განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/468-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მურმან ისაევი
ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორ - ზ-----------ძის,მსჯავრდებულ - ო-----------–----ევის
ადვოკატების - ფ---------------–--ლის და ზ------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ო-----------–----ევის და მისი ადვოკატის ფ---------------–--ლის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ო-----------–----ევის მიმართ - დაბადებული 1--- წლის 2--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-----------------------------------------------------, მცხოვრები: ქ------–--------------–-----------------------–--–------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენით:
ო-----------–----ევი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
ო-----------–----ევი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით (2017 წლის 7 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ო-----------–----ევი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით (2017 წლის 13 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ო-----------–----ევი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ო-----------–----ევს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ო-----------–----ევს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 10 მაისიდან.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთეტი) წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 20 (ოცი) წლის ვადით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ო-----------–----ევმა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (2 ეპიზოდი); დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ო-----------–----ევმა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0.02952 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომელიც 2017 წლის 7 აპრილს 460 ლარის სანაცვლოდ, ქ------–--–-----------------------–--–-------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ გაასაღა მ------------–--ლზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფ-------–-------–--------------- გზატკეცილზე მდებარე რესტორან ,,----------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მისივე ნებაყოფლობითი თანხმობის საფუძველზე მ------------–--ლისგან იქნა ამოღებული.
ო-----------–----ევმა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0.02397 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომელიც 2017 წლის 13 აპრილს 310 ლარის სანაცვლოდ, ქ------–--–-----------------------–--–-------ს მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ უკანონოდ გაასაღა მ------------–--ლზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფ-------–-------–--------------- გზატკეცილზე მდებარე რესტორან ,,----------“ მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე ნებაყოფლობითი თანხმობის საფუძველზე მ------------–--ლისაგან იქნა ამოღებული.
ო-----------–----ევმა უკანონოდ შეიძინა 0.676086 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, საიდანაც ნაწილს - 0,2628 გრამს უკანონოდ ინახავდა პირადად, ხოლო მეორე ნაწილს - 0.413286 გრამს, ასევე უკანონოდ ინახავდა ქ------–--–-----------------------–--–-------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 2017 წლის 10 მაისს ო-----------–----ევის პირადი და ზემოაღნიშნული სახლის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2016 წლის 26 ივლისის დადგენილებით ო-----------–----ევი ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. 2017 წლის 10 მაისს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, იგი გადაყვანილი იქნა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რა დროსაც მას დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ო-----------–----ევმა და მისმა ადვოკატმა ფ---------------–--ლმა. დაცვის მხარე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულ ო-----------–----ევის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
აპელანტის მითითებით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ო-----------–----ევის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღებისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტები. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ გამოძიება ჩატარებული იქნა არაობიექტირად, მიკერძოებულად და არასრულყოფილად. პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს ბრადლებულისათვის ნარკოტიკული ნივთიერებების ჩადება როგორც მისი დაკავების მომენტში, ასევე საცხოვრებელ სახლში ბინის ჩხრეკისას. ბრალდების მხარის მოწმეთა განმარტებები, რომ თითქოს მ------------–--ლი ო-----------–----ევისაგან ახდენდა ნარკოტიკული ნივთიერების შეძენას, არის სრული სიცრუე. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------------–--ლმა დაადასტურა, თუ როგორ დაურეკა და სთხოვა ო-----------–----ევს გაყოლოდა მას ზემო ფონიჭალაში; დაადასტურა, რომ მან გაუარა და ჩაისვა მანქანაში მსჯავრდებული და ეს ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული პოლიციის თანამშრომლებთან; მ------------–--ლი თანამშრომლობდა პოლიციასთან და ის პოლიციის მიერ იყო მიგზავნილი ო-----------–----ევთან. დაცვის მხარის განმარტებით, აღნიშნული გარემოებები სრულიად აქარწყლებს სხვა მოწმეების - პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების, რაც ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ გამომძიებელმა და პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლოს მოახსენეს ცრუ ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტები მიიჩნევენ, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ო-----------–----ევის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რის გამოც აღნიშნული ბრალდებების ნაწილში ო-----------–----ევის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამართლებელი განაჩენი; ხოლო სსკ-ის 237-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნაწილში მას უნდა განესაზღვროს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.
პროკურორმა ზ-----------ძემ მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-----–---–--–-–--ლმა განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება მ------------–--ლის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, მას 150 ლარის სანაცვლოდ ო-----------–----ევმა შესთავაზა ნარკოტიკული საშუალების შეძენა. 2017 წლის 7 აპრილს მ------------–--ლს გადასცა ფულადი თანხა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით და იმავე დღეს მ------------–--ლმა ო-----------–----ევისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. მან (ა-----–---–--–-–--ლმა) კანონით დადგენილი წესით ქ. თბილისში, რესტორან ,,----------“ მიმდებარე ტერიტორიაზე მ------------–--ლისგან ამოიღო ო-----------–----ევისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის შემდეგ მ------------–--ლი დაკითხა მოწმის სახით. 2017 წლის 13 აპრილს კვლავ გადასცა ფულადი თანხა მ------------–--ლს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით და მ------------–--ლმა ო-----------–----ევისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. მ------------–--ლისგან ამოღებული იქნა ო-----------–----ევისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებით მისი თანამშრომლების მიერ დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზები, ასევე მოპოვებული იქნა სასამართლოს განჩინებები ო-----------–----ევის პირადი და ბინის ჩხრეკის და მისი დაკავების თაობაზე. 2017 წლის 10 მაისს სასამართლოს განჩინების საფუძველზე თანამშრომლებთან - ი-–--------–--ლთან და შალვა წოწორიასთან ერთად გაემართა ბრალდებულის დასაკავებლად. მათ თბილისი-მარნეულის გზატკეცილის მე-4 კილომეტრზე ნახეს ო-----------–----ევი; განუმარტეს, რომ გამოტანილია განჩინებები მასთან საგამოძიებო მოქემედებების ჩატარების ნებართვით და ჩაატარეს პირადი ჩხრეკა. ო-----------–----ევისგან პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ნარკოტიკული ნივთიერების წონაკები, რაც მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა, ამის შემდეგ მოდხა ო-----------–----ევის დაკავება. შესაბამისი ოქმები შედგენილი იქნა ადგილზე, თუმცა ო-----------–----ევმა ხელმოწერაზე განაცხადა უარი გაურკევევლი მიზეზებით; მან ასევე უარი გაანცხადა განჩინებების ჩაბარებაზე. აღნიშნულის შემდეგ გაემართნენ ქ.თბილისში, ფ-------–-------–- მდებარე ო-----------–----ევის ბინის გასაჩხრეკად, საიდანაც ასევე ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალების წონაკები, მინის ქილები და ერთჯერადი შპრიცები. ბრალდებულმა ბინის ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზეც განაცხადა უარი. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში, ხოლო შემდეგ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. მოწმემ ასევე დაადასტურა მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული სხვა საგამოძიებებო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შალვა წოწორიამ განმარტა, რომ 2017 წლის 10 მაისს თანამშრომლებთან - ი-–--------–--ლთან და ა-----–---–--–-–--ლთან ერთან გავიდა სამსახურიდან სასამართლოს განჩინების საფუძველზე ო-----------–----ევის დაკავების მიზნით. მათ ქ------–--–-------------------–-- ტერიტორიაზე დაინახეს გზის სავალ ნაწილთან მდგომი ო-----------–----ევი. გამომძიებელმა ა-----–---–--–-–--ლმა ო-----------–----ევს განუმარტა, რომ მიღებული იყო განჩინება მისი პირადი ჩხრეკის და დაკავების თაობაზე. აღნიშნულის შემდეგად ჩატარდა პირადი ჩხრეკა. მოწმის მიერ ო-----------–----ევის შარვლის უკანა ჯიბიდან ამოღებული იქნა ცხვირსახოცი, სადაც მოთავსებული იყო ოთხი ცალი წონაკი, მასში მოთავსებული ნივთიერებებით. ო-----------–----ევი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით, რის შემდეგაც მასთან ერთად გაემართნენ ქ------–--–-----------------------–--–-------ში მდებარე მისი ბინის გასაჩხრეკად, რაზეც ასევე მიღებული იყო სასამართლოს განჩინება. ბინის ჩხრეკის შედეგად, მოწმის მიერ საძინებელ ოთახში მდებარე კომოდის უჯრიდან ამოღებული იქნა 5 ცალი წონაკი, მინის მცირე ზომის ქილები და ერთჯერადი შპრიცები. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები და დაკავების ოქმი შედგენილი იქნა ადგილზე კანონით დადგენილი წესით, თუმცა ო-----------–----ევმა ხელმოწერაზე უარი განაცხადა გაურკვეველი მიზეზით.
ანალოგიური გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-–--------–--ლმა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------------–--ლმა განმარტა, რომ 2017 წლის 7 აპრილს და 13 აპრილს ო-----------–----ევისგან განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები, რის შესაძენადაც თანხა მას გადასცა გამომძებელმა. ორივე შემთხვევაში მისგან ამოღებული იქნა ო-----------–----ევისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები. მოწმემ დაადასტურა, რომ თითოეული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ნებაყოფლობით და კანონის სრული დაცვით; ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებები დაილუქა სათანადო წესით; ასევე დაილუქა მის მიერ გამომძიებლისათვის გადაცემული ვიდეო ჩანაწერი. რაც შეეხება ბრალდებულის დაკავებას, 2017 წლის 10 მაისს მინდია მან (ს----–---–----------ეკა) ო------------–----ევს და ერთად გაემართნენ მარნეულის მიმართულებით, ამ უკანასკნელის დაკავების მომენტში თვითონ მანქანიდან იყო გადასული და დაახლოებით 10 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა.
2017 წლის 7 აპრილის ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად, დასტურდება, რომ გამომძიებელმა ა-----–---–--–-–--ლმა მ------------–--ლს ნარკოტიკული საშუალების ,,ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასცა ფულადი თანხა 460 (ოთხასსამოცი) ლარის ოდენობით.
2017 წლის 13 აპრილის ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად, დასტურდება, რომ გამომძიებელმა ა-----–---–--–-–--ლმა მ------------–--ლს ნარკოტიკული საშუალების ,,ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასცა ფულადი თანხა 310 (სამასათი) ლარის ოდენობით.
2017 წლის 7 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, მ------------–--ლისგან ამოღებული იქნა 2017 წლის 7 აპრილს ო-----------–----ევისგან შეძენილი 3 ცალი წონაკი, თითოეულ წონაკში მოთავსებული ნივთიერებით.
2017 წლის 13 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, მ------------–--ლისგან ამოღებული იქნა 2017 წლის 13 აპრილს ო-----------–----ევისგან შეძენილი 2 ცალი წონაკი, თითოეულ წონაკში მოთავსებული ნივთიერებით.
2017 წლის 07 აპრილს ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის თანახმად დგინდება, რომ მ------------–--ლმა ო-----------–----ევისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება.
2017 წლის 13 აპრილს ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის თანახმად დგინდება, რომ მ------------–--ლმა ო-----------–----ევისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება.
ფონოსკოპიური ექსპერტიზის N71/ფ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი 5 დისკზე არსებულ ვიდეოჩანაწერებზე ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა დ--------------–--ლმა და ე------------–-–--ლმა.
ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N3-----ვ-ტ დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებში არსებული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნებების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათზე N13 და ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზიდან ამოღებულ ჩ---–----ევი ნ-----–-----------------ის ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-----------------ემ.
ქიმიური ექსპერტიზის N7----------/ქრ დასკვნის თანახმად, მ------------–--ლისგან ამოღებული 3 (სამ) ცალად დაფასოებული: თერმულად დამუშავებული ლურჯი პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით - 0,0521 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ,,ჰეროინს“ 0,0125 გრამის ოდენობით. თერმულად დამუშავებული ლურჯი პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით - 0,0211 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ,,ჰეროინს“ 0,00506 გრამის ოდენობით. თერმულად დამუშავებული ლურჯი პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით - 0,0498 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ,,ჰეროინს“ 0,01196 გრამის ოდენობით. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერებები ერთნაირია თავიანთი ორგანოლეპტიკური (შეფერილობა, კონსისტენცია) და ქიმიური მაჩვენებლებით (შემადგენელი კომპონენტების სახეობით და რაოდენობრივი შემადგენლობით). მ------------–--ლისგან ამოღებულ 3 (სამ) ცალად დაფასოებულ ფხვიერ ნივთიერებებში ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,02952 გრამს. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ-----–-------მ და გ-------–------–---ძემ.
ქიმიური ექსპერტიზის N8----------/ქრ დასკვნის თანახმად, მ------------–--ლისგან ამოღებული 2 (ორ) ცალად დაფასოებული: თერმულად დამუშავებული ყვითელი პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული ყავისფერი ნივთიერება თეთრი ჩანართებით, წონით - 0,101 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ,,ჰეროინს“ 0,01818 გრამის ოდენობით. თერმულად დამუშავებული ყვითელი პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული ყავისფერი ნივთიერება თეთრი ჩანართებით, წონით - 0,0322 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ,,ჰეროინს“ 0,00579 გრამის ოდენობით. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი ყავისფერი ნივთიერებები თეთრი ჩანართებით ერთნაირია თავიანთი ორგანოლეპტიკური (შეფერილობა, კონსისტენცია) და ქიმიური მაჩვენებლებით (შემადგენელი კომპონენტების სახეობით და რაოდენობრივი შემადგენლობით). მ------------–--ლისგან ამოღებულ 2 (ორ) ცალად დაფასოებულ ნივთიერებებში ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,02397 გრამს. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ-----–-------მ და პ-------–--–---–აძემ.
2017 წლის 10 მაისის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ო-----------–----ევის პირადი ჩხრეკის შედეგად, მისი შარვლის უკანა მარცხენა ჯიბეში ნანახი და ამოღებული იქნა მუქი ფერის ცხვირსახოცი, რომელშიც გადახვეულია 4 ცალი წონაკი, რომელსაც გარედან შემოხვეული აქვს ღია ფერის პოლიეთილენის პარკი, თითოეულ წონაკში მოთავსებულია ნივთიერება.
2017 წლის 10 მაისის სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ო-----------–----ევის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პატარა საძინებელ ოთახში კედელთან განთავსებული კომოდის ზედა უჯრაში ნანახი და ამოღებული იქნა 5 ცალი წონაკი, რომლებსაც გარედან შემოხვეული აქვს მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკები, თითოეულ წონაკში მოთავსებულია ნივთიერება, ამავე უჯრაში ნანახი და ამოღებული იქნა 5 ცალი პატარა მინის ქილა, რომლებსაც შიდა მხარეს აღენიშნება მუქი ფერის ნივთიერების ნარჩენი, ამავე უჯრაში ნანახი და ამოღებული იქნა 6 ცალი ერთჯერადი შპრიცი, რომლებსაც თითოეულ მათგანს აღენიშნება შიდა მხარეს სითხის ნარჩენები.
ქიმიური ექსპერტიზის N9----------/ქრ დასკვნის თანახმად, ო-----------–----ევის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პოლიეთილენის ნაჭრებში ოთხ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფერის ფხვნილისებური ნივთიერება, საერთო წონით 2,32 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, საერთო რაოდენობით - 0,2628 გრამს, ნარკოტიკულ საშუალება მორფინს (მარილი), საერთო რაოდენობით 0,0086 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება კოდეინს (მარილი), საერთო რაოდენობით - 0,0058 გრამს. ო-----------–----ევის ბინის ჩხრეკისას ამოღებული პოლიეთილენის ნაჭრებში ხუთ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფერის ფხვნილისებური ნივთიერება, საერთო წონით 4,16 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, საერთო რაოდენობით 0,4104 გრამს, ნარკოტიკულ საშუალება მორფინს (მარილი), საერთო რაოდენობით - 0,0149 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება კოდეინს (მარილი), საერთო რაოდენობით - 0,0116 გრამს. ო-----------–----ევის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მოყავისფრო ფერის ფხვნილისებური ნივთიერება, საერთო წონით - 2,32 გრამი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული მოყავისფრო ფერის ფხვნილისებური ნივთიერება, საერთო წონით - 4,16 გრამი, ერთნაირია ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლებით (ფერი, კონსტიტუცია, სტრუქტურა, ქიმიური შემადგენლობა). ო-----------–----ევის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ხუთი ცალი მინის ფლაკონის, ეტიკეტით ,,ვალერიანის ექსტრაქტი“, შიდა ზედაპირზე არსებული მოყავისფრო დანაშვრევი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, საერთო რაოდენობით 0,0025 გრამს, ნარკოტიკულ საშუალება მორფინს (მარილი), საერთო რაოდენობით - 0,000091 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება კოდეინს (მარილი), საერთო რაოდენობით - 0,000065 გრამს. ო-----------–----ევის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ხუთი ცალი ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო შპრიცის შიდა ზედაპირზე არსებული უფერო სითხის კვალი რამოდენიმე წვეთის სახით, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, საერთო რაოდენობით - 0,000228 გრამს; ო-----------–----ევის ბინის ჩხრეკისას ამოღებული 2,0 მლ-ანი ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო შპრიცში მოთავსებული მოყავისფრო ფერის სითხე, რაოდენობით - 0,2 მლ, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, რაოდენობით - 0,000158 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება მორფინს (მარილი), რაოდენობით 0,0000056 გრამს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საერთო რაოდენობაა - 0,676086 გრამი, ნარკოტიკული საშუალება მორფინის (მარილი) საერთო რაოდენობაა - 0,0235966 გრამი და ნარკოტიკული საშუალება კოდეინის (მარილი) საერთო რაოდენობაა - 0,017465 გრამი. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი------------მ.
ნარკოლოგიური ექსპერტიზის N7------ დასკვნის თანახმად, ო-----------–----ევს ნარკოლოგიური შემოწმებისას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–--------–------.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2016 წლის 21 ივლისის დადგენილებით, ო-----------–----ევი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და დაეკისრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ო-----------–----ევმა წარდგენილ ბრალდებაში ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ და განმარტა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი; ხოლო ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვასა და გასაღებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მისთვის მ------------–--ლს არასდროს არ გადაუცია ფულადი თანხა ნარკოტიკის შესაძენად. მას მ------------–--ლი ფულად თანხას გადასცემდა სესხის სახით, ვინაიდან ისინი იყვნენ მეგობრები და ერთმანეთს ფინანსურად ხშირად ეხმარებოდნენ. პირადი ჩხრეკის დროს მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება პოლიციის თანამშრომლებმა დაკავების დროს ჩაუდეს, ასევე მოხდა ნარკოტიკული საშუალების ჩადება მის ბინაშიც. სწორედ ამიტომ არ მოაწერა ხელი შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ოქმებს. პოლიციის თანამშრომლები მოითხოვდნენ მისგან, რომ ეღიარებინა დანაშაული და დაესახელებინა ის პირი, ვისგანაც ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებას; სანაცვლოდ კი პირდებოდნენ გარკვეული შეღავათის გაწევას.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის აღნიშნულ განმარტებებს, ვინაიდან ისინი აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხოს მის ქმედებებში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. ო-----------–----ევის განმარტებები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ მსჯავრდებულის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაულები და მის მიერ განხორციელებულ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:
წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედებების განხორიცელებისას ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას და კანონის მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობა არ გამოვლენილა. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ, ხოლო ხელმოწერის არარსებობის შემთხვევაში გაკეთებულია შესაბამისი შენიშვნები; ამოღებული ნივთიერებები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების, ასევე მათი ოქმების სისწორე და კანონთან შესაბამისობა სასამართლო სხდომაზეც იქნა დადასტურებული მასში მონაწილე პირების მიერ. პოლიციის თანამშრომლებმა თანმიმდევრულად და შინაარსობრივად იდენტურად აღწერეს მ------------–--ლისათვის ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით შესაბამისი თანხის გადაცემის, ამ უკანასკნელის მიერ ო-----------–----ევისაგან შეძენილი ნარკოტიკული საშულებების ამოღების, ასევე ო-----------–----ევის პირადი ჩხრეკის, დაკავებისა და მისი ბინის ჩხრეკის პროცედურები. მსჯავრდებულის პირად ჩხრეკასა და ბინის ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად და ზედმიწევნით; არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი. ასევე, საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11.). განსახილველ შემთხვევაში, გარდა მსჯავრდებულის განმარტებისა, რომ ნარკოტიკული საშუალება ,,ჩაუდეს“, საქმეში წარმოდგენილი არ არის აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე ობიექტური გარემოება, ფაქტი ან მტკიცებულება. ასევე არ არსებობს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების სანდოობას, ხოლო სასამართლოს მინიმუმ, სხვაგვარი შეფასების შესაძლებლობას მისცემდა.
რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ მოწმე მ------------–--ლის ჩვენება წინააღმდეგობაშია პოლიციის თანამშრომელთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან, პალატა აღნიშნავს, რომ 2017 წლის 7 აპრილის და 13 აპრილის ეპიზოდებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე მ------------–--ლის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია გამომძებელ ა-----–---–--–-–--ლის ჩვენებასთან. ო-----------–----ევის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით კი მოწმე მ------------–--ლმა განმარტა, რომ 2017 წლის 10 მაისს ო-----------–----ევის დაკავებისას იმყოფებოდა დაკავების ადგილიდან მოშორებით, დაახლოებით 10 მეტრის მანძილზე, რაც არ მოდის წინააღმდეგობაში პოლიციის თანამშრომელთა მიერ მიცემულ ჩვენებებთან, რომ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის და დაკავების მომენტში მათთან თანამშრომლების გარდა არავინ იმყოფებოდა. ის გარემოება, რომ მ------------–--ლმა ო-----------–----ევი გამოიყვანა სახლიდან და წაიყვანა მარნეულის მიმართულებით, რა თქმა უნდა არ მიუთითებს ო-----------–----ევის უდანაშაულობაზე. დაკავების ადგილთან ახლოს იმყოფებოდა თუ არა მ------------–--ლი და ადევნებდა თუ არა თვალყურს ოდისეი ჩოლახასევის პირად ჩხრეკასა და დაკავებას, აღნიშნული არ აკნინებს იმ მტკიცებულებების სანდოობას და რელევანტურობას, რაც წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა სასამართლოში და რის საფუძველზეც უტყუარად დადასტურდა მსჯავრდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტი. მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკა, დაკავება და შემდგომში ბინის ჩხრეკაც განხორციელდა სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, თითოეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარებისას შედგენილია შესაბამისი ოქმები, რომელთა საპროცესო დამაგრებაც განხორციელებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება გადამოწმებული და შეფასებულია სასამართლოს მიერ.
პალატას ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის განმარტება, რომ მ------------–--ლი ო-----------–----ევს გადაცსემდა ნასესხებ თანხას. მ------------–--ლმა სასამართლო სხდომაზე ნათლად დაადასტურა, რომ ო-----------–----ევისათვის გადაცემული თანხა იყო ოპერატიული თანხა და ის განკუთვნილი იყო ნარკოტიკული საშულების შესაძენად. ხოლო იმ გარემოებას, რომ მ------------–--ლი თანამშრომლობდა საგამოძიებო ორგანოებთან და ამ მიზნით იყო მიგზავნილი ო-----------–----ევთან, არც ბრალდების მხარე ხდის სადვოდ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ო-----------–----ევის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო მ------------–--ლის განცხადების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მისი ნაცნობი - ოდისეი ნიკოლოზის ძე ჩ---–----ევი იყო ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი და იგი მზად იყო ეთანამშრომლა პოლიციასთან, ო-----------–----ევის და მისი თანამზრახველი პირების მხილების მიზნით.
პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები და საგამოძიებო მოქმედების ოქმები ურთიერთთავსებადია და გამყარებულია ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა არაერთი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით. კერძოდ, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, მ------------–--ლისგან ამოღებულ 3 (სამ) ცალად დაფასოებულ ფხვიერ ნივთიერებებში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,02952 გრამს. ასევე, მ------------–--ლისგან ამოღებულ 2 (ორ) ცალად დაფასოებულ ნივთიერებებში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,02397 გრამს. ხოლო ო-----------–----ევის პირადი ჩხრეკისას და ბინის ჩხრეკისას ამოღებული, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობაა - 0,676086 გრამი, ნარკოტიკული საშუალება მორფინის (მარილი) საერთო რაოდენობაა - 0,0235966 გრამი და ნარკოტიკული საშუალება კოდეინის (მარილი) საერთო რაოდენობაა - 0,017465 გრამი; 2017 წლის 7 აპრილს და 13 აპრილს ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად დადგენილია, რომ მ------------–--ლმა ო-----------–----ევისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. შესაბამისი ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ექსპერტიზაზე წარდგენილი ვიდეოჩანაწერებზე მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. ხოლო ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N3-----ვ-ტ დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებს ასევე არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათზე და მათ ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზიდან ამოღებულ ო-----------–----ევის ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულება არის ერთიდაიგივე.
დაცვის მხარე ასევე საეჭვოდ მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ სამართალდამცავებმა არ მოახდინეს მ------------–--ლისგან საკონტროლოდ შესყიდული ნარკოტიკული ნივთიერებების ამოღების ვიდეოგადაღება, მაშინ, როცა მთელი დღის განმავლობაში მ------------–--ლს ჩართული ჰქონდა კამერა და იღებდა ო-----------–----ევისთან შეხვედრის მიმდინარეობას. პალატა განმარტავს, რომ ო-----------–----ევის და მ------------–--ლის შეხვედრის ვიდეოგადაღება წარმოადგენდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებას, რაც დაფიქსირებული იქნა ვიდეოჩანაწერის სახით. რაც შეეხება მ------------–--ლისაგან ნარკოტიკული ნივთიერების ამოღებას, აღნიშნული წარმოადგენს სხვა საგამოძიებო მოქმედებას და საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სამართლადამცავი ორგანოს თანამშორმლები ვალდებულნი არ არიან, განახორციელონ თითოეული საგამოძიებო მოქმედების ვიდეოგაღება.
პალატა უთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის შესაბამისად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.
ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმეში არსებული მტკიცებულებების კანონიერების, რელევანტურობისა და საკმარისობის კუთხით, საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, რამაც განაპირობა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. სახეზეა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ო-----------–----ევის ბრალეულობას ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში (2 ეპიზოდი), დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებსში, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2 ეპიზოდი), სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 273-ე მუხლით.
რაც შეეხება სასჯელის სახეს და ზომას, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა აღნიშნულ გარემოებებს და დანიშნა სამართლიანი სასჯელი. პალატა თვლის, რომ ო-----------–----ევის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. შესაბამისად, მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ო-----------–----ევის და მისი ადვოკატის ფ---------------–--ლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი;
ო-----------–----ევი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
ო-----------–----ევი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით (2017 წლის 7 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ო-----------–----ევი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით (2017 წლის 13 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ო-----------–----ევი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ო-----------–----ევს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ო-----------–----ევის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია. მსჯავრდებულ ო-----------–----ევს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2017 წლის 10 მაისიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 20 (ოცი) წლის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ნარკოტიკული საშუალებები - განადგურდეს.
ო-----------–----ევის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან ნდობით აღჭურვილ პირს.
ვიდეოჩანაწერები - დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მურმან ისაევი