განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002383801
საქმე №1ბ/603-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მსჯავრდებულ გ--------–----–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ---------–----–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი N-----------, ნ----------–----------------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–----------------------------–-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენით
გ--------–----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
გ--------–----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
გ--------–----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11.3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით სრულად შთანთქა თანაბარი სასჯელები და გ--------–----–-–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
გ--------–----–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ, ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გთვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2015 წლიდან 2017 წლის თებერვლის თვემდე გ--------–----–-–---–ი და ი------------ე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2017 წლის თებერვალში, ი------------ემ გ--------–----–-–---–თან გაწყვიტა ურთიერთობა და აღარ მოისურვა მასთან თანაცხოვრება. აღნიშნული ფაქტით გაღიზიანებული გ--------–----–-–---–ი 2018 წლის 10 თებერვალს დაახლოებით 13:00 საათზე მიუვარდა თბილისში, ნ----------------–---–-- სახელობის სანაპიროზე მდგომ ი------------ეს და მოსთხოვა მის ავტომანქანაში ჩაჯდომა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ი------------ემ რეალურად აღიქვა გ--------–----–-–---–ის მუქარა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. გ--------–----–-–---–ის აღნიშნული ქმედებით ი------------ეს მიადგა მორალური სახის ზიანი.
გ--------–----–-–---–ი 2018 წლის 10 თებერვალს დაახლოებით 13:00 საათზე მიუვარდა თბილისში, ნ----------------–---–-- სახელობის სანაპიროზე მდგომ ი------------ეს და მოსთხოვა მის ავტომანქანაში ჩაჯდომა, ხოლო გ---------- უარყოფითი პასუხის მიღების შემდგომ ამ უკანასკნელს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, გ--------–----–-–---–მა ი------------ეს მხრებში ძლიერად მოკიდა ხელი და შეაჯანჯღარა, რის შემდეგაც ხელი დაარტყა თავის არეში. გ--------–----–-–---–ის აღნიშნული ქმედებით ი------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა ი------------ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე და მის მიმართ გამოიცა დამცავი ორდერი, რომლის თანახმად გ--------–----–-–---–ს 3 (სამი) თვის ვადით აეკრძალა ი------------ესთან, მის საცხოვრებელ ადგილას, სამსახურთან და ყველა იმ ადგილას მიახლოება სადაც ის იმყოფებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით გ--------–----–-–---–ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველს ასკ-ის 1752-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სახდელის ზომად განესაზღვარა ადმინისტრაციული პატიმრობა 2 (ორი) დღე-ღამის ვადით.
2015 წლიდან 2017 წლის თებერვლის თვემდე გ--------–----–-–---–ი და ი------------ე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2017 წლის თებერვალში, ი------------ემ გ--------–----–-–---–თან გაწყვიტა ურთიერთობა და აღარ მოისურვა მასთან თანაცხოვრება. აღნიშნული ფაქტით გაღიზიანებული, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული გ--------–----–-–--–- 2018 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 13:00 საათზე მიუვარდა თბილისში, ნ----------------–---–-- სანაპიროზე მდგომ ი------------ეს და მიაყენა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა, რითიც დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით გამოცემული დამცავი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ--------–----–-–---–მა და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება ან დანიშნული სასჯელის 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ზედმეტად მკაცრია მისი პიროვნების, წარსულის, ასაკის და ოჯახური პირობების გათვალისწინებით. სასამართლომ არ გაითვალისწინა გ--------–----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, მასთან არანაირი ურთიერთობა არ აკავშირებს, არ ეწევიან ერთიან ოჯახურ მეურნეობას და არც მომავალში აპირებენ. პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი, იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. აქვს საბანკო ვალდებულება, რომელსაც საკუთარი შრომით იხდიდა და მის გარდა ვერავინ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა დარღვევის გამო სასჯელის ამოწურვამდე შესაძლებელია მათი საცხოვრებელი სახლი იძულებით აღსრულებაში იქნეს მიქცეული, რაც ზრდის რისკს, რომ მისი ოჯახი ქუჩაში უსახლკაროდ დარჩება. აპელანტი სააპელაციო საჩივარში ასევე აღნიშნავს, რომ მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და სასამართლოს მიერ განაჩენში ჩამოთვლილი გარემოებები, მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს წარმოადგენენ.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ მასზედ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ი------------ის და მოწმეების: მ---------------------–--------------- გამოკითხვის ოქმები, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 30 დეკემბრის დადგენილება და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გ--------–----–-–---–ისათვის სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას გაითვალისწინა, მისი პასუხიმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ასევე დამამძიმებელი გარემოებები და მიიჩნია, რომ აუცილებელია გ--------–----–-–---–ის იზოლაცია, ვინაიდან მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ვერ იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, გააცნობიეროს თავისი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე. პირველი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას პალატაც იზიარებს და მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ--------–----–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გ--------–----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
გ--------–----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
გ--------–----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11. 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით სრულად შთანთქოს თანაბარი სასჯელები და გ--------–----–-–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
გ--------–----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 27 თებერვლიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე