განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2018
საქმის ნომერი
330100118002442401
ინსტანცია
თარიღი
23.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002442401

საქმე №1/ბ-543-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 მაისი, 2018წელი თბილისი

 

თ---–---- სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: შორენა ყაველაშვილი

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

კახაბერ მაჭავარიანი

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორის -ა----------–---–ის

მსჯავრდებულ - ალ---------------------–---–ის

ადვოკატ - თ--------------–---–ის

 

ქ-------------------------------- შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ალ---------------------–---–ის (დაბადებული 1----–-–-----------------------------–----------–--------------------------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლ----------------------------–----------) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

 

ალ---------------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, დანაშაული გათვალისწინებულის საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

თ---–---- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისი განჩინებით:

 

არ დაკმაყოფილდა ქ-------------------------------- შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორ ა----------–---–ის შუამდგომლობა პროკურორსა და მსჯავრდებულ ალ---------------------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

 

განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ-------------------------------- შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორმა ა----------–---–მა და მოითხოვა საოქმო განჩინების გაუქმება და მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

 

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, 2018 წლის 21 მაისს, ქ-------------------------------- შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორმა ა----------–---–მა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას - საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და ბრალდებულ ალ---------------------–---–ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა ალ---------------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თელავის რაიონული სასამართლოს 2----–-–----- ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ჯარიმა 859,81 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ბრალდებულ ალ---------------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა ბრალდებულმა ალ---------------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ--------------–---–მა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ალ---------------------–---–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, დანაშაული გათვალისწინებულის საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

რაც გამოიხატა შემდეგში:

თელავის რაიონული სასამართლოს 2----–-–----- ნოემბრის განაჩენით ალ---------------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ნასამართლობა გაქარწყლებული არ აქვს.

 

2017 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით 18:10 საათზე, ალ---------------------–---–ი ქ. თბილისში, მეტროსადგურ „დ-------ს“ ვესტიბიულში ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ დანას, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა - პროკურორსა და ბრალდებულ ალ---------------------–---–ს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება; ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის აღიარებს. ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა სასჯელზე შეთანხმების შესახებ; აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. ბრალდებული სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს. შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ალ---------------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: ნ--------------------------------–----–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, თელავის რაიონული სასამართლოს 2----–-–----- ნოემბრის განაჩენით, ცივი იარაღის ექსპერტიზის N1----ცი დასკვნით, ალ---------------------–---–ის პირადი გასინჯვის და ნივთების გასინჯვის ოქმით, ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმით, ამოღებული ცივი იარაღით-დანით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სხვა დოკუმენტებით. აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება, რომ ალ---------------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ამასთან, პალატა თვლის, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უნდა გაუქმდეს თ---–---- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის განჩინება და პროკურორის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ 209-215-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ-------------------------------- შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორ ა----------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

გაუქმდეს თ---–---- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის განჩინება;

 

დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ ალ---------------------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

ალ---------------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა თელავის რაიონული სასამართლოს 2----–-–----- ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ჯარიმა 859,81 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ალ---------------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

ნივთმტკიცება: ცივი იარაღი - დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყონებლივ აღსრულებას.

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოცხადებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან 1(ერთი) თვის ვადაში.

 

თავმჯდომარე: /შ. ყაველაშვილი/

 

მოსამართლეები: / მ.კაპანაძე /

 

/ კ.მაჭავარიანი/