განაჩენი

სისხლის სამართლის 21.06.2018
საქმის ნომერი
160100117002017274
ინსტანცია
თარიღი
21.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160100117002017274

საქმე № 1ბ/396-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 ივნისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზ-----–---------ა.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: თ------–---–-----------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–---------–--ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 2----------, ნასამართლევი, შვიდი კლასის განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------–--------–--–-----------.

 

ადვოკატი: მ-------–---------–---ი.

 

თარჯიმნები: ა---------–--------------------------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ------–---–-----------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-------–---------–---მა, რომელებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს თ------–---–-----------ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს კონტიტუციის მე–40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აპელანტების მოსაზრებით სასამართლომ ეს მუხლი ნაწილობრივ გაიზიარა და „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ვერ დაასაბუთა პირის ბრალეულობა საქართველოს სსკ–ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ–ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ თ------–---–-----------ი უკანონოდ ცნო დამნაშავედ რადგან საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტებმა მოითხოვეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენის ნაწილობრივ გაუქმება და თ------–---–-----------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა თ------–---–-----------ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი, რითაც სახელმწიფო ბრალმდებელმა ს----------–----–--ემ მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა ზ-----–---------ამ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული.

 

ბრალდების არსი:

თ------–---–-----------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 185-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; ასევე ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით; ასევე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 02:00 საათზე ქ. მ--------––---------------------ში მდებარე, ნ------–----–---–ის კუთვნილ ,,კაფე-ბარში“ შევიდა თ------–---–-----------ი, თანმხლებ პირებთან ერთად. მან შეუკვეთა 5 კათხა ლუდი და ერთი ბოთლი წვენი. შეკვეთის მიტანის შემდეგ, ბარმენმა ი-------–---------------მ თ------–---–-----------ს მოსთხოვა შეკვეთილი პროდუქტის ფასის 18 ლარის გადახდა. აღნიშნულის გადახდაზე თ------–----–--------იევმა უარი განაცხადა, ხოლო როდესაც ბარმენი შეეცადა მიტანილი ლუდის აღებას, თ------–---–-----------მა ხელი სტაცა ლუდის კათხას და დაანარცხა იატაკზე, რის შემდეგაც დაიწყო აგრესიული გინება პერსონალის მიმართ. მისი დაწყნარების მიზნით მასთან მივიდა ბარის თანამშრომელი ე-–----------------ი, რომელმაც მოუწოდა თ------–---–-----------ს დაწყნარებულიყო, მაგრამ მიუხედავად მოწოდებისა მან განაგრძო გინება რა დროსაც მის ხელთ არსებული მომარჯვებული ნივთით, კერძოდ ე.წ. ,,კასტეტით“ დაარტყა გულმკერდის არეში ე-–----------------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო. აღნიშნულის შემდეგ თ------–---–---------მა განაგრძო გინება და აგრესიული ქმედება ბარის პერსონალის მიმართ, რის გამოც დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და შეფერხდა ბარის ნორმალური ფუნქციონირება, ხოლო იქ შეკრებილი კლიენტები დაიშალნენ.

 

სასამართლომ დაადგინა:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით, თ------–---–-----------ი წარდგენილ ბრალდებებში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ–ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. სასამართლომ დაადგინა შემდეგი:

 

2017 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 02:00 საათზე ქ. მ--------––---------------------ში მდებარე, ნ------–----–---–ის კუთვნილ ,,კაფე-ბარში“ შევიდა თ------–---–-----------ი, თანმხლებ პირებთან ერთად. ბარში მისვლისას მათ შეუკვეთეს 5 კათხა ლუდი და ერთი წვენი. შეკვეთის მიტანის შემდეგ, ჯერ მიმტანმა თ----------------ემ, შემდეგ ბარმენმა ი--–-----------–--------------ემ თ------–---–-----------ს მოსთხოვეს შეკვეთილი სასმელის ფასის - 18 ლარის გადახდა. თ------–----–--------იევმა მათ განუცხადა, რომ შეკვეთის საფასურს გადაიხდიდა გასვლისას. ხოლო როდესაც ბარმენი შეეცადა მიტანილი ლუდის აღებას, თ------–---–-----------მა ხელი სტაცა ლუდის კათხას და დაანარცხა იატაკზე, რის შემდეგაც დაიწყო აგრესიული გინება პერსონალის მიმართ. კონფლიქტის დროს მასთან მივიდა ბარის თანამშრომელი ე-–----------------ი, მოუწოდა თანხა გადაეხადა და რაც უნდოდა შემდეგ შეეკვეთა. თ------–---–-----------მა განაგრძო გინება, რა დროსაც ხელი დაარტყა გულ-მკერდის არეში ე-–----------------ს, რომელიც დაეცა ძირს. აღნიშნულის გამო ე-–----------------ბა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის განგრძლივი მოშლის გამო. თ------–---–-----------მა განაგრძო გინება და აგრესიული ქმედება ბარის პერსონალის მიმართ, რის გამოც დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და შეფერხდა ბარის ნორმალური ფუნქციონირება, ხოლო იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა დატოვეს ბარი.

 

თ------–---–-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ–ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ–ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ–ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ------–---–-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

მსჯავრდებულმა თ------–---–-----------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ იმყოფებოდა მ--------–ში კაფე-ბარში მეგობრებთან ერთად. ბარში მაგიდასთან დასხდომის შემდეგ გავიდა გარეთ და როდესაც დაბრუნდა მაგიდაზე დახვდა ლუდი. მალევე მათთან მივიდა მიმტანი და მოსთხოვა ლუდის საფასურის გადახდა. მას პირადად ჰქონდა 15 ლარი, თანხა ჰქონდა ასევე მის თანმხლებ პირებსაც, რის გამოც მიმტანს და ბარმენს განუცხადა, რომ საფასურს გადაიხდიდა გასვლისას. ამ დროს ბარმენმა ლუდის აღება დააპირა, რა დროსაც მას ლუდი გადაესხა და 1 კათხა ლუდი ძირს დაახეთქა. ამის შემდეგ მასთან მივიდა ე-–----------------ი, რომელიც ეკითხებოდა თუ რატომ არ იხდიდა თანხას, მან კი განუცხადა, რომ ეს საკითხი მას არ ეხებოდა. თ------–---–-----------მა განმარტა, რომ ძიძგილაობდა ე-–----------------თან, თუმცა მასთან სხვა შეხება არ ჰქონია. მას ინციდენტის დროს ხელში რაიმე საგანი არ ჰქონია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

მოწმე თ----------------ის ჩვენებით დადგენილია, იგი რომ მუშაობს კაფე-ბარში მიმტანად. 2017 წლის 10-11 ივნისს, გვიან ბარში შევიდა 5 ბიჭი. იგი მივიდა მათ მაგიდასთან და მიიღო შეკვეთა - 4 ლუდი და 1 წვენი. ბარმენმა მას აღნიშნულ მაგიდასთან გაატანა შეკვეთა. რამდენიმე ხანში კი ბარმენმა გააგზავნა მაგიდასთან თანხის გადასახდელად. მაგიდასთან მისულს მას განუცხადეს, რომ ჯერ არ გადიოდნენ და გასვლისას გადაიხდიდნენ. ამ საუბრისას მათთან მივიდა ბარმენიც. ამ დროს ერთ-ერთმა ბიჭმა ისროლა ლუდის კათხა, რის გამოც ყველა წამოიშალა, მაგიდასთან მივიდა ასევე ე-–-----იც. ბიჭმა, რომელიც იჯდა მაგიდის ნაპირში და რომელმაც ისროლა ლუდის კათხა, ხელი მოუქნია ე-–-----ს, რის გამოც ეს უკანასკნელი დაეცა. აღნიშნულის გამო ხალხმა დატოვა კაფე-ბარი. ხოლო ე-–-----ი, რომელიც მხარს იტკიებდა გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში.

 

მოწმე ი--–-----------–--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს მ--------–ში მდებარე კაფე-ბარში ბარმენად. 2017 წლის 10 ივნისს ღამით, ბარში მივიდა თ------–---–-----------ი ბიჭებთან ერთად. მათ შეუკვეთეს ლუდი და წვენი. შეკვეთის მიტანის შემდეგ მიმტანმა თ----------------ემ, მოსთხოვა თანხის წინასწარ გადახდა, რაც მათ არ ესიამოვნათ და უთხრეს, რომ შემდეგ გადაიხდიდნენ. აღნიშნულის გამო იგი თავადაც მივიდა მაგიდასთან და მოსთხოვა თანხის გადახდა, რა დროსაც თ------–მა გატეხა ბაკალი და განაცხადა შემდეგ გადავიხდითო. ამ სუბრისას, მათთან მივიდა ე-–-----ი, რომელიც ესაუბრებოდა თ------–ს, თუმცა მათი საუბარი ბარში არსებული ხმაურის გამო არ ისმოდა, შემდეგ კი დაინახა, რომ თ------–მა ხელი მოიქნია, ხოლო ე-–-----ი ძირს დაეცა. ბარმენმა განმარტა, რომ მათი შეკვეთა იყო 18 ლარის, ამასთან თანხას ბარში იხდიდნენ წინასწარ. ინციდენტის გამო ბარში მყოფმა დაახლოებით, 14-16 პირმა დატოვა იქაურობა, რის შემდეგაც ბარი დაიკეტა. იმავე დღეს ე-–----------------ი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში.

 

დაზარალებულ ე-–----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ნ------–----–---–ის კაფე-ბარში დარაჯად. ბარში მიდის დაახლოებით საღამოს 8-9 საათზე და სამუშაოს ასრულებს დილის 3-4 საათისთვის. ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, შემთხვევის დღეს, გვიან ღამე ბრალდებული, თანმხლებ პირებთან ერთად, მივიდა ბარში. ისინი დასხდნენ მაგიდასთან, დაუძახეს მიმტანს და შეუკვეთეს ლუდი. ლუდის მიტანიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, მიმტანი კვლავ მივიდა მათთან და მოსთხოვა გადაეხდათ ლუდის საფასური. მიმტანსა და ბრალდებულს შორის საუბარი გადაიზარდა კამათში და ბრალდებულმა ლუდის კათხა ძირს დაანარცხა. შექმნილი ვითარების გამო, იგი მივიდა მათთან და ჰკითხა თუ რა ხდებოდა. ასევე მოუწოდა, რომ გადაეხადა საფასური და შემდგომ დამატებით რაც უნდოდა შეეკვეთა. ამ დროს მან თ------–---–-----------ის ხელში დაინახა ე.წ. ,,კასტეტი“, რომელიც მოიქნია და დაარტყა, რის გამოც იგი დაეცა ძირს, რა დორსაც, როგორც ახსოვს, ფეხიც დაუტრიალეს. აღნიშნულის გამო მას ჰქონდა ძლიერი ტკივილები და გადაიყვანეს საავადმყოფოში. თბილისში მას ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, სამი დღე დაჰყო საავადმყოფოში, ხოლო შემდგომ დაახლოებით ორთვენახევარი მკურნალობდა სახლში. მას რკინა აქვს ჩადგმული და საჭიროებს დამატებით ოპერაციას. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ თავად ბარში ლუდის შეძენისას თუ ეჩქარება საფასურს იხდის შეკვეთისთანავე, თუ არ ეჩქარება ჯდება ბარში, სვამს ლუდს და ამის შემდეგ ახდენს ანგარიშსწორებას. ე-–----- ი---------მა ასევე მიუთითა, რომ მას ბრალდებულ თ------–---–-----------თან პრეტენზია არ აქვს.

 

მოწმე ნ------–----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მა-------–----------–-------------------- აქვს კაფე-ბარი, რომელიც მუშაობს ღამის 3 საათამდე. კაფე-ბარის ფართობი არის დაახლოებით 80-100 მ2, სადაც განთავსებულია მაგიდები. კლიენტები მომსახურეობის საფასურს იხდიან შეკვეთის მიტანისას, თუ შეკვეთას დაამატებენ ამის საფასურსაც შეკვეთის მიღების შემდეგ იხდიან. ე-–----------------ი იყო ტაქსისტი, რომელიც მათთან მუშაობდა დაცვაში. 2017 წლის 10 ივნისს, ღამის საათებში მათთან მივიდა თ------–---–-----------ი, რომელსაც ახლდა 5 ბიჭი. ამ დროს თავად იჯდა მეოთხე მაგიდასთან. მან დაადასტურა, რომ ბარში შელაპარაკება მოხდა ბარმენსა და თ------–ს შორის, რა დროსაც მათთან მივიდა ე-–----------------ი. ხოლო თავად თ------–---–-----------ის მაგიდასთან მივიდა ლუდის კათხის გატეხვის ხმაზე. ამ დროს ბარში იყვნენ მოქალაქეები, რომლებმაც კონფლიქტის გამო დატოვეს ბარი. ნ------–----–---–მა განაცხადა, რომ მას თ------– ა-–-----------ის ხელში რაიმე რკინს საგანი არ დაუნახავს. მისთვის დაზარალებულისგან ცნობილია, რომ მას თ------–----–--------იევმა რკინა დაარტყა.

 

მოწმე ნ------------–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ბარში გასართობად, დაახლოებით ღამის 01:30 საათზე ბარში შემოვიდა 4-5 ბიჭი, რომლებსაც როგორც მეზობლებს ისე იცნობდა. მათ სთხოვა სიგარეტი და შემდეგ დაბრუნდა თავის მაგიდასთან. მოწმემ განმარტა, რომ დაინახა ლუდის კათხის სროლის ფაქტი, ასევე ის რომ ამ მაგიდასთან მივიდა ე-–----------------ი და მოხდა ჩხუბი, რის გამოც ხალხი აირია და ბარი დაკეტეს.

 

მოწმე შ---------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იმყოფებოდა კაფე-ბარში დასალევად. მან დაადასტურა, რომ ბარში მოხდა ინციდენტი, რისი მიზეზიც იყო მიმტანის მიერ თანხის მოთხოვნა. მან ასევე დაინახა ლუდის კათხის გასროლის ფაქტი, რაც შეეხება ე-–----------------ისთვის დარტყმის მომენტს, აღნიშნული მას არ დაუნახავს, ვინაიდან ხალხი იყო წამოშლილი. თუმცა შენიშნა, რომ ე-–-----ი იყო დაცემული. მომხდარი კონფლიქტის გამო მან დატოვა ბარის ტერიტორია.

 

მოწმე გ--–-------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იმყოფებოდა ბარში თ------–---–-----------თან ერთად. ბარში იყო ხალხი, თავად დასხდნენ თავისუფალ მაგიდასთან. მათ მიუტანეს ლუდი და სანამ დალევდნენ, მიმტანმა მოსთხოვა თანხის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ლუდს წაიღებდა. ამ დროს მათ მაგიდასთნ მოვიდა ერთი კაცი, რომელმაც იკითხა, თუ რატომ არ იხდიდნენ ფულს. აღნიშნული პიროვნება ლაპარაკობდა თ------–---–-----------თან. შემდეგ ყველანი წამოიშალნენ და რადგან ბარში იყო მუსიკა და არასაკმარისი განათება მან ჩხუბის მომენტი ვერ დაინახა. მან ფეხი მოუქნია მათ მაგიდასთან მისულ პიროვნებას, რომელიც არ მოხვდა, შემდეგ კი გარეთ გაიყვანეს. მას ე-–----------------თან სხვა კონტაქტი არ ჰქონია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მათ ბარში წასვლისას თანხა ჰქონდათ, პირადად მას ჰქონდა 10 ლარი, გადახდისას კი ააგროვებდნენ თანხას და ამგვარად მოახდენდნენ ანგარიშსწორებას.

 

მოწმე ე-–------–---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს თ------–---–-----------თან ერთად იმყოფებოდა ბარში. მათ ჰქონდათ თანხა და ბარმენის მოთხოვნაზე გადაეხადათ შეკვეთის მიტანისთანავე განუმარტეს, რომ გადაიხდიდნენ გასვლისას. ამ დროს მათ მაგიდასთან მოსულ ე-–----------------ს ესაუბრებოდა თ------–----–--------იევი, რა დროსაც ყველა წამოშლილი იყო ფეხზე. მას ე-–----------------თან პირადად შეხება არ ჰქონია, ასევე არ დაუნახავს მისი წაქცევის ფაქტი. ასევე არ შეუნიშნავს თ------–---–-----------ის ხელში რაიმე საგანი.

 

მოწმე ი-–------–---------ის ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის დროს იმყოფებოდა კაფე-ბარში, იყო ნასვამი და არეულობის დროს გავიდა გარეთ და წავიდა სახლში.

 

მოწმე რ----------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის მ--------–ის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აწარმოებდა გამოძიებას, დაკითხა დაზარალებული, მოწმეები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ასევე მის მიერ დანიშნულ იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მოწმემ დაადასტურა, რომ მან შემთხვევის ადგილიდან ამოიღო ლუდის კათხის ნამსხვრევები, რაც შეეხება ე.წ. ,,კასტეტს“, მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვერ იქნა.

 

გ---------------ის მიერ 2017 წლის 08 ივლისს გამოძიებაში მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა კაფე-ბარში. კონფლიქტი წარმოიშვა მიმტანის მიერ ლუდის საფასურის წინასწარ მოთხოვნასთან დაკავშირებით. კონფლიქტში ჩაერია ბარის დაცვის თანამშრომელი, რომელსაც თ------–მა რაღაც უთხრა და მათ შორის დაიწყო ჩხუბი. თუმცა არ შეუნიშნავს ვინ დაარტყა პირველმა, ან ვინ ვის ურტყამდა. თუმცა დაინახა, რომ ბარის თანამშრომელი ძირს დავარდა, ხოლო თ------–ს აკავებდნენ. აღნიშნული ფაქტის გამო ბარმა მუშაობა შეწყვიტა.

 

2017 წლის 12 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. მ--------––----------------------ში, სადაც არის ღამის კაფე-ბარი. ბარის შიგნით შესასვლელთან ხელმარჯვნივ არის ბარის ვიტრინა სხვადასხვა სახის სასმელებით, იმავე მხარეს დევს მუსიკალური მოწყობილობა. ბარში არის ექვსი მაგიდა. ვიტრინასა და მაგიდებს შორის არის საცეკვაო ადგილი.

 

2017 წლის 17 ივლისის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ დათვალიერებული იქნა CD-R დისკი, რომელზეც ასახულია ქ.მ--------––--------------------ში არსებულ კაფე-ბარის შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერი, რომელზეც ასახულია 2017 წლის 11 ივნისს მომხდარი ინციდენტი. კადრში ჩანს, რომ ბარში შედის ხუთი ახალგაზრდა ბიჭი და სხდებიან მაგიდასთან. მათ ემსახურება მიმტანი, რომელმაც მიუტანა ლუდი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ამ მაგიდასთან მიდიან ბარმენი და მიმტანი, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა კათხა ისროლა და წამოდგა ფეხზე. ამ დროს მათთან მიდის სხვა პირი და მათ შორის იწყება ძიძგილაობა. აღნიშნულის შემდეგ იქ მყოფი ხალხი გადის გარეთ და ბარის მუშაობა ჩერდება.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ თ------–---–-----------ი დაკავებული იქნა 2017 წლის 14 ივნისს 01:40 საათზე, სარფის სასაზღვრო კონტროლის სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ე-–----------------ი 11.06.2017 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, სტაციონარულად მკურნალობდა 11.06.2017 წლიდან 12.06.2017 წლამდე და დაუდგინდა მარცხენა ლავიწის ძვლის მოტეხილობა ცდომით, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით თ------–---–-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 14 ივლისის წერილით ირკვევა, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ 2015 წლის 30 ოქტომბრის N-------- განაჩენით, თ------–---–-----------ზე დაკისრებული ჯარიმა ბიუროში გადახდილად არ ფიქსირდება.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით, თ------–---–-----------ი წარდგენილ ბრალდებებში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ–ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. განაჩენი ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ–ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში. შესაბამისად, ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები თ------–---–-----------ის საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ–ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ–ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში.

 

პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას თ------–---–-----------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ–ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ–ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი, ასევე ადამიანის ხელშეუხებლობა, მისი ჯანმრთელობა და საკუთრების უფლება. დანაშაული გამოიხატება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოქალაქეთა ღირსეულ ქცევაში საწარმოო, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ნორმალურ მუშაობაში, პიროვნების ხელშეუხებლობაში, რომლის სავალდებულო ნიშანია ძალადობა ან ძალადობის მუქარა, ასევე საზოგადოებრივ წესრიგის უხეში დარღვევა. ხულიგნობის ჩადენას ადგილი აქვს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას (ქუჩაში, სტადიონზე, კინოში, თეატრში, ქორწილში და სხვაგან, სადაც იმყოფება საზოგადოება). პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები, დათვალიერების ოქმები) სრულად დადასტურდა თ------– ა---–---------ის მიერ განხორციელებული ხულიგნობის შემადგენლობის სავალდებულო ნიშნები. თ------–---–-----------მა საზოგადოებრივი წესრიგი უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში (ბარში ყოფნისას), სადაც შეკრებილნი იყვნენ მოქალაქეები გართობის მიზნით, მომხდარი ინციდენტის გამო მათ სასწრაფოდ დატოვეს ბარი, რითაც შეფერხდა ბარის ნირმალური ფუნქციონირება.

 

პალატა ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სსკ–ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია – ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან. აღნიშნული დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს დაზიანების ხარისხი. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის დამახასიათებელია: ა) ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა, ბ) საერთო შრომისუნარიანობის მყარი, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვა. მოცემულ შემთხვევაში, თ------–---–-----------მა მასთან მისულ ე-–----------------ს, რომელიც ცდილობდა გაერკვია კონფლიქტის მიზეზი, ხელი დაარტყა, რის გამოც ეს უკანასკნელი დაეცა ძირს. ე-–----------------ს დაუდგინდა ლავიწის ძვლის მოტეხილობა, ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და ორი დღე დაჰყო საავადმყოფოში. ოპერაციის შემდეგ ე-–----------------ი მკურნალობდა დაახლოებით ორთვენახევრის განმავლობაში. ზემოაღნიშნული დადასტურებულია როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ისე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

 

პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს თ------–---–-----------ის ბრალეულობას და ეთანხმება ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას თ------–---–-----------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით მთლიანად იქნა დადასტურებული თ------–---–-----------ის მიერ ხულიგნობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ჩადენის ფაქტი.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ------–---–-----------ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 239-ე მუხლის მე–3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან იგი ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ–ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

თ------–---–-----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

თ------–---–-----------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებაა, ის რომ არის ნასამართლევი.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. პალატა თვლის, რომ თ------–---–-----------ს პირველი ინსტანციის სასამართლომ, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

საქართველოს სსკ–ის 298-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უფლება არა აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან მიიღოს მსჯავრდებულისთვის არა სასიკეთო სხვა გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილა მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის საჩივრის საფუძველზე და ბრალდების მხარეს საჩივარი არ შეუტანია. მართალია, თ------–---–-----------ს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბერის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი ჯარიმა – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დღეის მდგომარეობით გადახდილი არ აქვს, თუმცა ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე პალატა მოკლებულია შესაძლებლობას თ------–---–-----------ს სასჯელი დაუნიშნოს განაჩენთა ერთობლიობით.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმის შენახულ უნდა იქნას საქმის შენახვის ვადით

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენი თ------–---–-----------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, მსჯავრდებულ თ------–---–-----------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ-------–---------–---ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ თ------–---–-----------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ-------–---------–---ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

თ------–---–-----------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

თ------–---–-----------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

თ------–---–-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ–ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ–ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ–ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ–ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ თ------–---–-----------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ თ------–---–-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

თ------–---–-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2017 წლის 14 ივნისიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: CD დისკი – შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე