ნივთებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
4.10. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1------ გადაწყვეტილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა შპს „ა--------------ს“ წარმომადგენლის განცხადება და განმცხადებლის მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომლითაც იგი თხოვდა სამსახურის პოზიციის დაფიქსირებას თ------–---–-ს ქუჩაზე, არსებული სარეკლამო კონსტრუქციის ახალი სარეკლამო კონსტრუქციით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ არქიტექტურის სამსახურს შესაძლებლად მიაჩნდა წარდგენილი სახით სარეკლამო კონსტრუქციის განთავსება, ქ. თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 24.03.2015წ. წერილში მითითებული რეკომენდაციების დაცვით (აღნიშნული წერილის თანახმად, სამსახური არ არის წინააღმდეგი, შპს „ა--------------ს“ მიერ წარდგენილი სქემის მიხედვით, განთავსდეს ელექტრონული ტაბლო, სამსახურის მითითებით, ტაბლო ისე უნდა იყოს დამონტაჟებული, რომ მისმა ნათებამ არ დააქვეითოს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მხედველობა და ყურადღება).
4.11. 2015 წლის 21 ოქტომბერს შპს ,,ა--------------“-სა და შპს ,,ა-----------------------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება №2---------, რომლითაც შპს ,,ა--------------მ“ იკისრა ვალდებულება, მიეცა შპს ,,ა-----------------------ისათვის“ უფლება განეთავსებინა გარე რეკლამა/გარე სარეკლამო კონსტრუქცია, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, თ------–---–-ს ქუჩა, გამყოფი ზოლი, ვ---- მიმართულებით - მონიტორი - ზომით 7---- კვ.მ. (84 კაბინეტი, კაბინეტის ზომა 0.96მX0.96მ-ზე). მეორეს მხრივ, კომპანიამ იკისრა ვალდებულება გადაეხადა შპს ,,ა--------------“-სათვის საზღაური ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.
4.12. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ოქტომბრის №Q-------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის შპს ,,ა-----------------------ის“ წერილობითი თხოვნა და კომპანიას მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩის მიმდებარედ, სარეკლამო კონსტრუქციის - მონიტორის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების ჩატარება, №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად, უსაფრთხოების და ტექნიკური ნორმების სრული დაცვით.
4.13. 2015 წლის 18 ნოემბერს შპს ,,ო–---მ“ №8------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 5 თებერვლის №-- ბრძანებით შპს ,,ო–---ს“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1------ გადაწყვეტილება.
4.14. საქმეში არსებული, შპს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საექსპერტო ცენტრის“ მიერ 2016 წლის პირველ ნოემბერს შედგენილი №0------- დასკვნის მიხედვით, შესწავლილ იქნა თ------–---–-ს და უ--------------ს ქუჩების კვეთაზე არსებული კვანძის საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემა, აღნიშნული კვანძი ემსახურება 10 მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადს, რომელთა დარეგულირება ხდება შუქნიშნის საშუალებით. აღნიშნული მიმართულებიდან ძირითადია ვ---------------–--- და ს----------–ო-ვ---- მიმართულების სატრანსპორტო ნაკადები. უ--------------ს ქუჩიდან და ყოფილი ჰ------------დან მომავალი სატრანსპორტო ნაკადები შედარებით მცირეა. აღნიშნული ბანერი დამონტაჟებულია ვ---- მხარეს გამყოფ გამწვანების ზოლში და მიმართულია ს----------–ოსკენ. ბანერი ძალიან დიდი ზომისაა და შუქნიშნის სამივე ს----------–ოს, უ--------------ს და ჰ------------ს მიმართულებებიდან კარგად მოჩანს. დასკვნაში მითითებულია, რომ აღნიშნული ბანერი მანათობელი ტიპისაა და აღჭურვილია ძალიან ძლიერი შუქდიოდებით, რომელიც დღის სინათლეშიც ძლიერად ანათებს. სარეკლამო რგოლების შუალედში ბანერი ძალიან დიდი ინტენსივობის თეთრი ნათებით აბრმავებს საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ყველა მონაწილეს - მძღოლებს და ქვეითებს. აღნიშნული ნათების ზემოქმედება ძლიერ იზრდება ღამის საათებში და შეუძლებელს ხდის შუქნიშნის სიგნალების ხილვადობას, რაც ძალიან ზრდის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის ალბათობას. დასკვნაში მითითებულია, რომ აღნიშნული ბანერის სატრანსპორტო კვანძზე განთავსება წინააღმდეგობაშია საქართველოში მოქმედ სტანდარტთან, რომელიც პირდაპირ კრძალავს მსგავსი ბანერების გზისპირა განთავსებას (Г----------------, რომლის მოქმედება განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2014 წ. 14 იანვრის №52 და 2014 წლის 18 ივნისის №409 დადგენილებებით). დასკვნაში მითითებულია, რომ აღნიშნული მანათობელი სარეკლამო ბანერი თ------–---–-ს და უ--------------ს ქუჩების კვეთაზე არსებულ კვანძზე საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მოხდენის ალბათობას საგრძნობლად ზრდის.
4.15. საქმეზე წარმოდგენილია შპს „ა--------------ს“ დაკვეთის შესაბამისად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული 27.06.2017წ. N5--------- ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, თ------–---–-ს ქუჩისა და უ--------------ს ქუჩის კვეთასთან არსებული მოედნის მიმდებარედ, გამწვანების ზოლში დამონტაჟებული მანათობელი ბანერი, ტექნიკური თვალსაზრისით არ აუარესებს საგზაო ნიშნის, შუქნიშნის კვანძების, ჰორიზონტალური მონიშვნის ხაზების და სხვათა ხილვადობას. მისი ფაქტიური განთავსება მოცემულ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება სტანდარტს. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ,,მანათობელი ბანერის კონსტრუქციის, მისი განთავსების მიდამოს და ბანერის დგომის მიდამოში განათებულობის გავლენის შესასწავლად, დღე-ღამის განმავლობაში მოხდა ბანერის დგომის მიდამოს დათვალიერება და შესწავლა’’. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ,,ბანერის უკეთ გამოკვლევის მიზნით დაკვირვება მოხდა განათებულობის სხვადასხვა რეჟიმზე, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ბანერის განათება არცერთ რეჟიმზე არ უშლის ხელს შუქნიშნების, საგზაო ნიშნების, ჰორიზონტალური მონიშვნის ხაზების და სხვა საგნების ხილვადობას, მისი მოქმედება ხილვადობაზე შეუმჩნეველია, იგი არც ბანერის სიახლოვეს და არც მისი მოშორებით, პრაქტიკულად არ მოქმედებს ხილვადობაზე, რასაც ხელს უწყობს ბანერის განათებულობის სხივების გამოყოფა მაღალი სიმაღლისადნ (დაახლოებით 4-8 მეტრი) და გავრცელდება დაახლოებით ჰორიზონტალურად’’. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ,,რაც შეეხება ბანერის ასეთნაირად განათებას, რომ ადვილად შესამჩნევია, ეს მისი დანიშნულებაა, სწორედ ეს მოთხოვნები წაეყენება ბანერს, იყოს ადვილად შესამჩნევი და უარყოფითად არ მოქმედებდეს სხვა გარემოებებზე (სხივებზე)’’. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ,,გამოსაკვლევი ბანერი განთავსებულია მოედნის მიმდებარედ, გამწვანების ზოლში, შუქნიშნის კვანძებიდან 75მ-ის დაშორებით, რაც არანაირი სტანდარტით და ტექნიკური პირობით არ არის აკრძალული, მათ შორის არც Г---------------სტანდარტით. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მანათობელი ბანერის დგომის ადგილი არ ეწინააღმდეგება სტანდარტის მოთხოვნებს, იგი დგას მოედნის მიმდებარედ გამწვანების ზოლში, თ------–---–-ს ქუჩისა და უ--------------ს ქუჩის გადაკვეთიდან 75 მეტრის დაშორებით და არა გზების ,,ასახვევ ზოლში’’. იგი თავისი ფორმით და მდგომარეობით არანაირად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საგზაო ნიშნად, ან საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის რაიმე ტექნიკურ საშუალებად. მანათობელი ბანერი მუშაობის არცერთ რეჟიმზე არ უშლის ხელს შუქნიშნის, საგზაო ნიშნების, ჰორიზონტალური მონიშვნის ხაზების და სხვა საგნების ხილვადობას’’.
სამართლებრივი დასაბუთება
4.16. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.17. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს არ ეწინააღმდეგებიან, ასევე, ისინი არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.18. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
4.19. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, რის გამოც არ არსებობდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მათი ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
4.20. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია - ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია - არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია - მშენებლობის ნებართვის გაცემა. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი - შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; ბ) II კლასი - შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; გ) III კლასი - შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; დ) IV კლასი - შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; ე) V კლასი - შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა- ნაგებობები). იმავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა. იმავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. კერძოდ, დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) თბილისის განვითარების კონცეფციის შემუშავება, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე, შესაბამისი კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. იმავე დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა. ,,გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 დეკემბრის №16-34 დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სახეობის, გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობის, განთავსება/მშენებლობა განხორციელდეს მშენებლობის ნებართვისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე, დედაქალაქის იერსახის გათვალისწინებით. იმავე დადგენილების მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელი ვალდებულია გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული სარეკლამო საშუალების განთავსება/მშენებლობისას, წერილობით აცნობოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი’’, რომლის 1.1. მუხლის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია: ა) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს), იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება, რომელიც საჭიროებს ტრანშეის მოწყობას; ბ) III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი; გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოება (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზისმოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/დასხვასახის თანხმობა. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებასა დაარსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო). განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1------ გადაწყვეტილებით განხილულ იქნა დამკვეთის (ნ-----–----------–--ა) განცხადება და ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომლითაც ითხოვდა სამსახურის პოზიციის დაფიქსირებას თ------–---–-ს ქუჩაზე არსებული სარეკლამო კონსტრუქციის ახალი სარეკლამო კონსტრუქციით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. დასახელებული გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ არქიტექტურის სამსახურს შესაძლებლად მიაჩნდა წარდგენილი სახით სარეკლამო კონსტრუქციის განთავსება ქ. თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წერილში (2------ 0------------- 24.03.2015წ.) მითითებული რეკომენდაციების დაცვით. დადგენილია ასევე, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ოქტომბრის №Q-------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის შპს ,,ა-----------------------ის“ წერილობითი თხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩის მიმდებარედ, სარეკლამო კონსტრუქციის - მონიტორის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების ჩატარება, №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად, უსაფრთხოების და ტექნიკური ნორმების სრული დაცვით. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ბანერის განთავსება მოხდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მოსარჩელე მხარემ ვერ მიუთითა, საქართველოს კანონმდებლობის რომელი მოთხოვნები იქნა დარღვეული მისი განთავსების დროს. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება და ვერც მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც სააპელაციო პალატას ჩამოუყალიბებდა შინაგან რწმენას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. ამასთან, მოსარჩელემ ვერ მიუთითა, კონკრეტულად თუ რომელი სამართლებრივი ნორმები იქნა დარღვეული სადავო აქტების გამოცემისა და სადავო მანათობელი ბანერის განთავსების დროს.
4.21. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქმეში წარმოდგენილია შპს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საექსპერტო ცენტრის“ მიერ 2016 წლის პირველ ნოემბერს შედგენილი №0------- დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შესწავლილ იქნა თ------–---–-ს და უ--------------ს ქუჩების კვეთაზე არსებული კვანძის საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემა, აღნიშნული კვანძი ემსახურება 10 მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადს, რომელთა დარეგულირება ხდება შუქნიშნის საშუალებით. აღნიშნული მიმართულებიდან ძირითადია ვ---------------–--- და ს----------–ო-ვ---- მიმართულების სატრანსპორტო ნაკადები. უ--------------ს ქუჩიდან და ყოფილი ჰ------------დან მომავალი სატრანსპორტო ნაკადები შედარებით მცირეა. აღნიშნული ბანერი დამონტაჟებულია ვ---- მხარეს გამყოფ გამწვანების ზოლში და მიმართულია ს----------–ოსკენ. ბანერი ძალიან დიდი ზომისაა და შუქნიშნის სამივე ს----------–ოს, უ--------------ს და ჰ------------ს მიმართულებებიდან კარგად მოჩანს. დასკვნაში მითითებულია, რომ აღნიშნული ბანერი მანათობელი ტიპისაა და აღჭურვილია ძალიან ძლიერი შუქდიოდებით, რომელიც დღის სინათლეშიც ძლიერად ანათებს. სარეკლამო რგოლების შუალედში ბანერი ძალიან დიდი ინტენსივობის თეთრი ნათებით აბრმავებს საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ყველა მონაწილეს - მძღოლებს და ქვეითებს. აღნიშნული ნათების ზემოქმედება ძლიერ იზრდება ღამის საათებში და შეუძლებელს ხდის შუქნიშნის სიგნალების ხილვადობას, რაც ძალიან ზრდის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის ალბათობას. დასკვნაში მითითებულია, რომ აღნიშნული ბანერის სატრანსპორტო კვანძზე განთავსება წინააღმდეგობაშია საქართველოში მოქმედ სტანდარტთან, რომელიც პირდაპირ კრძალავს მსგავსი ბანერების გზისპირა განთავსებას (Г----------------, რომლის მოქმედება განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2014 წ. 14 იანვრის №52 და 2014 წლის 18 ივნისის №409 დადგენილებებით). დასკვნაში მითითებულია, რომ აღნიშნული მანათობელი სარეკლამო ბანერი თ------–---–-ს და უ--------------ს ქუჩების კვეთაზე არსებულ კვანძზე საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მოხდენის ალბათობას საგრძნობლად ზრდის. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მითითებულ დასკვნაში არსებულ მსჯელობას შემდეგ გარემოებათა გამო: პირველ რიგში, დასკვნაში არ არის დაკონკრეტებული, ზემოაღნიშნული სადავო ბანერი Г-----------------ის ან საქართველოს სხვა კანონმდებლობის რომელ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და ეწინააღმდეგება, რომელი კონკრეტული მოთხოვნები და ნორმებია დარღვეული მისი განთავსების დროს. დასკვნის მიხედვით, სარეკლამო რგოლების შუალედში ბანერი ძალიან დიდი ინტენსივობის თეთრი ნათებით აბრმავებს საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ყველა მონაწილეს - მძღოლებს და ქვეითებს და ძალიან ზრდის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის ალბათობას. თუმცა, საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მანათობელი ბანერის განათებულობის გამო ადგილი ჰქონოდეს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევებს ან არსებობდეს მძღოლების და ქვეითების საჩივრები ამ ბანეთან მიმართებაში. უფრო მეტიც, ზემოაღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ, საქმეზე წარმოდგენილია შპს „ა--------------ს“ დაკვეთის შესაბამისად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული 27.06.2017წ. N5--------- ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა (რომელსაც ხელს აწერს სამი ექსპერტი), რომლის თანახმად, თ------–---–-ს ქუჩისა და უ--------------ს ქუჩის კვეთასთან არსებული მოედნის მიმდებარედ, გამწვანების ზოლში დამონტაჟებული მანათობელი ბანერი, ტექნიკური თვალსაზრისით არ აუარესებს საგზაო ნიშნის, შუქნიშნის კვანძების, ჰორიზონტალური მონიშვნის ხაზების და სხვათა ხილვადობას. მისი ფაქტიური განთავსება მოცემულ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება სტანდარტს. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ,,მანათობელი ბანერის კონსტრუქციის, მისი განთავსების მიდამოს და ბანერის დგომის მიდამოში განათებულობის გავლენის შესასწავლად, დღე-ღამის განმავლობაში მოხდა ბანერის დგომის მიდამოს დათვალიერება და შესწავლა’’. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ,,ბანერის უკეთ გამოკვლევის მიზნით დაკვირვება მოხდა განათებულობის სხვადასხვა რეჟიმზე, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ბანერის განათება არცერთ რეჟიმზე არ უშლის ხელს შუქნიშნების, საგზაო ნიშნების, ჰორიზონტალური მონიშვნის ხაზების და სხვა საგნების ხილვადობას, მისი მოქმედება ხილვადობაზე შეუმჩნეველია, იგი არც ბანერის სიახლოვეს და არც მისი მოშორებით, პრაქტიკულად არ მოქმედებს ხილვადობაზე, რასაც ხელს უწყობს ბანერის განათებულობის სხივების გამოყოფა მაღალი სიმაღლისადნ (დაახლოებით 4-8 მეტრი) და გავრცელდება დაახლოებით ჰორიზონტალურად’’. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ,,რაც შეეხება ბანერის ასეთნაირად განათებას, რომ ადვილად შესამჩნევია, ეს მისი დანიშნულებაა, სწორედ ეს მოთხოვნები წაეყენება ბანერს, იყოს ადვილად შესამჩნევი და უარყოფითად არ მოქმედებდეს სხვა გარემოებებზე (სხივებზე)’’. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ,,გამოსაკვლევი ბანერი განთავსებულია მოედნის მიმდებარედ, გამწვანების ზოლში, შუქნიშნის კვანძებიდან 75მ-ის დაშორებით, რაც არანაირი სტანდარტით და ტექნიკური პირობით არ არის აკრძალული, მათ შორის არც Г---------------სტანდარტით. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მანათობელი ბანერის დგომის ადგილი არ ეწინააღმდეგება სტანდარტის მოთხოვნებს, იგი დგას მოედნის მიმდებარედ გამწვანების ზოლში, თ------–---–-ს ქუჩისა და უ--------------ს ქუჩის გადაკვეთიდან 75 მეტრის დაშორებით და არა გზების ,,ასახვევ ზოლში’’. იგი თავისი ფორმით და მდგომარეობით არანაირად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საგზაო ნიშნად, ან საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის რაიმე ტექნიკურ საშუალებად. მანათობელი ბანერი მუშაობის არცერთ რეჟიმზე არ უშლის ხელს შუქნიშნის, საგზაო ნიშნების, ჰორიზონტალური მონიშვნის ხაზების და სხვა საგნების ხილვადობას’’. ამდენად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით ცალსახად დგინდება, რომ სადავო მანათობელი ბანერი როგორც განთავსების ფორმით, განთავსების ადგილით, ასევე მისი განათებულობის ინტენსივობით დღე-ღამის განმავლობაში, არანაირად არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებსა და დადგენილ სტანდარტებს. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტების გამოცემისას და სადავო ბანერის განთავსებისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
4.22. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. განსახილველ შემთხვევაში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები წარმოადგენენ აღმჭურველ ადმინისტრაციულ აქტებს, რომლის საფუძველზეც მესამე პირებმა მოახდინეს სადავო მანათობელი ბანერის განთავსება. ზემოაღნიშნული ნორმები კი ცალსახად ადგენენ, რომ დაუშვებელია თუნდაც კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. აქედან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტები უკანონოც რომ იყოს (თუმცა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ეს აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით), მათი ბათილად ცნობა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ დადგინდება, რომ ისინი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებენ მოსარჩელის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. მოსარჩელე მხარე გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ბანერი მანათობელი ტიპისაა და აღჭურვილია ძალიან ძლიერი შუქდიოდებით, რომელიც დღის სინათლეშიც ძლიერად ანათებს. სარეკლამო რგოლების შუალედში ბანერი ძალიან დიდი ინტენსივობის თეთრი ნათებით აბრმავებს საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ყველა მონაწილეს - მძღოლებს და ქვეითებს. აღნიშნული ნათების ზემოქმედება ძლიერ იზრდება ღამის საათებში და შეუძლებელს ხდის შუქნიშნის სიგნალების ხილვადობას, რაც ძალიან ზრდის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის ალბათობას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ეს გარემოება რომც წარმოადგენდეს სიმართლეს და სადავო ბანერი მაღალი განათებულობის გამო ძალიან რომ ზრდიდეს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის ალბათობას, ეს გარემოება შეიძლება ზიანს აყენებდეს ქვეითად მოსიარულე პირებს ან ავტომანქანის მძღოლებს, მაგრამ ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს სამეწარმეო სუბიექტის - შპს ,,ო–---ს’’ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. შესაბამისად, გაუგებარია, სადავო ბანერის განათებულობით რანაირად შეიძლება შეილახოს შპს-ს საკუთრების უფლება იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სადავო ბანერის სიახლოვეს მდებარეობს. ხოლო თუ ბანერის განათებულობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობას, მაშინ ბანერის არსებობა შეიძლება სადავო გახადონ ფეხით მოსიარულეებმა, ავტომანქანის მძღოლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ან სხვა კომპეტენტურმა ორგანომ და არა კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა მხოლოდ იმის გამო, რომ სადავო ბანერის სიახლოვეს ფლობს მიწის ნაკვეთს. სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებული იყო იმ გარემოებაზეც, რომ სადავო მანათობელი ბანერი გადასულია შპს ,,ო–---ს’’ კუთვნილი მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე, რაც ზიანს აყენებს მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. საქმის მასალების შესწავლის შედეგად კი უდავოდ დადგინდა, რომ ჯერ ერთი, სადავო გადაწყვეტილებებით შპს ,,ა-----------------------ს’’ ბანერის განთავსების უფლება მიეცა №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო, შპს „ო–---ს’’ აღნაგობის უფლება გააჩნია №0--------------- და არა საპროექტო №0--------------- მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, ის უფლებები, რაც აქვს მოაღნაგეს, ვრცელდება №0--------------- და არა საპროექტო №0--------------- მიწის ნაკვეთზე. უშუალოდ საპროექტო ტერიტორიასთან შპს ,,ო–---ს’’ აკავშირებს ვალდებულება და არა რაიმე სახის უფლება, რომელიც მას წარმოეშვა ხელშეკრულების (აღნაგობის პირობების) ძალით. ამდენად, უდავოდ დგინდება, რომ სადავო მანათობელ ბანერს იმ მიწის ნაკვეთთან, სადაც შპს ,,ო–---ს’’ მიენიჭა აღნაგობის უფლება, არანაირი შემხებლობა არა აქვს და იგი მდებარეობს ამ მიწის ნაკვეთისაგან მოშორებით. ამასთან, საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ შპს „ო–---სთვის’’ მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემის დროისათვის №0--------------- მიწის ნაკვეთზე უკვე განთავსებული იყო სარეკლამო ბანერი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1------ გადაწყვეტილებით კი მოხდა მხოლოდ არსებული სარეკლამო კონსტრუქციის ახალი სარეკლამო კონსტრუქციით ჩანაცვლება ზუსტად იმავე ადგილზე. ამდენად, შპს „ო–---ს’’ მიერ ვალდებულების აღების დროისათვის ცნობილი იყო №0--------------- მიწის ნაკვეთზე სარეკლამო კონსტრუქციის არსებობის შესახებ და ამის თაობაზე მას რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს, სადავო აქტებით კი მოხდა ზუსტად იმავე ადგილზე ძველი ბანერის ჩანაცვლება ახალი ბანერით, რითაც არანაირად არ გაუარესებულა მოსარჩელის უფლება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან არ ყოფილა დასახელებული კონკრეტული არგუმენტი, თუ რა სახის ზიანი ადგება მის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით და არც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება ყოფილა წარმოდგენილი საქმეში, რის გამოც გასაჩივრებული აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.~
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, შპს ,,ა-----------------------ის“ და შპს ,,ა--------------ს’’ სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს „ო–---ს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. ამასთან, მოსარჩელეს მოპასუხეების სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მათ მიერ სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 300 (150 ლარი + 150 ლარი) ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელეს მესამე პირების შპს ,,ა-----------------------ის“ და შპს ,,ა----------. ჯის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო სასამართლოში მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, შპს ,,ა-----------------------ის“ და შპს ,,ა--------------ს’’ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ო–---ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
4. მოსარჩელე შპს „ო–---ს“ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
5. მოსარჩელე შპს „ო–---ს“ მოპასუხეების სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო სასამართლოში მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 300 (150 ლარი + 150 ლარი) ლარის ოდენობით;
6. მოსარჩელე შპს „ო–---ს“ მესამე პირების შპს ,,ა-----------------------ის“ და შპს ,,ა----------. ჯის’’ სასარგებლოდ დაეკისროს მათ მიერ სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე