განაჩენი

სისხლის სამართლის 25.07.2018
საქმის ნომერი
010141318700062311
ინსტანცია
თარიღი
25.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010141318700062311-1აგ/-419-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ივლისი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

მურმან ისაევი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ დ-------------–---- შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენით:

 

დ-------------–-----------------–--------–-–------------------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება) და საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

 

საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით დ-------------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი;

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს განაჩენით:

 

დ-------------–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

 

მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დ-------------–---ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა დ-------------–---- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 1 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 11 თვის და 28 დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე კვლავ ჩაეთვალა პირობითად. საბოლოოდ დ-------------–---ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით, 11 თვით და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

 

მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 1 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს N47480 შეტყობინების თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს განაჩენის საფუძველზე მსჯავრდებულ დ-------------–---- მიმართ დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით 2016 წლის 06 იანვარს გადარიცხული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის განაჩენით:

 

დ-------------–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დ-------------–---ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დ-------------–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი;

 

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დ-------------–---ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ)პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს N47480 შეტყობინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2015 წლის 5 მარტის განაჩენის საფუძველზე მსჯავრდებულ დ-------------–---- მიმართ დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით 2015 წლის 23 მარტს გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის განაჩენით:

 

დ-------------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდა დავით გოგოლაძისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 დღით, რაც საქართველოს სსკ-ის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეესაბამება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 5 საათის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 185 საათის ოდენობით;

 

დ-------------–---ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ)საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ)პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

2016 წლის 8 ივლისის სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს თბილისის პრობაციის ბიუროს მომართვის თანახმად მსჯავრდებულ დ-------------–---მ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის განაჩენით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დაასრულა 185 საათის ოდენობით დაასრულა 2016 წლის 7 ივლისს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის განაჩენით:

 

დ-------------–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი;

 

მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის დავით ნოზაძის წარდგინება მსჯავრდებულ დ-------------–---- მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სხვა სასჯელით შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 25 ივლისის NMOC1800680272 მომართვის თანახმად მსჯავრდებულ დ-------------–---ს არ აქვს მოხდილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის განაჩენით შეფარდებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ოდენობით.

 

2018 წლის 25 ივნისს მსჯავრდებულმა დ-------------–---მ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ დ-------------–---- შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული დ-------------–--- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება), ასევე საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცივი იარაღის ტარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ),რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით დ-------------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, მასვე 03 წლის ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია).

 

დ-------------–---ს ასევე მსჯავრი დაედო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს განაჩენით ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ასეთი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დ-------------–---ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა დ-------------–---- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 1 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 11 თვის და 28 დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე კვლავ ჩაეთვალა პირობითად. საბოლოოდ დ-------------–---ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით, 11 თვით და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით (ჯარიმა გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ) და მასვე 01 წლის ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია).

 

დ-------------–---ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 მარტის განაჩენით მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ასეთი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დ-------------–---ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დ-------------–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დ-------------–---ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით (ჯარიმა გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ) და მასვე 03 წლის ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია).

 

დ-------------–---ს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის განაჩენით მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის’’ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდა დ-------------–----ათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 დღით, რაც საქართველოს სსკ-ის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეესაბამება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 5 საათის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 185 საათის ოდენობით (რაც დღეის მდგომარეობით დასრულებულია) და მასვე 03 წლის ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები (რაც დღეის მდგომარეობით არ არის დასრულებული)

 

დ-------------–---ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის განაჩენით მსჯავრი დაედო ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახედდა ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ოდენობით (რაც დღეის მდგომარეობით არ აქვს მოხდილი).

 

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (იხ. გადაწყვეტილება), აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ-------------–---- მიმართ არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის განაჩენები უნდა გაუქმდეს და მსჯავრდებული დ-------------–---, გათავისუფლდეს: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და 381-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 მარტის და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ დ-------------–---- მიმართ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეულ უფლებრივ შეზღუდვის საკითხს, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენით; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის განაჩენით განსაზღვრული უფლებრივი შეზღუდვის ვადა, დღეის მდგომარეობით გასულია, შესაბამისად პალატა მოკლებული შესაძლებლობას იმსჯელოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების ფარგლებში აღნიშნულ საკითხზე. რაც შეეხება, მსჯავრდებულ დ-------------–---- მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის განაჩენით განსაზღვრულ უფლებრივ შეზღუდვას, დღეის მდგომარეობით შეზღუდვა ძალაშია და უნდა მოვიდეს შესაბამისობაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან და მსჯავრდებულს დ-------------–---ს უნდა აღუდგეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

ამასთან პალატა მიუთითებს, რომ დ-------------–--- განთავისუფლებული უნდა იქნეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ვინაიდან აღნიშნული ქმედებით მსჯავრდების საფუძველი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენი, რომლითაც დ-------------–---ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის’’ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის და ასევე (ცივი იარაღის ტარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ), რისთვისაც საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით დ-------------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები, სწორედ აღნიშნული განაჩენის შეუსრულებლობა გახდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დ-------------–---- მსჯავრდების საფუძველი (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი);

 

ასევე დ-------------–---ს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის განაჩენით მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის’’ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 185 საათის ოდენობით და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები, მოცემულ შემთხვევაშიც,სწორედ აღნიშნული განაჩენის შეუსრულებლობა გახდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დ-------------–---- მსჯავრდების საფუძველი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის განაჩენი). პალატა მიუთითებს რომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (ანუ ქმედება აღარ არის დასჯადი). შესაბამისად დ-------------–--- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება იმ ქმედებისათვის, რაც შემდგომში სხვა დანაშაულის (სსკ-ის 381-ე მუხლი) შემადგენლობის საფუძველი გახდა. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, თუკი დასჯადი აღარ არის ის ქმედება, რამაც სხვა დანაშაულის შემადგენლობა გამოიწვია, პირს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვისაც. შესაბამისად, ვინაიდან სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის მსჯავრდება გამოიწვია დ-------------–---- მიერ ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებამ, რაც დღეის მდგომარეობით აღარ არის დასჯადი, დ-------------–--- უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

 

ამდენად, პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ დ-------------–---- შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენში, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის განაჩენები

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ დ-------------–---- შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დ-------------–--- გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს ნარკოტიკული დანაშაულის ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

დ-------------–--- გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

დ-------------–--- გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

დ-------------–--- გათავისუფლდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან;

 

ამასთანავე, დ-------------–---ს აღუდგეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის განაჩენით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები;

 

დ-------------–--- გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

 

მურმან ისაევი