განაჩენი

სისხლის სამართლის 18.07.2018
საქმის ნომერი
330100117002060277
ინსტანცია
თარიღი
18.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002060277

საქმე №1ბ/630-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ა----------–---–-------------------------------------------

ადვოკატის: გ-------------ას

მსჯავრდებულის: გ------------------ის

მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ გ------------------ის ინტერესების დამცველის - ადვოკატ გ-------------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ------------------ის მიმართ. გ------------------ე დაბადებულია 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გლ------------------------------------------------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- მ--------მ ჩაიდინა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა.

 

გ------------------ის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 19 ივლისს, ღამის საათებში საქართველოს შ--------------–-------–-–--- დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორები: კა---------–--ე და გ--–----------–---–ი სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალებით - „---------------ს“ ფირმის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით D--------), მიდიოდნენ რადიოსადგურ ,,ცენტრის“ მიერ გადაცემულ შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, გ-–-------------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიახლოებისას უეცრად იქ მყოფი გ------------------ე თავს დაესხა პოლიციის ავტომანქანას, დაახტა მას და ტანის, ხელებისა და იდაყვების გამოყენებით განზრახ დააზიანა ავტომანქანის საქარე მინა და ძრავის სახურავი. ზემოაღნიშნული ქმედებებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიადგა 865 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის განაჩენით:

 

გ------------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 985.05 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ გ------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 19 ივლისიდან.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-------------ამ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა გ------------------ის მიმართ გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციის ნაწილში, კერძოდ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს პირის პასუხისმგებლობას ნივთის დაზიანების ან განადგურებისათვის გაუფრთხილებლობით.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა თბილისის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მ------ დ--------მ. ბრალდების მხარემ არ გაიზიარა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა გ------------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება, როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ------------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ-------------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის განაჩენი გ------------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება, განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ------------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

მსჯავრდებულ გ------------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად არის დადგენილი და დადასტურებული საქმეზე შეკრებილი ობიექტური, თანმიმდევრული და ერთმანეთის თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულის წარმომადგენლის შო---------------–---–ის ჩვენებით, მოწმეების კა----------–---ს, გ--–----------–---–ის, დ---------–---ის, გ---------------ის, თ------–------–ის, რ---------------–-ას, გ-------–---------ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასაქონლო და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, 112-დან გამოთხოვილი ვიდეომასალით და მისი დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

მოწმის სახით დაკითხული კა---------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს ქ. თბილისის მ---------------------–--ს საპატრულო სამმართველოს გ-–------------------–------------–----–ში პატრულ-ინსპექტორის პოზიციაზე. 2017 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 4:00 საათიდან - 5:00 საათამდე პერიოდში მეწყვილე გ--–----------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას „შკოდას“ მარკის ავტომანქანით, სახ. N D--------, ბორტის N6--, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება, რომ ქ. თბილისში, გლ--------------------------------------------ს მიმდებარედ ადგილი ჰქონდა ჩხუბის ფაქტს. ვინაიდან, გადაცემული იყო ინფორმაცია ჩხუბის ფაქტის შესახებ, დაიხმარეს მეორე ეკიპაჟი N6--, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ დ---------–---ი და გ---------------ე. შემთხვევის ადგილზე მიახლოებისას ჩართული ჰქონდათ სამსახურებრივ ავტომანქანაზე დამაგრებული ციმციმა, ხოლო იმის გათვალისიწინებით, რომ შეტყობინება შეეხებოდა ახალგზრდებს შორის ჩხუბის ფაქტს, პრევენციის მიზნით ციმციმასთან ერთად ეკიპაჟის წევრები პერიოდულად იყენებდნენ ხმოვან სიგნალს. შემთხვევის ადგილზე მისვლისას დაინახა მისი ეკიპაჟის მიმართულებით სირბილით მიმავალი შორტებში ჩაცმული წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი, რომელიც, როგორც გამოძებით დადგინდა, იყო გ------------------ე. გ------------------ე გინებით მიუახლოვდა მათ სამსახურეობრივ ავტომანქანას და ფეხებით შეახტა წინა მხარეს, რა დროსაც იდაყვის გამოყენებით დააზიანა წინა საქარე მინა და ავტომანქანის ძრავის ხუფი. აღნიშნულის შემდეგ გ------------------ე ჩამოხტა ავტომანიდან და გაიქცა N6--ე კორპუსის მიმართულებით, თან იგინებიოდა პატრულის თანამშრომლების მისამართით და ეძახდა „ძაღლებს“. აღნიშნულის გამო გ------------------ე დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით. შეჩერების შემდეგაც აგრძელებდა ლანძღვა-გინებას, წინააღმდეგობას უწევდა პოლიციის თანანამშრომლებს და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა გ--–----------–---–მა და დამატებით განმარტა, რომ გამომძიებელთან და ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ავტომანქანის დათვალიერებაში.

 

კა---------–--ის და გ--–----------–---–ის ჩვენებები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა დ---------–---მა და გ---------------ემაც, რომლებმაც განმარტეს, რომ დაინახეს, თუ როგორ შეახტა გ------------------ე მათი ავტომანქანის წინ მოძრავ საპატრულო პოლიციის N6---ე ეკიპაჟის ავტომანქანას, რის შემდეგაც გაიქცა საპირისპირო - N6--ე კორპუსის მიმართულებით. გ------------------ე იგინებოდა და პოლიციის თანამშრომლებს მოიხსენიებდა, როგორც „ძაღლებს“.

მოწმე თ------–------–ის პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს შ--------------–-------–-–--- დეპარტამენტში გ----------–-- თანამდებობაზე. განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე დაარეგისტრირა საქმე, დანიშნა ტრასოლოგიური ექსპერტიზა, მოწმის სახით დაკითხა გ------- ძ---–--- და გააგზავნა მიმართვის წერილი.

სისხლის სამართლის საქმეზე შ--------------–-------–-–--- დეპარტამენტის ქ. თბილისის მ---------------------–--ს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ რ---------------–-ას მიერ ჩატარებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ბრალდებულის სახით გ------------------ის დაკავება, მოწმეთა გამოკითხვა და დათვალიერების ოქმის შედგენა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო ნორმათა მოთხოვნის დაცვით შესრულებულ საპროცესო დუკუმენტების ნამდვილობა და სისწორე დაადასტურა ასევე მოწმის სახით დაკითხულმა გ-------–---------მ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, გ-–-------------------------–-------------------ს მიმდებარედ. კორპუსის წინ, საავტომობილო გზაზე იდგა შ--------------–-------–-–--- დეპარტამენტის კუთვნილი „S--------------ს მარკის ავტომანქანა სახ. ND-------- ბორტის N6--, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა ძრავის ხუფი და ეტყობოდა ჩაზნექის კვალი. ასევე, დაზიანებული იყო ავტომანქანის წინა საქარე მინა, რომელსაც აღენიშნებოდა ბზარები. აღნიშნული გარემოება სრულად დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - თ----------------–---–მა და ნ---------------მ.

 

სასაქონლო და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №1-------------- დასკვნის თანახმად, „S--------------ს ა/ მანქანის სახელმწიფო ნომრით D-------- წინა საქარე მინისა და ძრავის ხუფის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა აღდგენისათვის საჭირო თანხის გათვალისწინებით შეადგენს 865 ლარს; ვტომობილზე არსებული დაზიანებები თავიანთი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე რბილი საფარის მქონე სხეულთან (როგორიც შეიძლება იყოს ადამიანიც სხეულიც) ურთიერთქმედებისათვის. ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა - შ--–------–-----–---–მა და დ----------–-----მ.

 

დაზარალებულის წარმომადგენლმა შ--–--------------–---–მა თავის ჩვენებაში მიუთითა რომ, როგორც მისთვის არის ცნობილი, მსჯავრდებულმა დააზიანა საპატრულო პოლიციის ბალანსზე რიცხული „---------------ს“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით „D--------“, რითიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიადგა 865 ლარის ოდენობის ზიანი. ზიანი ანაზღაურებული იქნა სადაზღვევო კომპანიის მიერ.

 

საქმეზე დართული ვიდეო მასალის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ქ. თბილისში, გ-–-------------------------–-------------------ს მიმდებარედ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟზე ბრალდებულ გ------------------ის თავდასხმის ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. კადრში ჩნდება გ------------------ე, რომელსაც აცვია მუქი ფერის შორტი, წელს ზემოთ არის შიშველი და მირბის საპატრულო პოლიციის ავტომანქანის მიმართულებით ისე, რომ სვლას არ ანელებს, უახლოვდება მოძრავ საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, რა დროსაც ორი ფეხით ხტება საპატრულო პოლიციის ავტომანქანის მიმართულებით, ფეხებით ვერ წვდება წინა საქარე მინას და ეცემა ძრავის ხუფზე. განზრახ მარჯვენა ხელის იდაყვს ურტყამს მინას, რა დროსაც მინა ზიანდება და იბზარება. აღნიშნულის შემდეგ გ------------------ე ხტება ძირს და გარბის. მას მისდევს კა---------–--ე. ვიდეო მასალის დათვალიერების ოქმით ასევე დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა 112-დან გამოთხოვილი ლაზერული დისკი, რომელზეც ჩაწერილია აუდიო ჩანაწერი. ჩანაწერში საუბრობენ სსიპ 112-ის ოპერატორი და მოქალაქე. მოქალაქის განმარტებით, გ-–----------------–-------- კორპუსთან არის ახალგაზრდების ჩხუბი. ისინი ხმაურობენ და აწუხებენ მოსახლეობას. მისივე განმარტებით, ახალგაზრდები არიან ადგილობრივები, დაახლოებით ხუთ პიროვნებაზე მეტი. კუთვნილი ტელეფონიდან სატელეფონო ზარის განხორციელების ფაქტი დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ს----------------–---–მა და განმარტა, რომ გვიან ღამე ჩავიდა მაღაზიაში, რა დროსაც მისთვის უცნობმა გოგონამ სთხოვა მობილური ტელეფონი და გამოიძახა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ჩხუბთან დაკავშირებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა გ------------მ დაადასტურა, რომ 2017 წლის 19 ივლისს მეგობრებთან - მათ შორის გ------------------ესთან ერთად იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლთან, მდებარე ქ. თბილისი, გ-–-------------------------ში, N6--ე კორპუსის მიმდებარედ. მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს-ლუდს. შელაპარაკება მოუვიდა გ------------------ესთან. მისივე განმარტებით, გაღიზიანებული გ------------------ე გაიქცა და დაინახა თუ როგორ დაეჯახა საპატრულო პოლიციის ავტომანქანას.

 

ბრალდებულის სახით დაკითხულმა გ------------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად და მიირთვეს ალკოჰოლური სასმელი, რა დროსაც შელაპარაკება მოუვიდა მათთან. ვინაიდან დედამ დაურეკა, სწრაფად გაიქცა სახლისკენ, რა დროსაც მიუახლოვდა მკვეთრ მოსახვევს, ვერ შენიშნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომანქანა და დაეჯახა წინააღმდეგობის გადალახვის მიზნით. დაჯახების შემდეგ გაიქცა საპირისპირო მიმართულებით. მისივე განმარტებით, არ დაუნახავს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ ჩართული სპეციალური სანათი მოწყობილობა და არც ხმოვანი სიგნალი გაუგონია.

 

მსჯავრდებულ გ------------------ის პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენება და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, რომ არასაკმარისი და არადამაჯერებელი მტკიცებულებები ჰქონდა წარდგენილი ბრალდების მხარეს და პირველი ინსტანციის სასამართლომ მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე გამოიტანა გამამატყუნებელი განაჩენი, პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, გ------------------ის ჩვენება სრულად ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეულ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეო ჩანაწერში ნათლად ჩანს თუ როგორ ესხმის თავს თავს გ------------------ე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, რომელსაც ჩართული აქვს სპეციალური სანათი მოწყობილობა, მიზანმიმართულად აზიანებს ავტომანქანას, ხტება ძირს და გარბის საპირისპირო მიმართულებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებული იქნა თავად საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებითაც. ამდენად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული მოსაზრება გ------------------ის მიერ გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულის და მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლით დაკვალიფიცირების შესახებ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

 

დაცვის მხარემ გარდა მსჯავრდებულის ჩვენებისა, ვერ მიუთითა ვერცერთ მკიცებულებაზე, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ადგილი ჰქონდა გ------------------ის გაუფრთხილებელ ქმედებას, რომ იგი თითქოს შემთხვევით შეეჯახა საპატრულო პოლიციის ა/მანქანას და წინაღობის გადალახვისას დააზიანა იგი. ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევით უტყუარად დადასტურდა: გ------------------ე აცნობიერებდა, რომ შემთხვევის ადგილზე მისული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ა/მანქანით (ჩართული იყო ციმციმა, პატრული ინსპექტორი საუბრობდა ხმის გამაძლიერებლით) და სწორედ მათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიზანმიმართულად გაექანა ა/მანქანისკენ, შეხტა (და არა შეეჯახა) ძრავის ხუფზე, იდაყვი ჩაარტყა და გაბზარა საქარე მინა, რის შემდეგაც გაიქცა. იმავდროულად პოლიციელებს მოიხსენიებდა ,,ძაღლებად“. მითითებული გარემოებები გამორიცხავენ აღწერილი ქმედების გაუფრთხილებლობით ჩადენას. შეკრებილი მტკიცებულებების ერთიანი ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მანამდე სიტყვიერ კამათში მონაწილე გ------------------ე გააღიზიანა საპატრულო პოლიციის გამოჩენამ, გახდა აგრესიული და მათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავს დაესხა საპატრულო პოლიციის ა/ მანქანას, რომლის განზრახ დაზიანებისა და პოლიციელთა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიების შემდეგ შეეცადა, მიმალულიყო.

 

პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის და შეფასების შედეგად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა შეფასებული გ------------------ის ინკრიმინირებული ქმედება, რაც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის პირველი ნაწილით. რაც შეეხება გ------------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ეთანხმება შერჩეული სასჯელის სახეს და ზომას და მიაჩნია, რომ მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, მმართველობის წესის და საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავიდან აცილებას. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ გ------------------ისთვის დანიშნული საბოლოო სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ------------------ის ინტერესების დამცველის - ადვოკატ გ-------------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის განაჩენი გ------------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ------------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ-------------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის განაჩენი გ------------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

გ------------------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 985.05 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მედველობაში იქნას მიღებული, რომ გ------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

გ------------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 19 ივლისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე და სსიპ 112-ის წერილით გადმოგზავნილი ლაზერული დისკი, რომლებიც დალუქული სახით 2 პაკეტად დართული აქვს საქმეს შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

შ--------------–-------–-–--- დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული „---------------ს“ ფირმის ავტომანქანა სახ. ND--------, შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე