განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.06.2018
საქმის ნომერი
330210016001506897
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001506897

2ბ/6892-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

აპელანტი- თ----- მ---------–ი, ზ----- ც----------ე

წარმომადგენელი - კ------- ყ------ი (ზ----- ც----------ის წარმომადგენელი)

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს მიკროსფინანსო ორგანიზაცია კ-------------–------

კ---------

 

წარმომადგენელი - უ-- ძ----------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.10.2017წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. შპს მიკროსფინანსო ორგანიზაცია „კ-------------–------ კ---------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა.

2. ზ----- ც----------ისა და თ----- მ---------–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნა ქ. თბილისში, ი-------------–---–-- ქ. კორპუსი №4--ში, პირველ სადარბაზოში, მე-3 სართულზე მდებარე ბინა №-, საკადასტრო კოდით

№0------------------------- და ქ. თბილისში, ი-------------–---–-- ქ. №4---ში პირველ სადარბაზოში მე-3 სართულზე მდებარე 64,53 კვ.მ. ფართი საკადასტრო კოდი

№0------------------------- და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს

მესაკუთრე შ.პ.ს. მიკროსფინანსო ორგანიზაცია „კ-------------–------ კ--------ს“.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ი-------------–---–-- ქ. კორპუსი №4---ში, პირველ სადარბაზოში მე-3 სართულზე მდებარე ბინა №-, საკადასტრო კოდით №0-------------------------, რეგისტრირებულია შ.პ.ს. მიკროსფინანსო ორგანიზაცია „კ-------------–------ კ---------“-ს საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: განკარგულება №A----------------, დამოწმების თარიღი: 13/01/2016. აღსრულების ეროვნული ბიურო, თბილისის სააღსრულებო ბიურო; განკარგულების დანართი №A----------------, დამოწმების თარიღი 13/01/2016, აღსრულების ეროვნული ბიურო, თბილისის სააღსრულებო ბიურო (ს.ფ. 18-19).

 

2.2. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ი-----

გ------–---–-- ქ. კორპუსი №4---ში პირველ სადარბაზოში მე-3 სართულზე მდებარე უძრავი ქონება ფართით 64,53 კვ.მ. საკადასტრო კოდი №0------------------------- რეგისტრირებულია შ.პ.ს. მიკროსფინანსო ორგანიზაცია „კ-------------– ს---- კ---------“-ს საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: განკარგულება №A----------------, დამოწმების თარიღი: 21/08/2014. აღსრულების ეროვნული ბიურო, თბილისის სააღსრულებო ბიურო (ს.ფ. 63-64).

 

2.3. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 13 იანვრის განკარგულებით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ი-------------–---–-- ქ. №4---ში, პირველ სადარბაზოში მე-3 სართულზე მდებარე №- ბინა, რომელიც იმყოფებოდა მოვალე თ----- მ---------–ის საკუთრებაში, იძულებით საჯარო აუქციონზე შეიძინა კ--------ორმა შ.პ.ს. მიკროსფინანსო ორგანიზაცია „კ-------------–------ კ--------მა“ (ს. ფ. 15-16).

2.4 თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 21 აგვისტოს განკარგულებით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ი-------------–---–-- ქ.№4---ში, პირველ სადარბაზოში მე-3 სართულზე მდებარე 64,53 კვ.მ. ფართი, რომელიც იმყოფებოდა მოვალე თ----- მ---------–ის საკუთრებაში, იძულებით საჯარო აუქციონზე შეიძინა კ--------ორმა შპს მიკროსფინანსო ორგანიზაცია „კ-------------–------ კ--------მა“.

 

2.5 . დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებებს დღემდე ფლობენ მოპასუხეები ზ-----

ც----------ე და თ----- მ---------–ი (იხ. შესაგებლები, მოისმინეთ 12.10.2017 წლის სხდომის ოქმი).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.6. დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქ.თბილისში, ი-------------–---–-- ქ. კორპუსი №4---ში, პირველ სადარბაზოში მე-3 სართულზე მდებარე ბინა №--ს და 64,53 კვ.მ. ფართს ფლობენ მოპასუხეები _ ზ----- ც----------ე და თ----- მ---------–ი. მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ აღნიშნული ქონების კანონიერად ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით :

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

2.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ი-------------–---–-- ქ. კორპუსი №4---ში, პირველ სადარბაზოში მე-3 სართულზე მდებარე ბინა №-, საკადასტრო კოდით №0------------------------- და ქ. თბილისში, ი-------------–---–-- ქ. №4---ში პირველ სადარბაზოში მე-3 სართულზე მდებარე უძრავი ქონება ფართით 64,53 კვ.მ., რეგისტრირებულია შ.პ.ს. მიკროსფინანსო ორგანიზაცია „კ-------------–------ კ---------“-ს საკუთრებად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, შ.პ.ს. მიკროსფინანსო ორგანიზაცია „კ-------------–------ კ---------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ზ----- ც----------ისა და თ----- მ---------–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნას ქ. თბილისში, ი-------------–---–-- ქ. კორპუსი №4---ში, პირველ სადარბაზოში მე-3 სართულზე მდებარე ბინა №-, საკადასტრო კოდით №0------------------------- და ქ. თბილისში, ი-------------–---–-- ქ. №4---ში პირველ სადარბაზოში მე-3 სართულზე მდებარე უძრავი ქონება ფართით 64,53 კვ.მ., საკადასტრო კოდი №0------------------------- და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მესაკუთრე შ.პ.ს. მიკროსფინანსო ორგანიზაცია „კ-------------–------ კ--------ს“.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტების განმარტებით, ვინაიდან სესხის ოდენობას მნიშვნელოვნად აღემატებოდა უძრავი ქონების ღირებულება, მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება, რომ ზ----- ც----------ის და მისი მეუღლის საკუთრებაში არსებულ ბინაზე აღსრულება არ განხორციელდებოდა. მოგვიანებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მაინც დაიწყო აღსრულება სადავო ქონებაზე და განმარტა, რომ ეს იყო ფორმალობა და ბინა საბოლოოდ დაუბრუნდებოდა მესაკუთრეს. მოსარჩელის მიერ ქონება აუქციონზე შეძენილი იქნა სიმბოლურ ფასად. მოგვიანებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მიუხედავად მხარეთა შეთანხმებისა, მიმართა სასამართლოს და მოითხოვა აპელანტების ბინიდან გამოსახლება.

 

3.2. აპელანტის მითითებით, სხდომა დანიშნული იყო 2017 წლის 12 ოქტომბერს. სხდომაზე გამოცხადებულმა წარმომადგენელმა, ვ-–-------- გ-------–-–---–მა განმარტა, რომ მოპასუხეებმა მინდობილობა გაუფორმეს იმ დღეს, 12.10.2017წ., არ იცნობდა საქმის მასალებს და ითხოვა სხდომის გადადება. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ამდენად, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს გამოეთხოვათ ან/და წარედგინათ მტკიცებულებები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისას უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები:

- მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე;

- მოპასუხე უნდა ფლობდეს მოსარჩელის კუთვნილ ნივთს და

- მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

- საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ი-------------–---–-- ქ. კორპუსი №4---ში, პირველ სადარბაზოში მე-3 სართულზე მდებარე ბინა №-, საკადასტრო კოდით №0-------------------------, რეგისტრირებულია შპს მიკროსფინანსო ორგანიზაცია „კ-------------–------ კ---------“-ს საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: განკარგულება №A----------------, დამოწმების თარიღი: 13/01/2016. აღსრულების ეროვნული ბიურო, თბილისის სააღსრულებო ბიურო; განკარგულების დანართი №A----------------, დამოწმების თარიღი 13/01/2016, აღსრულების ეროვნული ბიურო, თბილისის სააღსრულებო ბიურო (ტ. 1, ს.ფ. 18-19).

 

- საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ი-------------–---–-- ქ. კორპუსი №4---ში პირველ სადარბაზოში მე-3 სართულზე მდებარე უძრავი ქონება ფართით 64,53 კვ.მ. საკადასტრო კოდი №0------------------------- რეგისტრირებულია შ.პ.ს. მიკროსფინანსო ორგანიზაცია „კ-------------– ს---- კ---------“-ს საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: განკარგულება №A----------------, დამოწმების თარიღი: 21/08/2014. აღსრულების ეროვნული ბიურო, თბილისის სააღსრულებო ბიურო (ტ. 1, ს.ფ. 63-64).

 

- სადავო უძრავ ქონებას ფლობენ მოპასუხეები.

 

4.2 . პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხეებს არ აქვთ სადავო ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მისივე მოვალეობაა. ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

ვინდიკაციურ სარჩელებზე მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად უნდა გადანაწილდეს: მოსარჩელე მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომ ის წარმოადგენს იმ ნივთის მესაკუთრეს, რომლის გამოთხოვასაც ის ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და რომ ეს ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში. მოპასუხის მტკიცების ტვირთს კი წარმოადგენს მის მიერ სადავო ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება.

 

როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ქონება მოსარჩელის სახელზეა აღრიცხული, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. უდავოა, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მფლობელს.

 

რაიმე მტკიცებულება რაც სადავო ნივთის მოპასუხეთა მიერ ფლობის უფლებაზე მიუთითებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. სააპელაციო საჩივარი, შეიცავს მხოლოდ ზოგად მითითებას უძრავი ქონების მესაკუთრის მიერ განხორციელებულ არამართლზომიერ ქმედებებზე საკუთრების უფლების მოპოვებისას, რაც შეეხება უშუალოდ მოპასუხეთა ფლობის მართლზომიერებას და აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, ასეთზე აპელანტები ვერ მიუთითებენ.

 

მოპასუხებმა სასამართლოს ვერ წარუდგინეს მათი მხრიდან უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. შესაბამისად, ისინი უკანონოდ ფლობენ უძრავ ქონებას, რადგან მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მესაკუთრე შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან (აპელანტთან) მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის, შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და გამოითხოვოს ნივთი მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან.

 

მოსარჩელე უფლებამოსილია განახორციელოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა მესაკუთრის სარჩელი.

 

4.3. წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტები ასევე ითხოვენ გადაწყვეტილების წინმსწრები 12.10.2017წ. საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა წარმომადგენლის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 100,101).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოდავე მხარეთა ინტერესებს შორის ბალანსის დაცვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნას მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და ამა თუ იმ შუამდგომლობის საფუძვლიანობის ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები.

 

განსახილველ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდება, 02.06.2017წ. მოპასუხეებმა მიმართეს სასამართლოს და იმ საფუძლით, რომ დაზუსტებულ სარჩელზე შესაგებლის მოსამზადებლად და წარმომადგენლის დასაქირავებლად ესაჭიროებოდათ დამატებითი დრო, იშუამდგომლეს შესაგებლის წარსადგენად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 73). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.06.2017წ. განჩინებით მოპასუხეებს განჩინების ასლის ჩაბარებიდან სამი დღით გაუგრძელდათ ვადა შესაგებლის წარსადგენად (ტ.1, ს.ფ. 77,78). მოპასუხეებმა შესაგებელი დაზუსტებულ სარჩელზე სასამართლოში წარადგინეს 11.07.2017წ. (ტ.1, ს.ფ.84-91). გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თავდაპირველ სარჩელზე მოპასუხეთა მიერ შესაგებელი წარდგენილი იყო ჯერ კიდევ 11.11.2016წ., რომელშიც მოპასუხეები მიუთითებდნენ, რომ აპირებდნენ შეგებებული სარჩელის აღძვრას, თუმცა ასეთი მოპასუხეთა მიერ წარდგენილი არ ყოფილა (ტ.1, ს.ფ. 34-41). ზემოღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოპასუხეთა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე, ემსახურება საქმის განხილვის გაჭიანურებას. რაც შეეხება საქმის მასალებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქმის მასალებს იცნობდა მოპასუხე, სარჩელს თან ერთვოდა საჯარო რეესტრის ამონაწერი და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა სხდომაზე და მითითებული დოკუმენტების გასაცნობად საქმის განხილვის გადადების შუამდგომლობა იყო უსაფუძვლო.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების წინმსწრები 12.10.2017წ. საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი. განჩინება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ----- მ---------–ის და ზ----- ც----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1210.2017წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ოთარ სიჭინავა