თავი XXXVII — დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ
1. სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ესე იგი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების მიწოდება ან მისი საჯაროდ გამჟღავნება, აგრეთვე ამავე მიზნით სხვა ქმედება, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას გარეშესათვის ხელმისაწვდომს ხდის, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ასეთი საიდუმლოება იცოდა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ან ვისაც ის გაანდეს განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ომიანობის დროს, ან რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
მთავარი მონაცემები
სასჯელითავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე
სასჯელითავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(14)
საქმე №20აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.11.2025
…განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-ე, 313-ე მუხლით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. არ დაკმაყოფილდეს ს. ც–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. გ–ის საკასაციო საჩივარი; 2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო…
საქმე №3აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2025
…ორ კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე (წერილი/განცხადება). III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე- 300-ე და 313-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. მსჯავრდებულ გ. გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინება,…
საქმე №23აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.11.2021
…სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს ე. ძ–ს საკასაციო საჩივარი. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით, 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. მსჯავრდებულ ე. ძ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის…
საქმე №148აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.12.2016
…ადვოკატი ი. ბ. ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას მასში მითითებული მოტივებით. კასატორი აგრეთვე მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე და 313-ე მუხლები სასამართლოს უალტერნატივოდ ავალებს განაჩენის გადასინჯვას იმ შემთხვევაში, თუ შუამდგომლობა დაყენებულია სსსკ-ის 312-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ: შუამდგომლობა…
საქმე №28აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2015
…ამავე კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლება, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებას, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვოს განაჩენის გადასინჯვა; ასევე დაირღვა საქართველოს სსსკ-ის მე-19, 59-ე და 313-ე მუხლები; არასწორად განიმარტა 310-ე მუხლის „ზ“ პუნქტი. სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №-- ბრძანება; ამ ბრძანებაში ცვლილების შეტანის…
საქმე №1056აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.03.2014
საქმე №1281აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.03.2014
საქმე №19აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.06.2013
საქმე №121აგ.-2012 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.01.2013
საქმე №91აგ.-2012 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.12.2012
მუხლი 27. პროფესიული საიდუმლოება— ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 16 აპრილის (EU) No 596/2014 რეგულაცია საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების (საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ რეგულაციის) შესახებ, რომელიც აუქმებს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/6/EC დირექტივას და კომისიის 2003/124/EC, 2003/125/EC და 2004/72/EC დირექტივებს
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 313, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-313/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია