განაჩენი

სისხლის სამართლის 31.05.2018
საქმის ნომერი
330100116001357591
ინსტანცია
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001357591

საქმე ?1b/530-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მურმან ისაევი

 

მსჯავრდებულების კ------------- შ-----–--ისა და თ---------------–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ------- ღ----–----ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), კ------------- შ-----–--ის (პ.ნ №0----------) მიმართ, დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის, ნასამართობის არმქონის, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლების მქონის, რეგისტრირებულის ქ.თბილისი, ჩ--------–---–---–------------ და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, ე---–---–---–---------------------, დანაშაულისათვის რომელიც გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და თ---------------–---–-- (პ.ნ №0----------) მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------ს, ნასამართობის არმქონის, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლების მქონის, რეგისტრირებულის ქ.თბილისი, ი---------–---–------------ და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–-------------------–----–----------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ------------- შ-----–--ეს და თ--------- გ----–---–- ბრალი ედებათ მასში, რომ ჩაიდინეს ფალსიფიკაცია, ე.ი. მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით.

 

ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2011 წლის 16 ნოემბერს, სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, დარეგისტრირებული იქნა შპს ,,--------–-----------------“ (ს/ნ 2--------). საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა რძის პროდუქტების წარმოება-რეალიზაცია (დისტრიბუცია). საწარმოში პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიური პროცესს წარმართავდა შპს ,,--------–-----------------ს“ დამფუძნებელი კ------------- შ-----–--ე და დირექტორი თ--------- გ----–---–-. საზოგადოება საქმიანობას ახორციელებდა ქ. თბილისში, გ---------------ში.

 

საქმიანობის წარმოების პროცესში, თ--------- გ----–---–-- კ------------- შ-----–--ესთან ერთად, განიზრახა საზოგადოების მიერ კარაქის წარმოებისას, სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, შეემცირებინა პროდუქციის წარმოების ხარჯები, გაეზარდა დამზადებული კარაქის რაოდენობა და შემდგომ მოეხდინა მისი რეალიზაცია, რითაც მიიღებდა შესაბამის მატერიალურ სარგებელს.

 

კ------------- შ-----–--ე და თ--------- გ----–---–-, პროდუქციის წარმოებისას ახდენდნენ წარმოებისათვის აუცილებელი ინგრედიენტების ჩანაცვლებას იაფფასიანი დანამატებით. შედეგად, წარმოებულ პროდუქციაში ფიქსირდებოდა რძის ცხიმთან ერთად, რძის ცხიმის მაგვარი სხვა სახის ცხიმი, რითაც საბოლოოდ იცვლებოდა წარმოებული პროდუქციის თვისობრიობა. აღნიშნულის შემდგომ, ხდებოდა ფალსიფიცირებული კარაქის რეალიზაცია.

 

2016 წლს 15 იანვარს საკონტროლო შესყიდვისას თ----- ა--------ს მიერ შპს ,,--------–-----------------დან“ შესყიდულ იქნა 4 ცალი 200 გრამიანი 82%-იანი შემცველობის მქონე შეფუთული პროდუქტი, ეტიკეტზე წარწერით კარაქი. ასევე ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 2016 წლის თებერვალში თ---------------–---–-- და კ------------- შ-----–--ის მიერ დამზადებული 346 ცალი 72,5% შემცველობის მქონე შეფუთული პროდუქტი, ეტიკეტზე წარწერით კარაქი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ზემოხსენებულ პროდუქტებს შეცვლილი ჰქონდათ თვისობრიობა და იყო ფალსიფიცირებული.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 აპრილის განაჩენით:

 

თ--------- გ----–---–- (პ№0----------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5.000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების საფუძველზე, 01(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების უფლება.

 

თ---------------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდა.

 

კ------------- შ-----–--ე (პ№ 0----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7.000 (შვიდიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების საფუძველზე, 01(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების უფლება.

 

კ------------- შ-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების კ------------- შ-----–--ისა და თ---------------–---–-- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------- ღ----–----მ აპელანტის მოთხოვნაა მსჯავრდებულების კ------------- შ-----–--ისა და თ---------------–---–-- მიმართ განაჩენით განსაზღვრული სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ ჯარიმის -2000 ლარის ოდენობით განსაზღვრა.

 

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ მსჯავრდებულების კ------------- შ-----–--ისა და თ---------------–---–-- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულების პიროვნული მახასიათებლები, მათი წარსულში ნასამართლეობის არ ქონა, ასევე აპელანტი უთითებს იმ გარემოებას, რომ არ დგინდება პირთა წრე, რომელთაც ფალსიფიცირებული პროდუქტით მიადგა ზიანი

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი კ------------- შ-----–--ისა და თ---------------–---–-- მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების კ------------- შ-----–--ისა და თ---------------–---–-- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების, აგრეთვე, იმ მტკიცებულებების, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და პრეიუდიციად იქნა მიჩნეული, შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ------------- შ-----–--ემ და თ--------- გ----–---–-- ჩაიდინეს დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში იქნა გამოკვლეული ირკვევა შემდეგი;

 

კერძოდ: სასამართლო სხდომაზე მოწმემ ბ-----------------მ განმარტა, რომ 2016 წელს მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ინსპექტორ-გამომძიებლად. მის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შპს ,,--------–-----------------“ აწარმოებდა ფალსიფიცირებულ პროდუქციას, კონკრეტულად კი კარაქს, რომელსაც თვისობრიობა ჰქონდა შეცვლილი. მან დაწერა პატაკი და დაიწყო გამოძიება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმემ ნ-------------–-მ განმარტა, რომ არის კვების ტექნოლოგი და ქიმიკოსი და ბრალდებულებს იცნობს შპს ,,ნ-------–---------------იდან“, სადაც აკეთებს ხაჭოს, არაჟანს, მაწონს, რძეს და ყველს. მოწმემ განმარტა, რომ შპს ,,--------–-----------------“ კარაქს არ აწარმოებდა, კომპანიაში მიქონდათ 20-25 კილოგრამიანი კარაქის ყუთები, რომელსაც მექანიკურად, დანადგარით ამუშავებდნენ და აფასოებდნენ 200 გრამიან შეფუთვაში. კარაქი გამოდიოდა შპს ,,--------–-----------------ს“ წითელი ეტიკეტით და ლოგოთი და იყო 82%-იანი. მას არასდროს უნახავს კომპანიაში კარაქისათვის რაიმე სხვა პროდუქტის შერევის ფაქტი, თუმცა ზოგადად შეიძლება სპრედის დამატება მოცულობის გაზრდის მიზნით, რა დროსაც პროცენტულობამ შეიძლება დაიკლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კარაქი ისედაც დაბალ პროცენტიანია. მოწმემ განმარტა, რომ ის ხარისხის შემოწმებას არ ახორციელებდა, პროცენტულობას კი ამოწმებდა მოლოდ მაშინ თუ კარაქი სხვა პროდუქტისთვის სჭირდებოდათ. კომპანია იღებდა კარაქის მზა შეფუთვებს, შესაბამისად აღარ იყო საჭირო მისი შემოწმება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმემ თ---------------–---მ განმარტა, რომ 2015 წლის ოქტომბერში მუშაობა დაიწყო შ-------------–---------------–-“ დამფასოებლის პოზიციაზე და საწარმოს საქმიანობაში და პროდუქციის წარმოებაში არ იღებდა მონაწილეობას. შპს ,,--------–-----------------“ აწარმებს: ხაჭოს, მაწონს, აირანს, რძეს, არაჟანს და ყველს, კარაქის წარმოებას არ ახორციელებენ, მხოლოდ მომსახურებას უწევენ დამკვეთებს და დიდი შეფუთვიდან მცირე შეფუთვაში აფასოებდნენ. კერძოდ 20-25 კილოგრამიან კარაქს ამუშავებდნენ და ფუთავდნენ 200 გრამიან შეფუთვაში. შპს ,,--------–-----------------ს“ ლოგოთი გამოსული კარაქი 82.5 %-ია. შ-------------–---------------–-“ პროდუქტების შერევა არ ხდება, ლაბორატორიულად არ ამოწმებენ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმემ ნ-----–---------–---–-- განმარტა, რომ 2014 წლიდან მუშაობა დაიწყო შ-------------–---------------–-“ დამფასოებლის პოზიციაზე. კერძოდ მის მოვალეობაში შედის დააფასოვოს კარაქი იმ მოცულობით, რასაც ეტყვიან. ფუთავდა ორი სახეობის კარაქს - წითელს, რომელსაც კომპანიის ლოგო აქვს და ვერცხლისფერს, რომელსაც არაფერი ეწერა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმემ მ-------------–---–-- განმარტა, რომ დაახლოებით 4 თვე მუშაობდა შპს ,,ნ-------–---------------ის“ წარმოებაში დამფასოებლად და იცნობს ბრალდებულებს. კომპანიაში შედიოდა დიდი წონის კარაქი და აპარატით იჭრება 200 გრამიან ნაჭრებად. ბრალდებულები დღეში ერთხელ მიდიოდნენ საწარმოში და აკვირდებოდნენ წარმოების პროცესს, თუმცა უშუალოდ დამზადების პროცესში ბრალდებულები არ ერეოდნენ. კარაქში რაიმეს შერევის და ფალსიფიცირებასთან დაკავშირებით მას არაფერი გაუგია, თუმცა კარაქსა და სპრედს ვიზუალურად ვერ არჩევს ერთმანეთისგან.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმემ ს--------------–---–-- განმარტა, რომ მას ჰქონდა კომპანია შპს ,,ჯ--------“, რომლის სახელითც შპს ,,--------–-----------------დან“ გაქონდა რძის პროდუქცია და ბაგა-ბაღებს ამარაგებდა. ასევე, თავის მხრივ, შპს ,,ნ-------–--------------ებში“ მიჰქონდა კარაქის 20 კილოგრამიანი შეფუთვა და სპრედი, რომლებსაც ურევდნენ ერთმანეთში და აფასოებდნენ 200 გრამიან შეფუთვაში. შედეგად, შეფუთვას კარაქისა და სპრედის ნარევს ეტიკეტზე აწერდნენ - კარაქს. ამ გზით პროდუქტის - ,,კარაქის“ თვითღირებულება ნაკლები გამოდიოდა. მოწმემ განმარტა, რომ ეტიკეტებს თავად ამზადებდა და შპს ,,ნ-------–---------------ის“ დირექტორმა და დამფუძნებელმა არ იცოდა, რომ ის ამზადებდა შეფუთვებს შპს ,,--------–-----------------ს“ ლოგოთი და პროცენტულობით ეტიკეტს აკრავდა გადამუშავებულ პროდუქტს. მას საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა თ--------- გ----–---–---ნ, კ------------- შ-----–--ესთან შეხება არ ქონია. თ---------სთან ქონდა საუბარი, რომ სპრედი არ ვარგოდა, ვერ ერეოდა კარაქს, რის გამოც კარაქი უნდა დაემატებინათ. თ---------ს მან უთხრა კარაქისა და სპრედის შერევის შესახებ და შპს ,,--------–-----------------“ მის მითითებებს ასრულებდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმემ ა---------–-------- განმარტა, რომ მუშაობს შპს ,,ჯ-------–-“ 2015 წლის სექტემბრიდან. მის მოვალეობაში შედის პროდუქტების გადაზიდვა და მიწოდება კონკრეტული ორგანიზაციებისათვის, რომელთანაც ს------ ჩ------–---–ს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, მათ შორისაა საბავშვო ბაღები, სადაც შეაქვთ რძის ნაწარმი: ყველი, არაჟანი, ხაჭო, შესქელებული რძე, კარაქი, რომელებიც მზადდება სხვადასხვა ორგანიზაციებში, მათ შორის შ-------------–---------------–-“. მოწმემ განმარტა, რომ ის ყიდულობდა 20 კილოგრამიან კარაქს და 5 კილოგრამიან სპრედს, რომელთა დაფასოებასაც ახდენდა შპს ,,ნ-------–---------------ი“. კარაქს, რომელსაც იღებდა შპს ,,--------–-----------------სგან“ შეფუთული იყო სპეციალურ ქაღალდში, თუმცა თებერვალში ა---------–-------- და ს------ ჩ------–---–მა თავად დააკრეს ეტიკეტი ამ უკანასკნელის სახლში. ეტიკეტებს ს------ ჩ------–---–ი თავად ამზადებდა. ეს იყო არაბრენდირებული ეტიკეტი, ფურცელზე იყო უბრალოდ ბეჭვდითი წარწერა, რომ იყო 82%-იანი კარაქი, თუმცა რეალურად იყო კარაქის და სპრედის ნარევი. კ------------- შ-----–--ეს და თ--------- გ----–---–- იცნობს აღნიშნული საქმიანობიდან გამომდინარე. შპს ,,ჯ--------“ სპრედის და კარაქის ნარევის დაფასოებას და მასზე კარაქის ეტიკეტის დაკვრას ახდენდა იმიტომ, რომ ფასებში ვერ ეტეოდა და ამ გზით თვითღირებულება მცირდებოდა. კარაქი და სპრედი სხვადასხვა დროს მიჰქონდა თ--------- გ----–---–---ნ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმემ მ--------------–---–-- დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნიმუში შეფუთვაზე წარწერით: ,,კარაქი 82%“ არ წარმოადგენს კარაქს. ნიმუში არ შეესაბამება ამ დასახელების პროდუქტისათვის სტანდარტით და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნას. ნიმუში არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ დასახელება - ,,კარაქს“ და შეცვლილი აქვს თვისობრიობა. პასუხი კითხვაზე ,,რა ტექნოლოგიითაა დამზადებული “ ნიმუში არ შედის ექსპერტ-ქიმიკოსის კომპეტენციაში.

 

მოწმემ დაადასტურა, რომ პროდუქტი გარკვეული პარამეტრებით, კერძოდ კი რძის ცხიმის შემცველობით არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის ტექნიკურ რეგლამენტს - რძისა და რძის პროდუქტების შესახებ, რომლის თანახმადაც, კარაქში რძის ცხიმის შემცველობა უნდა იყოს 100%, პროდუქტი უნდა იყოს დამზადებული რძისგან მიღებული ნაღებისგან და მასში სხვა ცხიმების არსებობა არის დაუშვებელი.

 

მოწმემ ასევე დაადასტურა მის მიერ 2016 წლის 12 თებერვალს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც - ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნიმუში ეტიკეტზე წარწერით ,,მცენარეულ-ნაღებიანი კასტა ,,მ---–------------- 72,5%“ წარმოადგენს მცენარეულ-ნაღებიან მასას. გამოკვლეული პარამეტრებიდან ცხიმის მასური წილის შემცველობით (64%) არ შეესაბამება პროდუქციის ეტიკეტზე მითითებულს აღნიშვნას (72,5%). დადგენილი დარღვევის გამო პროდუქტს შეცვლილი აქვს თვისობრიობა. დადგენა საკითხისა, თუ რა ტექნოლოგიით არის დამზადებული აღნიშნული პროდუქტი არ შედის ექსპერტ-ქიმიკოსის კომპეტენციაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე თ---------–-------- დაადასტურა 2016 წლის 12 თებერვალს გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნიმუში გამოკვლეული მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით არ არის საშიში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

 

მოწმემ ასევე დაადასტურა მის მიერ 2016 წლის 3 თებერვალს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნიმუში შეფუთვაზე წარწერით: ,,კარაქი 82%“ გამოკვლეული მიკრობილოგიური მაჩვენებლებით არ არის საშიში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

 

დასკვნით და საბოლოო სიტყვაში ბრალდებულებმა თ--------- გ----–---–-- და კ------------- შ-----–--ემ თავი სრულად სცნეს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ.

 

2016 წლის 01 თებერვლის სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის თანახმად - ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნიმუში შეფუთვაზე წარწერით: ,,კარაქი 82%“ არ წარმოადგენს კარაქს. ნიმუში არ შეესაბამება ამ დასახელების პროდუქტისათვის სტანდარტით და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნას. ნიმუში არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ დასახელება - ,,კარაქს“ და შეცვლილი აქვს თვისობრიობა.

 

2016 წლის 3 თებერვლის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნიმუში შეფუთვაზე წარწერით: ,,კარაქი 82%“ გამოკვლეული მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით შეესაბამება სანწდან 2.3.2.1078-01-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აღნიშნული ნიმუში გამოკვლეული მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით არ არის საშიში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

 

2016 წლის 12 თებერვლის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნიმუში ეტიკეტზე წარწერით ,--–---------–-------------------------–-------------- 72,5%“ წარმოადგენს მცენარეულ-ნაღებიან მასას. გამოკვლეული პარამეტრებიდან ცხიმის მასური წილის შემცველობით (64%) არ შეესაბამება პროდუქციის ეტიკეტზე მითითებულს აღნიშვნას (72,5%). დადგენილი დარღვევის გამო პროდუქტს შეცვლილი აქვს თვისობრიობა.

 

2016 წლის 29 იანვრის ,,საკონტროლო შესყიდვის“ შედეგების შესახებ ოქმით დადგენილია, რომ ღონისძიების მსვლელობისას 2016 წლის 29 იანვარს ,,მყიდველმა“ - თ----------------- თბილისში, გუ----------------–- შპს ,,--------–-----------------ს“ საწარმოში შეიძინა 5 კილოგრამიანი შეფუთვაში მოთავსებული ე.წ. სპრედი, ეტიკეტზე წარწერით მცენარეული-ნაღები კ-----------–-------------- 72,5 %, ერთეულის ფასი 30 ლარი, სულ 30 ლარად.

 

სასაქონლო ზედნადებებით დასტურდება, რომ სხვადასხვა დროს გამყიდველია შპს ,,--------–-----------------“, ხოლო მყიდველი შპს ,,ჯ--------“, საქონელი კი რძე, არაჟანი, ხაჭო, მაწონი, კარაქი და სხვა რძის ნაწარმი, რიგ შემთხვევაში გამყიდველია შპს ,,ჯ--------“, ხოლო მყიდველი შპს ,,--------–-----------------“, შესყიდული საქონელი - კარაქი.

 

წარდგენილი ბრალდება ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებზეც მხარეები პრეიუდიციულად შეთანხმდნენ, როგორც უდავო მტკიცებულებებზე, რაც სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული.

 

მსჯავრდებულების კ------------- შ-----–--ის და თ---------------–---–-- მიერ საქართველოს სსკ–ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

ფალსიფიკაცია, ე.ი. მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით, სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას გულისხმობს, რომლის მახასიათებელია რაიმეს გაყალბება, ხარისხის გაუარესება. ფალსიფიკაციისას ირღვევა პროდუქციის წარმოების სტანდარტიზაციის წესები და მომხმარებელი დაცული უნდა იქნეს არაკეთილსინდისიერი დამამზადებლი-მეწარმისაგან (ან გამყიდველისაგან). ობიექტი დანაშაული- არის სამეწარმეო ურთიერთობა, მომხმარებლის ინტერესი და ამასთანავე საფინანსო ინტერესი.

 

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების კ------------- შ-----–--ის და თ---------------–---–-- მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალელული ქმედების ჩადენა, ობიექტური მხრივ გამოიხატა მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლით მწარმოებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით. სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვას გულისხმობს „პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისიწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას“.

 

რაც შეეხება, სააპელაციო საჩივრის მოტივაციას მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელში ცვლილებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.

 

პალატა ვერ გაზიარებს აპელანტის მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ მსავრდებულების მიერ განხორციელებული ქმედება არსობრივად იყო მსგავსი და სასჯელის ზომას შორის სხვაობაც არ უნდა არსებობდეს. საქმის მასალების მიხედვით, შპს „ნ-------–--------------ების“ დამფუძნებელია კ------------- შ-----–--ე, ხოლო დირექტორია თ--------- გ----–---–-, მათი განსხვავებული სამართლებრივი სტატუსის/თანამდებობის გათვალისწინებით პასუხისმგებლობის საკითხიც ინდივიდუალურია.

 

ასევე, დაცვის მხარის მიერ გამოთქმულ მოსაზრება მსჯავრდებულების ნასამართლობის არ ქონის თაობაზე, პალატა აცხადებს, რომ წარსულში ნასამართლობის არქონა არ უნდა ჩაითვალოს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების მოტივად, ვინაიდან დანაშაულის არჩადენა ამა თუ იმ ასპექტში ადამიანს რაიმე უპირატესობას კი არ ანიჭებს, არამედ ყოველი მოქალაქე მოვალეა დაიცვას მართლწესრიგი, საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს (საქართველოს კონსტიტუციის 44–ე მუხლი).

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, დანაშაულის ხასიათის და მსჯავრდებულების პიროვნების, მათი განსხვავებული სამართლებრივი მდგომარეობის გამო, პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულია ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და მისი შემსუბუქების ფაქტობრივი/სამართლებრივი საფუძველი არ არის სახეზე.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ცნობილი სასჯელის განსაზღვრისას. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულების კ------------- შ-----–--ის და თ---------------–---–-- მიმართ, არის დასაბუთებული და კანონიერი კვალიფიკაციის ნაწილში და სამართლიანი მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილში, რასაც პალატა ეთანხმება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 აპრილის განაჩენი კ------------- შ-----–--ისა და თ---------------–---–-- მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულების კ------------- შ-----–--ისა და თ---------------–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ------- ღ----–----ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 აპრილის განაჩენი კ------------- შ-----–--ისა და თ---------------–---–-- მიმართ, დარჩეს უცვლელი.

 

თ--------- გ----–---–- (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5.000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების საფუძველზე, 01(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების უფლება.

 

თ---------------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.

 

კ------------- შ-----–--ე (პ№ 0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7.000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების საფუძველზე, 01(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების უფლება.

 

კ------------- შ-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას სს ,,--------------“ (დირექტორი თ---------- შ-----–--ის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გ------------–---–--, თავმჯდომარე/წევრი კ------------- შ-----–--ე) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე გ-------------------–-, საკადასტრო კოდით 0----------------------, 10000 ლარის ფარგლებში კ------------- შ-----–--ისა და თ--------- გ----–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აპრილის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის 5000-5000 ლარის სანაცვლოდ.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - 02 ცალი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი დისკი დალუქული 01 პაკეტად, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

 

შპს ,,ნ-------–--------------ებში“ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული კარაქი, ასევე 5 ერთეული 200 გრ. კარაქი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.#32ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა), განჩენის გამოტანიდან ერთ თვის ვადაში.

 

მოსამართლე: მურმან ისაევი