განაჩენი

სისხლის სამართლის 03.07.2018
საქმის ნომერი
010100218700050761
ინსტანცია
თარიღი
03.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010100218700050761

საქმე № 1ბ/41-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

03 ივლისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ეკატერინე უკლება

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: მ--------–-----ე.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ა--------------------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–-------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, ნასამართლევი, მცხოვრები: თბილისი, ფ-------–-----------------------------.

 

ადვოკატი - თ------------------ე.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა--------------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ------------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის დაუსაბუთებელი, კანონსაწინააღმდეგო, ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის შიდა კანონმდებლობას ასევე საერთაშორისო აქტებს. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმეთა დაკითხვისას წარმოშობილი ეჭვი გადაწყდა ბრალდების მხარის სასარგებლოდ. განაჩენის გამოტანისას არ არსებობდა ერთმანეთთან შეთანხმებული დამაჯერებილი მტკიცებულებების ერთობლიობა, მითუმეტეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებიც იყვნენ მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომელთა მიმართაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, კერძოდ ხსენებულმა მოწმეებმა მოახდინეს ა--------------------ის და ვ--–------–--–-–---–ის ფიზიკური შეურაცხყუოფა, რომელიც არანაირად არ იყო გამოწვეული დაკავებისას, ეს მოხდა მას შემდეგ რაც ისინი დააკავეს. სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას - მოწმეთა ჩვენებები არ არის დამაჯერებელი. კერძოდ, მოწმე ლ---------–-----მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ სამუშაოდ გასვლისას სამხრე კამერა უნდა იყოს დატენილი, თუმცა ვერ მიუთითა, თუ რატომ იყო მისი კამერა დასატენი. ამასთან, ვერ მიუთითა პირადი ჩხრეკის ჩატარების ზუსტი ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ მოწმის განმარტებით მათი შეჩერების მიზეზი იყო თანამშრომლის ცუდად გახდომა, რომელსაც ესაჭიროებოდა სამედიცინო დახმარება, დაცვის მხარისთვის გაუგებარია, რატომ არ წარადგინეს დაკავებული დაუყოვნებლივ სამართალდამცავ ორგანოში და რატომ შეჩერდნენ დაახლოებით 17 წუთის განმავლობაში. მოწმე გ---------------–---–მა კი მიუთითა, რომ აგრესიული ხალხით გარშემორტყმულმა თითქოსდა ნათლად დაინახა როგორ ჩაარტყა ა--------------------მა ფეხი გამიზნულად ს----------------–---–ს. ამავე მოწმემ მიუთითა, რომ არსებობს ადგილები, სადაც შეიძლება ადამიანს მოარტყა ხელკეტი, მაგალითად წელს ქ-----თ, თუმცა კადრში ნათლად ჩანს, რომ ისინი წელს ზ----თაც ურტყავენ იქ შეკრებილებს და მისდევდენ. როგორც აღმოჩნდა არც ამ მოწმეს ჰქონდა სამხრე კამერა და მომხდარს იღებდა გ--------–-–--–--ის კამერით, თუმცა კამერის ჩანაწერში არ ჩანს ა--------------------ისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები. მოწმის ჩვენებით, ოქმის ადგილზე შედგენა იყო შეუძლებელი, ვინაიდან იქ შეკრებილი ადამიანები ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ და არ აძლევდნენ მისი შედგენის საშუალებას, თუმცა მიუხედავად ამისა მათ მიერ მხოლოდ ა--------------------ი და ვ--–------–--–-–---–ი იქნენ დაკავებული. ა--------------------ის მიერ ს----------------–---–ისთვის ფეხის ჩარტყმის ფაქტი ასევე დაადასტურა ჯ------–------------–--ამ, რომელსაც ასევე არ ჰქონდა სამხრე კამერა. დაცვის მხარისთვის ასევე გაუგებარია სრულად ეკიპირებულმა თანამშრომლებმა, რატომ დატოვეს განყოფილების ტერიტორია და გაეცალნენ იქაურობას, ვითომდა ფ-------–-ში შეკრებილი ხალხის თავდასხმისგან თავის ასარიდებლად. მოწმე ზ-----------–--ემ ასევე დაინახა როგორ ჩაარტყა ა--------------------მა ფეხი ს----------------–---–ს, თუმცა არ ახსოვს სად ჩატარდა პირადი ჩხრეკა. არც ხსენებულ მოწმეს გააჩნდა სამხრე კამერა, რომელიც თითქოსდა ინციდენტის დროს დაკარგა. აღსანიშნავია მოწმე გ--------–-–--–--ის ჩვენებაც, რომელმაც სასამართლოს მისცა თანამშრომლებისგან განსხვავებული ჩვენება და განმარტა, რომ მათ ხელკეტები არ გამოუყენებიათ. ასევე, განმარტა, რომ იმ დროს როდესაც 17 წუთის განმავლობაში იყვნენ გაჩერებულნი ეძებდა საბუთს, რაც წინააღმდეგობაშია მოწმე ლ---------–-----ის ჩვენებასთან. რაც შეეხება ს----------------–---–ის ჩვენებას, მან განმარტა, რომ ვინაიდან ხალხი უწევდათ წინააღმდეგობას, მათ მოუწიათ ხელკეტების გამოყენება. ამასთან, კითხვაზე თუ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რატომ არ აღენიშნებოდა სხეულზე დაზიანება, უპასუხა რომ მას აქვს ისეთი ორგანიზმი, რომ დაზიანება ადვილად არ ეტყობა. ყოველივე ზ----აღნიშნულის განმარტებით, ხსენებულ მოწმეთა ჩვენებები არ არის გამყარებული სხვა რაიმე მტკიცებულებით. გარდა ამისა განაჩენში წერია თითქოს ექსპერტ ე-–----------–--ის დასკვნის თანახმად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათიდან ირკვევა, რომ პაციენტს დაესვა დიაგნოზი „კოჭ-წვივის სახსრის და ტერფის ზედაპირული ტრამვა, სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები“, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ექსპერტმა ე-–----------–--ემ დადო ერთადერთი მოკლე და კონკრეტული დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ ს----------------–---–ს, პირადი შემოწმებისას სხეულზე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დაცვის მხარის განმარტებით, სამედიცინო ბარათით, ასევე საუნივერსიტეტო კლინიკის სტაციონალური სამედიცინო დოკუმენტაციით დაფიქსირებულია ა--------------------ის სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი. კერძოდ, მას აღენიშნებოდა გულმკერდის ორივე ნახევრის დახურული ტრამვა და სახის ზედაპირული ტრამვა. დაცვის მხარის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებაში მითითებულია მთელ რიგ დარღვევებზე, კერძოდ: ა--------------------ის დაკავების ოქმში მითითებულია, რომ დაკავება მოახდინა ს----------------–---–მა, თუმცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ იგი დააკავა ლ---------–-----მა. ამასთან მითითებულია, რომ ა--------------------ი დააკავეს 00:20 საათზე და შემდეგ მიიყავნეს იზოლატორში, თუმცა იზოლატორში მისი მიყვანის დრო დაფიქსირებული არ არის. განჩინებაში ასევე მითითებულია, რომ დაკავებულები დაკავების შემდეგ დაუყონებლივ არ გადაუყვანიათ წინასწარი დაკავების იზოლატორში ან პოლიციის რომელიმე განყოფილებაში. გარდა ამისა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში არ არის მითითებული თუ სად ჩატარდა ა--------------------ის პირადი ჩხრეკა, სად მიიყვანეს დაკავებული და სად შედგა ხსენებული ოქმი. ბრალდების მხარემ გამოკითხვის ოქმებთან ერთად წარადგნა პატრულ-ინსპექტორების ს----------------–---–ის და გ--------–-–--–--ისგან ამოღებული სამსახურებრივი სამხრე ვიდეოკამერის ამოღების და დათვალიერების ოქმები, თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტი მოიცავს მხოლოდ ბრალდებულების დაკავების პერიოდს და დაკავებიდან იზოლატორში მოთავსებამდე ამსახველი ვიდეომასალა არ ერთვის სისხლის სამართლის საქმეს. შესაბამისად, ეჭვს იწვევს ის გარემოება თუ რატომ არ იქნა წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერები სრულად. მართალია ა--------------------ის ცემის ფაქტი პირდაპირ კავშირში არ არის წარდგენილ ბრალთან, თუმცა ამით დაცვის მხარე ცდილობს სასამართლოს დაანახოს რამდენად სარწმუნოა ისეთი პოლიციელის ჩვენება, რომელიც დაკავების შემდეგ სცემს პირს. სასამართლომ მოიყვანა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები და განმარტა, რომ პრეცედენტული სამართალი არ უგულვებელყოფს პოლიციის თანამშრომლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, როგორც მტკიცებულების მნიშვნელობას, რაც ვერ იქნება გაზიარებული ვინაიდან დაკითხულ მოწმეთა ნაწილისგან არ იქნა ამოღებული მათი სამხრე კამერების ვიდეოჩანაწერები, ხოლო იმ ჩანაწერებში, რაც ამოღებულია გამოძიების მიერ, ა--------------------ის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მოიპოვება. სამხრე კამერის არსებობა აუცილებელია თავის დასაცავად, როგორც სამართალდამცველისთვის, ასევე იმ ადამიანისთვის, რომელიც შეიძლება იყოს უსამართლობის მსხვერპლი. სამხრე და ბორტკომპიუტერის კამერების ჩანაწერები აუცილებელი მტკიცებულებაა გარკვეული ქმედების დასადასტურებლად. ზ----აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა ა--------------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი, რითაც თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცსო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მ--------–-----ემ მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემეოებები და არგუმენტაცია არ გამომდინარეობს ა--------------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, გამოძიების ეტაპზე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათლად დადასტურდა ა--------------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა. მოწმეთა ჩვენებები თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნებს სამედიცინო დოკუმენტაციით დადგინდა, რომ ექსპერტიზა ჩაუტარდა პოლიციის სამ თანამშრომელს, რომლებმაც მათი განცხადებით დაზიანებები მიიღეს ნასვამი მოქალაქეების დაკავებისას. ზ-----------–--ეს პირადი შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ექსპერტიზის დასკვნით გ--------–-–--–--ის მეხუთე თითის მოძრაობა მტკივნეული და შეზღუდულია, ხოლო ს----------------–---–ი უჩიოდა ტკივილს მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის მიდამოში. დაესვა დიაგნოზი კოჭ-წვივის სახსრის და ტერფის ზედაპირული ტრავმა. ს----------------–---–ს და გ--------–-–--–--ეს 23.05.2016 წელს პირადი შემოწმების მომენტისათვის სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდათ. თუმცა როგორც ექსპერტმა განმარტა, ჩივილები არის სუბიექტური და მას ექსპერტიზის დასკვნაში ვერ ასახავენ. ზედაპირულ ტრავმას და დაჟეჟილობას ექსპერტები არ მიიჩნევენ დაზიანებად. ექიმები წერენ დაჟეჟილობას, რომელიც ექსპერტებისათვის არანაირ დაზიანებას არ წარმოადგენს. მხოლოდ სისხლნაჟღენთები მიიჩნევა დაზიანებად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ზედაპირული ტრავმა და დაჟეჟილობა დასკვნაში არ აისახება. სწორედ ამით აიხსნება ს----------------–---–ის და გ--------–-–--–--ის სამედიცინო დასკვნაში მითითებული ჩანაწერი, რომ მათ დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდათ. რაც შეეხება სამხრე ვიდეო კამერებისა და ავტომანქანის ბორტის კამერის ვიდეოჩანაწერებით ცალსახად დადასტურდა საქმეზე მოწმედ დაკითხული პოლიციის თანამშრომლების მიერ სასამართლოსათვის მოწოდებული ინფორმაცია. კერძოდ ის, რომ მათ მიერ შეჩერებული იქნა დ---------------–---–ი, რომელიც მთვრალ მდგომარეობაში მართავდა ავტომანქანას. მათ ნასვამ მძღოლს კანონის შესაბამისად შესთავაზეს ალკოტესტით შემოწმება, რაზეც იგი დათანახმდა, თუმცა ვ--–------–--–-–---–ის აქტიურად ჩარევის და მოწოდების შემდეგ არ გაევლო შემოწმება მან უარი განაცხადა ალკოტესტით შემოწმებაზე. იგი ასევე აგრესიულად ესაუბრებოდა პოლიციელებს. კადრებში ნათლად ჩანს შეკრებილი მოსახლეობა და მათი აგრესია პოლიციელთა მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბრალდებული სასამართლოში მიცემული ინფორმაციით ადასტურებს, რომ 2016 წლის 23 მაისს იმყოფებოდნენ მთვრალები, ალკოტესტით შემოწმებაზე განაცხადეს უარი, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ა--------------------მა და ვ--–------–--–-–---–მა ბრალად შერაცხული ქმედებები ჩაიდინეს ალკოჰოლური სასმელის ზ----ქმედების ქვეშ და ისინი საკუთარ ქცევას ვერ აკონტროლებდენ. გარდა ამისა ა--------------------ის მხრიდან რამდენჯერმე იქნა დარღვეული მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რაც შეიცვალა პატიმრობით და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. მოგვიანებით მის მიმართ შფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა კვლავ შეიცვალა გირაოთი 3000 ლარის ოდენობით, რაც შეტანილ იქნა 2017 წლის 17 ივლისს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე. მიუხედავად აღნიშნულისა ა--------------------მა კვლავ დაარღვია გირაოს პირობები და 2017 წლის 20 აგვისტოს ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინა ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდა პატიმრობა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა ა--------------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ------------------ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

ა--------------------მა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 23 მაისს, თბილისში, ფ-------–---------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, პატრულ-ინსპექტორების გ--------–-–--–--ის და გ---------------–---–ს მიერ შეჩერებული იქნა დ---------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა. მძღოლს, დ---------------–---–ს ეტყობოდა, რომ იმყოფებოდა ალკოჰოლის ზ----ქმედების ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ დ---------------–---–ს განემარტა, რომ თავის არიდების შემთხვევაში შედგებოდა სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმი, მან უარი განაცხადა ალკოტესტით შემოწმებაზე. როცა პატრულ-ინსპექტორმა გ--------–-–--–--ემ დ---------------–---–ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა დაიწყო, მასთან, პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, მივიდა ა--------------------ი, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას და ზოგადად ყველა პოლიციელს და მოსთხოვა დ---------------–---–ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება შეეწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელებმა მოუწოდეს ა--------------------ს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაკენ და მოსთხოვეს დამორჩილებოდა მათ კანონიერ მითითებებს, ა--------------------მა განაგრძო სამართალდამცველთა შეურაცხყოფა. პატრულ-ინსპექტორმა ს----------------–---–მა გადაწყვიტა ა--------------------ის ადმინისტრაციული წესით დაკავება, თუმცა შეკრებილმა საზოგადოებამ არ მისცა ამის საშუალება. როცა ს----------------–---–ი ცდილობდა ა--------------------ის სამასხურებრივ ავტომანქანაში მოთავსებას, ამ უკანასკნელმა ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია მას და ფეხი ჩაარტყა მარცხენა კოჭთან. ს----------------–---–ს ხელი გაეშვა ა--------------------ზე და იქვე მყოფმა პირებმა სცადეს ა--------------------ის შემთხვევის ადგილიდან გარიდება, მაგრამ პატრულ-ინსპექტორმა ლ---------–-----მა მოახერხა ამ უკანასკნელის დაკავება. როცა დაკავებული ა--------------------ი მოთავსებული იქნა საპატრულო პოლიციის სამსახურებრივ ავტომანქანაში, იქ შეკრებილმა ხალხმა მოინდომა ა--------------------ის ავტომანქანიდან გადმოყვანა. მათ შორის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ვ--–------–--–-–---–ი. ამ უკანასკნელმა ზ-----------–--ეს, რომელიც ცდილობდა ა--------------------ის მანქანიდან გადმოყვანის აღკვეთას, ჯერ ფეხი ჩაარტყა მარჯვენა ხელში, შემდეგ კი ხელი დაარტყა მარცხენა გვერდში, რის შემდეგაც სცადა გაქცევა, თუმცა დაკავებული იქნა გ---------------–---–ის მიერ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ა--------------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2016 წლის 23 მაისს, დაახლოებით საღამოს 11-12 საათამდე პერიოდში იმყოფებოდა თბილისში, ზ---- ფ-------–-ში, რა დროსაც დაინახა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გაჩერებული ჰყავდათ ავტომანქანა, სადაც ასევე შეკრებილი იყო ხალხი. ამ დროს მას მოესმა მეგობრის - ვ--–------–--–-–---–ის ყვირილი - ხელი რატომ მკარითო. ახლოს მისვლისას დაინახა, რომ პატრულის თანამშრომელი გაჩერებული ავტომანქანის მძღოლს აიძულებდა გაევლო ალკოტესტით შემოწმება. ამ დროს ადგილზე მივიდნენ პატრულის სხვა თანამშრომლები. ისინი ყვიროდნენ და შეკრებილებს მოუწოდებდნენ დაშლისკენ. ამ დროს ერთ-ერთმა პატრულის თანამშრომელმა იყვირა ამდენს რატომ ვალაპარაკებთო და მოიმარჯვა ხელკეტი. მას სხვა სამართალდამცველებმაც მიბაძეს და მოიმარჯვეს ხელკეტები, იარაღი და ელექტროშოკის მოწყობილობები. მან დაინახა როგორ მოარტყეს ხელკეტი რამდენიმე ადამიანს და მათი დაკავება სცადეს. ერთ-ერთი თანამშრომელი მივარდა მას, დააკავა ისე რომ არაფერი აუხსნია მისთვის, რის შემდეგაც ძალით მიიყვანეს და ჩააგდეს ავტომანქანაში. მას ესმოდა როგორ აგინებდნენ პატრულის თანამშრომლები ხალხს. იგი მიხვდა, რომ ადგილზე მისული იყვნენ მათი ხელმძღვანელი პირებიც, ვინაიდან ესმოდა ხალხის დაშლის და დაკავების შესახებ ბრძანების გაცემის ხმა. იგი გ--------–-–--–--ემ და პატრულის ორმა თანამშრომელმა წაიყვანეს ფ-------–ის პოლიციის განყოფილებისკენ. საჭესთან იჯდა გ--------–-–--–--ე, რომელიც იყო გაღიზიანებული. გ--------–-–--–--ემ ავტომანქანა გააჩერა ცენტრალურ ტრასაზე, გადავიდა ავტომანქანიდან და მას სახეში ჩაარტყა მუშტი, თან ჰკითხა ერთხელ რომ გითხრეს, რატომ არ წახვედიო. ამის შემდეგ გ--------–-–--–--ემ მოიმარჯვა ელექტრო შოკი, რომელიც ვერ ჩართო. ამ უკანასკნელს აწყნარებდა მანქანაში მყოფი თანამშრომელი და არ აძლევდა რაიმეს გაკეთების საშუალებას. ამის შემდეგ იგი მიიყვანეს განყოფილებაში, რომლის შესასვლელში დაინახა ვ--–------–--–-–---–ი. ამ დროს ერთ-ერთ თანამშრომელს დაურეკეს ტელეფონზე, რომელმაც საუბრის დასრულების შემდეგ იქ მყოფებს უთხრა, რომ დაკავებულები უნდა წაეყვანათ სხვაგან, ამიტომ დაიძრნენ ორთაჭალისკენ. მას შემდეგ, რაც გასცდნენ რესტორან „მარაბდას“, გააჩერეს და იგი გადიყვანეს მიტოვებულ ავტოსამრეცხაოში ან ბენზინგასამართ სადგურზე. ცოტა ხანში მათთან მივიდა საპატრულო პოლიციის მეორე მანქანა, საიდანაც გადმოსულ პირს პატრულის სხვა თანამშრომლები ესაუბრებოდნენ მოწიწებით. ხსენებული პირის მითითებით იგი გადმოიყვანეს ავტომანქანიდან, გაიყვანა სიბნელეში, სადაც მოხსნა მაჯის საათი და ქამარი, პიჯაკზე მოაგლიჯა ორი ღილი, ამოუღო საფულე და შეუმოწმა პირადობის მოწმობა. ამის შემდეგ კი, გ------- ც-–--–--ეს ჰკითხა, იცოდა თუ არა ვინ ჰყავდა დაკავებული და უთხრა, რომ ეს ის ა--------------------ი იყო, რომელმაც საათით გადაიღო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტი. გ--------–-–--–--ემ ხსენებულ პირს უამბო თუ რატომ ჰყავდათ იგი ამჯერად დაკავებული, რის შემდეგაც მითითებულმა პირმა და გ--------–-–--–--ემ ერთად დაიწყეს მისი ცემა. ცემდნენ ისე, რომ არაფერი დატყობოდა, თან ემუქრებოდნენ რომ გაუშვებდნენ ე.წ. ,,სროკზე“. მას შემდეგ, რაც დაასრულეს მისი ცემა ჩასვევს მანქანაში და მიიყვანეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში მდებარე ავტოსადგომზე, სადაც მიდიოდა უამრავი პატრულის თანამშრომელი, რომელთა ნაწილი აგინებდა იმ ვიდეოჩანაწერის გამო, რომელსაც მოჰყვა მათი თანამშრომლის პასუხისმგებლობა. იგი ცუდად გრძნობდა თავს, რის გამოც ითხოვა სამედიცინო დახმარება, რაზეც მიიღო უარი. დაახლოებით ერთ საათში შენობაში მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც გამოძახებული იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომლის შეუძლოდ ყოფნის გამო, თუმცა მას არ მისცეს უფლება შეემოწმებინა ექიმს და ეუბნებოდნენ, რომ მიხედავდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისას. პოლიციელების წინააღმდეგობის მიუხედავად, ექიმი მივიდა მასთან, რადგან შეატყო, რომ თავს ცუდად გრძნობდა, გაუზომა წნევა და მოითხოვა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ორივე დაკავებული გადაიყვანეს არამიანცის საავადმყოფოში. მან არაერთ ექიმს სთხოვა მისი მდგომარეობის შესახებ შეეტყობინებინათ სახალხო დამცველის აპარატისთვის ან არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, თუმცა უშედეგოდ. იგი საავადმყოფოდან გაწერეს მალე და პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. იზოლატორში მიყვანამდე, იგი მანქანაში იჯდა ორ პოლიციელს შორის, რომლებიც მთელი გზა რიგ-რიგობით უტყამდნენ თავში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

ვ--–------–--–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2016 წლის 23 მაისს, ღამით იგი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და ავტომანქანით სახლში მიჰყავდა დ---------------–---–ს. ზ---- ფ-------–ის მ---- კორპუსთან იგი გააჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც მძღოლს ჰკითხეს იყო თუ არა ფხიზელი. დ---------------–---–მა თავდაპირველად დამალა, რომ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, თუმცა შემდეგ აღიარა. მას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიუტანეს ალკოტესტი და აძალებდნენ ჩაებერა. ვინაიდან იცოდა, რომ დ---------------–---–ს გული ერეოდა, გადავიდა მანქანიდან და პატრულის თანამშრომლებს უთხრა, მოგვიანებით შეემოწმებინათ დ---------------–---–ი. პატრულები დ---------------–---–ს დაემუქრნენ ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევით, მას კი დაუწყეს ყვირილი გაგვეცალეო და ჰკრეს ხელი. ამის გამო მან უსაყვედურა პოლიციის თანამშრომელს. რა დროსაც მათ გამოიძახეს დამატებითი ეკიპაჟი. მეორე საპატრულო ეკიპაჟის მოსვლის შემდეგ მან შენიშნა, რომ ა--------------------ს სვავდნენ ავტომანქანაში, რის შემდეგაც მივარდნენ მასთანაც, დაადეს ბორკილები, ჩასვეს ავომანქანაში და წაიყვანეს. კითხვაზე თუ რატომ დააკავეს, უპასუხეს, რომ მისი დაკავების მიზეზი იყო პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. პატრულის თანამშრომლები მას მთელი გზა აგინებდნენ და ურტყამდნენ. ისინი მიიყვანეს ჯერ ქ----- ფ-------–ის განყოფილებაში, დაახლოებით ორ წუთში კი, წაიყვანეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისკენ. გზად, რესტორან „მარაბდასთან“ მისი ცემით გადაღლილმა პოლიციელმა თავი იგრძნო ცუდად, რის გამოც გააჩერს სასწრაფო დახმარების მანქანა. იგი თავადაც ითხოვდა სამედიცინო დახმარებას, თუმცა მისი თხოვნა დატოვეს უყურადღებოდ. გზის გაგრძელების შემდეგ, დანგრეულ კალონკასთან შენიშნა საპატრულო პოლიციის ორი ავტომანქანა. პოლიციის სამმართველოში მიყვანის შემდეგ გაჩერდნენ ავტოსადგომზე. მას და ა--------------------ს მისდიოდათ გული, იყვნენ ცუდად და ითხოვდნენ დახმარებას. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეეშინდათ და გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ექიმებს სურდათ მათი საავადმყოფოში გადაყვანა, რაზეც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განუცხადეს უარი, თუმცა შემდეგ შეეშინდათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ამიტომ დაკავებულები თავად გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გამოკვლევების ჩატარების შემდეგ გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

 

მოწმე გ--------–-–--–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2016 წლის 23 მაისს, გ---------------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ღამით პატრულირებისას, ზ---- ფ-------–-ში, მ---- კორპუსთან, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის შეაჩერეს „BMW“-ს მარკის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ ხუთი მთვრალი მამაკაცი. მან ავტომანქანის მძღოლს - დ---------------–---–ს განუმარტა ალკოტესტით შემოწმების წესები და შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები. ამ დროს ავტომანქანასთან შეიკრიბა 20-25 ადამიანი, რომლებიც ავტომანქანაში მსხდომ პირებთან ერთად ყოფილან საქეიფოდ. იქ მყოფთაგან ვ--–------–--–-–---–ი და ა--------------------ი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით, თავხედურად მიმართავდნენ პოლიციის თანამშრომლებს და მძღოლს ეუბნებოდნენ არ გაევლო შემოწმება. მათ დ---------------–---–მა უარი განუცხადა ალკოტესტით შემოწმებაზე, რა დროსაც გამოიარა საპატრულო პოლიციის სხვა ეკიპაჟმა. ამ ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ ს----------------–---–ი და ზ-----------–--ე, რომლებიც ხალხმრავლობის გამო შეჩერდნენ მათ დასახმარებლად. მათ მიერ გამოძახებული იქნა ათმეთაური ჯ------–------------–-ა. ამის შემდეგ ავტომანქანაში დაიწყეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, რა დროსაც მასთან მივიდა ა--------------------ი და კითხა რას აკეთებდა, რაზეც უპასუხა, რომ მძღოლის მიერ ალკოტესტით შემოწმებაზე უარის თქმის გამო, ადგენდა ოქმს მართვის უფლების ექვსი თვით აკრძალვაზე. აღნიშნულზე ა--------------------მა ჯერ მას დაუწყო გინება, შემდეგ კი ყველა პოლიციელს, რის გამოც იგი შებოჭა ს----------------–---–მა. ა--------------------მა გამიზნულად ჩაარტყა ფეხი ფეხში ს----------------–---–ს, რომელმაც სიმწრისგან გაუშვა ხელი ა--------------------ს. ამ დროს ეს უკანასკნელი გააკავა ჯ------–------------–-ას მეწყვილემ - ლ---------–-----მა, რომელსაც ხალხი არ აძლევდა ა--------------------ის დაკავების საშუალებას. ძიძგილაობისას ლ---------–-----ი ა--------------------თან ერთად, აღმოჩნდა გზის მეორე მხარეს. იმისთვის, რომ დაკავებული გაერიდებინათ იქაურობისათვის, მან ავტომანქანა მიაყენა მათთან ახლოს, რამაც ლ---------–-----ს საშუალება მისცა ა--------------------ი ჩაესვა მანქანაში. მანქანასთან მივიდა ვ--–------–--–-–---–ი, რომელმაც გამოხსნა მანქანის უკანა მარჯვენა კარი და სცადა ა--------------------ის ავტომანქანიდან გადაყვანა, რის გამოც არ მიეცათ ავტომანქანის დაძვრის საშუალება. ზ-----------–--ე შეეცადა ვ--–------–--–-–---–ი გაეყვანა ავტომანქანიდან მოშორებით, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ჯერ ფეხი ჩაარტყა ზ-----------–--ეს ფეხში, შემდეგ კი ფერდში დაარტყა ხელი. ამ ფაქტის დანახვის შემდეგ ზ-----------–--ის მეწყვილემ - გ---------------–---–მა დააკავა ვ--–------–--–-–---–ი. მათ დაკავებულები გადაიყვანეს ჯერ ფ-------–ის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ასევე მივიდნენ ზ---- ფ-------–-ში შეკრებილი ადამიანები რამდენიმე ავტომანქანით, ამიტომ მათ დაკავებულები გადაიყვანეს დაცულ ტერიტორიაზე - თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. დაკავებულების მოთხოვნით გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომლებმაც დახმარება აღმოუჩინეს დაკავებულებს და პოლიციის თანამშრომლებს. ამ ინციდენტის დროს, მას გაურკვეველ ვითარებაში დაუზიანდა თითი. დაზიანებები მიიღეს ასევე ზ-----------–--ემ და ს----------------–---–მა.

 

მოწმე გ---------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. 2016 წლის 23 მაისს, ღამით, გ--------–-–--–--ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მათ ზ---- ფ-------–-ში, მ---- კორპუსთან, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის შეაჩერეს „BMW“-ს მარკის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ ხუთი მთვრალი მამაკაცი. გ--------–-–--–--ემ ავტომანქანის მძღოლს განუმარტა ალკოტესტით შემოწმების წესები და შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები, რა დროსაც ავტომანქანასთან შეიკრიბა 20-25 ადამიანი, რომელთა შორის იყოფებოდნენ ვ--–------–--–-–---–ი და ა--------------------ი. ისინი თავხედურად მიმართავდნენ პოლიციის თანამშრომლებს და მძღოლს ეუბნებოდნენ არ გაევლო შემოწმება, ამიტომ მძროლმა მათ უარი უთხრა ალკოტესტით შემოწმებაზე. მათთან დასახმარებლად მივიდა საპატრულო პოლიციის სხვა ეკიპაჟი ს----------------–---–ის და ზ-----------–--ის შემდაგენლობით, ასევე მეწყვილესთან ერთად მივიდა ათმეთაური ჯ------–------------–-ა. იმ დროს, როდესაც ავტომანქანაში დგებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ა--------------------მა დაიწყო გ--------–-–--–--ის და პოლიციის თანამშრომლების მისამართით გინება. აღნიშნულის გამო ა--------------------ი გაკავებული იქნა ს----------------–---–ის მიერ, თუმცა მისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემდგომ, იგი დააკავა ლ---------–-----მა. ლ---------–-----ი და ა-------- ო---------ი ძიძგილაობის დროს არაერთხელ დაეცნენ ძირს. ამ დროს ვ--–------–--–-–---–ი შებოჭილი ჰყავდა ზ-----------–--ეს. მოწმემ განმარტა, რომ მან დააკავა ვ--–------–--–-–---–ი, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ზ-----------–--ეს ფერდში ჩაარტყა იდაყვი. ვინაიდან ვერ ახერხებდნენ ადგილზე შეკრებილი დაახლოებით 35 პირის მოგერიებას, პოლიციის თანამშრომელთა მიერ გამოყენებული იქნა ხელკეტები. მათ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტში, რა დროსაც არათანაბარი წინააღმდეგობის დაძლევის გამო თავი იგრძნო შეუძლოდ და დახმარება აღმოუჩინა გზად შემთხვევით ნანახმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ. სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდათ სხვა პატრულის თანამშრომლებსაც, შემოწმებას ითხოვდნენ დაკავებულებიც, ამიტომ შეჩერდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოსადგომზე, სადაც ელოდნენ ექიმების.

 

დაზარალებულ ს----------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორად. 2016 წლის 23 მაისს, მეწყვილე ზ-----------–--ესთან ერთად, სამსახურებრივი ავტომანქანით პატრულირებდა ზ---- ფ-------–-ში, რა დროსაც შენიშნა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა და პატრულის თანამშრომლები, რომლებიც „BMW“-ს მარკის ავტომობილის მძღოლს - დ---------------–---–ს სთხოვდნენ ალკოტესტზე შემოწმებას. მძღოლთან ერთად მყოფი პირი ვ--–------–--–-–---–ი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და მოუწოდებდა მძღოლს შემოწმებაზე არ დათანხმებულიყო. მალევე მათთან მივიდა ა--------------------ი, რომელიც პოლიციის თანამშრომელთა მიმართ ვ--–------–--–-–---–ზე მეტად აგრესიულად იყო განწყობილი. ადგილზე მყოფი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ბრალდებულებს მოუწოდებდნენ ხელი არ შეეშალათ მათთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, კერძოდ, ვ--–------–--–-–---–ს სთხოვდნენ შეეწყვიტა დ---------------–---–ზე ზ----ქმედება, ხოლო ა--------------------ს თხოვდნენ დამშვიდებულიყო და გარკვეული მანძილით მოშორებოდა საპატრულო პოლიციის მანქანას, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას. მას შემდეგ, რაც პატრულ-ინსპექტორმა გ--------–-–--–--ემ დაიწყო დ---------------–---–ისთვის გარკვეული ვადით მართვის უფლების აკრძალვის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ა--------------------მა შეაგინა ჯერ გ--------–-–--–--ეს, ხოლო შემდეგ ყველა პოლიციელს. ამიტომ მან ადმინისტრაციული წესით დაკავების მიზნით შებოჭა ა--------------------ი, თუმცა ვერ შეძლო მისთვის ხელბორკილის დადება, რადგან ადგილზე გაწევ-გამოწევის გამო ა--------------------მა ფეხი ჩაარტყა მარცხენა კოჭში და დაუსხლტა ხელიდან. ამის შემდეგ ა--------------------ის შებოჭვა სცადა ლ---------–-----მა, რა დროსაც უფრო იმატა ხალხის მხრიდან წინააღმდეგობამ. ამ დროს დაახლოებით 35 ადამიანი იყო შეკრებილი, რის გამოც, ლ---------–-----ი და ა--------------------ი ზედიზედ ორჯერ დაეცნენ ძირს. გ--------–-–--–--ემ წაქცეულებთან ახლოს მიაყენა მანქანა და მათ ერთობლივი ძალებით შეძლეს ა--------------------ის საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში ჩასმა. ამ დროს მანქანასთან მივიდა ვ--–------–--–-–---–ი, რომელმაც გამოაღო ავტომანქანის კარი და ცდილობდა ა--------------------ის გადმოყვანას. იმ დროს, როდესაც ზ-----------–--ე ცდილობდა ვ--–------–--–-–---–ის შეჩერებას, ამ უკანასკნელმა ზ-----------–--ეს ჯერ ფეხი ჩაარტყა, შემდეგ კი იდაყვი. ამის შემდეგ ვ--–------–--–-–---–იც დააკავა გ---------------–---–მა და ორივე დაკავებული გაარიდეს შემთხვევის ადგილს. მათ თავიდან სურდათ დაკავებულების ისანი-სამგორის შს სამმართველოს მ--- განყოფილებაში გადაყვანა, თუმცა განყოფილებასთან მისულებმა შენიშნეს ორი ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ ახალგაზრდები, ამიტომ სიტუაციის გამწვავებისგან თავის არიდების მიზნით, მათ დაკავებულები წაიყვანეს თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისკენ, რა დროსაც გ---------------–---–მა, ფიზიკური დატვირთვის გამო, თავი იგრძნო შეუძლოდ, რის გამოც მათ რესტორან „მარაბდასთან“ დახმარებსთვის მიმართეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოსადგომზე მისვლის შემდეგ, დაკავებულებს და დაზარალებულ პოლიციელებს სასწრაფო დახმარების ექიმების მიერ გაეწიათ სამედიცინო დახმარება. ვინაიდან დაკავებულებმა ექიმებს ვერ განუცხადეს კონკრეტულად რას უჩიოდნენ ისინი გადაყვანილი იქნენ საავადმყოფოში. მოწმემ განმარტა, რომ ამ ფაქტამდე ვ--–------–--–-–---–თან ჰქონდა საქმიანი შემხებლობა, კერძოდ, ამ ფაქტამდე ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო ჰყავდა შეჩერებული ვ--–------–--–-–---–ი, რომელმაც სამართალდარღვევის ოქმის გაფორმებისას გაუწია წინააღმდეგობა.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა დაზარალებულმა ზ-----------–--ემ და დამატებით განმარტა, რომ ს----------------–---–ი არის მისი მეწყვილე და შემთხვევის დროს იმყოფებოდნენ ერთად. მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში ჩასვეს ა--------------------ი, მანქანასთან მივიდა ვ--–------–--–-–---–ი, რომელიც ცდილობდა ავტომანქანის სალონიდან დაკავებულის გადმოყვანას. იგი შეეცადა აღეკვეთა ვ--–------–--–-–---–ის ქმედება, თუმცა ეს უკანასკნელი გაუძალიანდა და მუცელში დაარტყა მუშტი.

 

მოწმე ლ---------–-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს თბილისის საპატრულო პოლიციაში. 2017 წლის 22-23 მაისს მეწყვილე ჯ------–------------–-ასთან ერთად პატრულირებდა ორთაჭალაში, რა დროსაც შეატყობინეს, რომ ზ---- ფ-------–ის მ---- კორპუსთან საპატრულო ეკიპაჟი ითხოვდა დახმარებას. ადგილზე მისულებს ათეულობით ადამიანი დახვდათ შეკრებილი. როგორც გაარკვიეს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შეჩერებული ჰყავდა „BMW“-ს მარკის ავტომანქანა, რომლის ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი - დ---------------–---–ი უარს ამბობდა სიმთვრალე-სიფხიზლის ტესტით შემოწმებაზე. ადგილზე ასევე იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი არაერთი ადამიანი, რის გამოც არსებობდა სიტუაციის გართულების რისკი. გ--------–-–--–--ე სამართალდარღვევის ოქმის შესადგენად ჩაჯდა ავტომანქანაში, რა დროსაც მასთან მივიდა ა--------------------ი, რომელმაც მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ გ--------–-–--–--ე ადგენდა ოქმს ჯერ მას შეაგინა, შემდეგ კი აგინებდა პოლიციის ყველა თანამშრომელს. ს----------------–---–მა სცადა დაეკავებინა ა--------------------ი, მაგრამ მან ს----------------–---–ს ფეხი ჩაარტყა ფეხში, რის გამოც ს----------------–---–მა ინსტიქტურად გაუშვა ხელი ა--------------------ს და ნატკენ ფეხზე მოიკიდა ხელი. მოწმემ განმარტა, რომ ხსენებულის დანახვაზე, მან თავად დააკავა ა--------------------ი, რა დროსაც მას შეკრებილი ადამიანების ერთი ჯგუფი მიაწვა და ცდილობდნენ ა--------------------ის გათავისუფლებას. ხალხთან წინააღმდეგობისას ისინი ნელ-ნელა აღმოჩნდნენ გზის მეორე მხარეს. იგი ა--------------------თან ერთად არაერთხელ წაიქცა, თუმცა ხალხის მცდელობის მიუხედავად გაეთავისუფლებინათ ა--------------------ი იგი ხელს არ უშვებდა ამ უკანასკნელს. მას ეხმარებოდნენ პატრულის სხვა თანამშრომლებიც. მას შემდეგ რაც გზის მეორე მხარეს აღმოჩნდნენ, გ--------–-–--–--ემ მათ სიახლოვეს მიაყენა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა და ერთობლივი ძალისხმევით ჩასვეს ა--------------------ი ავტომანქანაში. ამ დროს ავტომანქანის მარჯვენა კარი გააღო ვ--–------–--–-–---–მა და ცდილობდა ა--------------------ის ავტომანქანიდან გადაყვანას. ვ--–------–--–-–---–ის ავტომანქანიდან გაყვანა სცადა ზ-----------–--ემ, მაგრამ მას ვ--–------–--–-–---–მა ჩაარტყა ხელი თუ ფეხი ზუსტად არ ახსოვს, რის გამოც იგი ჩაიკეცა. ამიტომ იქვე მდგომმა გ---------------–---–მა დააკავა ვ--–------–--–-–---–ი. მათ დაკავებულები თავდაპირველად მიიყვანეს ფ-------–ის განყოფილებაში, თუმცა განყოფილებასთან შენიშნეს ის პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, ამიტომ მათთან კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად წავიდნენ თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისკენ. გზაში გ---------------–---–ი თავს გრძნობდა შეუძლოდ, ამიტომ მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა. მოწმემ განმარტა, რომ მგზავრობის პერიოდში ა--------------------ი ილანძღებოდა და მათ ემუქრებოდა სამსახურიდან გათავისუფლებით. ისინი ხვდებოდნენ, რომ ა--------------------ი ცდილობდა მათ გამოწვევას და ამიტომ მის ამგვარ საქციელს იტანდნენ მშვიდად. მათ ა--------------------ი მიიყვანეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ტერიტორიაზე, სადაც იგი გაიჩხრიკა და შედგა მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი. შემდეგ კი გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა ლ---------–-----ის მეწყვილემ, თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ჯ------–------------–-ამ და დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე რაიმე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. იგი ცდილობდა იქ შეკრებილი ადამიანების დაწყნარებას, რომელთა უმეტესობა იმყოფებოდა ალკოჰოლის ზ----ქმედების ქვეშ და აგრესიას გამოხატავდა მათ მიმართ. მოწმის განმარტებით, ა--------------------ის მოთხოვნით და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გადაწყვეტილებით, ეს უკანასკნელი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.

 

მოწმე დ---------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2016 წლის 23 მაისს, ახლობლის მამის წლისთავზე იმყოფებოდა ზ---- ფ-------–-ში. მოგვიანებით მ--------------თან, სხვა პირებთან ერთად მიიღო ალკოჰოლური სასმელი და დათვრა. რის შემდეგაც ავტომანქანით წაიდა სახლში და გზად გაიყოლა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ვ--–------–--–-–---–იც. მთავარ გზაზე, მ---- და მ---- კორპუსებს შორის, იგი შეაჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა და მოთხოვეს ალკოტესტზე შემოწმება, რაზეც განუცხადა უარი. ამ დროს პოლიციის თანამშრომლებს მის ნაცვლად პასუხებს სცემდა ვ--–------–--–-–---–ი და მის ნაცვლად ითხოვდა არ ჩამოერთმიათ ავტომანქანის მართვის უფლება. პოლიციელები მოუწოდებდნენ ვ--–------–--–-–---–ს ხელი არ შეეშალა მათთვის მოვალეობების შესრულებაში. მოწმემ განმარტა, რომ მან ისარგებლა ადგილზე ათეულობით ადამიანის შეკრების გამო შექმნილი არეულობით და ორი პირის დახმარებით დატოვა იქაურობა. ამ ფაქტის გამო მას ექვსი თვის ვადით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება.

 

მოწმე ა-------–---–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ექიმად მუშაობს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიის სამედიცინო კლინიკაში. 2016 წლის 23 მაისს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ კლინიკაში შეიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი - ა--------------------ი, რომელსაც აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები ცხვირის არეში და უჩიოდა ტკივილს გულმკერდის და მუცლის არეში. პაციენტი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და განმარტავდა, რომ მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებმა. მას ჩაუტარდა გულმკერდის რენდგენოგრაფია, მუცლის ღრუს ექოსკოპია და გაეწია ქირურგის, ნეიროქირურგის და თერაპევტის კონსულტაციები.

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2016 წლის 23 მაისს, 00:20 საათზე დაკავებული იქნა ა--------------------ი, რომელსაც ცხვირისა და ტუჩის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები.

დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2016 წლის 23 მაისს, 07:20 საათზე, თბილისის და მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორის ინსპექტორ ვ--------–-–---–ის მიერ, სამედიცინო პუნქტის სპეციალისტ ქ----------ის მონაწილეობით, გარეგნულად დათვალიერდა დროებითი მოთავსების იზოლატორში თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორების ლ---------–-----ის და ა-–---------ე ი----–---–ის მიერ წარდგენილი ა--------------------ი, რომელსაც აღმოაჩნდა დაზიანებები, რომლებიც, დაკავებულის განმარტებით, მიიღო დაკავების შემდეგ, კერძოდ, „პოლიციის თანამშრომლებმა, რომელთა რაოდენობა ზუსტად არ ახსოვს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაკავების შემდეგ საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში ურტყავდნენ ხელებს და ფეხებს სახისა და ტანის არეში. მათი სახელები და გვარები არ იცის, შეუძლია ამოიცნოს სახეზე“.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 01 ივნისის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ მოქ. ზ-----------–--ეს 23.05.16 წელს პირადი შემოწმების მომენტითვის სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 01 ივნისის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ მოქ. გ--------–-–--–--ეს 23.05.2016 წელს პირად შემოწმების მომენტისთვის სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი N----------დან ირკვევა, რომ გ--------–-–--–--ეს 23.05.2016 წელს 01:51 საათზე, მიუმართავს სამედიცინო დახმარების მიზნით. უჩიოდა ტკივილს მარჯვენა მტევნის და ნეკნის არეში. მისი გადმოცემით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ დაკავების დროს მას მოხვდა ხელი მარჯვენა ხელის მტევანზე. ხელი თითქოს გადაუტრიალეს. მე-5 თითის მოძრაობა მტკივნეული და შეზღუდულია. დაესვა დიაგნოზი: მაჯისა და მტევნის ზედაპირული ტრავმა, სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 01 ივნისის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ მოქ. ს----------------–---–ს 23.05.2016 წელს პირად შემოწმების მომენტისთვის სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი N----------დან ირკვევა, რომ ს----------------–---–ს 23.05.2016 წელს 01:48 საათზე, მიუმართავს სამედიცინო დახმარების მიზნით. უჩიოდა ტკივილს მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის და მარცხენა ტერფის არეში. დაშავებულის გადმოცემით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ დაკავების დროს მას მარცხენა კოჭ-წვივის სახსარში ჩაარტყეს ფეხი. აღნიშნულ სახსარში მოძრაობა მტკივნეულია. დაესვა დიაგნოზი: კოჭ-წვივის სახსრის და ტერფის ზედაპირული ტრავმა, სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ჩვენების მიცემისას ექსპერტმა ე-–----------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა--------------------ის გამართლების თაობაზე, რომ თითქოსდა მას დანაშაული არ ჩაუდენია. ამასთან, იმ გარემოებას, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულ პილიციელთა ჩვენებები თითქოსდა წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, ვიდეოჩანაწერები არ ასახავს სრულ სურათს და მასზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ა--------------------ის ბრალეულობა. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით და ემსახურება ა--------------------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით კრიმინალიზებულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. გათვალისწინებული დანაშაული თავისი კონსტრუქციით ფორმალური შემადგენლობისაა და სუბიექტური მხრივ მისი ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ისეთ ელემენტს, როგორიცაა მიზანი. კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მისი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას, აგრეთვე, აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებებით, დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ა--------------------ი პოლიციის თანამშრომლებს მიმართ გამოხატავდა აშკარა უპატივცემულობას, აგინებდა მათ და უწევდა წინააღმდეგობას. კერძოდ, მისი აგრესიული ქმედება მიმართული იყო პოლიციელის კანონიერი საქმიანობის შეწყვეტისკენ თავდაპირველად დ---------------–---–ის მიმართ არ შეედგინა სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო მას შემდეგ რაც შეეცადნენ მის დაკავებას, მან ძალადობის გამოყენებით სცადა თავის დაღწევა. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ა--------------------მა წინააღმდეგობა გაუწია ს----------------–---–ს, რომელმაც სცადა მისი შებოჭვა, მან შეძლო მისგან თავის გათავისუფლება და ფეხის ფეხში ძლიერი დარტყმით მიაყენა დაზიანება. რა დროსაც იგი დაკავებული იქნა ლ---------–-----ის მიერ. ამის შემდეგ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ერთობლივად მოახერხეს ა--------------------ის დაკავება და ავტომანქანაში ჩასმა. გარდა პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებისა, თავად ა--------------------ის და ვ--–------–--–-–---–ის ჩვენებებით დადასტურებულია შემთხვევის ადგილზე ხალხმრავლობის არსებობა, შეკრებილი ადამიანების რიცხოვნება და პატრულის თანამშრომლების მიმართ აგრესიული განწყობა, რამაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აიძულა გამოეყენებინათ სპეციალური საშუალებები. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გარდა ა--------------------ისა იქ შეკრებილი ადამიანებიც ცდილობდნენ ა--------------------ის პოლიციელებისგან გათავისუფლებას, კერძოდ მოწმე ლ---------–-----მა განმარტა, რომ ამ დროს იგი ა--------------------თან ერთად რამდენჯერმე დაეცა ძირს, ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში შესაძლებელია დაკავებულსაც მიეღო დაზიანება, თუმცა თუ დავუშვებთ დაცვის მხარის ვერსიას იმასთან დაკავშირებით, რომ ა--------------------ს დაზიანებები მიაყენეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ეს გარემოება მაინც არ ადასტურებს ა--------------------ის უდანაშაულობას და არ გამორიცხავს მის ბრალეულობას.

 

რაც შეეხება ა--------------------ისთვის პოლიციელების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას და დაკავების დღეს ბრალდებულთა სხეულზე არსებულ დაზიანებებს, რასაც დაცვის მხარე უკავშირებს არა დაკავებისას გამოყენებულ, აუცილებლობით განპირობებულ იძულების ღონისძიებას, არამედ სამართალდამცავ ორგანოში მათი გადაყვანისას ცალკეულ პოლიციელთა მიერ მათ ცემას და ფიზიკურ შეურაცხყოფას, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე 2016 წლის 26 ივნისს დაწყებულია გამოძიება და დღეის მდგომარეობით შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შედეგად, ამოწურული არ არის ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა ამ ეჭვის დადგენილად მიჩნევის, ან უარყოფის შესახებ. შესაბამისად, პალატა არ არის უფლებამოსილი, ამ ეტაპზე, სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, დადგენილად მიიჩნიოს ის ფაქტი, რომ ადგილი ჰქონდა ა--------------------ის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო კანონდარღვევის ფაქტს.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, არ უნდა იქნეს გაზიარებული ვინაიდან ისინი დაინტერესებულნი არიან საქმის შედეგით. მართალია, 2014 წელს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის აქტიური მონაწილეც იყო ა--------------------ი და რომლის ძალისხმევითაც პოლიციის თანამშრომლებს დაეკისრათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ა--------------------ის დაკავებისას პატრულ-ინსპექტორებისთვის ცნობილი არ იყო იმ პირის ვინაობა, რომელიც მათ უწევდათ წინააღმდეგობას და რომლის დაკავებასაც ცდილობდნენ. შესაბამისად დაცვის მხარის მოსაზრება მოკლებულია დამაჯერებლობას და არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით. ჩვენების მიცემისას პოლიციის თანამშრომლებმა დამაჯერებლად და დეტალურად აღწერეს, როგორც ა--------------------ის მიმართ შემთხვევის ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა, ისე დაკავებამდე განვითარებული მოვლენები.

 

პალატა ასევე არ იზიარებს ვ--–------–--–-–---–ის და ა--------------------ის ჩვენებებს, ვინაიდან ისინი არ იყვნენ გულწრფელნი, მართალია ვრცლად საუბრობდნენ დაკავების შემდგომ სამართალდამცველთა მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა თავს არიდებდნენ იმაზე საუბარს, რაც წინ უსწრებდა პატრულის თანამშრომელთა მიერ მათ დაკავებას.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე დაზარალებულ პირებს ექსპერტიზის დასკვნით დაზიანებები არ აღენიშნებოდათ. მართალია ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში მითითებულია რომ დაზიანებები არ აღენიშნებოდათ თუმცა დასკვნის კვლევით ნაწილში დეტალურად არის აღწერილი თუ რას უჩიოდნენ დაზარალებულები.

 

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ მართალია ადვოკატის მიერ მითითებული ხარვეზები, რაც დაშვებულია დაკავების ოქმის შედგენისას ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების მოთხოვნებს, თუმცა აღნიშნული გარემოება თავისთავად არ გამორიცხავს ა--------------------ის ბრალეულობას. ამასთან, თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ ავტოსადგომზე საპროცესო დოკუმენტაციის შედგენა არ ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას, რომლის თანახმად, თუ დაკავების ოქმის შედგენა ობიექტური მიზეზით შეუძლებელია დაკავებისთანავე, იგი უნდა შედგეს დაკავებულის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე, ხსენებული ნორმა არ გამორიცხავს სამართალდამცავი ორგანოს კუთვნილ, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესაძლებლობასაც. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 26-ე ნაწილის თანახმად „გამოძიების ადგილი“ განმარტებულია, როგორც საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციული შენობის მდებარეობის ადგილი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ა--------------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა-------- ო-----------მა ჩაიდინა, პოლიციელის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ა--------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია. მის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის რომ იგი არის ნასამართლევი.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. პალატა თვლის, რომ ა--------------------ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი შეცვლა პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

პალატა ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მ---- მუხლის თანახმად, კი დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

 

პალატა განმარტავს, რომ ა--------------------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 მარტის N-------- განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 იანვრის N--------- განჩინებით ა--------------------ის მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი. ა--------------------ი სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 21 იანვარს. დანაშაულის ჩადენის დროს - 2016 წლის 23 მაისს, მას ზ----აღნიშნული განაჩენით ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. ამდენად, მის მიმართ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით დადგენილი წესი.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

საქმეზე დართული CD-R და DVD-R დისკები - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

ზ----აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ა--------------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ------------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ა--------------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ა--------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ა--------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია, ხოლო გირაოს სახით შეტანილი თანხა გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში.

მსჯავრდებულ ა--------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 20 ოქტომბრიდან.

 

ა--------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 23 მაისიდან 2016 წლის 01 ივნისის ჩათვლით და 2016 წლის 19 დეკემბრიდან 2017 წლის 17 ივლისის ჩათვლით.

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

CD-R და DVD-R დისკები - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე