განაჩენი

სისხლის სამართლის 17.05.2018
საქმის ნომერი
330100117002200962
ინსტანცია
თარიღი
17.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100117002200962 - 1ბ/278-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

14 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: დ---------------ე, გ----------------ე

 

მსჯავრდებული: გ----------------–---–ი (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 1----–-–----------------, ქ. თბილისში, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: თბილისი, მ-----------------------------------–--------------------------; მცხოვრები: თბილისი, წ-----------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით(2017 წლის 9-10 ოქტომბრის ეპიზოდი); სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“, მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტები (2017 წლის წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი); სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.

 

ადვოკატი: მ--------–----ე

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ----------------–---–მა და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

 

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა აპელანტის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 9-10 ოქტომბრის მონაკვეთში ქ.თბილისში, მე----------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია გ----------------–---–მა და ფარულად დაეუფლა ოთხ ცალ მობილურ ტელეფონს, შვიდ ცალ ელემენტს, ხმის გამაძლიერებელ მოწყობილობას და ყურსასმენს, რომლებიც მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედების შედეგად რ------------–--–---–ს მიადგა ქონებრივი სახის ზიანი 145 ლარის ოდენობით.

 

2017 წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ.თბილისში, ნ-----–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ----------------–---–ი ფარულად დაეუფლა ა--------------–----–-–-------- კუთვნილი ავტომანქანა „ტოიოტა რავ 4“-ის გვერდითა უკანა ხედვის სარკეებს, რომლებიც მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედების შედეგად ა--------------–----–-–-------- მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი სახის ზიანი 130 ლარის ოდენობით.

 

2017 წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ.თბილისში, ნ-----–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ----------------–---–მა გაუფრთხილებლად დააზიანა მ-------------–--ს კუთვნილი „B-------ის მარცხენა უკანა ხედვის სარკე, რის შედეგად მ-------------–--ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი სახის ზიანი 250 ლარის ოდენობით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მსჯავრდებულ გ----------------–---–ის მიერ, მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია ასევე საქმეში არსებულ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: მოწმეების: რ------------–--–---–ის, ა---------------–--ის, დ------------ის, ა-----–-----–-–---–ის, დ---------–-–--–---–ის, რ---------–--–------ის, თ-------–--–--–-–---–ის, გ--------------–---–ის, მ-------------–--ს და ბრალდებულ გ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით; განაჩენებით; პირადი ჩხრეკის ოქმებით; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ----------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ----------------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 9-10 ოქტომბრის ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“, მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება გაუფრთხილებლობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ----------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია და იგი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ვადით ექვსი წლიდან ათ წლამდე და პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლის შესახებ, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია იქიდან გამომდინარე, რომ მსჯავრდებულს ახალი დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში და დანიშნული სასჯელიდან თუნდაც ნაწილის პირობით ჩათვლის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.

 

ამავე დროს პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მე-16-ე მუხლის მიხედვით „დანაშაულთა ერთობლიობა ნიშნავს ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი ქმედების ჩადენას, რომელთაგან პირი არც ერთისთვის არ ყოფილა მსჯავრდებული. დანაშაულთა ერთობლიობად ითვლება აგრეთვე ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც შეიცავს ამ კოდექსის ორი ან მეტი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნებს“.

 

პალატა განმარტავს, რომ დანაშაულის ერთობლიობა შეიძლება განხორციელდეს ორი ან მეტი ქმედებით (რეალური ერთობლიობა), ანდა ერთი ქმედებით (იდეალური ერთობლიობა).

 

მოცემულ შემთხვევაში გ----------------–---–ს ბრალი წარდგენილი აქვს სამი ქმედებისთვის. გ----------------–---–მა ერთ შემთხვევაში ერთი ქმედებით ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 9-10 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო მეორე შემთხვევაში ასევე ერთი ქმედებით - საქართველს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“, მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს დანაშაულთა იდეალური ერთობლიობა, როდესაც ერთი ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის კოდექის ერთი მუხლის რამდენიმე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელი უნდა დაენიშნა არა სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის თითოეული ნაწილით ცალ ცალკე, არამედ მხოლოდ ერთი, თითოეული ქმედებისთვის. ამდენად პალატას მიაჩნია, რომ გ----------------–---–ს ყოველი ეპიზოდისათვის უნდა დაენიშნოს ერთი სასჯელი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენი, გ----------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული საბოლოო სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - 1. ხელის და სუნის კვლები, კარის საკეტის გულა, ბრტყელტუჩა, სახრახნისი და დასაკეცი დანა - განადგურდეს; 2. დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით; 3. გ----------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი ავტომანქანის მარჯვენა და მარცხენა უკანა ხედვის სარკეები, 4 ცალი მობილური ტელეფონი, 1 ცალი ბლუთუზ დინამიკი, 1 ცალი „USB“ გადამყვანი, 2 ცალი ყურსასმენი, 7 ცალი მობილური ტელეფონის ელემენტი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

გ---------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 9-10 ოქტომბრის ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“, მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტები (2017 წლის წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი), სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 9-10 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

_ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“, მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტები (2017 წლის წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

_ საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი სასჯელები და გ----------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

გ----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 31 ოქტომბრიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: 1. ხელის და სუნის კვლები, კარის საკეტის გულა, ბრტყელტუჩა, სახრახნისი და დასაკეცი დანა - განადგურდეს; 2. დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით; 3. გ----------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი ავტომანქანის მარჯვენა და მარცხენა უკანა ხედვის სარკეები, 4 ცალი მობილური ტელეფონი, 1 ცალი ბლუთუზ დინამიკი, 1 ცალი „USB“ გადამყვანი, 2 ცალი ყურსასმენი, 7 ცალი მობილური ტელეფონის ელემენტი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი