განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2018
საქმის ნომერი
010141318700059333
ინსტანცია
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700059333

საქმე №1აგ/355-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 მაისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნათია ბარბაქაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ და------------------ის (პ/ნ 0----------) ინტერესების დამცველი ადვოკატის თო----------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის განაჩენით, და------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი. საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე და------------------ეს დამატებით სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქების დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით, და------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანხმად, გაუქმდა და------------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 9 (ცხრა) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით და------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 9 (ცხრა) დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით ამავე გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 120 (ას ოცი) საათის ვადით.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქების დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება: და------------------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველ ნაწილზე. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს ოფიცრის 20---–-–----- დეკემბრის მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ და------------------ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა (120 საათის ვადით) დაასრულა 2018 წლის 08 დეკემბერს.

 

2018 წლის 08 მაისს მსჯავრდებულ და------------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თო----------------ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა და------------------ის მიმართ არსებული განაჩენების გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე – საქართველოს მოქალაქე ბე---–------–---–ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საფუძველზე.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ და------------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თო----------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე – საქართველოს მოქალაქე ბე---–------–---–ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის გამოყენება პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას შეძენა/შენახვისათვის.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, და------------------ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულია 0,1806 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმას უკანონო შეძენა-შენახვისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი, დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.

 

პაალატა თვლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ უნდა გავრცელდეს და------------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობასა და სასჯელზე, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა პირადი მოხმარების მიზნით, 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა. ხსენებული განაჩენით, კი და------------------ე მსჯავრდებული იქნა 0,1806 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმას უკანონო შეძენა-შენახვისათვის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით და------------------ე მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“–ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფრდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანხმად, გაუქმდა და------------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 9 (ცხრა) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით და------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 9 (ცხრა) დღის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით ამავე გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 120 (ას ოცი) საათის ვადით (რაც უკვე მოხდილი აქვს) და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.

 

ამდენად, 2017 წლის 30 ნოემბრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ და------------------ე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და მასვე უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ განაჩენით ჩამორთმეული უფლებები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ და------------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თო----------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ და------------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თო----------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

და------------------ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

და------------------ეს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით ჩამორთმეული უფლებები.

 

დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნ. სანდოძე

 

მოსამართლეები: ვ.ლომიძე

 

ნ.ბარბაქაძე