განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2018
საქმის ნომერი
330100117002032943
ინსტანცია
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100117002032943

საქმე №1ბ/266-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 მაისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივნიები ლელა ბახტაძე და ეკატერინე უკლება

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გ---------------–--ე.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: დ---------–---–-----ი, დაბადების თარიღი: 1----–-–----------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 4----------, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: ყ---------------------------------–------. ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------------------.

 

ადვოკატი - ი------------–--ე.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2017 წლის 23 მაისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები (2017 წლის 20 მაისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლი (2017 წლის 20 მაისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლი (2017 წლის 23 მაისის ეპიზოდი).

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ---------------–--ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა დ---------–---–-----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში, ამასთან, ითხოვა დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემეობათა გამო: ნასამართლევმა დ---------–---–-----მა, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, არაერთხელ მიაყენა მის არასრულწლოვან შვილს - მ----------–---–-----ს და მეუღლეს ლ----------–--ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და განახორციელა მათი დამცირება. ხსენებული წარმოადგენს განგრძობად დანაშუალს და დაიწყო მას შემდეგ, რაც დ---------–---–-----ი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, შესაბამისად ამ პერიოდისთვს იგი იყო ნასამართლევი მისი მეუღლის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობისთვის, ხოლო სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდეგ კვლავ განაგრძო იგივე ქმედებები, შესაბამისად სახეზეა არაერთგზისობა. აპელანტს ასევე მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელი დანიშნული უნდა იქნეს დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით.

 

დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ---------------–--ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, დ---------–---–-----ს ბრალი ედება შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის განაჩენით, დ---------–---–-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მისი მეუღლის - ლ----------–--ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. დ---------–---–-----მა სასჯელის მოხდა დაასრულა 2010 წლის 19 აგვისტოს.

 

2017 წლის 23 მაისს, თბილისში, ს-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დ---------–---–-----მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის 16 წლის შვილს მ----------–---–-----ს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის და სახის არეში. აღნიშნულმა ქმედებებმა მ----------–---–-----ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. გარდა აღნიშნულისა, დ---------–---–-----მა უკანასკნელი წლების განმავლობაში, სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდეგ, არაერთხელ მიაყენა მის არასრულწლოვან შვილს - მ----------–---–-----ს სიტყვიერი შეურაცხყოფა და განახორციელა მისი დამცირება, კერძოდ აგინებდა და ლანძღავდა მას. მათ შორის ანალოგიური ქმედებები დ---------–---–-----მა მ----------–---–-----ის მიმართ განახორციელა ასევე 2017 წლის 20 მაისს ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში და 2017 წლის 23 მაისს, ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულმა ქმედებებმა მ----------–---–-----ის ტანჯვა გამოიწვია.

 

2017 წლის 23 მაისს, თბილისში, ს-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დ---------–---–-----ი მოკვლით, თავის მოჭრით დაემუქრა მის შვილს - მ----------–---–-----ს და მეუღლეს - ლ----------–--ეს, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2017 წლის 20 მაისს, თბილისში, ს-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დ---------–---–-----მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს - ლ----------–--ეს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავსა და სახის არეში. აღნიშნულმა ქმედებებმა ლ----------–--ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამის შემდეგ, დ---------–---–-----მა ლ----------–--ე გაიყვანა აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც აიღო ნაჯახი, რომლის გამოყენებითაც დაემუქრა მას თავის მოჭრით, რა დროსაც ლ----------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ამავდროულად დ---------–---–-----ი კვლავ აყენებდა მას ფიზიკურ შეურაცხყოფას. დ---------–---–-----ის 16 წლის შვილმა, მ----------–---–-----მა, რომელმაც დაინახა მამის მიერ დედის მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი და თ--------–------ემ, სცადეს ლ----------–--ის დახმარება და მისი დახსნა დ---------–---–-----ისაგან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მ----------–---–-----საც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ რამდენჯერმე დაარტყა ხელზე. აღნიშნულმა ქმედებამ მ----------–---–-----ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

გარდა აღნიშნულისა დ---------–---–-----მა უკანასკნელი წლების განმავლობაში, სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდეგ არაერთხელ მიაყენა მეუღლეს - ლ----------–--ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და განახორციელა მისი დამცირება, კერძოდ აგინებდა და ლანძღავდა მას. მათ შორის ანალოგიური ქმედებები დ---------–---–-----მა ლ----------–--ის მიმართ განახორციელა ასევე 2017 წლის 20 მაისს ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლსა და მის ეზოში. ამ ქმედებებმა გამოიწვია ლ----------–--ის ტანჯვა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენით დ---------–---–-----ს ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (ორივე ეპიზოდთან მიმართებით). დ---------–---–-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 111,151-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

 

სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ დ---------–---–-----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე, ჩაიდინა მისი ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმათ ვისაც დაემუქრა, გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 23 მაისს, თბილისში, ს-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დ---------–---–-----მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის 16 წლის შვილს მ----------–---–-----ს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის და სახის არეში. აღნიშნულმა ქმედებებმა მ----------–---–-----ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. გარდა აღნიშნულისა, დ---------–---–-----მა უკანასკნელი წლების განმავლობაში, არაერთხელ მიაყენა მის არასრულწლოვან შვილს - მ----------–---–-----ს სიტყვიერი შეურაცხყოფა და განახორციელა მისი დამცირება, კერძოდ აგინებდა და ლანძღავდა მას. მათ შორის ანალოგიური ქმედებები დ---------–---–-----მა მ----------–---–-----ის მიმართ განახორციელა ასევე 2017 წლის 20 მაისს ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში და 2017 წლის 23 მაისს ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულმა ქმედებებმა მ----------–---–-----ის ტანჯვა გამოიწვია.

 

2017 წლის 23 მაისს, თბილისში, ს-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დ---------–---–-----ი მოკვლით, თავის მოჭრით დაემუქრა მის შვილს - მ----------–---–-----ს და მეუღლეს - ლ----------–--ეს, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2017 წლის 20 მაისს, თბილისში, ს-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დ---------–---–-----მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს - ლ----------–--ეს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავსა და სახის არეში. აღნიშნულმა ქმედებებმა ლ----------–--ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამის შემდეგ, დ---------–---–-----მა ლ----------–--ე გაიყვანა აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც აიღო ნაჯახი, რომლის გამოყენებითაც დაემუქრა მას თავის მოჭრით, რა დროსაც ლ----------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ამავდროულად დ---------–---–-----ი კვლავ აყენებდა მას ფიზიკურ შეურაცხყოფას. დ---------–---–-----ის 16 წლის შვილმა, მ----------–---–-----მა, რომელმაც დაინახა მამის მიერ დედის მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი და თ--------–------ემ, სცადეს ლ----------–--ის დახმარება და მისი დახსნა დ---------–---–-----ისაგან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მ----------–---–-----საც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ რამდენჯერმე დაარტყა ხელზე. აღნიშნულმა ქმედებამ მ----------–---–-----ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

გარდა აღნიშნულისა დ---------–---–-----მა უკანასკნელი წლების განმავლობაში, არაერთხელ მიაყენა მეუღლეს - ლ----------–--ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და განახორციელა მისი დამცირება, კერძოდ აგინებდა და ლანძღავდა მას. მათ შორის ანალოგიური ქმედებები დ---------–---–-----მა ლ----------–--ის მიმართ განახორციელა ასევე 2017 წლის 20 მაისს ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლსა და მის ეზოში. ამ ქმედებებმა გამოიწვია ლ----------–--ის ტანჯვა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დ---------–---–-----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას მ----------–---–-----ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ამასთან, მან არ დაადასტურა ის გარემოება, რომ იგი სისტემატურად ახორციელებდა ოჯახის წევრების მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულ ლ----------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ დ---------–---–-----ი არის მისი მეუღლე. 2017 წლის 20 მაისს, იმყოფებოდა თბილისში, ს-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე - დ---------–---–-----ი, რომელმაც მთელი ძალით მოქაჩა თმა. მან სიტუაციისთვის თავის არიდების მიზნით დააპირა სახლიდან გარეთ გასვლა. ოთახიდან გასვლისას მან ჰკითხა მეუღლეს თუ რატომ ქაჩავდა თმას, რა დროსაც მას დ---------–---–-----მა წიხლი ჩაარტყა ბეჭებში. აღნიშნულის გამო იგი გაიქცა, მას დაედევნა დ---------–---–-----ი, რომელიც დაეწია და სახისა და თავის არეში ურტყა ხელები და ფეხები, რა დროსაც მას სახსრიდან ამოუვარდა თითი. ამის შემედეგ, დ---------–---–-----მა აიღო ნაჯახი, კვლავ დაედევნა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულის განმარტებით მას დაეხმარა მეზობელი თ--------–------ე, რომელმაც დ---------–---–-----ს გამოსტაცა ნაჯახი და შეძლო მისი შეჩერება, თუმცა გაშველებისას მის შვილს - მ----------–---–-----ს და მეზობელს მოხვდათ დ---------–---–-----ის მიერ მოქნეული ხელი. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ დ---------–---–-----ის ძალადობრივი ქმედებების მიუხედავად, მას სასწრაფო დახმარება არ გამოუძახია, რადგან იცოდა, რომ სასწრაფოსთან ერთად მივიდოდა საპატრულო პოლიცია და არ სურდა მეუღლე დაეკავებინათ. ამის შემდეგ, 2017 წლის 23 მაისს დ---------–---–-----ი კვლავ ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა სახლში და მ----------–---–-----ს უსაყვედურა, რატომ არ აკეთებდა არაფერს. მას მ------მა უპასუხა, რომ ყველაფერი ჰქონდა გაკეთებული, რაც მსჯავრდებულმა ჩათვალა შეპასუხებად და მ----------–---–-----ს სახის არეში დაუწყო ცემა. დაზარალებულმა განმარტა, რომ ამ ფაქტის გამო მან გამოიძახა საპატრულო პოლიცია. დ---------–---–-----ი მათ მიმართ მუქარას ახორციელებდა ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მისვლის შემდგომაც და ემუქრებოდა, რომ გათავისუფლების შემდეგ მოუსპობდა მათ სიცოცხლეს და მოაჭრიდა თავებს, რაც მის მიერ აღქმული იქნა რეალურად, ვინაიდან დ---------–---–-----ი იყო ყველაფერზე წამსვლელი. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც დ---------–---–-----ი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მისი გამოსწორების იმედით, აგრძელებდნენ ერთად ცხოვრებას, თუმცა დ---------–---–-----ი მათ ხშირად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც მასში ტკივილს და ტანჯვას იწვევდა.

 

დაზარალებულ მ----------–---–-----ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 23 მაისს იმყოფებოდა სახლში. მასთან ერთად იყო მეზობელი თ--------–------ე, რა დროსაც სახლში დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამა - დ---------–---–-----ი, რომელმაც უსაყვედურა რატომ იჯდა უსაქმოდ და არ აკეთებდა არაფერს. მან უპასუხა, რომ ყველაფერი გაკეთებული ჰქონდა. ამის გამო დ---------–---–-----მა მას ჯერ გაშლილი ხელი და შემდეგ კი, მუშტი დაარტყა სახის არეში. ამასთან, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, სახლიდან გაგდებით და თავის გადაპარსვით. დაზარალებულმა განმარტა, რომ დ---------–---–-----ის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების დროს განიცადა ტკივილი. მას შემდეგ, რაც მათთან მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დააკავეს დ---------–---–-----ი, ეს უკანასკნელი კვლავ აგრძელებდა მუქარას და ამბობდა, რომ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მოკლავდა და არ აცოცხლებდა მას და დედამისს. დაზარალებულის განმარტებით, მან სიცოცხლის მოსპობის მუქარა აღიქვა რეალურად, ვინაიდან რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ 2017 წლის 20 მაისს შეესწრო ფაქტს, როდესაც დ---------–---–-----ს ძირს ჰყავდა დაგდებული დედამისი - ლ----------–--ე, რომელსაც აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამასთან, ნაჯახით ხელში ემუქრებოდა თავის მოჭრით და სიცოცხლის მოსპობით. იგი მეზობელთან ერთად შეეცადა მათ გაშველებას, რა დროსაც მას და თ--------–------ეს მოხვდათ დ---------–---–-----ის მიერ მოქნეული ხელი. დ---------–---–-----ის მხრიდან ძალადობის განხორციელებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი. ამ უკანასკნელს წარსულშიც არაერთხელ მიუყენებია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, როგორც მისთვის, ასევე ლ----------–--ისთვის, რაც იწვევდა ტკივილს და ტანჯვას.

 

მოწმე თ--------–------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 20 მაისს მასთან სტუმრად იყვნენ მ------ და თ------ ფ-–---–-----ები, რა დროსაც გაიგეს ლ----------–--ის ხმა, რომელიც ითხოვდა შველას. იგი მ----------–---–-----თან ერთად გაიქცა ლ----------–--ის დასახმარებლად და დაინახა, რომ დ---------–---–-----ი ლ----------–--ეს აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ცემდა და წიხლებს ურტყამდა მუცელში. ამასთან, მას ხელში ეკავა ნაჯახი და ლ----------–--ეს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მოწმემ განმარტა, რომ 2017 წლის 23 მაისს, იგი იმყოფებოდა ლ----------–--ესთან სახლში, რა დროსაც სახლში დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დ---------–---–-----ი, რომელმაც მ----------–---–-----ს მისცა შენიშვნა, თუ რატომ იჯდა უსაქმოდ და არ აკეთებდა არაფერს. აღნიშნულზე მ------მა უპასუხა, რომ მას უკვე დალაგებული ჰქონდა სახლი. მ------ის ნათქვამმა გააღიზიანა დ---------–---–-----ი, რომელმაც ჯერ სახეში დაარტყა მუშტი მ------ს, შემდეგ, კი განაგრძობდა ხელის დარტყმას.

 

მოწმე გ--–------–--ას ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. 2017 წლის 23 მაისს, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილესთან ერთად გამოცხადდა შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე. მათ ეზოში შეხვდათ ქალბატონი, რომელმაც უთრა, რომ სახლში იმყოფებოდა მისი მეუღლე, რომელიც სცემდა შვილს. მან ოთახში შესვლისას დაინახა დ---------–---–-----ი, რომელიც იქნევდა ხელებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა შვილს - მ----------–---–-----ს. მოწმის განმარტებით, მათ ადგილზე დააკავეს დ---------–---–-----ი, რომელიც განაგრძობდა ცოლ-შვილის მიმართ მუქარის განხორციელებას და იძახდა, რომ გათავისუფლებისთანავე თავებს მოაჭრიდა მათ. მ----------–---–-----ი, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები, აცხადებდა, რომ მამამ - დ---------–---–-----მა მიაყენა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. იქვე იმყოფებოდა მეზობელი ქალბატონიც. მოწმის განმარტებით, დაკავებული დ---------–---–-----ი აღიარებდა ცოლ-შვილის ცემის ფაქტს და აცხადებდა, რომ მისი შვილი იყო და როცა უნდოდა, მაშინ სცემდა.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ი-----–---------მ.

 

მოწმე დ---------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 23 მაისს ოჯახური ძალადობის ფაქტზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და გამოცხადდა თ---–---------------------------ში, სადაც დახვდნენ ლ----------–--ე შვილთან - მ----------–---–-----თან ერთად. მათთან ერთად იმყოფებოდა მეზობელი - თ--------–------ე. ხსენებულმა პირებმა მას განუმარტეს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დ---------–---–-----ი შვილზე ახორციელებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ადგილი ჰქონდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს. ასევე უთხრეს, რომ რამდენიმე დღის წინ დ---------–---–-----ის მხრიდან ძალადობის და მუქარის ფაქტს ადგილი ჰქონდა ლ----------–--ის მიმართ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მ----------–---–-----ს ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანებები.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 ივნისის ექსპერტის N0-------- დასკვნით ირკვევა, რომ მ----------–---–-----ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარჯვენა წინამხრის, მარცხენა მხრის, ორივე ბარძაყის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებანი სისხლნაჟღენთების სახით. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ისინი განვითარებულია სასამართლო სამედიცინო შემოწმებამდე დაახლოებით 4 დღით ადრე.

 

ექსპერტმა ქ---------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა რომ, ადამიანის ხელი და ფეხი წარმოადგენს ნატურალურ მკვრივ-ბლაგვ საგანს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 25 ივლისის ექსპერტის N0-------- დასკვნით ირკვევა, რომ

მოქ. ლ----------–--ეს პირადი შემოწმებისას (2017 წლის 24 მაისს), სხეულზე აღენიშნებოდა სახის - (ორივე თვალბუდის, ყვრიმალის, ცხვირის, მარცხენა წარბის და ქვედა ყბის) არეში, მარჯვენა წინამხრის, მარცხენა მხრის სახსრის, მარცხენა მტევნის მე-4 თითის ძირითადი ფალანგის, გულმკერდის წინა, მარცხენა ბარძაყის და მარცხენა წვივის მიდამოებში სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ დროს.

 

ექსპერტმა გ----------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის შინაარსი და დამატებით განმარტა, რომ ადამიანის ხელი და ფეხი არის მკვრივი-ბლაგვი საგანი.

 

ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 23 მაისს 11:45 საათზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დ---------–---–-----ი.

 

ალკოტესტით შემოწმების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 23 მაისს შემოწმებისას დ---------–---–-----ს დაუდგინდა სიმთვრალე 1.821%-ის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ნოემბრის N--------- განაჩენით, დ---------–---–-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს უფროსის მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ დ---------–---–-----ი 2009 წლის 20 აგვისტოდან იხდიდა სასჯელს და 2010 წლის 19 აგვისტოს, გათავისუფლდა კალენდარულად.

 

დაბადების აქტის ჩანაწერით ირკვევა, რომ მ----------–---–-----ი დაბადებულია 2----–-–---------------ს, დედის გრაფაში მითითებულია - ლ----------–--ე, ხოლო მამის გრაფაში დ---------–---–-----ი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ემუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში დ---------–---–-----ის მხრიდან მ----------–---–-----ზე და ლ----------–--ეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი დასტურდება, როგორც დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, ისე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით. კერძოდ, დაზარალებულმა მ----------–---–-----მა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაადასტურა და დეტალურად აღწერა მამის - დ---------–---–-----ის მხრიდან მასზე სახის და თავის არეში გაშლილი ხელის და მუშტის ჩარტყმის ფაქტი, რა დროსაც განიცადა ტკივილი. დაზარალებულის განმარტებით, 2017 წლის 23 მაისს, დ---------–---–-----მა სრულიად უმიზეზოდ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც აღიქვა რეალურ მუქარად. მამის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას და დამცირებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა მის ტანჯვას. დაზარალებულის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის 2017 წლის 20 მაისს, დ---------–---–-----ის მიერ ლ----------–--ეზე განხორციელებული ძალადობის თვითმხილველი, რა დროსაც მამამისს ძირს ჰყავდა დაგდებული ლ----------–--ე, რომელსაც აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ნაჯახის გამოყენებით ემუქრებოდა თავის მოჭრით და სიცოცხლის მოსპობით. არასრულწლოვანი ოჯახის წევრის თანდასწრებით დ---------–---–-----ის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი დაადასტურა დაზარალებულმა ლ----------–--ემ, რომელმაც ასევე დეტალურად აღწერა 2017 წლის 20 მაისს მასზე გახორციელებული ძალადობის ფაქტი, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ---------–---–-----მა ჯერ ძლიერ მოქაჩა თმები, ხოლო შემდეგ წიხლი ჩაარტყა და უკან დაედევნა გაქცეულს, დაეწია, დააგდო ძირს და სახის და თავის არეში ურტყამდა ხელებს, რა დროსაც მას სახსრიდან ამოუვარდა თითი. ამის შემდეგ კი, დ---------–---–-----მა აიღო ნაჯახი და ემუქრებოდა მას თავის მოჭრით და სიცოცხლის მოსპობით, რისი შემსწრეებიც იყვნენ მის დასახმარებლად მისული მეზობელი თ--------–------ე და არასრულწლოვანი შვილი მ----------–---–-----ი. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, 2017 წლის 23 მაისს დ---------–---–-----ის მხრიდან მისი არასრულწლოვანი შვილის - მ----------–---–-----ის მიმართ განხორციელებული მუქარის და ძალადობის ფაქტი, რა დროსაც ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ---------–---–-----მა თავის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ----------–---–-----ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულის განმარტებით, დ---------–---–-----ის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას და დამცირებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა მის ტანჯვას და ფიზიკურ ტკივილს. დაზარალებულთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია მოწმის სახით დაკითხულ თ--------–------ის ჩვენებასთან, რომელიც იყო 2017 წლის 20 და 23 მაისს დ---------–---–-----ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ფაქტის უშუალო თვითმხილველი, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ---------–---–-----მა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლ----------–--ეს, კერძოდ ცემა ეს უკანასკნელი და ტანის და თავის არეში ურტყამდა წიხლებს, ამასთან, ნაჯახით ხელში ემუქრებოდა ლ----------–--ეს სიცოცხლის მოსპობით. იგი ასევე შეესწრო დ---------–---–-----ის მხრიდან მ----------–---–-----ისთვის სახეში მუშტის და გაშლილი ხელის დარტყმას და სიცოცხლის მოსპობის მუქარას. მოწმეების დ---------------ის, გ--–------–--ას და ი-----–---------ს ჩვენებებით კი, დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 მაისს ს-----------------------ში მისვლისას ადგილზე დახვდათ ბრალდებული დ---------–---–-----ი, რომელიც მისი არასრულწლოვანი შვილის - მ----------–---–-----ის მისამართით იქნევდა ხელებს, აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და თავის მოჭრით. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დგინდება, რომ ლ----------–--ის და მ----------–---–-----ის სხეულზე არსებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტის დასკვნით დეტალურად არის აღწერილი დაზარალებულ ლ----------–--ეზე და მ----------–---–-----ზე მიყენებული დაზიანებები, აღწერილია მათი სიმძიმე და რაოდენობა. ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ მ----------–---–-----ს სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას მარჯვენა წინამხრის, მარცხენა მხრის, ორივე ბარძაყის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებანი-სისხლნაჟღენთების სახით. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხოლო ლ----------–--ეს პირადი შემოწმებისას - 2017 წლის 24 მაისს, სხეულზე აღენიშნებოდა სახის - (ორივე თვალბუდის, ყვრიმალის, ცხვირის, მარცხენა წარბის და ქვედა ყბის) არეში, მარჯვენა წინამხრის, მარცხენა მხრის სახსრის, მარცხენა მტევნის მე-4 თითის ძირითადი ფალანგის, გულმკერდის წინა, მარცხენა ბარძაყის და მარცხენა წვივის მიდამოებში სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, რომლის სისწორეც დაადასტურეს სასმართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა გ----------------ემ და ქ---------------–---–მა. რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რამდენად რეალურად აღიქვეს მუქარა დაზარალებულებმა ლ----------–--ემ და მ----------–---–-----მა და ნამდვილად გაუჩნდათ თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, პალატა აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია პიროვნება, დამოკიდებულება მუქარის ობიექტის მიმართ, მუქარის გამოხატვის ხერხი და სხვა გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით, სახეზეა გარემოება, რომ ბრალდებული დ---------–---–-----ი გამოირჩეოდა აგრესიული დამოკიდებულებით დაზარალებულთა მიმართ, ემუქრებოდა მათ ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, უშუალოდ მუქარის განხორციელების დროს შეიარაღებული იყო ნაჯახით და აღნიშნულის გათვალისწინებით, საფუძვლიანია დაზარალებულთა შიში, მუქარის რეალურად განხორციელებასთან დაკავშირებით.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

 

დ---------–---–-----ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც მოიხადა კალენდარულად და გათავისუფლდა 2010 წლის 19 აგვისტოს. სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება - სასჯელის მოხდიდან სამი წლის გასვლის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში 2009 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დადგენილი ნასამართლობა დ---------–---–-----ს გაუქარწყლდა 2013 წლის 19 აგვისტოს. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით არ ირკვევა, კონკრეტულად როდის დაიწყო დ---------–---–-----მა სისტემატურად მისი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის და შეურაცხყოფის განხორციელება. აღნიშნული არ იქნა დადგენილი არც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. ამასთან აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 20 და 23 მაისის პერიოდისთვის დ---------–---–-----ის ნასამართლობა გაქარწყლებული იყო, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს მისი ქმედების, არაერთგზის დანაშაულად დაკვალიფიცირების და სასჯელის რეციდივის გათვალისწინებით დანიშვნის საფუძვლები. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდებულ დ---------–---–-----ს უნდა ამოერიცხოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ორივე ეპიზოდთან მიმართებით, როგორც ზედმეტად წარდგენილი და იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 23 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 20 მაისის ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლით (2017 წლის 20 და 23 მაისის ეპიზოდები), გათვალისწინებული კვალიფიკაციით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, დ---------–---–-----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

დ---------–---–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

დ---------–---–-----ის მიმართ მუქარის ბრალდებებთან მიმართებით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგეს ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთ წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. პალატა თვლის, რომ დ---------–---–-----ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი შეცვლა პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ---------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ---------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

დ---------–---–-----ს ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 20 მაისის და 2017 წლის 23 მაისის ეპიზოდები) წარდგენილი ბრალდება.

 

დ---------–---–-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 23 მაისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 20 მაისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით (2017 წლის 20 მაისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით (2017 წლის 23 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 23 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით (2017 წლის 23 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 20 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით (2017 წლის 20 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 20 მაისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 23 მაისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით (2017 წლის 20 მაისის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით (2017 წლის 23 მაისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ---------–---–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ დ---------–---–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 23 მაისიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე