განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.04.2018
საქმის ნომერი
020210016001611860
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები გადახდის უუნარობის შესახებ
თარიღი
25.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020210016001611860

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-296-17 25 აპრილი 2018 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი(მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - - სს „-–------ კ-------–-“ ა-----– კ----–-–ვილი, ა-----–---- ბ---აია ე-–---- ც----აია შ----- კ----------ე

დავის საგანი - დივიდენდის გაცემა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ე-–---- ც----აიას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, ე-–---- ც----აია წარმოადგენს სს „-–------ კ-------–-ს“ 9% წილის მფლობელ პარტნიორს. 2014 წლის 17 მაისს, სს „-–------ კ-------–-ს“ მიერ მოწვეული იქნა რიგგარეშე აქციონერთა კრება, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ე-–---- ც----აიასათვის კუთვნილი დივიდენდის არ გაცემის თაობაზე. აღნიშნული კრების გადაწყვეტილება მისი მხრიდან გასაჩივრდა სასამართლოში, რაზედაც კაონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სადავო ნაწილში კრების გადაწყვეტილება და საზოგადოებას დაევალა ე-–---- ც----აიასათვის დივიდენდის დაუყოვნებლივ გადაცემა. 2015 წლის 8 აპრილს, კვლავ გაიმართა სს „-–------ კ-------–-ს“ აქციონერთა საერთო კრება, სადაც ასევე განხილული იქნა აქციონერებზე დივიდენდის განაწილების საკითხი და მიღებული იქნა გადაწყვეტილება ე-–---- ც----აიას დივიდენდი არ გადასცემოდა, ვიდრე არ დასრულდებოდა სამართალწარმოება, თითქოსდა, ე-–---- ც----აიას მიმართ მიმდინარე დავებზე. მიუხედავად იმისა, რომ ე. ც----აიას მიმართ ყველა დავა დასრულებულია მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებებით, ამასთან არაერთხელ მიმართა საზოგადოებას კუთვნილი დივიდენდის გაცემის მოთხოვნით, რაზედაც ეთქვა უარი, ამ შემთხვევაშიც, სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს სს „-–------ კ-------–-ს“ 2015 წლის 8 აპრილის აქციონერთა საერთო კრების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომელიც ეხება მოსარჩელისათვის კუთვნილი დივიდენდის გაცემაზე უარს და მოპასუხეს დაევალოს, დაუყოვნებლივ გადასცეს ე. ც----აიას, კრების მიერ განაწილებული დივიდენდი-59302,89 ლარის ოდენობით. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე სს „-–------ კ-------–-ს“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2008-2010 წლებში სს „-–------ კ-------–-“-ში ადგილი ჰქონდა კომპანიისათვის მიყენებულ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსურ ზარალს, კერძოდ, საზოგადოების თანამშრომელი ს----- ზა-----ა, წინასწარი შეთანხმებით, არასწორი მოვალეთა სახელით, ცრუ ინფორმაციის საფუძველზე აფორმებდა სესხებს და გასცემდა. საზოგადოებაში შემოწმდა ე-–---- ც----აიას ელექტრონული მიმოწერა, რა დროსაც გაირკვა, რომ მისთვის ცნობილი იყო ს----- ზა-----ას დანაშაულებრივი ქმედების თაობაზე, რაც დამალა. უფრო მეტიც, ე. ც----აია თავად აძლევდა მითითებებს და რჩევებს, თუ როგორ უნდა მოეტყუებიათ დირექტორი. ამ პერიოდში არასწორად გაცემული სესხების ჯამმა შეადგინა 136 900 ლარი. აღნიშნულის გამო, საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე, პროკურატურაში დაიწყო გამოძიება. ამდენად, ე. ც----აიაზე დივიდენდი უნდა გაიცეს, მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ, საბოლოო შედეგის გათვალისწინებით. გარდა უსაფუძვლობისა, ე-–---- ც----აიას მოთხოვნა აქციონერთა კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე იმავდროულად ხანდაზმულია, ვინაიდან გასულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილი გასაჩივრების 2 თვიანი ვადა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. ბათილად იქნეს ცნობილი, სს ,,ლ---იკა კ-------–-ს" აქციონერთა რიგგარეშე კრების 08.04.2015 წ გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს, გასცეს ე-–---- ც----აიაზე დივიდენდი 59302,89 ლარის ოდენობით. 3. სს ,,ლ---იკა კაპიტალს", ე-–---- ც----აიას სასარგებლოდ დაეკისროს, 100 ლარის გადახდა. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ე-–---- ც----აია არის სს ,,ლ---იკა კ-------–-ს" აქციონერი. ფლობს სააქციო საზოგადოების აქციების 9, 33333 %-ს. 2.2. 2015 წლის 8 აპრილს ჩატარდა სს ,,ლ---იკა კ-------–-ს" აქციონერთა რიგგარეშე კრება. დღის წესრიგით სხვა საკითხებთან ერთად, გათვალისწინებული იყო აქციონერ ე-–---- ც----აიასთვის დივიდენდის გაცემის საკითხის განხილვა. მოსარჩელე კრებაში მონაწილეობას იღებდა წარმომადგენლის მეშვეობით. მიუხედავად მის მიერ დაფიქსირებული პოზიციისა, აქციონერთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება გასანაწილებელ დივიდენდში ე-–---- ც----აიას პროცენტული წილის შესაბამისი 59302,89 ლარის გაუნაწილებელ დივიდენდად გამოყოფის შესახებ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სს ,,ლ---იკა კ-------–-ს" მხრიდან, ე-–---- ც----აიას მიმართ წარდგენილი პრეტენზიები კორპორატიული ეთიკის, პროცედურული წესების და საკრედიტო პოლიტიკის მნიშვნელოვანი დარღვევების შესახებ. მოპასუხის მტკიცებით, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა სისხლის სამართლებრივი დევნა ე-–---- ც----აიას მიმართ არ მიმდინარეობს. 2.3. სს ,,ლ---იკა კ-------–--" სხვა აქციონერებზე გაანაწილა (გასცა) დივიდენდის მათი კუთვნილი წილი. 2.4. დივიდენდის გაცემაზე უარის შესახებ სს ,,ლ---იკა კ-------–-ს" აქციონერთა 2015 წლის 8 აპრილის კრების ოქმის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი, ე-–---- ც----აიამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში აღძრა 08.06.2015 წ. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 09.07.2015 წ. განჩინებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. 2.5. ანალოგიურ საკითხზე, იმავე მხარეებს შორის არსებობს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 14.11.2014 წ გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებულია, ჯერ კიდევ სადავო გადაწყვეტილების მიღებამდე. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-3, მე-15, 53-ე, 56-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 51-ე, 54-ე, 57-ე, 992-ე მუხლებზე და განმარტა: მოცემული დავის საგანს ფაქტიურად წარმოადგენს ზიანის ანაზღაურება, რაც მოსარჩელის კუთვნილი დივიდენდის განუსაზღვრელი ვადით გაუნაწილებელ მოგებად გამოყოფამ წარმოშვა. ამ შემთხვევაში სასამართლოს აზრით გამოყენებულ უნდა იქნეს არა ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 15.2 მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობა, არამედ ამავე კანონის 15.1 მუხლით განსაზღვრული ვადა - მოთხოვნის წარმოშობის დღიდან 5 წელი, რაც განსახილველი შემთხვევისთვის არ არის დარღვეული. 2.7. სასამართლომ განმარტა, რომ აქციონერთა კრების გადაწყვეტილება არის ნების გამოვლენა (სკ-ის 50-ე მუხლი), რომელიც სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ არის მიმართული, ე.ი. ეს გადაწყვეტილება საწარმოს სახელით დადებული გარიგებაა. 2.8. ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 3.11-ე, 51.1-ე, 53.1-ე, 57.2-ე, მუხლების შესაბამისად, სააქციო საზოგადოებას პარტნიორის (აქციონერის) მიმართ გააჩნია კანონიდან გამომდინარე ვალდებულებები. მათ შორის გადასცეს აქციონერს განაწილებული მოგებიდან დივიდენდი. ამ უფლების ხელყოფა საზოგადოების წესდებითაც დაუშვებელია. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, აქციონერის ერთადერთი მოვალეობაა, შეიტანოს შესატანი კუთვნილი რაოდენობის აქციების მისაღებად. ბათილია სააქციო საზოგადოების წესდებით აქციონერისათვის კანონით გაუთვალისწინებელი მოვალეობის დაკისრება. ამდენად, საზოგადოებას არა აქვს უფლება უარი განაც----ოს აქციონერისათვის დივიდენდის გადაცემაზე, თუნდაც იმ მოტივით, რომ აქციონერს მის მიმართ წესდებიდან გამომდინარე მოვალეობები გააჩნია. 2.9. 2015 წლის 8 აპრილის აქციონერთა კრების გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ საზოგადოებამ, ე-–---- ც----აიას განაწილებული მოგებიდან დივიდენდი დაუკავა იმ მიზეზით, რომ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომლითაც სისხლის სამართლებრივი დევნა მოსარჩელის მიმართ არ ხორციელდება. სასამართლოს მიაჩნია, რომ აქციონერთა კრების ეს გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგოა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, როგორც მართლსაწინააღმდეგო გარიგება ბათილია. 2.10. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ყველა წინაპირობა სახეზეა: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი მათ შორის. ვინაიდან, 2015 წლის 8 აპრილის აქციონერთა კრებაზე კანონსაწინააღმდეგო ნების გამოვლენით (მოქმედებით) ზიანი ადგება მოსარჩელეს, მას უნდა აუნაზღაურდეს ეს ზიანი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი სამართლებრივი საფუძვლები 3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ 2015 წლის 08 აპრილის პარტნიორთა კრება იყო რიგგარეშე, მაშინ როდესაც კრება ჩატარდა კანონით და წესდებით განსაზღვრულ საანგარიშო ყოველწლიური სავალდებულო სახით. 3.2. სასამართლომ არ გამოიკვლია კრების მოწვევის ფარგლები, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რომელიც ე-–---- ც----აიას და დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეს შორის შეიძლება არსებულიყო. ასევე, სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სახით აღიარებითი ჩვენების საფუძველზე ე-–---- ცხდაიას მონაწილეობა, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრებით ქმნიდა, თუ არა კომპანიის მხრიდან ე-–---- ც----აიას მიმართ დივიდენდთან დაკავშირებით ლეგიტიმურ ჩარევას. 3.3. სასამართლომ არ მოახდინა მტკიცების ტვირთის გადანაწილება, ასევე 2010 წლის 01 დეკემბერს ე-–---- ც----აიას მიერ ხელმოწერილი თანხმობის დოკუმენტის გამოკვლევა, სადაც ე-–---- ც----აია აღნიშნავს, რომ კომპანიაში უკვე გამოვლენილ ფინანსურ დანაშაულთან რაიმე ფორმით შემხებლობაში ყოფნის შემთხვევაში, მზად იყო საკუთრებაში არსებული აქციები ნომინალურ ფასად გაესხვისებია. 3.4. სასამართლომ არ გამოიკვლია კანონიერ ძალაში შესული 2014 წლის 18 მარტის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინება, რომელიც ეხება პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილებას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, ასევე, ლ----------------–----------------------------–----------ს დასკვნა, რომელმაც ავთენტურად ცნო და ნამდვილად მიიჩნია ე-–---- ც----აიას 2008-2010 წლებში განხორციელებული ქსელური მიმოწერები ფინანსურ დანაშაულის ჩამდენ პირებთან. აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ე-–---- ც----აია ე.წ. ყალბი სესხების გაცემაში დამხმარეს, თუ უშუალო მონაწილეს წარმოადგენდა. 3.5. ის ფაქტი, რომ ე-–---- ც----აიას მიმართ არ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, არ გამორიცხავს ე-–---- ც----აიას სისხლის სამართლის დანაშაულში მონაწილეობის სავარაუდო ფაქტს. საქმის მასალები მიუთითებს, რომ ე-–---- ც----აია კანონთან კონფლიქტში მყოფი აქციონერია. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მიმდინარეობს ლევან მესხიას და სხვათა მიმართ, ეხება თაღლითობაში დახმარების ფაქტს. სასამართლოსათვის უცნობია, ვინ იგულისხმება ტერმინში ,,სხვათა მიმართ“ და იგულისხმება, თუ არა ამ მოცემულობაში ე-–---- ც----აია. ამდენად, ცალსახად იმის მტკიცება, რომ ე-–---- ც----აიას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას, გამოძიების ინტერესების შელახვად უნდა მივიჩნიოდ. 3.6. დადგენილია, რომ 2010 და 2013 წელს, სს ,,ლ---იკა კ-------–-“ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგა, როდესაც საჯაროდ გახდა ცნობილი კომპანიაში ჩადენილი ფინანსური დანაშაულის თაობაზე. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ს----- ზა-----ამ და მ----- მი----მ, შეთანხმებით, ყალბი სესხების გაცემით, 807 471,76 ლარის ოდენობით ზიანი მიაყენეს კომპანიას. დანაშაულის გამოვლენის პერიოდში, კომპანიამ მოახდინა საკადრო ცვლილებების გამხორციელება და კომპანიის ოპერაციების მენეჯერი ე-–---- ცა-----ა რომელსაც თანამდებობრივი ინსტრუქციით ეკისრებოდა ოფიცრების კონტროლი, გაცემული სესხების შემოწმება, მიზნობრიობის დადგენა, მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, გაათავისუფლა თანამდებობიდან და გადაიყვანა უფრო დაბალ პოზიციაზე-სტრატეგიული განვითარების მენეჯერად. ე-–---- ც----აიამ, სს ,,ლ---იკა კ-------–-ს“ დირექტორთან შეხვედრაზე აღიარა ს----- ზა-----ასთან შეთანხმებით, ე.წ. ყალბი სესხების გაცემაში დახმარებისა და თანამონაწილების საკითხი და ითხოვა პატიება. 3.7. განსახილველ შემთხვევაში არსებობს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისათვის ყველა სამართლებრივი წინაპირობა, მათ შორის სსკ -ის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი, რა დროსაც მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან არის სხვა ისეთი გარემოება რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. იმის გათვალისწინებით, რომ მოსამართლე ირაკლი აბშილავამ, იმავე მხარეთა შორის, იმავე დავის საგანზე ერთხელ უკვე განიხილა დავა, ობიექტური და სუბიექტური ტესტის პრინციპიდან გამომდინარე, განმეორებით არ უნდა განეხილა საქმე და უნდა მოეხდინა საქმის თავიდან აცილება. ამდენად, მისი მიკერძოებულობა მოცემული გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში უკვე ღია და ნათელია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ე-–---- ც----აიას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.5 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.6-2.9. პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები- ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-3, მე-15, 53-ე, 56-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 51-ე, 54-ე, 57-ე, მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული აქციონერისა და საწარმოს ურთიერთობიდან, ასევე სამოქალაქო კოდექსით გარიგების ნამდვილობასთან დაკავშირებით მარეგულირებელი ნორმებიდან, თუკი ისინი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისაგან განსხვავებულ სამართლებრივ წესრიგს არ ადგენენ. 4.4. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა 2015 წლის 8 აპრილის აქციონერთა კრების გადაწყვეტილება, რომლითაც საზოგადოებამ განაწილებული მოგებიდან ე-–---- ც----აიას მისი კუთვნილი დივიდენდი დაუკავა იმ მიზეზით, რომ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. გარდა ამისა, მოცემული დავის ფარგლებში, ასევე სადავოა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე ე.ც----აიას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა. 4.5. სადავო საკითხების გადაწყვეტის მიზნით, პალატა მიზანშწონილად მიიჩნევს, უპირველესად განმარტოს დივიდენდის სამართლებრივი ბუნება. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, „დივიდენდი“ ეს არის მოგების ნაწილი, რომელსაც კომერციული იურიდიული პირი სამეურნეო წლის შედეგების მიხედვით ანაწილებს პარტნიორთა შორის, აგრეთვე, იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციების გამოსყიდვისას ქონების განაწილებით მიღებული შემოსავალი, გარდა საწესდებო და საემისიო კ-------–-ს ქონებისა ან/და იმ ქონებისა, რომელიც პარტნიორმა ადრე განახორციელა საწესდებო კაპიტალში შენატანის სახით. განაწილებული დივიდენდი პარტნიორის საკუთრებაა. 4.6. მიუხედავად იმისა, რომ დივიდენდის განაწილების საკითხი საწარმოს პარტნიორთა დისკრეციას განეკუთვნება, მის ფარგლებში სასამართლო ვერ შეიჭრება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პარტნიორთა კრებამ, დივიდენდის განაწილების პროცესში, საკუთარი უფლებამოსილება არამართლზომიერად გამოიყენა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 8 აპრილის აქციონერთა კრებაზე განაწილდა დივიდენდი, განისაზღვრა ე-–---- ც----აიას კუთვნილი დივიდენდის ოდენობა, თუმცა საზოგადოებამ განაწილებული მოგებიდან ე-–---- ც----აიას დივიდენდი დაუკავა იმ მიზეზით, რომ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. ვინაიდან, ე-–---- ც----აიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის მიმდინარეობა არ დასტურდება, ამასთან უკვე განაწილებული დივიდენდი პარტნიორის საკუთრებას წარმოადგენს და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი დივიდენდის დაკავების უფლებას არ ითვალისწინებს, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თობაზე, რომ აქციონერთა კრების ეს გადაწყვეტილება ბათილია. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, როგორც მართლსაწინააღმდეგო გარიგება ბათილია და სს „-–------ კ-------–-“ ვალდებულია, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ე-–---- ც----აიას გადასცეს მისი კუთვნილი დივიდენდის თანხა -59302,89 ლარის ოდენობით. 4.7. გარდა ამისა, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაც----ონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით, კანონიერ ძალაში შესული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით (3.2. პუნქტი) დადგენილი იქნა, რომ სს „-–------ კ-------–-ს“ მიმართ ე-–---- ც----აიას მხრიდან დელიქტის ჩადენა არ არის დადასტურებული. იმის გათვალისწინებით, რომ გასანაწილებელი დივიდენდიდან ე-–---- ც----აიას კუთვნილი წილის გაუნაწილებელ დივიდენდად გამოყოფის თაობაზე 2015 წლის 8 აპრილის აქციონერთა კრების გადაწყვეტილებას იგივე ფაქტები დაედო საფუძვლად, რაზედაც ერთხელ უკვე იმსჯელა სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით და დაადგინა, რომ ე-–---- ც----აიას მხრიდან დელიქტის ჩადენა არ იყო დადასტურებული, ხოლო აპელანტს სასამართლოში ახალი სათანადო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, პალატა მიიჩნევს, რომ იმავე ფაქტების საფუძველზე მიღებული 08.04.2015წ. კრების გადაწყვეტილება არ შეიძლება ჩაითვალოს პარტნიორთა მხრიდან, როგორც უფლების მართლზომიერად გამოყენების შედეგი. 4.8. სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას, რომელიც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას და აღნიშნავს: საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე, დივიდენდის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხზე პარტნიორთა კრებასთან მიმართებით, ჩამოაყალიბა მიდგომა, რომ დივიდენდის გაცემის საკითხი სცილდება საწარმოს ჩვეულებრივ საქმიანობას (მეწარმეთა კანონის მე-91 მუხლი) და ამ ტიპის დავებზე ვრცელდება ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადა (მეწარმეთა კანონის 15.1 მუხლი) (იხ სუსგ საქმე №ას-771-732-2013, 31 იანვარი, 2014 წელი; საქმე №ას-1328-1170-2010 ). ამდენად, ამ ნაწილშიც სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. 4.9. გაზიარებული ვერ იქნება აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ არსებობს შეთანხმება კომპანიის აქციონერებთან, მათ შორის ე. ც----აიასთან კომპანიის კორპორატიული ეთიკის, პროცედურული ნორმებისა და საკრედიტო პოლიტიკის უხეში დარღვევის შემთვევაში, ნომინალურ ფასად აქციების უპირობოდ ჩამორთმევის თაობაზე და რომ ეს შეთანხმება წარმოადგენს საკმარის წინაპირობას 2015 წლის 08 აპრილის აქციონერთა კრების გადაწყვეტილების მართლზომიერად მიჩნევისათვის. პალატა განმარტავს, რომ აპელანტის მიერ მითითებული შეთანხმება საქმეზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი არ ყოფილა, ამასთან აქციებზე საკუთრების უფლების დათმობის შესახებ შეთანხმების ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტა არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს და ე. ც----აიასათვის დივიდენდის დაკავების (გაუნაწილებელ დივიდენდად მიჩნევის) თაობაზე აქციონერთა კრების სადავო გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხის გადაწყვეტისას ამ ფაქტს შეფასება ვერ მიეცემა. 4.10. პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევასთან მიმართებით, იმ მოტივით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლე არ იყო უფლებამოსილი, განეხილა აღნიშნული საქმე, ვინაიდან მან, ერთხელ უკვე განიხილა ანალოგიური საფუძვლით იმავე მხარეებს შორის დავა და განმეორებითად საქმის განხილვა მის მიკერძოებას ნათლად ადასტურებს. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განმეორებითად საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის დაუშვებლობის, მოსამართლის აცილებისა თუ თვითაცილების გადაწყვეტის წესი, ასევე აცილების საფუძვლები კონკრეტულადაა განსაზღვრული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-34-ე მუხლებით. ამავე კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობა დაუშვებელია, თუ მოსამართლე მონაწილეობდა ამ კონკრეტული საქმის განხილვაში სხვა სასამართლო ინსტანციაში. ვინაიდან, სსკ-ის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას ადგილი არ აქვს, ამ საფუძვლით შედავება არასწორია. გარდა ამისა, სსსკ-ის 31.1. მუხლი ასევე შეიცავს ამომწურავ ჩამონათვალს, რა შემთხვევაში არის შესაძლებელი მოსამართლის აცილება. დასახელებული ნორმის (31.1. მუხლი) „დ“ პუნქტის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან, თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. სააპელაციო საჩივარი ამგვარ ფაქტებს არ შეიცავს. აპელანტი, ძირითადად, საუბრობს მის მიერ წარმოებულ სხვადასხვა დავებზე და მსჯელობს “მოსამართლის საქმიდან აცილების დასაბუთების სტანდარტების” შესახებ, თუმცა საერთოდ არ უთითებს არც-ერთ ფაქტს, საიდანაც საქმის შედეგის მიმართ მოსამართლის კერძო ინტერესი ანდა ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მიკერძოება გამოჩნდებოდა. მხარე, არსებითად, მოსამართლის აცილებას უკავშირებს იმ ფაქტს, რომ ირაკლი აბშილავამ ერთხელ უკვე განიხილა მსგავსი დავა იმავე მხარეებს შორის და ე-–---- ც----აიას სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა. პალატა, პირველ ყოვლისა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოში მართლმსაჯულებას საერთო სასამართლოები ახორციელებენ. მართლმსაჯულების განხორციელება, თავისთავად, გადაწყვეტილებათა გამოტანასაც გულისხმობს. სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით, კი ერთ-ერთი მხარის ინტერესი, ხშირად, დაუკმაყოფილებელი რჩება. ეს ნიშნავს, რომ მხარეთა მოთხოვნების მართებულობასა და კანონიერებას არა თავად მხარეები, არამედ სასამართლო წყვეტს და ის, რომ ერთ-ერთი მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, არც ამ გადაწყვეტილების უსწორობას და არც მოსამართლის მიკერძოებას ამტკიცებს. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველასათვის სავალდებულოა და კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მათი შეცვლა ან გაუქმება, მხოლოდ, სასამართლოს შეუძლია. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს მოსამართლის აცილებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევას, ხოლო მხარეს დასაბუთებული პრეტენზია მოსამართლის მიკერძოებასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მხოლოდ მითითება აღნიშნულ გარემოებაზე ვერ გახდება მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის, საქმის განხილვისაგან მოსამართლის აცილებისა და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. 4.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც ე-–---- ც----აიას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ სს „-–------ კ-------–-ს“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება.

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის სს „-–------ კ-------–-ს“ მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-2372,11 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს „-–------ კ-------–-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოც----ებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოც----ების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოც----ებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოც----დეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოც----ებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე