განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002227518
საქმე 1ბ/787-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მურმან ისაევმა
მსჯავრდებულ ვ------- ა----------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ-- გ---------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------ ვ------- ა----------–ის, პირადი №1----------, დაბადებული - 1----–-–------------- დასაოჯახებელის, საშუალო განათლების მქონეს, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-----–-----------–-----------------------------ში, მიმართ, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ------- ა----------–მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 14:20 საათზე, ქ-------–--–----–-----------–--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–-------------------ის ო-------------–------–----–------------–-------------------------–--ს ძებნის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ძებნილ ვ------- ა----------–ის დაკავების ოპერაციის განხორციელებისას, ამ უკანასკნელმა მოახერხა გაქცევა, რა დროსაც გადააგდო დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ. კალიბრის „STEYR S9” მოდელის N029859 პისტოლეტი და 10 ცალი 9 მმ. კალიბრის „PARABELLUM/LUGER” -ის 1908 წლის ნიმუშის ვაზნა, რომელსაც იგი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენით:
ვ------- ა----------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ვ------- ა----------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - რეალურად მოსახდელი თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვე და 02 (ორი) დღე და 04 (ოთხი) წელი პირობითი მსჯავრი იმავე გამოსაცდელი ვადით და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ვ------- ა----------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
ვ------- ა----------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 18 მაისიდან და მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა სასჯელი რომელიც წინა განაჩენით მოხდილი აქვს ნაწილობრივ - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვისა და 28 დღის ვადით (2017 წლის 16 აგვისტოდან 2017 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით).
საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულმა ვ------- ა----------–მა დანიშნული სასჯელი უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში - შ-------------------–---–----------–----------------------------------–----------------–-------–------–-“, (---------------) მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ------- ა----------–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-- გ---------ამ, აპელანტის მოითხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენის შეცვლა სასჯელის შემსუბუქებით.
სააპელაციო საჩივრის მიხედვით, განაჩენით განსაზღვრული დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრებისას დაშვებულია შეცდომა, კერძოდ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებული, რომ განაჩენის გამოტანისას არ იყო წარსულში ნასამართლევი სასამართლომ არ მიუსაჯა სასჯელის მინიმუმი. ამასთანავე, 2017 წლის 14 დეკემბრიდან - 2018 წლის 18 მაისამდე პერიოდი - 5 თვე და 3 დღე, რა დროის განმავლობაშიც მსჯავრდებული იმყოფებოდა სამკურნალო დაწესებულებაში არ ჩაითვალა სასჯელის მოხდის ვადაში.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი ვ------- ა----------–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ------- ა----------–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების ი-–--------–---–-------–---------------------–-------------------------------------–-----–-–---------–-------------------------–---–----------–--–----------- ექსპერტ გ------- ე-–----ს, ექსპერტ მ------ ფ------–--ის, ექსპერტ ს-------- ბ--–-----ს ჩვენებით, ექსპერტ-მ----- ჩ-------ის ჩვენებების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის ?------------ასკვნით, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის ?--------- დასკვნის, ქიმიური ექსპერტიზის ?----რან დასკვნის, ბალისტიკური ექსპერტიზის ?------. დასკვნით, , სამედიცინო ექსპერტიზის ?0-----------ასკვნით, სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ?--------- დასკვნით, შეფასების შემდგომ, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ------- ა----------–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ?--------- დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ ვ------- ა----------–ი ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს 2017 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 14:20 საათზე, ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა) . შემდგომში იზოლაციის პირობებში ვ------- ა----------–ს განუვითარდა და ამჟამად უგრძელდება ფსიქიკური აშლილობა - ფსიქოგენური პარანოიდული ფსიქოზის სახით (კოდი - F----- დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ვ------- ა----------–ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა დანაშაულის საგნად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუკი ის ვარგისია საბრძოლო მოქმედებისათვის, ე.ი. გამოყენებისთვის.
„იარაღის შესახებ“ საქართველოს 2006 წლის 23 იანვრის კანონის თანახმად, იარაღი არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად (ე.ი. აგებულებით) განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დაზიანებისა და განადგურებისათვის. ცეცხლსასროლი იარაღი კი, არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს ფეთქებადი ნივთიერების აფეთქების შედეგად წარმოქმნილი აირის მეშვეობით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკური დაზიანებისა და განადგურებისათვის. ცეცხლსასროლ იარაღს მიეკუთვნება: პისტოლეტი, რომელიც განკუთვნილია ცოცხალი არსების გასანადგურებლად. ცეცხლსასროლი იარაღის მომეტებულ საშიშროებას განაპირობებს მისი თვისებები, კერძოდ; ცოცხალი არსების გასანადგურებლად არაა საჭირო მისი ფიზიკური კონტაქტი სამიზნე ობიექტთან, არამედ უნარი აქვს მოსპოს იგი გარკვეული მანძილიდანაც; გასროლის შედეგად საბრძოლო მასალის მოქმედების მანძილი, ძალა და სხვა საზიანო თვისება არაა დამოკიდებული იმ პირის ფიზიკურ მონაცემებსა და პროფესიონალიზმზე ვინც მოახდინა გასროლა; ცეცხლსასროლ იარაღს აქვს უნარი ერთდროულად დააზიანოს რამდენიმე ობიექტი. საბრძოლო მასალა არის ისეთი საგანი ან მოწყობილობა, რომელიც კონსტრუქციულად შესაბამისი იარაღიდან გასროლისთვისაა განკუთვნილი. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ხორციელდება მოქმედებით, ხოლო შენახვა როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა იქნება მართლსაწინააღმდეგო თუ იგი ხორციელდება „იარაღის შესახებ“ კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ. იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით მის ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ვალში ჩათვლას, ნაჩუქარის მიღებას, ნაპოვნის დაუფლებას. შეძენა დამთავრებულია, როცა პირს მიეცემა ამ იარაღის განკარგვის შესაძლებლობა.
იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს იარაღისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არა აქვს. მართლსაწინააღმდეგო შენახვა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ ადგილას, მთავარია პირმა შეძლოს მისი გამოყენება, როცა დასჭირდება.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რომელიც გამოიხატება იარაღთან/საბრძოლო მასალასთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არა აქვს. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება მომეტებული საშიშროების შემცველია, ვიდრე მისი მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა ან შენახვა. ტარების დროს პირს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა დაუყოვნებლივ გამოიყენოს იგი.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება, წარმოადგეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის კვალიფიციურ შემადგენლობას, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისიწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ ვ------- ა----------–ს მისჯილი აქვს სასჯელის მინიმუმი 2 წლით თავისუფლების აღვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (არ აქვს მისჯილი სასჯელის მაქსიმუმი), რომელიც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად სასჯელთა შთანთქმის პრინციპით განისაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთით. მოცემული სასჯელი სამართლიანია დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, აღსანიშნავია ის გარემოება რომ მსჯავრდებული ნასამართლევია ანალოგიური ხასიათის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის.
რაც შეეხება 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს - რეალურად მოსახდელი თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვე და 02 (ორი) დღე და 04 (ოთხი) წელი პირობითი მსჯავრი იმავე გამოსაცდელი ვადით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა;
ვ------- ა----------–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა სასჯელი რომელიც წინა განაჩენით მოხდილი აქვს ნაწილობრივ - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვისა და 28 დღის ვადით (2017 წლის 16 აგვისტოდან 2017 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით).
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად „განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს“.
აპელანტის მოსაზრებით, მსჯავრდებულ ვ------- ა----------–ს სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს 2017 წლის 14 დეკემბრიდან - 2018 წლის 18 მაისამდე პერიოდი - 5 თვე და 3 დღე, რა დროსი განმავლობაშიც ბრალდებული იმყოფებოდა სამკურნალო დაწესებულებაში. როგორც საქმის მასალებით ირკვევა 2017 წლის 14 დეკემბრის სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტის და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დაწყების შესახებ განჩინებით, ვ------- ა------------–ს დაენიშნა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა და მკურნალობის ჩატარების მიზნით მოთავდა სტაციონარში - შპ------------------–---–--------–-----------------------------–----------------–-–------–---------------------) 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით. მოცემული განჩინების მიხედვით - ვ------- ა----------–ს იძულებითი სტაციონალური ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვის შემდეგ, სასჯელის მოხდა უნდა გაუგრძელდეს საერთო წესით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის დღიდან, - 2018 წლის 18 მაისიდან, შესაბამისად განაჩენის დადგომამდე შპს „ა--------------–---–--------–-----------------------------–----------------–-–------–-- ყოფნის 5 თვე და 3 დღე მოიცავს ფსიქიატრიული დახმარების მიზნით ფსიქიატრიულ მკურნალობას, შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ ვერ ჩაითვლება სასჯელის მოხდის ვადაში. (2017 წლის 14 დეკემბრის სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტის და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დაწყების შესახებ განჩინებით ნაწილობრივ შეწყდა დევნა საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისიწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის);
ვ------- ა----------–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა სასჯელი რომელიც წინა განაჩენით მოხდილი აქვს ნაწილობრივ - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვისა და 28 დღის ვადით (2017 წლის 16 აგვისტოდან 2017 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით).
პალატა მიიჩნევს, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელი უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური. დანიშნული სასჯელი უნდა ასახავდეს კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმეს, მის ხასიათს და ჩადენის ხერხს, ისევე, როგორც პიროვნების ინდივიდუალურ მახასიათებლებს, მის მიდრეკილებას კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებებისაკენ. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო სასჯელის დამძიმების კუთხით ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების სიმრავლეს, დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას საჯარო ადგილას, დანაშაულის ხასიათის და ჩადენის ადგილიდან გამომდინარე მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას, რაც თავისი არსით მიმართულია საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების, ასევე სახელმწიფოს მართვის დადგენილი წესის წინააღმდეგ. ასევე გასათვალისწინებელია ბრალდებულის მიერ ქმედებების განხორციელების ფორმა.
სააპელაციო პალატა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.
სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ------- ა----------–ისათვის დანიშნული სასჯელს, პალატა თვლის, რომ თბილისის სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განაჩენით სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დანაშაულის ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პალატა თვლის, რომ სწორად დაენიშნა სასჯელი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ყველა ის გარემოება რაც კანონით არის გათვალისიწინებული და განსაზღვრულია ადეკვატური, სამართლიანი და პროპორციული სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ცნობილი სასჯელის განსაზღვრისას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენი ვ------- ა----------–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ------- ა----------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ-- გ---------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
ვ------- ა----------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ და განესაზღვროს - საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ვ------- ა----------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - რეალურად მოსახდელი თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვე და 02 (ორი) დღე და 04 (ოთხი) წელი პირობითი მსჯავრი, იმავე გამოსაცდელი ვადით და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ვ------- ა----------–ს სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
ვ------- ა----------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 18 მაისიდან და მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასჯელი, რომელიც წინა განაჩენით მოხდილი აქვს ნაწილობრივ - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვისა და 28 დღის ვადით (2017 წლის 16 აგვისტოდან 2017 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით).
საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულმა ვ------- ა----------–მა დანიშნული სასჯელი მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში - შ-------------------–---–----------–----------------------------------–----------------–-------–------–-“, (---------------) მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით;
მხედველობაში იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ვ------- ა----------–ი უკვე მოთავსებულია შ---------------------–---–-----------–---------------------------------–----------------–-–------–--------------------
ნივთმტკიცების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ფოტოსურათები 01 ცალ ,, DVD-R“ დისკზე, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
პისტოლეტი, ერთი ცალი მჭიდი და 07 ცალი ვაზნა, რომლებიც ინახება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველოში, შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ხელთათმანები, ნერწყვის ნიმუში და ანაწმენდები, რომლებიც ინახება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველოში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
მაისური, რომელიც ასევე ინახება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.#32ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა), განჩენის გამოტანიდან ერთ თვის ვადაში.
მოსამართლე: მურმან ისაევი