განაჩენი

სისხლის სამართლის 29.06.2018
საქმის ნომერი
050100118002344986
ინსტანცია
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100118002344986

(1/ბ-333-18წ.)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 ივნისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე----------–-------------–----------ის მიმართ, დაბადებული: 196- წლის 17 ნ--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 3----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ჩ-----------ი, სოფელი ბ-------ი,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ე--------–----------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება რამაც გამოიწვია ტანჯვა. ასევე, ოჯახური დანაშაული, სისტემატური სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის დეკემბერში ე--------–----------ემ ცოლად შეირთო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მცხოვრები თ---------–---ე და გადავიდა მასთან საცხოვრებლად. 2017 წლის ნოემბრის თვიდან 2018 წლის 06 თებერვლის ჩათვლით ე--------–----------ე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ეჭვიანობის ნიადაგზე არ აძლევდა უფლებას, რომ სურვილისამებრ ესაუბრა მობილური ტელეფონით, ესარგებლა სოციალური ქსელით და ამასთან, შეთანხმების გარეშე მისულიყო მეზობელთან და ახლო ნათესავებთან, სისტემატურად შეურაცხყოფდა, ამცირებდა და აშანტაჟებდა მას, რითაც თ---------–---ეს აყენებდა სულიერ ტანჯვას.

 

2016 წლის დეკემბერში ე--------–----------ემ ცოლად შეირთო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მცხოვრები თ---------–---ე და გადავიდა მასთან საცხოვრებლად. 2017 წლის ნოემბრის თვიდან 2018 წლის 06 თებერვლის ჩათვლით ე--------–----------ე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ეჭვიანობის ნიადაგზე არ აძლევდა უფლებას, რომ სურვილისამებრ ესაუბრა მობილური ტელეფონით, ესარგებლა სოციალური ქსელით და ამასთან, 2018 წლის 3 თებერვლიდან 2018 წლის 6 თებერვლის ჩათვლით, ღამის საათებში ე--------–----------ე სისტემატიურად ძალადობდა მეუღლეზე თ---------–---ეზე, იგი ხელების გადაგრეხვითა და ყელზე ხელის მოჭერით სთხოვდა მას, რომ ჰქონოდა მასთან სქესობრივი კავშირი, უარის მიღების შემდეგ კი ამცირებდა და აშანტაჟებდა მას, ამასთან ეუბნებოდა, რომ ის ღალატობდა მეზობელთან და ამის გამო არ ჰქონდა სურვილი მასთან ურთიერთობის, ღალატის შესახებ კი მოუყვებოდა მის ძმასა და ნათესავებს. ვინაიდან ე--------–----------ის მხრიდან სისტემატურად განხორციელებული სხვაგვარი ძალადობით თ---------–---ემ განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის აღსაკვეთად განაცხადებით მიმართა შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოს.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენით ე--------–----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,126–ე მუხლის 12 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის 12 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ ე--------–----------ეს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ე--------–----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 6 თებერვლიდან - 2018 წლის 9 თებერვლამდე.

 

მსჯავრდებულ ე--------–----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი შოთა ჩხაიძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ე--------–----------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ე--------–----------ის პიროვნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, წარსული ის რომ მსჯავრდებული ნასამართლევია გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 17 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1821-ე მუხლის პირველი ნაწილით. იგი არ დადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა განზრახი ამჯერად უკვე ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ოჯახური დანაშაული. ე--------–--------ძე არ არის კანონმორჩილი პირი და მიდრეკილება აქვს ძალადობრივ დანაშაულის ჩადენისკენ. ასეთი პიროვნების მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ე--------–----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ე--------–----------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,126–ე მუხლის 12 ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ---------–---ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - გ----------------ის და თ----–--–------ის გამოკითხვის ოქმებით, თ---------–---ის განცხადებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოცხრილით, ე--------–----------ის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ე--------–----------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,126–ე მუხლის 12 ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ე--------–----------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის შოთა ჩხაიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ე--------–----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის 12 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის 12 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ ე--------–----------ეს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ე--------–----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 6 თებერვლიდან - 2018 წლის 9 თებერვლამდე.

 

მსჯავრდებულ ე--------–----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმებულია.

 

ე--------–----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 7000 (შვიდი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული მ------–----------ის (პირადი ნომერი 4----------) და ვ--–--------–----------ის (პირადი ნომერი 4----------) საკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ჩ-----------ის მუნიციპალიტეტი სოფელი ბ-------ი, ფართობით 1800 კვ.მ. შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა - ჩ-----------ი, კოდი 2-, სექტორი - ქ--------ი, კოდი 08, კვარტალი 21, ნაკვეთი 312, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე