განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2018
საქმის ნომერი
210100118002369984
ინსტანცია
თარიღი
28.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100118002369984

საქმე №1ბ/673-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მსჯავრდებულ ლე-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ლე-----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 1----------, პირადი #-----------, ს----------–----------–---ს, დ------------–--, ს-–----–----------–------ ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ს---------------------------–------------–-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენით ლე-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საბოლოოდ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ლე-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 01 (ერთი) წლითა და 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

ლე-----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 20 თებერვალს, საღამოს საათებში, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლე-----------–---–მა, ქ-------------–----–------------------------–--------------ში მდებარე მისი ოჯახის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, ჩაიდინა ძალადობა მეუღლის თა------------–---–ის მიმართ, რომელსაც ხელის დარტყმით, ყელში ხელის მოჭერით და თმების მოქაჩვით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლე-----------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო საჩივარში აპელანტი აღნიშნავს, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს ჩადენილ ქმედებას, მისი საქციელით ყველაზე მეტად უდანაშაულო მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ზარალდება, რომელთაც ტკივილს და ტანჯვას აყენებს, პირობას დებს, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას აღარ ჩაიდენს, მშვიდად იცხოვრებს ცოლ-შვილთან ერთად, რომლებიც ნათესავების იმედად დარჩნენ, ითხოვს განესაზღვროს მინიმალური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ არაერთგზის ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ თა------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: თ----------------–---–-----–-------------------------------–---–----------------–---–------------------–---–-- გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განაჩენი ლე-----------–---–ის მიმართ.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. პირველი ინსტანციის სასამართლომ ლე-----------–---–ისათვის სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია დანაშაულის აღიარება და მონანიება, რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პერიოდში, რაც ცხადყოფს, რომ ნაკლებად მკაცრმა სასჯელმა ვერ უზრუნველყო სასჯელის მიზნის განხორციელება.

პალატას მიაჩნია, რომ მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ვერ იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, შესაბამისად დანიშნული სასჯელის შემცირების საფუძველი არ არსებობს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ლე-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ლე-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საბოლოოდ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ლე-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლითა და 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

ლე-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 თებერვლიდან;

ლე-----------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

ნივთიერი მტკიცებულება შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული საკეცი დანა განადგურდეს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შესახვის ვადით;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე