განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #120100118002342667
საქმე №1ბ/571-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ------------–---–---–-ს
მსჯავრდებულის: მ--–---------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №016090218001), მ--–---------------ის, დაბადებულის 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქის (პ/ნ №1----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ბ-----------------------------–-------–-, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ--–---------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის თებერვალში, ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ--–---------------ემ მის მეუღლეს, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების - მ---------------------------------- თანდასწრებით, მათ დედას - ლ---–-------------- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ორჯერ ჩაარტყა ხელი თავის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თანაცხოვრების პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის მანძილზე, მ--–---------------ე მის მეუღლეს, არასრულწლოვანი შვილების - მ---------------------------------- თანდასწრებით, მათ დედას ლ---–-------------- სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც დაზარალებული ლ---–------------ე განიცდიდა ტანჯვას, ასევე, 2017 წლის ზაფხულში, ქ. ახალციხეში, გრიგოლ ხანძთელის ქ. N32/21-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ--–---------------ემ მის მეუღლეს, შელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი მერაბ ზედგინიძის თანდასწრებით, მის დედას - ლ---–-------------- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოქაჩა თმიდან და ასევე ხელი დაარტყა სახის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენით:
მ--–---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მ--–---------------ე ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, მ--–---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მ--–---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 30 დეკემბრიდან.
მ--–---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------------–---–---–-ა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა მსჯავრდებულ მ--–---------------ის მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრება, კერძოდ, მსჯავრდებულისთვის კანონიერი სასჯელის დანიშვნა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, აგრეთვე, სასჯელის დანიშვნა განაჩენთა ერთობლიობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მ--–---------------ის მიმართ ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. მსჯავრდებულ მ--–---------------ის დანაშაულებრივი ქმედებების იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და პრეიუდიციად იქნა მიჩნეული, კერძოდ, დაზარალებულ ლ---–------------ის, მოწმეების: მ------------------------------------------------------------------------–---–---–-----------------------------------------–-- ჩვენებებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოში მ--–---------------ის მიერ დანაშაულის აღიარებით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №006733017 დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ--–---------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ მ--–---------------ის მიმართ გამოტანილი, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენი არ არის კანონიერი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას - მსჯავრდებულ მ--–---------------ის მიმართ დანაშაულის თითოეულ ეპიზოდში სასჯელის დანიშვნას საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს სსკ–ის 58–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულ მ--–---------------ის ქმედებებში სახეზეა საქართველოს სსკ–ის მე–17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი, ანუ წინათ განზრახი დანაშაულებისათვის (საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის პირველი ნაწილით) ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის და 2016 წლის 25 ნოემბრის განაჩენებით ნასამართლევმა მ--–---------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულები – ოჯახში ძალადობა, ხოლო მას ნასამართლობა, კანონით გათვალისწინებული წესით, მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა აცხადებს, რომ მსჯავრდებულ მ--–---------------ეს საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ორივე ეპიზოდში სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ–ის 58–ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, კერძოდ, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, ხოლო საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით, რაშიც მსჯავრი დაედო მ--–---------------ეს, თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადა ერთი წელია.
გარდა აღნიშნულისა, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის განაჩენით გასამართლებულმა მ--–---------------ემ, რომელსაც ამ განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული ქმედება). მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ იგნორირება გაუკეთა აღნიშნული დეფინიციით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი) განსაზღვრულ იმპერატიულ მოთხოვნას, არ გააუქმა პირობითი მსჯავრი და მ--–---------------ეს არ დაუნიშნა სასჯელი საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, რითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნა განაჩენის კანონიერებასთან დაკავშირებით.
იმავდროულად, სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას, რითაც პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ჩათვლილია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, აგრეთვე, ვინაიდან დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, აღნიშნული, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ცალსახად წარმოადგენს პასუხისმგებლობის (სასჯელის) დამამძიმებელ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მიხედვით, ბრალდებულს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიყენოს დუმილის უფლება, მას აქვს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, ასევე ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციებით ნათლად ჩანს, კანონმდებელმა ბრალდებულს მიანიჭა უფლება, არ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ამ უფლების გამოყენება ბრალდებულის მხრიდან არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოცემულ საქმეზე დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით (ოჯახში ძალადობა) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშნებია, რომლის გარეშეც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება, ამიტომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში სამართლებრივად არასწორია სასჯელის დანიშვნისას მითითება საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის (სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები) მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამ ლოგიკით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას ყველა შემთხვევაში დამნაშავეს უნდა დაენიშნოს სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე და ზომა, რაც სამართლებრივად არასწორია და ეწინააღმდეგება სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენში მსჯავრდებულ მ--–---------------ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი და მსჯავრდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 58–ე მუხლის პირველი ნაწილის, 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენში მსჯავრდებულ მ--–---------------ის მიმართ, შევიდეს ცვლილება;
მ--–---------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (პირველი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;
მ--–---------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მეორე ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და მ--–---------------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 2 (ორი) წლის ვადით ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ--–---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით;
მსჯავრდებულ მ--–---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 30 დეკემბრიდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ მ--–---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე