განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001410539
საქმე N3ბ/132-18
განჩინება
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
29 მაისი 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე- ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
წამომადგენელი - ე-- მ-----–-–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე - თ----- პ-------–---–ი;
წამომადგენელი - მ------- ღ------ე;
მესამე პირი - თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
წამომადგენელი - დ----- ტ-----–---–ი, კ---- ტ-------ე;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით თ----- პ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 19 მაისის №1--- ბრძანება თ----- პ-------–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე; თ----- პ-------–---–ს აღუდგა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი და აუნაზღაურდა მიუღებელი შემწეობა;
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 19 მაისის N1--- ბრძანებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 3 მაისის N0------------ მოხსენებითი ბარათის შესაბამისად იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ჩამოერთვა თ----- პ-------–---–ს.
2.2.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილის საკითხების დეპარტამენტის უფროსმა ამავე უწყების მინისტრს მიმართა 2016 წლის 3 მაისის N0------------ მოხსენებითი ბარათით და წარუდგინა დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა თ----- პ-------–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე.
დევნილის საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დასკვნაში აღინიშნა, რომ დევნილის სტატუსის კანონიერების დადგენის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, დევნილობამდე თ----- პ-------–---–ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით გაიგზავნა წერილი თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. 1-----2016წ. N1------- საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ თ----- პ-------–---–ი 2006 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფ. ნ---–ში. 01.04.2016 წელს თ----- პ-------–---–ს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო კითხვარი. დასკვნაში მიეთითა თ----- პ-------–---–ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებანი, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ იგი დაიბადა 1--- წელს ყ-------ში. 1--- წელს დაამთავრა სოფ. ა----ის საშ. სკოლა. 1--- წელს დაოჯახდა სოფ. ნ---–ში. მეუღლეს - ჯ------- ტ-------ეს არ აქვს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. 1--- წლიდან 1--- წლამდე მუშაობდა ქ. თბილისში სხვადასხვა პოლიკლინიკებში მედდად. 1--- წლიდან არ უმუშავია. თბილისში მუშაობის დროს ცხოვრობდა მეუღლის საკუთრებაში მისამართზე: ვ---------ის I მ/რ კ------- ბ.2-. მისი შვილები 1970, 1971 და 1985 წლებში დაიბადნენ თბილისში. საშუალო და უმაღლესი განათლება მიიღეს თბილისში. მეუღლე მუშაობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1961-1992 წწ. როგორც თავად აღნიშნავს 2006 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა სოფ. ნ---–ში. ნ---–ში ძირითადად იმყოფებოდა მარტო, მეუღლე მუშაობდა თბილისში. სოფ. ნ---–ი დატოვა 2008 წლის 13 აგვისტოს. დეპარტამენტმა თ----- პ-------–---–ის საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 1-----2016წ. N1------- საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ თ----- პ-------–---–ი თავის ოჯახთან ერთად 2008 წლამდე და მის შემდეგაც ცხოვრობს მისამართზე: ვ---------ის I მ/რ, კ------ ბ.2-. ზემოაღნიშნ---–ის გათვალისწინებით დეპარტამენტმა მიიჩია, რომ თ----- პ-------–---–ი 2008 წლამდე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად ქ. თბილისში და სოფ. ნ---–ში არ იყო მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. იგი 2008 წლის შემდეგაც ცხოვრობს ოჯახთან ერთად ზემოაღნიშნ---– მისამართზე და მასთან მიმართებაში არ დასტურდება ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა. შესაბამისად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია თ----- პ-------–---–ისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა.
2.2.3. თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, 2016 წლის 5 აპრილს, დევნილთა საკითხების დეპარტამენტს, მათივე წერილის საპასუხოდ, N1-- წერილით აცნობა, რომ მოქალაქე თ----- პ-------–---–ი 2006 წლიდან 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ---–ში.
2.2.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტს მათივე წერილის საპასუხოდ, 2016 წლის 13 აპრილის N M---------------- წერილით მიმართა და აცნობა, რომ მოქალაქე თ----- პ-------–---–ი თავის ოჯახთან ერთად 2008 წლამდე და მის შემდეგაც ცხოვრობს ვ---------ის I მ/რ-ის N- კორპუსის ბ.N2--ში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის 26 ივლისს N1------ წერილით მიმართა თ----- პ-------–---–ს და განუმარტა, რომ სამინისტროს მიერ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის გადამოწმება განხორციელდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა შესრულების უზრუნველსაყოფად. დამუშავებული (გადაცემული) ინფორმაცია ეყრდნობოდა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ჩატარებული გასაუბრების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მის ფაქტობრივ საცხოვრებელს წარმოადგენს როგორც ქ-----–ის რაიონი, სოფელი ა---–-------–ი, დევნილთა დასახლება, ბინა N--, აგრეთვე ქ. თბილისი, ვ---------ის 1-ლი მ/რ-ის კორპუსი N-, ბინა N2-.
2.2.5. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ-----–ის სამსახურის მიერ თ----- პ-------–---–ზე 2007 წლის 19 ოქტომბერს გაცემული პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში თ----- პ-------–---–ის მისამართად მითითებულია ქ-----–ი, ს. ნ---–ი.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, ”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნ---–ი მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, ხოლო მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნ---–ი მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ამავე კანონის მე-4 მუხლის ”გ” ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნ---–ი მიზეზის გამო.
ზემოაღნიშნ---–ი ნორმების შინაარსის გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს დადგინდეს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი , ამასთან მას ასეთი ადგილი იძულების წესით უნდა ჰქონდეს დატოვებული.
საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-
მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით,”საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება, თვითონ გადაწყვიტოს, სად იცხოვროს. ამავე დროს პირი არც იმაშია შეზღუდული, რომ ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის
წესის შესახებ” კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენის, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით დაწესებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ნებისმიერი სხვა დაწესებულება ან იურიდიული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის საცხოვრებელი ადგილის დადასტურების მიზნით მოითხოვოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა, რომელიც სანოტარო წესით დამოწმებას არ საჭიროებს. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემული ნორმის განმარტების თანახმად, პირის საცხოვრებელი ადგილის დადასტურების ერთ-ერთ უმთავრეს დოკუმენტს წარმოადგენს პირადობის მოწმობა, რადგან რეგისტრაციის მიზანია მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით პირის შესახებ მონაცემების, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის დადგენა. ამასთან, აღნიშნ---–ი კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, პირს მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ასეთ შემთხვევაში პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართი. ამდენად, რეგისტრაციის ადგილი მიუთითებს პირის მიერ გამოხატულ ნებაზე, სადაც სურს ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. თუმცა რეგისტრირებული მისამართი არ გამორიცხავს, რომ ამავე პირს სხვაგან ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ასეთ შემთხვევაში რეგისტრირებულისგან სხვა მისამართზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სარწმუნო მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის სახელზე 2007 წელს გაცემული პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში რეგისტრაციის მისამართად მითითებულია ქ-----–ი, ს. ნ---–ი. შესაბამისად ივარაუდება, რომ სოფელი ნ---–ი წარმოადგენს თ----- პ-------–---–ის მუდმივ საცხოვრებელ მისამართს, თუკი აღნიშნ---–ის საწინააღმდეგო არ დამტკიცდება შესაბამისი მტცკიცებულებებით.
სასამართლომ განმარტა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნ---– ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს, ეწევა ყოფით, საოჯახო-სამეურნეო საქმიანობას.
აქვე სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 1 თებერვლის N1227-1213 (კ-11) გადაწყვეტილებაზე, სადაც განიმარტა, რომ
,,საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს ,,რეგისტრაციის ადგილი” და ,,მუდმივი საცხოვრებელი ადგილი”. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს, პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნ---– ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, გადასახდის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.“
სასამართლოს მითითებით, განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელეს მინიჭებული ჰქონდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 19 მაისის N1--- ბრძანებით ჩამოერთვა. ადმინისტრაციულმა ორგანომ თ----- პ-------–---–ისთვის სტატუსის ჩამორთმევის საფუძვლად მიუთითა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია მასზედ, რომ თ----- პ-------–---–ი არ წარმოადგენდა სოფელ ნ---–ის მუდმივ მაცხოვრებელს, არამედ იგი წარმოადგენს ქ. თბილისში, ვ---------ის პირველი მ/რ-ის N- კორპუსის ბ. N2--ში მუდმივად მაცხოვრებელ პირს. ადმინისტრაციული ორგანო, ასევე, მიუთითებს მასზედ, რომ თ----- პ-------–---–ის ოჯახის წევრები მუდმივად ცხოვრობდნენ თბილისში. მითითებულ გარემოებათა საფუძველზე მოპასუხემ მიიჩნია, რომ მოსარჩელე 2008 წლამდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში და სოფელი ნ---–ი არ იყო მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლომ განმარტა, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი.
მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა , როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.
სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 26 ივლისის N1------ წერილზე, სადაც თ----- პ-------–---–ს განემარტა, რომ მათ მიერ დევნილთა საკითხების დეპარტამენტისთვის მიწოდებული ინფორმაცია მოპოვებულ იქნა გასაუბრების შედეგად, რომლის თანახმად მის ფაქტობრივ საცხოვრებელს წარმოადგენს როგორც ქ-----–ის რაიონის სოფელი ა---–-------–ი, დევნილთა დასახლება, ბინაN--, აგრეთვე ქ. თბილისი, ვ---------ის 1-ლი მ/რ-ის კორპუსი N-, ბინა N2-. ამდენად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ მის მიერ ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა მოსარჩელის ამჟამინდელი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ვინაიდან 2008 წლამდე მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ვერ იქნებოდა დევნილთა დასახლება ს. ა---–-------–ი. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დევნილთა საკითხების დეპარტამენტისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში მითითებულია თ----- პ-------–---–ის 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამდენად, სასამართლო თ----- პ-------–---–ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის ვერ დაეყრდნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებულ წერილებს, ვინაიდან ისინი უტყუარად ვერ ადასტურებენ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემობეას - კონკრეტულ მისამართზე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტს, აღნიშნ---–ი კუთხით სამინისტროს ორი წერილი წინააღმდეგობაშიც კი მოდის ერთმანეთთან. ერთ შემთხვევაში თ----- პ-------–---–ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს მხოლოდ თბილისში არსებული მისამართი, ხოლო მეორე შემთხვევაში როგორც თბილისი, ასევე, ქ-----–ის რაიონი, სოფელი ა---–-------–ი, დევნილთა დასახლება. მოცემული ინფორმაცია არ ადასტურებს ერთიდაიგივე ფაქტს.
სასამართლომ, ასევე, ყურადღებას მიაქცია იმ გარემოებას, რომ არ ხდება მითითება თუ კონკრეტულად ვისი გამოკითხვა განახორციელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და რა ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა მათგან, შესაბამისად შეუძლებელია შეფასება თუ რამდენად ასახავს სამინისტროს მიერ მოპოვებული ინფორმაცია ჭეშმარიტებას.
სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მოსარჩელის მეზობლები სოფელ ნ---–იდან, რომელთაც მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი. აღნიშნ---–ი პირები არიან ნ-----------–---ძე, ზ------ ტ-------ე და ა----------–-ძე. მათ მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, თ----- პ-------–---–ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ნ---–ში, ეწეოდა სამეურნეო საქმიანობას, მისდევდა მეფუტკრეობას. მათ 2008 წლის აგვისტოში ერთად დატოვეს სოფელი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მესამე პირის - თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელთა განმარტებაზე, რომლებიც ადასტურებენ თ----- პ-------–---–ის სოფელ ნ---–ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს 2008 წლის აგვისტოს ომამდე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები ადასტურებენ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას, ისინი განსაზღვრავენ თ----- პ-------–---–ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს 2008 წლის აგვისტოს ომამდე. აღნიშნ---– ადგილს წარმოადგენს ქ-----–ი, სოფელი ნ---–ი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში თ----- პ-------–---–ის პირადობის მოწმობაში დაფიქსირებული მისამართი თანხვედრაში მოდის მოსარჩელის ფაქტობრივ მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან. მოპასუხის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა პირადობის მოწმობაში და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დადასტურებულ გარემოებას თ----- პ-------–---–ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მასზედ დაკისრებული მტკიცების ტვირთი და ვერ უზრუნველყო სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის დადასტურება.
ყოველივე ზემოაღნიშნ---–იდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნ---– სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნ---–იდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა ცნობილიყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 19 მაისის №1--- ბრძანება თ----- პ-------–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე და აღუდგეს მას დევნილის სტატუსი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარე თ----- პ-------–---–ი, დევნილად რეგისტრირებულია 2009 წლიდან და მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე ფაქტიურ და იურიდიულ მისამართად უფიქსირდება ქ-----–ი, სოფ. ნ---–ი.
დევნილის სტატუსის კანონიერების დადგენის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, დევნილობამდე თ----- პ-------–---–ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით გაიგზავნა წერილი თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. 1-----2016წ. N 1------- საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ თ----- პ-------–---–ი პ/ნ 0---------- 2006 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფ. ნ---–ში.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2016 წელის 01 აპრილს თ----- პ-------–---–ს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ,, იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარის ფორმის დამტკიცებისა და დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით გასაუბრებაზე და კითხვარის შევსებაზე, ასევე დევნილის მოწმობის გაცემაზე სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა განსაზღვრის შესახებ“ 2014 წლის 16 მაისის N 8-- ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული კითხვარი.
გასაუბრების დროს მოქალაქე თ----- პ-------–---–მა აღნიშნა, რომ დაიბადა 1--- წელს ყ-------ში. 1--- წელს დაამთავრა სოფ. ა----ის საშ. სკოლა. 1--- წელს დაოჯახდა სოფ. ნ---–ში. მეუღლეს-ჯ------- ტ-------ეს არ აქვს იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსი. როგორც თავად აღნიშნავს, 1--- წლიდან 1--- წლამდე მუშაობდა ქ. თბილისში სხვადასხვა პოლიკლინიკებში მედდად. 1--- წლიდან არ უმუშავია. თბილისში მუშაობის დროს ცხოვრობდა მეუღლის საკუთრებაში მისამართზე: ვ---------ის I მ/რ კ------- ბ. 2-. მისი შვილები 1970, 1971 და 1985 წლებში დაიბადნენ თბილისში. საშუალო და უმაღლესი განათლება მიიღეს თბილისში. მეუღლე მუშაობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1961-1992წწ. როგორც თავად აღნიშნავს 2006 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა სოფ. ნ---–ში. მისი განმარტებით, ნ---–ში ძირითადად იმყოფებოდა მარტო, მეუღლე მუშაობდა თბილისში. მისი განცხადებით სოფ. ნ---–ი დატოვა 2008 წლის 13 აგვისტოს.
თ----- პ-------–---–ის საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით გაიგზავნა წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 1-----2016წ. N 1------- საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ თ----- პ-------–---–ი თავის ოჯახთან ერთად 2008 წლამდე და მას შემდეგაც ცხოვრობს მისამართზე: ვ---------ის პირველი მ/რ, კ-------- ბ. 2-.
ზემოაღნიშნ---–ი გარემოებების გათვალისწინებით აპელანტს მიაჩნია, რომ თ----- პ-------–---–ი 2008 წლამდე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად ქ. თბილისში და სოფ. ნ---–ი არ იყო მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. იგი 2008 წლის შემდეგაც ცხოვრობს ოჯახთან ერთად ზემოაღნიშნ---– მისამართზე და მასთან მიმართებაში არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა.
შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია და თ----- პ-------–---–ს პ/ნ 0---------- ჩამოერთვა დევნილის სტატუსი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაფუძნებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 26 ივლისის N1------ წერილზე, რომლითაც თ----- პ-------–---–ს განემარტა, რომ მათ მიერ დევნილთა საკითხების დეპარტამენტისათვის მიწოდებული ინფორმაცია მოპოვებულ იქნა გასაუბრების შედეგად, რომლის თანახმად, მის ფაქტობრივ საცხოვრებელს წარმოადგენდა როგორც ქ-----–ის რაიონის სოფელი ა---–-------–ი, დევნილთა დასახლება ბინა N--, აგრეთვე ქ. თბილისი, ვ---------ის 1-ლი მ/რ-ის კორპ. N-, ბინა N2-. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ მის მიერ ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა მოსარჩელის ამჟამინდელი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ვინაიდან, 2008 წლამდე მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ვერ იქნებოდა დევნილთა დასახლება, ს. ა---–-------–ი. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დევნილთა საკითხების დეპარტამენტისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში მითითებულია თ----- პ-------–---–ის 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულად იქნა უგულვებელყოფილი ოჯახის ერთიანობის პრინციპი. მის მიერ სრულიად დასუსაბუთებლად მოხდა იმ განმარტების გაზიარება, თითქოს მოსარჩელე მარტო ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაშინ, როდესაც, არადევნილი მეუღლე (რომელსაც გააჩნდა საკუთრება ქ. თბილისში) და შვილები (რომლებიც დაიბადნენ ქ. თბილისში) ფაქტობრივად ცხოვრობდნენ ქ. თბილისში.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
პალატა განსახილველ შემთხვევაში განმარტავს, რომ ”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნ---–ი მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, ხოლო მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნ---–ი მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ამავე კანონის მე-4 მუხლის ”გ” ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნ---–ი მიზეზის გამო.
ზემოაღნიშნ---–ი ნორმების შინაარსის გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს დადგინდეს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი , ამასთან მას ასეთი ადგილი იძულების წესით უნდა ჰქონდეს დატოვებული.
საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება- მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, ”საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება, თვითონ გადაწყვიტოს, სად იცხოვროს. ამავე დროს პირი არც იმაშია შეზღუდული, რომ ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.
პალატა განმარტავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნ---– ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს, ეწევა ყოფით, საოჯახო-სამეურნეო საქმიანობას.
აქვე პალატა მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 1 თებერვლის N1227-1213 (კ-11) გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ ,,საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს ,,რეგისტრაციის ადგილი” და ,,მუდმივი საცხოვრებელი ადგილი”. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს, პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნ---– ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, გადასახდის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.“
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს მინიჭებული ჰქონდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 19 მაისის N1--- ბრძანებით ჩამოერთვა. ადმინისტრაციულმა ორგანომ თ----- პ-------–---–ისთვის სტატუსის ჩამორთმევის საფუძვლად მიუთითა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია მასზედ, რომ თ----- პ-------–---–ი არ წარმოადგენდა სოფელ ნ---–ის მუდმივ მაცხოვრებელს, არამედ იგი წარმოადგენს ქ. თბილისში, ვ---------ის პირველი მ/რ-ის N- კორპუსის ბ. N2--ში მუდმივად მაცხოვრებელ პირს. ადმინისტრაციული ორგანო, ასევე, მიუთითებს მასზედ, რომ თ----- პ-------–---–ის ოჯახის წევრები მუდმივად ცხოვრობდნენ თბილისში. მითითებულ გარემოებათა საფუძველზე აპელატმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე 2008 წლამდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში და სოფელი ნ---–ი არ იყო მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
პალატა ყურადღებას მიაქცევს, პალატის მიერ 2018 წლის 03 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს შს სამინისტროდან გამოთხოვილ წარმოების მასალას, კერძოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 26 ივლისის N1------ წერილზე, სადაც თ----- პ-------–---–ს განემარტა, რომ მათ მიერ დევნილთა საკითხების დეპარტამენტისთვის მიწოდებული ინფორმაცია მოპოვებულ იქნა გასაუბრების შედეგად, რომლის თანახმად მის ფაქტობრივ საცხოვრებელს წარმოადგენს როგორც ქ-----–ის რაიონის სოფელი ა---–-------–ი, დევნილთა დასახლება, ბინაN--, აგრეთვე ქ. თბილისი, ვ---------ის 1-ლი მ/რ-ის კორპუსი N-, ბინა N2-. ამდენად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ მის მიერ ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა მოსარჩელის ამჟამინდელი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ვინაიდან 2008 წლამდე მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ვერ იქნებოდა დევნილთა დასახლება ს. ა---–-------–ი. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დევნილთა საკითხების დეპარტამენტისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში მითითებულია თ----- პ-------–---–ის 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
ამდენად, პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, იმის შესახებ, რომ სასამართლო თ----- პ-------–---–ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის ვერ დაეყრდნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ წერილებს, ვინაიდან ისინი უტყუარად ვერ ადასტურებენ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს - კონკრეტულ მისამართზე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტს, აღნიშნ---–ი კუთხით სამინისტროს ორი წერილი წინააღმდეგობაშიც კი მოდის ერთმანეთთან. ერთ შემთხვევაში თ----- პ-------–---–ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს მხოლოდ თბილისში არსებული მისამართი, ხოლო მეორე შემთხვევაში როგორც თბილისი, ასევე, ქ-----–ის რაიონი, სოფელი ა---–-------–ი, დევნილთა დასახლება. მოცემული ინფორმაცია არ ადასტურებს ერთსა და იმავე ფაქტს.
პალატა აქვე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოსა და თ----- პ-------–---–ის წარმომადგენლის განმარტებას, რომ ბინაზე გამოცხადების ოქმებით ასევე, არ დგინდება თუ კონკრეტულად რა ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა გამოიკთხულ პირთაგან შს სამინისტრომ, შესაბამისად შეუძლებელია შეფასება თუ რამდენად ასახავს სამინისტროს მიერ მოპოვებული ინფორმაცია ჭეშმარიტებას.
პალატა აქვე ყურადღებას მიაპყრობს მესამე პირის - თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელთა განმარტებას, რომლებიც ადასტურებენ თ----- პ-------–---–ის სოფელ ნ---–ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს 2008 წლის აგვისტოს ომამდე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები და პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები ადასტურებენ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას, ისინი განსაზღვრავენ თ----- პ-------–---–ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს 2008 წლის აგვისტოს ომამდე. აღნიშნ---– ადგილს წარმოადგენს ქ-----–ი, სოფელი ნ---–ი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში თ----- პ-------–---–ის პირადობის მოწმობაში დაფიქსირებული მისამართი თანხვედრაში მოდის მოსარჩელის ფაქტობრივ მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან.
პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.
პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა - განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას.
ზემოაღნიშნ---–იდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს გასაჩვრებული გადაწყვეტილება.
5. საპროცესო ხარჯები:
5.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ და „უ“ ქვეპუნქტების თანახმად, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა