განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2018
საქმის ნომერი
330100117002020893
ინსტანცია
თარიღი
12.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002020893

საქმე #1ბ/168-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

24 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

სხდომის მდივანი - ეკატერინე დიხამინჯია

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენით; ღია სასამართლო სხდომა;

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-–----------–---------------------–---–--

დაცვის მხარე:

მსჯავრდებულების ინტერესების დამცველი ადვოკატი: მ---------------

მსჯავრდებული - ჯ--–-------------------–---------ი - დ----------–-------–-–------------------------–----------–------------------------------–----–----------–------------------------–--------------------------------–---------------------–------------------------–------------------–---------–-------------------------–-----------–-----------------------–--

კვალიფიკაცია:

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად - დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტი და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქ/პუნქტით;

პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

სასჯელი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ--–-------–---------ს ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

მსჯავრდებული - ვ-----------------------------------ი - და---------–--------–-–-----------–--------------–----------–--------------------------------------–----–----–----------–------------------------–-----------------------------–---------------------–------------------------–------------------–---------–-------------------------–-----------–------–-------------–--

კვალიფიკაცია:

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად,- დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტი და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქ/პუნქტით;

პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

სასჯელი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განაჩენით ვო------------------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვო------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ხანგრძლივობით.

თარჯიმანი: ა---------–--------ი

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა ვო------------------მა, ჯ--–-------–---------მა და მათი ინტერესების დამცვლმა ადვოკატმა მ------ ჩ------ემ (აპელანტი).

აპელანტები ითხოვენ პირველი ისტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგი მოტივებით: მსჯავრდებულების ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია და ის არ შეესაბამება მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს. საქმის არსებითი განხილვისას საქმეში არსებული და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა მსჯავრდებულების მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მოწმე ა----–-------–---ის ჩვენება არის არადამაჯერებელი, ვინაიდან მან სასამართლოს წინაშე მიცემული ჩვენებაც კი რამდენიმეჯერ შეცვალა. დაცვის მხარის მტკიცებით, სასამართლომ ასევე არ უნდა გაიზიაროს მოწმეების - ს--------–---–---–ის, ზ---------–----–---–ის და ი-–----------–---–ის ჩვენებები, ვინაიდან ისინი შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილან. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მათ სამსახურეობრივი მოვალეობის დროს არ გამოიყენეს იარაღი, მაშინ, როცა მათივე თქმით ადამიანის ციცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა. მათი ჩვენებები მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს შეცდომაში შეყვანას ემსახურება. დაცვის მხარე, ყურადღებას ახვილებს დაზარალებულის - დ-------------–-ას ჩვენების სანდოობაზე, რომელმაც სასამართლოს განუცხადა, რომ თითქოსდა შემთხვევის დღიდან მოყოლებული არ ახსოვს არაფერი, რის დასადასტურებლად არანაირი სამედიცინო ცნობა არ წარმოუდგენია.

სახელმწიფო ბრალმდებელმა ლ-–----------–--ემ წარმოადგინა სააპელაციო საჩივრის შესაგებელი და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დაცვის მხარე უსაფუძვლოდ ცდილობს სასამართლო დაარწმუნოს მსჯავრდებულების - ვო------------------ის და ჯ--–-------–---------ის უდანაშაულობაში, ვინაიდან ბრალდების მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყურად დაასტურა მათი ბრალეულობა მათზე ინკრიმინირებულ დანაშაულებრივ ქმედებაში.

სასამართლომ დაადგინა:

2017 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 21:30 საათზე, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–--ის თანამშრომლები: დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი დ-------------–-ა, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი ზ---------–----–---–ი და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები: ს--------–---–---–ი და ი-–----------–---–ი ასრულებდნენ რა სამსახურეობრივ მოვალეობას, გადაადგილდებოდნენ ქ.თბილისი, სოფელ ფონიჭალაში, ბაგრატის ქუჩაზე, რა დროსაც დაინახეს რუხი ფერის „OPEL VECTRA”-ს მარკის ა/მანქანა, სახელმწიფო ნომრით L------. ვინაიდან, ავტომანქანის სალონში ანთებული იყო სინათლე, მათ კარგად გაარჩიეს წინა მარჯვენა სავარძელზე მჯდომი ვო------------------ი, რომელსაც ხელში ეჭირა პისტოლეტისმაგვარი საგანი, ასევე მისი თანმხლები პირები - მძღოლი, ჯ--–-------–---------ი და უკანა სავარძელზე მჯდომი ა----–-------–---ი. იმის შესამოწმებლად, იყო თუ არა აღნიშნული პისტოლეტისმაგვარი ნივთი საბრძოლო იარაღი, ფლობდა თუ არა მას კანონიერად, ანდა მანქანაში მყოფ პირებს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ჰქონდათ თუ არა, პოლიციის მუშაკები სწრაფი ნაბიჯით გაემართნენ აღნიშნული ავტომანქანისკენ. დ-------------–-ა დაწინაურდა, მივიდა ავტომანქანასთან მარჯვენა მხრიდან, წარუდგინა თავი მასში მსხდომ პირებს, აჩვენა სამსახურეობრივი მოწმობა და მოსთხოვა კარების გაღება. ჯ--–-------–---------ი და ვო------------------ი არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, დაქოქეს ავტომანქანა და შეეცადნენ შემთხვევის ადგილიდან მიმალვას. დ-------------–-ამ გამოაღო წინა მარჯვენა კარი, შეეცადა ავტომანქანის სალონში შეეღწია, რათა გასაღების ამოღების გზით აღეკვეთა მათი მიმალვისა და ნივთმტკიცების გადამალვის საფრთხე. მან ეს ვერ შეძლო, რადგან ვო------------------მა და ჯ--–-------–---------მა მას წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც იმაში გამოიხატა, რომ ხელი დაუჭირეს, რითაც არ მისცეს ა/მანქანის გამორთვის საშუალება. ამის შემდეგ მძღოლმა სწრაფად დაძრა ადგილიდან სატრანსპორტო საშუალება და თან გაიყოლეს სალონში სანახევროდ შესული პოლიციის მუშაკი, რა დროსაც ჯ--–-------–---------ი და ვო------------------ი მას აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ურტყამდნენ ხელებს ხელისა და სახის არეში. ასეთ მდგომარეობაში იგი ათრიეს დაახლოებით 500 მეტრის მანძილზე, რის შემდგომაც ვო------------------მა მას თავში ბოთლი ჩაარტყა, შემდეგ კი გადმოაგდეს ავტომანქანიდან, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო ვო------------------ის და ჯ--–-------–---------ის მიერ დ-------------–-ასთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად დ-------------–-ას მიადგა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ჯ--–-------–---------მა თავი დამნაშავედ არ ცნო და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, 2017 წლის 22 აპრილს ავტომანქანის ხელოსანთან იმყოფებოდა. ხელოსანმა დაიბარა მეორე დღეს. ის სახლში წასვლას აპირებდა, როდესაც დაინახა ვო------------------ი, რომელმაც სახლში გაყვანა სთხოვა. ამის შემდეგ, ისინი ჩასხდნენ „OPEL VECTRA”-ს მარკის ვერცხლისფერ ავტომანქანაში, რომელიც იმ დღეს შეიძინა და ჯერ ფულიც არ ჰქონდა გადახდილი. ავტომანქანაში ისხდნენ მხოლოდ ის და ვო------------------ი. შემთხვევის დროს ავტომანქანაში მათთან ა----–-------–---ი არ ყოფილა და მასთან არანაირი ურთიერთობა არ აკავშირებს, მხოლოდ შორიდან იცნობს და მასზე იცის ის, რომ ნარკომანია. მან და ვო------------------მა სახლისკენ მიმავალ გზაზე ავტომანქანა მაღაზიასთან გააჩერეს, რომელიც დაკეტილი აღმოჩნდა. დაბრუნდა უკან, დაქოქა ავტომანქანა და მოძრაობის დაწყებისას, მარჯვენა მხრიდან, სადაც ვო------------------ი იჯდა და შუშა იყო ჩაწეული, ავტომანქანას მიუახლოვდა შავი ფერის სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პირი, რომელიც იგინებოდა და ყვიროდა მანქანა გაეჩერებინათ და იარაღი გადაეცათ. ვინაიდან, 21:00 – 22:00 საათის პერიოდი იყო, ამასთან დაინახა აღნიშნული პიროვნების ხელში იარაღი, იფიქრა, რომ ყაჩაღი იყო. მას ამ დროს მანქანის სიახლოვეს სხვა პიროვნებები არ დაუნახავს. სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილ პირს მათთვის, არც საბუთი უჩვენებია, არც ის უთქვამს, რომ პოლიციელი იყო და არც პოლიციელის ფორმა ეცვა. იმ დღეს აღნიშნული პიროვნება პირველად ნახა, მანამდე ნანახი არ ჰყავდა და არც იცოდა ვინ იყო. მას რომ სცოდნოდა, რომ ეს პიროვნება პოლიციის თანამშრომელი იყო, უფლებას მისცემდა მანქანა გაეჩხრიკა, ვინაიდან მას ავტომანქანაში რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ჰქონია. არც ბოთლი და არც იარაღი არ ჰქონია. აღნიშნული პიროვნება ავტომანქანაში არ შესულა. მან მოჰკიდა ხელი ავტომანქანას და მასთან ერთად ირბინა 10-15 მეტრი, შემდეგ ხელი გაუშვა და თუ როგორ ჩავარდა ძირს არ დაუნახავს. შემთხვევის შემდეგ დაახლოებით 15-17 დღე ნათესავთან იყო სამუშაოდ. მისთვის უცნობი იყო, რომ პოლიცია ეძებდა. დაყაჩაღების შესახებ პოლიციაში არ განაცხადა რადგან შეეშინდა.

ვო------------------მა თავი დამნაშავედ არ ცნო და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ავტოსახელოსნოში, სადაც ბიჭებთან ერთად დალია ორი ჭიქა ლუდი. იქ ჯ--–-------–---------იც იყო. შემდეგ სახლში წასვლა დააპირა და ჯ--–-------–---------ს, როგორც მის თანასოფლელს, სთხოვა სახლში წაყვანა. ისინი ჩასხდნენ მანქანაში და სახლისკენ წავიდნენ. სოფლის მაღაზიასთან ჯოშგუნმა ავტომანქანა გააჩერა და სიგარეტის საყიდლად გადავიდა. ავტომანქანა დაქოქილ მდგომარეობაში დატოვა. ჯ--–-------–---------ი უკან როდესაც დაბრუნდა და ავტომანქანაში ჩაჯდა, მანქანის დაძვრისთანავე მისი მხრიდან მათთან მივიდა შავტანსაცმელიანი პიროვნება, რომელსაც თან ავტომატი ჰქონდა და რაღაცეებს იძახდა. მან ვერ გაიგო ეს პიროვნება რას იძახდა. ვინაიდან, ავტომანქანა დაძრული იყო, გააგრძელა სვლა და ამ უცნობმა პიროვნებამ, რომელიც უკევ ავტომანქანის შუშას ეჯაჯგურებოდა, დაახლოებით 2 მეტრში ხელი გაუშვა შუშას. აღნიშნული პიროვნება მარტო იყო და მას არავინ არ ახლდა. იმ დღეს ის წავიდა სახლში, სადაც ბიძასთან ერთად იყო მთელი დღე. შემდეგ მარნეულში იყო ავტომანქანის ნაწილების შესაძენად. ამის შემდეგ ის 24 აპრილს დააკავეს. დაკავებისას მას პოლიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, დ-------------–-ას ჩვენებით დადგენილია, რომ მომხადარი ფაქტის შესახებ არაფერი ახსოვს. გონზე მოვიდა შემთხვევიდან 10 დღის შემდეგ და ფიქრობდა, რომ მისი ასეთი მდგომარეობა ავტოსაგზაო შემთხვევით იყო გამოწვეული და სხვა სამსახურში მუშაობდა. აღნიშნული შემთხვევის შესახებ მხოლოდ ახლობლებისგან არის მისთვის ცნობილი.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ფ-–---–-----–-ას ჩვენებით დადგენილია, რომ არის დაზარალებულ დ-------------–-ას დედა. 2017 წლის 22 აპრილს, მასთან სახლში მივიდა მისი შვილის თანამშრომელი და უთხრა, რომ დ-------------–-ა სამსახურეობრივი მოვალეობის დროს მომხდარი შემთხვევის გამო იყო ცუდად და გადაყვანილი ჰყავდათ საავადმყოფოში. მეორე დილით, საავადმყოფოში უთხრეს, რომ მისი შვილი იყო კომაში იყო. მომხდარი ფაქტიდან მე-3 დღეს მას მისცეს შვილის ნახვის უფლება. მიყენებული დაზიანებების გამო შვილი ვერ იცნო. კიდევ მომდევნო 4-5 დღე მისი შვილი იყო კომაში, ხოლო როდესაც გონს მოვიდა, დედას ვერ ცნობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ დ-------------–-ას მდგომარეობა ცოტათი გაუმჯობესდა. 2017 წლის 7 ივნისს, იგი გამოწერეს საავადმყოფოდან, თუმცა, აგრძელებდა მკურნალობას.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა----–-------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს მეგობრებთან - ჯ--–-------–---------თან და ვო------------------თან ერთად იჯდა გაჩერებულ ავტომანქანაში და საუბრობდნენ. თავად იჯდა უკანა სავარძელში, ჯ--–-------–---------ი საჭესთან, ხოლო ვო------------------ი საჭის გვერდითა სავარძელში. ავტომანქანის სალონში შუქი ენთო, რა დროსაც მათთან მივიდა სამი პიროვნება. მათგან ერთ-ერთი სამოქალაქო ფორმაში იყო, კერძოდ, ეცვა კაპიუშონიანი ზედა, ხოლო ორ პიროვნებას პოლიციის ფორმა ეცვა. სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პირმა მათ უთხრა, რომ პოლიციელები იყვნენ და რაღაც აჩვენა, რაც მან პოლიციელის საბუთად აღიქვა და ვო------------------ის მხარეს ავტომანქანის კარი გამოაღო. პოლიციის ფორმიანი პირები ოდნავ მოშორებით, დაახლოებით 3-5 მეტრის მანძილზე იდგნენ. სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პოლიციელი ნახევრად შევიდა დაქოქილი ავტომანქანის სალონში და ცდილობდა ავტომანქანის გამორთვას, რა დროსაც ჯ--–-------–---------მა დაძრა ავტომანქანა და ეს პიროვნებაც გაიყოლა დაახლოებით 400-500 მეტრი. იგი ჯ--–-------–---------ს და ვო------------------ს ეუბნებოდა, რომ ეს პიროვნება იყო პოლიციელი და გაეშვათ. ჯ--–-------–---------ი და ვო------------------ი კი მაინც აგრძელებდნენ პოლიციელისათვის ხელის დარტყმას და ცდილობდნენ მას გასაღებისთვის ხელი გაეშვა. ვო------------------მა დაზარალებულს ბოთლიც ჩაარტყა, რის შემდეგაც აღნიშნული პიროვნება ავტომანქანიდან გადააგდეს. დაახლოებით, ერთი კილომეტრის გავლის შემდგომ იგი ავტომანქანიდან ჩამოვიდა. ჯ--–----ი და ვ---- სად წავიდნენ მისთვის უცნობია.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-–----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 22 აპრილს თავის თანამშრომლებთან - ზ---------–----–---–თან, ს--------–---–---–თან და დ-------------–-ასთან ერთად ფონიჭალაში ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. დაახლოებით 22:30 - 23:00 საათამდე პერიოდი იქნებოდა, როდესაც აღმაშენებლის ქუჩის კვეთაზე, რომელიც იყო განათებული, შენიშნეს ვერცხლისფერი „ოპელ ვექტრას“ მარკის ავტომანქანა. ისინი შემოწმების მიზნით მიუახლოვდნენ ავტომანქანას, რომელშიც ენთო შუქი. მიუხედავად იმისა, რომ მანქანიდან დაახლოებით 7 მეტრის მოშორებით იდგნენ, კარგად დაინახა, რომ ავტომანქანის სალონის უკანა სავარძლების შუაში იჯდა ა----–-------–---ი, საჭესთან ჯ--–-------–---------ი, ხოლო საჭის გვერდით, მარჯვენა სავარძელში ვო------------------ი. ამ დროს ასევე დაინახა, რომ მარჯვენა სავარძელზე მჯდომ ვო------------------ს ხელში ლითონის მაგვარი შავი ნივთი ეჭირა, რომელიც მან იარაღს მიამსგავსა. დ-------------–-ა წინ წავიდა, რომელსაც სხვებისგან განსხვავებით სამსახურებრივი ფორმა არ ეცვა. ის მიუახლოვდა მანქანას, გარედან აჩვენა მოწმობა და უთხრა, რომ პოლიციელი იყო და მოსთხოვა კარების გაღება. ვინაიდან მის მოთხოვნას მანქანაში მსხდომი პირები არ დაემორჩილნენ, კარი თვითონ გააღო, რის შემდეგაც ავტომანქანა წამებში დაიქოქა. დ-------------–-ა მანქანაში შევიდა და ცდილობდა გასაღებამდე მისულიყო. ავტომანქანის წინა სავარძლებში მსხდომი პირები ცდილობდნენ მის შეკავებას, კერძოდ, ჯ--–-------–---------ი მარჯვენა ხელს უკავებდა, ამავდროულად ის და ვო------------------ი ურტყამდნენ ხელში, სავარაუდოდ ავტომანქანიდან მოშორების მიზნით. დ-------------–-ას მეწყვილეებმა ეს ფაქტი, რომ დააფიქსირეს, ისინიც მიუახლოვდნენ მანქანას და ძალიან ახლოს მისვლისას ავტომანქანა დაიძრა. დ-------------–-ა ავტომანქანიდან ნახევრად გადმოკიდებული იყო. საჭესთან მჯდომი პიროვნება ურტყამდა ხელში. ისინი ავტომანქანას უკან გაედევნენ. 400-500 მეტრის მოშორებით მათ დაინახეს, რომ დ-------------–-ა მიწაზე იწვა უგონო მდგომარეობაში, ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები, მის გარშემო კი დიდი რაოდენობის სისხლი იყო და მათ გარდაცვლილი ეგონათ. მიმდებარე ტერიტორიაზე, არც ავტომანქანა ჩანდა და არც ვინმე პიროვნება. აღნიშნულის თაობაზე შეატყობინეს ხელმძღვანელობას, დ-------------–-ა კი გადაიყვანეს საავადმყოფოში. ჯ--–-------–---------ს და ვო------------------ს იცნობდნენ ვინაიდან, ისინი ადრეც შეხვედრიან უბანში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს და ერთმანეთს.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ---------–----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 22 აპრილს უბნის ინპექტორ-გამომძიებლებთან ი-–----------–---–თან და ს--------–---–---–ითან, ასევე დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ დ-------------–-ასთან ერთად საღამოს საათებში, ქვემო ფონიჭალაში, ბაგრატის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც, შენიშნა რუხი ფერის „ოპელის“ მარკის ავტომანქანა. ავტომანქანაში შუქი ანთებული იყო და გარკვევით ჩანდა ავტომანქანაში მსხდომი სამი პირი - საჭესთან მჯდომი ჯ--–-------–---------ი, წინა მარჯვენა სავარძელში მჯდომი ვო------------------ი და სალონის უკანა სავარძელში მჯდომი ა----–-------–---ი. ვო------------------ის ხელში ავტომანქანის სალონის და ლამპიონის შუქზე შენიშნეს იარაღის მაგვარი ნივთი. დ-------------–-ა წავიდა წინ ავტომანქანისკენ, ხოლო თვითონ, ი-–----------–---–თან და ს--------–---–---–თან ერთად შედარებით უკან მიდიოდა. დ-------------–-ა, რომელსაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა, მიუახლოვდა ავტომანქანას, რომელმაც იქ მსხდომ პირებს აჩვენა პირადობის მოწმობა და უთხრა, რომ პოლიციელი იყო. მანქანაში მყოფმა პირებმა დაინახეს დ-------------–-ას საბუთი და ასევე, მოშორებით მყოფი პოლიციის ფორმაში გამოწყიბილი პირები. დ-------------–-ა შეეცადა მარჯვენა ხელით ვო------------------ის მხრიდან ავტომანქანის კარის გამოღებას. რამდენიმე ცდის შემდეგ გამოაღო კარი. დ-------------–-ამ შეყო ხელი მანქანის სალონში და შეეცადა დაქოქილი ავტომანქანის გამორთვას და გასაღების გამოძრობას. მას ჯ--–-------–---------მა ხელი დაუჭირა და ვო------------------ი მხართან ურტყამდა ხელებს. მანქანის სალონის წინა სავარძელში მყოფი პირები ორივე ურტყამდა დაზარალებულს სახეში და ხელებში. ცდილობდნენ ის ავტომანქანიდან გადმოგდოთ. შემდეგ ავტომანქანა მაღალი სისწრაფით დაიძრა და დ-------------–-ა გაათრია 500 მეტრის მოშორებით. ისინი ავტომანქანის დაძვრის მომენტში დაახლოებით 3-4 მეტრის მოშორებით იყვნენ ავტომანქანიდან და, ვინაიდან, მათი თანამშრომელიც მანქანაში იმყოფებოდა იარაღის გამოყენება მათ შესაჩერებლად არ უცდიათ. ისინი მხოლოდ ფეხით დაედევნენ. დ-------------–-ა ნახეს დაახლოებით 500 მეტრში ძირს დაგდებული, რომელიც იყო უგონო მდგომარეობაში და სისხლიანი. აღნიშნული ავტომანქანა კი შემთხვევის ადგილიდან იყო მიმალული.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ს--------–---–---–ის ჩვენებით დადგენლია, რომ 2017 წლის 22 აპრილს საღამოს საათებში ის, ზ---------–----–---–თან, ი-–----------–---–თან და დ-------------–-ასთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. ფონიჭალის ტერიტორიაზე, ბაგრატის ქუჩის მიმდებარედ, დაახლოებით 10 მეტრის დაშორებით შენიშნეს რუხი ფერის „ოპელის“ მარკის ავტომანქანა სახელმწოფო ნომრით - L------. ამ დროს უკვე ქუჩაში მდებარე გარე განათება ჩართული იყო, ასევე, ჩართული იყო მანქანის სალონის განათებაც. ამ განათების პირობებში მან დაინახა, რომ ავტომანქანის სალონის წინა მარჯვნა სავარძელში იჯდა ვო------------------ი, საჭესთან ჯ--–-------–---------ი და სალონის უკანა ნაწილში - ა----–-------–---ი, რომელთაც კარგად იცნობდა, რადგან უკვე მეორე წელიწადი იყო რაც ფონიჭალაში მუშაობდა. ისინი ავტომანქანას მიუახლოვდნენ მარჯვნიდან, სადაც იჯდა ვო------------------ი, რადგან გარკვევით ჩანდა, რომ მას ხელში ეჭირა იარაღის მაგვარი საგანი. პოლიციის თანამშრომლები ვალდებულნი იყვნენ გადაემოწმებიათ იარაღი, რომელიც მათ დაინახეს ნამდვილი იყო თუ არა და ვის ეკუთვნოდა. დ-------------–-ას, რომელიც არის დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი, არ ეცვა სამსახურეობრივი ფორმა. ის ავტომანქანასთან უფრო ახლოს, დაახლოებით 4-5 მეტრში იმყოფებოდა და გაემართა მათკენ. მივიდა ავტომანქანასთან და იქ მსხდომ პირებს წარუდგინა თავის სამსახურეობრივი მოწმობა, ასევე უთხრა მათ, რომ პოლიციიდან იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ აშკარად დაინახეს დ-------------–-ას მიერ წარდგენილი სამსახურეობრივი მოწმობა, მის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და კარი არ გაუღეს. დ-------------–-ა მარჯვენა ხელით შეეცადა მანქანის კარის გაღებას და მეორე თუ მესამე მცდელობაზე კარი გააღო. ამ დროს ავტომანქანა დაქოქეს. იმ მიზეზით, რომ მანქანაში მყოფ პირებს მტკიცებულება არ დაემალათ ან არ წაეღოთ, დ-------------–-ამ მყისიერად მანქანის გასაღებისკენ წაიღო ხელი, რომ გამოერთო ძრავი და გასაღებიც გამოეძრო. ამ დროს მას ჯ--–-------–---------მა ხელი წაავლო მტევანში, ხოლო ვო------------------მა ხელზე მოჰკიდა ხელი. შემდეგ დაუწყეს ხელების დარტყმა და არ აძლევდენენ მანქანის გამორთვის საშუალებას. დ-------------–-ა ნახევრად ავტომანქანის სალონში იყო შესული, როდესაც მანქანა დაიძრა. პოლიციის ფორმაში გამოწყობილ პოლიციელებს არც უფიქრიათ, რომ ეს პირები გაქცევას შეეცდებოდნენ, ვინაიდან, ისინი მათ იცნობდნენ და თან პოლიციის ფორმაში იყვნენ გამოწყობილები. ისინი დაედევნენ მანქანას და გარკვეულ მანძილში დაინახეს, რომ დ-------------–-ა უგონო მდგომარეობაში დასისხლიანებული იწვა გზაზე. ავტომანქანა კი არსად ჩანდა.

2017 წლის 23 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე ზ---------–----–---–მა, დეტალურად აღწერა 2017 წლის 22 აპრილს ქ. თბილისი, სოფელი ფონიჭალა, ბაგრატის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას განვითარებული მოვლენები. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს მოწმემ ასევე უჩვენა ყველა ის ადგილი, თუ სად და რა თანმიმდევრობით განვითარდა აღნიშნულ დღეს მოვლენები/მოქმედებები დაზარალებულისა და ბრალდებულების მონაწილეობით. ამასთან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, რომელიც დანომრილი იქნა ხუთ ობიექტად, კერძოდ: 1) ცხვირსახოცი მოწითალო-სისხლისმაგვარი ლაქებით, 2) მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, 3) ოქროსფერი ბეჭედი, 4) ხურდა ფული და 5) სისხლისმაგვარი მრავლობითი ლაქა. ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები მოთავსდა სპეც. პაკეტებში და დაილუქა სათანადო წესით, რითაც აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა.

აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურეს სასამართლოზე სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა - ზ---------–----–---–მა, ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა - ზ--------------–---–მა და მ-----–-----------–მა.

2017 წლის 24 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე ა----–-------–---მა დეტალურად აღწერა 2017 წლის 22 აპრილს ქ.თბილისი, სოფელი ფონიჭალა, ბაგრატის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას იქ განვითარებული მოვლენები. კერძოდ, ა----–-------–---ი საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებს ზემოაღნიშნულ ქუჩაზე უჩვენებს იმ ადგილს, სადაც მათთან მივიდა პოლიციის თანამშრომელი, რის შემდეგაც ბაგრატის ქუჩის გაყოლებაზე მიუთითებს მიმართულებას, თუ რა მიმართულებით დაძრეს მანქანა და თან გაიყოლეს პოლიციის თანამშრომელი. ამის შემდეგ, ზემოაღნიშნულ ქუჩაზე მანქანით გაიარეს დაახლოებით 500 მეტრი და მარჯვენა მხარეს საავტომობილო გზის ნაპირზე მანქანიდან გადააგდეს პოლიციის თანამშრომელი. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს გადაღებული იქნა 21 ფოტოსურათი, რის შემდეგაც ზემოაღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა.

აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურეს სასამართლოზე სხდომაზე ა----–-------–---მა და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ლ---–--------–-ამ, ი-----–-----------ემ, მ-------------------მა, ა---------–------------მა, რ-----------–---–მა.

2017 წლის 21 ივნისის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N------- დაქტილოსკოპიური ექსერტიზის დასკვნის თანახმად:

1. სს N------------ საქმესთან დაკავშირებით გამოკვლევაზე წარდგენილი ხელის კვლები, გადატანილი დაქტილოფირებზე ზომით: II პაკეტიდან 50X51მმ - კვალი N4; IV პაკეტიდან 51X51მმ - კვალი N5; 51X52მმ - კვალი N6; 58X58 მმ - კვალი N7; 55X72მმ - კვალი N8; 54X91 მმ (და კომპაქტ დისკზე ჩაწერილ 1 ცალ DSC_0077 ფოტოსურათზე ასახული) - კვალი N9 და კვალი N10; 49X95 მმ - კვალი N11; V პაკეტიდან 51X51 მმ - კვალი N12 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია;

2. კვლები N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8, N9, N10, N11 და N12 არ არის იდენტური დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი - ჯ--–-------------------–---------ის (-----------------–--–--, ვ-----------------------------------ის (-----------------–--–-- და ა----–------------------–---ის (-----------------–--–-- სახელებზე შევსებულ დაქტილობარათებზე არსებული ხელის ანაბეჭდებისა;

3. კვალი N1 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფ - ი-----–---------------------იას (დაბ. 1--------- წელს) სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდისა;

კვალი N3 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფ - შ-------–--------------–-–---–ის (დაბ. 0----------–--–ს) მარჯვენა ხელის უსახელო თითის ანაბეჭდისა, ხოლო კვალი N4 იდენტურია - შ-------–--------------–-–---–ის მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდისა და კვლები N9 და N10 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი - ე-–--------------------–--ვის (-----------------–--–-- სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული მარცხენა ხელის გულის ანაბეჭდისა.

N2, N5, N6, N7, N8, N11, N12 კვლების იდენტური ანაბეჭდები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა მთავარმა ექსპერტმა ქ--------------–---–მა.

 

2017 წლის 29 ივნისის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით:

წარდგენილი შპს ,,ნიუ ჰოსპიტალის“ სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის ჩანაწერების თანახმად, დ-------------–-ა აღნიშნულ კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 22.04.2017 წლიდან 07.06.2017 წლამდე. დაუდგინდა დიაგნოზი - კომა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ქალა-ტვინის მძიმე ტრამვა, თ.ტ. დაჟეჟილობა. მწვავე ტრამვული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა. მარცხენა თხემის ძვლის მრავალფრაგმენტული და იმპრესიული მოტეხილობა. მარჯვნივ შუბლის ძვლის და ორმხრივ მეტად მარცხნივ თხემის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა შეცილების გარეშე. დიდი ზომის ნაფლეთოვანი ჭრილობა თავის არეში. პნევმოცეფალია. პოსტტრამვული ენცეფალოპათია. მნიშვნელოვნად გამოხატული კოგნიტურ-მნესტიური დისფუნქცია, მარცხენამხრივი ქვედა მონოპარეზი. სომპტომური (პოსტტრავმული) ეპილეფსია, ორგანული ამნეზიური სინდრომი (კორსაკოვის არაალკოჰოლური ფსიქოზი). ამავე სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით, დ-------------–-ას აღენიშნებოდა ექსკორაციები სხეულზე. კანქვეშა ჰემატომა თავის არეში;

ვინაიდან სამედიცინო საბუთში არ არის აღწერილი ექსკორაციების მორფოლოგიური სურათი, მათი ხანდაზმულობის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

ყველა სხვა დაზიანება განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრამვის მიღების თარიღს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს------------–----ამ.

 

2017 წლის 17 ივლისის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით:

სეროლოგიურ, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით „1 ცალი ბეჭედი ზედ არს მოწითალო ფერის ლაქებით“ მოთავსებულ ბეჭედზე არსებული მოწითალო-მოყავისფო ლაქები (ობ. N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის დ-------------–-ას (ობ. N16; პაკეტი წარწერით ,,დაზარალებულ (არ იკითხება) ძე ხ------–-ას პირის ღრუდან აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში);

პაკეტში წარწერით ,,მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები“, მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო- მოყავისფრო ლაქები (ობ. N2, N3) და პაკეტში წარწერით ,,1 ცალ ცხვირსახოცზე ზედ არს მოწითალო ფერი ლაქები“, მოთავსებულ ცხვირსახოცზე მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N4) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის დ-------------–-ას (ობ.N16).

პაკეტში წარწერით: „დ-------------–-ას ტანსაცმელი“ მოთავსებულ მოთეთრო ფერის მთლიანობადარღვეულ მაისურზე (ობ. N5), მონაცრისფრო მთლიანობადარღვეულ მაისურზე (ობ. N6), ქვედა საცვალზე (ობ. N7), ქურთუკზე (ობ. N8), შარვალზე (ობ. N9,10), ფეხსაცმელზე (ობ. N11,12), მოთეთრო ფერის ხელსახოცი (ობ.N13) და მთლიანობადარღვეულ ჯემპრზე (ობ.N15) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის დ-------------–-ას. ამავე პაკეტში მოთავსებულ იარაღის ჩასადებ ჩიხოლის შესაკრავზე არსებული მოყავისფრო ფერის ლაქა (ობ.N14) სისხლი არ აღმოჩნდა.

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----------–---–მა.

2017 წლის 20 ივლისის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით:

დ-------------–-ას წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (კაპიშონიანი ქურთუკი, ჯემპრი, გრძელსახელოებიანი მაისური, ბრეტელიანი მაისური, ჯინსის შარვალი - ქამრით, ტრუსი, ორი ცალი წინდა, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი) - ჯემპრზე, გრძელსახელოებიან მაისურზე, სავარაუდოდ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს განვითარებული დაზიანებების ფონზე, ასევე ქურთუკზე, ჯინსის შარვალზე, ქამარზე, 1 წყვილ სპორტულ ფეხსაცმელზე აღინიშნება დაზიანებები განვითარებული - რღვევით, ხევით, გლეჯვით, ქსოვილის ზედაპირული სტრუქტურის დარღვევით, კვალდამტოვ ობიექტთან შესაბამისი სტატიკური და დინამიური კონტაქტის (ხახუნის) შედეგად. გრძელსახელოებიან მაისურს და ჯემპრს კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოებში ასევე აღენიშნება მექანიკური ზემოქმედების შედეგად მაისურის - ხევის, ჯემპრის - ღილის აწყვეტით განვითარებული დაზიანებები. ბრელეტიან მაისურს სავარაუდოდ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს განვითარებული დაზიანების ფონზე აღენიშნება მექანიკური ზემოქმედების შედეგად ხევით განვითარებული დაზიანებები - მაისურის მთლიანობის დარღვევით, რაც არ არის გამორიცხული განვითარებული იყოს პირველადი დახმარების გაწევისას. ორ ცალ წინდაზე დაზიანება არ აღინიშნება.

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–--------------–--ემ.

2017 წლის 7 აპრილის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დგინდება, რომ ვო------------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით 03 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ხანგრძლივობით.

 

სამართლებრივი შეფასება, (სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება):

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან აშკარაა, რომ განაჩენის, როგორც სასამართლოს მიერ საბოლოოდ მიღებული საპროცესო აქტის საფუძველი მტკიცებულებათა უტყუარობაა. ამასთან არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ვინაიდან განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამავე კოდექსის მიხედვით, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი. პალატა გაეცნო და შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ჯ--–-------–---------მა და ვო------------------მა ჩაიდინეს პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ, ასევე მათ ჩაიდინეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში (საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ პუნქტი). იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.“

 

მტკიცებულებათა უტყუარობის მნიშვნელობის საკითხთან დაკავშირებით პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად, აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ: თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება, ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, სასამართლოს კომპეტენციაა; რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე და სხვა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის #397აპ-14 განაჩენი).

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა, რომ არასწორად იქნა შეფასებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სასამართლო განაჩენის გამოტანის დროს დაეყრდნო მოწმე პოლიციელების ჩვენებებს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდნენ და ცრუობენ, პალატის მიერ ვერ იქნება გაზირებული, რადგან აღნიშნული ცალსახა წინააღმდეგობაშია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, კერძოდ:

 

შემთხვევის ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა - ზ---------–----–---–მა, ს--------–---–---–მა და ი-–----------–---–მა სასამართლოს მისცეს თანმიმდევრული ჩვენებები, რა დროსაც მათ დეტალურად და კონკრეტიზაციით შეძლეს აღეწერათ განვითარებული მოვლენები, ამავდროულად მათი ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და მათ შორის არ არსებობს რაიმე წინააღმდეგობა, რასაც შესაძლოა ეჭვქვეშ დაეყენებინა მათი სარწმუნოობა. ამავდროულად, ხსენებულ მოწმე პოლიციელთა ჩვენებას და მათი იქ ყოფნის ფაქტს ადასტურებს შემთხვევის დროს მსჯავრდებულებთან ერთად მანქანაში მჯდომი მოწმის - ა----–-------–---ის ჩვენებაც, რომელიც ასევე სრულ თანხვედრაშია მოწმე პოლიციელთა ჩვენებებთან, რაც ასევე დამატებით ადასტურებს მათი ჩვენების სანდოობას და სარწმუნოობას. დაცვის მხარეს კი საპირისპიროს დამდასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის. რაც შეეხება პოლიციელთა მხრიდან იარაღის გამოუყენებლობას, მოწმე პოლიციელებმა განმარტეს, რომ ვინაიდან მანქანაში სანახევროდ შესული მათი თანამშრომელი იმყოფებოდა, მისივე უსაფრთხოების მიზნით, მათ არ გამოიყენეს იარაღი.

 

დაცვის მხარის განმარტება იმის შესახებ, რომ ა----–-------–---მა სასამართლოში ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა, არ შეესაბამება სიმართლეს. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმის გაცნობისას დადგინდა, რომ ა----–-------–---მა არათუ შეცვალა ჩვენება, არამედ კითხვა-პასუხის რეჟიმში დაკითხვისას დააზუსტა მისი ჩვენების დეტალები, რაც ნამდვილად არ ნიშნავს ჩვენების შეცვლას. ამდენად, დაცვის მხარე ცდილობს, თავისებური ინტერპრეტაცია მისცეს სასამართლო სხდომაზე დამაზუსტებელ შეკითხვებზე მოწმის მიერ დაფისირებულ პასუხებს და შესაბამისად, აღნიშნული პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

 

პალატა, დაცვის მხარის პოზიციას, რომ დაზარალებულ დ-------------–-ას არ სჭირს ამნეზია და ჩვენების მიცემისას მან იცრუა, როდესაც მიუთითა, რომ მას იმ დღეს განვითარებული მოვლენები არ ახსოვს, ასევე ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობის გამო, ვინაიდან, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და დ-------------–-ას სამედიცინო ისტორიით დადგენილია, რომ დაზარალებულ დ-------------–-ას - „დაუდგინდა ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა... სიმპტომური (პოსტტრამვული) ეპილეფსია, ორგანული ამნეზიური სინდრომი (კორსაკოვის არაალკოჰოლური ფსიქოზი). შესაბამისად, პალატის მიერ მიერ დაცვის მხარის მხოლოდ ჰიპოთეტური მსჯელობა, რომ დაზარალებულს არ აქვს მახსოვრობასთან დაკავშირებული პრობლემები, არ გამომდინარებს საქმის მასალებიდან.

 

რაც შეეხება, დაცვის მხარის აპელირებას, იმის შესახებ, რომ არც მანქანიდან და რაც შემთხვევის ადგილიდან არ არის ამოღებული ბოთლის ნამსხვრევები, რაც თავის მხრივ გამორიცხავს ვო------------------ის მიერ დაზარალებულისთვის ბოთლის ჩარტყმას, პალატის მიერ ასევე ვერ იქნება გაზირებული. უპირველეს ყოვლისა პალატა ყურადღებას გაამხვილებს იმ ფაქტზე, რომ მოწმეთა ჩვენებებით და სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით არ დადგენილა დ-------------–-ასთვის თავში ბოთლის ჩარტყმის შემდეგ აღნიშნული ბოთლის გატყდომის ფაქტი. ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ დანაშული ჩადენილია 2017 წლის 22 აპრილს, რის შემდეგ ვო------------------ი და ჯ--–-------–---------ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო „OPEL VECTRA”-ს მარკის ა/მანქანა, სახელმწიფო ნომრით L------, ნანახი, გაჩხრეკილი და ამოღებული იქნა 2017 წლის 24 აპრილს. ორი დღე კი სრულიად საკმარისი იყო მანქანაში არსებული ბოთლის გადასაგდებად, ან თუნდაც ნამსხვრევებისგან გასასუფთავებლად.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მოწმეებმა სასამართლოს მისცეს გულწრფელი და რეალობის ამსახველი, ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფი, სარწმუნო ჩვენებები, რაშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ხოლო მსჯავრდებულთა მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემული ჩვენებები არ დასტურდება საქმის მასალებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ჩვენებები ემსახურება მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზანს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად მიჩნევისათვის აუცილებელია შემდეგი:

1. წინააღმდეგობა განხორციელდეს პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ;

2. წინააღმდეგობა განპირობებული იყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულებით;

3. წინააღმდეგობა ჩადენილი იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

 

პალატის მიერ მითითებული მოწმეთა ჩვენებით უტყუარად დგინდება, რომ დ-------------–-ა ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას - იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, ხოლო ჯ--–-------–---------მა და ვო------------------მა, მას შემდეგ რაც დაზარალებულმა მათ წარუდგინა სამსახურეობრივი მოწმობა, იცოდნენ, რომ ის იყო პოლიციის მუშაკი და მისი მხრიდან განხორციელებული მოწოდება - გაეღოთ ავტომანქანის კარი, წარმოადგენდა პოლიციის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას, ისინი არ დაემორჩილნენ მის ამ მოწოდებას, არ გაუღეს კარი, რის შემდეგ პოლიციელმა რამდენიმე ცდის შედეგად გააღო კარი, რა დროსაც ჯ--–-------–---------მა დაქოქა მანქანა, რის გამოც პოლიციელი დ----- ხ------–--ა შეეცადა თვითონ გამოერთო მანქანა და სანახევროდ შევიდა მანქანის სალონში, რა დროსაც დაიწყეს მასზე ძალადობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, კერძოდ, ჯ--–-------–---------მა და ვ---- პ-----------მა მას დაუჭირეს ხელი და დაუწყეს დარტყმა ხელებზე და თავზე, ამავდროულად ჯ--–-------–---------მა დაძრა მანქანა და ისე, რომ დ-------------–-ა სანახევროდ მანქანის სალონში იყო შესული, ათრიეს დაახლოებით 500 მეტრი, ამ დროს ბოთლი ჩაარტყეს თავში და გადმოაგდეს მანქანიდან.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ჯ--–-------–---------ი და ვო------------------ი აცნობიერებდნენ, რომ წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელს, წინააღმდეგობის გაწევის მიზანი იყო პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტა და ეს წინააღმდეგობა განახორცილეს ძალადობის გზით.

 

რაც შეხება, საქართელოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-5 ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტებით ჯ--–-------–---------ის და ვო------------------ის მსჯავრდებას, პალატა განმარტავს, რომ სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებად ითვლება ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება, რომელიც ზიანის მიყენების მომენტისთვის საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ხოლო დაზიანების სიმძიმის განსაზღვრისთვის საჭიროა სპეციალური სამედიცინო ცოდნა და ამიტომ დაზიანების სიმძიმეს სასამართლო ვერ განსაზღვრავს. სისხლის სამართლის საქმეში კი წარმოდგენილია სასამართლო სამედიცინო ექპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, „დ-------------–-ას ყველა სხვა დაზიანება განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრამვის მიღების თარიღს“. აღნიშნული დაზიანებები, კი როგორც დადგენილია, მას მიადგა როგორც ჯ--–-------–---------ისა და ვო------------------ის მიერ ხელების თავში დარტყმით, ასევე ბოთლის ჩარტყმით და მანქანიდან გადმოგდების შედეგად.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა, დამაჯერებელ, საკმარის და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჯ--–-------–---------მა და ვო------------------მა ჩაიდინეს პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად - დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტი და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების ჯ--–-------–---------ის და ვო------------------ის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------ ჩ------ის სააპელაციო საჩივარები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ჯ--–-------–---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო ვო------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა. პალატა, ასევე ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას ვო------------------ისა და ჯ--–---- ა-–-----------თვის დანიშნულ სასჯელებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელები და საბოლოო სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულების პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს და აღნიშნული სასჯელი გახდება მათთვის დამაფიქრებელი, რაც ხელს შეუწყობს მომავალში მათ საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციას და რესოციალიზაციას, ასევე უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას და ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულებას.

 

ამასთან, ვინაიდან ვო------------------ი ნასამართლევია და დანაშულის ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 283-ე მუხლით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულების ჯ--–---- ა-–----------- და ვო------------------ის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------ ჩ------ის სააპელაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის №--------- განაჩენი ჯ--–---- ა-–----------- და ვო------------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

3. ჯ--–-------–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

4. ჯ--–-------–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ--–-------–---------ს ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

6. ჯ--–-------–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 12 მაისიდან.

 

7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ჯ--–-------–---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

8. ვო------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

9. ვო------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ვო------------------ს ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განაჩენით ვო------------------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 03 (სამი) წლის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, კერძოდ - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვო------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ხანგრძლივობით.

 

12. სასჯელაღსულების დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე, მსჯავრდებულ ვო------------------ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.

13. ვო------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 24 აპრილიდან.

 

14. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ვო------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

15. საქმეზე მტკიცებულებად ცნობილი: ზ---------–----–---–თან და ა----–-------–---თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების ამსახველი ფოტომასალა - 2 ცალ კომპაქტ დისკზე, ა/მანქანის ჩხრეკის ამსახველი ფოტომასალა 1 ცალ კომპაქტ დისკზე, ა/მანქანის ჩხრეკის დროს კვლებზე გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ CD დისკზე, დ-------------–-ას თავის ტვინის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევის ელექტრონული ვერსია 1 ცალ CD დისკზე, ა/მანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ხელის კვლებზე თანდართული 1 ცალი CD დისკი, 4 ცალი ფირი, 2 ცალი რენტგენოგრამა და კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევის ამსახველი CD დისკი დ-------------–-ას მიმართ, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

16. საქმეზე მტკიცებულებად ცნობილი: საგამოძიებო ექსპერიმენტების შედეგად ამოღებული 1 ცალი ცხვირსახოცი, რკინის მონეტები, ბეჭედი სისხლისმაგვარი ლაქებით, ავტომანქანა ,,ოპელ ვექტრას“ სახ. ნომრით L------ (საიდენტიფიკაციო ნომრით W----------------), დ-------------–-ას ტანსაცმელი, დ-------------–-ას სამსახურეობრივი ცეცხლსასროლი იარაღი, 1 ცალი მჭიდი მასში მოთავსებული 16 ცალი ვაზნით და დ-------------–-ას სახელზე გაცემული სამსახურეობრივი მოწმობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს თავიანთ კანონიერ მფლობელებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

17. საქმეზე მტკიცებულებად ცნობილი: საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები და მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, დ-------------–-ას ნერწყვის ნიმუში, ა----–-------–---ის ხელის კვალის ნიმუშის დაქტილობარათი, ა/მანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 8 ცალი მიკრონაწილაკის ნიმუში, ა/მანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ხელის კვლები 19 დაქტილოფირზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განდგურდეს.

 

18. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

19. განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე რევაზ ნადარაია