განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210113283773
საქმე №2ბ/3521-14
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - ალ-----------------ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა--“
წარმომადგენელი - ირ---–----------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღურება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ალ-----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. მოსარჩელე ალ-----------------ი, 2011 წლის 01 სექტემბრიდან 2013 წლის 01 აპრილამდე პერიოდში მუშაობდა მოპასუხე შპს „ა--ში“ მცხობელად და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 300 ლარს (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება, ტ. І, ს.ფ. 161-162; დისკი, ს.ფ. 171);
2.2. ალ-----------------ი, როგორც მცხობელი, თავის შრომით მოვალეობას ასრულებდა საწარმოო ხაზზე, დანადგარზე, რომელიც ახდენდა ცომის მოჭრას. ეს და ამ სახის სხვა დანადგარები მოპასუხე კომპანიამ, დაახლოებით 2012 წლის აპრილში შეიძინა თურქეთში. ალ-----------------ი აღნიშნულ დანადგართან მუშაობს ამ პერიოდიდან. დანადგარის დამონტაჟება და მისი ექსპლუატაციის (მასთან მუშაობის) წესების თანამშრომლებისათვის სწავლება განახორციელეს კომპანიაში ჩამოსულმა თურქმა სპეციალისტებმა (იხ. მოწმე ა. აკ-------ის ჩვენება; სასამართლოს 04.02.2014 წლის სხდომის ოქმი, დისკი, ტ. І, ს.ფ. 166); დანადგარი არის საკმაოდ მაღალი და აუცილებლობის შემთხვევაში (მაგ. მისი წმენდის დროს), მასთან მომუშავე პირს ესაჭიროება რაიმეზე დადგომა. დანადგარი ჩართულია მხოლოდ მუშაობის დროს. დანადგარი მუშაობის პროცესში არ ითხოვს ხელით მოხმარებას.
2.3. დანადგარის ჩართვა (მისი მუშა მდგომარეობაში მოყვანა), ასევე, მისი გამორთვა და გაწმენდა შედიოდა მასზე მომუშავე პირის, ამ შემთხვევაში, ალ-----------------ის შრომით მოვალეობაში (იხ. მოწმეების: ი. ოგ-------ის, ა. აკ-------ის ჩვენებები; სასამართლოს 04.02.2014 წლის სხდომის ოქმი, დისკი, ტ. І, ს.ფ. 166; ფოტოსურათები, ტ. І, ს.ფ. 112-114; მოპასუხის ახსნა-განმარტება);
2.4. მოპასუხე შპს „ა--ში“ წარმოების პროცესში დასაქმებული პირები მუშაობდნენ ცვლების მიხედვით; როგორც წესი, მუშაკი ღამის ცვლაში მუშაობდა კვირის განმავლობაში - დღეგამოშვებით, შემდეგ კვირაში, მუშაობას აგრძელებდა უკვე დილის ცვლაში.
ღამის ცვლაში მუშაობისათვის შრომის ანაზღაურება მეტი იყო, ვიდრე დღის ცვლაში. შესაბამისად, დასაქმებულთა უმრავლესობას სურდა ღამის ცვლაში ემუშა--. ამის გათვალისწინებით, ზოგჯერ ხდებოდა დადგენილი გრაფიკიდან გადახვევა (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება; მოწმეთა ჩვენება);
2.5. ალ-----------------ი, 2013 წლის 29 მარტს, საღამოს 8:00 საათიდან 2013 წლის 30 მარტის დილის 8:00 საათამდე, მუშაობდა ღამის ცვლაში.
2013 წლის 30 მარტს, დილით, ცვლის დამთავრებისას, ალ-----------------ი შეუდგა დანადგარის (დაზგის) გასუფთავებას, ისე, რომ დანადგარი არ ჰქონდა გამორთული. დანადგარის ძირში მიკრული ცომის ამოწმენდისას (რა დროსაც, სა--რაუდოდ დადგა რაიმე საგანზე), ალ-----------------მა დაიზიანა ხელი, სახელდობრ, მარცხენა მტევნის მე-3 თითი გადაიჭრა შუა ფალანგის დონეზე, ხოლო მე-4 თითი გადაიჭრა საფრჩხილე ფალანგის დონეზე (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება; ექსპერტის დასკვნა, ტ. І, ს.ფ. 157);
2.6. შპს „ა--მ“, თავისი თანამშრომლების მეშვეობით, ალ-----------------ი შეძლებისდაგვარად ოპერატიულად, მსუბუქი ა/მანქანით მიიყვანა ქ. თბილისის №- კლინიკურ საა--დმყოფოში, საიდანაც შემდეგ გადაიყვანეს ე.წ. „კ----------ს კლინიკაში“. მოსარჩელის სურვილი იყო თითების აღდგენა, რაზეც აღნიშნულმა კლინიკებმა უარი განუცხადეს. მას შემდეგ, რაც მოხდა დაკავშირება ქ. ერევანში არსებულ კლინიკაში (რომელმაც განაცხადა თანხმობა ამ სახის ოპერაციის ჩატარებაზე), მოსარჩელე, იმავე დღეს, დაახლოებით, 15:00 საათზე გაამგზავრეს ქ. ერევანში.
ქ. ერევანში მოსარჩელს გაუკეთდა ოპერაცია და ჩაუტარდა მკურნალობა ერევნის მ--------------–ის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის №- საა--დმყოფო კომპლექს „ჰ----–ში“ ა. ხა----------ნს 2013 წლის 30 მარტს ჩაუტარდა პირველადი ქირურგიული მკურნალობა, მარცხენა მტევნის მე-3 და მე-4 თითების სრული რეზექცია: გადანაჭრის ფორმირება (კიდურის ნაწილის წარმოქმნა) (იხ. ცნობები, ტ. І, ს.ფ. 18; 109-110);
2.7. ა. ხა----------ნი ერევანში იმყოფებოდა 30.03.2013 წლიდან 08.04.2013 წლამდე პერიოდში. 2013 წლის აპრილის თვის ბოლო რიცხვებში, მოსარჩელე, მარცხენა მტევნის თითის დაინფიცირების გამო, კვლავ იმყოფებოდა ქ. ერევანში, სადაც, საფრჩხილე ფალანგის ფუძის დონეზე ჩაუტარდა მე-4 თითის ამპუტაცია (იხ. მოწმეების: ე. ხა----------ნის, რ. აკ-------ის, ი. ოგ-------ის, ე. მა--–---ს და სხვათა ჩვენებები; სასამართლოს 04.02.2014 წლის სხდომის ოქმი, დისკი, ტ. І, ს.ფ. 166; სასამართლოს 11.03.2014 წლის სხდომის ოქმი, დისკი, ტ. І, ს.ფ. 212; ცნობები; ექსპერტის დასკვნა, ტ. І, ს.ფ. 156-159; მხარეთა ახსნა-განმარტებები);
2.8. ქ. ერევანში მოსარჩელის მგზავრობის, მკურნალობის ხარჯები სრულად გადაიხადა მოპასუხე შპს „ა--მ“ მისი კეთილი ნების საფუძველზე, მოსარჩელის მიმართ თანადგომის მიზნით (იხ. საქმის მასალები);
2.9. ალ-----------------მა განიცადა საერთო შრომის უნარის მყარი დაკარგვა 10 პროცენტით, კერძოდ, საქმის სასამართლოში განხილვის პერიოდში, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის თაობაზე გაცემული ექსპერტის დასკვნის თანახმად, 2014 წლის 17 იანვრის მდგომარეობით, ალ-----------------ს, მარცხენა მტევნის მე-4 თითის საფრჩხილე ფალანგი არ აღენიშნება (ამპუტირებულია) და შუა და საფრჩხილე ფალანგების შესახსრების დონეზე წარმოდგენილია სადაზედაპირიანი ტაკვით, რომელზეც აღენიშნება განივად მდებარე, ზოლისებური ფორმის, მკრთალი მოვარდისფრო ფერის, არათანაბარი სიმკვრივის, კანის დონეზე მდებარე გადასწორებულნაპირებიანი ნაწიბური, ზომით 1,5 X 0,15 სმ. მარცხენა მტევნის მე-3 თითი ამპუტირებულია შუა ფალანგის შუა მესამედის დონეზე, ტაკვის ზედაპირზე აღენიშნება განივად მდებარე ასეთივე ხასიათის ნაწიბური, ზომით 2X0,15 სმ. მე-3-4 თითების ნებ-ფალანგების სახსარში მოძრაობა წარმოებს სრულად, უმტკივნეულოდ; ამავე თითების ფალანგშუა სახსარში მოძრაობა შეზღუდულია ტკივილის გამო. მარცხენა მტევნის პირველ, მე-2 და მე-5 თითების ნებ-ფალანგისა და ფლანგთაშუა სახსრებში მოძრაობა წარმოებს სრულად, უმტკივნეულოდ.
ალ-----------------ს აღენიშნება მარცხენა მტევნის მე-4 თითის ამპუტაცია შუა და საფრჩხილე ფალანგების შესახსრების დონეზე და ამავე მტევნის მე-3 თითის ამპუტაცია შუა ფალანგის შუა მესამედის დონეზე, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, საერთო შრომისუნარის მყარი დაკარგვით 10 (ათი) %-ით (იხ. ექსპერტის დასკვნა, ტ. І, ს.ფ. 157);
2.10. მოსარჩელის საერთო შრომის უნარის დაკარგული ოდენობის აღდგენა შეუძლებელია (ვინაიდან მოცემული შრომის უნარის დაკარგვა წარმოადგენს მყარ დაკარგვას (იხ. ექსპერტის დასკვნა);
2.11. მოსარჩელე ა ხა----------ნის მიერ განცდილ ზიანში (სხეულის დაზიანებაში, საერთო შრომისუნარის 10%-ით მყარ დაკარგვაში) არ არის მოპასუხე შპს „ა--ს“ ბრალი: მოსარჩელე ცომის საჭრელ დანადგარზე მუშაობდა თითქმის ერთი წლის განმავლობაში (2012 წლის აპრილის თვიდან). ის (ისევე, როგორც სხვა თანამშრომლები) დაუფლებული იყო აღნიშნულ დანადგართან მუშაობის წესებს (ჯერ კიდევ, მოცემული წარმოების ხაზის დამონტაჟებისას, თანამშრომლებისთვის დანადგარის ექსპლუატაციის წესების სწავლება მოახდინეს თურქეთიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა.
ალ-----------------ი გაუფრთხილებლად მოიქცა, მუშაობის დასრულების შემდეგ არ გამორთო დანადგარი და შეუდგა მომუშავე დანადგარის გაწმენდას, რა დროსაც ხელით (თითებით) მოულოდნელად შეეხო დანადგარის ძირში (სიღრმეში) განთავსებულ მჭრელ, მოძრავ მოწყობილობას (დანას), რამაც გამოიწვია მოსარჩელის მარცხენა მტევნის ორი თითის დაზიანება (ნაწილობრივი ამპუტირება). მოსარჩელე არ უარყოფს, რომ დანადგარის წმენდის დროს, ის ჩართული იყო (იხ. საქმის მასალები);
2.12. მოპასუხე შპს „ა--მ“ ალ-----------------ი დაკავებული თანამდებობიდან (მცხობელის თანამდებობიდან) გაათავისუფლა 2013 წლის 01 აპრილიდან (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტებები; ცნობა, ტ. І, ს.ფ. 16);
ქ. ერევნიდან დაბრუნებულ მოსარჩელეს მოპასუხემ შესთა--ზა მსუბუქ სამუშაოზე, მათ შორის საკანცელარიო ხასიათის სამუშაოზე დასაქმება მისი შრომის ანაზღაურების 300 ლარის შენარჩუნებით (რაც დადასტურდა კიდეც, სასამართლო სხდომაზე, მორიგების საკითხზე მსჯელობისას (იხ. მოსამზადებელი სხდომის ოქმები). მოპასუხის წინადადებაზე, მოსარჩელემ უარი განაცხადა (იხ. იქვე);
2.13. არ დადგინდა ყოველთვიურად სარჩოს სახით 300 ლარის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელი, არც სხვა სახის რაიმე ფაქტობრივი გარემოება: მოსარჩელის აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა, ზიანის ანაზღაურების ზემოაღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საფუძვლიანი იქნებოდა, თუ მას შრომისუნარიანობა დაკარგული ექნებოდა 100%-ით. ასეთ დროს, მას სრული სახით უნდა მიცემოდა ზიანის მიყენებით დაკარგული შრომის ანაზღაურება - 300 ლარი. განსახილველ შემთხვევაში, კი მის მიერ წამოდგენილი ექსპერტის დასკვნით, მოსარჩელეს საერთო შრომის უნარი დაკარგული აქვს 10%-ით, რაც შეადგენს მისი შრომის ანაზღაურების გათვალისწინებით, 30 ლარს (300 ლარის 10%). სწორედ 30 ლარის ოდენობის სარჩო უნდა მიცემოდა ყოველთვიურად მოსარჩელეს, ზიანის ანაზღაურების სხვა საფუძვლების დადასტურების შემთხვევაში.
2.14. მოსარჩელე დახმარებისათვის დაუკავშირდა საფრანგეთში არსებულ კომპანიას, რომლის წერილობითი პასუხიდანაც დგინდება, რომ ფრანგული კომპანია მოსარჩელეს სთა--ზობს ხელის თითების კოსმეტიკური პროთეზის დამზადებას - ფორმის ინდივიდუალური დამზადებით, აკრილის ფრჩხილებით, პაციენტის თანდასწრებით გაფერადებით, რისი ღირებულებაც ჯამში შეადგენს 5160 ევროს. (იხ. წერილი-ხარჯთაღრიცხვა, ტ. І, ს.ფ. 19-22);
2.15. საქმეში წარმოდგენილი, 2013 წლის ივნისის თვის მდგომარეობით მოძიებული მონაცემებით, თვითმფრინავით მგზავრობის (თბილისი-პარიზი-თბილისი) ღირებულება შეადგენს 1379.70 ლარს, პარიზის სასტუმროში განთავსების 07 დღის ღირებულება შეადგენს 1100 ლარს (იხ. ინვოისები, ტ. І, ს.ფ. 20-25);
2.16. ფრანგული კომპანია მოსარჩელე ა. ხა----------ნს სთვაზობს არა მკურნალობას, არამედ ხელის თითების კოსმეტიკური პროთეზის დამზადებას (იხ. ზემოთ).
მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თანხა 13704.20 ლარი წარმოადგენს ხელის თითების კოსმეტიკურ პროთეზირებასთან და არა მკურნალობასთან დაკავშირებულ ხარჯს (იხ. ფრანგული კომპანიის ხარჯთაღრიცხვა; ინვოისები);
2.17. არ დადგინდა მოპასუხისათვის მოსარჩელე ა. ხა----------ნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელი რომელიმე ფაქტობრივი გარემოება (იხ. ზემოთ)
2.18. მოსარჩელე ალ-----------------ის მიერ განცდილი ზიანი არ დამდგარა მოპასუხე შპს „ა--ს“ რომელიმე არამართლზომიერი ქმედების, მისი განზრახვის ან გაუფრთხილებლობის შედეგად.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.19. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. მოსარჩელემ, მიიჩნია რა მისი უფლება დარღვეულად, მიმართა სასამართლოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვას მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს შპს „ა--ს“ მიერ დელიქტური ვალდებულების შესრულებას.
პირს (მოცემულ შემთხვევაში - შპს „ა--ს“) ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ ერთდროულად არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ: 1. არსებობს ზიანი; 2. ზიანი მიყენებულია მოცემული პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით; 3. ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი; 4. ზიანის მიყენებაში ბრალი მიუძღვის მოცემულ პირს, როგორც ზიანის მიმყენებელს. აღნიშნული პირობებიდან: დადგენილია ზიანი (დელიქტური ზიანი), ვერ დადგინდა ვინმეს, კონკრეტულად, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვერ დადგინდა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის რომელიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ა. ხა----------ნისათვის მიყენებულ ზიანს შორის, ვერ დადგინდა მოპასუხის ბრალი. მოპასუხემ დაამტკიცა, დამდგარ ზიანში მისი ბრალის არ არსებობა. დადგინდა, რომ ზიანი დადგა უშუალოდ მოსარჩელე ა. ხა----------ნის გაუფრთხილებლობით.
შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად აუცილებელი 3 პირობა: მართლსაწინააღმდეგო ქმედება. მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და პირის ბრალი. აქედან გამომდინარე, შპს ”ა--მ” არ შეიძლება პასუხი აგოს იმ ზიანისთვის, რაც მოსარჩელე ა. ხა----------ნს მიადგა ტრავმის და სხეულის დაზიანების შედეგად.
საქართველოს შრომის კოდექსის (2013 წლის 04 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) 35.1. მუხლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია დანერგოს შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემა და დროულად მიაწოდოს დასაქმებულს სათანადო ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და მათი პრევენციის ზომების, აგრეთვე საფრთხის შემცველ აღჭურვილობასთან მოპყრობის წესების შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს დასაქმებული პერსონალური დამცავი აღჭურვილობით, სახიფათო მოწყობილობა ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად დროულად შეცვალოს უსაფრთხოთი ან ნაკლებად სახიფათოთი, მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა დასაქმებულის უსაფრთხოებისათვის და მისი ჯანმრთელობის დასაცა--დ.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე კომპანიის მხრიდან, მისი მოვალეობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, ზიანი დადგა თვით მოსარჩელის ბრალით. მეორე მხარეს მისთვის ზიანი არ მიუყენებია.
სსკ-ის 413.2. მუხლის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში, დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი (მორალური) ზიანისთვისაც, ა. ხა----------ნმა ვერ დაამტკიცა, რომ მას ზიანი მიადგა მოპასუხის ქმედებით.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო იყო ალ-----------------ის სასარჩელო მოთხოვნა, შპს „ა--სათვის“ მის სასარგებლოდ, სარჩოს, მკურნალობის ხარჯების და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ის გარემოებები, რაზეც ამყარებდა თავის სარჩელს; ხოლო მოპასუხე შპს „ა--მ“ დაუსაბუთა სასამართლოს შესაგებელში მოცემული პოზიციის საფუძვლიანობა, რამაც განაპირობა ა. ხა----------ნისათის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ შპს „ა--ს“ მიერ შეძენილი დანადგარის ექსპლუატაციის წესების თამნამშრომლებისათვის სწავლება განახორციელეს კომპანიაში ჩამოსულმა თურქმა სპეციალისტებმა. უსწოროა ასევე ის გარემოება, რომ დანადგარი მუშაობის დროს არ მოითხოვს ხელით მოხმარებას. აპელანტის განმარტებით, დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ დანადგარი მუშაობის დროს მოითხოვს დახმარებას, კერძოდ, ცომზე ხელის დაჭერას და მათ არ ჰქონიათ დანადგარის გამოყენების ინსტრუქცია. წერილობითი ინსტრუქციის არარსებობა დაადასტურა მოპასუხე მხარემაც შეკითხვების ეტაპზე.
3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის საერთო შრომის უნარის აღდგენა შეუძლებელია, ვინაიდან შრომის უნარის დაკარგვა წარმოადგენს მყარ დაკარგვას. აპელანტის მოსაზრებით, ოპერაციის გაკეთება და დაკარგული შრომის უნარის აღდგენა შესაძლებელია უცხოურ კლინიკებში. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი იქნა მოსარჩელის მიერ.
3.3. აპელანტის მითითებით, უსწოროა სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ ა. ხა----------ნის დაზიანებაში ბრალი არ მიუძღვის შპს „ა--ს“. აპელანტის მოსაზრებით, შპს „ა--ს“ ბრალეულობა აშკარაა. შპს „ა--ს“ არ გააჩნდა დანადგარის გამოყენების ინსტრუქცია, თანამშრომლებისათვის არ უსწავლებიათ. შპს „ა--“ მოსარჩელეს ამუშავებდა მინიმუმ 12 საათიანი რეჟიმით, არანორმირებული გრაფიკით. აპელანტის მითითებით, ალ-----------------ის ჯანმრთელობის დაზიანება მოხდა დილის საათებში, ღამით მუშაობის შედეგად. აპელანტის მითითებით, თურქ სპეციალისტებს დანადგარის მონტაჟის დროს ალ-----------------ის სწავლება არ მოუხდენიათ. მხოლოდ ხელმძღვანელობამ აუხსნა თანამშრომლებს დანადგარის ფუნქციონირების პირობები. აპელანტის მითითებით, ზიანის მიყენების დღეს მოსარჩელეს მუშაობა უნდა დაემთავრებინა 08:00-ზე, მაგრამ ისევ აგრძელებინებდნენ მუშაობას, რა დროსაც მოსარჩელემ მიიღო დაზიანება. ჯანმრთელობის დაზიანების დროს არ მომხდარა სასწრაფო დახმარების და სამართალდამცავი ორგანოების გამოძახება. ალ-----------------ი ჯერ N- კლინიკურ საა--დმყოფოში გადაიყვანეს საკუთრი მანქანით, ხოლო შემდეგ კი სომხეთის კლინიკაში, რა დროსაც არ იყო დაცული მტევნის დაზიანებული ნაწილი და არსებობდა ინფექციის შეჭრის საფრთხე. აპელანტის მითითებით, მოსარჩელეს არ მიუთითებია, რომ ზიანის მიყენება მოხდა შპს „ა--ს“ განზრახვის შედეგად, თუმცა სახეზეა უხეში გაუფრთხილებლობა. ზემოაღნიშნული გარემოებები მიუთითებენ შპს „ა--ს“ ბრალეულობაზე.
3.4. აპელანტის განმარტებით, შპს „ა--მ“ მოსარჩელეს სამსახური შესთა--ზა მხოლოდ სარჩელის აღძვრის შემდგომ, როგორც მორიგების პირობა. სხვა რაიმე კეთილი ნება მოპასუხის მიერ გამოვლენილი არ ყოფილა, პირიქით, მოსარჩელე მკურნალობის დასრულებამდე განთავისუფლდა სამსახურიდან.
3.5. აპელანტის მოსაზრებით, უსწოროა სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ ფრანგული კომპანია მოსარჩელეს სთა--ზობს არა მკურნალობას, არამედ ხელის თითების კოსმეტიკური პროთეზის დამზადებას. აპელანტის მითითებით, კოსმეტიკური პროტეზირება მკურნალობის ერთ-ერთი სახეა, რომელიც მოიცავს თითების დამზადებას ინდივიდუალური ფორმით, აკრილის ფრჩხილებით და გაფერადებას პაციენტის თანდასწრებით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგ/ი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემბრის №ას-40-37-2015 გადაწყვეტილებით ალ-----------------ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს შესაბამისი მითითებებით.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც საფუძვლად უდევს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების შესახებ განჩინებას, სა--ლდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის (ცომის საჭრელი დანადგარით მისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება) მთა--რი დამფუძნებელი ნორმა სსკ-ის მე-1000 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებია, ხოლო ამ ნორმის განმავრცობელი სამართლებრივი წინაპირობები (დებულებები) სსკ-ის 408-ე, 409-ე მუხლებითა და 413-ე მუხლის მეორე ნაწილითაა გათვალისწინებული. ამდენად, სააპელაციო პალატის კვლევის საგანს წარმოადგენს სწორედ ამ ნორმებიდან გამომდინარე, რამდენად დაკმაყოფილებადია მოთხოვნა. სსკ-ის მე-1000 მუხლი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის წესს ადგენს და, განსხვავებით დელიქტური ვალდებულების ზოგადი დანაწესისაგან, ნივთის მფლობელს, ბრალის მიუხედა--დ, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას უდგენს, თუკი მომეტებული საფრთხის წყაროს განხორციელებამ ადამიანის სხეულისა და ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
პალატა განმარტავს, რომ მე-1000 მუხლის მე-2 ნაწილი გულისხმობს ნებისმიერ ისეთ ნივთს, რომელიც თავისი თვისებებით მომეტებული საფრთხის შემცველია. საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას ადამიანის მიერ მასზე სრული კონტროლის შეუძლებლობის გამო. ცომის საჭრელი დანადგარი სწორედ ამგვარი ნივთია, რადგან იგი არ ექვემდებარება სრულ კონტროლს. ვინაიდან პოტენციური საფრთხის წყაროების გამოყენება სამართლებრივად ნებადართულია, კომპენსაციის სახით, უფრო მკაცრია იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც ასეთი საგნების მოხმარებით საფრთხის წყაროს ქმნის. სსკ-ის მე-1000 მუხლი არის ნებადართული საფრთხისათვის პასუხისმგებლობის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, ერთ მხარეს დგას დასაქმებული, რომელიც მის მიერ არაკონტროლირებადი საფრთხის მსხვერპლი გახდა, მეორე მხარეს კი, საწარმო, რომელიც ამ საფრთხის წყაროს შეძენა და გამოყენებით სარგებელს ნახულობს. რადგან ეს უკანასკნელი მომეტებულ რისკს, საშიშროებას ქმნის და ამას ხელს უწყობს, ზიანისათვის პასუხისმგებლობაც მას ეკისრება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ცომის საჭრელი დანადგარის მესაკუთრეს მოპასუხე წარმოადგენდა; ასევე, დადგენილია, რომ ამ დანადგარით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის მოპასუხის ბრალეულობის კვლევა და დადგენა საჭირო არ არის, რადგან, როგორც უკვე ითქვა, საკითხი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ეხება, რომელსაც კანონმდებელი მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელ პირად განიხილავს.
რაც შეეხება მართლწინააღმდეგობას, პალატა განმარტავს, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლზომიერი ქმედება კი, არა მარტო სამართლის ნორმათა მოთხოვნების დაცვას გულისხმობს, არამედ ზოგად მოვალეობას, რომ პირმა თავისი ქმედება/ურთიერთობა ადამიანებისა და საგნების მიმართ ისე წარმართოს, რომ არავინ და არაფერი დააზიანოს. ამდენად, თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს), მართლწინააღმდეგობა იმთავითვე სახეზეა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება იმით გამოიხატა, რომ მან დააზიანა მოსარჩელის აბსოლუტური სამართლებრივი სიკეთე - ჯანმრთელობა. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უდავოა, რომ აპელანტმა სხეულის დაზიანება მიიღო მოპასუხის მფლობელობაში არსებული მომეტებული საფრთხის წყაროთი, მასთან მუშაობის დროს.
სსკ-ის მე-1000 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, პირი მოვალეა, აუნაზღაუროს დაზარალებულს მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანი, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ა--რიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს დასაქმებულს მიყენებული ზიანი, ვინაიდან იგი გამოწვეულია მომეტებული საფრთხის შემცველი, საწარმოს მფლობელობაში მყოფი ნივთის ზემოქმედების შედეგად და არა - დაუძლეველი ძალის ზემოქმედებით. აქედან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, შემთხვევა გამოიწვია მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელის გაუფრთხილებლობამ, დაუსაბუთებელია (შდრ. სუსგ ას-651-1301-03, 17.12.2003). დაზარალებულის გაუფრთხილებელმა მოქმედებამ, თუ ეს დადგინდება, შესაძლოა, სსკ-ის 415-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, გავლენა მოახდინოს ზიანის ოდენობის განსაზღვრაზე და არა - პასუხისმგებლობის დაკისრებაზე (შდრ. სუსგ ას-95-90-2013 14.06.2013).
ამდენად, პასუხისმგებლობა ნივთიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის ყოველთვის დგება ბრალის მიუხედა--დ. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის მე-1000 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ ზიანის მიყენების წყაროა მომეტებული საფრთხის შემცველი მოწყობილობა ან საგანი, რომლის მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს ამგვარ ობიექტსა თუ მოქმედებასთან დაკავშირებული ზიანი. მომეტებულ საფრთხეში იგულისხმება ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელება შეიცავს ზიანის მიყენების აშკარა შესაძლებლობას და რომლის კონტროლირებაც აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს (შდრ. სუსგ ას-1287 -1208 -2015, 26.02.2016 ).
4.3. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ ალ-----------------ი 2011 წლის 01 სექტემბრიდან 2013 წლის 01 აპრილამდე პერიოდში მუშაობდა მოპასუხე შპს „ა--ში“ მცხობელად და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 300 ლარს (ტ. І, ს.ფ. 161-162).
ალ-----------------ი, 2013 წლის 29 მარტს, საღამოს 8:00 საათიდან 2013 წლის 30 მარტის დილის 8:00 საათამდე, მუშაობდა მოპასუხე საწარმოში, ღამის ცვლაში. 2013 წლის 30 მარტს, დილით, ცვლის დამთავრებისას, ალ-----------------ი შეუდგა მოპასუხის კუთვნილი, ცომსაჭრელი დანადგარის (დაზგის) გასუფთავებას, ისე, რომ დანადგარი არ ჰქონდა გამორთული. დანადგარის ძირში მიკრული ცომის ამოწმენდისას, ალ-----------------მა დაიზიანა ხელი, კერძოდ, მარცხენა მტევნის მე-3 თითი გადაიჭრა შუა ფალანგის დონეზე, ხოლო მე-4 თითი გადაიჭრა საფრჩხილე ფალანგის დონეზე (ტ. I, ს.ფ. 157, 234-245, 248-259);
საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 30 იანვრის დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვით 17.01.2014 წელს ალ-----------------ს აღენიშნება მარცხენა მტევნის მე-4 თითის ამპუტაცია შუა და საფრჩხილე ფალანგების შესახსრების დონეზე და ამავე მტევნის მე-3 თითის ამპუტაცია შუა ფალანგის შუა მესამედის დონეზე - მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, საერთო შრომისუნარის მყარი დაკარგვით 10%-ით. (ტ. I, ს.ფ. 156-159).
უდავოა, რომ ცომსაჭრელი დანადგარის ჩართვა, გამორთვა და გაწმენდა შედიოდა მასზე მომუშავე მცხობელის, კონკრეტულ შემთხვევაში კი, ალ-----------------ის შრომით მოვალეობაში.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის ბრალეულობის კვლევა და დადგენა საჭირო არ არის, რადგან, როგორც უკვე ითქვა, საკითხი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ეხება, რომელსაც კანონმდებელი მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელ პირად განიხილავს.
4.4. სარჩელით ალ-----------------ი მოპასუხე შპს „ა--სგან“ ითხოვს: 1. 2013 წლის 01 აპრილიდან შრომისუნარიანობის აღდგენამდე ყოველთვიურ სარჩოს 300 ლარის ოდენობით; 2. შრომისუნარიანობის აღსადგენად მკურნალობის ხარჯებს 13704.3 ლარის ოდენობით და 3. მორალურ ზიანის სახით 15 000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული.
მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დასტურდება, რომ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო აპელანტის გაუფრთხილებელმა მოქმედებამაც, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან მუშაობის დასრულების შემდგომ, არ გამორთო ცომსაჭრელი დანადგარი და ისე შეუდგა მის გაწმენდას, რა დროსაც დაიზიანა მარცხენა ხელის თითები.
მიუხედა--დ იმისა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა დაზარალებულის გაუფრთხილებელი მოქმედება, აღნიშნული მოპასუხეს ვერ გაათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან მომეტებული საფრთხის წყაროდან წარმოშობილი ზიანისთვის, თუმცა, პალატის მოსაზრებით, სსკ-ის 415-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ის გავლენას მოახდენს ზიანის ოდენობის განსაზღვრაზე (შდრ. სუსგ ას-95-90-2013 14.06.2013).
მხარეთა ბრალეულობის ხარისხის და იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადად მოპასუხე შპს „ა--ს“ მართლსაწინააღმდეგო ქმედება გახდა დამდგარი ზიანის მაპროვოცირებელი გარემოება, რის შედეგადაც მოსარჩელეს მყარად შეუმცირა შრომის უნარი 10%-ით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ბრალეულობა დამდგარ ზიანში მხარეთა შორის უნდა გადანაწილდეს 83%-17%-ით, საიდანაც ბრალეულობის 83% უნდა განისაზღვროს შპს „ა--ს“, ხოლო 17% ალ-----------------ის პასუხისმგებლობის წილად დამდგარ ზიანში. შესაბამისად, დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მისი მთლიანი მოცულობის 83%-ის ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-–---------------ნმა მიღებული ტრავმის გამო საერთო შრომის უნარი მყარად დაკარგა 10%-ით. ასევე, დადგენილია, რომ ა-–---------------ნის ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 300 ლარს.
ვინაიდან, ალ-----------------ს შრომის უნარი დაკარგული აქვს მყარად და მისი აღდგენა შეუძლებელია, მას სარჩო უნდა მიეცეს არა შრომისუნარიანობის აღდგენამდე, არამედ საპენსიო ასაკამდე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ზიანის ანაზღაურების მა--ლდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში აპელანტი მოპასუხე საწარმოში იმუშავებდა მაქსიმუმ საპენსიო ასაკამდე.
გამომდინარე იქიდან, რომ აპელანტმა შრომის უნარი დაკარგა მხოლოდ 10%-ით, მის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩოს გადახდა ყოველთვიურად 25 ლარის (300*10%)-(300*10%)*17%) ოდენობით საპენსიო ასაკამდე.
4.5. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები.
საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანამხად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მა--ლდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ.
მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს შრომისუნარიანობის აღსადგენად მკურნალობის ხარჯების გადახდა 13704.30 ლარის ოდენობით. აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნას მოსარჩელე ამყარებდა იმ ფაქტობრივ საფუძვლებს, რომ საფრანგეთში ხელის თითების კოსმეტიკური პროთეზის დამზადების (ფორმის ინდივიდუალური დამზადებით, აკრილის ფრჩხილებით, პაციენტის თანდასწრებით გაფერადებით) ღირებულება შეადგენს 5160 ევროს (ტ. І, ს.ფ. 19-22), თვითმფრინავით მგზავრობის (თბილისი-პარიზი-თბილისი) ღირებულება - 1379.70 ლარს, პარიზის სასტუმროში 07 დღით განთავსების ღირებულება - 1100 ლარს (ტ. І, ს.ფ. 20-25).
ამდენად, როგორც თა--დ მოსარჩელის განმარტებიდანვე იკვეთება, მკურნალობისათვის მოთხოვნილი 13704.20 ლარი წარმოადგენს არა შრომისუნარიანობის აღსადგენ (მკურნალობის) ხარჯებს, არამედ ხელის თითების კოსმეტიკური პროთეზირების ღირებულებას, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. გარდა ამისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მიერ მიცემულ განმარტებაზეც იმასთან დაკავშირებით, რომ ის მკურნალობის ჩატარებას საფრანგეთში აღარ აპირებს და შესაბამისად, მოთხოვნილი ხარჯების გაღებაც მას აღარ მოუწევს (იხ: სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმები).
4.6. სამოქლაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
პალატა განმარტავს, რომ კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება გათვალისწინებულია მხოლოდ კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
სამართლის მიერ დაცული ერთ-ერთი სიკეთე, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სულიერი ტანჯვა ანდა ფსიქიკური სტრესი განიცადა. სხეულის დაზიანებასა ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში უნდა ვიგულისხმოთ ისეთი ზემოქმედება, რომელიც ადამიანის სხეულს ხელყოფს ან ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე შინაგან პროცესებზე სხვაგვარად ახდენს ზეგავლენას.
პალატა განმარტავს, რომ მორალური ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ. ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობა და ა. შ.), აგრეთვე იმ სხვა გარემოებათა მხედველობაში მიღებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა. კომპენსაციის მოცულობა კი უნდა განისაზღვროს ტრავმის, ჯანმრთელობის სხვა დაზიანების სიმძიმის ხარისხიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც დაზარალებულის მიერ გადატანილ მორალურ ტანჯვას ადასტურებენ. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება აგრეთვე ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, ბრალის ხარისხისა და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით (იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება - ას-762-818-2011).
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხის კუთვნილი, მომეტებული საფრთხის შემცველი დანადგარით მარცხენა მტევნის თითები დაიზიანა, რასაც მოჰყვა თითების ნაწილობრივი ამპუტირება, რის შედეგადაც აპელანტმა პროფესიული შრომის უნარი მყარად 10%-ით დაკარგა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია მოსარჩელის მხრიდან მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობების არსებობა. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებისას მისი ოდენობა სასამართლოს შეხედულებით განისაზღვრება. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე ადგენს. მოსარჩელე უფლებამოსილია, სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს თანხა, რომელსაც ის მიყენებული სულიერი და ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის ითხოვს, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობა, საბოლოოდ, სასამართლოს შეხედულებით განისაზღვრება. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია, რომლის მიზანია დაზარალებულის საზოგადოების თვალში მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება; კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად.
პალატა განმარტავს, რომ ფულადი კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უზომოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას, მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელყოფის ხასიათი, მისი გავლენა პირის არამატერიალურ სიკეთეზე. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს პირის დარღვეული უფლებების ხასიათი, ამ დარღვევის ნეგატიური როლი პიროვნებაზე, ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი და ა.შ
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესადმი მიყენებული ფიზიკური და მორალური ტანჯვის ხარისხის შეფასებისას, რაც მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ალ-----------------მა დაიზიანა მარცხენა მტევნის ორი თითი, რასაც შედეგად მოჰყვა მათი ნაწილობრივი ამპუტირება. ამასთან, დამდგარ ზიანში დადგინდა თა--დ მოსარჩელის შერეული ბრალიც 17%-ის მოცულობით.
ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს მიყენებული ზიანის ტიპს, ხასიათსა და მოცულობას და მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეზე დასაკისრებელი მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ოდენობად უნდა განისაზღვროს 5000 ლარი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ ალ-----------------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება ალ-----------------ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში ალ-----------------ი გათავისუფლებული იყო სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, შესაბამისად, აღნიშნული ხარჯების გაღება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნების პროპორციულად, 708 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს შპს „ა--ს“ (სსსკ-ის 53.4 მ.).
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. ალ-----------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ალ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. შპს „ა--ს“ ალ-----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიური სარჩოს გადახდა 25 ლარის ოდენობით 2013 წლის 01 აპრილიდან ამ უკანასკნელის საპენსიო ასაკამდე.
5. შპს „ა--ს“ ალ-----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის სახით 5000 ლარის ანაზღაურება.
6. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
7. შპს „ა--ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე, სააპელაციო საჩივარზე და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 708 ლარის ოდენობით.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილება გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
გოდერძი გიორგიშვილი