განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.06.2018
საქმის ნომერი
330210117001838109
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117001838109 №2ბ/5521-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 მარტი, 2018წ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ქეთევან დუგლაძე

მოსამართლეები _ ანა გოგიშვილი

ლევან გვარამია

 

სხდომის მდივანი _ ოთარ ბუკია

 

აპელანტი (მოსარჩელე) _ თ----ა კ----–-–---–ი

წარმომადგენელი - მ-----ა ტ---–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ფ-------- ბ------–---–ი

წარმომადგენელი - გ--–- ტ--–--–-–---–ი

 

დავის საგანი – ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე თ----ა კ----–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:შეწყდა ქორწინება თ----ა კ----–-–---–ს (პ/ნ 0----------, დ---დებული 3---------წ) და ფ-------- ბ------–---–ს (პ/ნ 4----------, დ---დებული 1---------წ) შორის, რეგისტრირებული 2----–-–----------------–ს (ქორწინების მოწმობა # მნ 3-----, აქტის ჩანაწერი #-----------);გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;განემარტა მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;მოპასუხე ფ-------- ბ------–---–ს (პ/ნ 4----------) მოსარჩელე თ----ა კ----–-–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, ბ-------ე ბ------–---–ის, დ---დებული 1--------- წელს, რჩენა-აღზრდისათვის, ალიმენტის სახით, 200 (ორასი) ლარის გადახდა სარჩელის შემოტანიდან, 2017 წლის 10 მარტიდან ყოველთვიურად, მის სრულწლოვანებამდე ან გარემოებების შეცვლამდე; თ----ა კ----–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ფ-------- ბ------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე ქ.თბილისი, დ--- წ-----ი, დ-----–--ა ცე---–---ი, კ--------ი #-, ბინა #-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------------------, ს--------–---, ბინა #-, საცხოვრებელი ფართით 45.69 კვ.მ , ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ფ--------ი ბ------–---–ის (პ/ნ 4----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების ½ ნაწილს მდებარე ქ.თბილისი, დ--- წ-----ი, დ-----–--ა ცე---–---ი, კ--------ი 8, ბინა 5, დაზუსტებული ფართობი:45,69 კვ.მ, ს/კ: 0----------------------;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მოსარჩელე თ----ა კ----–-–---–ი და მოპასუხე ფ-------- ბ------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–---------------–---ან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 20---–-–---------------ერს დ---დებული ბ-------ე ბ------–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი # 8---------- (ს.ფ. 13);

- ბ-------ე ბ------–---–ის დაბადების მოწმობა №2---------- (ს.ფ 14);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

2.2. მოსარჩელე თ----ა კ----–-–---–ს და მოპასუხე ფ-------- ბ------–---–ს შორის

ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია უკანასკნელი რამოდენიმე თვეა. მოსარჩელე თ----ა კ----–-–---–ი ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

2.3. თ----ა კ----–-–---–ი არ არის დასაქმებული და არ აქვს შემოსავალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

2.4. ფ-------- ბ------–---–ის კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი ბ-------ე ბ------–---–ისა, სხვა პირი არ იმყოფება. მოპასუხე იღებს მონაწილეობას ბ-------ე ბ------–---–ის ჯანმრთელობის დაზღვევის უზრუნველყოფაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

2.5. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დ-–-ის პ---–-–-ის დ-------------ის 2---------წ, #M-- 0---------- ცნობის მიხედვით, ფ-------- ბ------–---–ი მუშაობს შსს სსიპ დ-–-ის პ---–-–-ის დ-------------ის საავიაციო უშიშროების სამმართველოს მე-3 განყოფილების უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 798 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

-შსს სსიპ დ-–-ის პ---–-–-ის დ-------------ის ცნობა 2---------წ, #M-- 0----------

(ს.ფ.57)

 

2.6. საქმეში წარმოდგენილი ერთის მხრივ ი--- ბ----–---–სა, ხოლო მეორეს მხრივ ა------ ბ------–---–ს შორის 2----–-–----------------–ს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ა------ ბ------–---–ის მიერ 22 000 აშშ დოლარად გასხვისებულ იქნა უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ა-–---------ე წ---–-----ის შ-----------, კ--------ი 1, ბ-----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

-უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება 13/02/2014წ (ს.ფ.73-74)

 

2.7. საქმეში წარმოდგენილი ერთის მხრივ დ----- ჯ-------ს და მეორეს მხრივ ფ-------- ბ------–---–ს შორის 2----–-–-------------ვალს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, დ----- ჯ-------ს მიერ 15 500 აშშ დოლარად გასხვისებულ იქნა უძრავი ქონება მდებარე თბილისი, დ--- წ-----ი, დ-----–--ა ცე---–---ი, კ--------ი 8, ბინა #-, ს--------–---, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------------------, მყიდველი - ფ-------- ბ------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

-უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება 19/02/2014წ (ს.ფ.76-77)

 

2.8. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის (მომზადების თარიღი: 2---------წ, #------------) მიხედვით, ფ-------- ბ------–---–ი 2----–-–--------------ლიდან რეგისტრირებულია უძრავი ნივთის მდებარე ქალაქი თბილისი, დ--- წ-----ი, დ-----–--ა ცე---–---ი, კ--------ი 8, ს--------–---, ბინა #-, ფართი:45.69 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------------------, მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი 2---------წ, #------------ (ს.ფ.15)

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.9. საქმეში წარმოდგენილი 2----–-–--------------ლის #3------ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხე ფ-------- ბ------–---–ს აღებული აქვს სს ,,ს----------–---------დან“ კრედიტი 4180 ლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: კრედიტის ვადა _ 06.11.2018 წლამდე, ყოველთვიური შენატანი - 156 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- საკრედიტო ბარათის განაცხადი #4------ (ს.ფ.89)

- ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ (ს.ფ. 60)

 

- 2----–-–--------------ლის საბანკო საკრედიტო ხელშეკრულება #3------ (ს.ფ 61-65)

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.66)

-მოპასუხის ახსნა -განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);

 

2.10. საქმეში წარმოდგენილი 2----–-–----------ის #1----- საბანკო საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხე ფ-------- ბ------–---–ს აღებული აქვს სს ,,ს----------–---------დან“ კრედიტი 1150 ლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: კრედიტის ვადა _ 18 თვე, ყოველთვიური შენატანი - 101.92 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- 2----–-–----------ის საბანკო საკრედიტო ხელშეკრულება #1----- (ს.ფ 67-69)

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.70)

-მოპასუხის ახსნა -განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);

 

2.11. საქმეში წარმოდგენილი სს ,,ს----------–---------ს“ მიერ გაცემული პირადი ანგარიშიდან ნაერთი ამონაწერით #3----, 1---------წ, ფ-------- ბ------–---–ის მფლობელობაში არსებულ ანგარიშზე 2----–-–---------------ლიდან 2----–-–------------–ამდე ფიქსირდება თანხის მიმოქცევა შემდეგი სახით: 2----–-–----------------–ს ანაბრის გახსნა - კრედიტი 20 600 აშშ დოლარის ოდენობით; 2----–-–-------------ვალს თანხის გატანა - 15 500 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

-სს ,,ს---------–--------ის“ მიერ გაცემული ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან

25/04/2017წ (ს.ფ.75)

 

2.12. მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ფ-------- ბ------–---–ს 2----–-–-------------ვალს უძრავი ნივთის მდებარე თბილისი, დ--- წ-----ი, დ-----–--ა ცე---–---ი, კ--------ი 8, ბინა #-, პირველი სართული, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------------- შესაძენად განსაზღვრული ნასყიდობის თანხა - 15 500 აშშ დოლარი, გადასცა მამამ, ა------ ბ------–---–მა საჩუქრის სახით. საქმეში წარმოდგენილი ერთის მხრივ ი--- ბ----–---–სა, ხოლო მეორეს მხრივ ა------ ბ------–---–ს შორის 2----–-–----------------–ს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ა------ ბ------–---–ის მიერ 22 000 აშშ დოლარად გასხვისებულ იქნა უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ა-–---------ე წ---–-----ის შ-----------, კ--------ი 1, ბ-----. გასხვისების დღესვე, 2----–-–----------------–ს, სს ,,ს----------–---------ს“ მიერ გაცემული პირადი ანგარიშიდან ნაერთი ამონაწერით #3----, 1---------წ, ფ-------- ბ------–---–ის პირად ანგარიშზე ფიქსირდება ანაბრის გახსნა - 20 600 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ანგარიშიდან გატანილი თანხის ოდენობა (15 500 აშშ დოლარი) და დრო (2----–-–-------------ვალი) კი, სრულად ემთხვევა მოპასუხის მიერ სადავო უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თარიღსა და ნასყიდობის ფასს. დადგენილია, რომ მოპასუხე ფ-------- ბ------–---–ი 2014 წლის ივნისამდე იყო უმუშევარი, სტუდენტი და არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. პირადი დანაზოგის შესახებ რაიმე სახის მტკიცებულება სასამართლოსათვის არც თ----ა კ----–-–---–ს წარუდგენია. შესაბამისად, ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------ ბ------–---–ის მიერ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხა ფ-------- ბ------–---–ს გადაეცა საჩუქრის სახით, წარმოადგენდა მის ინდივიდუალურ საკუთრებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო- სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე თ----ა კ----–-–---–ი და მოპასუხე ფ-------- ბ------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–---------------–---ან.

 

სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად: 1.განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია უკანასკნელი რამოდენიმე თვეა და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ფ-------- ბ------–---–მა სარჩელი ცნო, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს სარჩელის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, სარჩელი თ----ა კ----–-–---–სა და ფ-------- ბ------–---–ს შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.14. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 20---–-–---------------ერს დ---დებული ბ-------ე ბ------–---–ი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ მხარეები უკანასკნელი რამოდენიმე თვეა ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. მცირეწლოვანი ბ-------ე ბ------–---–ი ცხოვრობს მოსარჩელესთან, თ----ა კ----–-–---–თან ერთად. მოსარჩელე არ მუშაობს და არ აქვს შემოსავალი. მოპასუხე ფ-------- ბ------–---–ი მუშაობს შსს სსიპ დ-–-ის პ---–-–-ის დ-------------ის საავიაციო უშიშროების სამმართველოს მე-3 განყოფილების უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 798 ლარს, შესაბამისად, მოპასუხე როგორც მშობელი, ვალდებულია სისტემატურად ღებულობდეს მონაწილეობას არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდა-განვითარებაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ“ (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში N14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.

 

1----–-–-------------რის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას , არამედ , თუ ეს შესაძლებელია , ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც , რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში . ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არსრულწლოვნების უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ისინი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობა. მოსარჩელე თ----ა კ----–-–---–ი უმუშევარია, ფ-------- ბ------–---–ი კი დასაქმებულია და გააჩნია სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით, ასევე, მის სახელზეა რეგისტრირებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე ქალაქი თბილისი, დ--- წ-----ი, დ-----–--ა ცე---–---ი, კ--------ი 8, ს--------–---, ბინა #-, ფართი:45.69 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------------------. მოპასუხის კმაყოფაზე გარდა არასრულწლოვანი ბ-------ე ბ------–---–ისა, სხვა პირი არ იმყოფება. ამასთან, სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ამ ეტაპზე მოპასუხის მატერიალური შემოსავალი არ არის მაღალი, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ფ-------- ბ------–---–ის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, მისი უნარები და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვების აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვების ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.

 

სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს მცირეწლოვანი ბავშვის ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს კვებისა და ჰიგიენური საშუალებების მხრივ, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.

 

მოპასუხე ფ-------- ბ------–---–ი თანახმაა თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით, გადაიხადოს არასრულწლოვანი ბავშვისათვის ალიმენტის სახით 80 (ოთხმოცი) ლარი. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის არგუმენტს იმის შესახებ, რომ ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს მის მიერ გამოტანილი საბანკო კრედიტის გათვალისწინებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ საკრედიტო ხელშეკრულება დადებულია რამდენიმე თვით, მაშასადამე, ატარებს დროებით ხასიათს, მაშინ როდესაც ალიმენტის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს ეკისრება შვილის 14 სრულწლოვანებამდე. ასევე, მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი

შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვის ასაკის და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვისათვის უნდა განისაზღვროს 200 (ორასი)ლარით. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ბ-------ე ბ------–---–ის სასკოლო ნივთების შესაძენად ერთჯერადი თანხის სახით 1000 ლარის დაკისრების თაობაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანის აღზრდა და მასთან დაკავშირებული თანხის ოდენობა, მოიცავს და მოიაზრებს ბავშვის სწავლასა და განათლებასთან დაკავშირებულ ხარჯსაც, რასაც სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას იღებს მხედველობაში. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული თანხის ალიმენტისგან დამოუკიდებლად მოპასუხისათვის გადახდევინების დაკისრების საფუძველი.

 

ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2017 წლის 10 მარტიდან ბ-------ე ბ------–---–ის სრულწლოვანებამდე, ან გარემოებების შეცვლამდე.

 

2.15. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრება), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც,თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თანსაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს : ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეულის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ფ-------- ბ------–---–ი წარმოადგენს უძრავი ქონების მდებარე ქალაქი თბილისი, დ--- წ-----ი, დ-----–--ა ცე---–---ი, კ--------ი 8, ს--------–---, ბინა #-, ფართი:45.69 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------------------, მესაკუთრეს.

 

მართალია ხსენებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება ფ-------- ბ------–---–ს მოპოვებული აქვს მეუღლეთა შორის ქორწინების რეგისტრაციის _ 1----–-–----------ის შემდეგ, 2----–-–-------------ვალს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, მაგრამ მოსარჩელის საკუთრების უფლების საფუძვლის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა სადავო ნივთი მხარეთა საერთო საოჯახო მეურნეობის გაძღოლის, ერთობლივი შრომითა და სახსრებით შეძენილ ქონებას.

 

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით, მიუხედავად იმ გარემოებისა ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა. თითოეული მეუღლის ინდივიდუალური ქონება კი მხარეთა შორის არ იყოფა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ, მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, დადგენილია, რომ მოპასუხე ფ-------- ბ------–---–ს 2----–-–-------------ვალს უძრავი ნივთის მდებარე თბილისი, დ--- წ-----ი, დ-----–--ა ცე---–---ი, კ--------ი 8, ბინა #-, პირველი სართული, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------------- შესაძენად განსაზღვრული ნასყიდობის თანხა - 15 500 აშშ დოლარი, გადასცა მამამ, ა------ ბ------–---–მა საჩუქრის სახით. საქმეში წარმოდგენილი ერთის მხრივ ი--- ბ----–---–სა, ხოლო მეორეს მხრივ ა------ ბ------–---–ს შორის 2----–-–----------------–ს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ა------ ბ------–---–ის მიერ 22 000 აშშ დოლარად გასხვისებულ იქნა უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ა-–---------ე წ---–-----ის შ-----------, კ--------ი 1, ბ-----. გასხვისების დღესვე, 2----–-–----------------–ს, სს ,,ს----------–---------ს“ მიერ გაცემული პირადი ანგარიშიდან ნაერთი ამონაწერით #3----, 1---------წ, ფ-------- ბ------–---–ის პირად ანგარიშზე ფიქსირდება ანაბრის გახსნა - 20 600 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ანგარიშიდან გატანილი თანხის ოდენობა (15 500 აშშ დოლარი) და დრო (2----–-–-------------ვალი) კი, სრულად ემთხვევა მოპასუხის მიერ სადავო უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თარიღსა და ნასყიდობის ფასს.

 

დადგენილია ასევე, რომ მოპასუხე ფ-------- ბ------–---–ი 2014 წლის ივნისამდე იყო უმუშევარი, სტუდენტი და არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. პირადი დანაზოგის შესახებ რაიმე სახის მტკიცებულება სასამართლოსათვის არც თ----ა კ----–-–---–ს წარუდგენია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან.

 

შესაბამისად, ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------ ბ------–---–ის მიერ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხა ფ-------- ბ------–---–ს გადაეცა საჩუქრის სახით და იგი წარმოადგენდა მის ინდივიდუალურ საკუთრებას თანხის ანაბრის ანგარიშზე განთავსების მომენტიდან.

 

საქმის მასალებით დადასტურებულია ფაქტობრივი გარემოება, რომ ფ-------- ბ------–---–ის მიერ სადავო ქონების შესაძენად მიემართა ანაბარზე განთავსებული თანხა, 15 500 აშშ დოლარის ოდენობით, შესაბამისად, უძრავი ნივთი მდებარე თბილისი, დ--- წ-----ი, დ-----–--ა ცე---–---ი, კ--------ი 8, ბინა #-, პირველი სართული, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------------------, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს თ----ა კ----–-–---–სა და ფ-------- ბ------–---–ის მიერ თანაცხოვრების პერიოდში ერთობლივი ძალებითა და სახსრებით შეძენილ უძრავ ქონებად. მოსარჩელემ, იმ გარემოების მტკიცების ტვირთის რეალიზაცია, რომ ა------ ბ------–---–ის მიერ გადაცემული თანხა წარმოადგენდა არა პირადად, მხოლოდ ფ-------- ბ------–---–ისათვის, არამედ ოჯახის ინდივიდუალურ საჩუქარს, ვერ უზრუნველყო.

 

შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით გათვალისწინებული, სადავო ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების სამართლებრივი საფუძველი, სადაც მეუღლეთა წილი თანაბარია. სადავო უძრავი ქონება არ წარმოადგენს თ----ა კ----–-–---–ისა და ფ-------- ბ------–---–ის თანასაკუთრებას, რის გამოც არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის მითითებით თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის ის მუხლები, რომელიც ადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებით უფლებებს და ამ უფლებების წარმოშობის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს. თანასაკუთრების უფლების დადგენის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მოსამართლის უარი არ ეფუძნება იმ პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებებს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების გათვალისწინებით, ცალსახად ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას.

 

სასამართლოს მიერ გამოკვლეული გარემოებებით, მათ შორის საპროცესო მხარეთა განმარტებებით უტყუარად დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთის შეძენამდე მეუღლის (მოპასუხე) მიერ განხორციელდა თავის ანგარიშზე თანხის შეტანა და შემდგომ ამ თანხის გამოტანა სადავო უძრავი ქონების შესაძენად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლო მხოლოდ ლოგიკაზე და ვარაუდზე დაყრდნობით ადგენს, ეს საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხა არის ნაჩუქარი თანხა. ამ ლოგიკას სასამართლო ამყარებს დროში პარალელურად განხორციელებულ სხვა ტრანზაქციებს და სხვა გარიგებებს. სასამართლო არ დაინტერესებულა გამოეკვლია ის მტკიცებულებები, რომელიც ლოგიკისა და ვარაუდის გარეშე შესაძლებელს გახდიდა ჩუქებასა და სადავო უძრავი ნივთის შეძენას შორის პირდაპირი სამართლებრივი კავშირი, თანახმად მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა. სასამართლოს ასევე სრულყოფილად არ გამოუკვლევია მხოლოდ მოპასუხის სასარგებლოდ განხორცელდა მოპასუხის მიერ მითითებული ჩუქების ფაქტი და მასთან ერთად მისი ოჯახის სასარგებლოდაც. მნიშვნელოვანი და საყურადღებოა მტკიცების ტვირთან დაკავშირებით თავად მოსამართლის პოზიცია, თუმცა რატომღაც სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი წინააღმდეგობაშია მოსამართლის მიერ აღნიშნულ სხდომაზე დაფიქსირებულ მართებულ პოზიციასთან.

 

აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ მოპასუხის პოზიცია მაინც ვერ განიხილება საფუძვლიან არგუმენტად მარტივი მიზეზის გამო. მოპასუხის სასარგებლოდ თანხის ჩუქების გარიგება დასრულებულად განიხილება დასაჩუქრებულის მიერ მისი ფაქტობრივი მიღებით. ეს არ არის განგრძობადი გარიგება, რომელიც მუდმივად და პერმანენტულად გრძელდება. ამ ჩუქების გარიგების შემდგომ მოპასუხის მიერ ხორციელდება ჩუქების გარიგებისგან დამოუკიდებელი რამდენიმე სხვა გარიგება, კერძოდ საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, შემდგომ გამოტანა და შემდგომ უძრავი ნივთის შეძენა. ასევე მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ თანხის ანგარიშზე შეტანის შემდგომ ეს თანხები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა განხილულიყო როგორც თანასაკუთრებაში არსებული თანხა და ამ თანხით შეძენილი ქონება ასევე თანასაკუთრებაში არსებული ქონება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით; სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველია; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სასამართლოს განხილვის საგანია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის კანონიერების შემოწმება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე (მდებარე - დ--- წ-----ი, დ-----–--ა ცე---–---ი, კ--------ი 8, ს--------–---, ბინა N-) თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

- მოსარჩელე თ----ა კ----–-–---–ი და მოპასუხე ფ-------- ბ------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2----–-–---------------–---ან. მხარეებს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია.

 

- საქმის მასალებში წარმოდგენილია მოპასუხის მამას - ა------ ბ------–---–სა და ი--- ბ----–---–ს შორის 2----–-–----------------–ს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება, რომ ა------ ბ------–---–მა 22 000 აშშ დოლარად გაასხვისა უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ა-–---------ე წ---–-----ის შ-----------, კ--------ი 1, ბ-----. (იხ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება 1---------წ ტ.1, ს.ფ. 73-74)

- 2----–-–-------------ვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ფ-------- ბ------–---–მა დ----- ჯ-------სგან 15 500 აშშ დოლარად შეიძინა უძრავი ქონება მდებარე - თბილისი, დ--- წ-----ი, დ-----–--ა ცე---–---ი, კ--------ი 8, ბინა N-, ს--------–---, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------------- (იხ. 1---------წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ტ.1, ს.ფ.76-77)

 

- საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მოპასუხე ფ-------- ბ------–---–ი 2----–-–--------------ლიდან რეგისტრირებულია უძრავი ნივთის მდებარე - ქალაქი თბილისი, დ--- წ-----ი, დ-----–--ა ცე---–---ი, კ--------ი 8, ს--------–---, ბინა N-, ფართი: 45.69 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------------------, მესაკუთრედ (იხ. 25.02.2014წ. საჯარო რეესტრის ამონაწერი N8----------- ტ.1, ს.ფ.15)

 

4.2. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ შეფასებას იმის შესახებ, რომ ა------ ბ------–---–ის მიერ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხა ფ-------- ბ------–---–ს გადაეცა საჩუქრის სახით და შესაბამისად, წარმოადგენს ფ-------- ბ------–---–ის ინდივიდუალურ საკუთრებას.

 

დადგენილია და სადავოდ არ ხდება, რომ ფ-------- ბ------–---–ის მიერ 2----–-–-------------ვალს დ--- წ-----ში მდებარე უძრავი ნივთი შეძენილი იქნა მამის ა------ ბ------–---–ის მიერ გადაცემული თანხით. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ 2----–-–----------------–ს, ა------ ბ------–---–ის მიერ 22 000 აშშ დოლარად გასხვისებული იქნა ქ. თბილისში მდებარე უძრავი ქონება. ამავე დღეს 2----–-–----------------–ს, სს „ს----------–---------ს“ მიერ გაცემული პირადი ანგარიშიდან ნაერთი ამონაწერით N3----, 1---------წ., ირკვევა, რომ ფ-------- ბ------–---–ის პირად ანგარიშზე გაიხსნა ანაბარი - 20 600 აშშ დოლარის ოდენობით. ხოლო 15 500 აშშ დოლარის ოდენობის თანხა ანგარიშიდან გატანილი იქნა 2----–-–-------------ვალს.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ უძრავი ქონება რომლის თანამესაკუთრედ ცნობასაც ითხოვს მოსარჩელე წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას, როგორც მამისგან საჩუქრის სახით მიღებული თანხით შეძენილი უძრავი ნივთი, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით (სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლი), განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ქორწინების პერიოდში (2----–-–-------------ვალს) ერთ-ერთი მეუღლის სახელზე გახსნილ ანაბარზე თანხის განთავსება ამ თანხას აქცევს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა ერთ-ერთმა მეუღლემ მიიღო საჩუქრის სახით; სააპელაციო პაალტას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ფულის, როგორც გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული ნივთის ჩუქება ოჯახის ერთ-ერთი წევრისთვის და შემდგომ ოჯახის მიერ ამ თანხით უძრავი ქონების შეძენა ემსახურებოდა საერთო საოჯახო მიზნებს და დამსაჩუქრებლის მიერაც ფულის ჩუქება სწორედ მიმართული იყო ოჯახის კეთილდღეობისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამსაჩუქრებელი შეიძნედა უძრავ ქონებას, ინდივიდუალურად განსაზღვრულ ნივთს და მას აჩუქებდა დასაჩუქრებულს;

 

4.3. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას. მეუღლეებს აქვთ ამ ქონებით სარგებლობის, მისი ფლობისა და განკარგვის თანაბარი უფლება. მეუღლეებს თანაბარი უფლებები აქვთ ქონებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო მეურნეობას, უვლიდა შვილებს ან, სხვა საპატიო მიზეზის გამო, არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავლი. თითოეული მეუღლის პირად საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ჩუქების ან მემკვიდრეობის წესით მიღებული ქონება. მეუღლეთა პირად საკუთრებად ითვლება აგრეთვე, პირადი მოხმარების ნივთები (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ა. შ), თუნდაც ისინი შეძენილი იყოს ქორწინებაში ყოფნის დროს მეუღლეთა საერთო სახსრებით, გარდა ძვირფასეულობისა. თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება, ცნობილი იქნეს მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებად, თუ დადგენილი იქნება, რომ ქორწინების განმავლობაში დახარჯული თანხების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშველოვნად გადიდდა (კაპიტალური რემონტი, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვ).

 

მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება გულისხმობს ქორწინების პერიოდში შეძენილ ყოველგვარ ქონებას (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით. მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებას განეკუთვნება ხელფასი და სხვა ფულადი შემოსავლები, მიუხედავად იმისა, თუ ვის სახელზეა რიცხული. მეუღლეთა საერთო ქონება არის ქონება, რომელიც მეუღლეებმა ერთობლივად შეიძინეს. შეძენაში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება მხოლოდ ფულადი თანხის გადახდა, არამედ ორივე მეუღლის ნება მიმართულია ქონების მათ საკუთრებაში გადასვლაზე. ამდენად, უძრავი ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევის საკითხის დადგენისას განმსაზღვრელია უძრავი ქონების მეუღლეების მიერ ერთობლივად, რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში საერთო სახსრებით შეძენის ფაქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, ა------ ბ------–---–ის მიერ, ფ-------- ბ------–---–ისათვის გადაცემული თანხა (რომელიც განთავსდა მის სახელზე გახსნილ ანაბარზე) წარმოადგენდა საჩუქარს ოჯახისთვის და შესაბამისად, სწორედ ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით მოხდა დ--- წ-----ში მდებარე უძრავი ქონების შეძენა, რის გამოც აღნიშნული უძრავი ქონება მიჩნეული უნდა იყოს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებად და მასზე უნდა გავრცელდეს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი.

 

4.4. მეუღლეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპიდან (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლი), საოჯახო საკითხების ერთობლივად გადაწყვეტის უფლებიდან (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1155-ე მუხლი), თანასაკუთრებაში არსებული ქონების ურთიერთშეთანხმებით მართვისა და განკარგვის უფლება-მოვალეობებიდან (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე და 1160-ე მუხლები) გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ ძვირად ღირებული საჩუქარი, რომელიც, თავისი დანიშნულებით, არ წარმოადგენს ინდივიდუალური მოხმარების ნივთს, წარმოადგენს ოჯახისთვის გაკეთებულ საჩუქარს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლისთვის არის იგი გადაცემული. აღნიშნულის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც სადავოს ხდის ამ გარემოებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ფულადი თანხა წარმოადგენდა პირადად ფ-------- ბ------–---–ის საჩუქარს, ეკისრებოდა მოპასუხეს რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაადასტურა მითითებული ფაქტობრივი გარემოება.

 

4.5. დადგენილია, რომ 2----–-–-------------ვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ფ-------- ბ------–---–მა დ----- ჯ-------სგან 15 500 აშშ დოლარად შეიძინა უძრავი ქონება მდებარე - თბილისი, დ--- წ-----ი, დ-----–--ა ცე---–---ი, კ--------ი 8, ბინა N-, ს--------–---, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------------------.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეულის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

 

ვინაიდან უდავოა, რომ უძრავი ქონება ფ-------- ბ------–---–ის მიერ შეძენილი იქნა თ----ა კ----–-–---–თან რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა - თბილისი, დ--- წ-----ი, დ-----–--ა ცე---–---ი, კ--------ი 8, ბინა N-, ს--------–---, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------------------., ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

თ----ა კ----–-–---–ის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე სახ. ბაჟის სახით გადახდილია 1290 ლარი, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს წაგებულ მხარეს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 19-22; ტ, 2, ს.ფ. 32-33, იხ. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს განჩინება გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ).

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თ----ა კ----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ----ა კ----–-–---–ის სარჩელი ფ-------- ბ------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების (ს/კ 0----------------------) ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ (გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

3. თ----ა კ----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

4. თ----ა კ----–-–---–ი ცნობილი იქნას ფ-------- ბ------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო კოდი:0---------------------- (მახასიათებლებით: მდებარე ქ.თბილისი, დ--- წ-----ი, დ-----–--ა ცე---–---ი, კ--------ი N8, ს--------–---, ბინა 5, საცხოვრებელი ფართი 45.69 კვ) ½ ნაწილის მესაკუთრედ.

 

5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი, რომლითაც გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ფ-------- ბ------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო კოდით: 0---------------------- ½ ნაწილის დაყადაღების შესახებ დარჩეს ძალაში.

 

6. დაეკისროს ფ-------- ბ------–---–ს 1290 ლარის გადახდა თ----ა კ----–-–---–ის სასარგებლოდ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე წარმოებისათვის თ----ა კ----–-–---–ის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

8. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30 -ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ქეთევან დუგლაძე

 

მოსამართლეები ანა გოგიშვილი

 

ლევან გვარამია