განაჩენი

სისხლის სამართლის 02.07.2018
საქმის ნომერი
330100117002040610
ინსტანცია
თარიღი
02.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/656-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორ - მ-----მ გ--------ს,მსჯავრდებულ - გ----–- ზ-------ს,ადვოკატ - ი--–----------–--–-ვას მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ----–- ზ-------ს ადვოკატ ი--–----------–--–-ვას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ----–- ზ-------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–-----------–-; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენით:

 

გ----–- ზ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

გ----–- ზ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გ----–- ზ-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის განაჩენით დანიშნული და სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით ამნისტიის საფუძველზე შემცირებული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 09 (ცხრა) თვის ვადით, 4 (ოთხი) - წელი და 09 (ცხრა) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ----–- ზ-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

გ----–- ზ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 ივლისიდან.

 

გ----–- ზ-------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ძარცვა ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

 

ცივი იარაღის ტარება, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ;

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2017 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 10:25 საათზე, ქ.------–--–---------------------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, გ----–- ზ------- და გ------------------ა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლნენ ე-------------------ს კუთვნილ ოქროს ყელსაბამსა და ჯვარს, რის შედეგადაც ე------------------ეს მიადგა 2 408 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის განაჩენით გ----–- ზ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 5 წელი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, 7 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 3000 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული გ----–- ზ------- გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო ერთი მეოთხედით შეიმცირდა 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 9 თვის ვადით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი და 3 თვე პირობითი მსჯავრის სახით, 4 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, 2017 წლის 05 ივნისს, ქ-------–-----------------–-------------------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, გ----–- ზ------- უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღს - დანას, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ----–- ზ-------ს ადვოკატმა ი--–----------–--–-ვამ.

 

დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ----–- ზ-------ს უდანაშაულოდ ცნობა ე-------------------ს მიმართ 2017 წლის 23 ივნისს განხორციელებულ ძარცვის ფაქტზე, ხოლო გ----–- ზ-------ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის - 02 წლით თავისუფლების აღკვეთის ჯარიმით, 1000 ლარის ოდენობით შეცვლა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გ----–- ზ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უკანონო. ბრალდებულმა ნათლად განმარტა, რომ მას არანაირი ძარცვა არ ჩაუდენია და ოქროს ბირჟაზე ჩაბარებული ოქროს ნივთი ეკუთვნოდა მის ოჯახს. დაზარალებულ ე-------------------ს ჩვენება კი არადამაჯერებელი და საფუძველს მოკლებულია. მან ერთის მხრივ განმარტა, რომ 2017 წლის 23 ივნისს ძარცვისას გატაცებული ოქროს ნივთი თვითონ შეიძინა 1000 დოლარად, რომელიც იყო 41 გრამი და 583 სინჯის, ხოლო შემდეგ მიუთითა, რომ ეს ნივთი მისთვის ძალიან ძვირფასი იყო, ვინაიდან მისთვის ძვირფასმა ადამიანმა აჩუქა. ასევე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ----–- ზ-------ს მიერ ოქროს ბირჟაზე ჩაბარებულია 39-1 გრამი, 585 სინჯის ოქროს ნაკეთობა, ხოლო დაზარალებულმა და მოწმე მ-------------–-–---–მა გამოთქვეს მხოლოდ ვარაუდები, რომ ოქროს ნაკეთობა განიცდის ბუნებრივ ცვეთას. დაცვის მხარეს საეჭვოდ მიაჩნია ის გარემოებაც, რომ დაზარალებულმა დაკარგა მისთვის უძვრიფასესი ნივთი და ძარცვიდან ორიოდე დღეში მძარცველების ნახვის ფაქტი პოლიციას ტელეფონითაც კი არ შეატყობინა, ეს კი განმარტა იმით, რომ „თურმე“ აპირებდა ქალაქიდან გასვლას. დაცვის მხარის განმარტებით, ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ ე------------------ე 2----------–--–----------------------------------------- თითქოსდა მის მძარცველებად აღქმული გ----–- ზ-------სა და გ------------------ას ნახვის დროსაც არ იყო დარწმუნებული მასში, რომ სწორედ ამ პირებმა ჩაიდინეს მის მიართ ძარცვა. გარდა ამისა, მან ამოცნობამდე, ჩვენებაში არასათანადოდ და არადამაჯერებლად მიუთითა მსჯავრდებულების ამოსაცნობ ნიშნებზე.

 

აპელანტი ეჭვის ქვეშ აყენებს სხვადასხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სანდოობასაც და განმარტავს, რომ დაზარალებული ე------------------ე გ----–- ზ-------ს შეხვდა პოლიციის განყოფილებაში ამოცნობამდეც, რაც აღნიშნული ამოცნობის ოქმების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველია. ასევე, სასამართლოს მიერ არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი, მაშინ როდესაც ამ ჩანაწერის არანაირი ავთენტურობა დადგენილი არ ყოფილა. რაც შეეხება მსჯავრდებულის დავაკავებას, რეალურად გ----–- ზ-------ს დაკავება მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდგომ სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გაჩერებასთან და არა დაზარალებულის მიერ მისი ამოცნობის შემდეგ.

 

ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე დაცვის მხარე განმარტავს, რომ არანაირი უტყუარი მტკიცებულებით არ დასტურდება გ----–- ზ-------ს მიერ გ------------------ასთან ერთად ძარცვის ჩადენა, სასამართლოს არ გააჩნია არცერთი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც არათუ გონივრულ ეჭვს მიღმა, არამედ საერთოდ დაასაბუთებდა გ----–- ზ-------ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების ნაწილში; ხოლო გ----–- ზ-------ს მიმართ სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და იგი უნდა შეიცვალოს ჯარიმით - 1000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა გ----–- ზ-------მ და ადვოკატმა ი--–----------–--–-ვამ ითხოვეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

 

(მსჯავრდებულმა გ------------------ამ განცხადებით მიმართა პალატას, თავის სააპელაციო საჩივრის გათხოვის თაობაზე).

 

პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ----–- ზ-------ს ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში გ----–- ზ-------ს ბრალეულობა, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ე------------------ემ განაცხადაა, რომ 2017 წლის 23 ივნისის მდგომარეობით ცხოვრობდა მ-------------------------------------––----------------------------ში. შემთხვევის დღეს, დაახლოებით 10:30 საათზე, როდესაც სამსახურში მიდიოდა, ქუჩაში გამოსვლისას, კორპუსის გვერდით შენიშნა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც ჩაუარა. ერთ-ერთი მათგანი (მიუთითა გ------------------აზე) დაჟინებით უყურებდა, ხოლო მეორე (გ----–- ზ-------) - გვერდით იყურებოდა. მას (ე------------------ეს) არსებითი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია აღნიშნული პიროვნებებისთვის და გაემართა მთავარი გზისკენ, ხოლო აღნიშნული პირები უკან გაჰყვნენ, თითქოს ტელეფონზე ესაუბრებოდნენ სხვას. სიარულის დროს კარგად ესმოდა მათი ხმები, რადგან ძალიან ახლო მიჰყვებოდნენ უკან. სანამ მთავარ გზაზე გავიდოდა, აღნიშნული მამაკაცები მიუახლოვდნენ, ერთ-ერთმა, კერძოდ თეთრ მაისურში გამოწყობილმა პირმა (როგორც მიუთითა - გ----–- ზ-------მ), ჩამოგლიჯა ყელსაბამი, რის შემდეგაც ორივენი გაიქცნენ მოპირდაპირე მხარეს, I----------------. ამ დროს ქუჩაში არავინ იყო და საშველად ვერავის მოუხმო, ვერც თვითონ შეძლო მათი შეჩერება, რის გამოც შეშინებული დაბრუნდა სახლში და დარეკა საპატრულო პოლიციაში. ამის შემდეგ გამოძიებას მისცა ჩვენება, აღუწერა მძარცველთა აღნაგობა და ჩაცმულობა, მიუთითა შემთხვევის ადგილის ადგილმდებარეობა და მიმართულება, საითკენაც გაიქცნენ ბრალდებულები შემთხვევის შემდეგ. დაზარალებულის განმარტებით, ოქროს ცეპი და ჯვარი, რომელიც მძარცველებმა ჩამოგლიჯეს, შეიძინა დაახლოებით 12 წლის წინ, იწონიდა 41 გრამს და მისი ღირებულება შეადგენდა 1000 აშშ დოლარს. რაც შეეხება სინჯს, მოწმის განმარტებით, იგი იყო 583 ან 585 სინჯის, კონკრეტულად აღარ ახსოვს, რომელია რუსული ქარხნული ოქროს სინჯი - 583 თუ 585. მთელი ამ ხნის განმავლობაში (12 წელი) იგი ატარებდა აღნიშნულ ნითებს და რა თქმა უნდა, ისინი ცვეთასაც განიცდიდნენ. შემთხვევიდან მე-2 ან მე-3 დღეს თავდამსხმელები კვლავ დაინახა მისი კორპუსის წინ, რომლებმაც შეამჩნიეს იგი და წავიდნენ ცენტრალური ქუჩის მიმართულებით, იგი უკან გაჰყვათ მათ. გ------------------ამ და გ----–- ზ-------მ ერთ-ერთ სუპერმარკეტთან გაიარეს, რომელსაც გარე სათვალთვალო კამერები ეყენა, თუმცა ვინაიდან იგი (ე-----------------ძე) მოცემულ მომენტში გადიოდა ქალაქიდან, აღნიშნულის თაობაზე პოლიციას მოგვიანებით შეატყობინა, რის შემდეგაც ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას ამოიცნო მძარცველები - გ------------------ა და გ----–- ზ-------. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ გამოძიების ეტაპზე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო გ----–- ზ------- და გ------------------ა. მისი განმარტებით, ამოცნობის ჩატარებამდე წინასწარ დეტალურად მიუთითა თითოეული მათგანის ფიზიკური აგებულება. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებების ოქმებზე მისი ხელმოწერების ნამდვილობა და ავთენტურობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ----------------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 23 ივნისის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს შსს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ხსენებულ დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული იქნა შეტყობინება მოქალაქე ე-------------------ს ძარცვის ფაქტზე, რომელსაც ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა გასტაცა ოქრის ცეფი. მის მიერ დაიწყო გამოძიება აღნიშულ ფაქტზე და დაიკითხა დაზარალებული. მ----------------ემ ასევე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება. მათ შორის აღნიშნა, რომ ე-------------------ს თანდასწრებით დათვალიერებული იქნა ვიდეოჩანაწერი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიუთითა ჩანაწერში არსებული ორი პიროვნებაზე, როგორც 23 ივნისს მის ძარცვაში მონაწილე პირებზე. აღნიშნული პირები აღმოჩნდნენ გ----–- ზ------- და გ------------------ა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ----------------ძემ განმარტა, რომ 2017 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მუშაობდა ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მ--------------–---–---------------------–--–-------------–----ოზიციაზე, სადაც მიმდინარეობდა გამოძიება ე-------------------ს ძარცვის ფაქტზე. აღნიშნულ დღეს საღამოს საათებში მის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ხსენებული დანაშაული გ------------------ასთან ერთად ჩადენილი უნდა ჰქონოდა მარტვილის რაიონში მცხოვრებ გ----–- ზ-------ს, რომელიც იმ პერიოდში უნდა ყოფილიყო ქალაქ თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კოლომეტრზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმემ პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ--------------ემ განმარტა, რომ მუშაობს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში. 2017 წლის 22 ივლისს მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ განყოფილებაში მიმდინარე ძარცვის ფაქტზე ნაძარცვი ნივთი ინახებოდა „------–-----------------–ი მდებარე სავაჭრო ცენტრში მოქალაქე მ--------ან, რომლის გვარსაც მოცემულ მომენტში ვერ იხსენებს. მოწმემ აღნიშნულის თაობაზე პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------------–--ლმა განმარტა, რომ 2017 წლის 23 ივნისს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ე-------------------ს ოქროს ნივთების აშკარად დაუფლების ფაქტზე. ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული დანაშაული ჩადენილი უნდა ჰქონოდა ვინმე გ----–- ზ-------ს და აშკარად დაუფლებული ნივთები ჩაბარებული უნდა ჰქონოდა „ვაგზლის მოედანზე“, ცენტრ „მაგიში“ მოვაჭრე მ-------------–-–---–თან. მოწმემ გამოწერა უწყება გ----–- ზ-------ს წარმოდგენის თაობაზე, რის შემდეგაც მოხდა გ----–- ზ-------ს განყოფილებაში წარდგენა, დაკითხა იგი, შემდეგ გაიყვანეს საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად, ხოლო კვლავ განყოფილებაში დაბრუნებისას მოწმემ ჩაატარა დაზარალებულ ე-------------------ს მიერ პირის (გ----–- ზ-------ს) ამოცნობა. დაზარალებულმა ამოცნობამდე მიუთითა იმ ნიშანთვისებებზე, რითიც შეეძლო გ----–-ზ ერაგიას ამოცნობა და შემდეგ ამოიცნო იგი, რაც გახდა გ----–- ზ-------ს დაკავების საფუძველი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი----------–---–--–-ილმა განმარტა, რომ ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე მან დაკითხა გ----–- ზ-------, შემდეგ კი იგი გაყვანილი იქნა საგამძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად. ამ დროს გ----–- ზ------- დაკავებული არ ყოფილა და იკითხებოდა მოწმის სახით. ასევე საგამძიებო ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, იგი ნებაყოფლობით გადაიყვანეს კვლავ განყოფილებაში სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმების სისწორე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-------------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ქ-------–-----------–----------------ში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში ოქროს სავაჭრო ცენტრ ,,მაგი“-ში. მის საქმიანობას წარმოადგენს ოქროს ნაკეთობების ყიდვა-გაყიდვა. 2017 წლის 23 ივნისს, დღის მეორე ნახევარში იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მასთან მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი - გ----–- ზ-------, რომელიც იყო მარტო და შესთავაზა ოქროს ნივთის - ცეპისა და ჯვრის ჩაბარება. მან (მ-------------–-–---–მა) შეამოწმა ხსენებული ნივთები, ზ-------ს გამოართვა პირადობის მოწმობა, ჩაიწერა პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და მისამართი, შეადგინა შესყიდვის აქტი და გ----–- ზ-------სგან ოქროს ცეპი და ჯვარი ჩაიბარა 2080 ლარად. ნივთი იყო 39.3 გრამი, 583 სინჯის. მისივე განმარტებით, 583 და 585 სინჯი ერთიდაიგივეა, ადრე ოქროს ანიჭებდნენ 583 სინჯის, ხოლო ბოლო პერიოდში სახელმწიფოს სინჯი არის 585. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ოქროს ნივთი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხმარების შედეგად განიცდის ცვეთას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---–--------------ამ განმარტა, რომ არის გ----–- ზ-------ს დედა. გ----–- ზ------- არის დაოჯახებული. მას დაკავების დღეს ჰქონდა სასამართლო სხდომა, რის შემდეგაც უნდა წასულიყო ბ---------–ი ორსული მეუღლის სანახავად. იმის გამო, რომ მეუღლე ექიმთან ჰყავდა მისაყვანი, ესაჭიროებოდა ფულადი თანხა, რის გამოც გ----–-ს მისცა 100 აშშ დოლარი. მოგვიანებით, გამთენიისას, დაახლოებით 4-5 საათზე დაურეკა რძალმა და აცნობა გ----–- ზ-------ს დაკავების შესახებ. გ---–--------------ას განმარტებით, გ----–- ზ-------ს და მის მეუღლეს ჰქონდათ ამ უკანასკნელის ნათესავების მიერ ნაჩუქარი ძვირადღირებული ოქროს ნივთები - ცეპი და ჯვარი, რაც დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ეკონომიკური კრიზისის გამო ჩააბარეს ლომბარდში.

 

გ----–- ზ-------მ ე-------------------ს ძარცვის ნაწილში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 2017 წლის 21 ივლისს მარტვილიდან ჩამოვიდა თბილისში, რადგან სასამართლოში ჰქონდა პროცესი ცივი იარაღის ტარების ფაქტზე. სასამართლო სხდომიდან გამოსვლის შემდეგ სამართალდამცავებმა ჰკითხეს სახელი და გვარი, რის შემდეგაც ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს განყოფილებაში, უთხრეს, რომ დაკავებული იყო მ--------------------- მომხდარ ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით. ბრალდებულის განმარტებით, მას ძარცვა არ ჩაუდენია, ხოლო ოქროს ნივთი, რომელიც ჩააბარა მ-------------–-–---–ს, ეკუთვნოდა მის მეუღლეს - მ-----მ ლ---------–--ლს. გ----–- ზ-------მ დაადასტურა, რომ 2017 წლის ივნისის თვეშიც იმყოფებოდა თბილისში, 23 ივნისს მას გ------------------ასთან ჰქონდა სატელეფონო კავშირი, შეხვდა მას და მ--------------------- გაჰყვა დეიდამისის (გ------------------ას დეიდის) სანახავად, მოგვინებით მეორეჯერაც იმყოფებოდა აღნიშნულ მისამართზე, თუმცა ზუსტად თარიღი არ ახსოვს.

 

2017 წლის 23 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ ქ-------–--–----------------------------------- კორპუსების შორის, დაახლოებით 7--------–-------------- კორპუსთან, ე------------------ემ გამოძიებას მიუთითა ქვეითთა სავალ ბილიკზე და განმარტა, რომ ზუსტად აღნიშნულ ადგილზე მიმდინარე წლის 23 ივნისს, დილის დაახლოებით 10:25 საათზე მისთვის უცნობმა ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა გასტაცა ოქროს ჯაჭვი ჯვრით.

 

2017 წლის 23 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ-------–------------------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ საცხოვრებელი კორპუსის უკანა მხარეს განთავსებული ქვეითთა სავალი ბილიკი, რომელიც წარმოადგენს უშუალო შემთხვევის ადგილს.

 

2017 წლის 21 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ გ----–- ზ-------მ ქ-------–--–---------–----------------–-, მიწისქვეშა გადასასვლელში მიუთითა ის ადგილი, სადაც მან და გ------------------ამ გაყიდეს ოქროს ცეპი და ჯვარი 2080 ლარად.

 

2017 წლის 22 ივლისის პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულმა ე------------------ემ ამოიცნო გ----–- ზ-------. მისი განმარტებით, სწორედ ამ პიროვნებამ ჩამოგლიჯა ოქროს ყელსაბამი (ცეპი, ჯვართან ერთად).

 

2017 წლის 22 ივლისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ მოწმე მ-------------–-–---–ისგან ამოღებული იქნა 2017 წლის 23 ივნისის ოქროს ცეპის და ჯვრის შესყიდვის აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ მ-------------–-–---–მა გ----–- ზ-------სგან (პ/#-----------) ჩაიბარა ოქროს ცეპი და ჯვარი, 39.3 გრ., რაშიც მან ბრალდებულს გადაუხადა 2080 ლარი. დოკუმენტს ხელს აწერენ მ-------------–-–---–ი და გ----–- ზ-------.

 

2017 წლის 04 სექტემბრის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შ----------------“-დან და შ--------------–ი“-დან გამოთხოვილი ინფორმაციით გ------------------ას სარგებლობაში არსებული მობილურ ტელეფონზე, ნომრით 5----------- და გ----–- ზ-------ს სარგებლობაში არსებულ ტელეფონზე, ნომრით 5----------- შემავალ-გამავალი ზარებით, ანძებით და დემოგრაფიული მონაცემებით დგინდება, რომ გ------------------ა 2017 წლის 23 ივნისს 10:51:45 საათზე იმყოფებოდა მოსკოვის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

2017 წლის 23 ივლისის სათვალთვალო კამერის ჩანაწერის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დ--------------–---–ის თანხმობით დათვალიერდა ქ-------–------------------------------–- მდებარე სურსათის მაღაზიის გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, 2017 წლის 25 ივნისის 09:20 საათიდან 2017 წლის 25 ივნისის 09:30 საათამდე პერიოდი. აღნიშნულ ჩანაწერში ჩანს, რომ თეთრი ფერის ,,ფიტის“ მარკის ავტომანქანის მხრიდან 09:26 საათზე გამოჩნდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც მოძრაობენ ფეხით და მიემართებიან სათვალთვალო კამერის მიმათულებით, ანუ უახლოვდებიან სათვალთვალო კამერას, რომელთაგან ერთი იყურება უკან, რომელსაც აცვია ლურჯი ფერის ჯინსის ბრიჯი შარვალი, ლურჯი თეთრში გაწყობილი კეტები და მოსერო ფერის მაისური, რომელიც არის გ----–- ზ-------, ხოლო მის გვერდით მყოფი პიროვნებაა გ------------------ა, რომელსაც აცვია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ბოტასები და შავი ფერის მაისური, რომელსაც მარცხენა მხარეს მკერდზე აქვს თეთრი ფერის ე.წ. ,,ადიდასი“-ს საფირმო ნიშანი და სახელურებზე და მხრებზე გვერდიდან აქვს თეთრი ზოლები. გ------------------ა და გ----–- ზ------- მიემართებიან სათვალთვალო კამერის მიმართულებით ისე, რომ გ----–- ზ------- უკან იყურება რამდენიმე წამით ისე, რომ მოძრაობას არ წყვეტენ, კადრში ჩანს, რომ გ------------------ას და გ----–- ზ-------ს ვიღაც უთვალთვალებს და ისინი ცდილობენ იმის გარკვევას, კიდევ უთვალთვალებენ თუ არა, რაზეც ჩქარი ნაბიჯებით უკან მოუხედავად გადიან კადრიდან 09:26:16 საათზე, ხოლო 09:26:36 საათზე კადრში ჩნდება გ------------------ას და გ----–- ზ-------ს უკან მომავალი ე------------------ე, რომელიც უახლოვდება სათვალთვალო კამერას, ჩერდება მაღაზიის წინ ტელეფონით ხელში მომარჯვებული და გ------------------ას და გ----–- ზ-------ს მიმართულებით აკეთებს სურათის გადაღებას ტელეფონით, ვინაიდან კადრში ჩანს როგორ ინთება სურათის გადაღებისას სანათი საშუალება. ე------------------ე ჩერდება, ტრიალდება უკან და ესაუბრება ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრეს, შემდეგ იღებს ტელეფონს და ესაუბრება ვიღაცას, იგი მიდის უკან, ამ დროს 09:29:00 საათზე მოდის ორი ქალბატონი, ისინი აღებენ აღნიშნულ სურსათის მაღაზიას და შედიან შიგნით. 09:29:22 საათზე უკან მოდის მაღაზიის გამღებთან ე------------------ე და საუბრობს ტელეფონზე, თან მიუთითებს სათვალთვალო კამერაზე, შემდეგ ესაუბრება მაღაზიაში სავარაუდოდ მაღაზიის გამყიდველ ქალბატონს და არ წყვეტს თან ტელეფონზე საუბარს. 09:30 საათზე ჩანაწერი სრულდება.

 

იგივე ვიდეო ჩანაწერის 2017 წლის 31 აგვისტოს დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულმა ე------------------ემ დათვალიერებისას დაადასტურა, რომ ხსენებული ორი მამაკაცი ნამდვილად არიან გ------------------ა და გ----–- ზ-------, რომლებმაც მას გასტაცეს ოქროს ცეპი და ჯვარი.

 

მოწმეებმა შ--–----------ემ, თ-------------------ემ, ნ-------------–---–მა, კ-------–------–---–მა, რ---------–---–---–მა, თ-------------–--ემ, ნ---------------ემ და ზ----------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა სისწორე და კანონიერება.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები (თ----------------------------------–---–-------–--–---–-----------------------–---–------------------–---------------–------------------------------------------–---–--------–- გ--------------–-----------------–---–-----–--------–---------------------–-----------–----------–-----------------–-------------------–---–----------------–------–---–-------------–-----------------------) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ასევე, გ----–- ზ-------ს ბრალდების მხარის მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია ცივი იარაღის ტარების ნაწილში და აღნიშნულ ბრალდებაში მან სრულად ცნო თავი დამნაშავედ.

 

პალატამ გააანალიზა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე პირის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ გ----–- ზ-------მ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ცივი იარაღის ტარება, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ;

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის განმარტებებს მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ისინი აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხოს თავის ქმედებებში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. მისი განმარტებები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ გ----–- ზ-------ს მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაულები და მის მიერ განხორციელებულ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ე------------------ემ თანმიმდევრულად და დეტალურად მოახსენა სასამართლოს მისი გაძარცვის ფაქტთან დაკავშირებული მოვლენები, მიუთითა გატაცებულ ნივთებზე, აღწერა დამნაშავეთა გარეგნობა, დაადასტურა, რომ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორცილედა კანონის სრული დაცვით, ზედმიწევნით და ობიექტურად. მისი ჩვენება არის საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო, რის გამოც სასამართლოს არ გააჩნია ამ უკანასკნელის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ე------------------ემ სრულიად დამაჯერებლად მიუთითა სასამართლო სხდომაზე, რომ მსჯავრდებულები არიან ის პირები, რომლებმაც განახორციელეს მისი ძარცვა. კერძოდ, განმარტა, რომ შემთხვევის დღეს სახლიდან გამოსვლისას, მის კორპუსთან მდგომი გ------------------ა და გ----–- ზ------- გაჰყვნენ უკან, ძალიან ახლოს მიჰყვებოდნენ; ელოდებოდნენ, თუ როდის მიუახლოვნდებოდა ჩიხს და სწორედ ამ დროს, ჩიხიდან მთავარ გზამდე გასვლისას გ----–- ზ-------მ ჩამოგლიჯა ოქროს ცეფი, რის შემდეგაც ორივე გაიქცა. ასევე მიუთითა, რომ აღნიშნული პირები შემთხვევიდან მე-2 ან მე-3 დღეს კვლავ დაინახა მისი კორპუსის წინ, რომლებმაც შეამჩნიეს იგი და წავიდნენ ცენტრალური ქუჩის მიმართულებით, თავად კი უკან გაჰყვა მათ და ფოტოები გადაუღო. ე------------------ემ დეტალურად მიუთითა ის მახასიათებლები, რითაც ამოიცნო მის ძარცვაში მონაწილე პირები. შესაბამისად, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას, რომ დაზარალებულის ჩვენება არის ურთიერთსაწინააღმდეგო და არადამჯერებელი. ე------------------ოს მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციაში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მისი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმდინა, არ გამოვლენილა. გარდა აღნიშნულისა, სხდომაზე არ დადასტურებულა, თუ რა დაინტერესება უნდა ჰქონოდა დაზარალებულს, რომ არასწორად მიეთითებინა მსჯავრდებულზე.

 

ე-------------------ს ჩვენება ურთიერთთავსებადია და გამყარებულია საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულ პოლიციის თანამშორმელთა ჩვენებებით და საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით. კერძოდ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, პირის ამოცნობის ოქმით, შესყიდვების აქტით, სატელეფონო ანძების მონაცემებით და ვიდეოჩანწერის დათვლიერების ოქმებით. საქმის მასალებით, დგინდება რომ საგამოძიებო მოქმედებების განხორიცელებისას ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას; მათი განხორციელებისას არ გამოვლენილა კანონის მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობა. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები შედგენილია სრულყოფილად, ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ. აღნიშნული ოქმების სისწორე სასამართლო სხდომაზეც იქნა დადასტურებული მისი შემდგენი და მაში მონაწილე პირების მიერ, შესაბამისად, პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მათ სისწორესა და ობიექტურობაში.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს დაზარალებულის მიერ გ----–- ზ-------ს ამოცნობის ოქმში მითითებული ინოფრმაცია, ვინაიდან ამოცნობამდე ე------------------ეს გ----–- ზ------- ნანახი ჰყვადა საგამოძიებო ორგანოში; ასევე მან ამოცნობამდე ჩვენების მიცემისას არასათანადოდ მიუთითა იმ ნიშნათვისებებზე, რისი საშუალებითაც შეეძლო მსჯავრდებულის ამოცნობა. აპელანტის აღნიშნული განმარტება აშკარად არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან; 2017 წლის 22 ივლისის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ე------------------ე მიუთითებს, რომ გ----–- ზ------- ამოიცნო სიმაღლით, აღნაგობით, სახის მოყვანილობით, სახის ნაკვთებით, გამომეტყველებით, სახისა და თმის ფერით და საერთო იერსახით. აქვე პალატა განმარტვს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, ,,მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ“. შესაბამისად, პალატა შეფასებას აძლევს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მათ შორის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის მიერ მიცემულ ჩვენებას, რომელიც სრულ შესაბამისობაშია პირის ამოცნობის ოქმთან და აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა აპელანტის განმარტება, თითქოს დაზარალებულმა ვერ შეძლო გ----–- ზ-------ს ამოსაცნობ მასახიათებლებზე მითითება. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ როგორც აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმის, ასევე დაცვის მხარის მიერ სადაოდ გამხდარი ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის დასაშვებობის საკითხზე იმსჯალა წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ და სრულიად კანონიერად მიიჩნია ისინი დასაშვებ მტკიცებულებებად, ვინაიდან მოპოვებული იყო კანონის სრული დაცვით, დასტურდებოდა ავთენტურობა და არ არსბობდა მათი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

სააპელაციო საჩივარში ასევე არადამაჯერებლადაა შეფასებული დაზარალებულის განმარტება, რომ მან მისთვის უძვირფასესი ნივთის გამტაცებელი პირები შემთხვევიდან 2-3 დღეში კვლავ დაინახა მისი კორპუსის წინა, თუმცა ვინაიდან მოცემულ მომენტში გადიოდა ქალაქიდან, აღნიშნულის თაობაზე პოლიციას არ შეატყობინა. ე-------------------ს ჩვენებით და საქმეზე წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ე------------------ე უკან მიჰყვებოდა გ------------------ას და გ----–- ზ-------ს და სათვალთვალო კამერებთან ჩავლისას სურათი გადაუღო მათ. აღნიშნული გვაძლევს დასკვნის საფუძველს, რომ დაზარელებულმა ამოიცნო მის ძარცვაში მონაწილე პირები და სცადა გარკვეული ინფორმაციის მოპოვება მათი იდენტიფიცირებისათვის. ხოლო იმ პირობებში, როდესაც ძარცვის ფაქტზე დაზარალებულმა სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინა შემთხვევის დღესვე, დაუყოვნებლივ და გამოძიება უკვე დაწყებული იყო, არ არის დამაჯერებლობას მოკლებული ე-----------------ის განმარტება, რომ ვინაიდან მოცემულ მომენტში გადიოდა ქალაქიდან, მოგვიანებით შეატყობინა სამართალდამცავებს ძარცვაში მონაწილე პირების მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს კიდევ ერთხელ ნახვის თაობაზე. ვიდეოჩანაწერიდან გამომდინარე დადგენილი ფაქტია, რომ მითითებულ დღეს ე------------------ემ ნამდვილად დაინახა ძარცვაში მონაწილე პირები და მიყვება კიდეც მათ უკან. სამართალდამცავებისათვის აღნიშნული გარემოების მოგვიანებით შეტყობინების ფაქტი კი ვერ გახდება დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანისა და მისი არგაზიარების საფუძველი, მითუმეტეს, რომ ე------------------ემ გარკვევით ახსნა მიზეზები, რის გამოც ვერ მოახერხა სამართალდამცავებთან დაუყოვნებლივ დაკავშირება.

 

დაცვის მხარე ასევე მიუთითებს, რომ დაზარალებულის ჩვენება წინააღმდეგობაშია მოწმე მ-------------–-–---–ის ჩვენებასთან და არ შეესაბამება 2017 წლის 23 ივნისის ოქროს ცეპის და ჯვრის შესყიდვის აქტში ასახულ გარემოებებს. პალატა ვერც აღნიშნულ არგუმენტაციას გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შესყიდვის აქტით დასტურდება, რომ მ-------------–-–---–მა გ----–- ზ-------სგან ჩაიბარა ოქროს ცეპი და ჯვარი, 39.3 გრამი, რაშიც გადაუხადა 2080 ლარი. აქტის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე მ-------------–-–---–მა, ხოლო დაზარალებულმა ე------------------ემ ნათლად მიუთითა, რომ ოქროს ცეპი და ჯვარი, რომელიც მძარცველებმა გასტაცეს, პირადად მან შეიძინა 1000 აშშ დოლარად 12 წლის წინ, აღნიშნული ნივთები იწონიდა 41 გრამს, ხოლო სინჯს კონკრეტულად ვერ დაასახელებდა, განმარტა, რომ იყო ან 583, ან 585 სინჯის. აღნიშნული გარემოებები სრულებით არ მოდის წინააღმდეგობაში მ-------------–-–---–ის ჩვენებასთან და მის მიერ გ----–- ზ-------სგან შეძენილი ოქნოს ნივთების შესყიდვის აქტთან. რაც შეეხება ნივთების წონასთან დაკავშირებით არსებულ განსხვავებას, ნივთის მფლობელმა - ე------------------ემ განაცხადა, რომ აღნიშნულ ოქროს ცეპს და ჯვარს 12 წლის განმავლობაში ატარებდა და რა თქმა უნდა, განიცდიდა ცვეთას. ასევე, ოქროს ნაკეთობების ყიდვა-გაყიდვით დაკავებულმა პირმა - მ-------------–-–---–მა დაადასტურა, რომ ოქროს ნივთები გარკევეული პერიოდის განმავლობაში ხმარებისას განიცდის ცვეთას. შესაბამისად, სავსებით ლოგიკურია, რომ 39.3 გრამსა და 41 გრამს შორის არსებული განსხვავება, რაც არც თუ ისე დიდი ოდენობისაა, გამოწვეული იყოს ნივთის 12 წლიანი ხმარების გამო ცვეთის შედეგად. მართალია სისხლის სამართლის საქმეზე არ არის ამოღებული გ----–- ზ-------ს მიერ მ-------------–-–---–თან ჩაბარებული ოქროს ნივთები, თუმცა ამ ნივთებისა და ე-------------------სათვის გაძარცვული ნივთების იდენტურობა უტყუარადაა დადასტურებული სასამართლოს ხდომაზე დაკითხული მოწეთა ჩვენებებით და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით. რაც შეეხება ნივთის ღირებულებას, დაზარალებულმა განმარტა, რომ იგი შეიძინა 1000 აშშ დოლარად და ვინაიდან ე-------------------ს ჩვენება სრულიად თანმიმდევრული, ლოგიკური და დამაჯერებელია, ასევე სხვადასხვა გარემოებებთან დაკავშირებით გამყარებულია არაერთი მტკიცებულებით, პალატას არც ამ ნაწილში გააჩნია საფუძველი, რომ ეჭვი შეიტანოს ნივთის ღირებულებსათან დაკავშირებით მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობაში. ამასთან, დადგენილი ფაქტია, რომ მ-------------–-–---–მა გ----–- ზ-------ს ჩაბარებულ ნივთებში გადაუხადა 2080 ლარი.

 

პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას გ----–- ზ-----ის დაკავების დროსთან დაკავშირებით. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებით და წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დაგდინდა, რომ გ----–- ზ------- დააკავეს 2017 წლის 22 ივლისს, 02:42 საათზე, მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა ამოიცნო იგი, როგორც მის ძარცვაში მონაწილე პიროვნება. ამ მხრივ უსაფუძვლოა აპელანტის განმარტება, რომ თითქოს გ----–- ზ-------ს დაკავება მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ, სასამართლოს მიმდებარე ტერიოტორიაზე. როგორც გამომძიებელმა ზ------------–--ლმა განმარტა, თანაშრომლის მიერ ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ გამოწერა უწყება გ----–- ზ-------ს წარმოდგენის თაობაზე, რის საფუძველზეც მოხდა გ----–- ზ-------ს მოწმის სახით წარდგენა განყოფილებაში. მას შემდეგ კი, რაც ზ------- დაკითხა მოწმის სახით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და პირის ამოცნობა, მოხდა გ----–- ზ-------ს დაკავება. აღნიშნული გარემოებები დაადასტურა მოწმე ი----------–---–--–-ილმაც, რომლის განმარტებითაც მოწმის სახით დაკითხა გ----–- ზ-------, შემდეგ კი გაიყვანა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად. ამ დროს გ----–- ზ------- დაკავებული არ ყოფილა და საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ კვლავ ნებაყოფლობით გადაიყვანეს განყოფილებაში სხვა საგამძიებო მოქმედებების ჩასატარებლად.

 

რაც შეეხება თავად მსჯავრდებულის და მისი - დედის გ---–--------------ას ჩვენებებს, რომლის მიხედვითაც გ----–- ზ-------ს მიერ ლომბარდში ჩაბარებული ოქროს ნივთები ეკუთვნოდა მის მეუღლეს; ხოლო გ----–- ზ-------ს განმარტებით, 2017 წლის 23 და 25 ივნისს მ--------------------- იმყოფებოდა გ------------------ას დეიდის ბინაში და რაიმე დანაშაული არ ჩაუდენია, პალატა თვლის, რომ აღნიშნული ჩვენენების გაზიარების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მათ მიერ გაჟღერებული გარემოებები არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით და აშკარად მოგონილია პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია; ამასთან, ისინი რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ გ----–- ზ-------მ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ----–- ზ-------ს მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, განაჩენი ამ ნაწილში გასაჩივრებულია მხოლოდ სასაჯელის შემსუბუქების კუთხით. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ გ----–- ზ-------ს, როგორც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

პალატა ასევე ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ----–- ზ-------ს მიმართ დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არც ამ ნაწილში არსებობს ცვლილების შეტანის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და გ----–- ზ-------ს მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (ნაწილობრივ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის პიროვნების, წარსული ცხოვრების და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მსჯავრდებულმა დანაშაული ჩაიდინა პირობით გამოსაცდეელი ვადის პერიოდში, პირველი ინსტანციის სასამართლომ გ----–- ზ-------ს მიმართ ბრალად წარდგენილი თოთოეული ქმედებისათვის განსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

შესაბამისად, პალატა მიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენი გ----–- ზ-------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გ----–- ზ-------ს და მისი ადვოკატის ი--–----------–--–-ვას სააპელაციო საჩვრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენი;

 

გ----–- ზ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

გ----–- ზ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გ----–- ზ-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის განაჩენით დანიშნული და სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით ამნისტიის საფუძველზე შემცირებული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 09 (ცხრა) თვის ვადით, 4 (ოთხი) - წელი და 09 (ცხრა) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ----–- ზ-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

გ----–- ზ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 22 ივლისიდან.

 

გ----–- ზ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ბრალდებულ გ------------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები: 1 ცალი მობილური ტელეფონი და 2 ცალი ტელეფონის დამტენი, დალუქული სახით ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-5 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ბრალდებულ გ----–- ზ-------ს პირადი ჩხრეკის ამოღებული ნივთები: 2 ცალი მობილური ტელეფონი, 1 ცალი სათვალე, 1 ცალი სანთებელა, 1 საღეჭი რეზინი, 1 ცალი საფულე დალუქული სახით, ინახება შსს ქ .თ ბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-5 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

 

დაზარალებულ თ-----------------ან ამოღებული 1 ცალი მაისური საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო გ------------------ას ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

შ--------------–იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, 1 დისკად, რაც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

შ----------------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, 1 დისკად, რაც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ვიდეო-ჩანაწერი 1 დისკად, რაც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენაახვის ვადით.

 

თეონა ტეფნაძის კუთვნილი 1 ცალი ოქროს ყელსაბამი, დალუქული სახით ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-5 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ცივი იარაღი (დანა), რომელიც დალუქული ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე