განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2018
საქმის ნომერი
330100117002010727
ინსტანცია
თარიღი
17.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002010727

საქმე №1/ბ-64-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 ივლისი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ზ------------ის,მსჯავრდებულ: ლ-–----–----ის,ადვოკატ: გ----------–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულის ლ-–----–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-–----–----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #0----------, ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ------–----------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ლ-–----–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ლ-–----–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

ლ-–----–----ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ჩამოერთვა 10 (ათი) წლის ვადით.

 

ლ-–----–----ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ლ-–----–----ემ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ შეინახა 11 ცალი ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, მათში მოთავსებული დიდი ოდენობით 0,0358 გრამი ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი სითხით, საიდანაც ნაწილი, კერძოდ, 1 ცალი ერთჯედი მოხმარების შპრიცი, მასში მოთავსებული 0,0011 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი სითხით. 2017 წლის 14 ივნისს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა ქ. თბილისი ლუბლიანას ქუჩა #38-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ-–----–----ის პირადი ჩხრეკისას, ხოლო დარჩენილი ნაწილი, კერძოდ, 10 ცალი ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, მათში მოთავსებული 0,0347 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი სითხით, იმავე დღეს ამოღებული იქნა ქ. თბილისი ლუბლიანას ქუჩა #38-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ-–----–----ის მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის ჩხრეკისას.

ასევე ლ-–----–----ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და თავისი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით GG-461-FF) ატარებდა: 1) 1974 წლის ნიმუშის ,,AK-74" მოდელის, 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს, რომელიც მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, 2) ქარხნული წესით დამზადებულ, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ კალიბრის 84 ცალ ვაზნას, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას ვარგისია გამოსაყენებლად, 3) ქარხნული წესით დამზადებულ N HC 2069 იარაღს, რომელიც არის 1951 წლის ნიმუშის, მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტი, რაც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, 4) ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის 23 ცალი ვაზნას, რაც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, 5) ქარხნული წესით დამზადებულ N1914 იარაღს, რომელიც არის 9 მმ კალიბრის პისტოლეტი „BROWNING-ი“ და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, 6) ქარხნული წესით დამზადებულ, 1908 წლის ნიმუშის, პარაბელუმ-ლუგერის 9 მმ კალიბრის 13 ცალი ვაზნას, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას ვარგისია გამოსაყენებლად. ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა 2017 წლის 14 ივნისს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა ქ. თბილისი ლუბლიანას ქუჩა N38-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ-–----–----ის სარგებლობაში მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით GG-461-FF) ჩხრეკისას.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ-–----–----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ----------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს, 2018 წლის 9 ივლისს, საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორის ზ------------ის მიერ, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ ლ-–----–----ესთან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა მოითხოვა, რომ ლ-–----–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ლ-–----–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ლ-–----–----ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის საფუძველზე ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2 (ორი) წლის ვადით; 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროკურორმა ზ------------ემ, მსჯავრდებულმა ლ-–----–----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ----------–---–მა.

 

სააპელაციო პალატამ, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ის სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს, ასევე იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც იგი ნებაყოფლობით აღიარებს. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ, აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს. შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში და დაზუსტებულია მხარეთა მიერ სასამართლო პროცესზე. მსჯავრდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

 

საქმის მასალების შესწავლისა და განხილვის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, ლ-–----–----ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ლ-–----–----ის დაკავების ოქმით, ლ-–----–----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული შპრიცებით, მათში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებებით, ქიმიური ექსპერტიზის #1183/სქ-1332/ქრ დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღებით და საბრძოლო მასალით, ბალისტიკური ექსპერტიზის #1420/ბ დასკვნით, მოწმეების უ----------–---–---------------–-------–--------------------------------------- გამოკითხვის ოქმებით, დადგენილია, რომ ლ-–----–----ემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

 

ამდენად, პალატა თვლის, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და დამტკიცდეს წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-215-ე მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორსა და მსჯავრდებულ ლ-–----–----ეს შორის.

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენში.

 

ლ-–----–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ლ-–----–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ლ-–----–----ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2 (ორი) წლის ვადით, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ლ-–----–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 14 ივნისიდან.

 

ლ-–----–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი, პირობითი მსჯავრის პერიოდში, განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს, ავტომატი, ორი ცალი პისტოლეტი, მჭიდები და ვაზნები, ოთხი ცალი ხამუთი, რომლებიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გასაჩივრება შეიძლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი