განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210017002076357
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-298-18 20 ივნისი 2018 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი(მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი მესამე პირი წარმომადგენელი - - - - - - შპს ,,ბ------ის ნ----------------ლი’’ ს---–--- ფა-–-------–---–ი შპს ,,ლ-------– ჯ------ია“ ვ--–------ გი-------ე, დ----- ჩა--–--–--ლი შპს ,,ო--– ლ---------- ს------ი“ ი-–-- ცი---ე
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ქმედების განხორციელების დავალდებულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება; ამავე სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრისა და 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებები
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; 2. მთავარი სხდომის დანიშვნის თაობაზე, ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის საოქმო განჩინების გაუქმება; 3. არსათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლაზე უარის თქმის თაობაზე, ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმება. გასაჩივრებული 2017 წლის 25 სექტემბრის საოქმო განჩინების სარეზოლუციო ნაწილი: 1. სამოქალაქო საქმეზე დაინიშნოს სასამართლოს მთავარი სხდომა 2017 წლის 13 ოქტომბერს 14:00 საათზე, ბ------ის საქალაქო სასამართლოს სხდომის დარბაზი N 5; 2. სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოძახებულ იქნენ მხარეები. გასაჩივრებული 2017 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინების სარეზოლუციო ნაწილი: 1. მოპასუხის წარმომადგენლის, ს---–--- ფა-–-------–---–ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, შპს ,,ბ------ის ნ----------------ლის მფლობელობაშია შპს ,,ლ-------– ჯ------იას“ კუთვნილი ნავთობპროდუქტი, კერძოდ 3 000 000 კგ არაეთილირილებული ბენზინი RON-92, რომლის მესაკუთრისათვის გადაცემაზე და რკინიგზის ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთვაზე შპს ,,ბ------ის ნ----------------ლი“ აცხადებს უარს. მოპასუხის უარი განპირობებულია მის მიმართ, ექსპედიტორი კოპანიის, შპს ,,ო--– ლ---------- ს------ის“ დავალიანების არსებობით, თუმცა შპს ,,ო--– ლ---------- ს------ის“ დავალიანება არ უკავშირდება შპს ,,ლ-------– ჯ------იას“ ნავთობპროდუქტთან დაკავშირებულ მომსახურებას. ვინაიდან, შპს ,,ბ------ის ნ----------------ლის“ რეზერვუარებიდან ნავთობპროდუქტების რკინიგზის ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთვა ხორციელდება უშუალოდ, მხოლოდ შპს ,,ბ------ის ნ----------------ლის“ პერსონალის მიერ, ტერმინალის მატერიალური ბაზის გამოყენებით, რაზედაც მოპასუხე უარს აცხადებს, მოცემული სარჩელის პირობებში, მოპასუხეს უნდა დაევალოს, მის უკანონო მფლობელობაში არსებული ტვირთის მესაკუთრისათვის-მოსარჩელე შპს ,,ლ-------– ჯ------იასთვის“ გადაცემა და რკინიგზის ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთვა. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე შპს ,,ბ------ის ნ----------------ლის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ნავთობპროდუქტი რეზერვუარებში განათავსა შპს ,,ო--– ლ---------- ს------ი“-სთან გაფორმებული 2016 წლის 05 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს, ნარდობის (მომსახურების) და მიბარების ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, შპს ,,ო--– ლ---------- ს------ის“, 2017 წლის 23 ივნისის მდგომარეობით, გააჩნია შპს ბ------ის ნ----------------ლის მიმართ დავალიანება 76755,60 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც გადატვირთვის (მომსახურების) საფასური შეადგენს 26100 აშშ დოლარს, ხოლო 48255,60 აშშ დოლარი-შენახვისთვის (მიბარებისათვის) დაგროვილ დავალიანებას. შესაბამისად, დავალიანების გადახდამდე, მოპასუხეს გააჩნია უფლება ნივთის დაკავებისა, ხოლო საქონლის გაცემის შემთხვევაში, იგი უნდა გადაეცეს ექსპედიტორს-შპს ო--– ლ---------- ს------ის, როგორც მიმბარებელს და არა მოსარჩელე მხარეს, რომელთანაც შპს ,,ბ------ის ნ----------------ლს, რაიმე სახის შეხება არ გააჩნია. 2016 წლის 13 ოქტომბერს, შპს „ლ-------– ჯ------იას“, შპს ,,ო--– ლ---------- ს------ი“-სთან გაფორმებული აქვს სატ-----პორტო ექსპედიციის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულების ან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება შეუძლია წარუდგინოს, მხოლოდ ხელშეკრულების მხარეს და არა შპს „ბ------ის ნ----------------ლს“, რაც სარჩელის უსაფუძვლობას ადასტურებს. დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლების გარეშე მესამე პირის პოზიცია: შპს ,,ო--– ლ---------- ს------ის“ წარმომადგენელმა გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა და მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები. 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. შპს ”ლ-------– ჯ------იას” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს; 2. შპს ”ბ------ის ნ----------------ლის” უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას, შპს შპს „ლ-------–-ჯ------ია"-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტი, კერძოდ 1088327 (ერთი მილიონ რვაასოთხმოცდარვა ათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92 და იგი გადაეცეს მფლობელობაში შპს „ლ-------–-ჯ------ია"-ს; 3. მოსარჩელე შპს „ლ-------–-ჯ------ია"-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტის, კერძოდ 1088 327 (ერთი მილიონ რვაასოთხმოცდარვა ათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92-ის მოპასუხე შპს „ბ------ის ნ----------------ლი“-ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და შპს „ლ-------–- ჯ------ია"-სათვის მფლობელობაში გადაცემის მიზნით, დავალდებულდეს მოპასუხე შპს „ბ------ის ნ----------------ლი“, მის მფლობელობაში არსებული რეზერვუარებიდან, მოსარჩელის მიერ წარდგენილ რკინიგზის ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთოს მოსარჩელეს საკუთრებაში არსებული 1088327 (ერთი მილიონრვაასოთხმოცდარვაათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92. 4. შპს ”ბ------ის ნ----------------ლს” დაეკისროს, შპს ”ლ-------– ჯ------იას” სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება -10 000 ლარის ოდენობით. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. შპს „ო--– ლ---------- ს------ი“ არის, ბ------ის ნ----------------ლში საექსპედიტორო მომსახურების განმახორციელებელი კომპანია, რომლის მომსახურების სფეროში შედის ტანკერებიდან ნავთობპროდუქტების ნ----------------ლის რეზერვუარებში ჩამოტვირთვა, რეზერვუარებიდან ვაგონ- ცისტერნებში გადატვირთვა და პირიქით, ასევე საბაჟო პროცედურების განხორციელება. თავისი საქმიანობის განხორციელებისას, შპს „ო--– ლ---------- ს------ი“ იყენებს შპს „ბ------ის ბავთობტერმინალის“ მომსახურებას, რაც უკავშირდება ნავთობპრუდუქტების გადატვირთვა-ჩატვირთვის პროცედურებს, რა დროსაც გამოიყენება შპს „ბ------ის ნ----------------ლის“ პერსონალი, მატერიალური ბაზა და რეზერვუარები. შპს „ო--– ლ---------- ს------ს“ შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება გაფორმებული აქვს შპს „ბ------ის ნ----------------ლთან. 2.2. შპს ”ლ-------–-ჯ------ია” არის, შპს „ო--– ლ---------- ს------“-ის ერთ-ერთი კლიენტი, რომელიც იყენებს შპს ”ო--– ლ---------- ს------ის” მომსახურებას. მათ შორის, შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 2016 წლის 13 ოქტომბერს, რაც ძალაშია 2017 წლის 31 დეკემბრამდე. 2.3. 2017 წლის 19 ივნისს, შვეიცარიულმა კომპანია „------- SA“-მ, კომპანია L----- N------- B------ისაგან ბულგარეთში შეძინა ნავთობპროდუქტები, მათ შორის 12976357 კგ. არაეთილირილებული RON-92 ბენზინი და ტანკერ M- N----- H-----ს მეშვეობით მოახდინა მისი ტრასპორტირება საქართველოში, კერძოდ ბ------ის პორტში, მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. „------- SA“-ს მიერ, ბულგარეთიდან საქართველოში ტ-----პორტირებული ზემოაღნიშნული ნავთობპროდუქტი უნდა შეეძინა შპს „ლ-------–-ჯ------იას“, მაგრამ მოცემული ნავთობპროდუქტის განბაჟებამდე აუცილებელი იყო მისი გემიდან, ქ. ბ------ის ნ----------------ლში ჩამოტვირთვა. 2.4. 2017 წლის 26 ივნისს, „------- SA“ -სა და შპს „ო--– ლ----------ი ს------“-ს შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ო--– ლ---------- ს------მა“ აიღო ვალდებულება, როგორც ზემოაღნიშნული ნავთობპროდუქტების ტანკერიდან ბ------ის ნ----------------ლში ჩამოტვირთვის ორგანიზებისა, ასევე მოცემული ნავთობპროდუქტის საქართველოში დროებით შემოტანისა და ნ----------------ლში შესანახად განთავსების მიზნით, საბაჟო პროცედურების განხორციელებისა. მოცემული ვალდებულების შესრულების მიზნით, შპს „ო--– ლ---------- ს------“-მა გასცა მინდობილობა შპს „---- ო--– ტ----- კომპანიზე“. 2.5. 2017 წლის 10 ივლისს შევსებული იქნა საბაჟო დეკლარაცია „------- SA“-ს კუთვნილის 12 976 357 კგ. არაეთილირილებული RON-92 ბენზინის საქართველოში დროებით შესანახად შემოტანაზე და შპს „ბ------ის ნ----------------ლი“-ს რეზერვუარებში განთავსებაზე. დეკლარაციაში დეკლარანტად მითითებულია შპს „---- ო--– ტ----- კომპანი“. დეკლარაციის შევსებას წინ უძღოდა მოცემული ნავთობპროდუქტის ჩამოტვირთვა შპს „ბ------ის ნ----------------ლი“-ს რეზერვუარებში, რის თაობაზეც შედგენილი იქნა აქტი N1707. აქტში, შპს „ო--– ლ---------- ს------“-თან ერთად მითითებულია, რომ ნავთობ პროდუქტი ეკუთვნის „------- SA“-ს. ტანკერიდან მოცემული ნავთობპროდუქტის ჩამოტვირთვის პროცედურები განახორციელა შპს „ბ------ის ნ----------------ლმა”, რის საფუძველსაც წარმოადგენდა შპს „ო--– ლ---------- ს------“-სა და შპს „ბ------ის ნ----------------ლ“- ს შორის გაფორმებული 2016 წლის 05 ოქტომბრის ხელშეკრულება. 2.6. „------- SA“-ს კუთვნილი 12 976 357 კგ. არაეთილირილებული RON-92 ბენზინის შემძენი უნდა ყოფილიყო შპს „ლ-------– ჯ------ია“, რომელიც „------- SA“-სთან შეთანხმებით, ზემოაღნიშნული ნავთობრპოდუქტის შეძენას ახორციელებდა ნაწილ-ნაწილ პერიოდულად. შესაბამისად, შეძენილი საქონლის შპს „ლ-------– ჯ------ია“-ს მიერ განბაჟება და შპს „ბ------ის ნ----------------ლი“-ს რეზურვუარებიდან გატანა ხორციელდებოდა პერიოდულად. მოცემული სამუშაოების ორგანიზებას ახორციელებდა შპს „ო--– ლ---------- ს------“-ი, შპს „ლ-------– ჯ------ია“-სთან 2016 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე; უშუალოდ შპს „ლ-------– ჯ------ია“-ს მიერ იმპორტირებული ნავთობპროდუქტის რეზურვუარებიდან ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთვას ახორციელებდა შპს „ბ------ის ნ----------------ლი“, შპს „ო--– ლ---------- ს------“-სა და შპს „ბ------ის ნ----------------ლ“-ს შორის 2016 წლის 05 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 2.7. იმპორტირებული ნავთობპოროდუქტის შპს „ბ------ის ნ----------------ლი“-ს რეზერვუარებიდან გატანაზე შპს „ლ-------– ჯ------იას“ პრობლემები არ შექმნია 2017 წლის 04 აგვისტომდე. 2017 წლის 04 აგვისტოს, შპს „ლ-------– ჯ------იამ“ შეიძინა „------- SA“-ს კუთვნილი და შპს „ბ------ის ნ----------------ლის“ რეზერვუარებში შენახვაზე მყოფი ნავთობპროდუქტის, კერძოდ არაეთილირილებული RON-92 ბენზინის დარჩენილი ნაწილი, 3 000 000 კგ-ის ოდენობით, რაზედაც „------- SA“-მ შპს „ლ-------– ჯ------იაზე“ გასცა ინვოისი. იმადროულად, შპს „ლ-------– ჯ------იამ“, შპს „ო--– ლ---------- ს------ს“ დაავალა, შპს „ლ-------– ჯ------იაზე“ გაეცა შპს „ბ------ის ნა----------------–ში“ დასაწყობებული 3000 000 კგ არაეთილირილებული RON-92 ბენზინი. თავის მხრივ, არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, შპს „ლ-------– ჯ------იამ“ დაავალა შპს „ო--– ლ---------- ს------“-ს ორგანიზება გაეკეთებინა საბაჟო პროცედურებისთვის და შეძენილი ნავთობპროდუქტის ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთვისათვის, რათა შპს „ლ-------– ჯ------ია“-ს მოეხდინა შეძენილი ნავთობპროდუქტის გატანა შპს „ბ------ის ნ----------------ლი“-დან. 2.8. შპს „ო--– ლ---------- ს------“-მა, შპს „ბ------ის ნ----------------ლ“-ს წარუდგინა რეზერვუარებში არსებულ, 3000000 კგ არაეთილირილებული RON-92 ბენზინზე შპს „ლ-------– ჯ------ია“-ს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოსთხოვა მოცემული ნავთობპროდუქტის ვაგონცისტერნებში ჩატვირთვა. შპს „ბ------ის ნ----------------ლ“-ის ხელმძღვანელობამ ზეპირსიტყვიერად უარი განაცხადა მოცემული ქმედების განხორციელებაზე და განუმარტა, რომ არ მოხდებოდა შპს „ბ------ის ნ----------------ლი“-ს რეზერვუარებიდან ზემოაღნიშნული 3 000 000 კგ არაეთილირილებული RON-92 ბენზინის გატანა, ვიდრე შპს „ო--– ლ---------- ს------ი“ არ გაასწორებდა მასთან დავალიანებას. 2.9. 2017 წლის 09 აგვისტოს, შპს „ლ-------– ჯ------იამ“ წერილობით მიმართა შპს „ბ------ის ნ----------------ლს“, რომლითაც მოსთხოვა უმოკლეს ვადაში განეხილა წარმოქმნილი პრობლემა და შესაბამისი სამსახურებისათვის გაეცა ბრძანება დაეწყოთ მათი ნავთობპროდუქტების ჩატვირთვა და გაგზავნა. შპს „ლ-------– ჯ------იას“ აღნიშნულ წერილზე პასუხი, შპს „ბ------ის ნ----------------ლისაგან“ არ მიუღია. 2.10. 2017 წლის 11 აგვისტოს, შპს „ლ-------– ჯ------იამ“ კვლავ მიმართა წერილობით შპს „ბ------ის ნ----------------ლს“ და მოითხოვა, შპს „ლ-------– ჯ------ია“-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტის რკინიგზის ცისტერნებში ჩატვირთვა. მოპასუხეს, არც აღნიშნული წერილის მიღების შემდეგ არ განუხორციელებია შპს „ლ-------– ჯ------ია“-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტის საკუთარი რეზერვუარებიდან ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთვა. 2.11. 2017 წლის 10 აგვისტოს, შპს „ბ------ის ნ----------------ლს“ წერილობით მიმართა შპს „ო--– ლ---------- ს------“-ის დირექტორმაც, რომლითაც აცნობა, რომ ტვირთი არ არის შპს „ო--– ლ---------- ს------“-ის საკუთრება, იგი შპს „ლ-------– ჯ------ია“-ს საკუთრებაა და, რომ შპს „ბ------ის ნ----------------ლ“-სა და შპს „ო--– ლ---------- ს------“-ს შორის არსებული დავა არ უნდა შეეხოს შპს „ლ-------– ჯ------ია“-ს. ანალოგიური შინაარსის წერილებით შპს „ო--– ლ---------- ს------“-მა შპს „ბ------ის ნ----------------ლს“ მიმართა 2017 წლის 11 და 14 აგვისტოსაც, მაგრამ უშედეგოდ. 2.12. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სარჩელის აღძვრის შემდეგ, მოპასუხე შპს „ბ------ის ნ----------------ლმა“ ნება დართო შპს „ლ-------– ჯ------ია“-ს, ექსპედიტორი კომპანია შპს „ო--– ლ---------- ს------“-ის მეშვეობით, დაეწყო სადაო 3000 000.00 კილოგრამი საწვავის - ბენზინი RON-92-ის გატანა და უწევდა მას შესაბამის მომსახურებას, მოცემული ნავთობპროდუქტის ნ----------------ლის რეზერვუარებიდან ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთვის თვალსაზრისით. შპს „ლ-------– ჯ------ია“-ს მიერ, 1 911 673.00 (ერთი მილიონ ცხრაასთერთმეტი ათას ექვსასსამოცდაცამეტი) კილოგრამი საწვავის - ბენზინი RON-92-ის ნ----------------ლის რეზერვუარებიდან წაღების შემდეგ (მოცემული ოდენობის ნავთობრპოდუქტის გატანა განხორციელდა 2017 წლის 18 ოქტომბრიდან 2017 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით), მოპასუხემ კვლავ უარი განაცხადა დარჩენილი სადაო ნავთობპროდუქტის მისი კუთვნილი რეზერვუარებიდან გატანაზე. 2.13. ამჟამად, 3 000 000.00 კილოგრამი საწვავის ნაცვლად, მოპასუხის მფლობელობაშია 1088327 (ერთი მილიონ რვაასოთხმოცდარვა ათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92, რომელიც განთავსებულია შპს „ბ------ის ნ----------------ლის“ რეზერვუარებში. სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს „ბ------ის ნ----------------ლი“-ს რეზერვუარებიდან ნავთობპროდუქტების რკინიგზის ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთვა ხორცილდება, მხოლოდ, უშუალოდ შპს „ბ------ის ნავთობტემინალი“-ს პერსონალის მიერ, ტერმინალის მატერიალური ბაზის გამოყენებით. შესაბამისად, ერთადერთი პირი, ვისაც შეუძლია მოახდინოს სადაო 1088327 (ერთი მილიონ რვაასოთხმოცდარვა ათას სამასოცდაშვიდი) არაეთილირილებული RON-92 ბენზინის შპს „ბ------ის ნ----------------ლის“ რეზერვუარებიდან რკინიგზის ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთვა, არის შპს „ბ------ის ნ----------------ლი“. 2.14. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ო--– ლ---------- ს------“-ს გააჩნდა ვადაგადაცილებული დავალიანება 48255.6 აშშ დოლარის ოდენობით შპს „ბ------ის ნ----------------ლი“-ის მიმართ. შპს „ო--– ლ---------- ს------ი“-ის აღნიშნული დავალიანება შპს „ბ------ის ნ----------------ლი“-ს მიმართ არ წარმოადგენდა შპს „ლ-------– ჯ------ია“-ს მიერ კომპანია „------- SA“-საგან შეძენილ ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებულ ვალს. შპს „ო--– ლ---------- ს------“-ის დავალიანების შესახებ ცნობით დასტურდება, რომ 48255.6 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანება, შპს „ო--– ლ---------- ს------“ გააჩნდა, ჯერ კიდევ 2017 წლის 02 მაისისათვის, ანუ მაშინ როდესაც „------- SA“-ს კუთვნილი 12 976 357 კგ. არაეთილირილებული RON-92 ბენზინი საქართველოში საერთოდ არ იყო შემოტანილი. 2.15. საქმეში წარმოდგენილი, 2017 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით დგინდება, რომ დაკმაყოფილდა შპს „ბ------ის ნ----------------ლი“-ს მოთხოვნა და ექსპედიტორ კომპანია შპს „ო--– ლ---------- ს------“-ს დაეკისრა 74355.6 აშშ დოლარის გადახდა. შპს „ო--– ლ---------- ს------ს“, გარდა ძველი დავალიანების-48255.6 აშშ დოლარისა, აღნიშნული ბრძანებით დაეკისრა 2017 წლის 18 ოქტომბრამდე შპს „ბ------ის ნ----------------ლში“ არსებული 3 000 000.00 კილოგრამი საწვავის - ბენზინი RON-92-ის შპს „ბ------ის ნ----------------ლი“-ს რეზერვუარებიდან ვაგონ-ცისტერნებში გადატვირთვის ღირებულებაც-26100 აშშ დოლარის ოდენობით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.16. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 730-ე, 731-ე, 732-ე, 709-ე, 715- ე, 716-ე, 740-ე მუხლებზე, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებზე და განმარტა: სადაო ნავთობპროდუქტის მესაკუთრე არის მოსარჩელე, აღნიშნული 1088327 (ერთი მილიონ რვაასოთხმოცდარვა ათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92, ამჟამად იმყოფება მოპასუხე შპს „ბ------ის ნ----------------ლის“ მფლობელობაში და იგი უარს აცხადებს ნავთობპროდუქტის მოსარჩელისათვის გადაცემაზე. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ მოპასუხის უმოქმედობით ხდება მისი საკუთრების ხელყოფა და იგი ვერ სარგებლობს მისი კუთვნილი ქონებით. 2.17. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისა და არსებობს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები. მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ნივთზე მოპასუხის ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ქმედების დავალდებულება, რათა თავად განკარგოს საკუთარი ნივთი. შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 2.18. მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ ექსპედიტორი კომპანიის დავალიანება უკავშირდება შპს „ლ-------– ჯ------ია“-ს მიერ შეძენილი ტვირთის მომსახურებას, აკისრია მოპასუხე მხარეს. მოპასუხეს, მის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც, როგორც შპს ბ------ის ნ----------------ლი“-ს 2017 წლის 6 და 12 სექტემბრის ელექტრონული წერილებითა და შპს „ო--– ლ---------- ს------ის“ 2017 წლის 04 ოქტომბრის წერილით ირკვევა, შპს „ბ------ის ნ----------------ლი“, შპს „ო--– ლ---------- ს------ისაგან“ ითხოვს 74355,6 აშშ დოლარის გადახდას. ამავე წერილებით ირკვევა, რომ მოცემული თანხიდან, 26100 აშშ დოლარი არის თანხა, რომელიც ექსპედიტორმა კომპანიამ უნდა გადაიხადოს სადაო ნავთობპროდუქტის ნ----------------ლის რეზერვუარებიდან ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთვისათვის, ხოლო 48255.6 აშშ დოლარი სხვა ტვირთის შენახვისათვის არსებული ძველი დავალიანებაა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ექსპედიტორი კომპანია ყოველთვის გამოხატავდა მზადყოფნას გადაეხადა სადაო ნავთობპროდუქტის ნ----------------ლის რეზერვუარებიდან ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთვის საფასური 26100 აშშ დოლარი, მაგრამ მოპასუხე უარს აცხადებდა ჩატვირთვაზე, ვიდრე არ მოხდებოდა სხვა ტვირთთან დაკავშირებული ექსპედიტორი კომპანიის ძველი დავალიანების დაფარვა. 2.19. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ მას, არანაირი შეხება ექსპედიტორი კომპანიის ძველ დავალიანებასთან არ გააჩნია და არანაირი ვალდებულება არ აქვს მისი გადახდისა. უფრო მეტიც, როგორც საქმეში წარმოდგენილი შპს „ო--– ლ---------- ს------“-ის დავალიანების შესახებ ცნობით დასტურდება, 48255.6 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანება, შპს „ო--– ლ---------- ს------ს“ გააჩნდა ჯერ კიდევ, 2017 წლის 02 მაისისათვის, ანუ მაშინ, როდესაც „------- SA“-ს კუთვნილის 12 976 357 კგ. არაეთილირილებული RON-92 ბენზინი საქართველოში საერთოდ არ იყო შემოტანილი და გემი, რომლითაც მოცემული ნავთობპროდუქტი იქნა ტ-----პორტირებული, ბ------ის პორტში არ იყო შემოსული. დადგენი-–--, რომ აღნიშნული გემი შემოვიდა 2017 წლის ივნისის ბოლოს. ამდენად, ნათელია, რომ 48255.6 აშშ დოლარის ოდენობით შპს „ო--– ლ---------- ს------“-ის დავალიანება, არ უკავშირდება „------- SA“-ს კუთვნილის 12976 357 კგ. არაეთილირილებული RON-92 ბენზინის საქართველოში შემოტანას, შპს „ბ------ის ნ----------------ლი“-ს რეზერვუარებში განთავსებას, შპს „ლ-------– ჯ------ია“-ს მიერ განბაჟებასა და ვაგონცისტერნებში ჩატვირთვას. 2.20. დადგენი-–--, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ექსპედიტორ კომპანიაზე დავალიანების სახით დაკისრებული 74355.6 აშშ დოლარიდან, 48255.6 აშშ დოლარი არ უკავშირდება შპს „ბ------ის ნ----------------ლ“-ში არსებულ, შპს „ლ-------– ჯ------იას“ კუთვნილ ნავთობპროდუქტს ბენზინი RON-92-ს. შესაბამისად, მოცემული თანხის გადაუხდელობა ვერ იქნება შემაფერხებელი გარემოება მოცემული ნავთობპროდუქტის მესაკუთრისათვის გადაცემაზე. 2.21. ასევე, ვერ იქნება მოცემული ნავთობპროდუქტის მესაკუთრეზე გადაცემის შემაფერხებელი გარემოება ექსპედიტორი კომპანიის მხრიდან 26100 აშშ დოლარის გადაუხდელობა, რადგან მოცემული თანხა უკავშირდება არა შენახვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, არამედ იგი არის შპს „ბ------ის ნ----------------ლი“-ის რეზერვუარებში არსებული ნავთობპროდუქტის 3 000 000.00 კილოგრამი საწვავის - ბენზინი RON-92-ის, შპს „ბ------ის ნ----------------ლი“-ს რეზერვუარებიდან ვაგონ-ცისტერნებში გადატვირთვის ღირებულება. შესაბამისად, მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპედიტორი კომპანიის მიერ 74355.6 აშშ დოლარის გადახდამდე მას უფლება აქვს არ გადასცეს მესაკუთრეს, ანუ შპს „ლ-------– ჯ------ია“-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტი საფუძველს მოკლებულია, რის გამოც შპს ”ლ-------– ჯ------იას” სასარჩელო მოთხოვნები სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ,,შპს „ბ------ის ნ----------------ლსა“ და შპს „ლ-------– ჯ------იას“ შორის არ არსებობდა, არც სახელშეკრულებო ურთიერთობა და არც რაიმე ვალდებულება." იმ შემთხვევაშიც კი, თუ შპს ,,ო--– ლ---------- ს------ს" არ ექნებოდა დავალიანება ,,შპს „ბ------ის ნ----------------ლის“ მიმართ, ამ უკანასკნელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, ტვირთის გატანის უფლების გადაცემა მესამე პირზე (შპს „ლ-------– ჯ------იაზე“) მაინც უკანონო იქნებოდა. მოცემულ ფაქტობრივ გარემოებას სასამართლომ გვერდი აუარა. 3.2. სასამართლომ მოპასუხეს დაავალა ფასიანი ს------ის გაწევა იმ პირის მიმართ, ვისთანაც გარიგება არ აკავშირდებდა. მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად ფორმალურად გამოიყენა შპს ,,ო--– ლ---------- ს------სა" და შპს ,,ბ------ის ნ----------------ლს" შორის გაფორმებული ხელშეკრულება, თუმცა არ გაითვალისწინა, რომ მითითებული გარიგებით ყველა ს------ის საფასური ანაზღაურებული უნდა ყოფილიყო წინასწარ. თუ დაევალებოდათ სხვა სუბიექტის მიმართ ს------ის გაწევა, ს------ის საფასური წინასწარ უნდა აენაზღაურებია შპს ,,ლ-------– ჯ------ია"-ს, რომლის მიმართაც დაევალათ მომსახურების შესრულება. 3.3. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად, რომ ,,შპს ,,ბ------ის ნ----------------ლი" წარმოადგენს მიბარებული საქონლის მართლზომიერ მფლობელს, ხოლო შპს ,,ო--– ლ---------- ს------ი", როგორც საქონლის მიმბარებელი არის ერთადერთი სუბიექტი, რომელსაც შეუძლია მიბარებულ ტვირთთან დაკავშირებით წაუყენოს პრეტენზიები შპს ,,ბ------ის ნ----------------ლს". შესაბამისად, მიბარების წესების თანახმად, დავალიანების დაფარვამდე, შპს ,,ბ------ის ნ----------------ლი უფლებამოსი-–-- არ გასცეს საქონელი ან/და არ გაუწიოს დავალიანების მქონე ხელშემკვრელ მხარეს მომსახურება ფულადი ვალდებულების შესრულებამდე, ხოლო საქონლის გაცემის შემთხვევაში, საქონელი უნდა გაიცეს ექსპედიტორიზე (მიმბარებელზე). შპს ,,ლ-------– ჯ------ია"-ს, რომელსაც სახელშეკრულებო ურთიერთობა გააჩნია შპს ,,ო--– ლოგისტიკ ს------თან", ამ სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევაზე პრეტენზიები შეუძლია წაუყენოს თავის ხელშემკვრელ მხარეს. 3.4. არასწორად იქნა დადგენილი, რომ 48255.6 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანება, შპს „ო--– ლ---------- ს------ს“ გააჩნდა, ჯერ კიდევ 2017 წლის 02 მაისისათვის, ანუ მაშინ, როდესაც „------- SA“-ს კუთვნილი 12 976 357 კგ. არაეთილირილებული RON-92 ბენზინი საქართველოში საერთოდ არ იყო შემოტანილი. 2016 წლის 05 ოქტომბრის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ, შპს ,,ო--– ლოგისტიკ ს------ის" მიერ, ნ----------------ლში შემოტანილი ყველა ტვირთი საბოლოოდ შეძენილ იქნა შპს ,,ლ-------– ჯ------ია"-ს მიერ, ანუ ის ტვირთები, რომელთა შენახვამაც გამოიწვია დავალიანების დაგროვება (48255.6 აშშ დოლარი) პირდაპირ და უშალოდ უკავშირდება შპს ,,ლ-------– ჯ------იას" მიერ მიღებულ/მისაღებ ტვირთებს. ასეც რომ არ იყოს, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია მაინც უსაფუძვლოა, ვინაიდან, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი არის ექსპედიტორი, რომელმაც მოახდინა ტვირთის შპს ,,ბ------ის ნ----------------ლზე“ მიბარება და ვალდებულია დაფაროს დავალიანება. დავალიანების დაფარვამდე არავინ არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს ტვირთის გატანა. სამართლებრივი საფუძვლები 3.5. ბ------ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო, არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 730.1-ე და 740-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობებს. ექსპედიციის ხელშეკრულების დანიშნულებაა, ტვირთის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაზიდვასთან დაკავშირებული პროცესის ორგანიზება და განხორციელება ექსპედიტორის მიერ. ექსპედიციის ხელშეკრულება არსებითად განსხვავდება გადაზიდვის, ასევე დავალების ხელშეკრულებისგან. გადაზიდვის ხელშეკრულების საგანია ტვირთის გადაზიდვა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, ხოლო ექსპედიციის ხელშეკრულების საგანია, ტვირთის გადაზიდვის უზრუნველყოფა, არა მხოლოდ მისი ფაქტობრივად გადაზიდვა, არამედ სხვა ქმედებები, რაც საჭიროა ტვირთის ერთი ადგილიდან მეორეზე გადასატანად. ამავდროულად, ექსპედიტორი შეიძლება თვითონ არ იყოს გადამიზდველი, მან შეიძლება გადამზიდველთან დადოს ხელშეკრულება თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯებით. 3.6. შპს „ბ------ის ნ----------------ლსა“ და შპს „ო--– ლ---------- ს------ს“ შორის დადებულია და მოქმედებს 2016 წლის 05 ოქტომბრის ხელშეკრულება. შინაარსიდან გამომდინარე იგი წარმოადგენს ნარდობის და მიბარების ხელშეკრულებას ერთდროულად, ანუ ხელშეკრულება განსაზღვრავს შპს ,,ო--– ლ---------- ს------ისთვის" ორი ტიპის ს------ის გაწევის პირობებს, კერძოდ: ერთი გულისხმობს სამუშაოს შესრულებას/მოქმედებას (ტვირთის ტანკერებიდან დაცლა ტერმინალის რეზერვუარებში, რეზერვუარებიდან ვაგონ-ცისტერნებში და ა.შ), ხოლო მეორე ს------ი გულისხმობს ექსპედიტორის მიერ მიბარებული ტვირთის შენახვას და დაცვას. ორივე ს------ი ექვემდებარება ანაზღაურებას. ანგარიშწორების პირობები, წესი და ტარიფები განსაზღვრულია 2016 წლის 05 ოქტომბრის ხელშეკრულების 11.1-11.11. პუნქტებით და ხელშეკრულების დანართით, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ უნდა დაფაროს წინასწარი ინვოისი (3) სამი დღით ადრე დატვირთვა/გადმოტვირთვის შეთანხმებულ ტარიფამდე. 3.7. ხელშეკრულების მე-13 მუხლის თანახმად, ,,არცერთ მხარეს არ შეუძლია გადასცეს ნებისმიერი მისი საკონტრაქტო უფლება წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, თანაც ასეთი თანხმობა არ შეიძლება იქნეს უარყოფილი არასაპატიო მიზეზით". ამდენად, ექსპედიტორს უფლება არ აქვს (არ ჰქონდა) ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებები გადაეცა მესამე მხარისთვის შპს „ბ------ის ნ----------------ლის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ერთადერთი სუბიექტი, რომელიც უფლებამოსი-–-- მოითხოვოს მიბარებული ბენზინის გადატვირთვა, არის შპს ,,ო--– ლ---------- ს------ი". 3.8. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 763-ე, 775-ემუხლები. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 764-ე (1) და 775-ე მუხლები წარმოადგენენ. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ მიბარების ხელშეკრულება ორმხრივ ხელშეკრულებათა რიცხვს განეკუთვნება, რომელიც რეალური გარიგებაა და დადებულად ითვლება მას შემდეგ, რაც მიმბარებელი შესანახად გადასცემს შემნახველს ნივთს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიულ დოქტრინაში მიბარება კონსესუალურ ხელშეკრულებადაც განიხილება. მიმბარებელი შეიძლება იყოს, არა მხოლოდ ნივთის მესაკუთრე, არამედ ნივთის მფლობელიც, რომელიც ,,იურიდიული საფუძვლით ახორციელებს ქონებაზე ფაქტობრივ ბატონობას. მითითებული ნორმების გამოყენების შემთხვევაში, სასამართლო გააკეთებდა დასკვნას, რომ შპს ,,ო--– ლ---------- ს------ი", შპს „ბ------ის ნ----------------ლისათვის ნივთის მიბარებისას წარმოადგენდა ნივთის მარლთზომიერ მფლობელს, მესაკუთრესთან (ლიტასკო სა) გაფორმებული ექსპედიციის ხელშეკრულების საფუძველზე. ანუ, შესაბამისი იურიდიული საფუძვლით ხორციელდებოდა მის მიერ ნივთზე ფაქტობრივ ბატონობა. ერთადერთი სუბიექტი, რომელიც არის უფლებამოსილი მიბარებული ნივთი წაიღოს, არის მიმბარებელი. 3.9. სასამართლომ ასევე არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 776-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, შემნახველს ნივთის დაკავების უფლება გააჩნია მაშინაც, როცა მიმბარებელმა შესანახი ნივთი მის დაბრუნებამდე გაასხვისა. აღნიშნული ნორმის თანახმად, შპს „ბ------ის ნ----------------ლს“ გააჩნია ლეგალური უფლება, დარჩეს ნივთის მართლზომიერი მფლობელი, ვიდრე მის მიმართ დავალიანება არ დაიფარება სრულად. დავალიანების არსებობა კი სადავო არაა. 3.10. უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში განმარტა: ორმხრივი ვალდებულების ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, პირს (კრედიტორს), რომელიც მართლზომიერად ფლობს სხვის ქონებას (მოცემულ შემთხვევაში, მიბარებული ნივთის შემნახველს), უფლება აქვს დააკავოს მისი გადაცემა მოვალის (მოცემულ შემთხვევაში, მიმბარებლის) მიერ ამ ქონებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულებამდე. ნივთის დაკავების უფლება ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა და გამოიხატება კრედიტორის მიერ, მოვალის ქონების დაკავებაში იმ მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად, რომლის შესრულების ვადა უკვე დადგა. დაკავებული ნივთის მიმართ გამოიყენება გირავნობის შესაბამისი ნორმები (უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე #ას-1147-1394-05). ამ მსჯელობის შესაბამისად, კუთვნილი საზღაურის მიღებამდე და შენახვისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებამდე, შპს „ბ------ის ნ----------------ლი“ სრულად უფლებამოსი-–--, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული დაცვის/უზრუნველყოფის საშუალება და უარი თქვას მიბარებული ნივთის დაბრუნებაზე. 3.11. პირველი ინსტანციის სასამართლომ, მართალია გამოიყენა, მაგრამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. თავად მოსარჩელე მხარეც აღიარებდა, რომ ქონება, მისი იმპორტის და ტერმინალის რეზერვუარებში გადატვირთვის მომენტრში, ეკუთვნოდა „------- SA“-ს. შესაბამისად, ტვირთი იმ მომენტისთვის, როცა განთავსდა ტერმინალში არ იყო მოსარჩელე მხარის საკუთრება. 3.12. სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა. მოცემულ შემთხვევაში, შპს „ბ------ის ნ----------------ლს“ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა დავალიანების დაფარვამდე 2016 წლის 05 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე. ამასთანავე, შპს „ბ------ის ნ----------------ლის“ მიერ, შპს „ლ-------– ჯ------იას“ სასარგებლოდ, სასყიდლიანი მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა (განსაკუთრებით, იმ პირობებში, როდესაც, როგორც აღინიშნა, მათ შორის არ არსებობს ვალდებულების წარმოშობის სახელშეკრულებო ან კანონისმიერი საფუძველი) ბ------ის საქალაქო სასამართლოს დავალების საფუძველზე, გამოიწვევს შპს „ლ-------– ჯ------იას“ უსაფუძვლო გამდიდრებას. 3.13. სასამართლომ, 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით არასწორად დანიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა. მართალია, სასამართლო არ არის ვალდებული ყოველი დავის შემთხვევაში მთავარი სხდომის დანიშვნამდე დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იმოქმედოს ,,საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესებით" და არ უნდა დაარღვიოს სამოქალაქო საქმის წარმოების უმთავრესი პრინციპები (შეჯიბრებითობა და დისპოზიციურობა). მოცემული დავის განხილვისას, 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნა განხორციელდა იმ პირობებში, როცა საქმე სათანადოდ არ იყო მომზადებული არსებითად განსახილველად, კერძოდ: არ იყო განსაზღვრული შპს ,,ო--– ლ---------- ს------ის" სტატუსი, მხარეებს არ ჰქონდათ წარდგენილი ყველა მტკიცებულება საქმეზე (აღნიშნულის დასტურია ის, რომ მტკიცებულებები მხარეთა მიერ წარდგენილი იქნა შემდგომში, მთავარი სხდომის ფარგლებში), ამასთან ნაჩქარევად, მთავარი სხდომის დანიშვნით, შპს ,,ბ------ის ნ----------------ლს" შეეზღუდა შეგებებული სარჩელის წარდგენის შესაძლებლობა, რომლის წარდგენის გაცხადებული ინტერესის თაობაზე მითითებული იყო შესაგებელში. 3.14. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის თანახმადაც, სასამართლო, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით, საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით. სასამართლომ, 2017 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებით არასწორად თქვა უარი არასათანადო მოსარჩელის (შპს ,,ლ-------– ჯ------ია") სათანადო მოსარჩელით (შპს ,,ო--– ლოგისტიკ ს------ი") ჩანაცვლებაზე/შეცვლაზე, რაც ერთმნიშვნელოვნად უკანონოა. 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. 2016 წლის 05 ოქტომბერს, შპს „ბ------ის ნ----------------ლსა“ და შპს „ო--– ლ---------- ს------ს“ შორის დადებული იქნა ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა, დამატებითი შეთანხმების საფუძველზე, საბოლოოდ განისაზღვრა 2017 წლის 31 ივლისამდე (ტ.1.ს.ფ.58-82, 88-91). ხელშეკრულების თანახმად, შპს „ბ------ის ნ----------------ლმა იკისრა ვალდებულება შპს ,,ო--– ლ---------- ს------ისთვის" გაეწია ტვირთის გადატვირთვის მომსახურება ბ------ის ნავსადგურში მის ხელთ არსებული სიმძლავრეებისა და მისადგომების მეშვეობით, ხელშეკრულების მოქმედების ვადის მანძილზე. მათ შორის: ტვირთის ტანკერებიდან დაცლა; ტვირთის საცავებში დაგროვება და შენახვა; ტვირთის ჩატვირთვა ტერმინალის რეზერუარებიდან ტანკერებში და ვაგონ-ცისტერნებში ან ავტოცისტერნებში; აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება ტერმინალებზე არსებული საქონლის მოცულობის და მისი ცვლილებების შესახებ კომპანიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ანგარიშწორების პირობები, წესი და ტარიფები განისაზღვრა ხელშეკრულების 11.1-11.11. პუნქტებით და ხელშეკრულების დანართით, რომლის მიხედვითაც, კომპანიას უნდა დაეფარა წინასწარი ინვოისი სამი დღით ადრე, დატვირთვა/გადმოტვირთვის შეთანხმებულ ტარიფამდე. 4.2. 2016 წლის 13 ოქტომბერს, შპს ”ლ-------–-ჯ------იას” და შპს „ო--– ლ---------- ს------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა დამატებითი შეთანხმების საფუძველზე, საბოლოოდ განისაზღვრა 2017 წლის 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ო--– ლ---------- ს------იმ“ იკისრა ვალდებულება, შპს ”ლ-------–-ჯ------იასთვის" გაეწია ტვირთის გადატვირთვის მომსახურება ბ------ის ნავსადგურში მის ხელთ არსებული სიმძლავრეებისა და მისადგომების მეშვეობით ხელშეკრულების მოქმედების ვადის მანძილზე. მათ შორის: ტვირთის ტანკერებიდან დაცლა; ტვირთის საცავებში დაგროვება და შენახვა; ტვირთის ჩატვირთვა ტერმინალის რეზერუარებიდან ტანკერებში და ვაგონ-ცისტერნებში ან ავტოცისტერნებში; აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება ტერმინალებზე არსებული საქონლის მოცულობის და მისი ცვლილებების შესახებ კომპანიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე (ტ.1.ს.ფ.98-123). 4.3. 2017 წლის 26 ივნისს, კომპანია „------- SA“ -სა და შპს „ო--– ლ----------ი ს------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ო--– ლ---------- ს------მა“ აიღო ვალდებულება, 2017 წლის 01 ივლისიდან-2017 წლის 31 ივლისამდე, კონტრაქტის მოქმედების პერიოდში, კომპანია „------- SA“-თვის გაეწია მომსახურება ბ------ის ნ----------------ლში ტვირთის გადატვირთვაზე, კერძოდ: ტვირთის ტანკერებიდან დაცლა; ტვირთის საცავებში დაგროვება და შენახვა; ტვირთის ჩატვირთვა ტერმინალის რეზერუარებიდან ტანკერებში და ვაგონ-ცისტერნებში ან ავტოცისტერნებში; აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება ტერმინალებზე არსებული საქონლის მოცულობის და მისი ცვლილებების შესახებ კომპანიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე (იხ. მხარეთა განმარტებები). 4.4. 2017 წლის 09 ივლისს, შპს „ო--– ლ---------- ს------ის“ მოთხოვნით, შპს „ბ------ის ნ----------------ლში“ გემიდან გადმოტვირთული იქნა და ტერმინალის რეზერვუარებში ჩაიტვირთა შვეიცარული კომპანიის „------- SA“-ს მიერ გამოგზავნილი, 12 976 357 კგ. არაეთილირილებული ბენზინი RON-92 (ტ.1.ს.ფ.150-151). 4.5. შპს „ბ------ის ნ----------------ლში“ ჩატვირთული, კომპანია „------- SA“-ს მიერ გამოგზავნილი, 12 976 357 კგ. არაეთილირილებული ბენზინის RON-92-ის ნაწილ-ნაწილ შეძენას ახდენდა შპს ”ლ-------–-ჯ------ია“, ხოლო შეძენილი პროდუქტის შპს „ბ------ის ნ----------------ლის“ რეზერვუარებიდან ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთვას ახდენდა შპს „ბ------ის ნ----------------ლი“ შპს „ო--– ლ---------- ს------ი“-სთან გაფორმებული 2016 წლის 05 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე (მხარეთა განმარტებები). 4.6. დადგენი-–--, რომ 2017 წლის 07 აგვისტოს, შპს ”ლ-------–-ჯ------იამ“ შეიძინა, კომპანია „------- SA“-ს კუთვნილი და შპს „ბ------ის ნ----------------ლის“ რეზერვუარებში ჩატვირთული ნავთობპროდუქტის დარჩენილი ნაწილი- 3 000 000 მეტრული ტონა (კგ) არაეთილირილებული ბენზინი RON-92, რაზედაც კომპანია „------- SA“-მ გასცა ორდერი (ტ.1.ს.ფ. 165-169). 4.7. მხარეთა მიერ სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 3 000 000 კგ ნავთობპროდუქტის ნაწილი-1 911 673.00 კგ საწვავის გატანა შპს ”ლ-------–-ჯ------იამ“ განხორციელდა 2017 წლის 18 ოქტომბრიდან- 2017 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო დარჩენილი ნაწილის 1 088 327 კგ საწვავის - ბენზინი RON-92-ის ნ----------------ლის რეზერვუარებიდან გატანისა და გადაზიდვის მიზნით მომსახურეობის გაწევაზე მოპასუხემ უარი განაცხადა. 4.8. შპს „ბ------ის ნ----------------ლის“ მიერ გაცემული ცნობისა და მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ შპს „ო--– ლ---------- ს------ის“, შპს „ბ------ის ნ----------------ლის“ მიმართ გააჩნია დავალიანება, რაც 2017 წლის 09 ოქტომბრის მდგომარეობით, შეადგენს 74355,60 აშშ დოლარს. მითითებული დავალიანებიდან, 26 100 აშშ დოლარი წარმოადგენს შპს ”ლ-------–-ჯ------იას“ მიერ შეძენილი 3 000 000 კგ ნავთობპროდუქტის გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურების (ტერმინალის რეზერვუარებში ჩატვირთა და რეზერვუარებიდან შპს ”ლ-------–-ჯ------იას“ ვაგონ ცისტერნებში ჩატვირთვა) ღირებულებას, ხოლო 48255 აშშ დოლარი შპს „ო--– ლ---------- ს------ის“ დაკვეთით ტვირთების შენახვის (მიბარების) საფასურს, რაც საქმის განხილვის დროისათვის, შპს „ბ------ის ნ----------------ლისათვის“ გადახდილი არ არის (ტ.1.ს.ფ.274-277, მხარეთა განმარტებები). 4.9. მხარეებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ კომპანია „------- SA“-ს მიერ გამოგზავნილი, 12 976 357 კგ. არაეთილირილებული ბენზინი RON-92-ის შპს „ბ------ის ნ----------------ლის“ რეზერვუარებში შენახვა უსასყიდლო იყო და შპს „ბ------ის ნ----------------ლსა“ და შპს „ო--– ლ---------- ს------ს“ შორის, 2016 წლის 05 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული იყო, მხოლოდ ამ ტვირთის გადმოტვირთვა-ჩატვირთვის მომსახურეობის საფასურის გადახდა (იხ. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა განმარტებები). სამართლებრივი დასაბუთება 4.10. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო მოთხოვნის მართებულობის შემოწმებისა და დავის გადაწყვეტისათვის უმნიშვნელოვანესია გაირკვეს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მხარეებს შორის აღნიშნულის მიზნით უნდა დადგინდეს, რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ, მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. 4.11. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს მოთხოვნა გამომდინარეობს სანივთო უფლებიდან, კერძოდ, შპს ”ლ-------–-ჯ------ია“ ითხოვს, მოპასუხის მფლობელობიდან მისი საკუთრების - 1 088 327 კგ საწვავის - არაეთილირებული ბენზინი RON-92-ის გამოთხოვას და ტვირთის გადაცემასთან დაკავშირებით უფასო მომსახურეობის განხორციელებას. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს პალატის აზრით წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170.1-ე, 172.1-ე მუხლები. 4.12. მოპასუხემ, მოსარჩელის მოთხოვნის უარსაყოფად მიუთითა მოთხოვნის შემაფერხებელ გარემოებებზე, კერძოდ მისი მითითებით, სადავო ნივთზე (1 088 327 კგ საწვავი) მფლობელობა მოიპოვა შპს „ო--– ლ---------- ს------თან (შემკვეთი) 2016 წლის 05 ოქტომბერს დადებული ნარდობის (მომსახურების) ხელშეკრულების საფუძველზე და ვიდრე არ იქნება გადახდილი შემკვეთის მოთხოვნით განხორციელებული ნავთობპროდუქტების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის მომსახურეობის საფასური, უფლება აქვს დააკავოს და უარი განაცხადოს მის გადაცემაზე. ამდენად, მოპასუხის მითითების სამართლებრივი საფუძველს, პალატის აზრით წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 629.1-ე, 634-ე, 648-ე, 163.3-ე მუხლები. 4.13. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კომპანია „------- SA“-ს მიერ, 2017 წლის 07 აგვისტოს გაცემული ორდერი, რეალურად წარმოადგენს ნასყიდობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლითაც შპს ”ლ-------–-ჯ------იამ“ შეიძინა, კომპანია „------- SA“-ს კუთვნილი და შპს „ბ------ის ნ----------------ლის“ რეზერვუარებში ჩატვირთული ნავთობპროდუქტის დარჩენილი ნაწილი- 3 000 000 მეტრული ტონა (კგ) არაეთილირილებული ბენზინი RON-92. ამდენად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ შპს ”ლ-------–-ჯ------ია“ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (სკ-ის 477-ე მუხლი) წარმოადგენს ამ ტვირთის მესაკუთრეს და სკ-ის 168-ე, 170.1-ე, 172.1-ე მუხლების შესაბამისად, უფლება აქვს მოითხოვოს მისი გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მფლობელს გააჩნია ამ ნივთის ფლობის უფლება. 4.14. იმისთვის, რომ გაირკვეს, შპს „ბ------ის ნ----------------ლს“ გააჩნია, თუ არა შპს ”ლ-------–-ჯ------იას“ კუთვნილი ნივთის (ნავთობპროდუქტის) ფლობის ან/და დაკავების უფლება, უნდა შეფასდეს რა სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში დაეუფლა მოპასუხე სადავო პროდუქტს. 4.15. შპს „ბ------ის ნ----------------ლის“ მიერ შედგენილი N1707 აქტის (ტ.1.ს.ფ.151), 2016 წლის 05 ოქტომბერს, შპს „ბ------ის ნ----------------ლსა“ და შპს „ო--– ლ---------- ს------ს“ შორის დადებული ხელშეკრულებისა და მხარეთა განმარტებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ო--– ლ---------- ს------ი“ ნარდობის (მომსახურეობის) სახელშეკრულებო ურთიერთობაში (სკ-ის 629.1) იმყოფებოდა, როგორც შპს „ბ------ის ნ----------------ლთან“, ისე კომპანია „------- SA“-თან და შპს ”ლ-------–-ჯ------იას“-თან. ამასთან, კომპანია „------- SA“-სთან და შპს ”ლ-------–-ჯ------იასთან“ მიმართებაში წარმოადგენდა შემსრულებელს, ხოლო შპს „ბ------ის ნ----------------ლთან“ მიმართებაში შემკვეთს. შესაბამისად, 2017 წლის 09 ივლისს, ნ----------------ლის რეზერვუარებში კომპანია „------- SA“-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტის ჩატვირთვის სამუშაოები შპს „ბ------ის ნ----------------ლმა განახორციელა, შპს „ო--– ლ---------- ს------ის“ დაკვეთით, რაც აისახა კიდეც, შპს „ბ------ის ნ----------------ლის“ მიერ, 09.07.2017წ. შედგენილ N1707 აქტში. ამდენად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ სადავო ნავთობპროდუქტზე, შპს „ბ------ის ნ----------------ლმა“ მფლობელობა მოიპოვა შპს „ო--– ლ---------- ს------ი“-თან ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, რომლის შესაბამისი ანაზღაურება მიღებული არ აქვს. 4.16. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული დავის პირობებში არსებობს სანივთო და სახელშეკრულებო (ნარდობის) ურთიერთობიდან წარმოშობილი უფლებები. ამასთან, სადავო ნივთის მფლობელთან-შპს „ბ------ის ნ----------------ლთან“ ხელშეკრულების მხარეს ნივთის მესაკუთრე-შპს ”ლ-------–-ჯ------ია“ არ წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში, უპირატესობა უნდა მიენიჭოს სანივთო უფლებას (სკ-ის 168-ე მუხლი), რომელიც აბსოლუტური უფლებაა. შესაბამისად, მესაკუთრის მოთხოვნა შპს „ბ------ის ნ----------------ლის“ მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს და გადაეცეს კუთვნილი 3000000 კგ. ნავთობპროდუქტის დარჩენილი ნაწილი-1 088 327 კგ არაეთილირილებული ბენზინი RON-92 საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 4.17. რაც შეეხება მოსარჩელეს მოთხოვნას კუთვნილი ნივთის (ნავთობპროდუქტი) გადაცემა და რკინიგზის ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთვა (მომსახურება) მოპასუხემ განახორციელოს უსასყიდლოდ, საკუთარი პერსონალის, ტერმინალის მატერიალური ბაზის გამოყენებით, გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან, ასეთი მომსახურეობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. ამ მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მესაკუთრისათვის (შპს ”ლ-------–-ჯ------ია“) ნივთის გადაცემა უნდა განხორციელდეს, შპს „ბ------ის ნ----------------ლისთვის“, ამ ნივთის გადაცემასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურეობის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების სანაცვლოდ (სკ-ის 326-ე, 629.1, 630-ე მუხლები). შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს დაევალა უსასყიდლოდ განეხორციელებია მოსარჩელისათვის კუთვნილი ნავთობპროდუქტის გადაცემა-დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმების საფუძველია. 4.18. ვინაიდან, სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შპს ”ლ-------–-ჯ------იას“ კუთვნილი და ბ------ის ნ----------------ლის რეზერვუარებში ჩატვირთული ნავთობპროდუქტის - 3 000 000 კგ არაეთილირილებული ბენზინი RON-92-ს გადმოტვირთვა-ჩატვირთვის ღირებულება შეადგენს 26100 აშშ დოლარს, რაც ამ სამუშაოს შემსრულებელს-შპს „ბ------ის ნ----------------ლს“ მიღებული არ აქვს, სასარჩელო მოთხოვნა კუთვნილი ნივთის (ნავთობპროდუქტი) დარჩენილი ნაწილის გადაცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; შპს ”ბ------ის ნ----------------ლის” მფლობელობიდან შპს „ლ-------–-ჯ------ია"-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტის, კერძოდ, 1 088 327 (ერთი მილიონ ოთხმოცდარვაათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92-ის გამოთხოვა და შპს „ლ-------–-ჯ------ია"-სთვის გადაცემა უნდა განხორცილედეს 26100 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ. ამ მოქმედების განხორციელების მიზნით, მოპასუხე შპს „ბ------ის ნ----------------ლის“ უნდა დაევალოს, 26100 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ, მის მფლობელობაში არსებული რეზერვუარებიდან, საკუთარი პერსონალის, ტერმინალის მატერიალური ბაზის გამოყენებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილ რკინიგზის ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთოს მოსარჩელეს საკუთრებაში არსებული 1088327 (ერთი მილიონ ოთხმოცდარვაათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92. 4.19. პალატა არ იზიარებს აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ მესამე პირთან, შპს „ო--– ლ---------- ს------ი“-სთან დადებული 05.10.2016წ. ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული მომსახურეობის მთლიანი დავალიანების- ანაზღაურებამდე უფლება აქვს ნივთის დაკავებისა. მართალია, სკ-ის 634-ე მუხლის შესაბამისად, შპს „ბ------ის ნ----------------ლს“ უფლება აქვს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნივთთან დაკავშირებით გაწეული მომსახურეობის საფასურის მიღებამდე დააკავოს ნივთი, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, ნივთის დაკავების უფლება შემსრულებელს გააჩნია შპს „ო--– ლ---------- ს------ი“-სთან მიმართებაში, როგორც ხელშეკრულების მხარესთან-შემკვეთთან და არა მესაკუთრესთან. გარდა ამისა, მხარეთა მიერ სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მთლიანი დავალიანებიდან-74355.6 აშშ დოლარიდან, მხოლოდ 26100 აშშ დოლარია, შპს ”ლ-------–-ჯ------იას“ კუთვნილი და ბ------ის ნ----------------ლის რეზერვუარებში ჩატვირთული 3 000000 კგ ნავთობპროდუქტის მომსახურეობის თანხა. ამდენად, შპს „ო--– ლ---------- ს------ის“ დავალიანება, რაც დაკავშირებული არ არის შპს ”ლ-------–-ჯ------იას“ კუთვნილი ქონების მომსახურეობასთან, ვერ გახდება ამ ნივთის დაკავების საფუძველი. 4.20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.3 მუხლის თანახმად, წინმსწრები, 2017 წლის 25 სექტემბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205.1 და 207.1 მუხლების დანაწესის მიხედვით, თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მოსამართლე უფლებამოსი-–-- მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში ნიშნავს სასამართლოს მთავარ სხდომას საქმის არსებითი განხილვისათვის, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობებათ მხარეებს. საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დღეს მოსამართლე ნიშნავს იმ ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოემზადონ ზეპირი შეჯიბრებისათვის. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად მოპასუხეს ჩაბარდა 2017 წლის 13 სექტემბერს (ტ.1.ს.ფ.199), ხოლო შესაგებელი სასამართლოში წარდგენილი იქნა 2017 წლის 22 სექტემბერს (ტ.1.ს.ფ.203). სასამართლოს მთავარი სხდომა დანიშნული იქნა 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, რომლითაც სხდომის თარიღი განისაზღვრა 2017 წლის 13 ოქტომბერი 14:00 საათი (ტ.1.ს.ფ.226). 13.10.2017წ. სხდომის დღის თაობაზეც მოპასუხეს ეცნობა 2017 წლის 05 ოქტომბერს, 8 დღთ ადრე (ს.ფ.229). იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის შესაგებელში დაფიქსირებული იქნა შუამდგომლობა, მხოლოდ არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლასთან დაკავშირებით და სხვა რაიმე შუამდგომლობა, ასევე დავის მორიგებით დასრულების თაობაზე მოსაზრება დაფიქსირებული არ ყოფილა, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სსკ-ის 205.1 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, რისთვისაც მიზანშეწონილად ჩათვლიდა მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას. შესაბამისად, მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან მესამე დღეს (25.09.2017წ.) გამოტანილი განჩინება სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნის თაობაზე სრულად გამომდინარეობს სკ-ის 207.1 მუხლის მოთხოვნებიდან და სხდომაზე მოწვევის თაობაზე სასამართლო უწყების ჩაბარებიდან სასამართლო სხდომამდე არსებული დრო- 8 დღე პალატის აზრით წარმოადგენს საკმარისს მხარეთათვის ზეპირი შეჯიბრებისათვის მოსამზადებლად. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინება, რომლითაც დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა კანონის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული და არ არსებობს ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. 4.21. წინმსწრები, 2017 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1.-ე, 3.2.-ე და 84.1 მუხლების თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფი-–-- უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. სასამართლო, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით, საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ თავად წარმოადგენდა სადავო ნავთობროდუქტის მესაკუთრეს და როგორც მესაკუთრე ითხოვდა ხელშეშლის აღკვეთას. ის საკითხი, მოსარჩელეს მოთხოვნას გააჩნდა თუ არა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, საქმის არსებითად განხილვის შედეგად გადასაწყვეტია და არ წარმოადგენს სსკ-ის 84-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების გამოყენების წინაპირობას. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც მოპასუხეს უარი ეთქვა არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, სრულად გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობიდან და არ არსებობს ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. 4.22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. 4.23. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასმართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს რის გამოც შპს ”ლ-------–-ჯ------იას“ სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,ლ-------– ჯ------იას“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 26100 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შპს ”ბ------ის ნ----------------ლის” მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას, შპს შპს „ლ-------–-ჯ------ია"-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტი, კერძოდ, 1 088 327 (ერთი მილიონ ოთხმოცდარვაათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92 და გადაეცეს შპს „ლ-------–-ჯ------იას"; აღნიშნულის მიზნით, მოპასუხე შპს „ბ------ის ნ----------------ლის“ უნდა დაევალოს, მის მფლობელობაში არსებული რეზერვუარებიდან, მოსარჩელის მიერ წარდგენილ რკინიგზის ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთოს, მოსარჩელეს საკუთრებაში არსებული 1088327 (ერთი მილიონ ოთხმოცდარვაათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92; შპს ,,ბ------ის ნ----------------ლის“ სააპელაციო მოთხოვნა ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრისა და 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. 6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის ფასი, სსკ-ის 41.1.“კ“ ქვეპუნქტის თანახმად შეადგენს 4000 ლარს, რომლის შესაბამისად, მოსარჩელეს მიერ, პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდი-–-- სახ. ბაჟი 120 ლარი, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის მიერ გადახდი-–-- -160 ლარი. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ, საადვოკატო მომსახურეობისათვის გაწეულია 10000 ლარის ოდენობით ხარჯი (ტ.1.ს.ფ. 11). ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე, მხარეებს ერთმანეთის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი, კერძოდ: შპს ”ბ------ის ნ----------------ლს”, შპს „ლ-------–-ჯ------იას" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი-60 ლარი; შპს „ლ-------–-ჯ------ია"-ს, შპს ”ბ------ის ნ----------------ლის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარის-80 ლარის ანაზღაურება; გარდა ამისა, შპს „ლ-------–-ჯ------ია"-ს, შპს ”ბ------ის ნ----------------ლის” უნდა სასარგებლოდ დაეკისროს, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის -60 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ბ------ის ნ----------------ლის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,ლ-------– ჯ------იას“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. 26100 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შპს ”ბ------ის ნ----------------ლის” მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას, შპს შპს „ლ-------–-ჯ------ია"-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტი, კერძოდ, 1 088 327 (ერთი მილიონ ოთხმოცდარვაათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92 და გადაეცეს შპს „ლ-------–-ჯ------ია"-ს;
5. მოსარჩელე, შპს „ლ-------–-ჯ------ია"-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტის, კერძოდ, 1 088 327 (ერთი მილიონ ოთხმოცდარვაათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინის, RON-92-ის მოპასუხე შპს „ბ------ის ნ----------------ლი“-ს მფლობელობიდან გამოთხოვისა და შპს „ლ-------–- ჯ------ია"-სათვის გადაცემის მიზნით, მოპასუხე შპს „ბ------ის ნ----------------ლის“ დაევალოს, მის მფლობელობაში არსებული რეზერვუარებიდან, მოსარჩელის მიერ წარდგენილ რკინიგზის ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთოს მოსარჩელეს საკუთრებაში არსებული 1088327 (ერთი მილიონ ოთხმოცდარვაათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92;
6. შპს ,,ბ------ის ნ----------------ლის“ სააპელაციო მოთხოვნა ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრისა და 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
7. შპს ”ბ------ის ნ----------------ლს”, შპს „ლ-------–-ჯ------იას" სასარგებლოდ დაეკისროს, საპროცესო ხარჯის ნაწილის-120 ლარის გადახდა;
8. შპს „ლ-------–-ჯ------ია"-ს, შპს ”ბ------ის ნ----------------ლის” სასარგებლოდ დაეკისროს, საპროცესო ხარჯის ნაწილის-80 ლარის ანაზღაურება;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობი-–-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე