განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010141318700057415 - 1აგ/307-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 მაისი, 2018წ. ქ.თბილისი
თთბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ვეფხია ლომიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გ-----------–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის განაჩენით:
გ-----------–--ე (დაბადებული: 1----–-–--------–--ს, პ/ნ 0----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ოდენობით.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით:
გ-----------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
_ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2017 წლის 18 მაისის ეპიზოდი) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180(ასოთხმოცი) საათის ოდენობით;
_ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2017 წლის 13 ივნისის ეპიზოდი) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180(ასოთხმოცი) საათის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და გ-----------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180(ასოთხმოცი) საათის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით გ-----------–--ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180(ასოთხმოცი) საათის ოდენობით;
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით:
გ-----------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 53-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ასსამოცი) საათის ოდენობით და გ-----------–--ეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160(ასსამოცი) საათის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენით:
გ-----------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 52 (ორმოცდათორმეტი) საათის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და გ-----------–--ეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 52(ორმოცდათორმეტი) საათის ოდენობით, ასევე დამატებითი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 68(სამოცდარვა) საათის ოდენობით.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 6(ექვსი) თვის ვადით - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2018 წლის 13 აპრილს მსჯავრდებულმა გ-----------–--ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ-----------–--ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული გ-----------–--ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალებების „ბუპრენორფინის“, ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) და „მეტადონის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით - ერთი ეპიზოდისათვის მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალებების „ოპიუმის“ ჯგუფის, „ბუპრენორფინის“ და მარიხუანას, ხოლო მეორე ეპიზოდისათვის „ბუპრენორფინის“ და მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი), რისთვისაც დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები;
მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 30 ნოემბრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ გ-----------–--ე უნდა გათავისუფლდეს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან და შესაბამისად უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები, ვინაიდან როგორც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 17 მარტის განაჩენით, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით გ-----------–--ე ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლთან“ (მარიხუანა) ერთად მსჯავრდებულია „ოპიუმის“ ჯგუფის, „მეტადონის“ და „ბუპრენორფინის“ მოხმარებისათვის, რისთვისაც განესაზღვრა ერთიანი სასჯელი. მოცემულ ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებით კი დღეის მდგომარეობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია და არც საკანონმდებლო ცვლილება განხორციელებულა ამ მიმართებით.
ამავე დროს, პალატა ვერ იმსჯელებს ასევე ვერც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბრის, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების საკითხზე, ვინაიდან აღნიშნული მუხლით მსჯავრდებულ გ-----------–--ის მიერ ჩადენილი ქმედების კავლიფიკაცია გამოიწვია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის და 21 ივნისის განაჩენებით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული - სატრანპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევამ;
ამდენად, პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ გ-----------–--ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნომბრის განაჩენში და იგი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან და უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ-----------–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
გ-----------–--ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
გ-----------–--ეს მოსახდელადს დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4-3 ნაწილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე დამატებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩათვლილი აქვს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 68 (სამოცდარვა) საათის ოდენობით.
დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის, 2017 წლის 21 ივნისის, 2017 წლის 2 ოქტომბრის განაჩენები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ-----------–--ესგამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 02 ოქტომბრიდან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /გ. ჯეირანაშვილი/
მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/
/ვ. ლომიძე/