განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.06.2018
საქმის ნომერი
010332118700056965
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
თანხის დაკისრება
თარიღი
12.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010332118700056965

საქმე №3ბ/962-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

12 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

აპელანტი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - მ-------–---------–---–-;

მოწინააღმდეგე მხარე - რ----- კ-----–-–---–-;

წარმომადგენელი- თ------ ბ-–-–---–-;

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – სიღნაღის რაიონული სასამართლოს 14.06.2017 წლის გადაწყვეტილება

1.აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ. I, ს.ფ. 153-159);

 

2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. უძრავი ქონებაზე, მდებარე სიღნაღის რაიონის ქალაქ წ-----ში, დ-----------–-----–ის ჩიხი მ---, ს/კ 5-----------, რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება, რომელსაც ფლობს რ----- კ-----–-–---–-.

 

2.1.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე სიღნაღის რაიონის ქალაქ წ-----ში, დ-----------–-----–ის ჩიხი მ---, ს/კ 5-----------, რომელზეც რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება, ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2016 წლის 18 ოქტობრის მდგომარეობით შეადგენს 235.80 ლარს.

 

2.1.3. 2016 წლის 08 აგვისტოს რ----- კ-----–-–---–მა (მისივე განმარტებით, როგორც მართლზომიერმა მფლობელმა) მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ოფისს უძრავი ქონებაზე, მდებარე სიღნაღის რაიონის ქალაქ წ-----ში, დ-----------–-----–ის ჩიხი მ---, ს/კ 5-----------, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. 2016 წლის 17 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რაც გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა და დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ოფისს დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების განახლება.

 

2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში განამრტა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთვევაში დადგენილია, რომ ვალდებულება წარმოიშვა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 საფუძველზე, რომლის თანახმადაც , სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო /აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

2.2.2 სასამართლომ მიუთითა, რომ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება მოპასუხეს დაეკისრებოდა იმ შემთხვევაში თუ სახეზე იქნებოდა შემდეგი გარემოებები: ა)მოსარჩელე ქონების მესაკუთრეა; ბ) მოპასუხეს მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია; გ) მოპასუხე ქონებას სამეწრმეო საქმიანობისთვის იყენებს; დ) დადგენილია ქონიების იჯარის საბაზრო ღირებულება. ამ გარემოებებიდან უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ქონების მესაკუთრეა და მოპასუხეს არ წარუდგენია მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ დასადგენი იყო ის გარემოება, იყენებდა თუ არა(და რა დროის მონაკვეთში) მოპასხუხე ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის და იყო თუ არა ქონების იჯარის საბაზრო ღირებულება დადგენილი(მოთხოვნილი დროის სრული პერიოდისათვის). სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, რომელსაც ევალებოდა იმ გარემოებების დადასტურება რომელზედაც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას ვერ დაადასტურა იყენებდა თუ არა(და რა დროის მონაკვეთში) მოპასხუხე ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის და არის თუ არა ქონების იჯარის საბაზრო ღირებულება დადგენილი(მოთხოვნილი დროის სრული პერიოდისათვის)

 

2.2.3. სასამართლოს განმარტებით, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობად არ ითვლება ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა), სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობა, აგრეთვე ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასოფლო-სამეურნეო და სატყეო-სამეურნეო წარმოებები შეიძლება არსებობდეს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით, თუ მოხდება მათი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია. რეგისტრაცია სავალდებულოა, თუ წარმოებაში მუდმივად დასაქმებულია მფლობელის ოჯახის არაწევრი ხუთი პირი მაინც.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლი იძლევა საწარმოს შემდეგ განმარტებას: საწარმოდ ითვლება შემდეგი წარმონაქმნები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილი არიან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირები; ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კორპორაციები, კომპანიები, ფირმები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა იურიდიული პირის სტატუსი, აგრეთვე უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება;

გ) გაერთიანებები, ამხანაგობები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

ამავე კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მეწარმეთა შესახებ კანონის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის განმსაზღვრელია შემდეგი ძირითადი ნიშნები: ა) მართლზომიერება- აღნიშნულ ნიშანში გულისხმობს, რომ სამეწარმეო საქმიანობა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სამართლის მოქმედ ნორმებს, ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და და საჯარო წესრიგს; ბ)არაერთჯერადობა- სამეწარმეო საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს სისტემატურად და პროფესიონალურად. მრავალჯერადობას განსაზღვრავს არა მხოლოდ მოქმედებათა რაოდენობა, არამედ აგრეთვე ამ მოქმედებათა უმთავრესი მიზანი _ მოგების მიღება; გ) ორგანიზებულობა- ორგანიზებულობა ნიშნავს, რომ მეწარმე უნდა `მოერგოს კანონით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ორგანიზაციულ - სამართლებრივ ფორმას, ჰქონდეს კანონმდებლობით დადგენილი მართვის ორგანოები და, რაც მთავარია, იყოს რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში; დ) დამოუკიდებლობა- სამეწარმეო საქმიანობა, როგორც დამოუკიდებელი საქმიანობა, სხვა არაფერია, თუ არა კანონიერ, მეწარმეთა ნებაზე დამყარებულ მოქმედებათა ერთობლიობა. მასში იგულისხმება სამართლებრივი დამოუკიდებლობა, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ქონებრივ დამოუკიდებლობას (რაც განცალკევებული ქონების არსებობას ნიშნავს) და ორგანიზაციულ დამოუკიდებლობას (რაც მეწარმის მიერ ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმისა და საქმიანობის სახის თავისუფლად არჩევას გულისხმობს); სწრაფვა მოგების მიღების მიზნისაკენ.

 

მეწარმეთა შესახებ კანონის და საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, იყენებდა თუ არა (და რა დროის მონაკვეთში) მოპასხუხე ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის. სასამართლოში არ იქნა წარდგენილი რ----- კ-----–-–---–-ს სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრაციის, მის მიერ ეკონომიური საქმიანობის განხორციელების, მოგების მიღების და ა.შ. დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

2.2.4. ქონების იჯარის საბაზრო ღირებულების დადგენასთან მიმართებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა შემდეგი: ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტი სავალდებულოდ მიიჩნევს ასეთი ღირებულების განსაზღვრას საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე სიღნაღის რაიონის ქალაქ წ-----ში, დ-----------–-----–ის ჩიხი მ---, ს/კ 5-----------, რომელზეც რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება, ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2016 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 235,80 ლარს. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნას სასამართლო ვერ მიიღებს საკმარის მტკიცებულებად იმისათვის, რომ რ----- კ-----–-–---–ს დააკისროს ამ ოდენობით თანხის გადახდა 2012 წლის 18 სექტემბრიდან. სასამართლომ მიიჩნია რომ ექსპერტიზის დასკვნით უნდა განისაზღვროს იჯარის ქირის ღირებულება მოთხოვნილი ქირის დროის სრული პერიოდისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს ერთი მხარისათვის ზიანის მიყენება და მეორე მხარის უსაფუძვლოდ გამდიდრება.

 

2.2.5 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მიერ.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ საქმე განხილულია სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ. რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრების შესახებ ეფუძნება სახელმწფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტს, რის გამოც იგი წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმე. შესაბამისად, მისი განხილვა და გადაწყვეტილების გამოტანა უნდა მომხდარიყო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ.

 

3.1.2. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები და ასევე, არასწორად მიიჩნია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ სასამართლომ მიიღო არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტლება. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, რ----- კ-----–-–---–-ს მიმართ არ დაკმაყოფილდა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით. აპელანტი მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს არ მიეცა ობიექტური შეფასება, მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის სასამართლომ სრულად მოსარჩელის მხარეს გადახარა და იმ გარემოებებიდან დაკავშირებითაც კი, რომლებზეც მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე იყო, მოსარჩელის მხრიდან მტკიცებულებების არასაკმარისობაზე იმსჯელა, შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

აპელანტი განამრტავს, რომ სსიპ სახელწმიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნას წარმომადგენდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობლისთვის მოპასუხე რ----- კ-----–-–---–-სთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად 235.80 ლარის ოდენობით თანხის გადახდა, 2012 წლის 17 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისთვის.

 

3.1.3. აპელანტი განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადაო არ არის ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ასევე, დადგენილია, რომ სამეწარმეო საქმიანობას რ----- კ-----–-–---–- ახორციელებს. რის თაობაზეც წარდგენილი იქნა შესაბამისი მტკიცებულებები მოსარჩელის მხრიდან. კერძოდ, ფოტოსურათზე ასახული რეალობიდან გამომდინარე, აპელანტი გაუგებრად მიიჩნევს სასამართლოს შეფასებას იმ მტკიცებულებების არარსებობის თაობაზე, რომლითაც დადასტურდებოდა სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების გამოყენება. ასევე, ცალსახად მიიჩნევს, რომ რ----- კ-----–-–---–-ს მიერ გამოიყენება სახელმწიფო ქონება სამეწარმეო მიზნით და შესაბამისად, მის მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავებულია სახელწმიფო ქონება, რომლის სარგებლობისთვისაც სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად 17.09.2012 წლამდე გათავისუფლებულია შესაბამისი თანხის გადახდისგან, ხოლო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი თითქოსდა სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარადგინა მოსარჩელემ.

 

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ წარდგენილი იქნა კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნა, რაც სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა, თითქოს ქონებას ყოველდღიურად ეცვლებოდეს ღირებულება და თითქოს მხოლოდ ერთი დღის მონაცემებს ასახავდა წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა. მართალია, დასკვნაში საუბარია მისი მომზადების დროისათვის არსებულ საბაზრო ღირებულებაზე და მის შინაარსში მითითებულია, რომ ქონების ღირებულება განსაზღვრულია 2016 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით, თუმცა ეს კონკრეტული თარიღი არ შეიძლება შეფასდეს მხოლოდ ათი დღის ქონების ღირებულებად, მით უფრო იმ პირობებში როდესაც საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა წარდგენილი.

 

3.1.4. აპელანტი მიუთითებს, რომ სარჩელზე წარდგენილი იქნა აუქციონთან დაკავშირებული მასალები, რაც ასევე მიუთითებს, რომ რევაზ კ-----–-–---–ს მართლზომიერად ჰქონდა დაკავებული სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონება, შესაბამისად, მან მონაწილეობა მიიღო გამოცხადებულ აუქციონში, თუმცა ღირებულების გადაუხდელობის გამო მხარეთა მხარეთა შორის შემდგომი ურთიერთობა არ ჩამოყალიბდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივინისის გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სრულად დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა. ამასთან, რ----- კ-----–-–---–ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს თანხის გადახდა - 2012 წლის 17 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 235.8 ლარის ოდენობით.

 

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის N2ბ/5220-17 განჩინებით, სსიპ საელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად და დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით, მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი რ----- კ-----–-–---–-ს მიმართ, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად უნდა გადაგზავნილიყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინსიტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში და სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.

 

3.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმავე განჩინებაში მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინსიტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.

 

3.2.2. თბილისის სააპელაციო სასმართლოს საქალაქო საქმეთა პალატის მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებაა. ამდენად, სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის აუცილებელია ხელშეკრულება აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, კერძოდ, სამართალსუბიექტურობის პრინციპს ანუ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარედ ადმინისტრაციული სუბიექტის მონაწილეობას, თუმცა, აღნიშნული საკმარისი არ არის და მითითებული ნორმის ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ სამართალსუბიექტურობასთან ერთად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოხსენებული ნორმა კუმულაციურად ითხოვს ხელშეკრულების დადებით საჯარო უფლებამოსილების მიზნის განხორციელებას. ამდენად, იმისათვის, რომ სამოქალაქო ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანო იყოს და ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნული ხელშეკრულების დადებით საჯარო სამართლებრივ მიზანს ახორციელებდეს. პალატამ განმარტა, რომ მართალია, ხელშეკრულების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის აუცილებელია სამართალსუბიექტობის პრინციპის დაცვა და ხელშეკრულების საფუძვლად საჯარო სამართლებრივი მიზნის მიღწევა, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია და ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვისათვის ერთ-ერთ ამოსავალ წერტილს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ ატარებდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ შინაარსს. ამგვარი ზოგადი დანაწესის შემცველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისადაც, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე დავებს. ამდენად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დავის განსჯადობის საკითხის სწორად გადაწყვეტისა და საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ განსახილველი დავა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან. მხოლოდ სადავო ურთიერთობის სამართალსუბიექტობა არ განსაზღვრავს დავის ხასიათს, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს კანონმდებლობას, რომლის საფუძველზეც არის აღმოცენებული დავა, დავის არსს და საგანს, სადავო სამართალურთიერთობის ხასიათს.

 

3.2.3. სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის №ბს-465-460(გ-16) განჩინებით დამკვიდრებულ პრაქტიკის თაობაზე და განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანება), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

 

3.2.4. პალატამ მიუთითა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.

 

მოცემულ დავაში მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო დავის საგანი არის - სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრება.

 

პალატამ მიუთითა, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ფაქტორს გარდა იმ ფაქტისა, რომ ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი მიზანი. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება სადავო სამართალურთიერთობების ბუნებას და არა მხოლოდ სუბიექტურ შემადგენლობას. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის ის, რომ დავის ერთ-ერთი მხარე საჯარო სამართლის სუბიექტია, ვინაიდან შესაძლებელია საჯარო სამართლის სუბიექტი მხარედ გამოვიდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, რის გასარკვევადაც არსებითია დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა. იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი არის სახელმწიფოს, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელი და ურთიერთობა საჯარო-სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს, სახეზეა საჯარო სამართლებრივი ურთიერთობა.

 

3.2.5. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის მოთხოვნა იყო მოპასუხისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით არამათლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრება 2012 წლის 17 სექტემბრიდან, თვეში 235.8 ლარის ოდენობით, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე 13 მუხლის სამართლებრივი საფუძვლით.

 

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობდა ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, საქმე განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად უნდა გაგზავნილიყო საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.

 

3.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განჩინებით Nბს-160-160(გ-18) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი - რ----- კ-----–-–---–-ს მიმართ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის დარიცხული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა პალატას.

 

3.3.1. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ დავაში სადავო სამართალურთიერთობის ერთ-ერთ მხარედ გამოდის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო დავის საგანი არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის დარიცხული დავალიანების ანაზღაურება. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განაკრგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. საქართველოს ზოგადი ადმინსიტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა) არის ადმინისტრაციული ორგანო. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო სამართალურთიერთობაში მხარედ ადმინსიტრაციული ორგანოს გამოსვლა არის დავის საჯარო სამართლებრივი ხასიათის ერთ-ერთი მაჩვენებელი. ამასთანავე, საქმის განჯადობის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს არა სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტური შემადგენლობა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის ბუნება. დავის საჯარო - სამართელბრივი ხასიათის დასადგენად, საკმარისი არ არის სადავო სამართალურთიერთობაში საჯარო სამართლის სუბიექტის მონაწილეობა, ვინაიდან ადმინისტრაიული ორგანო შესაძლოა მხარედ გამოვიდეს კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში.

 

3.3.2. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინსიტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს ადმინისრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. კანონმდელობამ ადმინსიტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის გახილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

 

3.3.3. საკასაცო პალატამ, ასევე, განმარტა, რომ ვალდებულებითი ურთიერთობების ცალკე კანონით გათვალისწინება თავისთავად არ არის საკმარისი ამავე ურთიერთობის ადმინსიტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიისადმი კუთვნილების გადასაწყვეტად. თავის მხრივ, მხოლოდ ვალდებულებითი ურთიერთობის ფორმალურად სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მოთხოვნებისადმი შესაბამისობა, საჯარო-სამართლებრივი მოთხოვნის, სხვა ნორმებთან ერთად, სამოქალაქო კოდექსის ნორმაზე დაფუძნება ასევე არ ადასტურებს სადავო სამართალურთიერობის სამოქალაქო-სამართლებრივ ხასიათს. საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში ვალდებულება წარმოიშვება არა სახელშეკრულებო ან კერძოსამართლებრივი კანონის, არამედ სპეციალური კანონის - ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომელიც ადმინსიტრაციულ კანონმდებლობას განეკუთვნება და აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. სახელმწიფო ქონების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კანონიერების კონტროლი ადმინსტრაციული მართლმსაჯულების იურისდიქციის სფეროს განეკუთვნება. ამდენად, აღნიშნულ საკითხებზე და მათგან გამომდინარე ურთიერთობები ადმინისტრაციულ - სამართლებრივია და შესაბამისი სასამართლო წარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

 

საკასაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოთხოვნას ამყარებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობით მოთხოვნის თანამად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური - საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუციდტორული) დასკვნის საფუძველზე, საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლებს რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.

 

3.3.4. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზეა დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების ყველა წინაპირობა, კერძოდ, მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო დავის საგანი ეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის დარიცხული დავალიანების ანაზღაურებას. დარიცხვა ეფუძნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას. ამდენად, ადმინსიტრაციული ორგანოს მოთხოვნა ემყარება საჯარო კანონმდებლობას, დავა განსახილველად ექვემდებარება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სადავო სამართალურთიერთობის ხასიათი და მისი სუბიექტური შემადგენლობა ადასტურებს დავის ადმინსტრაციულ საქმთა კატეგორიისადმი კუთვნილებას.

 

საკასაციო პალატამ გაიზიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრება დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი კუთვნილების შესახებ. შესაბამისად, საქართველოს ადმინსტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავა გასანხილველად უნდა დაევედმებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა პალატას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით, უნდა დაუბრუნდეს განსჯად სასამართლოს:

 

4.1.1. პალატა განმარტავს, რომ კომპეტენციის გამიჯვნის პოზიტიური ტაქსაციის მეთოდის გამოყენებით სზაკ-ის 2.1 მუხლი იძლევა ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. ამასთანავე, კომპეტენციის განსაზღვრის ზოგადი ნიშნის გამოყენებით (ენუმერაციის მეთოდი) კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის იმ სამართალურთიერთობიდან წარმოშობა, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული (იხ. სუს 11.09.2014 წ. განჩინება საქმეზე N350-316(გ-14)). ამდენად, საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა ენიჭება სადავო აქტების გამოცემის საფუძვლებს, სამართალურთიერთობის სუბიექტის მოქმედების ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის დარიცხული დავალიანების ანაზღაურება, 2012 წლის 17 სექტემბრიდან, თვეში 235.8 ლარის ოდენობით, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე 13 მუხლის სამართლებრივი საფუძვლით.

 

4.1.2. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობების მომწესრიგებელი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, განეკუთვნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას, სახელმწიფო ქონების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განაგებს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კანონიერების კონტროლი ადმინსტრაციული მართლმსაჯულების იურისდიქციის სფეროს განეკუთვნება, ამდენად განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების ყველა წინაპირობა.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით პირდაპირ მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

 

4.1.3. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის მასალების შესწავლის შედეგად, გადამოწმებულ იქნა დავის განხილვის ინსტანციური სასამართლო კომპეტენციის საკითხი და პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს, როგორც საერთო იურისდიქციის სასამართლოებში ინსტანციურად მეორე საფეხურზე მდგომ მართლმსაჯულების განმახორციელებელ დაწესებულებას, აქვს კომპეტენცია შეამოწმოს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ როგორც არსებითად განხილული და გადაწყვეტილი დავების შედეგად მიღებული სასამართლო აქტები, ისე სადავო საპროცესო სამართლებრივი ურთიერთობების დარეგულირების შედეგად მიღებული შუალედური განჩინებების კანონიერება საპროცესო მხარეთა მიერ მათი გაპროტესტების შემთხვევაში საპროცესო კანონმდებლობით გაწერილი პირობების ზუსტი თანმიმდევრულობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში წინამდებარე საქმე განხილულ იქნა არაგანსჯადი სასამართლოს მიერ, იმისათვის, რათა დაცულ იქნას მოდავე მხარეთა საკუთარი უფლებებისა და ინტერესების მართლმსაჯულების განხორციელების მართლზომიერი სასამართლო კომპეტენცია, მოდავე მხარეებს არ შეეზღუდოთ სადავო უფლების დაცვის ინსტანციური მართლმსაჯულებითი შესაძლებლობები და არ დაირღვეს განსჯად სასამართლოთა კომპეტენციის თანმიმდევრულობა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 14.06.2017 წლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალა განსახილველად, განსჯადობის წესის დაცვით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, დავის ადმინისტრაციულ სამართალწარმოების წესით განხილვის მიზნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. იმავე 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

 

ამდენად, ზემოთ მოხმობილი მსჯელობიდან გამომდინარე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, რ----- კ-----–-–---–-ს მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით, განსახილველად უნდა დაუბრუნდეს განსჯად სასამართლოს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, დავის ადმინისტრაციულ სამართალწარმოების წესით განხილვის მიზნით.

 

5. საპროცესო ხარჯები:

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამ ეტაპზე არ მსჯელობს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების თაობაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

დაადგინა:

 

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 14.06.2017 წლის გადაწყვეტილება.

 

3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, მოპასუხე - რ----- კ-----–-–---–-ს მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოების წესით ხელახლა განხილვის მიზნით, დაუბრუნდეს, განსჯად სიღნაღის რაიონულ სასამართლოს.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ილონა თოდუა