განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002063859
საქმე №1 ბ/506-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის, ლია ბრეგაძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - მა-------–------ს
ადვოკატ - ემ------------ის
მსჯავრდებულ - რო----–-----ის
მონაწილეობით,თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ - მა-------–------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
რო----–-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–-, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ------–--------------, ს------–-----------------------, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, წ---–------------------, მ----------------------------------, ბინა N---–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 120-ე მუხლით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განაჩენით:
რო----–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რო----–-----ეს, სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 ნაწილების საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენით დანიშნული ჯარიმა 800 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, რო----–-----ეს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
რო----–-----ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
მანვე, ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
რო----–-----ე 2004 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება თამ------------–---–თან და ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი - მ----------------–------ები. თანაცხოვრების პერიოდში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი რო----–-----ე, უმიზეზოდ სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა თამ------------–---–ს, რაც ამ უკანასკნელში იწვევდა სულიერ ტანჯვას. 2017 წლის 18 ივლისს, ქ. თბილისში, ზ-------------------–-------------ში, რო----–-----ემ, მისი არასრულწლოვანი შვილის - მ----–-----ის თანდასწრებით, ოჯახში ძალადობა განახორციელა მეუღლეზე თამ------------–---–ზე. კერძოდ, დაარტყა მარჯვენა ხელის მუშტი სახეში, მარცხენა ყბის მიდამოში, რის შედეგად თამ------------–---–ი მ----–-----ესთან ერთად დაეცა იატაკზე, დაცემულს კიდევ ერთხელ ჩაარტყა მუშტი და ერთხელ ფეხი მარცხენა გვერდში. თამ------------–---–მა რო----–-----ის მიერ მიყენებული ძალადობით ქმედებებით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
იმავე წლის 19 ივლისს, რო----–-----ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თა------------–---–ს, რომლის დაცვა სცადა ძმამ - უშ------------–---–მა. ზემოაღნიშნულზე გაღიზიანებულმა რო----–-----ემ, უშ------------–---–ს განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. კერძოდ, დანის დარტყმით, მარცხენა მენჯ-ბარძაყის პროექციაზე, მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ზომით 2X0,5 სანტიმეტრი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მა-------–-----ემ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და რო----–-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და მის პიროვნებას, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რო----–-----ის ძალადობრივი ქმედებების სისტემატური და დაუნდობელი ხასიათი, ძალადობა მეუღლის ოჯახის წევრის მიმართ, ცივი იარაღის გამოყენებით. ამასთან, ბრალდებული დღემდე არ გამსჭვალულა დაზარალებულის წინაშე გულწრფელი მონანიებით, არ გამოუხატავს მზადყოფნა ზიანის თუნდაც მინიმალური ოდენობის ანაზღაურების, ასევე მის მიერ ჩადენილია სხვა განზრახი სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
დაცვის მხარემ მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულების: უშ------------–---–ის და თამ------------–---–ის დაკითხვის ოქმები, მოწმეების: ი-------–---–----------------–---–-------------–---------–---–-----------------–---------------------–-------------------------------------------- დაკითხვის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებები, ალკოტესტის ოქმი, უშ------------–---–ის სამედიცინო დოკუმენტაცია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ რო----–-----ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილი დანაშაულს, დაზარალებულებთან შერიგებულია. აპელანტის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებული დღემდე გულწრფელად არ ინანიებს დანაშაულს, პალატა არ იზიარებს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს პალატა დარწმუნდა, რომ დანაშაულის აღიარება და ჩადენილი ქმედების მონანიება მსჯავრდებულის მხრიდან ნამდვილად გულწრფელია, იგი აშკარად ნანობს მის საქციელს და სურს თავის ოჯახთან და ახლობლებთან ერთად ნორმალური ცხოვრება. შესაბამისად პალატას მიიჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებლი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ - მა-------–------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
რო----–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ დაენიშნოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რო----–-----ეს, სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენით დანიშნული ჯარიმა 800 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, რო----–-----ეს სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
რო----–-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 19 ივლისიდან - 2017 წლის 21 ივლისის ჩათვლით.
რო----–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
მსჯავრდებულ რო----–-----ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის აღსრულების პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული დანები და ასფალტის ამონატეხები მოწითალო ფერის ლაქებით, უშ------------–---–ის სისხლის ნიმუში - განადგურდეს; უშ------------–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა, მოთავსებული ერთ ლაზერულ დისკზე შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე