განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002277400
საქმე №1/ბ-595-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივნისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ---------–--–---–---–ის,მსჯავრდებულ: მ---------------ის,ადვოკატ: გ--–--------–--–---–ის
მონაწილეობით,საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორის გ---------–--–---–---–ის, მსჯავრდებულის მ---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ--–--------–--–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ----------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #3----------- რეგისტრირებულის: ბ--------------------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: ბა------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ---------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქრთამის აღება, ესე იგი მოხელის მიერ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ხ-------------–---–- დაინტერესებული იყო საზღვარგარეთიდან შემოყვანილი განსაბაჟებელი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანების შეძენით. ავტომანქანის განბაჟების საკითხში გარკვევის მიზნით, 2017 წლის დეკემბერში, ბათუმში იგი შეხვდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსქპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტს - მ---------------ს.
მ---------------მა ხ-------------–---–თან შეხვედრისას განიზრახა ქრთამის აღება და შესთავაზა, რომ 200 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში იგი განსაბაჟებელ სატვირთო ავტომობილის შეფასება რეალურ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებად და გასცემდა შესაბამისის დასკვნას, რის საფუძველზეც ხ-------------–---–ს მოუწევდა კანონით გათვალისწინებულზე 900 აშშ დოლარით ნაკლების გადახდა ავტომანქანის განსაბაჟებლად.
აღნიშნულ შეთავაზებაზე ხ-------------–---–-ს თანხმობის შემდგომ მ---------------მა, ქ. ბათუმში ეტაპობრივად - 2017 წლის 19 და 20 დეკემბერს ხ-------------–---–ს ქრთამის სახით გამოართვა მოთხოვნილი 200 აშშ დოლარი, რის შემდეგად იგი დაკავებული იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 აპრილის განაჩენით მ---------------ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე.
მ---------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ---------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ხ-------------–---–- დაინტერესებული იყო საზღვარგარეთიდან შემოყვანილი განსაბაჟებელი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანების შეძენით. ავტომანქანის განბაჟების საკითხში გარკვევის მიზნით, 2017 წლის დეკემბერში, ბათუმში იგი შეხვდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსქპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტს - მ---------------ს.
მ---------------მა, ხ-------------–---–ს 200 აშშ დოლარის სანაცვლოდ შესთავაზა განსაბაჟებელ სატვირთო ავტომობილის შეფასება რეალურ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებად და შესაბამისი დასკვნის გაცემა, რის საფუძველზეც მ---------------ის განმარტებით, ხვიჩა მღებრიშვილს კანონით გათვალისწინებულზე ნაკლების გადახდა მოუწევდა ავტომანქანის განსაბაჟებლად.
აღნიშნულ შეთავაზებაზე ხ-------------–---–-ს თანხმობის შემდგომ, მ---------------მა შეადგინა სასაქონლო ექსპერტიზის №007452017 დასკვნა, რომლის თანახმადაც ,,Mercedes-benz-ის” მარკის სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ღირებულება 2017 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით წარმოადგენდა 45000 ლარს. აღნიშნულის შემდეგ, მ---------------მა ბათუმში ეტაპობრივად - 2017 წლის 19 და 20 ხ-------------–---–-ს გამოართვა მოთხოვნილი 200 აშშ დოლარი ისე, რომ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ღირებულება არ შეუმცირებია.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა გ---------–--–---–---–მა და მსჯავრდებულ მ---------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--–--------–--–---–მა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა გ---------–--–---–---–მა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ მ---------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში სასჯელის განსაზღვრა.
მსჯავრდებულ მ---------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--–--------–--–---–მა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად ჯარიმის შეფარდება.
საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს, 2018 წლის 20 ივნისს, საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორის გ---------–--–---–---–ის მიერ, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ მ---------------თან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა მოითხოვა, რომ მ---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროკურორმა გ---------–--–---–---–მა, მსჯავრდებულმა მ---------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--–--------–--–---–მა.
სააპელაციო პალატამ, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ის სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს, ასევე იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც იგი ნებაყოფლობით აღიარებს. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ, აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს. შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში და დაზუსტებულია მხარეთა მიერ სასამართლო პროცესზე. მსჯავრდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
საქმის მასალების შესწავლისა და განხილვის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების ხ-------------–---–-ს, ზ------------–---–ის, ს-----------–-ს, გ-------------–----ს, ი-------------–---–ის, ე-–-------------ს და გ--------–---------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ოქმებით, კრებსებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვიდეო და აუდიო ჩანაწერებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, მ---------------ის დანიშვნის ბრძანებით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებით (მოტყუებით დაუფლებული თანხა), დადგენილია, რომ მ---------------მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.
ამდენად, პალატა თვლის, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და დამტკიცდეს წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-215-ე მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორსა და მსჯავრდებულ მ---------------ს შორის.
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 აპრილის განაჩენში.
მ---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ მ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 20 დეკემბრიდან.
მ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი, პირობითი მსჯავრის პერიოდში, განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნივთმტკიცებები:
- ,,DVD-R” და ,,CD-R” დისკები, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის შენახვის ვადით;
- მ---------------ის საფულე, პირადობის მოწმობა, მობილური ტელეფონი და 01 ცალი სიმბარათი, რომლებიც ინახება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- მ---------------ის სამსახურებრივი მოწმობა, რომელიც ინახება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში, შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს;
- მ---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული თანხა - 100 აშშ დოლარი, რომელიც ასევე ინახება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში, შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს შესაბამის სამსახურს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შეიძლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი