განაჩენი

სისხლის სამართლის 26.07.2018
საქმის ნომერი
330100117002030695
ინსტანცია
თარიღი
26.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002030695

საქმე №1ბ/384-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ

 

ლელა ბახაძის და ნანა უნდილაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ი-----–----------ას

მსჯავრდებულის: ი-----–--–---–--ის

ადვოკატის: ნ-----–----------–-–---–ის

მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ი-----–--–---–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----–----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0----------- ) ი-----–--–---–--ის მიმართ. ი-----–--–---–--ე დაბადებულია 1----–-–-------------------ს, საქართველოს მოქალაქე,(პირადი №0----------), საშუალო განათლებით, დაოჯახებული, მცხოვრები: თბილისი, ვ-------------------–----------------------------------–--

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტი (სამი პიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----–--–---–--ემ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ( სამი ეპიზოდი).

 

ი-----–--–---–--ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 17 მაისს ინტერნეტში განთავსებული განცხადების საფუძველზე ლ-------------–---–მა ი-----–---–---–--ეს მიაქირავა თავისი ბინა, მდებარე მისამართზე - ქ.თბილისი, ვ-----------------------------------------------------, საიდანაც ი-----–---–---–--ემ 2017 წლის 24 მაისს მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ლ-------------–---–ის კუთვნილი „TOSHIBA”-ს ფრიმის მაცივარი, ღირებული 1000 ლარად, რომელიც გაასხვისა და ამით დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2017 წლის 17 მაისს ინტერნეტში განთავსებული განცხადების საფუძველზე ლ-------------–---–მა ი-----–---–---–--ეს მიაქირავა თავისი ბინა, მდებარე მისამართზე - ქ.თბილისი, ვ-----------------------------------------------------, საიდანაც ი-----–---–---–--ემ 2017 წლის 25 მაისს მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ლ------------–---–ის კუთვნილი „SAMSUNG”-ის ფრიმის სარეცხი მანქანა, ღირებული 600 ლარად, რომელიც გაასხვისა და ამით დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2017 წლის 17 მაისს ინტერნეტში განთავსებული განცხადების საფუძველზე ლ------------–---–მა ი-----–---–---–--ეს მიაქირავა თავისი ბინა, მდებარე მისამართზე - ქ.თბილისი, ვ-----------------------------------------------------, საიდანაც ი-----–---–---–--ემ 2017 წლის 2 ივნისს მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ლ-------------–---–ის კუთვნილი ჭაღი, ღირებული 200 ლარად, რომელიც გაასხვისა და ამით დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენით ი-----–--–---–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

 

ი-----–--–---–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 25 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

 

ი-----–--–---–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 2 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელი და ი-----–--–---–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

 

ი-----–--–---–--ეს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად 2 (ორი) წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი-----–--–---–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-----–----------–-–---–მა.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით. სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის შესახებ იმ გარემოებებზე მითითებით, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, დანაშაულის შემდეგ ეცადა დაზარალებულთან შერიგება და მისთვის ზიანის ანაზღაურება, სურდა ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება, თუმცა დაზარალებულის პოზიციის გამო ვერ შეძლო.

 

ბრალდების მხარეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია. სააპელაციო წესით საქმის განხილვისას მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა ი-----–--–---–--ის მიმართ გამოტანილი განაჩენის ძალაში დატოვება.

 

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი-----–--–---–--ის მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის კუთხით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ამ თვალსაზრისით სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი-----–--–---–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების: ლ----------------–---–--------------------------–-----------------------------------------–---–----------------------–-–---–----------–----------------------–---–---–---------–-----------–-–---–-------------------------–--ის გამოკითხვის ოქმებით, თავად ი-----–--–---–--ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ნივთმტკიცებისა და დოკუმენტაციის ამოღების ოქმებით და ამოღებული ნივთებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით და მათი შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი-----–--–---–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება. ზემოხსენებული მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ–ის 73–ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან ისინი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებზე (მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე ი-----–--–---–--ე მონაწილეობას იღებდა საქმის განხილვაში).

 

პალატამ საქმის განხილვისას გამოიკვლია დაცვის მხარის მიერ წარმოდენილი წერილობითი მასალა, რომლითაც დასტურდება მსჯავრდებულის ნება - შეურიგდეს დაზარალებულს და ნაწილობრივ აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარით მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნა დაასაბუთა იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ დანაშაულის ჩადენის დროს მსჯავრდებულს არ ჰქონდა არანაირი შემოსავალი, მეორე შვილზე ფეხმძიმედ ჰყავდა მეუღლე და მედიკამენტებისთვის ესაჭიროებოდა თანხა. დანაშაულს გულწრფელად აღიარებს და ინანიებს.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დამნაშავეს ისე უნიშნავს სამართლიან სასჯელს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის დაუსწრებლად განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მასში არსებული ყველა ის გარემოება, რასაც დაცვის მხარე საჩივარში მიუთითებს, გათვალისწინებული იქნა. კერძოდ მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიური პირობები, მისი ყოფაქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, (სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები და თავიდანვე აღიარა დანაშაული) მისი ქცევა მართლმსაჯულების განხორცილების დროს (თავი აარიდა საქმის განხილვას) და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის აზრით, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ მიზნების შესრულებას უზრუნველყოფს. პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მძიმე ეკონომიური მდგომარეობა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება. ადამიანის საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა ეფექტური უნდა იყოს დანაშაულის პრევენციის მიზნის მიღწევისთვის. სააპელაციო სასამართლო ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ მსჯავრდებულის მიერ ადგილი არ ჰქონია დანაშაულით მიყენებული ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურებას

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი ი-----–--–---–--ის მიმართ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციის თვალსაზრისით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც მსჯავრდებულ ი-----–--–---–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----–----------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი ი-----–--–---–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ი-----–--–---–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----–----------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი ი-----–--–---–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ი-----–--–---–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

 

ი-----–--–---–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 25 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

 

ი-----–--–---–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 2 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან, ერთმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი ორი და ი-----–--–---–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

 

ი-----–--–---–--ეს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად 2 (ორი) წლით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება.

 

ი-----–--–---–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან -2018 წლის 5 თებერვლიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სარეცხის მანქანა და ჭაღი, რომელიც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვეფხია ლომიძე