განაჩენი

სისხლის სამართლის 07.06.2018
საქმის ნომერი
140100118002264481
ინსტანცია
თარიღი
07.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100118002264481

საქმე #1ბ/551-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მსჯავრდებულ ა---------–----–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ-------–-----–--ისა და გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ ბ--------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ა---------–----–--ის, დ----------–--------–-–--------------- საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–---------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–----------------------------–-, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---------–----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, მისივე არასრულწლოვანი ოჯახის წევრის თანდასწრებით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 01 საათზე, მთვრალმა ა---------–----–--ემ ქ-------–----------------------------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის - მ----------–--ის თანდასწრებით, მეუღლეს - ე-------------------ს, შელაპარაკების გამო, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი დაარტყა სახეში, რის გამოც დაზარალებული დაეცა საწოლზე და მას მეუღლემ ამჯერად ფეხი დაარტყა წელში. ამგვარი ქმედებების შედეგად ე-------------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2017 წლის 20 დეკემბერს, მომხდარი ძალადობის გამო, ე-------------------ი შვილებთან ერთად წავიდა სახლიდან. ამის გამო იმავე და მომდევნო დღეს, 21 დეკემბერს, ე-------------------ს ა---------–----–--ემ მობილური ტელეფონის საშუალებით მოსთხოვა სახლში დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მან მიმართა პოლიციას.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით:

 

ა---------–----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, ა---------–----–--ეს საბოლოოდ განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ ა---------–----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 21 დეკემბრიდან;

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა---------–----–--ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ-------–-----–--ემ და გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორმა ბ--------------ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და ა---------–----–--ისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა; სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულ ა---------–----–--ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ ა---------–----–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ-------–-----–--ის და სახელმწიფო ბრალმდებელ ბ--------------ის სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ა---------–----–--ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა---------–----–--ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, აგრეთვე, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - ე-------------------ის, ც--------–---–------------------–---–-- ჩვენებების, მ----------–--ის, ა------–--------------------–---- გამოკითხვის ოქმების, დათვალიერების ოქმის, ე.წ. სიმთვრალე-სიფხიზლის შემოწმების ქვითრის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა---------–----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, მისივე არასრულწლოვანი ოჯახის წევრის თანდასწრებით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის პირობითად ჩათვლის შესახებ იმ საფუძვლებით, რომ ა---------–----–--ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, - ასეთს პალატა არ იზიარებს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლი) ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, ა---------–----–--ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე და დამნაშავის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ. იმავდროულად, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, აგრეთვე, ქმედების განხორციელების ხერხის თვალსაზრისით, სააპელაციო პალატა ბრალდების ამ ნაწილში (საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას ამახვილებს მტკიცებულებებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა---------–----–--ემ დაზარალებულ ე-------------------ს თავის არეში გაშლილი ხელის დარტყმის შემდეგ, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაეცა საწოლზე, ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, იმადროულად, ლანძღავდა და აგინებდა თავის არასრულწლოვან გოგონას, რომელმაც მისცა შენიშვნა ჩადენილი ქმედების გამო და დაიჭირა დედის მხარე. ამის შემდეგაც ა---------–----–--ე, რომელსაც აკავებდნენ, კვლავ იწევდა ე-------------------ზე დასარტყმელად.

 

რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ ა---------–----–--ე წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი, აღნიშნული გარემოება ვერ გახდება დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის პირობითად ჩათვლის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან დანაშაულის არჩადენა ამა თუ იმ ასპექტში ადამიანს რაიმე უპირატესობას არ ანიჭებს, არამედ ყოველი მოქალაქე მოვალეა დაიცვას მართლწესრიგი, საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს (საქართველოს კონსტიტუციის 44–ე მუხლი).

 

საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. ნორმის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ნათელია, რომ აღნიშნული ნორმის გამოყენება სასამართლოს დისკრეციაა და არა ვალდებულება. კონკრეტულ შემთხვევაში, მიუხედავად რიგი შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობისა, როგორიცაა დანაშაულის აღიარება, წარმოდგენილი მტკიცებულებათა ნაწილის უდავოდ ცნობა, ზემოთმითითებული არგუმენტების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი ა---------–----–--ემ უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმართ აღნიშნული რეგულაციით გათვალისწინებული შეღავათი არ უნდა იქნას გამოყენებული.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ა---------–----–--ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ა---------–----–--ემ დანაშაული ჩაიდინა მეუღლის მიმართ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ასეთს პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ა---------–----–--ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ა---------–----–--ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებებს, რომ ა---------–----–--ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ყოველივე აღნიშნული კი მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ სხვა გარემოებებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას. საგულისხმოა ის გარემოება, რომ, მართალია, მსჯავრდებული დაზარალებულთან შერიგებული არ არის, მაგრამ მსჯავრდებულ ა---------–----–--ის მიმართ დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე თავად დაზარალებულმა ითხოვა მსჯავრდებულისათვის კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელება. სააპელაციო პალატის აზრით, მსჯავრდებულ ა---------–----–--ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად ერთი წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულების პროპორციული იქნება, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა---------–----–--ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ა---------–----–--ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა---------–----–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ ბ--------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

მსჯავრდებულ ა---------–----–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ-------–-----–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ა---------–----–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ა---------–----–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა---------–----–--ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ ა---------–----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 21 დეკემბრიდან;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე