განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100117002200741, №1/ბ-145-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ივლისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის მდივანი ბეატრიჩე პაპანდოპულოვი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------------–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ნ--------------------------–---–ი, დაბადებული 19-- წლის 1--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის მქონე (დანაშაულის ჩადენის დროს), რეგისტრირებული და მცხოვრები: ჩო---------ი, სოფელი ზ----------–------------–-----------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილი (ცივი იარაღის ტარება განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ).
სასჯელი:
ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის დანიშვნა განაჩენთა ერთობლიობით, შემდეგ გარემოებათა გამო: ნ------------–---–ი დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა გამოსაცდელი ვადის მოქმედების ქვეშ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 სექტემბრის განაჩენის საფუძველზე. ის გარემოება, რომ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ნ------------–---–ის მიმართ არსებული პირობითი მსჯავრი გაუქმდა და მოეხსნა ნასამართლობა, არ ათავისუფლებდა სასამართლოს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის მოვალეობისაგან (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
დაცვის მხარის პოზიცია - განაჩენის უცვლელად დატოვება (იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენით, ნ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი ნ------------–---–ი 2016 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ გადაადგილებისას ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენით, ნ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მსჯავრდებულის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ნ------------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და პრეიუდიციულად მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობა (პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმი, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის N2---/ცი დასკვნა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 სექტემბრის განაჩენი, ჯო----------–---–-სა და ნ------------–---–ის გამოკითხვის ოქმები და სხვ.) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულ ნ------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დასაბუთება:
პალატას მიაჩნია, რომ თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 სექტემბრის განაჩენით, ნ------------–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით ამავე გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, ნ------------–---–ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
შესაბამისად, ასევე დადგენილია ის გარემოებაც, რომ 2016 წლის 25 ოქტომბერს ნ------------–---–ი იმყოფებოდა გამოსაცდელი ვადის მოქმედების ქვეშ.
პალატა ეთანხმება ბრალდების მხარეს, რომ გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა, თუმცა, მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს N3----- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა პრობაციის ბიუროს უფროსის შუამდგომლობა, გაუქმდა პირობით მსჯავრდებულ ნ------------–---–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და მოეხსნა ნასამართლობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენის გამოტანამდე ნ------------–---–ის მიმართ არსებული გამოსაცდელი ვადა კი არ დასრულდა ვადის გასვლის გამო, არამედ შეწყდა უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით [...].
პალატას მიაჩნია, რომ გამოსაცდელ ვადაში დანაშაულის ჩადენა, გამოსაცდელი ვადის გასვლის მიუხედავად, პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის გაუქმების საფუძველია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ყურადღება უნდა გამახვილდეს გამოსაცდელი ვადის შეწყვეტის საფუძველზე და როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ისე 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის გაუქმების საფუძველთან ერთად, უნდა არსებობდეს დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის საფუძველი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლი გულისხმობს სასჯელის დანიშვნას დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს. მოცემული მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
შესაბამისად, იმისათვის, რომ მოხდეს სასჯელის განსაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით, უნდა არსებობდეს ორი სასჯელი - ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი და წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი. ბრალდების მხარე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილში მითითებული გარემოებების არსებობისას პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხი უკავშირდება დანაშაულის ჩადენის დროს და არა განაჩენის გამოტანის დროს, ანუ თუ განზრახი დანაშაული ჩადენილია გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში, აღნიშნული წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმების საფუძველს და ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გასულია თუ არა გამოსაცდელი ვადა, რადგან ასეთ დათქმას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს (იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №401აპ-15 - 24.12.2015). პალატა სრულად იზიარებს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნულ განმარტებას, თუმცა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში განსხვავებული მოცემულობაა და უზენაესი სასამართლოს განმარტება არ წარმოადგენს მოცემული შემთხვევის იდენტურს.
მოცემულ შემთხვევაში, უპირობოდ იარსებებდა გამოსაცდელი ვადის გაუქმების საფუძველი იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი ვადის დინება არ იქნებოდა შეწყვეტილი და თუნდაც დასრულდებოდა განაჩენის გამოტანამდე. ნ------------–---–ის განაჩენის დადგენამდე კი მუდმივმოქმედმა კომისიამ პირობითი მსჯავრი გააუქმა, რაც იმას გულისხმობს, რომ განაჩენის გამოტანისას არ არსებობდა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენი, როგორც სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენი.
ნ------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
ნივთიერი მტკიცებულება - დანა - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე