განაჩენი

სისხლის სამართლის 29.06.2018
საქმის ნომერი
010141318700061717
ინსტანცია
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141318700061717

საქმე №1აგ/409-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ივნისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ნათია ბარბაქაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ა-------- ჩ---------ის (დ----------–-------–-–------------–------------------) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 15 ივლისის განაჩენით ა-------- ჩ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ა-------- ჩ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2003 წლის 05 ნოემბრიდან.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 06 ივლისის განაჩენით ა-------- ჩ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 179-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 2231–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ–ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 179-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ–ის 2231 მუხლის 1-ლი ნაწილით – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ა-------- ჩ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 22 (ოცდაორი) წლის ვადით და დამატებით სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ა-------- ჩ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 20 მარტიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 06 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა-------- ჩ---------ის მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, კერძოდ:

 

მსჯავრდებულ ა-------- ჩ---------ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ–ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ–ის 2231–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები, შესაბამისად, მოსახდელად განესაზღვრა 16 (თექვსმეტი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

ა-------- ჩ---------ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2011 წლის 20 მარტიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ა-------- ჩ---------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, კერძოდ:

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ა-------- ჩ---------ის მიმართ საქართველოს სსკ–ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის ნაწილს – 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა საქართველოს სსკ–ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის ნაწილი – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, ასევე დაემატა საქართველოს სსკ–ის 2231–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი – 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სასჯელად განესაზღვრა 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ა-------- ჩ---------ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2011 წლის 20 მარტიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულმა ა-------- ჩ---------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ------------ემ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განაჩენით ა-------- ჩ---------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის კ------------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენი ა-------- ჩ---------ის მიმართ დარჩა უცვლელი.

 

2014 წლის 08 ოქტომბერს მსჯავრდებულ ა-------- ჩ---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--–--------–--–---–მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 06 ივლისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვა ა-------- ჩ---------ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ა-------- ჩ---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ--–--------–--–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად იმ საფუძვლით, რომ მხარის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაში არ იყო მითითებული რაიმე ახალი გარემოება რაც საქართველოს სსსკ–ის 310-ე მუხლის საფუძველზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი გახდებოდა.

 

2017 წლის 02 ოქტომბერს მსჯავრდებულმა ა-------- ჩ---------ა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა და მის მიმართ როგორც ნასამართლობის არ მქონე პირის მიმართ სასჯელის განსაზღვრა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა-------- ჩ---------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენით გადასინჯვის თაობაზე ცნობილი იქნა დაუშვებლად იმ საფუძვლით, რომ ადრე ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი სასჯელის მოხდის შემდეგ, ნასამართლეობა არ ჰქონდა გაქარწყლებული, რადგან არ იყო გასული კანონით დადგენილი ექვსწლიანი ვადა.

 

2018 წლის 15 ივნისს მსჯავრდებულმა ა-------- ჩ---------მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ 2005 წლის 15 ივლისის განაჩენის გადასინჯვა იმ მოტივით, რომ 2012 წლის ამნისტიის კანონის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მსჯავრდებული პირები. აღნიშნული გარემოება, კი გავლენას ახდენს მის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით დადგენილ სასჯელზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის შეტანიდან 2 კვირის ვადაში სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე ამოწმებს, დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და რამდენად არის ის დასაბუთებული.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ ა-------- ჩ---------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის კანონის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მსჯავრდებულზე ამ კანონის პირველი−21-ე მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში ან პრობაციის რეჟიმში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმეს ამავე კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში მიაწვდის შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულება, პრობაციის ბიურო ან სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა, ხოლო ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა“. მოცემულ შემთხვევაში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა-------- ჩ---------ის მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება მის მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 06 ივლისის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე. ხსენებული პერიოდისთვის თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 15 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი სრულად იყო მოხდილი.

 

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა“.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ამნისტიის კანონის მე-8 მუხლში მითითებულია, რომ ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, 261-ე მუხლის მე-3 ან/და მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით, ამასთანავე, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლები პირი, გარდა იმავე კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით“. 2005 წლის 15 ივლისის განაჩენით ირკვევა, რომ ა-------- ჩ---------ი ამ განაჩენის გამოტანამდე იყო განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი, ამდენად მის მიმართ ამნისტიის კანონის მე-8 მუხლის გავრცელება საფუძველსაა მოკლებული (იმ შემთხვევაშიც კი თუ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა ემსჯელა ამნისტიის კანონის გავრცელების შესახებ).

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ შუამდგომლობისა და წარმოდგენილი მასალების საფუძველზე არ დგინდება განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლები, შესაბამისად შუამდგომლობა არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310 - 313-ე, 3321–ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ა-------- ჩ---------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნეს ცნობილი.

 

განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ორი კვირის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნ.სანდოძე

მოსამართლეები: გ.ჯეირანაშვილი

ნ. ბარბაქაძე