განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002248987
საქმე №1ბ/491-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მსჯავრდებულ ს------------------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ს------------------ის მიმართ, დაბადებულის: 1--0-.1----–- საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი: N-----------, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, ვ---------–------- მიკრორაიონი, კორპუსი N------- დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენით ს------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
ს------------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2017 წლის 22 ნოემბერს ს------------------ე მივიდა სასაზღვრო პოლიციის N2 სამმართველოს ა---––------ სექტორის ,----–--’’ დასაცავი მონაკვეთის N------------ სასაზღვრო ნიშნის რაიონში გამავალ საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვართან და ცდილობდა საქართველოდან თურქეთის მიმართულებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, რა დროსაც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ აღკვეთილ იქნა მისი ქმედება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულმა ს------------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ------------–-–---–მა, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და უნდა გაუქმდეს, რადგან სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი უნდა შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით -ჯარიმით.
პროკურორმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულ ს------------------ის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა N1, მოწმეების ი------------------------------–---- გამოკითხვის ოქმები, ს------------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელის შეცვლის შესახებ, პალატა არ იზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება ასევე მისი ნასამართლობა და განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ს------------------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ს------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
ს------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაოს უზრუნველყოფამდე პატიმრობა გაუქმებულია. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 22 ნოემბრიდან.
ნივთმტკიცება: შავი ფერის სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდი 3--------------, 3-------------- შიგნით მოთავსებული ჯეოსელის ფირმის სიმბარათი ნომრით 5------------ რომელიც ინახება ახალციხის რაიონულ სასამართლოში დაუბრუნდეს ს------------------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე