განაჩენი

სისხლის სამართლის 13.07.2018
საქმის ნომერი
330100118002250444
ინსტანცია
თარიღი
13.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002250444

საქმე 1b/737-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მურმან ისაევი

 

მსჯავრდებულ გ------- გ----–---–ის და ქ------–-------------------------–--------------–---------------------–--------–---------–----------------–-ბის პროკურორის ა------–-------ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ------- გ----–---–ის მიმართ, პირადი №0----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, დ--------------------------------------------, დანაშაულისათვის რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 111,151–ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- გ----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, აგრეთვე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

15 წელია, რაც ს------- ა-–----- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ------- გ----–---–თან. ისინი ცხოვრობდნენ ერთად ქ-------–--–----------------------------------------- ბ--------ში, თუმცა ვინაიდან ბოლო ოთხი თვის განმავლობაში იგი ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა მეუღლის მიმართ, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და ემუქრებოდა, რის შედეგადაც ს------- ა-–----- თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას, გ------- გ----–---–ის დედამ ნ------------ გ------- გ----–---–ი გაუშვა სახლიდან.

 

2017 წლის 05 დეკემბერს, ს------- ა-–----- მანქანით შეხვდა გ------- გ----–---–ს. გზაში მეუღლეებს შორის კვლავ მოხდა შელაპარაკება და გ------- გ----–---–მა დაუწყო ჩხუბი. დაახლოებით 15:40 საათზე, ისინი მივიდნენ ს------- ა-–------ ს---------–ო სალონთან, რომელიც მდებარეობს ქ-------–--–-------–-------------------–-, რის შემდეგაც გ------- გ----–---–ი გახდა ძალიან აგრესიული და მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ძალის გამოყენებით ცდილობდა ს------- ა-–------ სალონში შეყვანას, რა დროსაც აგინებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ს------- ა-–----- სიტყვიერი შეურაცხყოფის შედეგად თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას. ამის შემდეგ გ------- გ----–---–მა შეათრია იგი სალონის დერეფანში და ორჯერ ძლიერად გაარტყა ხელი სახეში; კერძოდ, ცხვირისა და მარჯვენა თვალის არეში და დააგდო ძირს, რა დროსაც ს------- ა-–-----მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ისინი გააშველა იქვე მყოფმა პირებმა, რომლებმაც ასევე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია.

 

2017 წლის 05 დეკემბერს, შუადღის საათებში, ქ-------–--–-------–------------------–- მდებარე ს------- ა-–------ ს---------–ო სალონში, გ------- გ----–---–ი, ოჯახური კონფლიქტის დროს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს - მეუღლეს - ს------- ა-–-----ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის განაჩენით:

 

გ------- გ----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261- ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111, 151- ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 1261- ე მუხლის პირველი ნაწილით, – თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 111, 151- ე მუხლის პირველი ნაწილით, – თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ 111, 151- ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ 1261- ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ გ------- გ----–---–ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ 59–ე მუხლის მე–3 ნაწილისა და სსკ 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 09 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 02(ორი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------- გ----–---–ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით.

 

გ------- გ----–---–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 05 დეკემბრიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------- გ----–---–მა, რომელმაც მითხოვა სასჯელის შემსუბუქება, სააპელაციო საჩივრის მიხედვით დანიშნული სასჯელი არის მკაცრი, მსჯავრდებული უთითებს მისი ჯამრთელობის მდგომარეობის, ვინაიდან იგი წარმოადგენს ოჯახის მარჩენალს და ყავს ორი მცირეწლოვანი შვილი უნდა შეუმსუბუქდეს განაჩენით განსაზღვრული სასჯელი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა ქ------–-------------------------–--------------–---------------------–--------–---------–----------------–-ბის პროკურორმა ა------–--------, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ გ------- გ----–---–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის დამძიმება. სააპელაციო საჩივრის მიხედვით დანაშაული ხასიათის და პოტენციური საფრთხის, სასჯელის მიზნების გათვალისიწნებით მსჯავრდებულ გ------- გ----–---–ს უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, ვინაიდან იგი არაერთხელ ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის, მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერები, დარღვეული აქვს პირობითი მსჯავრის რეჟიმიც, მიუხედავად არერთი სამართლებრივი შეღავათისა მსჯავრდებული არ განიმსჭვალა მართწერიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო მსჯავრდებულის და პროკურორის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი გ------- გ----–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

მსჯავრდებულ გ------- გ----–---–ის მიერ საქართველოს სსკ–ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა რიცხვს, სსკ-ის 111, 151- ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ------- გ----–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტები ხდიან სადავოდ.

 

საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების, სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ ს------- ა-–------ ჩვენებით, პა-------–------------------------–------–---–-ს ჩვენებით აგრეთვე, იმ მტკიცებულებების, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და პრეიუდიციად იქნა მიჩნეული, (მოწმეების ნი-----------------------------------–------------------------------------------------–---–-----–------------–--------------------–-–---–---------------------------------------–---–--------–--------------–---–----------–-----------------------–-–---–-- ჩვენებები, გ------- გ----–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, შემაკავებელი ორდერის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ყველა სხვა წერილობითი მტკიცებულება არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა) შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ------- გ----–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111, 151- ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.

 

ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლს იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ჰქონდა თუ არა დამნაშავის მხრიდან ადგილი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას და გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, იმას ვისაც ემუქრებიან.

 

სსკ-ის 11.1 მუხლით დადგენილია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით: ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

რაც შეეხება სასჯელს, მსჯავრდებულ გ------- გ----–---–ის პიროვნების, მისი წარსული ცხოვრების, (ის არაერთხელაა განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის), მის მიერ ჩადენილ დანაშაულის ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრული სასჯელი უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით; პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, ოჯახში ძალადობის დანაშაულის თავიდან აცილებას. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულ გ------- გ----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას. აქედან გამომდინარე ასევე არ არსებობს განაჩენით განსაზღვრული სასჯელის შემცირების ან გამკაცრების კანონიერი საფუძველი;

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

რაც შეეხება, სააპელაციო საჩივრების მოტივაციას მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელში ცვლილებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა სასჯელთან მიმართებაში, ითვალისწინებს შემამსუბუქებელ გარემოებას: მსჯავრდებულის მიერ მტკიცებულებების უდაოდ ცნობას, ამით მან აღიარა მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რითაც ხელი შეუწყო სახელმწიფო რესურსის გონივრულ ხარჯვას, ამასთანავე გასათვალისწინებელია მისი ჯამრთელობის მდგომარეობა. რაც შეეხება მსჯავრდებულის მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულს, ან მის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერის არსებობას ვერ გახდება ავტომატურად სასჯელის გამკაცრების საფუძველი, ვინაიდან ყველა საქმე ინდივიდუალურია მისი მოცემულობით, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებით, ყოველი კონკრეტული ქმედება უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად. ამასთან სამართლებრივ სისტემაში არსებული შეღავათის არსებობა, ეს იქნება „ამნისიტიის შესახებ“ კანონის გამოყენება, პირობით ვადამდე გათვალისწინების ინსტიტუტი თუ სხვა, წარმოადგენს სახელმწიფოს და კანონმდებლის ნებას და მისი გავრცელება გარკვეული წინაპირობების არსებობით ხორციელდება, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში პალატა სახელმწიფო ბრალდების არგუმენტაციას ვერ გაიზიარებს. რაც შეეხება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას, პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული შემამსუბუქებელი გარემოება მხედველობაში იქნა მიღებული სასჯელის სახის/ზომის განსაზღვრისას და შესაბამისობაშია ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის განაჩენით გ------- გ----–---–ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს. ამასთან, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ცნობილი სასჯელის განსაზღვრისას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის და პროკურორის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის განაჩენი გ------- გ----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ------- გ----–---–ის და ქ------–-------------------------–--------------–---------------------–--------–---------–----------------–-ბის პროკურორის ა------–-------ს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის განაჩენი გ------- გ----–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.

 

გ------- გ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261- ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 111, 151- ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261- ე მუხლის პირველი ნაწილით, – თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 111, 151- ე მუხლის პირველი ნაწილით, – თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ 111, 151- ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ 1261- ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ გ------- გ----–---–ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ 59–ე მუხლის მე–3 ნაწილისა და სსკ 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 09 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 02(ორი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------- გ----–---–ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით.

 

გ------- გ----–---–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 05 დეკემბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება – ბრალდებულის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები: აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 3------------, ორი ცალი წითელი ფერის მძივი, ერთი ცალი ტელეფონის დამტენი, ერთი ცალი ბატარეა, ორი ცალი სადენი, ძეწკვზე ჩამოკიდებული ბატარეა, ორი ცალი ყურსასმენი, ერთი ცალი მზის სათვალე, ორ ცალ პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული ბიჟუტერია, ზონარზე ჩამოკიდებული ერთი გასაღები, რონიკოს ფირმის სათვალის საწმენდი თავისი შალითით – დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.#32ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა), განჩენის გამოტანიდან ერთ თვის ვადაში.

 

მოსამართლე: მურმან ისაევი