განაჩენი

სისხლის სამართლის 25.05.2018
საქმის ნომერი
020100118002339302
ინსტანცია
თარიღი
25.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002339302

(1/ბ-252-18წ.)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 მაისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----–----------------------ას მიმართ, დაბადებული: 198- წლის 12 მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ.ზ--------ი, ჯ. ნ-------ას ქ. №22, ფაქტობრივად მცხოვრები: ზ--------ის რაიონი სოფელი ც--–ი,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ----–----------- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 10:00 საათზე ზ--------ის რაიონის სოფელ ც--–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში რ----–-----------, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის - ბ---------------ას თანდასწრებით, რამდენიმეჯერ დაარტყა ბოთლი ხელის არეში მეუღლეს - მ-----------ას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ზ--------ის რაიონის სოფელ ც--–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, რ----–-----------, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის - ბ---------------ას თანდასწრებით, ორჯერ დაარტყა ხელი თავის არეში მეუღლეს - მ-----------ას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ზ--------ის რაიონის სოფელ ც--–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, რ----–---------ა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაჯახის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მ-----------ას. აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათზე, ზ--------ის რაიონის სოფელ ც--–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, რ----–---------ა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მ-----------ას, კერძოდ, უთხრა, რომ დანით მოუსპობს სიცოცხლეს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენით რ----–---------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დილით ჩადენილი ქმედება) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 2 წლის გამოსაცდელი ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შუადღეს ჩადენილი ქმედება) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 2 წლის გამოსაცდელი ვადით; დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა საზოგადოებისთვის სასარგებლოს შრომა 160 საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შუადღეს ჩადენილი ქმედება) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ რ----–-----------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 2 წლის გამოსაცდელი ვადით, დამატებითი სასჯელის სახით - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 160 საათი.

 

რ----–---------ას ძირითადი სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 10 თებერვლიდან 2018 წლის 23 მარტის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ზ--------ის რაიონული პროკურატურის პროკურორი ილია ტორუა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ რ----–---------ას მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არ არის სამართლიანი. მართალია რ--------ას დაენიშნა სასჯელის უმკაცრესი სახე, თუმცა დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა, არ შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მოთხოვნებს და ვერ იქნება მიღწეული სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნები. ვინაიდან რ--------ას მიერ ჩადენილი დანაშაული წარმოადგენს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სასჯელის პირობით ჩათვლა მსჯავრის სახით არ არის სამართლიანი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ----–---------ას მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ რ----–---------ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ-----------ას ჩვენებით, მოწმეების: ბ---------------ას, ე-–-----------ას ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ქორწინების აქტის ჩანაწერით, ამოღების ოქმით, დაბადების აქტის ჩანაწერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ რ----–---------ას ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ რ----–---------ას მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზ--------ის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილია ტორუას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

რ----–---------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დილით ჩადენილი ქმედება) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 2 წლის გამოსაცდელი ვადით;

 

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შუადღეს ჩადენილი ქმედება) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 2 წლის გამოსაცდელი ვადით; დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნოს საზოგადოებისთვის სასარგებლოს შრომა 160 საათის ოდენობით.

 

- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შუადღეს ჩადენილი ქმედება) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა სასჯელები და საბოლოოდ რ----–---------ას განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 2 წლის გამოსაცდელი ვადით, დამატებითი სასჯელის სახით - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 160 საათი.

 

რ----–---------ას, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, დაეკისროს მოვალეობა, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში არ მიიღოს ალკოჰოლური სასმელი, გაიაროს ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსი, ჩაერთოს ძალადობრივი ქცევის პრევენციის პროგრამაში.

პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში რ----–---------ას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება, დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე თვალყურის დევნა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახისა და ყოველდღიური ხანგრძლივობის, სამუშაო ადგილის, დამსაქმებლის განსაზღვრა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

რ----–---------ას ძირითადი სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 10 თებერვლიდან - 2018 წლის 23 მარტის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მოხდეს ნივთმტკიცებების: დანის, ნაჯახისა და ბოთლის საპროცესო კონფისკაცია.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე