განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2018
საქმის ნომერი
330210017001816251
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001816251

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 მაისი 2018 წელი თბილისი

საქმე №2ბ/1772-18

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე _ დიანა ბერეკაშვილი

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ა“

 

მოწინააღმდეგე მხარე _ ს--- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-----ო

 

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2015 წლის 10 თებერვალს ს--- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-----ოს და შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ას“ შორის გაფორმდა ე.წ „ჩარჩო“ ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურების შესახებ, რომლითაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ე.წ „მეორადი“ სასაქონლო-მატერიალური ქონების შეფასება.

 

2. ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მიმწოდებელი საექსპერტო კვლევას/გამოკვლევას იწყებს შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის საჭირო მასალის/ობიექტის წარმოდგენის დღიდან. დასკვნა/აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ გაიცემა 30 სამუშაო დღის ვადაში. ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ღირებულება საორიენტაციოდ განისაზღვრება 10 000 ლარით, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად. ქირავნობის ხელშეკრულებით არ განისაზღვრა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ვადა.

 

3. უდავოა, რომ შემკვეთმა დაარღვია მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ვადა და ექსპერტიზის დასკვნა ნაცვლად 2015 წლის 15 მაისისა მომზადდა 2 თვის დაგვიანებით 2015 წლის 17 ივლისს, რომელიც მოპასუხეს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე არ გადასცემია.

 

4. თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ს--- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-----ოს წარმომადგენელმა და შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ას“ მიმართ მოითხოვა 7090 ლარის დაკისრება.

 

5. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის არსებული ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2015 წლის 10 თებერვლის ე.წ „ჩარჩო“ ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურების შესახებ და 2015 წლის 20 თებერვლის მოპასუხის წერილობითი დაკვეთა. მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება გაეწია საექსპერტო მომსახურება შემსყიდველი მხარისთვის, ხოლო შემსყიდველი კისრულობდა ვალდებულებას მიეღო შესრულებული სამუშაო და გადაეხადა შესაბამისი საფასური. 2015 წლის 14 აპრილის წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულებდა საექსპერტო მომსახურებას და საჭირო იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება ოცი სამუშაო დღით. დასკვნა ობიექტური მიზეზების გამო მომზადდა 2015 წლის 17 ივლისს. აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს ამ პერიოდის განმავლობაში ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოსარჩელისთვის არ მიუმართავს. მოპასუხე მხარის დაკვეთის საფუძველზე 2015 წლის 17 ივლისს მომზადდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ღირებულება განისაზღვრა 7090 ლარით. დამკვეთი უარს აცხადეს თანხის გადახდაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა მოპასუხისთვის თანხის დაკისრება.

 

6. მოპასუხე შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ა“ სასარჩელო მოთხოვნას არ ცნობს და მიუთითა, რომ მიმწოდებელმა დაარღვია მომსახურების შესრულების ვადა, რის შესახებაც არ განუხორციელებია სათანადო შეტყობინება. მომსახურება ნაცვლად 2015 წლის 15 მაისის მომზადდა 2 თვის დაგვიანებით 2015 წლის 17 ივლისს. ამასთან არ დგინდება გაწეულ მომსახურებაზე ანგარიშფაქტურის გამოწერის ფაქტი, რაც სავალდებულოა ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით.

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ს--- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-----ოს სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „თ---–---- ს--------------ო კ-------ა“-ს ს--- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-----ოს სასარგებლოდ დაეკისრა 7090 ლარის გადახდა. შპს „თ---–---- ს--------------ო კ-------ა“-ს ს--- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-----ოს სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 212.70 ლარის გადახდა.

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:

 

8.1. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

მოცემულ შემთხვევაში განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.

 

საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ მიმწოდებელმა დაარღვია საექსპერტო მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ვადა და ექსპერტიზის დასკვნა მომზადდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით.

 

რაზეც არსებობს მიღება-ჩაბარების აქტი, რომელი ცალმხრივადაა ხელმოწერილი მხოლოდ შემსრულებლის მიერ და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ის“ მიერ არ იქნა დადასტურებული.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის არგუმენტს მასზედ, რომ მიმწოდებლის მიერ ვადის დარღვევის გამო ვალდებულება არ ეკისრება. სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს შემკვეთის ინტერესის არ არსებობას ხელშეკრულების საგნის მიმართ.

 

მაშასადამე, მენარდის – ს--- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-----ოს მიერ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია სრულყოფილად და მომზადებულია საექსპერტო დასკვნა. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხის მიერ ნარდობის საზღაური გადახდილი არ არის.

 

8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

როგორც სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი ექსპერტიზის დასკვნა მომზადდა ხელშეკრულებით დადგენილი ვადის დარღვევით. ამასთან მოპასუხეს სამოქალაქო კოდექსის 352-ე 405-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების დაცვით მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ არ მიუთითებია და მოპასუხის პოზიცია ანაზღაურებისგან გათავისუფლების შესახებ უსაფუძვლოა.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის დეფინიციით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას როგორც აღინიშნა მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულება ნარდობის საზღაურის გადახდის შესახებ შესრულებული არ არის, რაც მოპასუხისთვის თანხის დაკისრების და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.

 

9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი იქნა მოპასუხე შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ა“-ს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

აპელანტის განმარტებით, შპს „თ---–---- ს--------------ო კ-------ა“-სა და ს--- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-----ოს შორის არსებობდა მრავალწლიანი ურთიერთობა, მხარეთა შორის ურთიერთობები რეგულირდებოდა ზეპირი ფორმით. კონკრეტულ შემთხვევაშიც, ზეპირი ფორმით მოხდა შეტყობინება, რომ მოსარჩელის მიერ ვადის დარღვევით მომზადებულმა დასკვნამ ინტერესი დაკარგა კ-------ისთვის, გარდა ამისა მომსახურების ღირებულება განსაზღვრული იყო 10 000 ლარის ოდენობით, რომლის ზღვრული ლიმიტი მოსარჩელის მიერ დასკვნის მომზადების პერიოდისთვის ამოწურული იყო და რომელიც მხარისათვის ცნობილი იყო ან უნდა ყოფილიყო. სწორედ აღნიშნული გახდა საფუძველი, რომ კ-------ის მიერ არ მოხდა თანხის ანაზღაურება და ე-----------ის ე---------–ი ბ-----ოს მიერ პროგრამულად გამოგზავნილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა თანხის ანაზღაურების შესახებ, კ-------ის მიერ უარყოფილ იქნა პროგრამაში შესაბამისი ღილაკის მონიშვნით და დაუბრუნდა გამომგზავნს, თუმცა სულ სხვა სტატუსით (არა უარყოფილი, არამედ წაშლილი).

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე როგორც ზეპირად ასევე წერილობით განმარტეს, რომ კ-------ას ჰქონდა მხოლოდ თანხმობის ან უარყოფის ფუნქცია, ხოლო წაშლა შეეძლო გამომგზავნს. სასამართლოს მიერ არ იქნა შესწავლილი თუ რატომ წაშალა მოსარჩელემ ანგარიშფაქტურა პროგრამიდან, რომლითაც დასტურდებოდა ის გარემოება, რომ კ-------ამ როგორც პროგრამულად ისე ზეპირად უთხრა უარი აღნიშნული დასკვნის მიღებაზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.

 

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

11. მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლზე და განმარტავს, რომ გაწეული მომსახურებისათვის მოპასუხე მხარეს არ გადაუხდია შესაბამისი ტარიფით დადგენილი გადასახადი. მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე და 629-ე მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 10 თებერვალს ს--- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-----ოს და შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ას“ შორის გაფორმდა ე.წ „ჩარჩო“ ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურების შესახებ, რომლითაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ე.წ „მეორადი“ სასაქონლო-მატერიალური ქონების შეფასება. ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მიმწოდებელი საექსპერტო კვლევას/გამოკვლევას იწყებს შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის საჭირო მასალის/ობიექტის წარმოდგენის დღიდან. დასკვნა/აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ გაიცემა 30 სამუშაო დღის ვადაში. ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ღირებულება საორიენტაციოდ განისაზღვრება 10 000 ლარით, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად. 2015 წლის 14 აპრილს შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ას“ ს--- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-----ომ აცნობა, რომ საქმის მოცულობისა და სპეციფიურობის გამო აღნიშნულ საქმეზე ხელშეკრულების ვადა გადაიწევს 20 სამუშაო დღით. ს--- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-----ომ დაარღვია მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ვადა და ექსპერტიზის დასკვნა ნაცვლად 2015 წლის 15 მაისისა მომზადდა 2 თვის დაგვიანებით 2015 წლის 17 ივლისს, რომელიც მოპასუხეს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე არ გადასცემია. ზემოაღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოწერილი იქნა 2015 წლის 30 ივლისს.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მხარეთა შორის ურთიერთობები რეგულირდებოდა ზეპირი ფორმით, კონკრეტულ შემთხვევაშიც, ზეპირი ფორმით მოხდა შეტყობინება, რომ მოსარჩელის მიერ ვადის დარღვევით მომზადებულმა დასკვნამ ინტერესი დაკარგა კ-------ისთვის.

 

აღნიშნულზე პალატა განმარტავს რომ, სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელსა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ,,affirmanti, non negate, incumbit probatio’’- ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა იმას, ვინც უარყოფს’’. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს ვინ რა უნდა ამტკიცოს. ამასთან, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას, გასათვალისიწნებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს მოპასუხეზე, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა სათანადო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით ს--- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-----ოს მომზადებულმა დასკვნამ დაკარგა ინტერესი, მით უმეტეს ისეთ ვითარებაში როდესაც ბ-----ომ შეატყობინა შემკვეთს ვადაში დაკსვნის მომზადების შეუძლებლობის შესახებ.

 

12. რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მომსახურების ღირებულება განსაზღვრული იყო 10 000 ლარის ოდენობით, რომლის ზღვრული ლიმიტი მოსარჩელის მიერ დასკვნის მომზადების პერიოდისთვის ამოწურული იყო და რომელიც მხარისათვის ცნობილი იყო ან უნდა ყოფილიყო, რაც გახდა საფუძველი, რომ კ-------ის მიერ არ მოხდა თანხის ანაზღაურება და ე-----------ის ე---------–ი ბ-----ოს მიერ პროგრამულად გამოგზავნილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა თანხის ანაზღაურების შესახებ, კ-------ის მიერ უარყოფილ იქნა პროგრამაში შესაბამისი ღილაკის მონიშვნით და დაუბრუნდა გამომგზავნს, თუმცა სულ სხვა სტატუსით (არა უარყოფილი, არამედ წაშლილი). აღნიშნულზე პალატა განმარტავს, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა ანგარიშფაქტურა გამოწერილი იქნა მას შემდეგ, როდესაც მომზადებული იყო ექსპერტის დასკვნა. მართალია ე-----------ის ე---------–ი ბ-----ოს მიერ პროგრამულად გაგზავნილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა თანხის ანაზღაურების შესახებ, კ-------ის მიერ უარყოფილ იქნა პროგრამულად, თუმცა ეს მოხდა ექსპერტის დასკვნის მომზადების შემდეგ, 2015 წლის 30 ივლისს.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას იმის შესახებ, რომ 2015 წლის 10 თებერვლის #2--------- საექსპერტო მომსახურების შესახებ „ჩარჩო“ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა იყო ამოწურული, რის გამოც მათ მიერ არ მოხდა თანხის გადახდა, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს გაწეული საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასურის გადახდაზე უარის თქმის საფუძველს. მითითებული ხელშეკრულების და შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ა“-ს 2015 წლის 20 თებერვლის #0------ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, კ-------ის საკუთრებაში არსებული ე.წ „მეორადი“ სასაქონლო-მატერიალური ქონების შეფასებასთან და მათი საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით მოთხოვნა, წარმოადგენს მხარეთა შორის სანარდო ურთიერთობების წარმოშობის საფუძველს, რაც ორივე მხარეს აკისრებს შესაბამის უფლებებსა და მოვალეობებს. უდავოა, რომ ს--- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-----ოს მიერ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია სრულყოფილად, მომზადებულია საექსპერტო დასკვნა, ხოლო მოპასუხის მიერ ნარდობის საზღაური გადახდილი არ არის.

 

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მოდავე მხარეთა შორის, ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 2015 წლის 10 თებერვლის #2--------- საექსპერტო მომსახურების შესახებ „ჩარჩო“ ხელშეკრულება და შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ა“-ს 2015 წლის 20 თებერვლის #0------ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, კ-------ის საკუთრებაში არსებული ე.წ „მეორადი“ სასაქონლო-მატერიალური ქონების შეფასებასთან და მათი საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით მოთხოვნა, სადაც მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადა.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება განსაზღვრული მომენტის დადგომა, როცა ვალდებულება შესრულებულ უნდა იქნეს. ნების ავტონომიის და ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების დროს განსაზღვრავენ მხარეები. თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ერთერთი მხარის მიერ, მაშინ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. ერთი მხარის მიერ დაწესებული ვადა, მეორე მხარის ინტერესებსაც უნდა ეხმიანებოდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. (სუსგ ას-1039-959-2017)

 

13. 2015 წლის 10 თებერვლის ს--- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-----ოს და შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ას“ შორის ე.წ „ჩარჩო“ საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ე.წ „მეორადი“ სასაქონლო-მატერიალური ქონების შეფასება. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა, შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ა“-მ ვერ მიუთითა მის საკუთრებაში არსებულმა ე.წ „მეორადი“ სასაქონლო-მატერიალური ქონების შეფასებამ, ექსპერტიზის დასკვნის მომზადების ვადის გადაცილებით, რატომ დაკარგა მისთვის იურიდიული ინტერესი, რაც შესაძლოა გახდეს ხელშკრულებიდან გასვლის საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ხელშეკრულებაზე უარის თქმას, სამართლებრივ შედეგებს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, ხოლო წინაპირობებს 405-ე მუხლები. თუ ვერ ხერხდება კრედიტორის პირველადი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოვალის მიერ (ვალდებულების შესრულება), მის ადგილს მეორადი მოთხოვნა იკავებს.

 

ხელშეკრულებიდან გასვლა აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს – დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი. ხელშეკრულებიდან გასვლის დამახასიათებელი ნიშანი მხარეთა შორის ორმხრივი რესტიტუციის განხორციელებაა, რესტიტუცია კი, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას გულისხმობს, რა დროსაც მხარეთა მიერ ერთმანეთისათვის გადაცემული ქონების უკუქცევა ხდება. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა და პირვანდელი მდგომარეობის აღგენა ერთობლივი, განუყოფელი და მყისიერი ქმედებაა. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენამდე მსჯელობისას, უნდა დადგინდეს სახეზეა თუ არა ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: ნამდვილი ორმხრივი ხელშეკრულების არსებობა; ხელშეკრულების დარღვევა (მნიშვნელოვანი დარღვევა); დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება); ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვა.

 

ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეთანხმებული სამუშაოს დროულად შესრულება. ზოგადად, ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება იმ განსაზღვრული მომენტის დადგომა, როდესაც ვალდებულებები შესრულებული უნდა იყოს. ის ჩვეულებრივ განისაზღვრება ხელშეკრულებით (თუმცა შესაძლებელია შესრულების დრო განსაზღვრული იყოს სასამართლო გადაწყვეტილებით, კანონით ან ცალმხრივი გარიგებითაც). ყველაზე მეტად გავრცელებულია ვალდებულების შესრულების გარიგებით (ხელშეკრულებით) განსაზღვრული ვადები. ამ შემთხვევაში შესრულების დროის შეთანხმება შეიძლება აშკარად გამოხატული ან დუმილით ნაგულისხმევი იყოს. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების დრო შეიძლება იყოს როგორც აბსოლუტური, ისე რელატიური ბუნების. აბსოლუტურია ვადა, როდესაც ვადის გადაცილების შემდეგ შესრულება კარგავს ყოველგვარ ინტერესს. რელატიური ვადის შემთხვევაში ვადის გადაცილება აზრს არ უკარგავს ვალდებულების შესრულებას, მხოლოდ ართულებს მას ანუ შესრულება გამოსწორებადია. ნარდობის ხელშეკრულებით მხარეებმა შეიძლება განსაზღვრონ არა მხოლოდ სამუშაოთა დასრულების ვადები, არამედ სამუშაოთა დაწყებისა და შუალედური ვადებიც. იმ შემთხვევაში, როდესაც შესრულების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაშინ ნარდობის ხელშეკრულებით, შესრულების დრო განისაზღვრება, როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობა -time is of the essence. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ერთ-ერთ გავრცელებულ შემთხვევას წარმოადგენს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. მენარდის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან შემკვეთის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. თუ შემკვეთის მოთხოვნის მიუხედავად მენარდე არ ასრულებს სამუშაოს, იგი არღვევს ვალდებულებას სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მნიშვნელობით. (სუსგას-1226-1146-2017)

 

მოცემულ შემთხვევაში მართალია ს--- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-----ოს მიერ დასკვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით იქნა მომზადებული, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელისთვის უცნობი იყო მოპასუხის პოზიცია დასკვნის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მომზადების იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით, ისეთ ვითარებაში როდესაც ბ-----ომ თავადაც შეატყობინა შემკვეთს ვადაში დასკვნის მომზადების შეუძლებლობის შესახებ და აპელანტმა არ გასცა ამაზე არავითარი პასუხი ბ-----ოს, პალატა საფუძვლიანად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაწეული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

14. საპროცესო ხარჯები: აპელანტების მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ა“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი