განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 130100118002351601
საქმე №1ბ/751-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მსჯავრდებულ ბე--------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მა-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ბე---------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 0-------------, საქართველოს მოქალაქის, პ/ნ 5----------, ს-–----–----------–-----, დ------------–--, ნ----------–---ს, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ხ-–------------------------–-----–-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენით ბე--------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა ბე--------–-–---–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბე--------–-–---–ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 (ერთი) წელი და 8 (რვა) თვე და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით.
ბე---------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 05 იანვარს, ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ბე--------–-–---–მა, 2018 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ----–----–-, ტ---------------, ჩაიდინა ოჯახური ძალადობა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ხა----------------იას მიმართ. კერძოდ, მეუღლეს, ხა----------------იას მუშტი დაარტყა მარცხენა თვალის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბე--------–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მა-----------–-–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტი აღნიშნავს, რომ ბე--------–-–---–მა გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილ დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია მტკიცებულებები, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, შერიგებულია მეუღლესთან, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლის ერთადერთი მარჩენალია, ბე--------–-–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მართალია სასამართლომ ბე--------–-–---–ს მინიმალური სასჯელი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა დაუნიშნა, მაგრამ წინა განაჩენიდან მოუხდელი სასჯელის ნახევარზე მეტის დამატებით სასჯელი მეტად დამძიმდა, აპელანტს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა მინიმალური სასჯელის დანიშვნითაც შესაძლებელია და ითხოვს ბე--------–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს მინიმალური სასჯელი.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ არაერთგზის ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა ბე--------–-–---–ი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ხა----------------იას გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ნო------–-–---–ის, და-----–--------–---–ის, შო------–-------–---–ის გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 23 თებერვლის N--------- დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. პირველი ინსტანციის სასამართლომ ბე--------–-–---–ის სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარება და მონანიება.
ბე--------–-–---–ისათვის სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელია, რომ მან გამოსაცდელი ვადის პერიოდში კვლავ ჩაიდინა მეუღლის მიმართ ანალოგიური ქმედება, გამოყენებული შეღავათი პირობითი მსჯავრის სახით ვერ გახდა მისთვის დამაფიქრებელი გაეცნობიერებინა ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა, პირობითმა სასჯელმა ვერ უზრუნველყო მისი მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ აუცილებელია ბე--------–-–---–ის იზოლაცია, ვინაიდან მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ვერ იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, გააცნობიეროს თავისი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ბე--------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მა-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ბე--------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს ბე--------–-–---–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბე--------–-–---–ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 (ერთი) წელი და 8 (რვა) თვე და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ბე--------–-–---–ს დაეწყოს დაკავების დღიდან, 2018 წლის 21 თებერვლიდან.
ბე--------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები: ბე--------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული სიმ-ბარათით: 5-------- 23 იმეიკოდით 3-----------------, რომელიც ინახება შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე