განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002291325
(1/ბ-237-18წ.)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 მაისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-------------------------------ის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 11 ივნისს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ბ------ი, ა-------------ს გზატკეცილი №222,აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ-----------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 21 დეკემბერს, მ-----------------ე ქ.ბ------ში, ა-------------ს გზატკეცილი N222-ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლიდან, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაემუქრა ქ.ბ------ი, ა-------------ს გზატკეცილი N224-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მყოფ ძმას - ა---------–----------ეს, რა დროსაც ა---------–----------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენით მ-----------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2500 (ორი ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მ-----------------ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის - 2017 წლის 21 დეკემბრიდან 2017 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ მ-----------------ის მიმართ 2017 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბ------ი რაიონული პროკურატურის პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ მ-----------------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოს მიერ ჩადენილი ქმედება არასრულფასოვნად იქნა შეფასებული, სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების ხასიათი, მოტივი და მიზანი, ასევე მსჯავრდებულის პიროვნება, რამაც გამოიწვია ისეთი სასჯელის გამოყენება, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათს და პიროვნებას. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ჯარიმა ეკონომიკურ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული და რა თქმა უნდა, რაიმე სახის ზემოქმედების მატარებელი ვერ იქნება მსჯავრდებულისათვის. უფრო მეტიც მსგავსი სახის მსუბუქი სასჯელი მსჯავრდებულისათვის იქნება წამახალისებელი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მუქარის განხორციელების მიზეზი იყო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოება, რაც შესაძლოა განმეორდეს იმის იმედით, რომ მსგავსი ქმედებისთვის სასამართლო მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ-----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ----------------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ა---------–----------ის დაკითხვის ოქმით, მოწმეების - ნ----------–------------ის, გ-----------------ის, მ--------------–--ის, უ------------ის, ბ---------–--ის დაკითხვის ოქმებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ მ-----------------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ მ-----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ------ის რაიონული პროკურატურის პროკურორის ალექსანდრე ძირკვაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ-----------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მ-----------------ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის - 2017 წლის 21 დეკემბრიდან 2017 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ მ-----------------ის მიმართ 2017 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - მ-----------–--ეს (პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N4-------, დასტურის №ა 0-----).
ნივთიერი მტკიცებულება - მ-----------------ისგან ამოღებული - ქარხნული წესით დამზადებული, ორლულიანი 12 კალიბრის ,,ИЖ-27’’ მოდელის N------ გლუვლულიანი სანადირო თოფი , რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ.ბ------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩამოერთვას მ-----------------ეს და გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების განყოფილებას შემდგომი განკარგვისა და რეაგირებისათვის.
- მ-----------------ისგან ამოღებული სანადირო თოფის რეგისტრაციის მოწმობა, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ.ბ------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ნივთიერი მტკიცებულება - კომპაქტ დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული სურათები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს ამავე სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე