განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002333446
საქმე №1/ბ-253-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მზია ლომთათიძე
ზაზა ჭანტურიძის, ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორ - მ------------------
ადვოკატ - ნ----------------
ბრალდებულ - თ-------------–---–--
მონაწილეობით,ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ მ------------------ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
თ-------------–---–-- მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი N2----------, რეგისტრირებულის: ლ--------ი, გ------------------------, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 მარტის განჩინებით თბილისის პროკურატურის პროკურორ მ------------------ შუამდგომლობა ბრალდებულ თ-------------–---–-- მიმართ, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის საქმის არსებით განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 მარტის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორმა მ-----------------მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 მარტის განჩინების გაუქმება და ბრალდებულ თ-------------–---–სა და პროკურატურას შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად თ-------------–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 მაისის განაჩენით თ-------------–---–ი გასამართლებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რა დროსაც „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 (სამი) წლის ვადით.
2018 წლის 30 იანვარს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოვლენილ იქნა თ-------------–---–ი რომელიც, თბილისში, მ------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მართავდა ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით - V------.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა დაზუსტებული პირობებით ითხოვა საპროცესო შეთანხმების გამფორმებია, კერძოდ იშუამდგომლა:
თ-------------–---–-- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, აღნიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 700 ლარის ოდენობით და საბოლოოდ თ-------------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა პროკურორმა მ-----------------მ, ბრალდებულმა თ-------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ---- ტ-------ემ.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, შემდეგი:
2017 წლის 02 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და თ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1100 ლარის ოდენობით, რაც პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 ივლისის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 700 ლარის ოდენობით და საბოლოოდ განესაზღვრა ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 700 ლარის ოდენობით. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლის ვადით ჩამოერთვა უფლებები.
2017 წლის 28 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და თ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 საათის ოდენობით.
სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი დამატებითი სასჯელის ნაწილი - ჯარიმა 700 ლარის ოდენობით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 საათის ოდენობით და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 700 ლარის ოდენობით. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლის ვადით ჩამოერთვა უფლებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განაჩენით, მსჯავრდებული თ-------------–---–ი განთავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დადგენილი - საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან.
მასვე, აღუდგა აღნიშნული განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებები.
ამასთან, სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა პროკურორსა და ბრალდებულს შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, სსსკ-ის 212-ე მუხლის თანახმად დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის აღიარებს. ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. ბრალდებული აცნობიერებს, რომ აქვს დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. ბრალდებულ თ-------------–---–ს ასევე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თ-------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ამასთან, პალატა თვლის, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 მარტის განჩინება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 209-217-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ მ------------------ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 მარტის განჩინება გაუქმდეს.
დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ თ-------------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
თ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი დამატებითი სასჯელის ნაწილი ჯარიმა 700 ლარის ოდენობით და საბოლოოდ თ-------------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლით დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების თანახმად, პირობითი მსჯავრის პერიოდში, თ-------------–---–-- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თ-------------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში;
განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს, საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
მოსამართლე: / მ. ლომთათიძე /