განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210115001144317
დამატებითი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1215-17 11 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ლაურა მიქავა
მოსამართლეები: ირმა პერანიძე
ნანა კალანძაძე
I. აპელანტი წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი II. აპელანტი წარმომადგენელი II. მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - - - - - - ჯუ-–----- კვ------- ხ-------------- შპს ,--------- ვ--–--------------------ე, თ-------------ე შპს ,--------- ვ--–--------------------ე, თ-------------ე ჯუ-–----- კვ------- ხ--------------
დავის საგანი - აუდიტის მომსახურების ხარჯების დაკისრება (I აპელაცია); მიუღებელი დივიდენდის დაკისრება (II აპელაცია)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება
სააპელაციო სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი.
1. ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ-------------------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; შპს ,----------ს ჯ-------------------- სასარგებლოდ დაეკისრა აუდიტორული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები 17 700 ლარის ოდენობით; შპს ,----------ს ჯ-------------------- სასარგებლოდ დაეკისრა აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 708 ლარის გადახდა; შპს ,----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
1.2. 2018 წლის 25 აპრილს ჯუ-–----- კვ-------მ მომართა სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა დამატებით გადაწყვეტილების გამოტანა საადვოკატო მომსახურების ხარჯებთან დაკავშირებით;
1.3. პალატა წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
1.4. დადგენილია, რომ ჯ---–-------------- შუამდგომლობდა მოპასუხისათვის საადვოკატო მომსახურების ხარჯების დაკისრებას (ტ. III, ს/ფ.: 283);
1.5. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში ჯუ-–----- კვ-------ს იურიდიული მომსახურებისათვის ადვოკატ ხ--------------------- გადახდილი აქვს 1000 ლარი (იხ. ს/ფ.: 284);
1.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნო--ბათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას;
1.7. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია წინამდებარე განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვა;
1.8. პალატა ნაწილობრივ იზიარებს განმცხადებლის მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 24 იანვარს წარმოდგენილი განცხადებით იშუამდგომლა ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების შესახებ;
1.9. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე;
1.10. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირო--ბულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (სუსგ 24.10.2016წ. საქმე №ას-739-707-2016);
1.11. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა წარმოადგინა მტკიცებულება მის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის ხარჯის 1000 (ერთი ათასი) ლარის რეალურად გაწევის თაობაზე;
1.12. სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით, ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუსგ 30.10.2015წ. საქმე №ას-444-423-2015);
1.13. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჯ-------------------- სააპელაციო საჩივრის ფასია 17700 ლარი (დავის საგანი); მოცემულ საქმეზე დავის საგნის ღირებულებისა და კანონით განსაზღვრული ზღვრული პროცენტული ნიხრის გათვალისწინებით (სსსკ-ის 53-ე მუხლი) პალატას გონივრულ ოდენობად მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისროს აპელანტის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება დავის საგნის ღირებულების 4%-ის -708 ლარის ოდენობით;
1.14. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა ადვოკატის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოწინააღმდეგე მხარეს - შპს ,----------ს აპელანტის - ჯ-------------------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის 708 ლარის ანაზღაურება;
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 261-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 397-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ-------------------- შუამდგომლობა დაკლაყოფილდეს;
2. შპს ,----------ს ჯ-------------------- სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 708 ლარის ანაზრაურება;
3. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქალაქი თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩის №32). საკასაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩის №32), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლეები: ლაურა მიქავა
ნანა კალანდაძე
ირმა პერანიძე