განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2066-17
საქმე № 330310016001631903
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი: თამარ ბლიაძე
აპელანტი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
წარმომადგენელი: ე---------–-–---–-
მოწინააღმდეგე მხარეები - ჯ----– ნ------ი, მ------ ნ------ი, თ-------- ნ------ი
წარმომადგენელი: თ--------–-–---–-
მესამე პირი - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა
წარმომადგენელი: თ--------------–---–-
მესამე პირი - ბოლის თემის ტერიტორიული ორგანო
წარმომადგენელი: თ--------------–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება
1.1 აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნები სრულად
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ჯ----– ნ------ის, მ------ ნ------ის და თ-------- ნ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 31 ოქტომბრის №3---, №3--- და №3--- ბრძანებები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ჯ----– ნ------ისათვის, მ------ ნ------ისათვის და თ-------- ნ------ისათვის - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. მოსარჩელეებმა 2013 წლის სექტემბერში გაიარეს სავალდებულო რეგისტრაცია. მოსარჩელე ჯ----– ნ------ი დევნილად რეგისტრირებული იქნა 2009 წლიდან და მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირდა ახალგორი, სოფ. ი------. ასევე, მ------ ნ------ი და თ-------- ნ------ი 2010 წლიდან რეგისტრირებულნი იყვნენ დევნილად და დევნილობამდე მათი იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებული იყო ახალგორი, სოფ. ი------.
2013 წლის 30 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ №0-------------- წერილით მიმართა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას დევნილობამდე მოსარჩელეთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დასადგენად. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 10 ოქტომბრის №2----- წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ ჯ----– ნ------ი, მ------ ნ------ი და თ-------- ნ------ი არ იყვნენ ახალგორის რაიონის სოფელ ი------ს მუდმივი მაცხოვრებლები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 11 აგვისტოს №0------------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 27.08.2014 №1--- ბრძანებით მ------ ნ------ს ჩამოერთვა დევნილის სტატუსი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 11 აგვისტოს №0------------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 27.08.2014 №1--- ბრძანებით ჯ----– ნ------ს ჩამოერთვა დევნილის სტატუსი. ხოლო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 11 აგვისტოს №0------------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 27.08.2014 №1--- ბრძანებით თ-------- ნ------ს ჩამოერთვა დევნილის სტატუსი.
2.2. მოსარჩელეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 27 აგვისტოს №1---, №1--- და №1--- ბრძანებები გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 27 აგვისტოს №1---, №1--- და №1--- ბრძანებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოსარჩელე ჯ----–, მ------ და თ-------- ნ------ების დევნილის სტატუსის საკითხთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოდ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, რომელ განჩინებაზეც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 09 ივნისის განჩინებით მიჩნეული იქნა დაუშვებლად.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიგზავნა წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის სამმართველოს 2016 წლის 28 ივლისის N1------ წერილობითი მიმართვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილების თანამშრომლების მიერ წერილში მითითებულ მისამართზე მისვლისას და მეზობლებთან გასაუბრების შედეგად გადამოწმებული იქნა მოქალაქეების ჯ----– ნ------ის, მ------ ნ------ის და თ-------- ნ------ის ქ. თბილისი, თ---------------ში ცხოვრების ფაქტი. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული მოქალაქეები, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, არ ცხოვრობდნენ მითითებულ მისამართზე. ასევე აღნიშნული მისამართი არ წარმოადგენს მათ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს დღემდე.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 06 სექტემბრის N2----- წერილობითი მიმართვით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ ჯ----– ნ------ი ახალგორის რაიონის სოფელ ი-----ში დევნილობამდე იყო სეზონური მაცხოვრებელი.
2.4. ჯ----– ნ------თან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 13 ივლისის გასაუბრებისას, შესაბამის კითხვარში ჯ----– ნ------მა აღნიშნა, რომ დაიბადა 1958 წელს ახალგორში. დაამთავრა ახალგორის რაიონის სოფელ ი------ს საშ. სკოლა 1975 წელს. 1980-1982 წლებში სწავლობდა ტექნიკუმში ქ. თბილისში, 1993 წელს დაოჯახდა ქ. თბილისში. 1995 და 1998 წლებში შვილები შეეძინა ქ. თბილისში.
1982 წლიდან 1993 წლამდე მუშაობდა თბილისის ზონალურ კვლევით ინსტიტუტში არქიტექტორად. 1993 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა სადაზღვევო კომპანიაში სადაზღვევო აგენტად. ახალგორის რაიონის სოფ. ი-----ში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. 2004 წლიდან არის უმუშევარი და მისდევდა სოფლის მეურნეობას. სოფ. ი------ დატოვა 2014 წელს. რადგან დედა ჰყავდა ავადმყოფი დარჩა მასთან ერთად სოფელ ი-----ში. დედის გარდაცვალების შემდეგაც (2008 წლის სექტემბერი) ცხოვრობდა ი-----ში, თუმცა პერიოდულად ჩადიოდა წეროვანში ოჯახთან. 2014 წელს მას შემდეგ, რაც აღარ გაუგრძელეს ფორმა N9 ვეღარ შეძლო ახალგორში შესვლა. სოფელ ი-----ში მის მშობლებს აქვს საცხოვრებელი სახლი. 2006 წელს აღებული აქვს პირადობის მოწმობა თბილისის მისამართით თ------------------ში. აღნიშნული მისამართი ეკუთვნის მის დას.
2.5. დევნილთა საკითხებისდეპარტამენტის მოხსენებითი ბარათით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა - ჯ----– ნ------ისთვის, მ------ ნ------ისთვის და თ-------- ნ------ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 31 ოქტომბრის N3---, N3--- და N3--- ბრძანებებით, ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 30 სექტემბრის N0------------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ჯ----– ნ------ს, მ------ ნ------ს და თ-------- ნ------ს უარი ეთქვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე.
აღნიშნული ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იქნა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 და მე-6 მუხლის პირველი პუნქტები.
2.6. საქმეში წარმოდგენილი ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს 2009 წლის 24 ივნისის №3-- ცნობის თანახმად, ს------ ნ------ი (ჯ----– ნ------ის მამა) მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. ი-----ში. მისი ოჯახის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ ჯ----–ი, მ------ი და თ-------- ნ------ები.
2.7. საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმებების მიხედვით, ჯ----– ნ------ი არის მ------ ნ------ის და თ-------- ნ------ის მამა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, რომელიც საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლიდან, მოსარჩელე ჯ----– ნ------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის, ხოლო 2006 წლიდან, თბილისში მოსარჩელე ჯ----– ნ------ის სახელზე უძრავ ნივთზე უფლება რეგისტრირებული არ ყოფილა.
ლენინგორის რაიონის ბოლის სოფლის ადმინისტრაციის ცნობით, მოსარჩელე ჯ----– ნ------ს ნამდვილად გააჩნია საკუთარი სახლთმფლობელობა მიწის ნაკვეთთან ერთად ლენინგორის რაიონის სოფელ ი-----ში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.8. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის უფლება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე დავებს წყვეტს სასამართლო.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები სადავოდ ხდიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 31 ოქტომბრის №3---, №3--- და №3--- ბრძანებებს იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მიერ სადავოდ ქცეული ბრძანებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, ხოლო იმავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს არსებობს, თუ არა მოსარჩელეებისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის სამართლებრივი საფუძვლები.
2.9. სასამართლომ უპირველეს ყოვლისა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეთა მფარველობა, ასევე გულისხმობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სათანადო სტატუსის მინიჭებას და შესაბამისად მათთვის სათანადო სოციალური გარანტიების შექმნას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებით გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, ხოლო მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი პირი, რომელიც ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.
,,პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა ან აღდგენის შესახებ მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი.
2.10. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებს და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონი.
სასამართლომ განმარტა, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი განსაზღვრულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით, რომლის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ” ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრი კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტის ან საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 11 აგვისტოს №0------------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 27.08.2014 №1--- ბრძანებით მ------ ნ------ს ჩამოერთვა დევნილის სტატუსი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 11 აგვისტოს №0------------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 27.08.2014 №1--- ბრძანებით ჯ----–ნ------ს ჩამოერთვა დევნილის სტატუსი. ხოლო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 11 აგვისტოს №0------------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 27.08.2014 №1--- ბრძანებით თ-------- ნ------ს ჩამოერთვა დევნილის სტატუსი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 27 აგვისტოს №1---, №1--- და №1--- ბრძანებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოსარჩელე ჯ----–, მ------ და თ-------- ნ------ების დევნილის სტატუსის საკითხთან დაკავშირებით, ხოლო „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 31 ოქტომბრის №3---, №3--- და №3--- ბრძანებებით ჯ----– ნ------ს, მ------ ნ------ს და თ-------- ნ------ს უარი ეთქვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი გახდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დასკვნაში მითითებული გარემოებები იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ჯ----– ნ------ს 2006 წელს პირადობის მოწმობა ჰქონდა აღებული ქ. თბილისის მისამართზე და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით იგი იყო სოფელ ი------ს სეზონური მაცხოვრებელი.
სასამართლომ განმარტა, რომ კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს. ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინებაზე (საქმე ბს-1227-1213(კ-11)). აღნიშნულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით უნდა ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, საკასაციო სასამართლო დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ცნებები „საცხოვრებელი ადგილი“ და რეგისტრაციის ადგილი“ საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება თვითონ გადაწყვიტოს სად იცხოვროს.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, პირის რეგისტრაცია განიხილება რეჟიმად, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში და აძლევს რეგისტრაციის მოწმობას. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის პრინციპი წინ უსწრებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მოწესრიგებას, რეგისტრაციით ეს უფლება არ იზღუდება, პირიქით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის მიზანია მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით პირის შესახებ მონაცემების, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის დადგენა.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ამასთან, აღნიშნული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, პირს მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ასეთ შემთხვევაში, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს, პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილად წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.“
ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ჯ----– ნ------ის 2006 წელს ქ. თბილისში რეგისტრაციის ფაქტი, ვერ იქნება მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის უპირობოდ განსაზღვრის საფუძველი.
სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხული პირების, სოფელ ი------ს მცხოვრებლების და იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილის სტატუსის მქონე - ი-–-----------–---–ის, რ------–---------ის და თ---------------–---–ის განმარტებით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მოსარჩელე ჯ----– ნ------ი მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის სოფ. ი-----ში და ეწეოდა სოფლის სამეურნეო საქმიანობას და ისინი მას თითქმის ყოველდღიურად ხვდებოდნენ სოფელში. აღნიშნული გარემოება, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი დასტურის სახით დაადასტურეს სოფელ ი------ს 14 მაცხოვრებელმა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის სამმართველოს 2016 წლის 28 ივლისის N1------ წერილობითი მიმართვის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილების თანამშრომლების მიერ წერილში მითითებულ მისამართზე მისვლისა და მეზობლებთან გასაუბრების შედეგად გადამოწმებული იქნა მოქალაქეების ჯ----– ნ------ის, მ------ ნ------ის და თ-------- ნ------ის ქ. თბილისი, თ---------------ში ცხოვრების ფაქტი. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული მოქალაქეები, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, არ ცხოვრობდნენ მითითებულ მისამართზე. ასევე აღნიშნული მისამართი არ წარმოადგენს მათ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს დღემდე.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, რომელიც საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლიდან, მოსარჩელე ჯ----– ნ------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის, ხოლო 2006 წლიდან, თბილისში მოსარჩელე ჯ----– ნ------ის სახელზე უძრავ ნივთზე უფლება რეგისტრირებული არ ყოფილა. ამასთან, ლენინგორის რაიონის ბოლის სოფლის ადმინისტრაციის ცნობით, მოსარჩელე ჯ----– ნ------ს ნამდვილად გააჩნია საკუთარი სახლთმფლობელობა მიწის ნაკვეთთან ერთად ლენინგორის რაიონის სოფელ ი-----ში.
ამრიგად, ისეთ პირობებში, როდესაც ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებები ერთი მხრივ, ადასტურებენ მოსარჩელე ჯ----– ნ------ის სოფელ ი-----ში 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრების ფაქტს, ხოლო მეორე მხრივ, გამორიცხავენ ქ. თბილისი, თ---------------ში ცხოვრების გარემოებას, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმაზე, რომ არ დასტურდება მოსარჩელე ჯ----– ნ------ის სოფელ ი-----ში 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 6 სექტემბრის ცნობასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე, მესამე პირის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, მითითებული ინფორმაციის საფუძველი, სოფელ ი------ს მცხოვრების მითითება გახდა, რომელიც მან ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელს მიაწოდა. შესაბამისად, ისეთ პირობებში, როდესაც სოფელ ი------ს არაერთი მცხოვრები ადასტურებს მოსარჩელე ჯ----– ნ------ის სოფელ ი-----ში 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრების ფაქტს, სასამართლო ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 6 სექტემბრის ცნობას არ მიიჩნევს ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების საპირწონე მტკიცებულებად, რომელიც გააქარწყლებდა მითითებული მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებას მოსარჩელე ჯ----– ნ------ის 2008 წლის აგვისტომდე სოფელ ი-----ში მუდმივად ცხოვრების შესახებ, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ იმავე ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს მიერ, 2009 წელს გაცემულია საწინააღმდეგო შინაარსის ცნობა, კერძოდ ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს 2009 წლის 24 ივნისის ცნობით, მოსარჩელე ჯ----– ნ------ი ოჯახთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ი-----ში.
სასამართლომ განმარტა, რომ მუდმივად ცხოვრების ფაქტს არ გამორიცხავს ის გარემოება, რომ პირი შესაძლებელია გარკვეული პერიოდით გადაადგილდებოდეს ქვეყნის ტერიტორიაზე და თუნდაც საზღვარგარეთ. მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადგენისას, განმსაზღვრელია ობიექტურად არსებული ის ყოფითი პირობები (ოჯახის საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ადგილსამყოფელი და ა.შ), რომლებიც პირს შესაბამის ადგილთან აკავშირებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ჯ----– ნ------ის ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ი-----ში, 2008 წლის ომამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული, ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე საწინააღმდეგო, მითითებული მტკიცებულების საპირწონე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ჯ----– ნ------მა დევნილის სტატუსი ყალბი დოკუმენტის ან ინფორმაციის საფუძველზე მიიღო და მას 2008 წლის აგვისტომდე სოფელ ი-----ში მუდმივად არ უცხოვრია.
2.11. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ -ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე.
საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმებების მიხედვით, ჯ----– ნ------ი არის მოსარჩელეების მ------ ნ------ის და თ-------- ნ------ის მშობელი-მამა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ ჯ----– ნ------ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის ჩამორთმევა მიიჩნია კანონთან შეუსაბამოდ, საფუძვლიანია მოსარჩელეების მ------ ნ------ის და თ-------- ნ------ის სარჩელიც, რადგან მათ დევნილის სტატუსი მიენიჭათ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
2.12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯ----– ნ------ის, მ------ ნ------ის და თ-------- ნ------ის სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 31 ოქტომბრის №3---, №3---- და №3--- ბრძანებები და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ჯ----– ნ------ისთვის, მ------ ნ------ისთვის და თ-------- ნ------ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ.
3.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა ადმინისტრაციული საქმე მოქალაქეების - ჯ----– ნ------ის, მ------ ნ------ის და თ-------- ნ------ის სარჩელისა გამო, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინიტრაციულ - სამართლბრივი აქტების (2014 წლის 27 აგვისტოს N1---, N1--- და N1--- ბრძანებები) ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 17 აგვისტოს N1---, N1--- და N1--- ბრძანებები იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე და სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლბრივი აქტების გამოცემა (საქმე N3/3902-14).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება (საქმე N3ბ/1035-15).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 09 ივნისის განჩინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი (საქმე Nბს-54-53 (კ-16).
სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. წარმოების ფარგლებში ჯ----– ნ------ს ჩაუტარდა გასაუბრება. გასაუბრების დროს ჯ----– ნ------მა აღნიშნა, რომ დაიბადა 1958 წელს ახალგორში. დაამთავრა ახალგორის რაიონის სოფ. ი------ს საშ. სკოლა 1975 წელს. 1980- 82წწ. სწავლობდა ტექნიკუმში ქ. თბილისში. 1993 წელს დაოჯახდა ქ. თბილისში. 1995 და 1998 წლებში შვილები შეეძინა ქ. თბილისში. 1982 წლიდან 1993 წლამდე მუშაობდა თბილისის ზონალურ კვლევით ინსტიტუტში არქიტექტორად. 1993 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა სადაზღვევო კომპანიაში სადაზღვევო აგენტად. მისმა შვილებმა მ------ ნ------მა (დაბ. 1995 წ. ქ. თბილისი) და თ-------- ნ------მა (დაბ. 1998 წ. ქ. თბილისი) სკოლაში სწავლა დაიწყეს ქ. თბილისში და 2008 წლამდე სწავლობდნენ ქ. თბილისის N--- საჯარო სკოლაში. მისი მეუღლე (არ აქვს დევნილის სტატუსი) მუშაობდა ქ. თბილისში პედაგოგად, თუმცა მუშაობის წლები არ ახსოვს. როგორც თავად აღნიშნავს, ახალგორის რაიონის სოფ. ი-----ში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. 2004 წლიდან არის უმუშევარი და მისდევდა სოფლის მეურნეობას. სოფ. ი------ დატოვა 2014 წელს. რადგან დედა ჰყავდა ავადმყოფი დარჩა მასთან ერთად სოფ. ი-----ში. დედის გარდაცვალების შემდეგაც (2008 წლის სექტემბერი) ცხოვრობდა ი-----ში, თუმცა პერიოდულად ჩამოდიოდა წეროვანში ოჯახთან. 2014 წელს მას შემდეგ რაც ვეღარ აიღო ფორმა N9 ვეღარ შეძლო ახალგორში შესვლა. ამჟამად ცხოვრობს მეუღლესთან და შვილებთან ერთად წეროვანში. 2006 წელს აღებული აქვს პირადობის მოწმობა თბილისის მისამართით (თ--------------). როგორც მოსარჩელემ ადმინისტრაციული წარმოებისას განმარტა, აღნიშნულ მისამართზე მდებარე სახლი ეკუთვნის მის დას.
წარმოების ფარგლებში გაიგზავნა წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 29.07.2016 წ. N 38133/01 საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ ჯ----– ნ------ს, მ------ ნ------ს და თ-------- ნ------ს 2008 წლის აგვისტომდე ქ. თბილისი, თ----------------ში არ უცხოვრიათ.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 09.09.2016წ. N 4------- წერილში კი ნათქვამია, რომ ჯ----– ნ------ი ახალგორის რაიონის სოფ. ი-----ში დევნილობამდე იყო სეზონური მაცხოვრებელი.
ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის და ინფორმაციის განხილვისა და შეფასების შედეგად, სამინისტრომ მიზანშეუწონლად მიიჩნია ჯ----– ნ------ისათვის, მ------ ნ------ისა და თ-------- ნ------ისათვის დევნილის სტატუსის აღდგენა.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი ადმინისტრაციული წარმოებისას, სამინისტროსათვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელე ჯ----– ნ------ი 15.03.2006 წელს სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემულ პირადობის მოწმობაში რეგისტრირებულია თბილისი, თ-------------, ხოლო პირადობის მოწმობა შეცვლილი აქვს 19.05.2010 წელს და მისამართად უფიქსირდება ახალგორი სოფელი ი------. მოსარჩელე მ------ ნ------ს 11.13.2009 წელს გაცემულ პირადობის მოწმობაში უფიქსირდება თბილისი, თ--------------, ხოლო უკვე შეცვლილი მისამართი (ახალგორი, ი------) გვხვდება 2013 წლის 16 იანვარს გაცემულ პირადობის მოწმობაში. მოსარჩელე თ-------- ნ------ს 11.03.2009 წელს გაცემულ პირადობის მოწმობაში უფიქსირდება თბილისი თ--------------, ხოლო უკვე შეცვლილი მისამართი გვხვდება 12.08.2013 წელს გაცემულ პირადობის მოწმობაში, სადაც საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ახალგორი, სოფელი ი------. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ მოსარჩელეებს გააჩნდათ საცხოვრებელი თბილისში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე.
სამინისტრომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით (კერძოდ დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287-ე ბრძანება).
"იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-6 მუხლის დანაწესის თანახმად: ,,იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება“, აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი პირს ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამავე კანონით განმარტებულია მუდმივი საცხოვრებლის დეფინიცია: დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო; დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივი საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
აპელანტის განმარტებით მსგავსი კატეგორიის დავებზე დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც განმარტავს (საქმე Nბს-1227-1213(კ11 01.02.2012 წლის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება)), რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. ხოლო მუდმივ საცხოვრებელ ადგილს განმარტავს იმდაგვარად, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს.
ახალგორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 09 სექტემბრის N45084/01 წერილით და თანდართული ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 05 სექტემბრის N25 ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელე ჯ----– ნ------ი დევნილობამდე იყო ახალგორის რაიონის სოფ. ი------ს სეზონური მაცხოვრებელი.
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.
ამავე კანონის თანახმად, პირის რეგისტრაცია განიხილება რეჟიმად, რომლის პირობებშიც, პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში და აძლევს რეგისტრაციის მოწმობას.
კანონის ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს მის საცხოვრებელ ადგილს და პირის კონკრეტულ საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრაცია სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ სახლმწიფო უწყებების მხრიდან მოქალაქესთან კომუნიკაცია სწორედ ამ მისამართზე განხორციელდეს.
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი მოწინააღმდეგე მხარეებს ავალდებულებდა, რომ საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლის შემტხვევაში 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით რეგისტრაციის გასავლელად მიემართათ სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიული სამსახურისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯ----– ნ------ის და მისი ოჯახის ქალაქ თბილისში რეგისტრაციის ფაქტი, მხოლოდ რეგისტრაციის მისამართის თავისუფლად არჩევის პრინციპს ემსახურებოდა და არ გაითვალისწინა მოწინააღმდეგე მხარეთა ოჯახის ქალაქ თბილისში ცხოვრების ფაქტი.
ამასთან, ჯ------– ნ------ის და მისი შვილების პირადი ნომერი იწყება კოდით "01", რაც ადასტურებს, რომ ისინი ქალაქ თბილისის მაცხოვრებლები არიან. ჯ----– ნ------ის განმარტებით, 2006 წელს პირადობის მოწმობა აიღო თბილისის მისამართით, რადგან სსრკ პასპორტი ჰქონდა თბილისის მისამართით. აღნიშნული, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჯ----– ნ------ისათვის და მისი ოჯახისათვის ქ. თბილისი, არ იყო მხოლოდ რეგისტრაციის მისამართად არჩეული საცხოვრებელი ადგილი, არამედ ეს იყო მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
ამ შემთხვევაში მოსარჩელის ფაქტიური საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილი ემთხვევა ერთმანეთს, ეს მნიშვნელოვანი გარემოება უტყუარად ადასტურებს, რომ იგი ცხოვრობდა მისი რეგისტრაციის ადგილზე ქ. თბილისში. იქმნება ეჭვის საფუძველი, რომ 2008 წელს მისი საცხოვრებლის რეგისტრაციის შეცვლის მიზანი ემსახურებოდა სახელმწიფოს მხრიდან უკანონო სარგებლის მიღებას, რადგან 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც, პირები, რომელთაც კავშირი ჰქონდათ დაკარგულ ტერიტორიებთან იცვლიდნენ რეგისტრაციის ადგილს, რათა მათ მოეპოვებინათ დევნილის სტატუსი და მისგან გამომდინარე მატერიალური თუ არამატერიალური სარგებელი. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახის უკლებლივ ყველა წევრი ცხოვრობდა თბილისში. აღნიშნული კი, ერთობლიობაში, ქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ მოწინააღმდეგე მხარის ოჯახი 2008 წლის აგვისტოს ომამდე უმთავრესად ცხოვრობდა ქალაქ თბილისში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 (პრიმა) მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას; ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების ნაწილის დანაწესებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ტექსტიდან და წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან დასტურდება, რომ მასში ამომწურავად არის დასაბუთებული, თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება. მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტების გამოცემაზე და აქტები დაფუძნებულია მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ადმინისტრაციული წარმოების დროს, შესაბამისად, მითითება, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი - არ შეესაბამება რეალობას. ამასთანავე, მოსარჩელე ვერ მიუთითებს ვერც ერთი გარემოების შესახებ, რომელიც დაადასტურებდა სამინისტროს მიერ აქტის მომზადების ან გამოცემის დროს კანონმდებლობის იმგვარ დარღვევას, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით არის გათვალისწინებული. შესაბამისად, ყველა ზემოაღნიშნული გარემოების საფუძველზე, მიგვაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილობის და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნები სრულად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ.
4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.5. მოსარჩელეებმა 2013 წლის სექტემბერში გაიარეს სავალდებულო რეგისტრაცია. მოსარჩელე ჯ----– ნ------ი დევნილად რეგისტრირებული იქნა 2009 წლიდან და მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირდა ახალგორი, სოფ. ი------. ასევე, მ------ ნ------ი და თ-------- ნ------ი 2010 წლიდან რეგისტრირებულნი იყვნენ დევნილად და დევნილობამდე მათი იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებული იყო ახალგორი, სოფ. ი------.
4.6. 2013 წლის 30 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ №0-------------- წერილით მიმართა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას დევნილობამდე მოსარჩელეთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დასადგენად. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 10 ოქტომბრის №2----- წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ ჯ----– ნ------ი, მ------ ნ------ი და თ-------- ნ------ი არ იყვნენ ახალგორის რაიონის სოფელ ი------ს მუდმივი მაცხოვრებლები.
4.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 11 აგვისტოს №0------------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 27.08.2014 №1--- ბრძანებით მ------ ნ------ს ჩამოერთვა დევნილის სტატუსი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 11 აგვისტოს №0------------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 27.08.2014 №1--- ბრძანებით ჯ----– ნ------ს ჩამოერთვა დევნილის სტატუსი. ხოლო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 11 აგვისტოს №0------------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 27.08.2014 №1--- ბრძანებით თ-------- ნ------ს ჩამოერთვა დევნილის სტატუსი.
4.8. მოსარჩელეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 27 აგვისტოს №1---, №1--- და №1--- ბრძანებები გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 27 აგვისტოს №1---, №1--- და №1--- ბრძანებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოსარჩელე ჯ----–, მ------ და თ-------- ნ------ების დევნილის სტატუსის საკითხთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოდ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, რომელ განჩინებაზეც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 09 ივნისის განჩინებით მიჩნეული იქნა დაუშვებლად.
4.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიგზავნა წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის სამმართველოს 2016 წლის 28 ივლისის N1------ წერილობითი მიმართვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილების თანამშრომლების მიერ წერილში მითითებულ მისამართზე მისვლისა და მეზობლებთან გასაუბრების შედეგად გადამოწმებული იქნა მოქალაქეების ჯ----– ნ------ის, მ------ ნ------ის და თ-------- ნ------ის ქ. თბილისი, თ---------------ში ცხოვრების ფაქტი. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული მოქალაქეები, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, არ ცხოვრობდნენ მითითებულ მისამართზე. ასევე აღნიშნული მისამართი არ წარმოადგენს მათ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს დღემდე.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 06 სექტემბრის N2----- წერილობითი მიმართვით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ ჯ----– ნ------ი ახალგორის რაიონის სოფელ ი-----ში დევნილობამდე იყო სეზონური მაცხოვრებელი.
4.10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 13 ივლისის გასაუბრებისას, შესაბამის კითხვარში ჯ----– ნ------მა აღნიშნა, რომ დაიბადა 1958 წელს ახალგორში. დაამთავრა ახალგორის რაიონის სოფელ ი------ს საშ. სკოლა 1975 წელს. 1980-1982 წლებში სწავლობდა ტექნიკუმში ქ. თბილისში, 1993 წელს დაოჯახდა ქ. თბილისში. 1995 და 1998 წლებში შვილები შეეძინა ქ. თბილისში.
1982 წლიდან 1993 წლამდე მუშაობდა თბილისის ზონალურ კვლევით ინსტიტუტში არქიტექტორად. 1993 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა სადაზღვევო კომპანიაში სადაზღვევო აგენტად. ახალგორის რაიონის სოფ. ი-----ში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. 2004 წლიდან არის უმუშევარი და მისდევდა სოფლის მეურნეობას. სოფ. ი------ დატოვა 2014 წელს. რადგან დედა ჰყავდა ავადმყოფი დარჩა მასთან ერთად სოფელ ი-----ში. დედის გარდაცვალების შემდეგაც (2008 წლის სექტემბერი) ცხოვრობდა ი-----ში, თუმცა პერიოდულად ჩადიოდა წეროვანში ოჯახთან. 2014 წელს მას შემდეგ, რაც აღარ გაუგრძელეს ფორმა N9 ვეღარ შეძლო ახალგორში შესვლა. სოფელ ი-----ში მის მშობლებს აქვს საცხოვრებელი სახლი. 2006 წელს აღებული აქვს პირადობის მოწმობა თბილისის მისამართით თ------------------ში. აღნიშნული მისამართი ეკუთვნის მის დას.
4.11. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა - ჯ----– ნ------ისთვის, მ------ ნ------ისთვის და თ-------- ნ------ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 31 ოქტომბრის N3---, N3--- და N3--- ბრძანებებით, ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 30 სექტემბრის N0------------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ჯ----– ნ------ს, მ------ ნ------ს და თ-------- ნ------ს უარი ეთქვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე.
აღნიშნული ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იქნა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 და მე-6 მუხლის პირველი პუნქტები.
4.12. საქმეში წარმოდგენილი ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს 2009 წლის 24 ივნისის №3-- ცნობის თანახმად, ს------ ნ------ი (ჯ----– ნ------ის მამა) მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. ი-----ში. მისი ოჯახის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ ჯ----–ი, მ------ი და თ-------- ნ------ები.
4.13. საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმებების მიხედვით, ჯ----– ნ------ი არის მ------ ნ------ის და თ-------- ნ------ის მამა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, რომელიც საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლიდან, მოსარჩელე ჯ----– ნ------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის, ხოლო 2006 წლიდან, თბილისში მოსარჩელე ჯ----– ნ------ის სახელზე უძრავ ნივთზე უფლება რეგისტრირებული არ ყოფილა.
ლენინგორის რაიონის ბოლის სოფლის ადმინისტრაციის ცნობით, მოსარჩელე ჯ----– ნ------ს ნამდვილად გააჩნია საკუთარი სახლთმფლობელობა მიწის ნაკვეთთან ერთად ლენინგორის რაიონის სოფელ ი-----ში.
სამართლებრივი დასაბუთება
4.14. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.15. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს გასაჩივრებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 31 ოქტომბრის №3---, №3--- და №3--- ბრძანებების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს არსებობს, თუ არა მოსარჩელეებისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის სამართლებრივი საფუძვლები.
4.16. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებით გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, ხოლო მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი პირი, რომელიც ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.
4.17. ,,პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა ან აღდგენის შესახებ მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი.
4.18. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 11 აგვისტოს №0------------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 27.08.2014 №1--- ბრძანებით მ------ ნ------ს ჩამოერთვა დევნილის სტატუსი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 11 აგვისტოს №0------------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 27.08.2014 №1--- ბრძანებით ჯ----– ნ------ს ჩამოერთვა დევნილის სტატუსი. ხოლო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 11 აგვისტოს №0------------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 27.08.2014 №1--- ბრძანებით თ-------- ნ------ს ჩამოერთვა დევნილის სტატუსი.
4.19. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 27 აგვისტოს №1---, №1--- და №1--- ბრძანებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოსარჩელე ჯ----–, მ------ და თ-------- ნ------ების დევნილის სტატუსის საკითხთან დაკავშირებით, ხოლო „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 31 ოქტომბრის №3---, №3--- და №3--- ბრძანებებით ჯ----– ნ------ს, მ------ ნ------ს და თ-------- ნ------ს უარი ეთქვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე.
4.20. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი გახდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დასკვნაში მითითებული გარემოებები იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ჯ----– ნ------ს 2006 წელს პირადობის მოწმობა ჰქონდა აღებული ქ. თბილისის მისამართზე და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით იგი იყო სოფელ ი------ს სეზონური მაცხოვრებელი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს. ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. ამრიგად, მოსარჩელე ჯ----– ნ------ის 2006 წელს ქ. თბილისში რეგისტრაციის ფაქტი, ვერ იქნება მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის უპირობოდ განსაზღვრის საფუძველი.
4.21. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხული პირების, სოფელ ი------ს მცხოვრებლების და იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილის სტატუსის მქონე - ი-–-----------–---–ის, რ------–---------ის და თ---------------–---–ის განმარტებზე, რომლითაც დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მოსარჩელე ჯ----– ნ------ი მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის სოფ. ი-----ში და ეწეოდა სოფლის სამეურნეო საქმიანობას და ისინი მას თითქმის ყოველდღიურად ხვდებოდნენ სოფელში. აღნიშნული გარემოება, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი დასტურის სახით დაადასტურეს სოფელ ი------ს 14 მაცხოვრებელმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის სამმართველოს 2016 წლის 28 ივლისის N1------ წერილობითი მიმართვის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილების თანამშრომლების მიერ წერილში მითითებულ მისამართზე მისვლისა და მეზობლებთან გასაუბრების შედეგად გადამოწმებული იქნა მოქალაქეების ჯ----– ნ------ის, მ------ ნ------ის და თ-------- ნ------ის ქ. თბილისი, თ---------------ში ცხოვრების ფაქტი. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული მოქალაქეები, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, არ ცხოვრობდნენ მითითებულ მისამართზე. ასევე აღნიშნული მისამართი არ წარმოადგენს მათ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს დღემდე.
4.22. საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, რომელიც საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლიდან, მოსარჩელე ჯ----– ნ------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის, ხოლო 2006 წლიდან, თბილისში მოსარჩელე ჯ----– ნ------ის სახელზე უძრავ ნივთზე უფლება რეგისტრირებული არ ყოფილა. ამასთან, ლენინგორის რაიონის ბოლის სოფლის ადმინისტრაციის ცნობით, მოსარჩელე ჯ----– ნ------ს ნამდვილად გააჩნია საკუთარი სახლთმფლობელობა მიწის ნაკვეთთან ერთად ლენინგორის რაიონის სოფელ ი-----ში.
ამრიგად, ისეთ პირობებში, როდესაც ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებები ერთი მხრივ, ადასტურებენ მოსარჩელე ჯ----– ნ------ის სოფელ ი-----ში 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრების ფაქტს, ხოლო მეორე მხრივ, გამორიცხავენ ქ. თბილისი, თ---------------ში ცხოვრების გარემოებას, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმაზე, რომ არ დასტურდება მოსარჩელე ჯ----– ნ------ის სოფელ ი-----ში 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
4.23. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 6 სექტემბრის ცნობასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე, მესამე პირის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, მითითებული ინფორმაციის საფუძველი, სოფელ ი------ს მცხოვრების მითითება გახდა, რომელიც მან ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელს მიაწოდა. შესაბამისად, ისეთ პირობებში, როდესაც სოფელ ი------ს არაერთი მცხოვრები ადასტურებს მოსარჩელე ჯ----– ნ------ის სოფელ ი-----ში 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრების ფაქტს, სასამართლო ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 6 სექტემბრის ცნობას არ მიიჩნევს ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების საპირწონე მტკიცებულებად, რომელიც გააქარწყლებდა მითითებული მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებას მოსარჩელე ჯ----– ნ------ის 2008 წლის აგვისტომდე სოფელ ი-----ში მუდმივად ცხოვრების შესახებ, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ იმავე ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს მიერ, 2009 წელს გაცემულია საწინააღმდეგო შინაარსის ცნობა, კერძოდ ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს 2009 წლის 24 ივნისის ცნობით, მოსარჩელე ჯ----– ნ------ი ოჯახთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ი-----ში.
მუდმივად ცხოვრების ფაქტს არ გამორიცხავს ის გარემოება, რომ პირი შესაძლებელია გარკვეული პერიოდით გადაადგილდებოდეს ქვეყნის ტერიტორიაზე და თუნდაც საზღვარგარეთ. მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადგენისას, განმსაზღვრელია ობიექტურად არსებული ის ყოფითი პირობები (ოჯახის საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ადგილსამყოფელი და ა.შ), რომლებიც პირს შესაბამის ადგილთან აკავშირებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლო მართებულად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ჯ----– ნ------ის ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ი-----ში, 2008 წლის ომამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული, ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე საწინააღმდეგო, მითითებული მტკიცებულების საპირწონე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ჯ----– ნ------მა დევნილის სტატუსი ყალბი დოკუმენტის ან ინფორმაციის საფუძველზე მიიღო და მას 2008 წლის აგვისტომდე სოფელ ი-----ში მუდმივად არ უცხოვრია.
4.24. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ -ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმებების მიხედვით, ჯ----– ნ------ი არის მოსარჩელეების მ------ ნ------ის და თ-------- ნ------ის მშობელი-მამა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ ჯ----– ნ------ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის ჩამორთმევა მიიჩნია კანონთან შეუსაბამოდ, საფუძვლიანია მოსარჩელეების მ------ ნ------ის და თ-------- ნ------ის სარჩელიც, რადგან მათ დევნილის სტატუსი მიენიჭათ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII 3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან, რომლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაწესებულებები ( ორგანიზაციები ), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.
აპელანტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე