განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001350590
საქმე №1ბ/221-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 მაისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე.
სხდომის მდივნები: ლელა ბახტაძე და ეკატერინე უკლება.
ბრალდების მხარე:
პროკურორი: თ-------------ა.
სტაჟიორ-პროკურორი: დ--------------–---–ი.
დაცვის მხარე:
გამართლებული: მ-----–----------–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, მ------------–----------------------.
ადვოკატი: მ------------–--ე.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტები.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ-------------ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამართლებული მ-----–----------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა. აპელანტი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით, მ-----–----------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის დასაბუთებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ასაბუთებდა მ-----–----------–---–ის ბრალეულობას. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდება არ ემყარებოდა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ და უტყაურ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ არ გაიზიარა დამკავებელ პირთა ჩვენებები და დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, როგორც ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები. აპელანტს მიაჩნია, რომ აღნიშნული ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო და შეესაბამება დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში ასახულ ინფორმაციას. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნივთმტკიცების სახით გამოკვლეულ მ-----–----------–---–ის ქურთუკის მთლიანობა არ არის დარღვეული, თუმცა სასამართლო სხდომაზე მ-----–----------–---–ის ქურთუკის გამოკვლევისას ცალსახად დადგინდა რომ ქურთუკის სარჩულის მთლიანობა დარღვეულია, ვინაიდან მას შიდა მხრიდან გააჩნია ჯიბე. საჩივრის ავტორი ასევე უთითებს, რომ ადგილმდებარეობის დათვალიერებისას დაზარალებულის ლეპტოპი ამოღებულ იქნა N--- კორპუსის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანის ქვევიდან. ეს სწორედ ის ადგილია, რაზეც დაზარალებულმა განმარტა, რომ პირი რომელიც მისი მითითებით დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა თავდაპირველად იდგა N--- კორპუსის მიმდებარედ სავალ გზაზე. გარდა ამისა ჩხრეკის შედეგად ამოღებული სამკაულები და ლეპტოპი ეკუთვნის შ-----------–------ს. ამასთან, ოდოროლიგიური ექსპერტიზის დასკვნით შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია მ-----–----------–---–ის სუნის კვალის ნიმუშის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა გამართლებული მ-----–----------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მ-----–----------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, გამართლებულმა მ-----–----------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------------–--ემ ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული.
ბრალდების არსი:
2016 წლის 04 მაისის პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, მ-----–----------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 01 აპრილს, დაახლოებით 21:20 საათზე, მ-----–----------–---–მა, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, უკანონოდ შეაღწია თბილისში, გ---–---–------------–--------------- ბინაში, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შ-----------–------ის კუთვნილ ძვირფასეულობასა და ერთ ცალ ლეპტოპს. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 420 ლარის მატერიალური ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით მ-----–----------–---–ი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა მ-----–----------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას თავი არ ცნო დამნაშავედ და გამოიყენა დუმილის უფლება.
დაზარალებულ შ-----------–------ის ჩვენებით დადაგენილია, რომ იგი ცხოვრობს თბილისში, გ---–---–------------------------------------ში, პირველ სართულზე. 2016 წლის 01 აპრილს სამსახურიდან სახლში დაბრუნებულმა, გააღო ბინის შესასვლელი კარი, რომელსაც დაზიანების კვალი არ ეტყობოდა და დაინახა, რომ კარადიდან გადმოყრილი იყო ნივთები, საძინებლის კარი კი, რომელიც სახლიდან გასვლისას დაკეტა, დახვდა გატეხილი. ამასთან, ,,hp“-ის ფირმის ლეპტოპი, რომელიც ედო ტუმბოზე, ადგილზე არ იყო. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ბინაში იყო ქურდი. მან დარეკა 112-ში და გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რის შემდეგაც შევიდა საძინებელ ოთახში. ხსენებული ოთახიდან აივანზე გასასვლელი კარი იყო გატეხილი და ღიად დატოვებული. მან ოთახში აანთო სინათლე და გაიხედა საძინებლის ფანჯრიდან, რა დროსაც დაინახა ყავისფერ ქურთუკიანი მამაკაცი, რომელსაც ხელში ეკავა ღია ფერის თოკი. მამაკაცმა შენიშნა იგი და სწრაფი ნაბიჯით წავიდა მარცხენა მხარეს, საიდანაც გზა ადის მხოლოდ კორპუსის წინა მხარეს არსებულ ტრასაზე. იგი მიხვდა, რომ ხსენებულ პირს კავშირი უნდა ჰქონოდა მისი ბინის ქურდობოსთან, ამიტომ გაეკიდა მას, რა დროსაც დაინახა, რომ კიბის ზედა მხარეს ხსენებულ მამაკაცს ელოდა მუქი ფერის ტანსაცმელში ჩაცმული სხვა პირი, რომელსაც ეფარა შავი ნაქსოვი ქუდი და ჰქონდა წვერი. მათ ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს და სწრაფი ნაბიჯით განაგრძეს გზა ჯერ ერთი და იმავე მიმართულებით, ხოლო პოლიციის მანქანის გამოჩენის შემდეგ გაიქცნენ სხვადასხვა მიმართულებით. შ-----------–------მა პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ პოლიცია მან გამოიძახა და მიუთითა ზემოხსენებულ ორ პირზე, რომლებიც სავარაუდოდ დაკავშირებული უნდა ყოფილიყვნენ მისი ბინის ქურდობასთან. მისთვის ცნობილია, რომ პოლიციელებმა გააჩერეს წვერიანი მამაკაცი, ხოლო მეორემ შეძლო მიმალვა. მოგვიანებით იგი გაყვა პოლიციის თანამშრომელს იმ ადგილას, სადაც შეჩერებული ჰყავდათ წვერიანი მამაკაცი და დაუდასტურა პოლიციის თანამშრომლებს, რომ დაკავებული პირი ნამდვილად იყო ის, ვისზეც მან მიუთითა. აღნიშნულის შემდეგ, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მის ბინაში ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. დაზარალებულმა განმარტა, რომ მისი ბინიდან, ლეპტოპთან ერთად, წაღებული იყო ორი ცალი უბრალო ბეჭედი და ვერცხლის ცეპი კულონით, რომელთა ნიშან-თვისებების შესახებ დეტალურად აღუწერა გამომძიებელს. მოგვიანებით მას ამოსაცნობად წარუდგინეს სამკაულები, რომელთა შორის ამოიცნო კუთვნილი ნივთები.
მოწმე გ-------------–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2016 წლის 01 აპრილს, დაახლოებით საღამოს ცხიდან ათ საათამდე პერიოდში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მან და მისმა თანამშრომელმა ი-----–----------–---–მა რაციით მიიღეს შეტყობინება გ---–---–--------ზე ბინის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ. ადგილზე მისვლისას დაინახეს, რომ გ---–---–------------------------თან მდებარე კიბეებიდან ამორბოდა ქალბატონი, რომელმაც განუცხადა, რომ გაქურდეს მისი ბინა და გამოიძახა პოლიცია. ამასთან, მიუთითა ორ მამაკაცზე, რომლებიც გარბოდნენ ვერეს ხეობისკენ და უთხრა, რომ მათ გაქურდეს მისი ბინა. მოწმემ განმარტა, რომ იგი თანამშრომელთან ერთად დაედევნა დაზარალებულის მიერ მითითებულ პირებს და შეაჩერეს მათგან ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, შავი ფერის ტანსაცმლით, რომელსაც ეფარა შავი ქუდი და ჰქონდა წვერი. მათ მიერ შეჩერებული პირი აღმოჩნდა მ-----–----------–---–ი, რომელსაც წარუდგინეს თავი და განუმარტეს უფლებები. ადგილზე ასევე მივიდა ორი ოპერატიული ჯგუფი, რომელთაგან ერთი ჯგუფი ვერეს ხეობის მიმართულებით დაედევნა მ-----–----------–---–თან ერთად მყოფ პირს. უფლებების გაცნობის შემდეგ მ-----–----------–---–მა თანხმობა განუცხადათ პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე. პირადი ჩხრეკისას, მ-----–----------–---–ს ხელში ეკავა ,,პსპ“-ს პოლიეთილენის ცელოფანი, რომელშიც მოთავსებული იყო ქვითარი და პირბადე, პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებულ იქნა ფულადი თანხა და ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, ხოლო შავი ფერის ქურთუკის სარჩულიდან, რომელიც შიგნიდან, ქვედა ნაწილში რამდენიმე სანტიმეტრით იყო გარღვეული, ამოღებულ იქნა ორი ბეჭედი და ერთი ძეწკვი კულონით. პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები დაილუქა და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები, ხოლო ოქმის ასლი გადაეცა მ-----–----------–---–ს, რომელსაც პრეტენზია არ გამოუთქვამს.
მოწმე ი-----–----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებლად. 2016 წლის 01 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა გ-------------–---სთან ერთად, რა დროსაც მათ მიიღეს შეტყობინება გ---–---–--------ზე მომხდარ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. გ---–---–------------ში მდებარე კორპუსთან მისვლისას დაინახეს, რომ კორპუსის კიბეებიდან ამორბოდა ქალბატონი, რომელმაც მათ მიუთითა ორ მამაკაცზე და უთხრა, რომ ხსენებულმა პირებმა გაქურდეს მისი ბინა. პოლიციელები დაედევნენ ქალბატონის მიერ მითითებულ მამაკაცებს, რომელთაგან ერთმა შეძლო გაქცევა, ხოლო მეორე შეჩერებულ იქნა მათ მიერ. ხსენებულ პირს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამ დროს ადგილზე მივიდნენ პოლიციის სხვა ჯგუფებიც და პოლიციის თანამშრომლების მიერ ასევე მიყვანილ იქნა ზემოხსენებული ქალბატონი, რომელმაც დაადასტურა, რომ პოლიციელების მიერ შეჩერებული მამაკაცი იყო მისი ბინის ქურდი. ამის შემდეგ, მოხდა ხსენებული მამაკაცის დაკავება. დაკავებულს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა რეზინის ხელთათმანები, პირბადე, ქუდი, ორი ბეჭედი და ცეპი. ცეპი და ბეჭდები ამოღებული იქნა ქურთუკის შიგნითა ჯიბიდან, ხოლო დანარჩენი ნივთები პოლიეთილენის პარკით ჰქონდა დაკავებულს. მოწმის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ დაკავებული პირი აღმოჩნდა მ-----–----------–---–ი, რომელსაც დაკავებისას ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი და ეფარა შავი ქუდი. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები დაილუქა შესაბამისი წესით.
მოწმე მ-----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში ინსპექტორ-გამომძიებლად. 2016 წლის 01 აპრილს, დაახლოებით საღამოს ცხრა საათზე, მორიგეობისას განყოფილებაში დაფიქსირდა შეტყობინება ბინის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ, მოქალაქე შ-----------–------ი აცხადებდა რომ მისი ბინიდან მოპარული იყო ლეპტოპი. შეტყობინების საფუძველზე მან საქმე დაარეგისტრირა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით და გავიდა შემთხვევის ადგილზე. გასვლამდე რაციით შეიტყო, რომ გ---–---–--------ზე დაკავებული ჰყავდათ პიროვნება, რომელსაც სავარაუდოდ გაქურდული ჰქონდა შ-----------–------ის ბინა. გ---–---–--------ზე მისვლისას მან დაინახა თანამშრომლები ი-----–----------–---–ი და გ-------------–---, რომლებსაც დაკავებული ჰყავდათ პიროვნება და ადგენდნენ ოქმებს. იგი არ მისულა მათთან, პირდაპირ გაემართა შ-----------–------ის საცხოვრებელი ბინისკენ და ქალბატონს თხოვა სახლიდან სადარბაზოში გამოსვლა, რათა არ განადგურებულიყო ნივთიერი მტკიცებულებები. ექსპერტ-კრიმინალისტების და ოდოროლოგიური ექსპერტების მოსვლის შემდეგ ჩატარებული იქნა ბინის დათვალიერება, რა დროსაც შ-----------–------ის საძინებელი ოთახიდან აღებული იქნა სუნის ნიმუში, ასევე ბინის სხვადასხვა ადგილიდან აიღეს თითის კვლების ნიმუშები, ამოიღეს საძინებლის კარის საკეტი და გასაღები, ვინაიდან მათზე აღინიშნებოდა დაზიანების კვალი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დასრულების შემდეგ იგი დაბუნდა განყოფილებაში, სადაც მოწმის სახით დაკითხა შ-----------–------ი. ასევე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად მოახდინა ნივთიერი მტკიცებულებების გახსნა-დათვალიერება და ჩაატარა ამოცნობა, რა დროსაც შ-----------–------მა ამოიცნო კუთვნილი სამკაულები.
მოწმე გ------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურში. 2016 წლის 13 აპრილს ვაკე-საბურთალოს პირველ განყოფილებაში ბრალდებულ მ-----–----------–---–ისგან აღებული იქნა სუნის კვალის ნიმუში რომელიც დაილუქა, გაკეთდა ხელმოწერები და გადაეცა გამომძებელს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2016 წლის 01 აპრილს 22:50-02:55 საათზე დათვალიერდა თბილისში, გ---–---–----------------------ში მდებარე შ-----------–------ის საცხოვრებელი ბინა, რომელიც მდებარეობს კორპუსის პირველ სართულზე. ბინამდე მისვლა შესაძლებელია სადარბაზოს კარისა და კიბეების გავლის მეშვეობით. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა თითის კვლები, რომლებიც დატანილ იქნა დაქტილოფირებზე. საძინებლი ოთახის შესასვლელი კარის საკეტიდან ამოღებულ იქნა საკეტის გულა და გასაღები, ხოლო კარის ჩარჩოდან ამოღებულ იქნა საკეტის მეტალის ნაწილი. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოსურათები გადატანილ იქნა 1 ცალ DVD დისკზე. ექსპერტ-კინოლოგების მიერ ასევე აღებულ იქნა სუნის ნიმუში. ამოღებული ნივთები დაილუქა პაკეტებში, დაესვა თარიღი და გაკეთდა ხელმოწერები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ-----------ემ დადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე, დაეთანხმა მის შინაარსს და დამატებით განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კინოლოგიის სამსახურში უფროს ექსპერტად. 2016 წლის 01 აპრილს ვაკე-საბურთალოს პირველი განყოფილებიდან, კინოლოგიის სამსახურში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ თბილისში, გ---–---–------------ში მოხდა ქურდობა. იგი მეწყვილესთან და სამძებრო ძაღლთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, რომელიც იყო ლენტით შემოსაზღვრული და იქვე იმყოფებოდნენ ექსერტები, გამომძიებლები და დაზარალებული. ბინაში შესვლისას შენიშნა, რომ ტანსაცმლის კარადა იყო არეული, საიდანაც გადმოყრილი იყო ტანსაცმელი, რაც იმას ნიშნავდა, რომ დამნაშავე იქ უფრო დიდხანს იდგებოდა, ამიტომ ტანსაცმლის კარადის წინ დაფენილი ნოხის ზედაპირიდან აიღეს სუნის კვალის ნიმუში, რის შემდეგაც გაუშვეს სამძებრო ძაღლი. იგი აღებულ სუნის კვალის ნიმუშთან ერთად გაყვა ძაღლს, რომელიც მივიდა ყ---–----------ზე და გაჩერდა. მოწმემ განმარტა, რომ ამის შემდეგ იგი დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დალუქეს სუნის კვალის ნიმუში, მოათავსეს სპეცპაკეტში და გადასცეს გამომძიებელს.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 01 აპრილს, 21:23 საათზე, თბილისში, გ---–---–-------- N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა მ-----–----------–---–ი, რომელსაც ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად მ-----–----------–---–ის მარჯვენა ხელიდან ამოღებული იქნა ,,PSP”-ს პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო ერთი წყვილი თეთრი ფერის ერთჯერადი ხელთათმანი, სამი ცალი ლურჯი ფერის პირბადე, ერთი ცალი ,,PSP“-ს ჩეკი N2--------. მისი ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა: ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურა, სამი ცალი 5 ლარიანი კუპიურა და შავი ფერის ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული ,,მაგთიკომის“ სიმბარათით. მ-----–----------–---–ის ტყავის ქურთუკის ე.წ. ,,სარჩული“-დან ამოღებული იქნა დიდი ზომის ბეჭედი, რომელსაც გვერდებში და ირგვლივ აქვს სხვადასხვა ფერის თვლები, ხოლო შუა ნაწილში აქვს მოწითალო ფერის დიდი ზომის წახნაგოვანი თვალი. ასევე ვერცხლისფერი ორ ზოლიანი ბეჭედი, რომელსაც გააჩნია თეთრი ფერის თვლები და ვერცხლისფერი კულონი ძეწკვით. კულონს შუა ნაწილში გააჩნია მწვანე ფერის თვალი. მ-----–----------–---–ისგან ასევე ამოღებული იქნა მუქი ფერის ტყავის ქურთუკი და შავი ფერის ნაქსოვი ქუდი. ამოღებული ნივთები დაილუქა, გაკეთდა ხელმოწერები და დაესვა თარიღი.
დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 02 აპრილს 07:15-07:35 საათზე დათვალიერდა თბილისში, გ---–---–------------ის მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ: თბილისში, ნ------–---------- N--- კორპუსის სადარბაზოს წინ გაჩერებული BMW-ს მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით ,,W------”) ქვეშ, ასფალტზე გულაღმა მდგომარეობაში ნანხი იქნა შავი ფერის ლეპტოპი, რომელსაც ზედა მხარეს დაკრული აქვს სტიკერი ლურჯი ფერის ჯვრის გამოსახულებით. ლეპტოპის ქვემოთ მხარეს დაკრულია თეთრი მელნისფერი სტიკერი, რომელზეც აწერია ,,WINDOWS 8“, ლეპტოპის გახსნისას ღილაკების ბოლოში, ქვედა მარჯვენა მხარეს წითლად წერია: ,,VISION”, აღნიშნული წარწერის ზედა და ქვედა მხარეს იკითხება ,,E2” და ,,AMD”. ეკრანის ქვედა მარჯვენა ბოლოში თეთრად წერია ,,2000“. ლეპტოპი დაილუქა ექსპერტების მიერ, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები და დაისვა თარიღი.
დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2016 წლის 02 აპრილს 21:15-21:25 საათზე დათვალიერდა შ-----------–------ის მიერ წარდგენილი კუთვნილი ლეპტოპის ინსტრუქცია. ინსტრუქცია წარდგენილია ერთ დიდ თაბახის ფურცელზე, რომლის ორივე გვერდზე მოცემულია ლეპტოპის სხვადასხვა ნაწილების გამოსახულებები და ტექსტები შესრულებული ლათინური ასოებით. ფურცლის ერთ-ერთ გვერდზე ზემოთა ნაწილში არის წარწერა: ,,hp setup instructions”, შემდეგ კი წერია ,,QUICK Setup” და მოცემულია ლეპტოპის ჩართვისა და მისი გამოყენების მაჩვენებელი გამოსახულებები. შემდეგ არის წარწერა: ,,Quick Tour” და მოცემულია ლეპტოპზე არსებული ღილაკების და სხვა ნაწილების დანიშნულების მაჩვენებელი წარწერები თავისი ნუმერაციის მიხედვით. ასევე შესრულებულია სხვადასხვა სახის ტექსტები ლათინური შრიფტით და ფურცლის ბოლოში არის შტრიხკოდი: 697143R-001. ფურცლის მეორე გვერდზე ზედა მხარეს არის არის წარწერა: ,,Navigating the Windows 8 Start Screen“ და ამ გვერდზეც მოცემულია გამოსახულებები და წარწერები შესრულებული ლათინური შრიფტით.
ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ 2016 წლის 02 აპრილს 21:47-22:00 საათზე ჩატარდა ნივთის ამოცნობა, რა დროსაც შ-----------–------მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი ნივთიდან ამოიცნო, მ-----–----------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ბეჭედი ოვალური ფორმის მოწითალო ფერის დიდი ზომის თვლით, რომელიც მას ჰქონდა განთავსებული მისი საცხოვრებელი ბინის საძინებელში არსებული კარადის თაროზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 15 აპრილის ექსპერტის N4-------- დასკვნით დგინდება, რომ 2016 წლის 01 აპრილს, თბილისში, გ---–---–----------------------ის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: ბინის საძინებელ ოთახში ტანსაცმლის კარადის წინ ნოხიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ მ-----–----------–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-----------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მის შინაარს.
ნივთის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 03 მაისს 18:30-18:55 საათზე ჩატარდა ნივთის ამოცნობა, რა დროსაც შ-----------–------მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი ნივთიდან ამოიცნო მ-----–----------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ბეჭედი. აღნიშნული ბეჭედი მას შენახული ჰქონდა საძინებელ ოთახში არსებული კარადის თაროზე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 აპრილის ექსპერტის N0-------- დასკვნით ირკვევა, რომ პაკეტში წარწერით ,,სამკაული I” მოთავსებულ მძივსა და გულსაკიდზე (ობ. N1) და პაკეტში, წარწერით: ,,სამკაული II” მოთავსებულ ბეჭედზე (ობ. N2) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N1,2-ის პროფილებში ვლინდება შ-----------–------ის (ობ. N10; პაკეტი, წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში აღებული შო------------–--------–-----–--------გან“) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო მ-----–----------–---–ის (ობ. N11; პირადი N0----------) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება; პაკეტში, წარწერით ,,...ლეპტოპი, ამოღებული ყი--–-------- კორპუსის წინ მდგარ ა/მანქანა BMW-ს (სახ NW------) ქვეშ, ასფალტის ზედაპირიდან“ მოთავსებული ლეპტოპის მაუსსა და კლავიატურაზე არსებული ბიომასალის (ობ. N9) გენეტიკური პროფილი და შ-----------–------ის (ობ. N10) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ამავე ლეპტოპის კიდეებზე არსებული ბიომასალის (ობ. N8) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ვლინდება შ-----------–------ის (ობ. N10) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო მ-----–----------–---–ის (ობ. N11) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ-----------------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მის შინაარს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 03 მაისის ექსპერტის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარდგენილი ექსპლუატაციაში ნამყოფი ,,HP”-ის ფირმის მოდელით 2000 (TPN-I108) ნოუთბუქის საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით შეადგენს 300 (სამას) ლარს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ნივთიერი მტკიცებულება - მ-----–----------–---–ის ქურთუკი, რომლის სარჩულის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.
2016 წლის 11 მაისის წინასასამართლო სხდომის საოქმო განჩინებით, მოწმე თ----------------ს გამოკითხვის ოქმი, თბილისი, ჭა------------------------ში მდებარე შპს პსპ აფთიაქის ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი და ნივთიერი მტკიცებულება ვიდეოჩანაწერი დისკზე, ასევე ნივთის (ყელსაბამის) ამოცნობის ოქმი დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მ-----–----------–---–ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევისას, მოწმის სახით დაკითხულმა გ-------------–---მ განმარტა, რომ მ-----–----------–---–ის პირადი ჩხრეკისას მისი შავი ფერის ქურთუკის სარჩულიდან, რომელიც შიგნიდან, ქვედა ნაწილში რამდენიმე სანტიმეტრით იყო გარღვეული ამოღებულ იქნა ორი ბეჭედი და ერთი ძეწკვი კულონით. ხოლო მისმა მეწყვილემ ი-----–----------–---–მა განმარტა, რომ ცეპი და ბეჭდები ამოიღეს ქურთუკის შიგნითა ჯიბიდან. ამასთან, მ-----–----------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ ნივთების ნაწილი ამოღებულ იქნა მ-----–----------–---–ის ქურთუკის ჯიბიდან, ხოლო ბეჭდები და ცეპი კულონით ამოღებულ იქნა ქურთუკის ე.წ. სარჩულიდან. პალატა ყურადრებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ქურთუკის დათვალიერებით დადგენილია, რომ ქურთუკის სარჩული არ არის გარღვეული. ამდენად, პირადი ჩხრეკის ჩამტარებელი პირების ჩვენებები წინააღმდეგობაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულ გარემოებებთან. ზემოაღნიშნულ გარემოებებში გასარკვევად, პალატამ საქმეზე თანდართული ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მ-----–----------–---–ის ტყავის ქურთუკი გამოითხოვა თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებიდან. 2018 წლის 19 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს შს სამინისტროს თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებიდან შემოსული წერილით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N1/2168-16 განაჩენის საფუძველზე მ-----–----------–---–ს ჩაბარდა კუთვნილი ნივთები, კერძოდ: ტყავის ქურთუკი, ქუდი, მობილური ტელეფონი, ფულადი თანხა და მის სახელზე გაცემული პასპორტი. ხოლო სხვა ნივთები ზემოაღნიშნულ წერილთან ერთად გადმოგზავნილი იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპისთვის საქმეზე აღარ არსებობს ნივთიერი მტკიცებულება - ტყავის ქურთუკი. ყოველივე აღნიშნულმა პალატას მოუსპო შესაძლებლობა უშუალოდ ენახა ის ნივთიერი მტკიცებულება, რომლის ნიშან-თვისებების და ინდივიდუალური მახასიათებლების თაობაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არსებობს წინააღმდეგობები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
პალატა ასევე განმარტავს, რომ მართალია დაზარალებულმა შ-----------–------მა ჩატარებული საგამოძებო მოქმედებისას ამოიცნო მისი კუთვნილი ნივთები, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადასტურდა საიდან იქნა ხსენებულლი ნივთები ამოღებული. გარდა ამისა დაზარალებულმა ასევე ამოიცნო კუთვნილი ლეპტოპი, რომელიც ამოღებული იქნა თბილისში, ნ-----–---------- N--- კორპუსის სადარბაზოს წინ გაჩერებული BMW-ს მარკის ავტომანქანის ქვემოდან, თუმცა მასზე აღმოჩენილი თითის კვლები პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია. ამასთან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 აპრილის ექსპერტის N0-------- დასკვნით ირკვევა, რომ როგროც მი----–---------–---–---ან ამოღებულ სამკაულებზე, ასევე დათვალიერებისას ამოღებულ ლეპტოპის კიდეებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ვლინდება შ-----------–------ის გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო მ-----–----------–---–ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
პალატა განმარტავს, რომ მართალია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 15 აპრილის ექსპერტის N4-------- დასკვნით დგინდება, რომ 2016 წლის 01 აპრილს, თბილისში, გ---–---–----------------------ის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: ბინის საძინებელ ოთახში ტანსაცმლის კარადის წინ ნოხიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ მ-----–----------–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. თუმცა ვერც აღნიშნული წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას, ვინაიდან მოწმე კ-----------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მის მიერ იქნა აღებული ტანსაცმლის კარადის წინ დაფენილი ნოხის ზედაპირიდან სუნის კვალის ნიმუში. რის შემდეგაც გაუშვეს ძაღლი და იგი აღებულ სუნის კვალის ნიმუშთან ერთად გავიდა ყ---–----------ზე, სადაც ძაღლი გაჩერდა. ამის შემდეგ იგი დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც დალუქეს აღებული სუნის კვალის ნიმუში, მოათავსეს სპეცპაკეტში და გადასცეს გამომძიებელს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სუნის კვალის ნიმუშის დალუქვა უშუალოდ აღებისთანავე არ მომხდარა, რაც ბადებს გონივრულ ეჭვს მისი შესაძლო გამოცვლის შესახებ. საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ“. ამდენად ზემოაღნიშნული მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მ-----–----------–---–ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებაში.
პალატა განმარტავს, რომ რაც შეეხება დაზარალებულ შ-----------–------ის ჩვენებას, აღნიშნულით დასტურდება მისი ბინიდან ქურდობის ფაქტი და მის მიერ გამომძიებლის მიერ ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან, ამოსაცნობი ნიშნით კუთვნილი სამკაულების და ლეპტოპის ამოცნობა. ასევე მოწმეების გ-------------–---ს და ი-----–----------–---–ის ჩვენებებით, დასტურდება მი----–----------–---–-ს პირადი ჩხრეკისას ცეპის და ბეჭდების ამოღების ფაქტი, თუმცა პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე განსხვავებული ვერსიები მიუთითეს ხსენებული ნივთების ადგილსამყოფელის შესახებ, რასაც პალატა ვერ მიიღებს პირის ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად. მხოლოდ ის გარემოება, რომ მი----–----------–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ცეპი და ბეჭდები, რომელთა ზუსტი ადგილსამყოფელი უშუალო ჩხრეკის ჩამტარებელ პირთა მიერ ვერ იქნა დასახელებული, ხოლო ნივთიერი მტკიცებულება - ტყავის ქურთუკი, რომლიც გაამყარებდა მოწმეთა ჩვენებებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდების მხარის მიერ დაუბრუნდა მესაკუთრეს. ამდენად, სახეზე არ გვაქვს ურთიერთშეთავსებად და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ-----–----------–---–ის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი მ-----–----------–---–ის მიერ ზემოაღნიშნული ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ-----–----------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი მ-----–----------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თ-------------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩვრებულ განაჩენში ცვლილება უნდა შევიდეს მხოლოდ ნივთიერი მტკიცებულებების ნაწილში.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში, ხელის კვლები და საკეტი, ასევე შ-----------–------ის ნერწყვის ნიმუში, მ-----–----------–---–ის ნერწყვის, ხელის კვალის და სუნის ნიმუშები, მ-----–----------–---–ის დაკავებისას ამოღებული ხელთათმანი, პირბადეები და აფთიაქის ჩეკი- უნდა განადგურდეს.
მ-----–----------–---–ის დაკავებისას ამოღებული ბეჭდები და ყელსაბამი, აგრეთვე ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ლეპტოპი - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები მოთავსებული ერთ ცალ DVD დისკზე, ადგილმდებარეობის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები მოთავსებული ერთ ცალ CD დისკზე და ვიდეოჩანაწერი მოთავსებული ერთ ცალ DVD დისკზე - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ასევე ნამსჯელი იქნა ტყავის ქურთუკის, ქუდის, მობილური ტელეფონის, ფულადი თანხის ბედის შესახებ. თუმცა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპისთვის აღნიშნული მტკიცებულებები ბრალდების მხარის მიერ დაუბრუნდა მ-----–----------–---–ს, შესაბამისად სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ხსენებული ნივთების შესახებ.
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თ-------------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
მ-----–----------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში.
მ-----–----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში, ხელის კვლები და საკეტი, ასევე შ-----------–------ის ნერწყვის ნიმუში, მ-----–----------–---–ის ნერწყვის, ხელის კვალის და სუნის ნიმუშები, მ-----–----------–---–ის დაკავებისას ამოღებული ხელთათმანი, პირბადეები და აფთიაქის ჩეკი - განადგურდეს.
მ-----–----------–---–ის დაკავებისას ამოღებული ბეჭდები და ყელსაბამი, აგრეთვე ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ლეპტოპი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები მოთავსებული ერთ ცალ DVD დისკზე, ადგილმდებარეობის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები მოთავსებული ერთ ცალ CD დისკზე და ვიდეოჩანაწერი მოთავსებული ერთ ცალ DVD დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
მ-----–----------–---–ს უფლება აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნ.სანდოძე